შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (21)


1-12-2016, 22:44
ავტორი annabelle
ნანახია 2 410

-ცოცხალი ხარ!-ავადმყოფურად,ხმამაღლა ვხარხარებდი.
-შენს ჯინზე,კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ! სისინავ!-ენა გამომიყო და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.-იცი რომელი საათია საერთოდ?
-არ მაინტერესებს-ჩავიხითხითე.წამით მეგონა მართლა გავგიჟდი,სიცილს ვერ ვიკავებდი.
-რატომ დაგაინტერესებს,გამოიძინე! მე კიდევ,შენს ხტუნვაში და ბოდვაში თვალიც ვერ მოვხუჭე!
-ნუ წუწუნებ!-ენა გამოვუყავი.
-კაი,არგინდა ამდენი ბოდიში,არაუშავს!-გამიცინა და ისევ წელზე მომხვია ხელები.
-აუტანელი ხარ!-გავიცინე,ამჯერად დამშვიდებულმა და მკერდზე მივეხუტე.მხოლოდ ახლა მივხვდი,რამდენს ნიშნავდა ჩემთვის ეს ნარკომანი,სულელი ბიჭი,რომელიც ,,მოქმედი ბომბი“ იყო! პირდაპირი მნიშვნელობით.შეეძლო აფეთქებულიყო და მთელი ჩემი ცხოვრება გაენადგურებინა!..
-მიყვარხარა მე შენ, დოქტორო ბოროტებავ!-გავიგე მისი ჩურჩული.თავი ჩემს კისერში ჩარგო და ყელზე მომაწება ტუჩები.კანზე შეხებით ვიგრძენი ჩემსავით იღიმოდა.საერთოდაც არ მანაღვლებდა გულწრფელი იყო თუ არა იმ დროს! ისიც მაბედნიერებდა,რომ ჩემს გვერდით იყო!...
888
-იცი,ერთადერთი სასიამოვნო რაც მამაჩემისგან მახსენდება ,ეს ჩემი პატარა სახლია,რომელიც ხეზე ავაშენეთ-გაეცინა შრეკს.ეზოში,გრძელ სკამზე ვისხედით და ბუნებით ვტკბებოდით.თბილი ქარი სასიამოვნოდ გველამუნებოდა სახეზე.კარგი ამინდი იყო და სხვა საქმე მაინც არაფერი გვქონდა.
-როგორც ამერიკელ ბავშვებს აქვთ. ღმერთო,ჩემი ოცნებაა იყო!- მეც გამეცინა.
-სკოლიდან ახალ მოსული ვიყავი,სახლში დამხვდა! კარგ ხასიათზე იყო,როგორღაც.ალბათ წამალი უპრობლემოთ იშოვა-დაიმანჭა გახსენებისას.-წამოდიო მითხრა და უკანა ეზოში გამიყვანა.ყოველი წამი მახსოვ.ვიცინოდით! მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი-ხელები მუხლებზე შემოიხვია.მე ჩუმად დავრჩი,უბრალოდ ვუსმენდი და მის ტკივილს თითქოს მეც შევგრძნობდი.
-მაშინ მეგონა,ყველაფერი დამთავრდა, მამა დაბრუნდამეთქი.მაგრამ მგონი უარესობისკენ შეიცვალა!-სიმწრით ჩაეცინა და გამომხედა-გინდა გაჩვენო?-თვალები გაუბრწყინდა მოულოდნელად.როგორ შეუძლია იყოს ასეთი ბიპოლარული? მისი ემოციები ისე სწრაფად იცვლება...
-აქ არის ის სახლი?-ხმამაღლა წამოვიძახე-რათქმაინდა მინდა!
-დაიმახსოვრე,დარწმუნებული არ ვარ,რომ ყველაფერი გადავყარე,როცა ბოლოს იქედან გამოვედი!-ჩაიხითხითა.,მე ხელი,სიცილით გავკარი მხარზე.
-საზიზღარი ხარ!
-რა ბილწი ხარ! რეებს ფიქრობ?-მოჩვენებითი შეშფოთებით წარმოთქვა და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა სიცილის შესაკავებლად.-შეხედე,იქ არის! ჯანდაბა! როგორ მომენატრა.
-ავიდეთ? წამოდი რა-ვთხოვე და ჯემპერით მოვქაჩე.
-ბრთხილად!-სიცილით დამითმო გზა,ჯერ მე ამიშვა ხის კიბეზე.უჩვეულო გრძნობა მეუფლებოდა,ყოველ საფეხურზე ასვლისას.ღიმილს ვერ ვიკავებდი.თვალი მოვავლე შეფიცრულ პატარა,საოცნებო სახლს,როცა ორივე ავედით. მიუხედავად იმისა, სიძველისგან გაშავებულიყო მაინც ლამაზად მეჩვენებოდა.
-კეთილი იყოს შენი შემოსვლა!-გაეცინა თვალებ გაბრწყინებულ მწვანე თმიანს.
-ეს...ეს... ჯანდაბა! ვერ ავღწერ-მეც ხმამაღლა გავიცინე ზედმოტი ემოციისგან -მგონი მამაშენს,მხოლოდ ამ ქმნილებისთვის უნდა აპატიო-მუშტი მივადე მხარზე და კარი გამოვაღე.
-მარჯვნივ ჩამრთველია.იმედია მუშაობს.
-ახლავე ვნახავ-ხელი ჩამრთველს ავკარი და როგორც კი ოთახი განათდა მომინდა ყოველი წერტილი შემესწავლა.წარმოვიდგინე,როგორ იჯდა ხოლმე აქ შრეკი,რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ ხორბლისფერი თმა ჰქონდა.ჩემს წარმოსახვაში კი ის მაინც მწვანე კულულიანი იყო! ოთახში ორი საწოლი,პატარა მაგიდა და დაბალი კომოდი იდგა.კედლებზე ნახატები და რამდენიმე შრეკის საყვარელი პლაკატი გაეკრათ.
-აქ მხოლოდ ორი საწოლია?-ჩემი ნათქვამი კითხვასავით უფრო ჟღერდა.
-ჰო,ჩემს და-ძმებს სიმაღლის ეშინიათ.ამიტომ ამ ,,სახლის პატრონი“ მე ვიყავი-საყვარლად ჩაიცინა და ერთ-ერთ საწოლზე ჩამოჯდა.წარბები ზემოთ ავზიდე და მეორე საწოლს ეჭვით გავხედე.
-გითხარი გარყვნილი ხართქო?!-გადაიხარხარა მწვანეთმიანმა.ვეცადე არ გამეცინა მაგრამ მაინც ჩავიხიხითე-ყოველთვის საზიზღრობებს როგორ უნდა ფიქრობდე?
-არაფერიც არ მიფიქრია!-ენა გამოვუყავი.
-ჰო,როგორ არა!
-საშიშ ზონაში ნუ გადახვალ! და ნუ გამაცხარებ!- გავაფრთხილე სიცილით.მან ხელები ზემოთ აწია გაჩუმების ნიშნად-არ ვიცოდი თუ ხატავდი.
-თუ ამას ხატვა ჰქვია ჰო,ვხატავ-საყვარლად ჩაიხითხითა.ლოყები ჩვეულად ჩაეჩხვლიტა და ჩემი განწყობაც უფრო ამაღლდა.
-მანახებ?
-ჰო,როცა დავბრუნდებით განახებ-დამპირდა და ბალიშზე გადაწვა.მე კი უკეთ დათვალიერებას შევუდექი.მაგიდაზე მტვრიან ფურცლებზე რამდენიმე ნახატს დავხედე.ყველაზე ერთიდა იგივე გოგონა ეხატა,რომელიც სულაც არ გავდა მიას. არც დედამისი იყო.თვალები დავაწვრილე,როცა მისი სახე მარის მივამსგავსე.გოგონას ქორწილიდან! ნახატები ისევ თავის ადგილზე დავაბრუნე და კომოდს მივუახლოვდი.უჯრების გამოღებისას სიცილი წამსკდა.
-აი,ჩემი გარყვნილი აზრები-სიცილით ავიღე ,,ფლეიბოის“ ძველი რამდენიმე ნომერი და ხელში ავათამაშე.
-ჯანდაბა!-თავი ოდნავ წამოწია და ჟურნალების დანახვაზე ჩაიხითხითა.
-ესეც შენი პატიოსანი ბავშვობა-გადავიხარხარე.
-დოქტორი ბოროტება ხარ!-სიცილით დამემანჭა,გვერდით მიიწია და მანიშნა მასთან მივსულიყავი.
-მაპატიე,მაგრამ ამის შემდეგ შენთან ახლოს დაწოლა გამიჭირდება-გავაგრძელე ისევ.დათვალიერებით,რომ ვიჯერე გული მივუახლოვდი და გვერდით მივუწექი.
-სამაგიეროს გადახდისთვის, სულიერად მოემზადე!-მითხრა ყურებამდე გაღიმებულმა.
-არ მეშიანია!
-ვიცი სასტიკი ქმნილება,რომ ხარ!-ენა გამომიყო და ცხვირზე მაკოცა.მე,კი თმებში შევუცურე თითები და ოდნავ მოვქაჩე.
888
-ახლავე დავბრუნდები-მითხრა ნერვიული ღიმილით და სამზარეულოდან გავიდა.მზერა დაბინდვოდა არეული ჩანდა.საჭმელს ვამზადებდით,უკვე საკმაოდ ბნელოდა და ფილმის ყურებას ვაპირებდით.
კარტოფილს ვჭრიდი,სიზმარი,რომ გამახსენდა.
-ჯანდაბა!-დანა მაგიდაზე ხმაურით დავდე,ხელი ფართუკზე შევიმშრალე და შრეკის მოსაძებნად წავედი.მეზიზღება ის ფაქტი,რომ წამალზეა დამოკიდებული! მოურიდებლად შევაღე სააბაზანოს კარი და ადგილზე დავრჩი.გაშეშებულმა მივაშტერდი იატაკზე მჯდომ შრეკს.კბილებში ინსულინის შპრიცი მოექცია და ცდილობდა მკლავზე რეზინის ქამარი შემოეჭირა.ჩემი დანახვისას,უემოციოდ ამომხედა.რამდენიმე წამი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს.ვფიქრობდი,რა გამეკეთებინა.ბრაზისა და შიშის შერწყმით ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი.
-განაგრძე-ვთხოვე ჩურჩულით.კარი დავხურე,მის პირდაპირ,კედელთან,იატაკზე ჩავჯექი და ხელები მუხლებზე შემოვიჭდე.წამითაც არ მომიშორებია მზერა.გული ისე სწრაფად მიცემდა მეგონა ინერციით ამოვარდებოდა და ჯანდაბაში გადაიხვეწებოდა! დავინახე,როგორ დაირტყა ორი თითი მოსახარში რამდენჯერმე.ვენას ეძებდა! არაფერი მითქვამს,ისე მივუახლოვდი,ყურადღება არ მიმიქცევია როგორც მიყურებდა,ნემსი გამოვართვი და ვენაში ნელა შევუშვი.ვხედავდი,როგორ აატრიალა თვალები სიამოვნებისგან.
-საზიზღრობაა!-ჩურჩულით ვუთხარი და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი.ემოციები ერთმანეთში მერეოდა.ვცდილობდი კომიკურად შემეხედა ამ ყველაფრისთვის მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე.სულ მასთან ხომ ვერ ვიქნებოდი? იქნებ ერთხელაც მართლა ახდენილიყო სიზმარი?! სამზარეულოში დავბრუნდი,ვახშმის მომზადება განვაგრძე.მინდოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.მამაჩემზე და მის ოჯახზე დავიწყე ფიქრი...
-კარგად ხარ?-გავიგე შრეკის ხმა.მხოლოდ წამით ავხედე და თავი დავუქნიე.
-უკეთესადაც შეიძლება!
-ბოდიში!-გულწრფელად თქვა და მაგიდასთან ჩამოჯდა-არ მინდა ასეთს მხედავდე!
-ვიცი, არაუშავს, ჩემი ბრალია.-ვაღიარე (საკუთარ თავთანაც).ის ასეთია,ვერაფერს შევცვლი!
-შეგვიძლია დავივიწყოთ რაც მოხდა?-ვერ მივხვდი კითხვა იყო თუ შემოთავაზება მაგრამ მაინც თავი დავუქნიე და სულ ოდნავ გავუღიმე.
-რათქმაუნდა-თვალები გადავატრიალე.ჩუმად გავიცინე.თითქოს ჩემს თავს დავცინოდი.
-დაგეხმარები!
-არ მინდა,უკვე მოვრჩი!-გავუღიმე,ლოყაზე ვაკოცე და მაგიდის გაწყობას შევუდექი.
888
-მითხარი რამე!-მთხოვა ღიმილით.ფილმი გვიან დამთავრდა.ბუხარიც ჩამქვრალიყო.თბილ პლედში გახვეულები ვიწექით დივანზე.ძლიერად ვეკვროდი შრეკს სიცივიდან აცახცახებული.
-ნახატები ვნახე ხის სახლში.
-კედლებზე,ნახავდი ცხადია!-ჩაიხითხითა.თავი ჩემს კისერში ჩაერგო და მძიმედ სუნთქავდა.
-ოო,მე სხვას ვგულისხმობ-ხელზე მსუბუქად ვუჩქმიტე სიცილით-მაგიდაზე.მარის ჰგავდა!
-ოჰ, არ მახსოვდა თუ ისევ შენახული მქონდა-ამოიფრუტუნა.თავი აწია ჩემთვის რომ შეეხედა-მგონი ბავშვობაში გაგიჟებით ვიყავი შეყვარებული...-ჯანდაბა!
----------------------------------------------
როგორც ყოველთვის დავიგვიანე ვიციი :/ დააკომენტარეთ თქვენი აზრიი <3 მადლობა ვინც კითხულობს ისევ <3



№1 სტუმარი makukuna

მეტი ასე აღარ დააგვიანო, რააა

 


№2 სტუმარი Guest შამხათი

მომწონს, მაგრამ ძალიან აგვიანებ, ხანდახან მავიწყდება, რა მომენტში შეწყვიტე.

 


№3 სტუმარი Guest nita

sashinlad momcons es istoria, magram sashinlad gvekcevi mkitxvels.afvianeb dzaan. imedi agarc mkonda, rom gaagrzelebdi.male dade raa

 


№4  offline წევრი annabelle

makukuna
მეტი ასე აღარ დააგვიანო, რააა

ვეცდებიი <3

Guest შამხათი
მომწონს, მაგრამ ძალიან აგვიანებ, ხანდახან მავიწყდება, რა მომენტში შეწყვიტე.

ბოდიშიი <3 ვეცდები მალე დავდო <3

ნონორე
როგორ გელოდი...:( ნუ დაიკარგები რააა ძალიან მიყვარს ეს ისტორია

ბოდიში <3 და ბედნიერი ვარ რომ გიყვარს <3

ანი ანი
არ მჯერაააააააა დედაააააა მეჩვენება მგონი მიჩქმიტეს სიზმარში ხო არ ვარ ......
ზლივს ღმერთოოო..... მადლობა ღმერთს უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ გაწყვიტე ეს ისტორია მალე დადე რა ასე ნუ აგვიანებ

:D არ გეცჰვენებაა <3 ბოდიში და ვეცდები მალე დავდო <3 შენს კომენტარს ველი ხომე ყოველთვის <3 მაბედნიერებს შენნაირი ერთგული მკითხველი <3 მადლობა რომ ასე ელი ხოლმე ჩემს ნაჯღაპნს <3

Guest nita
sashinlad momcons es istoria, magram sashinlad gvekcevi mkitxvels.afvianeb dzaan. imedi agarc mkonda, rom gaagrzelebdi.male dade raa

ბოდიშიი <3 ვეცდები მართლა მალე დავდო <3

 


№5 სტუმარი Anna

მიყვარს მე ეს მოთხრობა !

 


№6 სტუმარი Guest nawka

Gamarjoba me axali mkitxveli var. Dzalian momwons momwons weris stili siujeti personajebi da saertod yvelaferi. Am stilis nawarmoebi jer ar wamikitxavs chemtvis gansxvavebulia. Imedia male dadeb tumca araushavs mesmis ratomac agvianeben xolme mwerlebi. Ase rom velodebi shemdeg tavs. Warmatebebi

 


№7  offline წევრი annabelle

Anna
მიყვარს მე ეს მოთხრობა !

heart_eyes <3

Guest nawka
Gamarjoba me axali mkitxveli var. Dzalian momwons momwons weris stili siujeti personajebi da saertod yvelaferi. Am stilis nawarmoebi jer ar wamikitxavs chemtvis gansxvavebulia. Imedia male dadeb tumca araushavs mesmis ratomac agvianeben xolme mwerlebi. Ase rom velodebi shemdeg tavs. Warmatebebi

მადლობა დიდი <3

 


№8 სტუმარი hipo

jaandaba rogor velodi da vamowmebdi dade tuara axalii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent