შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 15


2-12-2016, 18:17
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 811

გადაწყვეტილება მიღებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ქორწილი აპრილის თვეში დანიშნეs, მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრას დაჟინებული მოთxოვნა იყო რომ არ სურდა ქორწილი, არაფერი გამოუვიდა, მხოლოდ იმას მიაღწია რომ დიდი ქორწილი არ იქნებოდ,ა შედარებით პატარა ვიწრო წრეში, ამ ვიწრო წრემ კი ორას კაცამდე მოიყარა თავი,როგორც ხშირად ხდება ხოლმე საქორწილო წვეულებას ყოველთვის სჭირდება დიდი ძალისხმევა, ყველაფერი მოსაგვარებელია, პატრაა წვრილმანიდან დაწყებული საქორწილო კაბით დამთავრდებული, ქორწილის დღეც ახლოვდებოდა, ორი კვირაღა იყო დარჩენილი, ნერვიულობა კი ნელ ნელა პიკს აღწევდა, ალექსანრა გამეტებული ეჩხუბებოდა ორგანიზატორს ტელეფონში და რაღაცას უხსნიდა, ამ დროს გამოხედა ელენეს და დემეტრეს რომლებიც ბედნიერი სახეებით თამაშობდნენ, ამხელა კაცი რომელიც პატარა ბავშვივით ხდებოდა ხოლმე ელენესთან,ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ალექსანრას ძალიან აბედნიერებდა, მისი ორი საყვარელი ადამიანი ერთად, ორივე ერთმანეთს შესანიშნავად უგებდა, დემეტრე ყოველთვის ცდილობდა ელენეს გულის გახარებას, ბავშვიც ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ შეჩვეოდა მას.
-დემეტრე შეგიძლია მოხვიდე, ალექსანრამ დაუძახა.
-ალექს მოვდივარ, ელე დამელოდე აქ მოვალ და გავაგრძელოთ ბავშვს გაუღიმა და ალექსანდრასკენ წავიდა
-დემეტრე ნახე, მე სხვა ფერი მინდოდა, არ მინდა ეს ვარდისფერი ფერი, რა უბედურებაა ბარბის ქორწილი გამოვა, არ ვარ ესეთი ნაზი, გთხოვ მე ამათ ვერაფერი გავაგებინე შეგიძლია შენ დაურეკო შენს მეგობარს და აუხსნა რომ მე ესეთი ქორწილი არ მინდა.
-ალექს დაწყნარდი გთხოვ ძალიან ნერვიულობ, ხომ იცი უბრალოდ ფორმალობაა, ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა, არ ღირს ამაზე ასე ნერვიულობა, შეეცადა დემეტრემ დაემშვიდებინა.
-დემეტრე ნუ მამშვიდებ გთხოვ, მე საერთოდ არ მინდა ეს ქორწილი გინდა შენ და გთხოვ რა მოაგვარე ეს ყველაფერი, უკვე ძალიან დავიღალე, სამსახურშიც ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მე მხოლოდ ამ ქორწილს გადავყევი.
-მოკლედ შენ დამშვიდდი გთხოვ, მე ყველაფერს მოვაგვარებ, დემეტრე ალექს ჩაეხუტა, ეს უკანასკნელი ძალიან გაბრაზრებული იყო, დემეტრე ისედაც ამჩნევდა ალექსანდრას ხასიათის ცვლილებას ამ ბოლო პერიოდში მაგრამ ყველაფერი სტრეს გადააბრალა და შეეცადა არ აჰყოლოდა კამათში, თანაც აქ საკამათო არაფერი იყო.
-მაპატიეთ გოგოებო ამ ქორწილის გადამკიდე ოფისშიც ვეღარ მოვიცალე რომ წესიერად მივხედო საქმეებს, თანაც უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა
-ალექს ფერი არ გადევს, გადახედა თიკომ, თანაც ნუ ნერვიულობ, რაღაც ძალიან ჭუჭყურებ ყველაფერზე
-თიკო არაფერსაც არ ვჭუჭყურებ უბრალოდ ნერვები მეშლება ამ ყველაფერზე, მე რასაც ვეუბნები იმას არ აკეთებენ, თანაც ეს ქორწილის ორგანიზატორი დემეტრეს მეგობარია და ვცდილობ არ ვაწყენინო.
-მე მაინც ვფიქრობ რომ აქ სხვა რამეშია ალექს საქმე, დაეჭვებით გახედა ლანამ
-მაინც რაში?
-ალექს არ გინდა ტესტი იყიდო?
-რა ტესტი ლანა?
-გოგო პატარა ბავშვივით რას კითულობ ორსულობის ტესტი, რა ტესტს გეტყოდი ეხლა
-მეეე? ორსულად არა ლანა გამორიცხულია
-და რატომ არისი გამორიცხული თიკო ჩაერთო პოლემიკაში.
-იმიტომ რომ არ ვიცი გოგოებო, ამაზე არ დავფიქრებულვარ, მე შიეძლება ორსულად ვიყო? ღმერთო ალექსანდრას ბედნიერება მოეფინა სახეზე.
-მე ეხლა ავდგები და ტესტს გიყიდი კარგი?
ორი წითლი ხაზი ეს ბედნიერების დაგვირგვინებაა, ის რომ იაზრებ შენს საყვარელ ადამიანს კიდევ ერთ დიდი ბედნიერებას აჩუქებ, და ამით საბოლოოდ გაამყარებ შენს სიყვარულს ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს ქვეყანაზე, ალექსანდრამ არ იცოდა რა გაეკეთებინა ბედნიერებისგან.
-ალექს დემეტრე გაგიჟდება, გახარებული სახით გახედა ლანამ
-არც კი მინდა წარმოვიდგინო რა დაემართება, ალექსანრა სიხარულს ვერ მალავდა, ჯერ არ ვეტყვი, ქორწილის დღეს გამოვუცხადებ სიურპრიზად, ორი კვირა დარჩა თანაც.
-ვაუ ალექს რა მაგარი დღე იქნება ორმაგად, ხვდები ეს რა არის? თიკო არანაკლებ გააბედნიერება მეგობრის სიხარულმა
-მოკლედ გოგოებო იცი არასოდეს ვფიქრობდი რომ ბენიერ ადამიანებს ყველაფერი ჰქონდათ საუკეთესო, დღევანდელმა ცხოვრებამ კი მიმახვედრა რომ ბედნიერება საკუთარ აზროვნებაშია, ეს შენ ქმნი ბედნიერ წუთებს, მაგრამ მაინც ბედნიერება შენი ყველა ახლობლის კარგად ყოფნაა, საყვარელი ადამიანი გვერდით და ეხლა კიდევ ეს პაწაწინა არსება რომელიც ჩემს სხეულშია, ალექსანდრმა მუცელზე დაიდო ხელი.
მოკლედ ლანა, თიკომ ლანას გადახედა შენი ნათლული ელენეა ჩემი კი ეხლა ეს ცელქი ბიჭი იქნება.
-და რა იცი რომ ბიჭია ღიმილით გახედა ალექსანდრამ
მე ყველაფერი შესანიშნავად ვიცი, დამიჯერე ხომ გეუბნები ვანგა ვარ მეთქი თიკომ ალექს გაუღიმა და მოეხვია მეგობარს.
გოგოებს ლაპარაკი ალექსანდრას ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა
დიახ ღიმილით უპასუხა
-გამარჯობა ალექსანდრა
-გაგიმარჯოთ. ალექსანდრას ხმაზდე ეტყობოდა რომ ვერ იცნო
-მე მარი ვარე ალექსანდრა, აი ზურას დედა
-ალექსანრამ ეხლაღა იცნო მარის ხმა რომელიც საკმაოდ ცუდად ესმოდა, ხო მარი გისმენ როგორ ხარ
-მადლობ არა მიშავს, ალექსანდრა შეგიძლია რომ მნახო
-რა თქმა უნდა, ხომ ყველაფერი რიგზეა ზურა როგორ არის?
-მადლობა კარგად, მარიმ მისამართი ჩააწერინა ალექს, კი გაუკვირდა რომ მარი კაფეში არ თხოვდა შეხვედრას ან სადმე ნაცნობ ადგილას მაგრამ მაინც გადაწყვიტა წასულიყო
ლამაზი კოხტა სახლი იდგა შუა გულ ეზოში, ეზო ყვავილებით მორთული, ის რომ გაზაფხული ნამდვილად ამშვენებდა იქაურ გარემოს, კარებში ექთნის ხალათში გამოწყობილი ქალი დახვდა, ალექსანდრას მეგობრულად გაუღიმა და ოთახისკენ მიუთითა.
იქ იმ ოთახში ნანახმა სრულიად ბურუსით მოიცვა ალექსანდრა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, მისი ნაცნობი მარი მან თითქმის ვეღარ იცნო, სახე ფერმკრთალი, თვალის გუგები ჩაშავებული და საგრძნობლად დასუსტებული
-მარი როგორ ხარ? ალექსანდრამ გაოცებული იკითხა
-როგორც მიყურებ ალექსანდრა ქიმიოთერაპიის შედეგი ესეთია, ჩაიღიმა მარიმ
-კი მაგრამ მე არაფერი ვიცი, რა გჭირს შეგიძლია მითრა?
-სულ რაღაც ერთ წლის წინ ლეიკემია აღმომიჩინეს ალექს, მარის ეტყობოდა რომ საკმაოდ უჭირდა მეტყველება, უკვე გართულებული ფორმით, ყველაფერი გააკეთეს მაგრამ ხომ ხედავ როგორ ვარ, სიკვდილის მოლოდინში
-მარი მაგას ნუ ამბობ ახალგაზრდა გოგო ხარ, რა დროს მაგაზე ფიქრია, ცოტა დაბნეული ელაპარაკებოდა ალექსანდრა, რადგან იქ ნანახმა ერთიანად შეძრა.
-ალექს ნუ ცდილობ ჩემს გამხნევებას, ჩვენ ორივემ კარგად ვიცით რომ მე დღეებს ვითვლი, უბრალოდ არ მინდოდა იმ ქვეყნად ისე წავსულიყავი რომ შენთვის არ მეთხოვა პატიება, ვიცი მე არაფერი მამართლებს, ალბათ ეს სასჯელი რაც ჩემს თავს დამატყდა ვიმსახურებდი, იცი ამბობენ ღმერთს თუ უყვარხარ შენი ცოდვებისათვის დედამიწაზე გსჯის რომ შემდეგ ცათა სასუფელი დაგიმკვიდრდესო, მეც ამით ვიიმედებ თავს ალბათ იმ დალოცვილს ძალიან ვუყვარვარ და არ გამწირა, ალექს მე ლაპარაკი მიჭირს სულ მეძინება, ქიმიოთრაპიის ძლიერ კურს გავდივარ, რადგან ახალგაზრდა სხეული მქონდა კიდევ დიდხანს ვიცოცხლე, გთხოვ მაპატიე თუ შეძლებ მე არ მინდა ამ ქვეყნიდან ეს ცოდვა წავიღო.
-რას მეუბნები მარი, რა თქმა უნდა მე დიდი ხნის წინ გაპატიე ყველაფერი, ამ სასჯელს შენ არ იმსახურებდი, ამას ნუ იძახი გთხოვ, ერთი წუთით არ ინერვიულო ამ ყველფერზე, იქნებ საზღვარგარეთ უკეთესად უმკურნალონ ვიდრე აქ.
-ვიყავი ალექს საზღვარგარეთაც, გიორგიმ საუკეთსო კლინიკაში გამაგზავნა მაგრამ შედეგი არ ჰქონდა.
-გიორგიმ იცის ეს ყველაფერი? გაოცებული შეხედა ალექსანდრამ
-კი იცი ალექს, და ყველაფერი გააკეთა რომ ვეცოცხლებინე, ალბათ ეს ერთი წელიც რასაც ვცოცხლობ მისი ნაჩუქარია, ის არ არის ცუდი ადამიანი უბრალოდ ზედმეტად ბევრი შეცდომა დაუშვა ეხლა კი მონასტერში ცხოვრებით ცდილობს რომ ეს შეცდომები გამოისყიდოს და ალბათ სწორი გზა აირჩია, მე მხოლოდ იმას ვჯავრობ ჩემი სიკვდილის შემდეგ ზურას რა ეშველება, ალბათ გიორგი წაიყვანს მონასტერში, მე არავინ მყავს ალექს არც დედა არც მამა, გიორგი ვიცი რომ ჩემს შვილს ქუჩაში არ დატოვებს.
-გთხოვ სიკვდილს ნუ ახსენებ დამწუხრებული გახედა ალექსანდრამ, გიორგის რაც შეეხება ზურა მისი შვილია ის ყველაფერს გააკეთებს პირველ რიგში კი მისი დედის გადასარჩენად გთხოვ ნუ ჩაიქნევ ხელს. ალექსანრამ მარის ხელი მის ხელში მოიმწყვდია, შენ არაფერი დაგიშავებია ისეთი რომ ესე იტანჯებოდე მარი, უბრალოდ გამოუცდელი გოგო იყავი, ამის გამო ეს არ დაგიმსახურებია, ალექსანდრამ თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა
-შენ რა ადამიანი ხარ ალექსანდრა როგორ მაოცებ, როგორ შეგიძლია შეგძრას შენი ცხოვრების დამნგრევის მდგომარეობამ, ესე როგორ გამოგდის რომ იყო ესეთი კეთილი.
-მეც ადამიანი ვარ მარი, მეც ვუშვებ შეცდომებს როგორც ყველა, უბრალოდ მაპატიე რომ ჩემი ემოციები გამოვხატე, უბრალოდ ესეთ მდგომარეობბაში შენს ნახვას ვერ წარმოვიდგენდი დღეს, მე მართლა არაფერი ვიცოდი.
-ხო წამლები შესაბამისად მოქმედებდა, მაგრამ ეს ბოლო ორი კვირაა უკვე აღარაფერი მშველის სიმწრით ჩაიცინა მარიმ.
მარის სახლიდან განადგურებული გამოვიდა, იქ ნანახმა ერთიანად დაამუნჯა და დაადუმა, მის ესეთ მდგომარეობას არ ელოდა, ყველაზე მეტად შეეცოდა ის, ეს ხომ სასჯელია, მაგრამ ძალიან მძიმე სასჯელი, ის ახალგაზრდა გოგოა, მას ჰქონდა უფლება ყველაფერი ახლიდან დაეწყო, მაგრამ სამწუხაროდ წუთისოფელმა მას ყველანაირი შანსი წაართვა ბედნიერებისაკენ მიმავალ გზაზე, ალექსანდრა მანქანაში ჩაჯდა და სახლისაკენ წავიდა, დღეს მძიმე დღე იყო მისი მდგომარეობაც კი გადაავიწყა მარის ნახვამ, სახლში მისულმა ელენეს მაგრამ ჩაეხუტა და ისევ ცრემლები წამოუვიდა.
-დე მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, არ არსებობს ქვეყანაზე ამაზე მტკიცე ჯაჭვური კავშირი რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, ალექსანდრა ალერსიანი ხმით ელაპარაკებოდა ელენეს.
-მეც მიყვარხარ დე, მაგრამ რატომ ტირი?
-უბრალოდ ელე უბრალოდ მეტირება ბედნიერებისაგან, ის რომ შენი ჩახუტება შემიძლია, ის რომ ვსუნთქავ და ის რომ იმედი მაქვს შენს გაზრდას და დაქალებას მოვესწრები ეს მაბედნიერებს ჩემო ტკბილო.
ამ დროს კარებზე კაკუნი გაისმა დემეტრე მოვიდა, ალექსანდრას ამ მდგომარეობაში ნახვამ გაუკვირდა.
-ალექს რა დაგემართა რატომ ტირიხარ?
-უბრალოდ დემე უბრალოდ მეტირება, ბედნიერებისაგან, არ მოუყოლია დღევანდელი დღის ამბავი, რატომღაც არ შეეძლო ეხლა კიდევ ხელმეორედ მარის მდგომარეობის გახსენება. დემე რაღაც უნდა გთოვო.
-გისმენ ალექს
-შეგიძლია სადმე წავიდეთ მე შენ და ელენე, სადმე რამე გემრიელის ჭამა მომინდა, რა თქმა უნდა ჩემო საყვარელო, გაუღიმა დემეტრემ
იმ საღმოს მშვიდ ოჯახურ სიტუაციაში ივახშმეს რესტორანში, ულამაზესი ქალაქის ხედი, ლამპიონების სინათლე აღწევდა რესტორნის ფანჯრებში. რა ბედნიერია ზოგიერთ ადამიანი, ზოგი ზედმეტად ბედნიერი, ზოგი კი ნაკლებად ზოგს საერთოდ არაფერი გააჩნია, მაგრამ მაინც ბედნიერია, მაგრამ ფიქრი იმაზე რომ შენი საყვარლი ადამიანები ჯანმრთელად გყავს ეს მდგომარეობა უკვე ბედნიერების ლიმიტია. ალექსანდრამ სიყვარულის თვალებით გადახედა მის პირდაპირ მჯდომ დემეტრეს და ელენეს და ოდნავ შეუმჩნევლად დაისვა მუცელზე ხელი, ბედნიერების ღიმილი მის სახეს არ შორდებოდა ამლამაზი სურათის შემყურეს.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

შეიძლება ბოროტულად გამომდის მაგრამ, ყველა დამსახურებულ სსასჯელს იღებს, მარიც ამიტომ არ მეცოდება :s

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent