შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (15)


4-12-2016, 18:35
ავტორი სატი
ნანახია 1 950

-რატი.. ჯერ ადრეა.
-უბრალოდ მიიღე ბეჭედი, ეხლავე არ მომყავხარ ცოლად სკოლას როგორც კი დაამთავრებ მაშინ დავქორწინდებით. ნინ, თუ დრო გჭირდება გავიგებ.
-რატი... მოვიფიქრებ და... მაგრამ მადლობა საჩუქრისთვის.
-რათქმაუნდა, მოიფიქრე... წამო მიგაცილებ სახლამდე.
-არა, აქვეა სახლი და ორ ნაბიჯში მივალ-ნინამ ტაქს ხელი დაუქნია-შენ კი ტაქსით წადი.
-თუ აქვეა გაგიყვან ტაქსით.
-არა, თან ცოტა გასეირნება მინდა, ნუ ნერვიულობ მერის შვილს ხელს არავინ ახლებს.
-კარგი, მაგრამ მაინც დამირეკე რო მიხვალ.
-აუცილებლად-ნინამ რატის აკოცა და რატი წავიდა.
ნინას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა რომ სახლში დაბრუნებულიყო, ფეხით წასვლა უნდოდა და ასეც მოიქცა. დაჩის სახლს რომ გაუარა იქ კიდევ წვეულება იყო და სამანტაც იქვე იდგა. ნინამ უცებ დაურეკა სამანტას.
-ხო?
-მისმინე გამოხვალ? დაჩის სახლთან ვარ?
-აუ შემო რა შენ.
-კაი დაიკიდე მერე გნახავ-ნინამ გათიშა და გზა გააგრძელა. გზაში მარტოობა იგრძნო, მას უამრავი ადამიანი ჰყავდა გარშემო მაგრამ ამავდროულად თავს მარტოსულად გრძნობდა თავს, გულში კი სიცარიელეს. როგორც იქნა მიადგა სახლს და კარებში მამამისი და დედამისი შეეგებნენ.
-ნინა, როგორ გვანერვიულე.
-ნინა, მეორეჯერ ესე აღარ მოიქცე-გაუბრაზდა ჯორჯი.
-შენ? მე რომ არ მეკითხები და ისე ცდილობ ჩემზე მეურვეობის მოპოვებას-ნინამაც არ დააკლო გაბრაზება ჯორჯს და შიგნით შევიდა, მაგრამ ჯორჯი თან გაყვა.
-ნინა, მე მინდა შენთან მეტი დროის გატარება რის უფლებასაც მამაშენი არ მაძლევს.
-მამაჩემი რა შუაშია?-შეტრიალდა ნინა.
-მამაშენს როცა დავურეკე მითხრა რომ ერთ კვირაზე მეტს არ მომცემდა და ეს ერთი კვირა რაც მომცა ისიც იმიტომ რომ პასპორტის რაღაცეები ჰქონდა მოსაგვარებელი.
-არ მჯერა...-ნინა დაიბნა.
-გინდ დაიჯერე გინდ არა, მაგრამ ესეა.
-აღარ შემილია! ერთი მეორეზე უარესი ხართ!! იმათმა ერთი დამიმალეს! თქვენ მეორე! ახლა ორივე ჩემზე იბრძვით როგორც ქალები მაღაზიაში კაბისთვის!! მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ამომასხა ყელში უკვე! არც თქვენი ეგეთი სიყვარული მინდა და არც არაფერი-ნინა ზევით გაიქცა.
-მე დაველაპარაკები-უთხრა ანამ.
-არა, მე ავალ. თქვენ ბევრჯერ ილაპარაკეთ უკვე, მომეცი მე საშუალება-ჯორჯმა ამოიოხრა და კოჭლობით ავიდა ზევით. კარი ნელა შეაღო და შეიხედა, შემდეგ კი ოთახში შევიდა. ნინას გვერდით დაჯდა და სევდიანი თვალებით გადახედა.
-ნინა... მე არ ვიცი კარგი მამობის გაწევა, მაგრამ ერთს ვგრძნობ რომ დაბნეული ხარ და არა გაბრაზებული. მართალი ხარ ეს ჩემი ბრალია, შენთვის უნდა მეკითხა მაგრამ ნინა მე შენ გარეშე ვერ გავძლებ. ამ 10დღის განმალობაში მიგეჩვიე, შემიყვარდი როგორც შვილი, ვხვდები როცა რაღაც გაწუხებს, ისიც ვიცი ახლა რას ფიქრობ და რას გრძნობ. ნინა, მე არაფერი გამომეპარება, უბრალოდ ბევრ რამეს არ ვამბობ. მაპატიე და თუ გინდა რომ შევწყვიტო პროცესი უბრალოდ მითხარი.
-მე მინდა შენთან ყოფნა, მაგრამ არა ესეთი გზით. მიუხედავად ყველაფრისა 13წელი მათ გამზარდეს, როცა ანა და შენ სტუდენტობის დროს ერთობოდით, ელენე და ნიკა ღამეს ათენებდნენ როცა ავად ვიყავი, ისინი ჩემგან ამას არ იმსახურებენ, მაგრამ შენც არ იმსახურებ ჩემ გარეშე დარჩენას. ერთად დაველაპარაკოთ, ვთხოვოთ და ყველაფერი გამოვა. ჯორჯ, მე მართლა არ მინდა აქაურობის დატოვება და ამისთვის ვიბრძოლებ მაგრამ სასამართლოს ჩარევით ბევრს ვერაფერს მივაღწევთ.
-შენ უფრო გონიერი ხარ ვიდრე მეგონე-გაეცინა ჯორჯს-უკვე იქით მასწავლი რაღაცეებს.
-ორივე ვსწავლობთ, შენ მამობას მე კიდე ასე ვთქვათ ნორმალურობას.
-გვიანია, დაიძინე. ხვალ როგორც ანამ მითხრა შენ დაბადების დღეს აღნიშნავენ.
-მიუხედავად იმისა რომ ხვალ არ მაქვს.
-ხომ იცი რომ მათ უყვარხარ? ეს მათთვის შენ დაბადების დღეა, ერთადერთი ბედნიერება რაც ახლა გააჩნიათ. რაც შეეხება მეურვეობას...
-ჯერ უარი თქვი, არ ვარ მზად.
-როგორც შენ იტყვი, მაგრამ მინდა იცოდე რომ შენი დაკარგვა ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურება იქნება, არ მინდა დაგკარგო როცა გიპოვე. ნინა, შენ არ ინერვიულო არაფერზე, რამე თუ მოგინდება იცი სად ვარ. ძილინებისა ნინა-ჯორჯმა ნინას შუბლზე აკოცა და გავიდა ოთახიდან. ნინა მაშინვე ტელეფონს ეცა და გიორგის დაურეკა, რთულ მომენტებში სულ ის ეხმარებოდა ხოლმე,ახლაც მისი დახმარება ჭირდებოდა. გიორგი ტელეფონს არ პასუხობდა და მეორეჯერ გადარეკვისას საერთოდ გამორთული დახვდა. ნინას სხვა გზა არ ჰქონდა ტანსაცმელი გამოიცვა და დასაძინებლად დაწვა.
***
ნინა დილიდან ხმაურმა გააღვიძა. ეზოში ერთი ამბავი იყო,ნინა ნელა წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა. იქ ჯორჯი, ანა, ჰეილი,ერეკლე, ელენე, რატი და ნიკა რაღაცეებს აკეთებდნენ.ეზოს ფართისთვის ამზადებდნენ, ნინას სულ დაავიწყდა ხალხი გაეფრთხილებინა რომ მისულიყვნენ და მაშინვე ტელეფონი აიღო და ყველას მიწერა რომ მისულიყვნენ საღამოსკენ. ეზოში ბარბეკიუსთვის იყო ყველაფერი გამზადებული, დასალევიც იქვე იდგა. ნინამ უცებ გამოიცვალა და ქვევით ჩავიდა, ერეკლე მაშინვე ნინასკენ გაიქცა და ჩაეხუტა, ჰეილიმ იეჭვიანა და ისიც ეგრე მოიქცა.
-გილოცავ დაბადების დღეს!-ერთხმად თქვეს ერეკლემ და ჰეილიმ.
-მადლობა-ნინამ გამოუღიმა და ორივეს აკოცა, შემდეგ მშობლებთან მივიდა.
-გილოცავთ დე-ჩაეხუტა ელენე.
-გილოცავ ნინი-ნიკა სულ ესე ეძახდა ხოლმე-საჩუქარს თბილისში მოგცემთ-გაუღიმა ნიკამ.
-ხო...-ნინას დილიდანვე ჩხუბი არ უნდოდა ნიკასთან და უბრალოდ დაუქნია თავი.
-ნინა, სახეზე ფერი არ გადევს რა მოხდა?-ხელი შემოხვია რატიმ ნინას რასაც ჯორჯის და ნიკას მკვლელი მზერა მოყვა. ჯორჯი მივიდა ნინასთან და რატის ხელი მოაშორებინა.
-ა... არაფერი, დავიღალე. მე ცოტახანი გავალ, გოგოებს ვნახავ და მოვალ მერე.
-დედა, რატისთან არ უნდა დარჩე?-შეიცხადა ელენემ.
-აუ, რატის მოვლა არ ჭირდება და შესაცოდი არაფერი არ აქ დედა რა-გაბრაზდა ნინა.
-კაი, ნინა რა დაგემართა, წამო გაგაცილებ-რატიმ ისვე ხელი გადახვია ნინას.
-ამ ახალგაზრდას არ შეულია რომ ხელები გააჩეროს თუ ძირში მოვაჭრა?-გაცოფდა ჯორჯი.
-ჯორჯ-დაიმორცხვა ანა.
-რატი და ნინა დიდიხანია ერთად არიან და რატი ზედმეტად წესიერი ბიჭია.
რატიმ ნინა ეზოს ჭიშკრამდე მიაცილა
-მისმინე, რატი წამო ჩემთან ერთად არ გინდა? გოგოებს გაგაცნობ, ამათგანაც დააღწევ თავს. რამოდენიმე ჩემ ძმაკაცს გაგაცნობ.
-აუ რავი, არ გეზარება? წამო ვაბშე სადმე გავიდეთ.
-აუ, რატო არ გინდა რომ გაიცნო?
-კაი შენი ხათრით წამოვალ-რატიმ ნინას აკოცა და გზას გაუდგნენ. ნინა ამდენი დრამისგან უკვე გადაღლილი იყო და სერიოზულად გართობა უნდოდა, რასაც ამ ღამეს აპირებდა. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ სემს და როზალის რატი მოეწონათ, თქვეს ქართული ბიჭები მილიონჯერ ჯობია აქაურებსო. საღამოსთვის ყველა მზადებაში იყო. ჯორჯი ნინას შეპირდა სახლი ცარიელი დაგხვდება რო დაბრუნდებიო, ოღონდ იმ პირობით თუ არაფერს გატეხავთო. ნინას მის დაბადების დღეზე დაჩის დაპატიჟებაც უწევდა რაც ძალიან არ უნდოდა იმის მერე რაც რატიმ გაიგო იმ ღამის შესახებ. ნინას ეგონა რომ ბევრი არავინ მივიდოდა მის დაბადების დღეზე მაგრამ მის გასაოცრად მთელი სკოლა იყო მისული, შეილება არა იმიტომ რომ ნინას იცნობდნენ მაგრამ მაინც ხომ მივიდნენ. ოღონდაც ვინმეს მათთვის დასალევი მიეცათ და ყველგან წავიდოდნენ. რატი ადვილად აეწყო ჩაკს და სულ მასთან ლაპარაკობდა. ნინა როზალისთნ და სამანტასთან ერთად ცეკვავდა. ცოტახანში დაჩი ნინას მიუახლოვდა.
-ნინ, ორი წუთი გამომყევი რა.
-მეზარება, აქ მითხარი რა გინდა-თან ცეკვავდა და თან ელაპარაკებოდა.
-ნინა, აქ ვერ გეტყვი გამომყევი.
-აუუ, დაჩი მაშინ ხვალ მეტყვი, დღეს გართობა მაცადე.
დაჩიმ ხვეწნა აღარ დაუწყო და ორ წუთში ნინა დაჩის მხარზე აღმოჩნდა. დაჩიმ ის შენობიდან გაიყვანა.ნინა ფეხებს ურტყამდა ზურგზე და გათავისუფლებას ცდილობდა.
-ველურო! თავხედო! ცხოველო! გამიშვი შე არაადამიანო!-ყვიროდა ნინა.
-ნუ ყვირიხარ-დაჩიმ ნინა ძირს დასვა.
-რა გინდა!-გაცხარებულმა დაუყვირა ნინამ.
-ნინა, ნუ მიყვირიხარ ესე, სუ ნერვებს არ გიშლი. ნინა... სიმართლე მითხარი რატიმ ცოლობა გთხოვა?
-რა შენი საქმეა?ან საიდან გაიგე.
-ნუ მეუხეშები, მე არაფერი არ დამიშავებია შენთვის ნინა, რამდენჯერაც ვცდილობ რაღაც გითხრა მაჩერებ და მაიძულებ რომ გეჩხუბო. ეხლა საერთოდ აღარ მინდა იმის თქმა რის თქმასაც ვაპირებდი.
-დაჩი, რა გინდა? რა ნდა გეთქვა? კი , რატიმ მთხოვა ხელი და ჯერ არ მიპასუხია.
-ნინა, არ გაყვე, ხომ ვიცით რომ არ გიყვარს? არ გაყვე, თორე ინანებ.
-რატომ ვინანებ?
-თავს ძალით რატომ იდებილებ? მაინც და მაინც უნდა გითხრა? ნინა მიყვარხარ და ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემ მიმართ.



№1 სტუმარი Guest nawka

მაინც მიმაჩნია რო ცოტა არეული სიტუაციები გაქ მაგრამ მაინცც შესამჩნევია პროგრესი. მადლბა რჩევის გათვალისწინებისთვის. რაც შეეხება ახალ თავს კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი. ჩემი ფავორიტი პერსნაჟია დაჩი. თუმცა სასიყვარულო სამკუთხედიდან როგორ დაიძვრენ თავს სიმართლე გითხრა არ ვიცი ასე რომ მოუთბენლად ველოდები შემდეგ თავს. წარმატებები!!!

 


№2  offline მოდერი სატი

Guest nawka
მაინც მიმაჩნია რო ცოტა არეული სიტუაციები გაქ მაგრამ მაინცც შესამჩნევია პროგრესი. მადლბა რჩევის გათვალისწინებისთვის. რაც შეეხება ახალ თავს კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი. ჩემი ფავორიტი პერსნაჟია დაჩი. თუმცა სასიყვარულო სამკუთხედიდან როგორ დაიძვრენ თავს სიმართლე გითხრა არ ვიცი ასე რომ მოუთბენლად ველოდები შემდეგ თავს. წარმატებები!!!

heart_eyes მადლობა
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Guest ნინი

კარგია ძალიან მომწონს ♥ ჩემი ფავორიტია. ოღონდ ძალიან გთხოვ ხშირ ხშირად დადე ♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ ძლივს არ უთხრა?მაგრამ რატიც რომ მეცოდება?
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent