პეპელა 3სარკის წინ იჯდა, ფეხებმოკეცილი და საკუთარ თავს უყურებდა. ხელი ასწია და თმებზე ჩამოისვა, მერე სახეზე გადაიტარა თითები და იდაყვები მოხარა. ორივე ხელი ჰაერში გააჩერა და ძალიან, ძალიან ნელა და რბილად დაიწყო მოძრაობა. მისი ხელები ისე ირხეოდნენ, როგორც ფრთები ანგელოზის ზურგზე და ნინაკა მთელი ბედნიერებით შეიგრძნობდა ამას. _ დე, ყავა გავეკეთე, წამო _ ოთახის კარები გახსნა ელენემ და გაეღიმა. _ ელენე... _ გაჩერდა ნინაკა და ხელები დაბლა ჩამოუშვა. არ შემოტრიალებულა, სარკეში ხედავდა დედის სილუეტს. აუცილებლად უნდა ეკითხა, უნდა ეთქვა. ჭამდა ეს აზრები და მოსვენებას აკარგვინებდა. _ ლამაზი ვარ, დე? _ შესამჩნევად გაბზარული ხმით ჰკითხა. _ სულ ყველაზე ლამაზი, გეფიცები, დედუ _ როგორ ფიქრობ... მამას მოვეწონებოდი? _ ძალიან, ძალიან გაუჭირდა მისთვის მამის დაძახება. ყელშიც კი გაეჩხირა ბურთი. _ კი დე, მამას უყვარდი შენ _ შეამჩნია მისი ცრემლიანი თვალები. _ აბა, რატომ არ... _ მოდი, ყავა დავლიოთ და მოგიყვები მამაშენზე _ აღარაფერი უთქვამს, შებრუნდა და წავიდა ელენე. ნინაკა ადგა და უკან მიყვა, ახლა სურვილი ჰქონდა დაემსხვია ყველაფერი მის ირგვლივ. რას არ გაიღებდა, დრო რომ დაებრუნებინა. მაგიდასთან იჯდა ელენე და ხელები ჭიქისთვის შემოეხვია. ნინაკა მის წინ დაჯდა და დააკვირდა. _ ყველაფერი მაინტერესებს _ წინასწარ უპასუხა დაუსმელ კითხვაზე და თავისი ყავა მოსვა. _ თვრამეტის ვიყავი. ან ჩვიდმეტის, რა მნიშვნელობა აქვს. ვეწეოდი, ვსვამდი, აბებს ვიღებდი, არ მქონდა რა კარგი პერიოდი. ჩემს საუკეთესო მეგობარს ნინი ერქვა, სულ ერთად ვიყავით. ეგ მაძლევდა ნარკოტიკებს, მისი შეყვარებულისგან. ერთ დღეს ისე მოხდა, რომ ის თბილისში არ იყო და მე ლომკაში ვიყავი, მაშინ გავიცანი რედი. სანდროც იქ გავიცანი. _ მერე? _ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. აქამდე არასდროს მოუყოლია მათი ისტორია. _ თავიდან ვკამათობდით. ახლოს არავის იკარებდა, ცივი ტიპი იყო. მერე ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან ცუდი მოხდა, მაგასაც მოგიყვები ერთხელ... მე და სანდროს ერთმანეთი გვიყვარდა დე, ყველაფერზე მეტად გვიყვარდა. მაგრამ ვერ შევძელით ერთად ყოფნა, არ გამოგვივიდა. მე გერმანიაში წავედი და იქ გაგაჩინე. სანდრო საქართველოში დარჩა. _ რატომ? რატომ არ გამოგყვა? _ თავის გულისცემას გრძნობდა. _ არ მითქვამს... რომ ჩამოვედი, ძალიან, ძალიან ცუდად მოვექეცი. საშინლად ველაპარაკე, შენთან მოკარება ავუკრძალე და მან გამარტყა. იცი, როგორ გიყურებდა დე? მაშინ ვერა, მაგრამ გვიან მივხვდი რომ ძალიან უყვარდი და ჩვენ ერთად უნდოდა. მაგრამ გვიან მივხვდი _ თავი დახარა და ატირდა _ ზედმეტი დოზით მოკვდა. ნინაკა ადგილს მიყინული, გულამომჯდარი და განადგურებული უყურებდა დედამისს და სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა. მერე მაღლა აიხედა, თითქოს ვინმეს დაინახავდა იქ და გაეცინა. სახე დაუწვეს ცხელმა ცრემლებმა. _ მაპატიე დე, მაპატიე _ ჩურჩულებდა ელენე. ნინაკა წამოდგა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა ქალს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. ______________ ბერლინში წასვლამდე ერთი დღით ადრე ლალოსთან ერთად კლუბში წავიდა. _ ორი მარტინი _ ბართან ისხდნენ და სვამდნენ. ლალო თვალებით ვინმე კარგს ეძებდა, ნინაკა მასზე ხალისობდა. _ აი, ის ნახე _ გაეცინა. _ კაი, ჩემს თავს გაფიცებ, რას გავს რა _ ხვალ მივდივარ, და იმის მაგივრად რომ ვივარჯიშო სასმელს ვწრუპავ _ არ გჭირდება შენ ვარჯიში _ სკამიდან წამოხტა და საცეკვაოდ წავიდა. ნინაკამ ჭიქა იქვე დადო და ხალხის თვალიერება განაგრძო. მერე ძალიან ნაცნობი ხმა გაიგო ყურთან და რომ მიხვდა, ვის ეკუთვნოდა, მაშინვე შებრუნდა მისკენ. _ არ გიხდება აქაურობა _ აათვალიერა ზუკამ და სიგარეტი მოქაჩა. _ აბა რა მიხდება? _ მაშინ საშინლად მოუნდა მოწევა. ოღონდ იმ სიგარეტის, რომელსაც ზუკა ეწეოდა. _ არ ვიცი, ალბათ ბუხარი, წიგნი და წითელი ღვინო მოგიხდებოდა _ გაეცინა და წარბაწეული დაჯდა მის გვერდით _ ძაან ბანალურად? _ ხო მართლა, გილოცავ ხვალინდელ დღეს _ რატომ? _ გაუკვირდა, საიდან იცოდა ფრენის შესახებ? _ ჩემთან ერთად რომ გიწევს დროის გატარება, იმიტომ _ ამჯერად სიგარეტი ჩაწვა და ახალ ღერს მოუკიდა _ თუ რამე წვეულებაა, მე არც კი ვაპირებ ფეხის შემოდგმას _ სიცილით გააქნია თავი _ არც მიფიქრია. მეც მოვდივარ ბერლინში _ რატომ? _ ისე მოულოდნელი იყო, ცოტა ხმამაღლა მოუვიდა. _ შენ უნდა გიყურო _ თვალი ჩაუკრა, მაგრამ დასერიოზულდა _ რა კითხვაა, მე ვერ ვიფრენ? _ შენ კიდევ ფრენა გინდა? _ ჩაიბურტყუნა და მერე ისე ახედა, თითქოს არაფერი ეთქვას _ კარგი, ვულოცავ საკუთარ თავს. _ იუმორი კარგია, ნინაკა? გამოგდიოდეს მაინც _ წასასვლელი ვარ, მაგვიანდება _ სწრაფად ადგა, თავის სავსე ჭიქას დახედა და ამდენ ხალხში ლალოს ძებნა დაიწყო. მუსიკა ისეთ ხმაზე ჰქონდათ ჩართული, თავი უსკდებოდა და ყველგან საშინლად ჩაცმულ ხალხს ხვდებოდა. ყველგან სასმლის სუნი, სიგარეტის კვამლი და მოცეკვავე, გალეშილი ადამიანები იყვნენ. ლალო მაინც არსად ჩანდა. _ ვიცეკვოთ? _ ვიღაცამ არ გაატარა. ახედა ორჯერ მაღალ სილუეტს და მტრულად აათვალიერა. _ არა, მადლობა _ უნდოდა უბრალოდ წასულიყო, მაგრამ იდაყვში წვდა და გააჩერა. _ თუ გინდა, სადმე ცალკე გავიდეთ და იქ გაცეკვებ, სხვანაირად ოღონდ _ ტუჩები გაილოკა. ნინაკას გაეცინა, გულწრფელად შეეცოდა ეს ბიჭი და გამოსავლის ძებნა დაიწყო. _ იცი, მარტო არ ვარ _ გაუღიმა და ხელი გამოსტაცა. _ ვისთან ერთად ხარ? _ არ დაუჯერა და მუსიკას ტანი ააყოლა, თან ისევ ნინაკას უყურებდა. _ მე... აი, მასთან _ სწრაფად გაიშვირა თითი ზუკასკენ, რომელიც ვიღაც გოგოს ელაპარაკებოდა და საშინლად მკაცრი სახე ჰქონდა. _ მგონი, მატყუებ _ ამაზრზენი იყო მისი საუბრის მანერაც კი. გოგონას წელზე ხელი მოხვია და ცეკვაში აყოლიება სცადა. ნინაკას მოთმინება უკვე ელეოდა. _ გამიშვი ხელები _ მკლავზე დაეჯაჯგურა და ზუკასკენ გაიხედა. ღმერთო, ოღონდ ახლა უშველოს... ბიჭმა მისი მზერა იგრძნო და ისედაც მკაცრი სახე უფრო მეტად გაუმკაცრდა, როცა სიტუაცია დაინახა და მათკენ წამოვიდა. _ წავედით ნინაკა? _ მაშინვე მიხვდა გოგონა, რომ არ იყო ზუკა იმ ტიპის ბიჭი, ერთი ამბავი რომ აეტეხა მისი თანდასწრებით და ძალიან ესიამოვნა. სწრაფად მოაშორეს ხელი წელიდან და ის თავხედიც სადღაც გაქრა. _ მადლობა _ ხომ გითხარი, არ გიხდება მეთქი აქაურობა _ ლალოს ვეძებ... წასვლა მინდა _ თავისით წავა, შენ კი მე გაგიყვან _ ღიმილით მოკიდა ხელი მაჯაზე და კარისკენ წაიყვანა. _ რას აკეთებ? არა, ლალოს ვერ დავტოვებ _ სახლის გზა იცის? _ ისე გულწრფელად კითხა, ნინაკამ უცებ დაუქნია თავი. _ ხოდა, წამოვა თავისით _ სულ ძალით გაიყვანა გოგონა, მანქნის კარი გაუხსნა და ანიშნა, დამჯდარიყო. _ რა ვიცი, გენდო? _ გაჩერდა და ტუჩზე იკბინა. _ უკვე გვიანია _ საჭესთან იჯდა ზუკა. ნინაკამ თვალები აატრიალა და მანქანაში დაჯდა. კარები მოხურა, ბიჭს გახედა და ხელები მუხლებზე დაიწყო. _ სახლში მიგიყვანო? _ არ მინდა სახლში _ არ დაუმალავს. თუ სიკეთეა, სიკეთე იყოს და სადაც უნდა, იქ დატოვოს _ კარგი, მაშინ ჩემთან გავიდეთ _ არანაირად _ მაშინვე გააპროტესტა და ზუკას რომ სიცილი აუტყდა, მასაც ჩაეღიმა _ ვგულისხმობ აგარაკს. რამე ფილმს ჩავრთავ... _ არა მეთქი, არ მინდა ! _ და საერთოდ რა გინდა? _ გაღიზიანება დაეტყო ხმაში _ მადლობა, რომ გადამარჩინე, მაგრამ... _ არ მჭირდება შენი მადლობა _ გააწყვეტინა და უხეშად უყვირა. ნინაკას არ უნდოდა, უმადურივით გამოსვლოდა. _ არადა მეგონა შევძელით ნორმალურად საუბარი _ ყვირილთვე უპასუხა. _ შენთან? შეუძლებელია _ ხოდა რაღაც ელოდები, მითხარი და გადავალ ამ წყეული მანქანიდან _ ასე ძალიან თუ არ გინდა, არც ჩამჯდარიყავი _ ხმას უფრო და უფრო უწევდა. რაზე ჩხუბობდნენ, ვერ ხვდებოდა ნინაკა. _ შემეშვი რა _ კარი გახსნა და მაგრად მიუჯახუნა გადასვლის შემდეგ. ძალიან სწრაფად გაეცალა იქაურობას ზუკაც და ნინაკა დარჩა იმედებგაცრუებული. მხოლოდ ის იცოდა, რომ დამნაშავე უფრო კეტად თვითონ იყო და რაღა დარჩენოდა, ტაქსი გააჩერა და სახლში მივიდა. ჩემოდანში მხოლოდ საჭირო ნივთები ჩაალაგა. არასდროს ესმოდა ხალხის, რომელიც ერთი კვირისთვის მთელს გარდერობს ტენიდა ჩემოდნებში. _ სკაიპში დაგირეკავთ ყოველ ღამე _ საწოლზე ჩამოუჯდა ელენე და რედი. ლალო იქვე, კარადასთან იდგა და კარგ კაბას ეძებდა, ჩემოდანში რომ ჩუმად ჩაეკვეხა. _ მომენატრებით _ ღიმილით აკოცა ჯერ ელენეს, მერე რედის. _ კარგი რაღაცეების ჩამოტანა არ დაგავიწყდეს _ წაუმღერა ლალომ და რამდენიმე კაბა "შეუმჩნევლად" ჩააგდო ჩემოდანში _ ვერ დავინახეთ _ გაეცინა რედის _ დასჭირდება! _ მაშინვე გააპროტესტა ლალომ და დედამისს ბალიში გაუქანა თავში. _ ფეხი როგორ გაქვს? _ ჰკითხა ელენემ ნინაკას, რომელიც მოწყენილიც კი ჩანდა. ალბათ ზუკას გამო. _ კარგად, უფლებას არ მივცემ ყველაფერი გამიფუჭოს _ იმედი მაქვს. თუ რამე მოხდება, იცოდე არ გახვალ სცენაზე _ წინასწარ გააფრთხილა, არადა იცოდა ნინაკას ხასიათი. არაფრის დიდებით არ დაუშვებდა, ბერლინის კონცერტის ჩაშლას. _ აბა კი _ ნინაკა! _ მკაცრად აუწია საჩვენებელი თითი რედიმაც. _ აუ, დამაძინეთ რა, ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო _ საწოლზე დაემხო და ოთახიდან ყველა გაყარა. [/hide] |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.