ჯიშკარიანის წესები (თავი 10)
ალექსანდრეს გარეშე სუნთქვა მიჭირდა. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა და ყველაზე მეტად პირველი 2 კვირა გამიჭირდა. მიჩვეული ვიყავი მის ყურადღებას, მოკითხვას და ყველგან შავი ჯიპი მელანდებოდა. ყველგან ვეძებდი, ხალხში, უცნობებში და ნაცნობებში ვცდილობდი მისი სახე ამომეცნო, მაგრამ ამაოდ. სახლიდან არ გავდიოდი, მაგრამ სალომე არ მასვენებდა, არც ჭამა მინდოდა და სიცოცხლის ხალისიც აღარ მქონდა, რა ბედნიერებაც მოიტანა ჯიშკარიანმა, ორი მაგდენი წამართვა. ხან მძულდა და ხანაც ისე მენატრებოდა, ვაპატიებდი ჩემს ასეთ დღეში ჩაგდებას, ოღონდ მცოდნოდა რომ კარგად იყო, მისი ხმა გამეგო და ყველა მსხვერპლზე წავიდოდი. მამას არაფერი ესმოდა, ვერაფერს ხვდებოდა, რატომ ვიყავი ასე, საშინელ დეპრესიას ვერც გამოსავალი უპოვნა და ვერც ახსნა. ბოლოს შემეცოდა და მოვუყევი ყველაფერი. არ მეგონა ასე მარტივად თუ გამიგებდა, მაგრამ გამიგო, მხარში დამიდგა და როცა მარტო მინდოდა ყოფნა, ოთახიდან გამოსვლის თავი როცა არ მქონდა, აღარ მეჩხუბებოდა და არც ბევრ კითხვას სვამდა. ფსიქოლოგთან წაგიყვანო, შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი. ჯიშკარიანი მინდოდა მე, ექიმი ვერ მიშველიდა. საკუთარ თავში ომი მქონდა სიყვარულსა და რეალობასთან. ერთი მხრივ, ვფიქრობდი, რომ დაბრუნდებოდა და ისევ ისეთი ბედნიერები ვიქნებოდით, მეორე წამს კი მეგონა რომ ამ ცხოვრებას თავს ვერასდროს დააღწევდა და ალბათ, მეორედ თუ ვნახავდი უკვე ცოლ-შვილი ეყოლებოდა, ან სულაც საფლავზე მომიწევდა მისვლა, ისიც რუსეთში, მიყრუებულ სოფელში, სადაც აჯანყებულებს მარხავენ. სალომე და დავითი ერთად იყვნენ, ალექსანდრეზე, რომ კითხო არაფერი იცოდა, მაგრამ მამშვიდებდა, კარგადაა, ეგ ნამდვილად ვიციო. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, მე კი არავის ნახვა არ მინდოდა. არც სურათი მქონდა მისი, არაფერი დამიტოვა სამახსოვროდ ნატყვიარების გარდა. ზამთარი იყო უკვე 2 თვე იყო გასული, რაც ჩემი ცხოვრებიდან სინათლე გაქრა, ქუჩაში მივდიოდი, მივსეირნობდი უნივერსიტეტისკენ, საღამოს ლექციაზე. ძალიან ბნელოდა, როგორ ვერ ვიტანდი ასეთ ცივ და ბნელ დღეებს. მანქანები გაჭედილები იდგნენ, მე კი ჩვეულებისამებრ ნომრებს შევათვალიერებდი ყველა შავი ჯიპის, იმის იმედით, რომ ნაცნობ სვანს დავინახავდი. არაფერი მსგავსი. არასდროს არ ჩნდებოდა. თითქოს აორთქლდა და თან წაიღო ყველაფერი კარგი ჩემი ცხოვრებიდან. მძულდა, ხანდახან როგორ ძალიან მეზიზღებოდა, მაგრამ სიბრაზე გადამდიოდა და ღამე, ძილის წინ ისევ მიყვარდა, თან გაგიჟებით. მენატრებოდა ისე, რომ ხანდახან მეგონა, გული გამისკდება ამდენი ტირილისგანთქო. ისევ ალექსანდრეზე ვფიქრობდი, როდესაც ერთ ძალიან ლამაზ კარებს მივადექი. სულ მოხატული და მორთული იყო. ბევრი რამ ეხატა ზედ, ცხოველები, ციტატები, წარწერები და... ღუზა. სვირინგების და პირსინგების სალონი იყო. ხელი შრამისკენ გამექცა. ნატყვიარები არც ისე სასიამოვნო სამახსოვრო იყო იმ ადამიანის გასახსენებლად, რომელიც მთელი ცხოვრება მეყვარებოდა. ჯობდა მასზე ღუზა დამეხატა და ამით გამხსენებოდა ალექსანდრე. ჯიშკარიანთან გატარებული დღეები ღირდა ყველაფრად. ყველა ტკივილად და ცრემლად, ყველა ღუზად ღირდა ეს სიყვარული. თამამად შევაბიჯე სალონში და ტატუებით გადავსებულ გოგონასთან მივედი. - ჩაწერილი ხართ? - არა.. დაველოდები, თუ შეიძლება. - გააჩნია რა ტატუ გინდათ, სად, რამხელა, ვინ გინდა გაგიკეთოთ...რავიცი.. გოგონა ძალიან უცნაურად მათვალიერებდა. არ ვგავდი ალბათ ტატუს მოყვარულს, მაგრამ უძილობის, უჭმელობის და მილიონი დაღვრილი ცრემლის შემდეგ, ალბათ ნარკომანს უფრო ვგავდი, ვიდრე უბრალო ადამიანს. - კარები, ვინ მოხატა? - ვინც აქ მუშაობს, ყველამ თავისი ნახატები დახატა! - აი ღუზა რომ არის დახატული, ეგეთი მინდა. - მართლა?! გოგონას თვალები გაუნათდა და სახე უფრო ახლოს მომიწია, საიდუმლოდ ჩამჩურჩულა ყურში, რომ მისი დახატული იყო ღუზა და ურიგოდ, მე გამიკეთებდა ახლავე სვირინგს. ორ საათში სვირინგიანი გამოვედი სალონიდან, მეწვოდა და მტკიოდა, მაგრამ ეს გრძნობა ზუსტად ასახავდა ალექსანდრეს დატოვებული ღუზის სიმძიმეს. ტელეფონმა დაიწყო რეკვა, დავითი იყო, საათს დავხედე და უნივერსიტეტში უკვე ლექცია მთავრდებოდა, ვერ მივუსწრებდი ნამდვილად. - გისმენთ.. - ნინ, როგორ ხარ? - კარგად დადუ შენ? - რავი, მე და სალომე მივდივართ კაფეში, გამოგივლით და წამო შენც რა. ლექცია მოურჩება მალეო, სალომემ. - კარგი წამოვალ... მაგრამ არ ვარ უნივერსიტეტში. - აბა? - ვსეირნობ, ჭავჭავაძეზე... - მოვალ.. უხეშად მითხრა დავითმა და ტელეფონი გამითიშა. ზუსტად ორ წუთში გაჩნდა წყვილი მანქანით. უმალ ჩავუხტი, ისე მციოდა, კანკალმა ამიტანა. დავითს უკმაყოფილო სახე ჰქონდა, სალომე კი ისე უყურებდა, თითქოს აფრთხილებდა, ხმა არ ამოიღოო. - სად მივდივართ და რა ხდება? - რა და-- - არაფერი არ ხდება, მივდივართ ჩვენ კაფეში და წინ იყურე შენ რა. - აუ რას მაჩუმებ შენ გოგო ხო არ გადაირიე?! - გასაჩუმებელია დადუ და მაგიტო!! - რა ხდება, ხალხნო! დავითმა უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები და კაფემდე ხმა არც ერთს ამოუღია. ყავას ვუკვეთავდი უკვე, რომ ვიგრძენი საშინელი თავბრუსხვევა და მუცლის ტკივილი. ძლივს, მემგონი დამიბრუნდა „სტუმარი“. წითელი დღეები მას შემდეგ არ მოსულან, რაც მესროლეს, ალბათ ნივთიერებათა ცვლა დაირღვა, თან ამდენი სისხლი დავკარგე. ექიმთან არ ვყოფილვარ, ჯანმრთელობა სულაც არ მადარდებდა, საკუთარ თავს არ ვუვლიდი, სიგარეტზე და ყავაზე ვცხოვრობდი უკვე ორი თვე... საშინლად კი გამოვიყურებოდი, მაგრამ არც ეს მანაღვლებდა. ყველამ იცოდა რა მჭირდა. არავინ არაფერს მკითხებოდა. - ნინა, მისმინე. არ შეიძლება ესე რა. ალექსანდრე ჩამოვა, მე იმას არ გეუბნები, დაელოდეთქო ან... ან გიყვარდესთქო, არ გეუბნები, შეიძლება 10 წლის მერე მარა ჩამოვა, და რო ნახავს ესეთ დღეში ხარ, თავს წამაძრობს და უბანში ბავშვებს ფეხბურთს ათამაშებს, არ იცი შენ კარგად ეგ სვანი რა გიჟია. მეშინია ტო, მართლა მეშინია. შენც ძალიან მიყვარხარ და ესე ვერ გიყურებ რა. ნუ მაიძულებ ვაკონტროლო შენი ჭამა-სმა სეირნობა და ჯანმრთელი ცხორება, სწავლა-განათლება და ასე შემდეგ. არ ვიცი რა გითხრა, რომ განუგეშო..მაგრამ ხო იცი ... მერე.... ჩვენ კი.... დავითის სიტყვები თავში უცებ გაწყდა, წუილის მეტი არაფერი მესმოდა, ხანდახნა რაღაც სიტყვები გაიჟღერებდა, მაგრამ არ მესმოდა არაფერი. ფერი დავკარგე და ფეხზე ავდექი, პანიკამ მომიცვა, მეგონა მოვკვდებოდი, არ ვიცი რა მჭირდა. თვალები დამეხუჭა.. საავადმყოფოში გავიღვიძე. თავი მტკიოდა და მილიონი აპარატი იყო შეერთებული, ზოგი გულზე, ზოგი მკლავზე და ვენაში. ვკვდები, უეჭველად ვკვდები! ექიმი ოთახში შემოვიდა და ისე შემომხედა, გეგონება ვეზიზღებოდეო. - ქალბატონო ნინა, ესე იგი, ჰიპოთირეოიდიტი, არაჯანსაღი კვება, თამბაქო, სასმელი, დეპრესია და შფოთვა, ახალი ტატუ, რაც ძალიან საშიშია! შვილო... ექიმი საწოლთან ჩამომიჯდა და ხელი მუხლზე დამადო. სათვალე მოიხსნა, თვალები მოულბა და ნაზი ხმით, მშობელივით დამიწყო დარიგება. - გასაგებია, რომ პრობლემები გაქვს და შეიძლება, უმიზეზოდ არ იქცევი ასე, მაგრამ საკუთარი თავი თუ არა, ბავშვი მაინც არ გეცოდება? - რა... ბავშვი? - თითქმის 3 თვის ფეხმძიმე ხარ, ახლა არ მითხრა არ ვიცოდიო. ყელი გამიშრა და მუცელზე დავიდე ხელი. ერთბაშად იმდენი კითხვა და ემოცია გამიჩნდა, რომ თავიდან წამივიდოდა გული. ექიმმა მილიონი კითხვა დამისვა. ერთმანეთთან საუბარში გავარკვიეთ, რომ ნატყვიარევი და ბავშვი ერთ დღეს ჩაისახა ჩემს სახეულში. ამ ჯერ არ დაბადებულმა რამდენს გაუძლო... ტყვიას, სიგარეტს, უჭმელობას, დეპრესიას. ექიმთან საუბრისას ტირილი დავიწყე, რომ გამახსენდა, ეს 3 თვე ალბათ რა საშინლადაც ვექცეოდი ბავშვს, საშინელი შეგრძნება დამეუფლა, საკუთარი თავი შემზიზღდა და მუცელზე ისტერიულად ვისვამდი ხელს, თითქოს ვეფერებოდი პატარას და პატიებას ვთხოვდი. ალექსანდრეზე აღარ მეფიქრებოდა... მთელი სულით და გულით ვფიქრობდი, რომ ამ წამს ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა და ვნერვიულობდი, ვიათუ რამე დავუშავეთქო ბავშვს, ასე საშნლად რომ ვცხოვრობდი ეს სამი თვე, მისი პირველი სამი თვე. ექიმს ლევანი ერქვა, მან შემომთავაზა, ექოზე ჩავიდეთ და ანალიზების პასუხიც მოვა, გვეცოდინება სქესიც, მდგომარეობას, როდის იმშობიარებ და ყველაფერიო. შიშით დავთანხმდი, მაგრამ როგორც კი სქესი ახსენა, მაშინვე გულში რაღაც ვიგრძენი. ნინა.. დედა გახდები. ჯიშკარიანის შვილის დედა. ამ აზრმა ისე გამაბრუა, აღარაფერზე მეფიქრებოდა, თან მიხაროდა, თან მწყინდა... მამაზე რა ვუთხრათქო, პირველი ეს გავიფიქრე. - ახლა გავიდეთ ერთად, ეტლით გაგიყვან, თორემ ის ორი გარეთ ამიწიოკებენ ყველა ექიმს, შენ ამბებს კითხულობენ, განსაკუთრებით ის ნერვიულობს.. ძმას მეძახის მთელ საავადმყოფოს მედ-პერსონალს. თქვენი ძმაა? - ჰაჰ, ხო, შეიძლება ეგრეც ითქვას. - წავიდეთ, წავიდეთ. ეტლში ფრთხილად ჩამსვა ექიმმა და ოთახიდან ნელ-ნელა გამაგორა. პალატის კარი როგორც კი გაიღო დავითი და სალომე დავინახე. ჩახუტებულები იყვნენ და დადუ გიშერისფერ თმაზე ხელს უსვამდა და ამშვიდებდა ჩემ მეგობარს, რაღაცას ეჩურჩულებოდა, ანუგეშებდა. პირველი სწორედ დავითმა დამინახა და სალომე შემოატრიალა, ჩემსკენ გამოვარდნენ და ხან მე მისვამდნენ მილიონ კითხვას, ხან ექიმს. - ექოზე ჩაგვყავს ახლა, არაფერი სანერვიულო არ ჩანს ჯერჯერობით. - კარგად ვარ, დადუ, სალი, ნუ ნერვიულობთ, მთავარია... - ორივენი კარგად იქნებიან, კარგი ექიმების ხელშია ნინაც და ბავშვიც. ბავშვის ხსენებაზე დავითი გაშეშდა, გაშრა. სალომემ უნებურად პირზე ხელი აიფარა და თვალები გაუფართოვდა. დაბნეულები მიყურებდნენ, ხმას ვერც ერთი იღებდა. დავითი მოიწია და შუბლზე მაკოცა. ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და ტელეფონით ხელში სადღაც გავარდა. სალომე ჩამეხუტა და ის სიტყვები მითხრა, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა: - ჩვენ შენთან ვართ და ყველაფერი კარგად იქნება, გავზრდით და მოვუვლით! მეფერებოდა და მამშვიდებდა, მაგრამ თვითონ ფერი არ ედო სახეზე. ექიმს სალომემ თხოვა, ნება მიეცა გამოგვყოლოდა ექოსკოპიაზე. ხელი-ხელში ჩავკიდეთ და ისე შევედით ოთახში. სანამ ცივ ჟელეს წამისვამდნენ და ხმას ამოიღებდა ექოსკოპისტი, ალბათ ორჯერ მოვკვდი. - ჰმმმ... ექიმი ხმას არ იღებდა, დიდი ხანი მსინჯავდა და არაფერს იძახდა. - ბავშვი სუსტია, მაგრამ ჯანმრთელი, არაფერი დარღვევა არ აღენიშნება. დაგინიშნავთ წამლებს და რა თქმა უნდა, დიეტასა და რეჟიმს, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვა! თავს გიჟივით ვაქნევდი ყველფერზე, თანამხმა ვიყავი ნებისმიერ კომპრომისზე. ჩემი შვილი... შვილი უნდა მყოლოდა კარგად, ამაზე მნიშნველოვანი არაფერი იყო. - სქესი გაინტერესებთ? - კი.. ჩემს მაგივრად გასცა პასუხი სალომემ. - პაწაწუნა გოგონაა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.