შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები დასასრული


5-12-2016, 17:42
ავტორი Ano-Ano
ნანახია 2 002

შენს ირგვლის გამეფებული წყვდიადი, მაგრამ თითონ შენს სულში ბედნიერება, მაინც არ გაძლევს იმის საშუალებას ბედნიერი იყო, როცა შენს ირგვლივ ამდენი ცუდი ხდება, შენ ვერ ხარ სრულფასოვანი ბედნიერი, შენ მხოლოდ შენს თავს არ ეკუთვნი და მხოლოდ შენი თავისთვის არ გიწევს ცხოვრება, არსებობს ირგვლივ სამყარო, რომელიც გაიძულებს მწარე რეალობაზე იფიქრო, ალექსანდრა იჯდა და ფიქრობდ,ა ერთ კვირაში ქორწილი აქვს მის საყვარელ მამაკაცს ცოლად მიჰყვება, თითქოს ყველაფერი რიგზე, ყველაფერს ისეთი დასასრული აქვს როგორიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ თავში მაინც სულ გიორგი უტრიალებს, მის თავს გადამხდარი ამდენი უბედურება, მარი რომელიც მიწას უნდა მიაბარონ და პატარა ზურა რომელიც სასოწარკვეთილ ბაბუასთან ერთად უნდა გაიზარდოს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ტკივილი გაიარა და ხალხი რომელზეც ეხლა ფიქრობს არც თუ ისე დიდი სადარდებელი უნდა იყოს მისთვის, მას მაინც ეფიქრება, ის მაინც ჯავრობს და განიცდის მათ ასეთ მდგომარეობას.
დილით გაღვიძებისთანავე რატომღაც მოუნდა რომ ზურაბისათვის დაერეკე და ზურას ამბავი გაეგო
-ალექსანდრა შვილო ოდნავ გახარებული ხმა ჰქონდა მამაკაცს, არ ვიცი როგორ მოვიქცე დამხმარეს ვეძებ, ზურა მთელი ღამე ტიროდა, დედას ეძებდა, მის შემხედვარე გული დამეწვა, მადლობა რომ მოგვიკითხე შენ საუკეთესო ადამიანი ხარ, ეს მე სულ ვიცოდი.
-რას ამბობთ ბატონო ზურაბ მე არ ვარ იდიალური უბრალოდ ბავშვის მდგომარეობამ დამაინტერესა, როგორ იყავით.
-აი ესე ვართ შვილო, ალბათ ნელ ნელა შეეგუება მის მდგომარეობას, მაგრამ მე ხომ მჭირდება ძალა რომ ამას გავუძლო, ზურაბს დამწუხრებული ხმა ჰქონდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, იცით თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შუადღისას გამოვალ ელენეს გამოვიყვან იქნებ ზურა ოდნავ გახალისდეს.
-ძალიან გამახარებ ალექსანდრა.
ისევ ის ძველი გზა, სახლი და ადგილი სადაც ერთ დროს უბედნიერესი ქალი იყო, სადაც ყველა ერთად ზეიმობდა ელენეს დაბადებას, სადაც ყველაფრის მიუხედავად ოჯახური სითბო არ მოჰკლებია ალექს, მაგრამ შემდეგ ის დიდი ტკივილი, ღალატის ტკივილი და ამ ყველაფრის მიტოვება, ალექსანდრა იდგა ელენესთან ერთად ძველი სახლის ზღურბლთნ და ჩაფიქრებული უყურებდა ორ ზურაბს, რომლებსაც სასოწარკვეთილება ეხატათ თვალებზე, ორივე დიდ ტკივილს ატარებდა, ადგილი სადაც ერთ დროს მხოლოდ სიცილის და ჟრიამულის ხმა ისმოდა ეხლა ნასახლარს დამსგავსებოდა.
-ალექსანდრა შვილო როგორ ხართ? ზურაბი შემოეგება, ელენე ჩემო ანგელოზო ჩემო სიყვარულო როგორ ხარ ბაბუ.
-ელენე გახარებული ჩაეხუტა ბაბუას შემდეგ კი ზურას მიუბრუნდა და თამაში დაუწყო.
-ზურაბ დღეს როგორ იქცევა პატარა, ისევ ტირის, ძალიან მეცოდება ის ხომ ჯერ ესეთი პატარაა და რამხელა ტკივილის გადატანა უწევს უკვე.
-ხო შვილო ტირის, დედას ეძებს საჭმელს არ ჭამს, მე არ ვიცი როგორ მოვიქცე, და თანაც არც არასდროს გამიზრდია ბავშვები, გიორგიმაც აიჩემა მონასტერში წასვლა, ვერაფერს ვეუბნები მეშინია ისევ სმა არ დაიწყოს არ აქვს ძლიერი ფსიქიკა შენც იცი, მირჩევნია იქ იყოს ვიდრე ჩემი შვილის სიმწარე ვნახო, ზურაბს ცრემლებით აევსო თვალები.
-ალექსანდრასთვის ეს სცენა დაუჯერებელი და უცხო იყო, ვევრასოდეს წარმოედგინა რომ ზურაბის მსგავსი მამაკაცი, ძლიერი, ამტანი, ესე შეიძლებოდა მოესპო ერთიანად ბედისწერას.
საღამომდე მასთთან ერთდ იყო, ზურას აჭამა, მოუარა, სახლი მიულაგა ცოტა, რამოდენიმე განცხადებასაც გაეცნო მომვლელებთან დაკავშირებით, საღმო ხანს კი ისევ დამძიმებული გულით სახლში წამოვიდა, უჭირდა მათი ესე დატოვება გული არ უშვებოდა იმას რომ თავისი ბედნიერებით დამტკბარიყო.
-ხო დემე საყვარელო როგორ ხარ? დღეს იმდენი საქმე მქონდა ვეღრც შეგეხმიანე, დაღლილი ხმით უპასუხა ტელეფონს.
-კარგად ალექს, მეც ეგ მაინტერესებს რა გჭირს, აქამდე ქორწილის მზადებას ვაბრალებდი შენს ესეთ საქციელს, ყურადღებას აღარ მაქცევ არ ვიცი რა ვიფიქრო.
-გთხოვ ესე ნუ მეუბნები, ხომ იცი რამდენი რამე მოხდა ამ ბოლო დროს
-არ ვიცი ალექსანდრა მე არაფერი, მხოლოდ ის ვიცი რომ შენი ყოფილი ქმრის გამო ამდენს ნერვიულობ მე მხოლოდ ამას ვხედავ.
-დემეტრე ამით რა გინდა რომ თქვა, მოკლედ არა მგონია ტელეფონზე ლაპარაკისათვის შესაფერისი დრო იყო, ჩემთნ გამოდი დავილაპარაკოთ, თანაც ძალიან მომენატრე
რამოდენი ხანში მისაღებ ოთახში იჯდნენ, ორი სიყვარულის თვალებით სავსე ადამიანები, მაგრამ ორივე სულ სხვა თემაზე ფიქრობდა, დემეტრეს მოსვენებას არ აძლევდა ის ფაქტი რომ ალექსანდრა ისევ გიორგი გარშემო შექმნილ პრობლემებზე ჯავრობდა, ალექსანდრას კი თვალებიდან არ ამოსდიოდა ზურაბის სახლი და იქ შექმნილი სიტუაცია.
-მოკლედ დემეტრე შენ არ გაქვს მიზეზი რომ ეჭვიანობდე, მე შენ ძალიან მიყვარხარ უბრალოდ ხომ იცი ყველა პრობლემა მე გულთან ახლოს მიმაქვს, არ შემიძლია ვიყო სრულფასოვნად ბედნიერი როცა ჩემს ირგვლივ ჩემი ახლობლები ცუდად არიან, თუნდაც გიორგი, ის ჩემი წარსულია, და ეს შენც მშვენივრად იცი, ან პატარა ზურა, მე ვერ მოვიქცევი ისე თითქოს არაფერი ხდება
-ანუ ალექსანდრა რა გინდა რომ თქვა მთელი ცხოვრება შენ მათზე უნდა ზრუნავდე და მე ვინ ვარ ამ დროს, შენი გოშია, თუ გამრთობი, თუ უბრალოდ მარტო რომ არ იყო გჭირდება გვერდით ადამიანი ვინც შეგავსებს, და შენ ამ დროს ისევ გიორგიზე ფიქრობდე და ის გიყვარდეს.
-ამას როგორ ამბობ დემეტრე მე შენ მიყვარხარ, და ამაში ესე დარწმუნებული არასოდეს ვყოფილვარ, უბრალოდ აქ ყველა პრობლემა ერთმანეთს დაემთხვა და ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი, მე გიხსნი, შენ კი სულ სხვა რაღაცას ამბობ, რატომ არ გინდა მე გამიგო. ალექსანდრას თვალები ცრემლით აევსო.
-ნუ მთხოვ იმის გაგებას რაც შეუძლებელია, ვერავინ მოახერხებს იმას რომ შენ ეს გაგიგოს, არ არსებობს ქვეყანაზე ესეთი ადამიანი, მე ანგელოზი არ ვარ ალექსანდრა, მე კაცი ვარ რომელსაც თავისი თავმოყვარეობა გააჩნია, მე ვერ ვიქნები ქალთან რომელიც მის ყოფილ ქმარს, და წარსულს არის ამოფარებული და ცოცხალი თავით არ თმობს.
-შენ სულ სხვა რაღაცას ამბობ დემეტრე, მე შენ მიყვარხარ, მე წარსული გავუშვი, მაგრამ მათ უჭირთ ეს რატომ არ გესმის?
-ეხლა ამ წუთას გეტყობა როგორაც გაუშვი წარსული, უბრალოდ არ ვიმსახურებ ალექსანდრა მე იმას რომ მყავდეს გვერდით ქალი რომელსაც სხვა უყვარს და არც მეტი არც ნაკლები მისი ყოფილი ქმარი, ამას ვერავინ გაგიგებს, შენც ვერ გაიგებდი იგივე სიტუაციაში მე რომ ვიყო.
-შენ არაფრის გაგება არ გინდა უბრალოდ, არ გსურს ჩემს ადგილას იყო, მე არაფერი დამიშავებია, გიორგი მონასტერში წავიდა, მე უბრალოდ ზურაბს ვეხმარებოდი, ამ კაცისგან ბევრი სიკეთე მახსოვს ესე უმოწყალოდ პატარა უსუსურ ბავშვთან ერთდ ვერ დავაგდებ, არ შემიძლია, მე არ შემიძლია ქორწილში ვიზეიმო და ვიცოდე რომ მათ ასე უჭირდათ და მე არაფერი გავაკეთე.
-შენი პოზიცია გასაგებია, შენივე პირით თქვი ყველაფერი რასაც ესე უარყოფ, რით ვერ გაიგე ალექს რომ გიორგიმ ჯერ სხვასთან გიღალატა, ეხლა პრობლემებს გაექცა და ეკლესიას შეაფარა თავი, ის ერთი ეგოისტი კაცია რომელსაც არც მისი შვილები ადარდებს და არც არავინ საკუთარი თავის გარდა, აი ეს არის სიმართლე, შენ კი ამ სიმართლის დაჯერება არ გინდა, ისევ იმაზე ფიქრობ ისევ ის გიყვარს და მე აქ კლოუნად გამომიყვანე, როგორც გინდა ისე მოიქეცი ეს შენი ცხოვრებაა, მე დავამთავრე ამ თემაზე შენთან ლაპარაკი
-ანუ რა გინდა დემეტრე მაგით რომ თქვა მე შენ არ მიყვარხარ? და არც ქორწილი აღარ იქნება? თუ შენ ერთი წუთით მაინც გეპარება ეჭვი იმაში რომ მე ჩემს საკუთარ თავზე მეტადაც კი მიყვარხარ მაშინ მართალი ხარ, არ იქნება არც ქორწილი და არც ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ ერთი იცოდე ეს შენ გადაწყვიტე ასე და არა მე, ეს შენ გამოგაქვს შენივე თავით გადაწყვეტილებები და მე აქ არაფერ შუაში არ ვარ
-გასაგებია ალექსანდრა, მე არაფრის აღარ მჯერა მე მხოლოდ შენი საქციელებიდან გამომდინარე ვიხედები და ვხედავ როგორაც გიყვარვარ, აქ აღარაფერია გასარკვევი შენს აზრსაც მივხვდი და შენს გრძნობებშიც დარწმუნებული ვარ, გაეკიდე წარსულს, როგორც გინდა ისე იცხოვრე, იცხოვრე იმ ლანდებში რომლებმაც ესე გაგამწარეს, შენ აქედან თავის დაღწევა არ გინდა და მე ვერაფერს ვიზამ
-არ შეიძლება ესე, ჩემს წინ იდგე და უმოწყალოდ მადანაშაულებდე იმაში რომ შენ არ მიყვარხარ, მე უბრალოდ გიხსნი რომ ვერ ვიქნები სრულ ფასოვნად ბედნიერი თუ მეცოდინება რომ ადამიანები ჩემს ირგვლივ ცუდათ არიან, და მე შემეძლო მათი დახმარება მაგრამ ეს არ გავაკეთე, აი ეს არ გესმის შენ, შენი კაცური ეგოიზმის გამო კი ყველაფერს ანგრევ, კი ბატონო თუ არ ხარ დარწმუნებული ჩემს გრძნობებში და როგორც იძახი თუ გიორგი მიყვარს ისევ და ეს სისულელე გგონია სიმართლე წადი დემეტრე, აქ რას დგახარ წადი, ალექსანდრა უკვე ძალიან გაბრაზებული ბოლო ხმაზე ყვიროდა.
-ასეც მოვიქცევი ალექსანდრა, მაგრამ ერთი იცოდე მე ამ კარიდან გავალ და აღარასოდეს დავბრუნდები, და შენ როცა საკუთარ თავს სარკეში შეხედავ, გაიხსენე რომ უბრალოდ წარსულის ლანდებს გამოეკიდე და თითიც კი არ გაანძრიე იმისათვის რომ მომავალი გვქონოდა, სამწუხაროა მაგრამ შენ მე გამანადგურე, და არ იფიქრო რომ იმაზე ნაკლები ტკივილი მომაყენე ვიდრე ერთ დროს შენ ეს გიორგიმ გაგიკეთა.
დემეტრემ სახლის კარი ხმაურით გაიხურა, იდგა გაშეშებული, დამუნჯებული, ფეხქვეშ გამოეცალა მთელი დედამიწა, ის არ ცდებოდა დემეტრე თვალითაც შეიძლებოდა ყველაფერი გაეგო და დემეტრეც არ იყო დამნასავე იმაში რასაც ფიქრობდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ცოტათი მაინც გაეგო მისი, ის დაკარგა, და ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, ის დაკარგა თავისი წარსულის ზდევით, იმით რომ არ უნდა იმ წარსულის უკან დატოვება რაც უკვე იყო, ამას ვერ ხვდებოდა და ამით საყვარელ ადამიანს საბოლოოდ გადაუსვა ხაზი. ცალი ხელი მუცელზე დაედო და თვალებიდან ცრემლები დაუკითხავად მოდიოდა, იდგა ესე გაშეშებული და თავმოყვარეობისა და წარსულის ლანდების გარდა აღარაფერი გააჩნდა. თუ სიყვარულს უღალატებ და თუ მას არ დაიცავ ჩათვალე არ გიცხოვრია, ჩათვალე არც არაფერი შეგიქმნია და ერთი წამითაც კი არ უნდა იყო ამის შემდეგ ბედნიერი, მას კიდევ ჰქონდა დრო რომ გაკიდებოდა და ეთხოვა დაბრუნება, მაგრამ არა, თავმოყვარეობა იმაზე მაღლა იდგა ვიდრე ამას ფიქრობდა, ის თუ ეხლა ვერ გაუგებდა მთელი ცხოვრების მანძილზე თუ გაიქცეოდა საბოლოოდ მაინც დაიღლებოდა მათი ურთიერთობისგან რომელიმე მხარე.
****
ჟურნალისტები მოგროვილიყვნენ დიდ დარბაზში, უკვე ორი კვირაა საინფორმაციო გამოშვებები აცხადებენ ცნობილი ბიზნესმენის საქართველოში ვიზიტის შესახებ, რომ აქ ჩვენს ქვეყანაში უზარმაზარ ქველმოქმედებას ეყრება საფუძველი, და რომ ქვეყანაში ყველა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს ექნება მაღალი დონის საცხოვრებელი და ნათელი მომავალი. ჟურნალისტები უამრავ შეკითხვას უსვამდნენ ცნობილ ბიზნესმენს, მისი ახალი პროექტის შესახებ, ზოგი აქებდა ზოგიც ოდნავ სკეპტიკურად იყო ამ ამბის მიმართ განწყობილი, ზოგი ფიქრობდა რომ ფულის გათეთრების გამო ხდებოდა მსგავსი ქველმოქმედება.
-იცით თქვენზე ამბობენ რომ ათეისტი ბრძანდებით, ცოტა გაუგებარია როგორ შეიძლება გასწიოს ამხელა ქველმოქმედება ადამიანმა რომელსაც ღმერთის არ სწმას, არაეთიკური კითხვა დასვა ერთ ერთმა ჟურნალისტმა
-არ ვიცი ვინ ან რატომ გამოიგონა ის რომ მე ათეისტი ვარ, დაიწყო ბოხი ბარიტონით საუბარი ბიზნესმენმა, მაგრამ იცით მე ყველა თქვენგანისგან განსხვავეით დედამიწაზევე ვირწმუნე ღმერთის არსებოდა რადგან მე აქ აღმოვაჩნე ის, წარმოგიდგენიათ რამდენად იღბლიანი კაცი ვარ, ღიმილით წარმოთქვა ახალგაზრდა სიმპატიურმა ბიზნესმენმა თავისი სიტყვები.
-უკაცრავად მაგრამ ვერ გაგიგეთ, ცოტა დაბნეულმა უპასუხა ჟურნალისტმა.
-თქვენ შეძლებდით თქვენი მტრის შვილის გაზრდას, თანაც გაზარდო ისე რომ ერთი წამითაც კი არ შეგეპაროს მის სიყვარულში ეჭვი, კითხვა დაუბრუნა ბიზნესმენმა
-მაპატიეთ მაგრამ როგორ შეიძლება გავზარდო ჩემი მტრის შვილი და ეს ისე გავაკეთო რომ ის შევიყვარო, ეს მემგონი ცოტა არარეალურია.
-აი სწორედ მაგ არარეალურ ამბავზე მინდა გიამბოთ, ყოველ დილით მე დედაჩემის თვალებში ღმერთს ვხედავ, ის არის ჩემთვის საამაყო განძი, ის არის ყველაფერი, მხოლოდ შევხედო მის თვალებს ეს სრულიად საკმარისია იმისათვის რომ მე ღმერთის ვიწამო, მისი თვალებიდან მიყურებს მე ის, მან მომცა მე ყველაფერი, მან გამზარდა ერთი უპატრონო ბავშვი, რომელსაც ერთი წუთითაც კი არასოდეს მოკლებია მზრუნველობა და სიყვარული, მან ჩემში ჩადო ყველაფერი საუკეთესო რაც კი გააჩნდა, ხანდახან ვუყურებ და მგონია რომ მის ბიოლოგიურ შვილებზე მეტადაც კი ვუყვარვარ, იმედია ჩემი და ძმა არ იეჭვიენებს ამ წუთას გაიცინა ზურამ და ფეხზე წამოდგა, ასე რომ ჩემო საყვარელო ხალხო ამის შემდეგ თუ ვინმე იტყვის, რომ მე შეიძლება ათეისტი ვიყო უბრალოდ გამეცინება ამ ამბავზე, მე ღმერთი სახლში მყავს დედაჩემის სახით და უბრალოდ არ შეიძლება არ ვირწმუნო მისი. ზურა კარებისკენ წავიდა აღარ მიუქცევია ყურადღება ჟურნალისტების შემდეგ შეკითხვაზე, გარდა ამისა მთელი დარბაზი თითქოს გარინდებული უსმენდ,ა ყველას სუნთქვა შეჰკროდა, ესეთ პასუხს არ მოელოდნენ.
-ზურა მოდი, ელენე შემოეგება კარებში, დედა სადაა? გაოცებული იკითხა ბიჭმა
-სამზარეულოში ტრიალებს და თან ტირის შენი გამოსვლა უყურა და ვერ ვაწყნარებთ მის მერე, თვალი ჩაუკრა ელენემ, ხო მართლა სანდრო ჩამოვიდა დღეს ლონდონიდან სიურპრიზი გაგვიკეთა, თან ესე თქვა ამ ოჯახურ შეკრებას ხო ვერ გამოვაკლდებოდიო, არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ხომ იცი ვერ ვჩუმდები, ელენემ გაუცინა ძმას.
მისაღებ ოთახში დემეტრე და სანდრო რაღაცაზე კამათობდნე.
-ჩემი ორი ბიჭი, ჩემი სიამაყე, ამ სიბერეში რას მოვესწარი ამ ბედნიერებას დემეტრემ ხელი გაშალა და ზურა და სანდრო ერთად ჩაიხუტა, ჩვენი ქალბატონები სად ბრძანდებიან, დემეტრე ცნობისმოყვარედ მოავლო თვალი ალექსანდრას და ელენეს, აქ ვარათ ბატონო კარდიოლოგო, ელენემ საყვარლად მოჭუტა თვალები.
-დღეს დიდი დღეა, ყველანი ერთად ვართ, ჩემი ლამაზი ოჯახი, უხ როგორ მიყვარხართ, დემეტრეს თვალებში ბედნიერების სხივი არ სცილდებოდა.
-ზურა შვილო ეს რა გამიკეთე დედა, ალექსანდრა ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა ზურა.
-კარგი რა დედა ეს იმიტომ არ მითქვამს რომ შენ აქ იტირო, ხომ იცი ამას ვერ გავუძლებ, შენ უფრო მეტს იმსახურებ, ეს არ დაგავიწყდეს, როცა ოთი წლის პატარა უსახლკარო ბავშვი სახლში მიიყვანე, როცა არასოდეს არ მომკლებია დედობრივი სითბო და მათ შორის არც მამობრივი დემეტრეს გახედა და თვალი ჩაუკრა, ამის შემდეგ ეს სიტყვები მხოლოდ უბრალოდ სიტყვებია, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, დემეტრემ ცრემლიანი თვალები შეუშრო ალექსანრას და მაგრად ჩაიხუტა
-ბედნიერი ოჯახი, ბედნიერი დასასრულით, ისხდნენ ერთ ზაფხულის ლამაზ დღეს, ერთად ვახშმობდნენ, ყველას სახეზე ბედნიერება დასთამაშებდა, ის რომ მათ ეს შესძლეს, მათ ერთმანეთის სიყვარული ისწავლეს, და ამ სიყვარულით მოდიან უკვე ოც წელზე მეტია, დემეტრე და ალექსანდრა ისევ ისე, ისევ ძველებურად, სიყვარულით სავსენი უყურებდნენ ერთმანეთს და ფიქრობდნენ იმაზე რომ მათ ეს შესძლეს, მათ გაზარდეს სამი უსაყვარლესი შვილი, მიუხედავად ცხოვრების ბევრი დაბრკოლებებისა მათ ყველაფერი ერთად გადაიტანეს და მათ შვილებს ასწავლეს ერთგულების და სიყვარულის ფასი, ოჯახის ფასი რომელიც ესე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ამ ცხოვრებაში. და დღეს ყველანი ერთად შეკრებილიყვნენ და ბედნიერების დუელში იწვევდნენ ერთმანეთს, ეს არის ის დღე როცა იცი რომ შენ გააკეთე ის რაც სწორედ ჩათვალე, თუნდაც ოცი წლის უკან და დღეს ის დღეა როდესაც იმკი იმას რაც დასთესე, და ნამდვილად იმკი უსაზღვო ბედნიერებას და სიყვარულს, ალექსანდრას მიაჩნდა რომ მისი ცხოვრება შედგა, შედგა როგორც ქალის, როგორც დედის, როგორც მეგობრის, და ეს იყო მთავარი და უპირველესი დანიშნულება მისი ცხოვრებისა.
იცი ყოველ ღამე მეფიქრება იმაზე რომ იმ დღეს როცა შენგან წავედი, უკან რომ არ დავბრუნებულიყავი რა მოხდებოდა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა ალექს არასოდეა, უშენოდ, ჩვენი შვილების გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა, თანაც შენ ისეთი ამაყი მყავხარ, უთხარა მარტო დარჩენის შემდეგ დემეტრემ ალექს.
-დემე თუ არ დაბრუნდებოდი მე მაინც დაგაბრუნებდი, ჩემი სიყვარული დაგაბრუნდებდა, შენ ხომ დიდი ხნის წინ გამომიწოდა ხელი და შემპირდი რომ არასოდეს გამიშვებდი, ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ, ყოველ დღე უფრო და უფრო, ალექსანდრამ გაუღიმა და ნაზად აკოცა მასზე ჩახუტებულ ქმარს. შენ ჩემი გმირი ხარ, შენ ჩვენი შვილებისათვის საუკეთესო მამა, რა უნდა დავამატო მე მეტი, ალექსანდრამ გაუღიმა.
-მოდი იცი რა ვიფიქრე, ეხლა ელენეს ქორწილის შემდეგ სამოგზაუროდ წავიდეთ ცოტა დავისვენოთ, მემგონი ვიმსახურებთ, ეშმაკურად გაუღიმა დემეტრემ.
-წავიდეთ აუცილებლად ჩემო საყვარელო, ალექსანდრა მაგრად ჩაეხუტა ქმარს, მიყვარხარ, მიყვარხარ და ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები, ეს სიტყვები გარკვევით უთხრა და გახედა მათგან ოდნავ მოშორებით სამ ადამიანს, მათ შვილებს რომლებიც ერთად ბედნიერების უზარმაზარ მორევს ქმნიდნენ.
წარსულის ლანდები რომლებიც შეიძლება აწმყოშიც გადმოგყვეს და გაგილამაზოს მომავალი, არავინ იცი წინ რა ელის, მაგრამ მთავარია ბედნიერებით დატკბნენ იმ დროს როცა კი ამის საშუალება ექნებათ, წარსულს ვერასოდეს შეცვლი, მაგრამ იმის საშუალება მაინც არის რომ არასოდეს მოახდენიო გავლენა შენს მომავალ ბედნიერებაზე.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

საოცარი დასასრულია დიდი ემოციებით სავსე .ცრემლებად დავდნი ...ყოჩაღ და ველოდები ახალ ისტორიას.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

Emociuri iyo namdvilad am istoriis dasasruli.velodi shengan,magram chems imeds gadaacharbe da mixaria ici?dzalin kargi xar.imedia male dagvibrundebi axali istoriit
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი iiiii

sauketeso dasasruli emociebis zgvaa <3

 


№4  offline წევრი Ano-Ano

მადლობა ჩემო საყვარლებო ვერ წარმოიდგენთ რამხელა სტიმული მომეცით, უღრმესი მადლობა რომ არ დაიზარეთ და წაიკითხეთ. :*

 


№5 სტუმარი manana

მადლობა, საოცრება იყო, როგორ გამათბე ამ ემოციით, მადლობა

 


№6 სტუმარი Mako

Saocari iyo,ase gaagrzele sarmatebebiiiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent