შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (16)


5-12-2016, 20:09
ავტორი სატი
ნანახია 1 893

-დაჩი, რეებს ბოდავ. რა მოგაწევინა ჩაკმა-გაეცინა ნინას.
-აუ, როგორ იცი ხოლმე მომენტების გაფუჭება. ნინა, არაფერი არ მიღადავია, დავიჯერო ისე გიყვარს რატი რომ მის გარდა ვერავის ხედავ?
-რატის ამაში ნუ გარევ, არ ვიცოდი თუ... რამეს გრძნობდი ჩემ მიმართ.თუ გრძნობ კიდე, იცოდე რომ მე... არ მიყვარხარ.
-რაღაც დაეჭვდი, შუა წინადადებაში რატომ გაჩერდი?
- არ მაქვს უფლება? დაჩი არ მიყვარხარ, დაუბრუნდი იმ შენ ევას თუ რაც არი.მე მართლა რატი მიყვარს-ბოლო სიტყვები ნინამ 100%ით დარწმუნებულმა წარმოთქვა, ყოველ შემთხვევაში ეს ის იყო რასაც მისი ტვინი კარნახობდა და არა გული. გული ამ მომენტში ბევრ რამეს ეუბნებოდა მაგრამ ნინა ამ ხმებს ახშობდა, რადგან სინდისი ქენჯნიდა. რატის ესე უყვარდა და თვითონ კი არ იცოდა იგივეს გრძნობდა თუ არა, ან თუ საკმარისად უყვარდა იმისთვის რომ მისი ცოლი გამხდარიყო-დაჩი, მე შიგნით შევალ და შენც იგივეს გირჩევ, გაერთობი მაინც-ნინა შიგნით შევიდა და გოგოებს მიუბრუნდა, ისინი რატისთან ერთად იდგნენ.
-აუ რატი რო დავლიო ხო მიმათრევ ლოგინამდე?-ჰკითხა ნინამ რატის.
-არასდროს დაგილევია ეგრე და რაღა ეხა მოგინდა?
-ადრე ვსვამდი.
-მარა ესე მაგრა არა, კაი დალიე და რა იყო საწოლამდე მიყვანას რაღა უნდა-რატი ისევ ჩაკს მიუბრუნდა.
-როზ, რომლით დავიწყო?-გამომწვევად შეხედა ნინამ როზალის.
-ერკვევი მაინც?
-კი, იქ ხშირად ვსვამდი.
-კარგი, აი...-როზალი არჩევაში დაეხმარა. ჯერ ერთი ჭიქა დალია, ამას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ასე შემდეგ... ცოტახანში ნინა, სახეზე სულ წითელი იყო და მაგიდაზე ცეკვავდა და თან რაღაცას ბურტყუნებდა. ხალხი დილისკენ უკვე დაიცალა. რატი იქვე გათიშული ეგდო დივანზე, ხოლო ნინა იატაკზე იწვა და ვერ დგებოდა რადგან ცუდად იყო. ნინას საბედნიეროდ დაჩი იქვე იყო, მან ნინა ხელში აიყვანა და მის ოთახში წაიყვანა. ნელა მივიდა საწოლთან და ჩააწვინა.
-ეხლა ტანსაცმელსაც მე ხო არ გაგხდი.ნინა? ნინა? აუ ძინავს, სულ ყველგან ხომ არ გამოგყვები?-დაჩიმ ნინა ოდნავ შეანჯღრია-ნინა, ტანსაცმელს მოგცემ უცებ გამოიცვალე და შემოვალ კაი? ნინა.
-ხო.
დაჩიმ ნინას ღამის პერანგი მისცა და ოთახიდან გავიდა, შემდეგ მალევე შევიდა შიგნით. ნინას უკვე გამოცვლილი ჰქონდა ტანსაცმელი. დაჩიმ დააწვინა და საბანი გადააფარა, ნინას კი მაშინვე ჩაეძინა, რადგან საშინლად დაღლილი იყო. დაჩი მის გვერდით იჯდა და მისი ხელი ეკავა, ნინას ამავდროულად სიცხეც ჰქონდა. ის ქვემოთ ჩავიდა და რატი გააღვიძა.
-რატი! რატი!-უყვიროდა დაჩი.
-რა გინდა!-სავარძლიდან წამოხტა რატი.
-ნინა ცუდადაა, შენი შეყვარებულია და არა ჩემი, მისთვის უნდა მიგეხედა და მაგის მაგივრად იმენა ლოთივით და ღორმუცელასავით იქცეოდი მთელი საღამო, ნინა ზემოთ არის და სიცხე აქვს, მიდი და მიხედე-დაჩი სახლიდან გავიდა. რატი სამზარეულოში გავიდა და ყავა დაადგა შემდეგ კი ნინასთან ავიდა.
***
1-2საათში ნინა გამოფხიზლდა და საწოლიდან ადგა. წამოდგომისთანავე რაღაც ძალამ უკან საწოლზე ისროლა. ნინას თავი უსკდებოდა ტკივილისგან და ამასთანავე თავბრუ ეხვეოდა. თვალებში ძლივს იხედებოდა, ნინას ეს პანიკის შეტევა ეგონა, მაგრამ დიდხანს რომ გაგრძელდა მიხვდა პახმელიააო. ისევ სცადა წამოდგომა ოღონდ შედარებით ნელა და გამოუვიდა კიდეც. ხალათი შემოიცვა და ოთახიდან გავიდა. კიბეებზე ძლივს ჩავიდა, ეგონა გული წაუვიდოდა და ვეღარ ადგებოდა, თვალებშიც კარგად ვერ იხედებოდა, ყველაფერი დაბურული ჩანდა.
-რატი! რატი!-ყვიროდა ნინა იმ იმედით რომ რატი მაინც უშველიდა რამეს.
-ნინა, რა გაყვირებს აქ ვარ-ხელი მოკიდა რატიმ ნინას-სიცხე გაქ წადი დაწექი. მე საუზმეს ამოგიტან.
-შენ ამიყვანე ოთახში?
-არა... დაჩიმ.მაპატიე ნინა,ყველაფერი ჩემი ბრალია.
-არაუშავს... დაიკიდე.
-რამე მოხდა?
-არა, არაფერი.
-ზემოთ არა მგონია ასვლა შეძლო და აი აქვე სავარძელში ჩაჯექი, ანდა მოიცა-რატიმ ნინა უცებ აიტაცა და სავარძელზე დააწვინა, ამ დროს ჯორჯი შემოვიდა.
-ღმერთო ჩემო, ამ ბავშვს ბოლოს ხელებს მოვაჭრი ძირში, შენი კომფორტის ზონაში გააჩერე ეგ ხელები ახალგაზრდავ-გაბრაზდა ჯორჯი.
-რათქმაუნდა სერ-რატი მაშინვე გამოეცალა ნინას.
ჯორჯი და ანა ნინას ჩამოუჯდნენ გვერდით.
-ნინ, რა დაგემართა?
-აუ, პახმელიაზე ვარ და თან რაღაცით მოვიწამლე და მემგონი სიცხე მაქ.
-ესე იგი გაერთე წინა ღამეს ხო?
-ხო, ანა მიშველე რამე. თავი მისკდება,ვერ ვიხედები და ყველაფერი მტკივა.
-ნუ, პირველ რიგში შენ ოთახში უნდა აგიყვანოთ, აქ ჰეილი არის და გადაედება. მერე მოგხედავ, ჯორჯ დაეხმარე ასვლაში.
ჯორჯმა ნინა ხელში აიყვანა და ოთახში მიიყვანა.
-ჯორჯ, ეხლა როცა გამოხვედი საავადმყოფოდან არ აპირებ შური იძიო ესტერზე?
-ნინა, შურისძიება საუკეთესო გამოსავალი არ არის.
-მოიცა აბა რა ესტერმა კინაღამ მოგკლა და შენ ამას გაატარებ?!!
-ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც გვინდა, ესტერი თავისას მიიღებს მაგრამ ჯერ ადრეა.
-შენ რა ის გიყვარს და მაგიტომ არ აკეთებ მაგას? მამა.... ჯორჯ! ეს ხომ... სისულელეა. შენ თუ არა მე მივალ.
-არსადაც არ მიხვალ, ნინა ეს უფროსების საქმეა. დაისვენე, მერე ვილაპარაკოთ. მემგონი სიცხე გიწევს, წავალ დედაშენს დავუძახებ... ანუ ანას-ჯორჯი ქვემოთ ჩავიდა. ნინას უნდოდა დაჩისთვის მადლობა გადაეხადა რომ იზრუნა მასზე. ტელეფონს მოკიდა ხელი და დაურეკა. ტელეფონი ევამ აიღო.
-ალოო? ალო?... ალოოოოო? ხმას რატომ არავინ იღებს?
ნინამ მაშინვე გათიშა.
-ვინ იყო?-ოთახში დაჩი შევიდა.
-რავიცი ალბათ ნომერი შეეშალათ. აბა? კიდე რამე დაჩი?
-არა, შენც კარგად იცი რატომ მოხვედი აქ, წადი და ზედმეტად თავს ნუღა დაიმცირებ, დამჭირდები დაგირეკავ.
***
-მე რომ შენხელა ვიყავი მეც მყავდა შეყვარებული, მაგრამ ამავდროულად სხვა მიყვარდა. ორს შორის ვიდექი და ვერ მქონდა გადაწყვეტილი ვინ ამერჩია. ხვდები რას ვგულისხმობ?-ანა ნინას ელაპარაკებოდა და თან ელოდებოდა როდის მოვიდოდა დრო რომ თერმომეტრი ამოეღო.
-ვერა, ვერ ვხვდები-ნინა სახეზე ოდნავ გაწითლდა.
-დაჩი და რატი, ეს სახელები არაფერს გეუბნება?
-ანა... მეთითონ გავერკვევი.
-კარგი, მე მაინც მოგცემ რჩევას. აირჩიე ის ვინც გიყვარს და არა ის ვისთანაც მხოლოდ იმის გამო ხარ რომ დიდიხანი ერთად გაატარეთ.
-მე მიყვარს რატი.
-პინოქიო რო იყო შენი ცხვირი უკვე ყველანაირ კედელს გაანგრევდა. ნინა, ნუ ატყუებ შენ თავს და ამ ბიჭებსაც, თორე ადრე თუ გვიან ერთმანეთს გადაემტერებიან.
-გადამეტერებიან?
-მოდი ასე ვქნათ, ერთხელ წავიდეთ კაფეში და ჩემ ისტორიას ბოლომდე მოგიყვები.
-მემგონი არ გამოგვივა, ჩემ მშობლებს მალე მივყავარ. ზეგ.
-ამის გამოსწორება ადვილად შეიძლება, დავანახოთ შენ მშობლებს რომ არაფერი საშიში არ არის იმაში რომ აქ დარჩე. დავუტმკიცოთ რომ ისინი შენ არ დაგკარგავენ თუ კიდევ 1თვე დარჩები აქ.
-როგორ?



№1  offline წევრი davinna

Dzalian momwons es istoria da sul velodebi axal tavs..mosaklavi xar aset patara tavebs rodeb vkvdebi interesit :d male dade shemdegi da cota didi tavi ra gtxoooov :D

 


№2  offline მოდერი სატი

davinna
Dzalian momwons es istoria da sul velodebi axal tavs..mosaklavi xar aset patara tavebs rodeb vkvdebi interesit :d male dade shemdegi da cota didi tavi ra gtxoooov :D

ვეცდები, მადლობა რომ კითხულობ heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3 სტუმარი Guest ნინი

ინტერესით ნუ მკლააავ !!! ცოტა დიდი თავები დადე რა

 


№4  offline მოდერი სატი

Guest ნინი
ინტერესით ნუ მკლააავ !!! ცოტა დიდი თავები დადე რა

joy heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent