ყველგან გამოგყვები (17)
-როგორ? ხვალ დავპატიჟოთ შენი მშობლები ვახშამზე და ყველაფერი ავუხსნათ, რომ აქ მოგწონს, სკოლას არ აცდენ, კარგად იქცევი, ჩვენთან მოგწონს და ასე შემდეგ. ეს არ იმოქმედებს და მერე შენი ისტერიკა თუ გვიშველის მარტო-გაეცინა ანას. -დარწმუნებული ხარ რომ იმოქმედებს? -არა, არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ იმოქმედებს-ანამ ამოუღო თერმომეტრი და დახედა-38,4 ისევ მაღალი გაქვს... რა ვქნათ ხვალ ვახშამზე?მოვიფიქრებთ რამეს, აი ეს დალიე-ანამ ნინას თეთრი აბი და წყალი მიაწოდა შემდეგ კი ქვემოთ ჩავიდა საჭმლის გასაკეთებლად. ჰეილის არ უშვებდნენ ნინას ოთახში და ის საწყლად იდგა ნინას ოთახის კართან და იქიდან ელაპარაკებოდა ხოლმე, რაზეც მოსამსახურეები გულიანად იცინოდნენ. ცოტახანში ნინასთან სამანტა და როზალი მივიდნენ. -ნინ, როგორ ხარ?-ისეთი ხმით ჰკითხა სამანტამ ვიღაცას ეგონებოდა ან ნინა არის სიკვდილის პირას ან სამანტაო. -რავი, ვარ რა. თქვენ? -აუ ჩვენ საშინელი პახმელია გვაქ-როზალი ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან-გინდა?-ერთი ღერი ნინას გაუწოდა მანაც მაშინვე გამოართვა და მოუკიდა-რას შვები აბა?-ცნობისმოყვარეობით ჰკითხა როზალიმ. -აუ რავი, არაფერი არ მახსოვს გუშინ რაც მოხდა, რა გავაკეთე? -არც ჩვენ გვახსოვს-უთხრა სამანტამ და მანაც სიგარეტი აიღო. -ეხა სუნი დადგება და ჩემები მომკლავენ, როზ გამოაღე კარგად ფანჯარა. -მერე გაცივდები-შეაჩერა სამანტამ. -ისედაც გაციებულია-გაიცინა როზალიმ და ფანჯარა გამოაღო. ნინას შეცივდა და საბანი პირამდე აიწია, სიგარეტი კი საფერფლეში ჩააწვა. -მე მახსოვს, დაჩიმ რო გაგიყვანა მერე შემოხვედი და ყველაფერი რაც არსებობდა დალიე-უთხრა როზალიმ. -მოიცა, დაჩიმ გამიყვანა? რა უნდოდა? -არ ვიცი, შენ გაგიყვანა მე ხო არა-უხეშად უპასუხა როზალიმ, მაგრამ ნინას ეს არ წყენია რადგან როზალი ეგეთი იყო. როზალი ისეთი გოგოების ტიპს მიეკუთვნებოდა რომელიც სიმართლეში ძალიან ემოციურია მაგრამ ამას არავის არ აჩვენებდა, რითიც ნინას გავდა. ისიც ასეთი იყო, ცდილობდა ემოციები არ გამოეხატა, გარდა იმ მომენტებისა როდესაც პანიკის შეტევები ეწყებოდა. ამის დროს მას ძალაუნებურად უწევდა ემოციების გამოვლენა მას ეს უნდოდა თუ არა. -არადა ფართიზე გვინდოდა ჩვენ წასვლა, დღეს ექნება ჩადს მაგარი ფართი-ჩადზე ლაპარაკისას სამანტას ვერავინ იცნობდა, ის თავის თავს აღარ ჰგავდა და პირდაპირ ცაში დაფრინავდა. სამანტას ძირითადად სულ მოდა აინტერესებდა და რათმაუნდა ბიჭები. ჩადთან რომ დაინახავდა ვინმე სამანტა თავის თავს არ გავდა, არც მოდაზე ლაპარაკობდა და რაღათქმაუნდა არც ბიჭებზე. ის მაშინვე გენიოსი ხდებოდა და ყველა თემაზე ესაუბრებოდა ჩადს რაც მას აინტერესებდა, მიუხედავად იმისა რომ გარტყმაში არ იყო რას ამბობდა ჩადს მაინც სიამოვნებდა მასტან საუბარი. -წადით, ხო ვხედავ რო გინდათ, გაერთეთ შეყვარებულებთან ერთად მე კიდე რატისთან ერთად გავერთობი. -ვინ თქვა რომ არ ვაპირებდით, შენ გარეშეც ვიცი რომ უნდა წავიდეთ-ისევ უხეშობა დაიწყო როზალიმ. -როზ, ვიცი რო გიყვარვარ, ნუ თვალთმაქცობ. ევა რას შვება? -აღარ ვმეგობრობთ-ეს ორი სიტყვა სწრაფად წარმოთქვა და სიგარეტი ჩაიდო პირში. -რას ქვია აღარ მეგობრობთ?-ჩაეძია ნინა. -იმიტო... შენ გაწყენინა-როზალი ისე სწრაფად ამბობდა ამ ყველაფერს რომ სამანტაც კი მხიხვდა რაში იყო საქმე. როზალის არ უნდოდა ეღიარებინა რომ ნინას მართლაც მიეჩვია და მისთვის ამდენი ხნის დაქალი მიატოვა. -მოდი ვილაპარაკოთ იმაზე თუ შესაძლებელია ევას გამოსწორება. -სემ, მიუხედავად იმისა რომ მიყვარხარ გთხოვ მოკეტე, ეგღა მაკლია შენ ფილოსოფიებს ვუსმინო-უთხრა როზალიმ. -როოოზ, ეხლა ყველამ ვიცით რო გიყვარვარ-სემი ჩაეხუტა როზალის. -მეც მინდაააა-დაიწრუპუნა ნინამ. -შენ იწექი მანდ!-მბრძანებლური ტონით უთხრა როზალიმ და სემიც მოიშორა-მეც... ასე თუ ისე მიყვარხართ-ამოიღლუღლუღა როზალიმ-და დავრჩები შენთან რომ... იმიტომ რომ მეზარება ჩადის ფართიზე წასვლა. -ბოლომდე მაინც ვერ გამოტეხავ რაა-გაეცინა სემს და მას ნინაც აყვა-შენ რა გიხარია შენც ეგეთი ხარ!-სემმა ორივე გააჩუმა. უცებ ზემოთ რატი ამოვიდა. -ვაა, გოგოებო? როგორ ხართ? როზალის და სამანტას რატის დანახვაზე შოკი ემართებოდათ, მაშინვე ნაზები გახდნენ და რატის მიაჩერდნენ. -ეე, ჩემია!-გაუბრაზდა დაქალებს ნინა. -რა მერე ჩვენ უბრალოდ თვალებით ვჭამთ-გაეცინა როზალის. -ეგეც არ შეილება-მიიხუტა ნინამ რატი. -ნუ ჩხუბობთ ჩემს გამო გოგოებო-რატიც აყვა ღადაობაში და ნინას მიუწვა გვერდით-რა სიგარეტის სუნი აგდის, რა მოწიე ამდენი-რატიც მწეველი იყო მაგრამ არ სიამოვნებდა როცა ნინა ეწეოდა ბევრს. -აუ მოიცა რა, საწოლში მაინც დამასვენე. -დაგასვენო?-გაეცინა რატის. -მორჩა! ჩვენ ქვემოთ ჩავალთ და რამეს ამოვიტანთ და თქვენ მოაგვარეთ ყველაფერი-წამოხტა სამანტა. -რატო მე მაინტერესებს-ბოროტულად გაიღიმა როზალიმ.. -როზი!-სამანტამ ხელი მოკიდა და ჩამოათრია ფანჯრის რაფიდან. მერე ორივე ქვემოთ ჩავიდნენ. -როგორ ხარ?-შუბლზე აკოცა რატიმ. -ეს რა იყო დედაჩემი ხარ და სიცხეს მიზომავ? -არა, ნუ უხეშობ. როზალისთან დიდხანს ყოფნა გაფუჭებს შენ. უკეთ ხარ? -ხო, შედარებით. გარეთ მინდა გასვლა თან ძაან. -წამო. -გაციებული რო ვარ? -მაშინ არა. -აუ რატი!! ნუ მიშლი ნერვებს. -კაი არ მოგიშლი-გაეცინა რატის. -და ნუ მეთანხმები ყველაფერში. -კაი ხო, აუ რა საყვარელი ხარ როცა ნერვებს გიშლი-აკოცა რატიმ და ხელი გადახვია-მთელი საღამო შენთან ვიქნები მარტო რო არ იყო. -გოგოებიც აქ იქნებიან და დავიჯერო გაინტერესებს რაზე ვილაპარაკებთ? -რაზე? -ჰიგიენაზე. -მორჩა, მივდივარ-რატიმ აკოცა ნინას და გავიდა. *** მეორე დილით ნინას ადრე გაეღვიძა, ყველას ეძინა და გადაწყვიტა ცოტახნით გარეთ გაპარულიყო და ეს ბოლო დღე წესიერად გაეტარებინა როუზვუდში. უცებ წამოხტა ლოგინიდან და ჩაცმა დაიწყო, მერე თმები შეიკრა და კეპკა დაიხურა, შავ სათვალესაც გამოკრა ხელი და ოთახიდან გავიდა. როგორც ჩანს ჰეილი გააღვიძა და ის მის საყვარელ ვარდისფერ პიჟამოში, მისი თოჯინათი ხელში იდგა კართან. -ჰეილს, რატო არ გძინავს?-მის წინ ჩაიმუხლა ნინა და ცალი ხელი ხელზე მოკიდა. -გვტოვებ?-თვალებაცრემლიანებულმა უთხრა ჰეილიმ. -არა, ჰეილს. არ იტირო, არ გტოვებ, სასეირნოდ მივდივარ. მოდი ისევ დაგაწვენ-ნინა ჰეილის ჩაეხუტა, ხელში აიყვანა და საწოლში ჩააწვინა. შემდეგ ნელა ჩავიდა კიბეებზე და სახლის უკანა კარიდან გავიდა. იქ როგორც ყოველთვის მათი მცველი რობერტი იდგა, რომელთანაც ნინას კარგი ურთიერთობა ჰქონდა. -დილა მშვიდობის მის როუზვუდ. -დილა მშვიდობის რობერტ, მისმინე ჩემებმა არ უნდა იცოდნენ რომ გავედი სახლიდან კარგი? -რათქმაუნდა , სადმე ხომ არ წაგიყვანოთ? -არა, მეთითონ მადლობა. -და ვინმე ხომ არ გამოგაყოლოთ ყოველი შემთხვევისთვის? -არა, რო რამე დაგირეკავ-მადლობა გადაუხადა რობერტს და წავიდა.ყურებში ნაუშნიკები ჩაიდო და გზა განაგრძო. ცოტახანში დაინახა ნაცნობი სილულეტი ვიღაც პატარა გოგონასთან ერთად,როდესაც მიუახლოვდა მიხვდა რომ ბელა და დაჩი იყვნენ. ბელას არ იცნობდა უბრალოდ ივარაუდა რადგან იცოდა დაჩის პატარა დის შესახებ. ბელას პატარა ხელი დაჩის ეკავა და დრო და დრო ჰაერში აწევდა ხოლმე იმ ხელით. -დილამშვიდობის ნინა, ესე ადრე რამ გაგაღვიძა?-ისე ელაპარაკებოდა დაჩი ნინას თითქოს უცხოები იყვნენო. -დილ..ამშვიდობის? დაჩი თავი რამეს ხომ არ მიარტყი?-გაკვირვებულმა შეხედა ნინამ. -მე? არაფერს, მერის შვილი როგორ დადის ქუჩებში ესე მარტო? რატი სად არის? ან თუნდაც შენი დაქალები? -დაჩი, რა დაგემართა? -არაფერი არ დამემართა, თუ მეტი სათქმელი აღარაფერი გაქვს გარდა უხეში პასუხებისა მაშინ მე და ჩემი და წავალთ თუ ნებას დაგვრთავთ-დაჩიმ ბელა ხელში აიყვანა და გზა გააგრძელა ხოლო ნინა კი პირდაღებული დატოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.