შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Born Again (3)


6-12-2016, 12:03
ავტორი NiNo Payne
ნანახია 1 287

3
ახალგაზრდა გოგონა უკვე მეორე დღეა გაუნძრევლად წევს. ერთადერთი კი რასაც ის ახერხებს არის სმენა. ესმის რა ხდება მის გარშემო, ესმის ყველა პალატაში მყოფი ადამიანის ხმა. უკვე გაიგო ისიც რომ შეიძლება დიდი ხნით ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან, მერიდიტი კი შინაგანად შვილის ნახვას სწრაფობდა.
ექიმები მთელ ენერგიას ხარჯავდნენ გოგონასთვის. ოჯახისწევრებიც საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. მერიდიტის მშობლები მთელ დღეებს საავადმყოფოში ატარებდნენ.
-ექიმო.-მიმართა პალატაში მყოფ ექიმს მერიდიტის მამამ-ჩემი შვილი კარგად იქნება?
-მისტერ ედვინსონ მერიდიტი კარგადაა. წუთი-წუთზე უნდა ველოდოთ როდის გამოვა ის კომიდან. ყველა სირთულემ უკვე ჩაიარა. შეგიძლიათ დამშვიდდეთ.-გაწონასწორებული ხმით მიმართა ქალბატონმა გოგონას მშობლებს.
-არა მთავარი სირთულე ახლა შეგვხვდება.
ექიმმა დაეჭვებით გადახედა ჯერ მისტე შემდეგ მისის ედვინსონს.
-ჩვენ ყველაფერი გავითვალისწინეთ, გავთვალეთ და ვერანაირი დაბრკოლება ვერ აღმოვაჩინეთ.
-არა თქვენ ვერ მიგვიხვდით. მერიდიტი როცა გაიგებს რომ მისი შვილი დაიღუპა..-დაბალი ხმით წარმოსთქვა მისის ედვინსონმა, მაგრამ ცრემლები წასკდა.-ალბათ გაგიჟდება.
-დამშვიდდით ქალბატონო. თუ მერიდიტი იგრძნობს თქვენს გვერდიით დგომას აუცილებლად ყველაფერს გადაიტანს მთავარია აგრძნობინოთ სითბო და სიიყვარული. უკაცრავად ახლა უნდა დაგტოვოთ.-ექიმი პალატიდან გავიდა.
-რობერტ რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ?-ქალი სასოწარკვეთილებას მისცემოდა.
-დამშვიდდი. ერთად გადავიტანთ ყველაფერს.-რობერტმა თავის ცოლს ხელი ჩაკიდა და მერიდიტის უძრავ სხეულს მიაჩერდა.
მერიდიტის გონება ჯერ კიდევ მოსმენილის აანალიზებდა. ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგინა რომ შესაძლოა შვილი ვერასდროს ენახა. ახლა უფრო გაუმძაფრდა გაღვიძებისა და შვილის ნახვის სურვილი. შეეცადა, ძალიან შეეცადა, რომ თვალები გაეხილა, ტუჩები გაემოძრავებინა, თავი დაეღწია ამ ჯოჯოხეთისგან. უჭირდა ძალიან უჭირდა, მაგრამ ცდილობდა.
-ლიზა..-საბოლოოდ ამდენი მცდელობის შემდეგ მერიდიტმა პატარა ანგელოზის სახელი დაიჩურჩულა. რაც მის მშობლება ნამდვილად არ გამოჰპარვიათ. იმ წამსვე მიცვივდნენ გოგონას საწოლთან.
-მერიდიტ. მერიდიტ შენ გაიღვიძე.-ცრემლებს ვერ იკავებდა მისის ედვინსონი.
-მერიდიტ შვილო როგორ ხარ?!
-ლიზა.-გოგონა კი მხოლოდ თავისი შვილის სახელს იმეორებდა.-ლიზა.
-ლიზა. რობერტ ის ლიზას კითხულობს.-ქალმა თითქმის წამოიყვირა.
-ლიზა. დედა ლიზა სადაა?-ღონე მიხდილი, თითქმის ჩურჩულით, მაგრამ მაინც საუბრობდა.
-ლიზა..-მერიდიტის დედა ანერვიულდა.-ლიზა აქაა შვილო. ჯეიმსს ყავს.
-აქ .. აქ მოიყვანეთ.-მერიდიტს თვალები თითქმის არც გაეხილა.
-რობერტ.-სასოწარკვეთილმა წალმა ქმარს გადახედა.
-მერიდიტ შვილო. ჯერ ისევ სუსტად ხარ. დაისვენე
-ლიზა. ლიზა მომიყვანეთ.-გოგონა მაინც თავისას გაიძახდა.
-საყვარელო დასვენება გჭირდება.
-ლიზა მომიყვანეთ. დედა ლიზა მომიყვანეთ!!-მერიდიტმა ტონი გააამკაცრა. მას ნელ-ნელა ძალა ემატებოდა, მაგრამ მაინც სუსტად რჩებოდა.
-მერიდიტ ახლა ექიმი მოვა და ის...
-მე ლიზა მინდა. ლიზა მომიყვანეთ.-მერიდიტს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა რაც ხდებოდა, თუმცს იმედს მაინც იტოვებდა. იმედოვნებდა, რომ ყველაფერი ცუდად გაიგო.
-ლიზა მომიყვანეთ.. ლიზაა..-მერიდიტი ყვირილში გადავიდა. ცდილობდა საწოლიდან წამომდგარიყო მაგრამ მშობლრბი ამის საშუალებას არ აძლევდნენ.-ლიზა.. ლიზაა..
-ექიმი ექიმი სწრაფაად.
პალატაში ექიმი და ექთნები შეცვივდნენ. გოგონა დააკავეს და დამამშვიდებელი წამალი გადასხმაში შეუშვეს.
-ლიზა.. ლიზა..-მერიდიტის ხმა ნელ-ნელა შესუსტდა.-ლიზაა.. -ჩვეულებრივ საუბარში გადავიდა.-ლიზა.. ლიზა..-საწოლზე დაწვა და ჩურჩული განაგრძო. თვალებიდან კი ცრემლების ახალი ნაკადი წამოვიდა-ლიზა. ლიზა.. ლიზა..-ცოტახანში წამალმაც იმოქმედა და მერიდიტს კვლავ ჩაეძინა.
•ნათელი დღე იყო, მზე თვალისმომჭრელად ანათებდა. მერიდიტი და უკვე წამოზრდილი ლიზა ხელჩაკიდებულნი მისეირნობდნენ ტრიალ მინდორზე, რომელიც ათასნაირი ყვავილით იყო სავსე. გოგონა ბედნიერებას აფრქვრვდა, იღიმოდა, ასევე პატარა ლიზაც, რომელიც გამუდმემით დედის გაკეთებულ თმას ისწორებდა.
-დედა მოდი ყვავილებს მოგიკრეფ, შენ გვირგვინი გამიკეთე.-წკრიალა ხმით შესთავაზა მერიდიტს გოგონამ და ლამაზად გაუღიმა.
-კარგი საყვარელო მაშინ დაუჩქარე ყვავილები მინდა.-მერიდიტმა ცაიცინა.
-მაშინ შენ აქ დაჯექი.-ლიზამ ხელზე დაქაჩა და იქვე ბალახებში ჩასვა.
-კარგი საყვარელო.
ლიზა დაიხარა, თავისი პაწაწინა თეთრი ხელებით ყვავილი მოწყვიტა და დაყნოსა.
-ნახე დედა რა ლამაზია. შენსავით ლამაზია. არა შენ უფრო ლამაზი ხარ.
-დიდი მადლობა ჩემო პატარავ. შენ კიდევ ყველას ჯობიხარ.-მერიდიტმა ბავშვს ჰაეროვვანი კოცნა გაუგზავნა, ლიზამ თითქოს თავისი პატარა ხელებით დაიჭირა და ხელი ლოყაზე მიიდო.
-დედიკო ნახე რა ლამაზია.-პაწაწინა ხელებით, პაწაწინა თაიგული მიუტანა მერიდიტს-შეგიძლია უკვე გამიკეთო.-ყვავილები მისცა და დოინჯი გაიკეთა. მერიდიტს გაეცინა.
-ლიზა ეს ძალიან ცოტაა მიდი კიდევ დაკრიფე.-მერიდიტმა თაიგულის კეთება დაიწყო, პატარა ანგელოზი კი ყვავილებით ამარაგებდა. მოულოდნელად მერიდიტს თვალებზე ხელი ააფარეს.
-აბა ვინ ვარ დედიკო?-წრიპინა ხმით იკითხა ლიზამ თან ძალიან საყვარლად იცინოდა.
-შენ ჩემი პრინცესა ხად დეე..-მერიდიტმა გოგონა მუხლებზე დაისვა, ლოყაზე ნაზად აკოცა და ძალიან ძლიერად ჩაიკრა გულში. - მიყვარხარ პრინცესა.
-მეც მიყვარხარ დედა.-ლიზამ დედას კისერზე პატარა ხელები შემოხვია და ლოყაზე ეამბორა.
-ნახე გვირგვინი გაგიკეთე.
-რალამაზიაა.-წამოიყვირა ლიზამ.-ყველაზე კარგი დედა მყავს.
მერიდიტი კი სიამაყით აღივსო და ლიზას გვირგვინი ლამაზ, ქერა თმებზე დაადგა.
-ახლა კი ნამდვილი პრინცესა ხარ.
-შენც დედა.
ლიზა ფეხზე წამოდგა და ისევ ყვავილების კრეფა განაგრძო. ნელ-ნელა მერიდიტს შორდებოდა.
-ლიზა სად მიდიხარ.-ბავშვს აედევნა.-ლიზა აქ მოდი მად ნუ მიდიხარ.
ცა ძალიან განათდა. თეთრი სხივები წამოვიდა საფეზურებრივ ლიზა კი სწორედ მისკენ იწევდა.
-ლიზა !! ლიზა აქ მოდი.-მერიდიტი ცდილობდა შვილა დაწეოდა, მაგრამ რაც უფრო წინ იწევდა, გზა მით უფრო იზრდებოდა.-ლიზა მოიცადე.. ლიიზაა!!!
პატარა ანგელოზი კი მიიწევდა ცის წიაღისაკენ, მიიწევდა იმ სამყაროსკენ სადაც მისი ადგილი იყო. სხივებზე ფეხი დადგა და მერიდიტისკენ შემობრუნდა. მერიდიტი კი ჩაკეცილიყო და ქვითინებდა.
-მიყვარხარ დედა!-ლიზას წკრიალა ხმა გაისმა და პატარა ანგელოზი ცაში გაფრინდა.•




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent