შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისია 11,12 მზის შვილი (დასასრული)


6-12-2016, 14:23
ავტორი mi ra
ნანახია 1 862

თავი 11

სასაცილოც კია უკვე ეს ყოველივე !
ქალი რომელიც ვერ მიტანს,
ქალი რომელმაც ჩემი მოკვლა სხვას დაავალა,დღეს ურცხვად შემოდის ჩემს პალატაში და ჰოპ !
კითხულობს როგორ ვარ ...
ადგომა რომ შემეძლოს დავივიყებდი მის სტატუსს,იმას რომ გრეგორის დედაა და თმის ძირებს ამოვაცლიდი თავის კანიდან..
თვალს ვაყოლებ,ის კი სიარულს არ წყვეტს,უთიოდ იმაზე ფიქრობს შემდეგი ნაბიჯი როგორ გათვალოს სწორად,ისე რომ ვერ გადავრჩე.
მის ყურებას ვწყვეტ რადგანაც მეტის ატანა შეუძლებელი ხდება,თვალებს ვხუჭავ და თავს ვიკატუნებ თითქოს მძინავს.ისიც იჯერებს ამ ყველაფერს და პალატიდან რაც შეიცლება მალე გადის,თანაც ბუტბუტით..
ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის,თუ როგორ გამიმეტა ნატალიამ სასიკვდილოდ,არ მესმის და ჩემს ადამიანურ გრძნობებამდე ვერ მიდის ეს ფაკტი ჯერაც,ვცდილობ რაღაც მხრივ გავამართლო,მაგრამ არა!კმარა სცვისი გამართლება,ამით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ვნებ სხვას თუ არავის.
ამ კერზე უმნიშვნელოვანესი საფიქრალი და საზრუნავი მიჩნდება,ჯერ არ დაბადებული ბავშვი,რომელიც ჩემი და ჩემი საყვარელი კაცის სიყვარულის ნაყოფი არის.
დედის ამპლუაში ყოფნა ვერ წარმომიდგენია,პატარა სათუთ და ნაზ ხელებზე შეხება,მისი აყვანა ხელში და მოვლა,ასე მგონია სამყარო ბედნიერებისგან თავზე მემხობა..ყოველი გაფიქრება ბავშვზე გულს მიჩქარებს და მაღიმებს,რამდენად დიდი სასწაულია,ჯერ არ დაბადებული ბავშვი უზარმაზარ სიხარულს რომ
მანიჭებს..
ლიზაზე განაწყენებული ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს,
გულის სიღრმეში მასთან ლამაზი ურთიერთობა მინდა,მაგრა მეღირსება თუ არა არც კი ვიცი..მაგრამ ვიმედოვნებ რომ კ ი !

********
დილით პალატაში ბელა ექთანი შემოდის,ჩამოცლილ წვეთოვანს მხსნის და ახალს მამაგრებს კათეტერზე.
ნემსების გამო ხელები ნარკომანივით დამლურჯებია,
მოსუსტებული კი ჯერ ვერ ვბედავ გამოძრავებასაც კი,მეშინია საფრთხე არ შევუქმნა ბავშვს.
-როგორ ხარ ალისია?-პალატაში ახლა თვით მთავარი ექიმი შემოდის,მომღიმარი სახით მიახლოვდება საწოლის გვერდით მდგარ სკამზე იკავებს ადგილს
-კარგად ექიმო-დიდი მოწეწებით ვპასუხობ,დაახლოებით ისე როგორც ბიძაჩემს ან მამაჩემს გავცემდი პასუხს ამ მომენტში.
მის სახეზე სიმშვიდე არის გადაფენილი,ეტყობა რომ მეტად კეთილი და სათუთი გულისაა თორემ,ისე ადამიანებს ანგელოზის ფერი არ ედებათ სახეზე.ესეც რომ არ იყოს,როგორც ვატყობ მთლიანი სავაადმყოფო პატოვს სცემს და მას ემხრობა..კარგია როდესაც ასეთი სამაგალითო ხარ.
-მუცელი ხომ არ გვაწუხებს ? აუცილებლად უნდა მითხრა როგორც კი მცირე ტკივილს იგრძნობ-ნეგობრულად მიღიმის და ოთახიდან ისე გადის.
რა არის ყველაზე საინტერესო ახლა ?
სად არის გრეგორი ?
მას არც გუშინ ვუნახივარ,თუ არ ვცდები..დღევანდელ დღეზე ლაპარაკი ხომ არც მაქვს საერთოდ.
ცოტა არ იყოს და მასზე განაწყენებულიც კი ვარ ! როგორ არ გვინახულა მე და ბავშვი?
ამაზე უაზრო ფიქდს ვწყვეტ,სინათლისკენ ვაპარებ თვალებს სადაც ფანჯარაა გამოხსნილი.სუფთა ჰაერს ხარბად ვისუნთქავ,საავადმყოფო მთლად დაფარულია წიწვნარით ამაზე კაი ადგილს ვერხ ნახავდა ადამიანი..
დაწოლილსაც შემიძლია გავარჩიო გარეთ არსებული სილამაზე,მაგალითად ნისლში ჩამალული ხის წვეროები...
უზადოდ ლამაზია,შეუდარებელია სწორედ იმის მსგავსია მხატვარს რომ აგამუშავებს,მწყინს კიდეც გრეგორი ჩემ ადგილას რომ არ არის ამ მომენტში.

პალატის კარი იღება და შიგნით ნანატრი მეუღლე შემოდის,ხელში ყვავილებით და სახეზე ღიმილით,მეორე ხელში კი პარკი უკავია..
სკამზე ჯდება და ყვავილს მაგიდაზე დებს,პარკს კი მუხლებში იმალავს
-როგორ მოხდა მიკადრე?-გაბრაზებული ვეკითხები და ვგრძნობ როგორ მიწითლდება ლოყები
-როდის არ მიკადრებიხარ?
-აბა არც გიკითხივარ აქამდე,მწყინს კიდეც უყურადღებოდ რომ ვარ და მეშინია-თვალებს ვხუჭავ და ტუჩებგაშვერილი ვიბუსხები.
გულის სიღრმეში კი მართლა მეშინია,იქნებ უარესი მოხდეს მაშინ როდესაც პატრონი არ მეყოლება პალატაში?
-რა გაშინებს ? ბავშვი ხომ არ ხარ?-იცინის და ხელს პირზე იფარებს,თითქოს აღარ გამოჩნდება
-უარესი ეომ მოხდეს?
-მაინც რა უნდა მოხდეს ამაზე უარესი? დამშვიდდი და ცუდზე არ იფიქრო კარგი?
ახლა აყვავილების ზენიტს უნდა მიაღწიო
-ხო...მესმის
-ბავშვის გამო ალისია-ხელზე მკიდებს ხელს და მეც ვჩუმდები.მისი შეხება სიმშვიდეს მგვრის,ცოტა ხანს დუმილში მყოფებს სიმშვიდეს ლიზა გვირღვევს..
გრეგორს უახლოვდება და მხარზე ადებს ხელს
-წამომყევი-ძალით უღიმის შვილს და რაღაცას ანიშნებს.
რაღაცა ხდება უთუოდ.
მალავენ და არ უნდათ რომ გავიგო,ან ამასთან რა საქმე აქვს გრეგორს? ისევ ვღიზიანდები,თითქოს რაც ამ პალატაში მოვხვდი სიმშვიდე გაიფანტა ჩემს თავზე,შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი და მაწვიმს.
გრეგორი დგება და ხელზე მკოცნის
-მოვალ მალე-მაფრთხილებს და ლიზას უხმოდ მოყვება,ძალიან სამწუხაროა რომ არ შემიძლია მათი მოსმენა...

როდესაც ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან,მას უწევს ფიქრი..
იგი ფიქრობს იმის მიუხედავად,უნდა თუ არა ეს მას,ეს ძალიან რთულია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის,რადგან მაშინ უნდება ფიქრებსაც ცუდზე დაძაბვა გონების..
ახლა სწორედ იგივე სოტუაციაში ვარ მეც,ფიქრისგან გონება მეწელება ორად
რა ჯანდაბა ხდება საერთოდ ვერ ვარლკვევ და ერთი სული მაქვს როდის გამწერენ ამ პალატიდან..

-ქალბატონო-მხარზე მეხება ბელა და მაფხიზლებს
-დიახ
-ახლა გაგიკეთებთ ეხოსკოპიას -მიღიმის და ვხედავ პალატაში როგორ შემოაქვთ გორგოლაჭებიან მაგიდაზე შემოდებული სპეციალური კომპიუტერი.
დღეს პირველად ვნახავ ჩემს შვილს..
აღელვებული ველი მის გამოჩენას ეკრანზე და სულელივით მეღიმება,
ექთანიც მზადებას იწყებს.
-მზად ხართ?-მეკითხება და თანხმობის ნიშნად ვუქნევ თავს..
მუცელზე მასხამს ჩემთვის გაურკვეველ სითხეს,მე ყურადღებით ვაკვირდები მის მოქმედებებს და ამ წამს გრეგორი შემორბის პალატაში.
-დროულად მოხვედით-ხელზე მკიდებს ხელს და ძლიერად მიჭერს,ცოტაც და მომამტვრევს ძვლებს.
ეკრანზე ჩნდება პატარა რაღაც,სად რა აქვს ცოტა არ იყოს და გაურკვეველია,თვალებს ვჭიტავ და ვცდილობ გავიგო სად არის და როგორ არის.
ექთანს ჩვენს სახეებზე ეცინება
-ჯერ მხოლოდ ერთი თვის ხართ,ვერაფერს განსალითრებულს ვერ შეამჩნევთ ეკრანზე.
ნახეთ ეს არის თქვენი პატარა-თითს აბჯენს ეკრანს და პატარა მობუშტულ რაღაცას გვაჩვენებს,ეს ნუთუ ჩემი შვილია?
მეცინება და თვალზე სიხარულის ცრემლები მადგება,ვიხედები გრეგორისკენ და ის იკვე ტირის..ეს ორმაგად გულის ამაჩუყებელია !-სხვას ვერაფერს გეტყვით ჩემო კარგო,ერთი რამის გარდა-სახე ეცვლება,ვიმედოვნებ რომ
ცუდი არ უნდა მითხრას რამე
-გვითხარით რამე-იძაბება გრეგორი
-მთელი ცხრა თვე აქ მოგიწევთ ყოფნა,ვერ დავუშვენთ რომ დაკარგოთ ბავშვი,ძალიან სახიფათოა ქალბატონო-მუდარით მეუბმება ამ ყოველივეს,წარბებს ვჭმუხნი და ნათქვამს ვაანალიზებ.
ძალიანაც არ მინდა აქ ნახევარი წელიწადის გატარება,მაგრამ სხვა გზა თუ არაა ვერაფერს გავაწყობ..
-კარგი-თავს უქნებს გრეგორი,მე კი ვპასუხობ.როგორც ჩანს ორივე ერთ აზრზე ვართ,მაგრამ ერთი რამ მაფერხებს..
მთელი ცხრა თვე გაურკვევლობაში მომოწევს ყოფნა.

ჩემში უკვე დედის ინსტიქტი იღვიძებს,ჯერ არდაბადებული შვილის სურნელსაც კი შევიგრძნობ,რაოდენ გასაკვიროც არ უნდა იყოს !
მისი წარმოდგენის თანავე,თუ როგორი სახე როგორი სხეული ექნება,ტირილი მიტყდება.ეს ჰორმონების ბრალია თუ თვით ჩემი აღფრთოვანების ვერ ვარკვევ,მაგრამ ყოველივე ეს შესანიშნავია..
უკვე ვაწყობ გეგმებს,თუ გოგონა იქნება ნატის დავარქმევთ,თუ ბიჭი მამაჩემის სახელს უთუოდ..ბრუნოს..
რათქმა უნდა მამაჩემი სანახევროდ კი არა მთლად დავიწყებული მყავს,მაგრამ მაინც,გაგონილი მაქვს ძლიერ სენს რომ ებრძოდა..ადამიანებში ბრძოლის უნარიანობას ვაფასებ,მითუმეტეს მაშინ როდესაც ის მამაჩემია საქმეს სხვაგვარად ვუყურებ.
დედაჩემი კი იმის გამო ჩაქოლეს რომ მოღალატე ეგონათ,მაგრამ ვინ იცის რა ხდებოსა მამაჩემსა და დედაჩემს შორის?
ვფიქრობ მასაც გაუხარდებოდა რომ გაეგო ეს..

********
რამდენიმე თვე გადის ასე საავადმყოფოში ყოფნისა.
დაახლოებით ფეხმძიმობის მეხუთე თვეს დავადექი,მე კი ბავშვის სქესი ჯერაც არ გამირკვევია,მაგრამ ახლა მოთმენის უნარი დაკარგული მაქვს და აუცილებლად გავარკვევ.
ოთხი თვე რაღაც კატასტროფულად გავიდა,ლიზა უაზროდ დამფოფინებდა თავზე,მე კი ჯერაც ვერ ვპატიობ და ვერც ვკითხულობ რას მალავს ეს ორი.
გრეგორი მამარაგებს ყველაფრით რაც საჭიროა,სუზი კი ყოველ დღე ისე მიზის აქ თითქოს მოგზავნილია.

საწოლიდან ვდგები და საპირფარეშოში მივდივარ,სარკეში ვუყურებ საკუთარ ანარეკლს..
ცოტათი მოვსუქდი,ნამდვილი ქალის იერი დამედო სახეზე და ყველა მიხვდება რომ ორსულობაა ამის მიზეზი.
აღაჟღაჟებული ლოყები მაქვს,პატარა ბავშვებს როგორც უწითლდებათ იმის მსგავსად.
ძალიან სახალისო სანახავი ვარ ამ მომენტში.
მესმის როგორ იღება კარი და ვიღაც შემოდის,საპირფარეშოდან გავდივარ და ექიმი მეგებება
-ალისია ბავშვის ჯანმრთელობა უნდა შევამოწმო-მიღიმის და ხელს მიქნევს
-რათქმა უნდა-მივსდევ მას და ვწვები საწოლზე.
უკვე გარკვევით ჩანს
პატარა ხელები
პატარა ფეხები
უზარმაზარი თავი-მეცინება მისი თავის დანახვაზე
მოისვენრად არის,იქნევს ხელებსა და ფეხებს,უთუოდ მებრძოლი სულის არის.
ექიმს გადავყურებ და ვამჩნევ სახეზე როგორ გადასდის ფერი
-რამე ცუდათაა?-შეშინებული ძლივს ვიღებ ხმას
-ალისია ახლავე უნდა მიიღო გადაწყვეტილება-ვერ ვიგებ რა გადაწყვეტილებას გულისხმობს
-რა ხდება?
-ბავშვი..-უჭირს დაწყება მაგრამ ნელ ნელა ფერი მოსდის სახეზე,მიღიმის და აგრძელებს-
ალისია,მოდი დავიწყოთ ასე რომ შენი შვილი არ არის ისეთი როგორც ყველა..
-რას გულისხმობთ?
-ის დაუნის სინდრომის მატარებელია,ეს ნიშნავს იმას რომ ნაცვლად 46 ქრომოსომისა,გვხვდება ერთი დამატებითი.
ადვილი შესამჩნევია დაბადებულ ბავშვებში რომ ამით არიან დაავადებულნი,გარეფაქტორებს ვგულისხმობ ამაში .
უმეტესწილად ეს ასაკოვან მშობლებს ეხება,მაგრამ შენ ასაკიანი არ ხარ.
თავდალირველად პრობლემებს შევხვდეთ შეიძლება,სმენასთან და ხედვასთან,გულის უკმარისობასთან და საკვების გადამუშავებასთან-გაოგნებული ვიწევი საწოლიდან და საფეთქით ვიწმენდ მუცელს,ჯერაც ვერ მოვდივარ აზრზე
-და..რამე მოუვა?-სულელურ კითხვას ვსვამ,სულ არ მაიბტერესებს როგორი გაჩნდება,მეშინია მისი დაკარგვის და ყელში ბურთი მეჩხირებ-ხომ არ მომიკვდება ექიმო?-პირზე ხელს ვიფარებ და მუცელს მეორე ხელით ვეფერები,ჩემი პატარა როგორიც არ უნდა იყოს მე ის მჭირდება რომ არსებობა შევძლო !
-ნუ ღელავ ალისია,უმეტესწილად არაფერი ხდება მაგრამმაინც ფრთხილად უნდა იყო პირველ პერიოდში,მზის შვილია-იცინის და ჩემკენ ბრუნდება სკამიანად
-ასე ეძახიან ბავშვებს რომლებიც ამ სიმდრომს ებრძვიან
-მზის შვილი რატომ?-გაოგნებული ვეკითხები
-რომ გაჩნდება მიხვდები,მინდოდა მეკითხა გაჩენის სურვილი თუ კიდევ გექმებოდა,მაგრამ როგორც
ვხედავ გაქვს
-კი რათქმა უნდა ის ჩემი შვილია ვერ წავართმევ სიცოცხლის უფლებას..
-დამშვიდდი ,ყველაზე თბილები არიან ალისია,მე ახლა წავალ
-ერთ წუთს-ხელზე ვავლებ ხელს
-გისმენ
-სქესი?
-მამრობითი-გულზე ხინჯად მხვდება...
მამაჩემი მახსენდება შემდეგ ჩემი შვილი.
ორი ბრუნო
ორივე სიცოცხლისუნარიანი
მაგრამ ცოტათი სუსტები

მზის შვილი...
სულელივით ვფიქრობ ამ სიტყვებზე..როგორი შეიძლება რომ იყოს? ალბად მზის ფერი,ყვითელი?
აქამდე ნანახიც არ მყავს მსგავსი ავადმყოფობით დაავადებული არავინ,იშვიათია ჩემს გარშემო.
სხვა წარმოდგენები რათქმა უნდა გამიქრა,მაგრამ
ახლა სინათლის ფერი გახდა მისი წარმოდგენა..

*******
-გრეგორ რაღაც მინდა რომ გითხრა-დროა მანაც გაიგოს ყველაფერი
-რა ხდება?
-ბავშვს ეხება-შეშინებული თვალებს ადიდებს
-რა ხდება ალისია ამოღერღავ?-ერთიანად ეცვლება ფერი,კანკალი უტყდება და სკამზე ჩემს წინ ძლივსღა ჯდება
-ჩვენი შვილი მზის შვილია-ვიღიმი და ვაკვირდები მას
-ანუ?
-ის ბრუნოა-სიცილს იწყებს
-ბიჭია ანუ
-თანაც მზის შვილი
-რას ნიშნავს ეგ?
-დაუნის სინდრომის მატარებელია ის-ისე ვუყურებ თოთქოს თავის დაცვას ვიწყებდე
-რა?-წარბებს ჭმუხნის
-აღარ გიყვარს?-ცრემლებს ძლივს ვიკავებ,არ მინდა ახლა ავქვითინდე
-საიდან მოიტანე? პირიქით ალისია,ის ხომ სულ სხვა ნაირია-მეხვება და ყელში მთელი ძალით მკოცნის.
მუცელზე მეხება და თვალებს ხუჭავს ”ბრუნო” იმეორებს და ტუჩებს იკვნეტს..


თავი 12 +18

ყველაფერი შესანიშნავადაა,როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გიდგას !
ბრუნოს დაბადებას სულ მოუთქმელად ველით ყველანი.მისი ამბავი ყველამ გაიგო,აბსოლიტურად ყველა სოხარულით შეხვდა ამ ამბავს,მე კი ის ორმაგად მაბედნიერებს რომ ჩემს შვილს ავი თვალით მაყურებელი არ ჰყავს.

მე_9 თვე

საავადმყოფოს კოლიდორში დავიარები,პალატებში ინტერესით ვიხედები,ყველა ახალი ნამშობიარებია..
სახეზე ბედნიერება არ სცილდება არცერთ მათგანს,ბავშვების ტირილის ხმები ირევა ერთმანეთში,მაგრამ სულაც არ მაღიზიანებს.
შორიდან წამოსულ სილუეტს ვაკვირდები,რაც უფრო მიახლოვდება მით უფრო ვცნობ მის სახეს,სუზი მოდის..
მიახლოვდება და ხელს მავლებს,პალატაში მივყავარ სწრაფი ნაბიჯებით და კარებს კეტავს
-რა იყო სუზი?-გაკვირვებული ვაშტერდები
-ახალი ამბავი გაიგე?-უკვე დამაინტრიგებლად ჟღერს ”ახალი ამბავი”
-რა ამბავზე მელაპარაკები ?
-შენ რა,გრეგორმა არაფერი გითხრა?-პირს აღებს გაოცებისგან
-არა რა ხდება ?
-ნატალია ციხეში ამოალპეს -იცინია და ტაშს უკრავს..
ვერ ვხვდები ...
-რა?
-რა რა ? ის საზიზღარი,ნატალია შენ რომ მოსაკლავად გაგიმეტა-ახლა კიიყველაფერს კარგად ვხვდები
-როგორ?მე არაფერი არ მითქვამს გრეგორისთვის
-შენ არც იყავი საჭირო
-აბა?
-ლიზას დამსახურებაა ყველაფერი
-როგორ თუ ლიზას დამსახურებაა?
-მან გამოიყვანა სააშკარაოზე ნატალია,ამით გამოისყიდა ყველაფერი გრეგორისთან
-ანუ ის დამნაშავე არ იყო?
-ვინ სუზი? არა რა დამნაშავე,პირიქით
-როდის მოხდა ყველაფერი ?
-გუშინ დაუპატიმრებიათ,აქამდე კი განხილვები და სასამართლოები მიმდინარეობდა,ძლივს დაამტკოცეს მისი დანაშაული
-შენ საიდან გაარკვიე?
-გარკვევას რა უნდა? -იცინის და მკოცნის მთელი ძალით ლოყაზე..
არ ვიცი გამეხარდეს თუ მეწყინოს ეს აბავი,მებრალება ახალგაზრდა გოგო ასეთი ბედისთვის მაგრამ..
ვერ ვპატიობ რომ გამინეტა დღესაც!
-რამდენი წელიწადი აქვს მისჯილი?-
-ოცი-თვალები მიფართოვდება..
მთელი ახალგაზრდობა ანუ იქ უნდააგაატაროს ?
ეს ყველაფერი არ მომწონს მე,რა ვქნა თუ მაინც გული მოტირის მისი უბედურების გამო?
სუზი დგება ფეხზე და პალატოდან გადის..
მარტო ვრჩები საკუთარ თავთან,საწოლზე ვინაცვლებ და ვჯდები,ვფიქრობ ყველაფერზე და ჯერაც გაოცებული ვარ ..

საღამომდე მარტო ვარ,ათ საათზე კი ვიძინებ.
შუა ღამით სამ საათზე უსიამოვნო გრძნობა მაღვიძებს,
ვიშმუშნები და საწოლში ვბორგავ.
ვცდილობ წამოვდგე მაგრამ უეცარ დარტყმას ვერ ვებრძვი,ისევ საწოლზე ვეხეთქები.მუცლის ქვედა არეს ვეხები ხელებით,საშინელ განცდებს ვებრძვი.
საშუალო ბალის ტკივილი საზარებ ტანჯვამდე მიდის,მეტს ვერ ვითმენ და ღილაკს ვაჭერ თითს რომლითაც ექთანს გამოვიძახებ.
საწოლზე ვიკუნტები და ვცდილობ სხვა რამეზე ვიფიქრო,მაგრამ არანაირად არ გამომდის.ეს ტკივილი დაახლოებით,ძვლების დატეხვას წააგავს,თითოეული ძვლის ერთდროულად მომტვრევას..
ექთანი მალევე შემორბის პალატაში
-ქალბატონო-ყვირის და შუქს ანთებს,საწოლზე მოკუნტულს მასწორებს და წელზე მამასაჟებს
-გტკივათ?
-საშინლად მტკივა მიშველე-მუდარით ვყვირი,ცრემლებს სიმწრით ვიწმენდ და ხელებს საწოლის კიდეს ვუჭერ
-მოითმინე ექიმი მოვა ხით წუთსი
-ხუთი ბევრია-ხმას კიდევ უფრო ვუმაღლებ,ამასობაში კი ექიმი შემოდის პალატაში.
მიახლოვდება და ექთანს აყენებს,თვითონ იკავებს მის ადგილს და ნატრიალებს თავიდკენ
-ათ ბალიანი სისტებით,რამდენი ბალით შეაფასებ ამ ტკივილს?-თვალებს ჭუტავს და დგება ფეხზე
-ცხრა-ათი არ ვიცი ეს თუ ოთხ ბალიანია და მე ვცდები მაშინ მეხუთე ბალზე მოვკვდები
-კარგი დამშვიდდი და ფეხევი გამინთავისუფლე კარგი ?-თავს ვუქნევ და ფეხებს ვშლი აქეთ-იქით,ხელზე თეთრ ხელთათმანს იცვამს და კარგად იტკუცავს კანზე
-ალისია ახლა,ღრმად ჩაისუნთქე მერე ამოისუნთქე,სხვა რამეზე იფიქრე -მშვიდად მეუბნება და მეც ვიწყებ ღრმად სუნთქვას,თბალებს ვხუჭავ და ვძაბავ სხეულს
-მოეშვი-ფეხებზე ხელს მირტყამს ნელა,ვერ გამიგია საიდან იგრძნო ჩემი დაძაბვა?
ძალიანაც არ მინდა მაგრამ ვეშვები,თვალებს ვჭუტავ და წამიერად საზარებ ტკივილს ვგრძნობ.
-აააააააააა-ბოლო ხმაზე ვიწყებ ყვირილს,ხელებს ვავლებ ექთანდ და ფრჩხილებს ვასობ კანში,ექიმი კი ხელს არ იღებს ჩემი საშოდან.
ეს რა უვედურებაა ღმერთო?
თითქოს მთლიან გერმანიის სადარდებელს მე მტენიდნენ
-გეყოფაააათ!-ტირილს ვიწყებ და ხელს მიშვებს,სისხლიან ხელთათმანს იცილებს ხელიდან და სანაგვე ყუთში აგდებს.ხელებს კიდევ ერთხელ იბანს საპნით და ისევ იქ ჯდება,ოალატაში ბებია ქალიც შემოდის
-როგორაა?-კითხულობს ისიც
-ბოლო თითზეა გახსნილი,ცოტა დარჩა და ჭინთვებიც დაეწყება
-ეგ რაღაა?-გავყვირივალ ცალკე საწოლიდან მეც
-ახლა აგიხსნი ალისია,ჭინთვების დროს გრძნობ სხეულის მთლიან დაკუმშვას და დაძაბულობას,უნდა გაიჭინთი მთელი ძალით ისე რომ ძალა ქვედა ტანს დაატანო,ეს დაახლოებით ტუალეტში გასვლას წააგავს
-ანუ მოვისაქმო?-უფრო ვტეზ ტირილს
-გრძნობა დაგეუფლება მსგავსი-კიდევ ერთხდლ მიხსნის და მოთმინებით მაკვირდება..

ერთი საათის ტკივილის ატანის შემდეგ,სპეციალურ პალატაში გადავყავარ ექთნებს.
როგორც იქნა ჭინთვების მეწყება..

-დაუძახეთ ჩემს ქმარს-ხელებს ვუჭერ საწოლის სახელურებს,ექიმი ფეხებს მალაგებინებს აწეულ ფეხის დასალაგებელე
-შენმა ქმარმა ყველაფერი იცის
-ხოდა დაუძახეთ მინდა დაესწროს-სახეს ვმანჭავ ტკივილისგან..
სურვილს მისრულებენ და გრეგორს ეძახიან,შეშინებული შემოდის პალატაში,ყოველმხრივ შეფუთული რომ ბაქტერიები არ შემოიყოლოს თან.
-სამ თვლაზე-თითებით მანიშნებს ექიმი-ერთი,ორი,სამი,ახლა-ვიჭინთები და თან ხელს ვავლებ გრეგორს,გაშეშებული და აფპრიაქებული მაკვირდება
-მოეშვი....
ერთი ორი სამი ახლა......
მოეშვი

ვგრძნობ როგორ მეცლება ძალები,ცოტაც და დავაბერტყებ თავს საწოლს და თვალებს დავცუჭავ,მაგრამ არ ვნებდები.
-ძალიან გტლივა?-ყურში ჩამესმის გრეგორის ხმა
-არა გრეგორ მსიამოვმებს და ვკივი-თვალებს ვჭყიტავ და ხელება ვუშვებ..
წამების შემდეგ ვგრძნობ შვებას...
ბავშვის ხმა ჩამესმის მხოლოდ და მხოლოდ ყურებში
ჩვენი პატარა მოევლინა დედამიწას,მოჰყავთ და გულზე მაწვენენ
-ეს თქვენი პატარა ბიჭია-ჭიპლარს აჭრის ექიმი და მალევე მაცლის სხეულიდან მას.
გრეგორი კი დგას და თბალებს აპახუმებს
-ხედავ?-ვიცინი და ხელს ვახებ-გრეგორ..-ხელს უფრო მეტად ვუჭერ და ძირს ეცემა
-გული წაუვიდა მასაც-იცინის ბებია ქალი და ექიმებს მის გაყვანას სთხოვს..


ორ საათიანი გაუნძრევლობის შემდეგ პალატაში გადავყავარ ისევ..
საწოლში მაწვენენ და ვგრძნობ როგორ მშვიდდება ჩემი სხეული ყოველგვარი დაძაბულობისგან!
ჩემს გვერდით ბრუნო წევს თავის პაწაწუნა საწოლში,სძინავს და იღიმის.
ხელზე ვახებ ხელს და მის სინაზეს შევიგრძნობ..
წამითაც არ ვნანობ რომ მოვავლინე ამ ქვეყნიერებას ჩემი მზის შვილი !!!
თვალენს ვხუჭავ დაღლილი და მალევე ნეძინება..

********
მეორე დილით როგორც კი თვალებს ვახელ ლიზას ვხედავ.
მის მიმართ ბრაზს აღარ ვგრძნობ დაც ის ამბავი შევიტყვე
-როგორაა გრეგორი?-ვეკითხები და ბავშვისკენ ვანიშნებ
-კარგად არის შეშინდა წუხელ-იცინის და ცრემლებს იკავებს
-აიყვანე თუ კი გინდა-ბავშვს უახლოვდება და ხელში აჰყავს
-რა ტკბილია ღმერთო-ვულში იკრავს და განათებული თვალებით მომციცინებს
-რატომ დამიმალეთ?
-რა?
-ნატალიას ამბავი
-ალისია შენ რთულად გქონდა საქმე,ვერ აგანერვიულებდით-ბავშვს ისევ საწოლში აწვენს
-მაპატიებ?-მიახლოვდება და მუხლებზე დგება
-რას აკეთებ ლიზა ადექი-თვალებს ვადიდებ და ხელს ვავლებ მკლავზე
-მაპატოებ?-მიმეორებს კითხვას
-კი-საწოლიდან ვიწევი და ვეხვევი..

როგორც იქნა ოცნება ამისრულდა...

******
მშობიარობიდან ოთხი დღე გავიდა.საავადმყოფოდან გამომწერეს და ძალებიც ნაწილობრივ აღვიდგინე.
პატარა ბრუნოს ყველა დაფოფინებს თავზე,მათ შორის გრეგორი აკტიურია.
არც მეგონა მამობა ასე თუ გაახარებდა,მისი ცქერისას გული მეკუმშება ბედნიერებისგან..

16 თებერვალი

-გრეგორ საქმე მაქვს ბავშვი მიმყავს და მალე მოვალთ-ვაფრთხილებ მძინარეს და სახლიდან გავდივარ ბავშვთან ერთად..
ჩემი დღე ციხეში მისვლით იწყება
მინდა თვალებში ჩავხედო ადამიანს რომელმაც გამიმეტა!
ოთახში მალევე შემოყავთ ნატალია,ჩემს წინ ჯდება სკამზე და ბრუნოს დანახვაზე იღიმის
-ლამაზია არა?-ვეკითხები და ვიღიმი
-ძალიან ლამაზია
-რატომ გამიკეთე ეს?-თავს ხრის და საფეთქელს იზელს
-ალისია მაპატიე მე...
-მე შენ გენხე ნატალია! მე შენ ცრემლებს ვინახავ დღემდე,მე არ გამომიყვანიხარ სააშკარაოზე
-ვიცი
-რას მერჩი?-ვეკითხები და ფეხზე დგება
-მაპატიე გევედრები,დაბრმავებული ვიყავი-წარბებს ჭმუხნის დას აბრალო სახის მიყურებს
-მე შენ ვერ გამაპატიებ-მეც
ვდგწბი ფეხზე და ხელში აყვანილ ბავშვს შუბლზე ვკოცნი
-შეიძლება დავიჭირო?-მეკითხება და მიახლოვდება.
ხელში ვუწვდი ბავშვს და გულში იკრავს.
ალბად წარმოუდგენია რომ მისი და გრეგორის შვილია,მაგრამ არაუშავს...
მალევე ვართმევ დაშინებული ბავშვს ხელებიდან
-აქ რატომ მოხვედი?-მეკითხება
ის და თმას ისწორებს
-მინდოდა მენახე-ვდგები და ისე გავდივარ უამრავ კითხვის ნიშანს ვუტოვებ..
ოთახიდან კივილის ხმა მესმის,როგორც ჩანს გამწარებულია და ანგრევს ოთახს..
გაბედნიერებული ვცილდები ციხის ეზოს,ავყურებ შენობას და ტუჩს ვიკვნეტ
-ხედავ ბრუნო? არ გაუხარდა ჩვენი დანახვა..


******
სახლში მისვლის თანავე კედელზე ახალი ნახატი მხვდება წარწერით
”მზის შვილები”
უამრავი ბრუნოს მსგავსი ბავშვია ზედ მოხატული,მათ შორის ბრუნოც.
გრეგორს ვუღიმი და ტუჩებზე ნაზად ვკოცნი
-ჩვენი ყოველი დილა მზიანია,მაშინაც კი როდესაც გარეთ წვიმაა და ქარი,სახლში ხომ თვითვ ზე გვყავს-მეხვევა და ბედნიერი სახით გადაყურებს საწოლზე წამოკოტრიალებულ ბრუნოს.

დასასრული

ჩემო კარგებო..
ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ერთად!
ძალიან ბევრი სტიმული მომეცა,თქვენი საშუალებით
ბედნიერი ვარ თუ მოგაწონეთ ისტორია
ახალი ისტორიით ძალიან მალე შემლგიერთდებით
მიყვარხართ !!



№1  offline წევრი TeddyBear

მომეწონა,
მე ალისიას ადგილზე ალბათ ნატალიას ციხეში დანახვა მესიამოვნებოდა, ეგოისტურად, მაზოხისტურად მესიამოვნებოდა...
პატარა ბრუნო, მზის შვილი. იცი მართლა როგორი თბილები არიან ? მე ვარ მათთან ნამყოფი საავადმყოფოში და აი არ ვიცი დღესაც ღიმილით მახსენდება მათთან გატარებული თითოეული წამი.
გრეგორი ჩემთვის ამოუცნობი, მიმზიდველი და ძალიან სექსუალური მამაკაცი, ამავდროულად კი გულჩვილი... სამშობიაროში გული რომ წაუვიდა აი მაგაზე გამეცინა joy საყვარელი ^^
ალისია მიყვარს, მიყვარს იმიტომ რომ არ შეუშინდა დაბრკოლებებს, არ მიატოვა ბრუნო... არც მესმის იმ ადამიანების რომლებიც რაღაც "ნაკლის" გამო ტოვებენ შვილებს, თუმცა ეს არც არის ნაკლი... პირიქით ეს ბავშვები ჩვენზე მეტნი არიან!!!
მომეწონა დასასრული, თბილი იყო თუმცა მე მაინც რომანტიკის მოყვარული უფრო მეტი ემოცია მინდოდა ალისიას და გრეგორს შორის.
მაგრამ...
რაც იყო, იყო ძალიან კარგი!
ყოჩაღ მირა ^^
შემდეგ შენს ისტორიასაც მოუთმენლად ველი.
ალისია დარჩება ჩემს გონებაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია რომელიც წავიკითხე. kissing_heart

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
მომეწონა,
მე ალისიას ადგილზე ალბათ ნატალიას ციხეში დანახვა მესიამოვნებოდა, ეგოისტურად, მაზოხისტურად მესიამოვნებოდა...
პატარა ბრუნო, მზის შვილი. იცი მართლა როგორი თბილები არიან ? მე ვარ მათთან ნამყოფი საავადმყოფოში და აი არ ვიცი დღესაც ღიმილით მახსენდება მათთან გატარებული თითოეული წამი.
გრეგორი ჩემთვის ამოუცნობი, მიმზიდველი და ძალიან სექსუალური მამაკაცი, ამავდროულად კი გულჩვილი... სამშობიაროში გული რომ წაუვიდა აი მაგაზე გამეცინა joy საყვარელი ^^
ალისია მიყვარს, მიყვარს იმიტომ რომ არ შეუშინდა დაბრკოლებებს, არ მიატოვა ბრუნო... არც მესმის იმ ადამიანების რომლებიც რაღაც "ნაკლის" გამო ტოვებენ შვილებს, თუმცა ეს არც არის ნაკლი... პირიქით ეს ბავშვები ჩვენზე მეტნი არიან!!!
მომეწონა დასასრული, თბილი იყო თუმცა მე მაინც რომანტიკის მოყვარული უფრო მეტი ემოცია მინდოდა ალისიას და გრეგორს შორის.
მაგრამ...
რაც იყო, იყო ძალიან კარგი!
ყოჩაღ მირა ^^
შემდეგ შენს ისტორიასაც მოუთმენლად ველი.
ალისია დარჩება ჩემს გონებაში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია რომელიც წავიკითხე. kissing_heart


ჩემო საყვარელოგოგო <3
დიდი მადლობა და მიხარია რომ მოგეწონა :*

MoonLady
*-* ვგიჟდები ამ ისტორიაზე, ძალიან განსხვავებული და გემრიელია.
გული დამწყდა... რომ დასრულდა თუმცა მიყვარს.
ძალიან მიყვარს და შენ მიყვარხარ ესეთი სასწაული, რომ ხარ და რომ მაბედნიერებ გემრიელობებით. ალისიაც მიყვარს, გრეგორიც და ბრუნოზე ხო ვაფანატებ. ლიზას შეცვლა ცოტაარიყოს გასაკვირია, თუმცა მეტად სასიხარული. ნატალიაზე გული მოვიფხანე :3 ძალიან მომეწონა. საოცრად მოდიოდა ემოციები და თითოეული ასო და წერტილ-მძიმე იგრძნობოდა მკვეთრად და მძაფრად. სიმძაფრე მიყვარს, ჩემი სტიქიაა და საოცრად მიზიდავს და მაჰიპნოზებს. შენ მიმიზიდე და დამაჰიპნოზე. მოუთმენლად ველი მსგავს განსხვავებულ და დახვეწილ ისტორიას, განსხვავებული ფერით... heart_eyes


ვაიი მეე ჩემიი ფერადიიი ❤️❤️
დიდი მადლობაა შენ

 


№3  offline წევრი Keepcalmtbilisi

გავგიჟდი!
ბრუნო და ბრუნოსნაირი ბიჭები და გოგოები ძალიან, ძალიან ფერადები არიან. იმაზე მეტად ფერადები ვიდრე ჩვენ. ☀️
მომეწონა მირა! სასწაული ქალია ალისია.

 


№4  offline აქტიური მკითხველი mi ra

Keepcalmtbilisi
გავგიჟდი!
ბრუნო და ბრუნოსნაირი ბიჭები და გოგოები ძალიან, ძალიან ფერადები არიან. იმაზე მეტად ფერადები ვიდრე ჩვენ. ☀️
მომეწონა მირა! სასწაული ქალია ალისია.


დიდი მმადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent