გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება (სრულად)
მატარებელი სავსე ხალხით ერთი სადგურიდან მეორისკენ მიემართებოდა.როგორც ყოველთვის ყველა თავისთვის იყო. ზოგი გაზეთს კითხულობდა,ზოგიც მუსიკას უსმენდა.კუთხეში დედის კალთაში პატარა ტლიკინებდა.მასთან ახლოს მჯდარ გოგონას ცალ ყურში ყურსასმენი გაერჭო და რადიოს უსმენდა.ხელში კონსპექტები ეკავა,თან კითხულობდა.შიგადაშიგ პატარასკენ თვალს აპარებდა და ეღიმებოდა. გვერდის კითხვა ჩაამთავრა კონსპექტი დახურა ჩანთაში თავის ადგილს დაუბრუნა. ჩანთის ჯიბეში კამფეტი იპოვა ამოიღო და პაწიას გაუწოდა.მხიარულად და გაბრწყინებული სახით გამოართვა პატარამ. -მადლობა მოუხადე-გაუღიმა დედამ გოგონასაც. პატარაც მისკენ მობრუნდა დამჯდარმა თავი დაუხარა და მადლობაც მოუხადა ნუნას. -გემრიელად მიირთვი-ლოყაზე ხელით მოეფერა.-მატარებელი სადგურზე გაჩერდა.ვაგონი ხალხით გაივსო გოგონამ ვაგონში შემოსული ბებო შეამჩნია. -ბებია აქეთ მორძანდით-გაუღიმა ადგილი სწრაფად დაუთმო და თვითონ კუთხეში დადგა. ყურსასმენი მეორე ყურშიც გაიკეთა.რაღაც მისთვის ნაცნობი დაიწყო.ეცნობოდა სიმღერა არა უფრო ის ხმა,რომელიც მას მღეროდა და მთელი გულით გრძნობდა იმ ხმას.უცნაური შეგრძნებების კორიანტელი დაუტრიალდა სხეულში."ალბათ მომწონს მისი ხმა"გაიფიქრა,წარბები გახსნა სიმღერის მოსმენა სიამოვნებით განაგრძო და თვალი მომღიმარმა ხალხს მოავლო.მზერა მოატარა ადამიანებს თუმცა ისევ ერთს დაუბრუნდა რომელიც დაჟინებით უყურებდა."მე მიყურეს?რატომ მიყურებს მე?""სათვალები უკეთია და რა იცი რომ შენ გიყურეს?"-დაამშვიდა შინაგანმა ხმამ.ბიჭი მოპირდაპირე მხარეს კეპში,სათვალეებით და პირბადით კი მისკენ იყურებოდა.ძნელი იყო იმის გარჩევა მას უყურებდა თუ რომელიმე მის გვერდით მდგომს.მატარებელი კიდევ შეჩერდა შემდეგ სადგურზე ხალხის ნაკადიც გავიდა და თითქოს დაცარიელდა ვაგონი. ადგილები ანთავისუფლდა გოგონა ისევ დაჯდა თუმცა ბიჭის მზერა მას გამოყვა."აშკარად მე მიყურებს.იქნებ მიცნობს?"-აგრძელებდა კითხვების დასმას საკუთარ თავთან. ბიჭი ნერვიულად ათამაშებდა თითზე ბეჭედს.რამდენიმე ნაბიჯით გოგოს მოუახლოვდა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ. მატარებელი ისევ სადგურზე შევიდა და შეტოკდა.ბიჭმა მოხუც ქალბატონს ხელი შეაშველა,რომელიც კინაღამ წაიქცა მატარებლის გაჩერებისას.სულ დავიწყდა ხელზე ნახევრად გაკეთებული ბეჭედი,რომელიც თითიდან გაძვრა და გოგონას ფეხებთან ისე გაჩერდა არც შეუმჩნევია. ბიჭი ქალბატონთან ერთად ამ გაჩერებაზე ჩადიოდა.გოგონა მის ფეხებთან გაჩერებულ რგოლს დაწვდა და ფეხზე წამოდგა ნივთის პატტონისთვის დასაბრუნებლად,მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.ნივთის პატრონი კარებს იქეთ იდგა.გოგონამ კარებზე რამდენჯერმე ბეჭედი დააკაკუნა და ბიჭის მზერა მიიპყრო ბეჭედი დაანახა და ანიშნა დალოდებოდა.თანხმობის ნიშნათ თავის დაქნევა მიიღო და თვალს მოეფარა. მეორე გაჩერებაზე ჩამოვიდა და მოპირდაპირე მხარეს გაყვა ისევ. -*** მთელი გზა აკვირდებოდა ბიჭი გოგონას,რომელსაც მას სადღაც ორი მეტრი აშორებდა. ხედავდა როგორ კითხულობდა, თან მუსიკას უსმენდა. ცოტახანში ყურადღება ბავშვზე გადაიტანა და გაეთამაშა.მისმა საქციელმა ბიჭი ჩააღიმა.ხალხის შემოსვლისას თვალი აარიდა და ისევ,რომ გაიხედა ის იქ აღარ იყო,მის ადგილას მოხუცი ქალბატონი იჯდა."ნუთუ ამ სადგურზე ჩავიდა" -გაიფირა და გული დაწყდა რატომღაც.ვაგონს თვალი ისევ მოავლო და გოგონა შენიშნა სახეზე ღიმილმა გადაკრა.დაჟინებით უყურებდა."რატომ მინდა ამ გოგოს გაცნობა? ნეტავ რას უსმენს? იქნებ...არა ნუ წახვალ ოცნებებში ასეთი რაღაცეები არ ხდება"-უკანასკნელი ფიქრები უკუაგდო და ბეჭედს წვალება დაუწყო. მანაც იგრძნო გოგონას მზერა ცოტა არ იყოს და უჩვეულოდ უყურებდა."იქნებ მივიდე?არა ასე ვერ მიხვალ"-ისევ უარყო ფიქრი და ჩასასვლელად მოემზადა.რამდენიმე ნაბიჯი გასასვლელისკენ გადადგა. "ახლა ჩავალ ვეღარც ვნახავ და ვერც სახელს ვკითხავ."-მოღუშული მიდიოდა თან ბეჭედს აწალებდა ისევ.მატარებელი შეირხა მოხუცს ხელები სწარაფად შემოხვია,რომ არ წაქცეულიყო. -ფრთხილად ბებო გაგიყვან-უთხრა ჩუმად ბიჭმა და გარეთ გავიდნენ.იმედი ბოლომდე დაკარგა.ზურგს უკან კარზე კაკუნი გაიგონა და სწრაფად შებრუნდა. გოგონა მინის იქედან ხელს უქნედა და ბეჭედს აჩვენებდა.თითით ანიშნა დალოდებოდა მანაც თავი დაუქნია. რატომ იზიდავდა ეს გოგონა ასე ძაან?არ წყდებოდა მის თავში ფიქრები. მოპირდაპირე მხარეს მატარებელი ჩამოდგა ხალხმა გამოსვლა დაიწყო,მაგრამ თვალი ვერ მოკრა. იმედი ისევ გაქრა. ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა.უცებ მხარზე შეხება იგრძნო და წამსვე შემობრუნდა. -თქვენი ბეჭედი -გაუწოდა გოგონამ თან უღიმოდა. -მადლობა ვერც კი შევამჩნიე როდის მომძვრა.-ბეჭედი ისევ თითზე გაიკეთა. -არაუშავს. ისე უცნაურია -ჩაიცინა გოგონამ. -რა?-წამშივე კითხა. -გამოვეკიდე უცხო ადამიანს და ველაპარაკები ბიჭს,რომელსაც სახის არც ერთი ნაკუთი არ უჩანს-ჩაიცინა და ჩანთა მხარზე მოიკდა. -საიდუმლოს გეტყვი,რომ მოვიხსნა დიდ შარში აღმოვჩნდები.-ჩაიცინა ნიღბის მიღმა ბიჭმა. -პოლიციას ემალები?-სიცილით კითხა გოგონამ. -მათზე უარესს-სიცილში აყვა.-შეიძლება გავიგო რას უსმენდი? -სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ მღეროდა.რადიო მქონდა ჩართული.-უხერხულად ჩაიღიმა. -ჯონ ლეგენდის ალ ოფ მის მღეროდა. გეტყვი საკმაოდ მომეწონა. -მართლა?-ნიღბის შიგნით ჩაიღიმა ბიჭმა. -იცი შენი ხმა მისას წააგავს...-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.-დიახ გისმენთ? აა დიახ დიახ ცოტახანში მოვალ უკვე გზაში ვარ.-ტელეფონი გათიშა და სადგურზე შემომავალ მატარებელს გახედა.-მაპატიე უნდა წავიდე.სასიამოვნო იყო.-მატარებელში შეხტა გოგონა,თან მომღიმარი ხელს უქნევდა. -*** კლინიკის მისაღებში იჯდა და თავის რიგს ელოდა როდის გაამოაცხადებდნენ.აი ისიც მისი რიგის ნომერი დაეწერა ტაბლოზე და ოთახში შევიდა. -გამარჯობა.მოდი დაჯექი-გოგონაც თამამად დაჯდა სკამზე.უკვე შეეგუა მისი ცხოვრების რაღაც პერიოდის ამოღებას მისი გონებიდან.-ანალიზების მიხედვით ყველაფერი წესრიგში ჩადგა.რამე ხომ არ გაგხსენებია. -რა გითხრათ არამგონია.მხოლოდ ის მახსოვს ისევ რაც ინციდენტის შემდეგ მახსოვდა.-თვალებში შეხედა ექიმს. -მიუხედავად იმისა ჭრილობა თავზე მძიმე არ იყო დარტყმის შედეგად მოხდა მეხსიერების გარკვეული ნაწილების ამოშლა და რადგან გახსოვს ვინ ხარ საიდან ხარ და რა გქვია უნდა ვივარაუდოთ,რომ შენმა გონებამ შენთვის მძიმე ან სევდიანი მომენტები დაივიწყა. -გამახსენდება?-ინტერესით შეხედა გოგონამ. -ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. სამედიცინო ცნობით ყველაფერი რიგზე გაქვს. ასე რომ წესით უნდა გაიხსენო-ექიმმა საქაღალდე დახურა და გოგონას გაუღიმა.-თუ კითხვები არ გაქვს შეგიძლია წახვიდე. -მადლობა ექიმო იუნ.ნახვამდის-გოგონამაც შეღიმა ქალბატონს ფეხზე წამოხტა და გასასვლელს მიაშურა. -ხატია-გასძახა ქალმა.გოგონაც წამსვე მობრუნდა.-ფრთხილად იყავი და თავს მიხედე. თუ გახსენებას დაიწყებ მოდი-დედაშვილურად შეღიმა ქალმა და ხელით ანიშნა გასულიყო,როცა მისგან თანხმობის ნიშანი მიიღო. -*** სახლში დაღლილი მივიდა საწოლზე წამოწვა და ჭერს დაუწყო ყურება. -ნეტავ ასეთი რა დამავიწყდა?-ტუჩის კუთხე აზიდა გოგონამ.მისი გონება უცებ მეტროს ინციდენზე გადაერთო.მისი ფიქრები იმ უცნაურ ბიჭს დასტრიალებდა.რატომღაც მისი გაცნობა მოუნდა უფრო ახლოდან. გამოლაპარაკების შემდეგ ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ძალიან ახლო ადამიანს ესაუბრებოდა.-სამწუხაროა რომ ვეღარ ვნახავ.-მოწყენით ჩაილაპარაკა, საწოლიდან წამოდგა და მაგიდას მიუჯდა.-ისწავლე თორემ გამოცდებს ის უცნაური ტიპი ვერ ჩაგიბარებს-თავისი ნათქვამზე ჩაეღიმა და თავი ერთდროულად რამდენიმე წიგნში ჩარგო. გოგონას ცხოვრებაში იმაზე მშვიდად მიდიოდა ყველაფერი ვიდრე ოდესმე. ფიქრობდა სწავლაზე და სამსახურზე. მეხსიერების დაკარგვის შემდეგ თავიდან გაუჭირდა გარემოსთან შეგუება,თუმცა თავს მაინც მშვიდად გრძნობდა.მისი კორეაში წამოსვლის შემდეგ სულ უნდოდა დედამისს მასთან ჩასვლა და შვილის ნახვა,ჩახუტება, მოფერება. დედის გული ყოველთვის გრძნობს შვილის ცუდად ყოფნას. უკან გამოფრენა რამდენიმე დღით გადადო, თუმცა გოგონას ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო მეტხანს დარჩა მასთან. მისი ოთახი და სახლი ჩვეულებრივ სტუდენტის ოთახს დაამსგავსა. ექიმის რჩევით გაარიდა გოგონას თვალს ის რაც არ ახსოვდა,უთხრა როცა თვითონ დაიწყებდა გახსენებას მხოლოდ მაშინ ეთქვა ის რაც უნდა სცოდნოდა.თუმცა ორი კვირის შემდე გოგონას გონება ისევ ისე ბუნდოვანი იყო რაღაცებში."უცნაურია გახსოდეს სად სწავლობ,რაზე სწავლობ,სად მუშაობ და ისიც ვინ ხარ და საიდან ხარ.მაშინ რა არ მახოვს?იქნებ შეყვარებული? ან რამე მძიმე დანაშაული ჩავიდინე?" -გოგონა ავტობუსში იჯდა სამსახურში მიდიოდა და თან ამაზე ფიქრობდა.თავი გააქნია უაზრო ფიქრის გასაქრობათ."დანაშაული, რომ ჩამედინა ასე მშვიდად ვერ ვივლიდი"-დაამშვიდა თავი. "მგონი ისევ შეყვარებულის ვერსიას უნდა მივაწვე"-ამ ფიქრზე ჩაეღიმა."ვიღაცეების სახეებიც არ მახსოვს უკვე მერამდენედ შემხვდა ნაცნობი, რომელიც ვერ ვიცანი"-გაახსენდა უნივერსიტეტში გოგონა,რომელიც მასთან მივიდა ათას რამეზე ელაპარაკა და აქედან ნახევარი ვერც გაიგო.გაჩერებაზე ავტობუსი შეჩერადა ისიც სწრაფად ჩავიდა.ჩანთა მხარზე შეისწორა და სასტუმროში შევარდა. -მაპატიე დამაგვიანდა -მენეჯერს თავი დაუხარა ბოდიშის ნიშნად. -არაუშავს ხომ გამაფრთხილე, რომ გამოცდა გქონდა დღეს-გაუღიმა მენეჯერმა.-შენ ჩემს დაქვემდებარებაში ხარ ასე,რომ მე გპატიობ.-გაუღიმა ბიჭმა-მთავარ მენეჯერს ნუ ვეტყვით-ხელი პირზე აიფარა და გადაუჩურჩულა. გოგონას მასზე სიცილი აუტყდა. -მადლობა სონბე(მიმართვა პატივისცემის გამოხატულება შენზე ასაკით და თანამდებოდებოდით დიდ პიროვნებასთან,რომელსაც მეგობრად და ძმად თვლი)-თავი დაუკრა ისევ. -სწრაფად გამოიცვალე. -მიაძახა მიმავალს. გოგონა გასახდელში შევიდა მისთვის სპეციალური ფორმა ჩაიცვა და სასტუმროს ჰოლში გამოვიდა. -ხატია დამეხმარე რა-მიიჭრა მასთან გოგონა. -რა მოხდა იონგ? -ხომ იცი ისეთი დაბნეული დავდივარ სულ რაღაც მავიწყდება.მოკლედ ერთ ოთახში აბაზანაში პირსაბან მილში წყალი არ გადიოდა და დილით მომმართა კლიენტმა.მე კიდევ დამავიწყდა.-თავზე ხელი მიირტყა ახალმა თანამშრომელმა. -დაწყნარდი და მიდი ჩვენი ხელოსანი გამოიძახე.-გაუღიმა ხატიამ შეშინებულ გოგონას. -დავრეკე და ვერ დავუკავშირდი. დამქირავებელი,რომ მოვა რა პასუხი გავცე.თან ისე მკაცრად გამაფრთხილა მისმა მენეჯერმა "დაბრუნებისას ყველაფერი მზად იყოს თორემ შენი მოხსნის საკითხს დავაყენებ"- გააჯავრა ბოლო სიტყვებში კაცს. -კარგი.მომე ოთახის გასღები.-ხელი გაუწოდა გოგონას.-წასულები არიან ხომ? -კი რავიცი ის კაცი წავიდა მოსულიც არ დამინახავ-საწყლად გახედა ხატიას. -რას აპირებ?-ხელში გასაღები ჩაუდო. -ვნახავ რა სჭირს შეიძლება უბრალოდ რაღაც გაიჭედა.შენ ჩემს სართულს მიხედე კარგი- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლიფტისკენ წავიდა. ოთახს გასაღები მოარგო და შიგნით შევიდა.დივანზე რამდენიმე ნივთი იყო მიყრილი.საძინებლისკენ გაიხედა,რომლის კარებიც ღია იყო საიდანაც აულაგებელი საწოლი მოჩანდა. -ეს გოგო საერთო არ აქცევს ყურადღებას ოთახებს.დილით უთხრეს და დამლაგებელიც არ გამოუგზავნია- კოპები შეკრა და სააბაზანოს მიაშურა.კარების შეღება უნდოდა სახელურს ხელი მოკიდა,უცებ თვითონ კარებმა შეიტაცა შიგნით და პირდაპირ ვიღაცას შეეჯახა.შეჯახების შედეგად ორივე ძირს დაეცა.გოგონა ხელებით მის შიშველ მკერდს ეყრდნობოდა. ორივეს მზერა ერთმანეთს შეხვდა.ხატია სწრაფად წამოხტა გაანალიზა,რომ მის წინ ნახევრად შიშველი ბიჭი იდგა თვალზე ხელები აიფარა შებრუნდა და მისაღებში გავიდა. -შენ...-ბიჭი დაფიქრდა "ეს ხომ ის გოგონაა მეტროდან." -გვერდულად ჩაიღიმა ბიჭმა. უნდოდა ეთქვა,რომ ისინი შეხვდნენ გუშინ ერთმანეთს მაგრამ გადაიფირა."აქ ცნობილი მე ვარ"-კმაყოფილად ასწია თავი და გოგონასკენ წავიდა."გუშინ თუ ნიღაბს ამოფარებული და შენიღბულმა ვერ მიცნო ახლა ხომ მიცნობს"-ხატია მისაღებში იდგა ისევ თვალებზე ხელ აფარებული.მისაღებში გასვლამდე აბაზანის ხალათი ჩაიცვა და ისე გავიდა. -მაპატიეთ -თავი დაუკრა ისე გოგონამ თვალებზე ხელი არ მოუშორებია. -მითხრეს,რომ არავინ იყო.და მილში წყალი არ გადიოდა. -შეგიძლია ხელები ჩამოიღო-ბიჭის ხმაში ღიმილი იგრძნობოდა.გოგონამ ჯერ ორ თითს შორის გახედა დაინახა,უკვე ხალათი მოეცვა და ხელიც მოიშორა თვალებზე.-რაც შეეხება მილს წყალი უკვე გადის.-გაუღიმა მოპირდაპირე მხარეს მდგარ გოგონას,რომელიც მას სახეს აკვირდებოდა."იქნებ ახლა მიხვდე ვინ ვარ"-კმაყოფილი იღიმებოდა ბიჭი. -თუ რამე პრეტენზია არ გაქვთ მე დაგტოვებთ-გასასლელად გვერდით გაუარა გოგონამ.ხელზე შეხება იგრძნო და ბიჭმა მისკენ მოაბრუნა. -ისე რატომ იქცევი ვითომ არ იცი ვინ ვარ?-სერიოზული სახით უყურებდა. -ვინ ხართ?-სერიოზულად იკითხა გოგონამაც და ინტერესით შეხედა.-სასტუმროს ვიაიპი კლიენტი?-ბიჭმა თვალები აატრიალა. -ტელევიზორს არ უყურებ? ან ინტერნეტით არ სარგებლობ?-თვალებში შეყურებდა გოგონას. ხატიამ აქეთ იქეთ გაიხედა ცდილობდა რამე გაეხსნებინა. -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დრო არ მაქვს მაგეებისთვის.-გოგონამ აათვალიერ-ჩაათვალიერა -პრეზიდენტის შვილი ხართ?-ჰკითხა უცებ. -ააიშ! დაივიწყე რაც გითხარი. თავისუფალი ხარ-ბიჭმა ხელი შეუშვა.ხატიამ თავი დაუკრა გაკვირვებული სახით. -რა უცნაური ადამიანია-ჩაიბუტბუტა გოგონამ და ოთახი დატოვა. ბიჭი სავარძელში ჩაეშვა და ღმად ამოისუნთქა. ყურადღება კარებში შემოვარდნილმა ბიჭმა მიიქცია. -რა იყო მოგდევს ვინმე?- მის დანახვაზე სიცილი აუტყდა. -არა უბრალოდ ლიფტს არ დაველოდე და კიბეებზე ამოვირბინე.-ძლივს სუნთქავდა და მის გერდით სავარძელში ჩაესვენა. -ჩანიოლა-ოდნავ დაწყნარებულმა გახედა ჩაფიქრებულს.-ჩანიოლა-ბოლო შეყვირებამ შედეგი გამოიღო. -რა იყო?-შეხედა გაკვირვებულმა. -იმდენჯერ დაგიძახე თავი მოჩვენება მეგონა-ჩაიცინა ბიჭმა. -სეჰუნა-ჩანიოლი წინ წამოიწია და მისკენ გადაიხარა.-როგორ ფიქრობ ჩვენს ქალაქში მცხოვრები ვინმე არ გვიცნობს? -ყველგან ჩვენ ვართ როგორ შეიძლება არ გაიცნობდეს ვინმე-ჩაიცინა და წყლის დასალევად ფეხზე წამოდგა. -მეც ეგ მიკვირს-თქვა და ისევ სავარძელში გადაწვა. -*** ხატია ისევ თავის პოსტს დაუბრუნა და გასაღები გოგონას მისცა. - ყველაფერი უკვე მოგვარებულია.-გოგონამ სიხარულით მის წინ ხტუნვა დაიწყო. -მადლობა ონნი -ლოყაზე აკოცა და გასაღები ჩაიბრუნა ჯიბეში. -კარგი გეყოს -სიცილი აუტყდა მასაც.-დამლაგებლები ააგზავნე ოთახში იქაურობა არეულია.-შებრუნებას აპირებდა უცებ შემობრუნდა.-ხო მართლა სტუმარი ოთახშია.იონგ იცი ვინაა ის ბიჭი? -კი ცნობილი exo-ს ჯგუფის წევრია.თუმცა მათი აქ ყოფნა გასაიდუმლოებული საქმესავითაა-ჩაიცინა გოგონამ.-ამაზე ხელიც კი მომაწერინეს არავისთან მეთქვა -უცებ პირზე ხელი აიკრა.-ონნი არავის უთხრა კარგი? -ისევ საწყალი სახე მიიღო. -ღმერთო რა უტვინო ხარ.-ჩაიცინა ხატიამ და დასამშვიდებლად ხელით პირი გადაიკეტა.- არავის ვეტყვი. -ხატია-მენეჯერმა ხელით ანიშა მისულიყო. -დიახ მოვდივარ -გოგონას მოშორდა და მთლიანად მენეჯერის დავალებებზე გადაერთო.არც დაინტერესებულა მეტი ინფორმაციით ალბათ უფრო იმიტომ, რომ ბევრი საქმე ქონდა და გადაავიწყდა. საღამოს გვიან დაღლილი თავის ტანსაცმელში გამოწყობილი და სახლში წასასვლელად გამზადებული სასტუმროს წინ გადახურულ ადგილას იდგა. -ჯანდაბა.მაინცდამაინც ახლა მოუნდა წვიმა-გოგონა აქეთ იქეთ იხედებოდა. -არაუშავს დავსველდები გაჩერებამდე ცოტას,ხომ არ დავდნები-ამშვიდებდა თავის თავს გოგონა.ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, როცა მის თავზე ქოლგა გაიშალა. ქოლგის პატრონის დასანახად შებრუნდა -ღმერთო -დაიყვირა უცებ.წელზე ხელი შემოხვია ქოლგის პატრონმა,რომ შეხტომისას უცებ არ წაქცეულიყო.წონასწორობის დაცვაში დაეხმარა. -ნუ გეშინია-სათვალე ოდნავ ჩამოიხსნა და გაბრწყინებული თვალები შეანათა. -ბიჭი აბაზანიდან-გოგონა ცოტათი დამშვიდდა და გაუღიმა. -სად მიდიხარ?-კითხა ნიღაბ ქვეშ მომღიმმარმა. -გაჩერებაზე და მერე სახლში-გოგონა შეჰყურებდა და მექანიკურად სცემდა პასუხს. -მიგაცილებ-ნაბიჭი გადადგა თუმცა გოგონა ისევ იქ იდგა.-არ მოდიხარ?-გასძახა უკან მგომს.ისიც მალევე გამოერკვა და ქოლგის ქვეშ შევიდა. -სხვათაშორის მე ბიჭი მეტროდან ვარ-გამოხედა გვერდიდად და ხელი აუწია თითზე ბეჭედი შეათამაშა. -აი თურმე რატომ მეგონა,რომ გიცნობდი- ჩაიცინა გოგონამ და წინ გაიხედა. -ბიჭი მეტროდან-გაიმეორა ხატიამ და ჩაიღიმა.ბიჭი შედგა მასთან ერთად გოგონაც.ჩანიოლმა მიმოიხედა ირგვლივ ვერავის ხედავდა, თან წვიმდა თან გვიან იყო.ნიღაბი და სათვალეები ჩამოიხსნა.გოგონას თვალებში ჩახედა. -ზედმეტი სახელების გარეშე.-უღიმოდა გოგონას და ხელი გაუწოდა.-ოფიციალურად გავეცნოთ ერთმანეთს მე ჩანიოლი მქვია.-ხატიამაც გაბედულად ჩამოართვა ხელი. -მე ხატია-ორივეს თვალებში ბრწყინავდა ნაპერწკლები,როცა ერთმანეთის თვალებში იყურებოდნენ. **** აეროპორტში სკამზე ისხდნენ და ელოდნენ როდის გამოაცხადებდნენ მათთვის განკუთვნილ რეისს.გოგონა დედას იყო ჩახუტებული და ტკბებოდა მისით სანამ გაუშვებდა. -იქნებ არ წავიდე?-შვილს თვალებში შეყურებდა. -არა წადი. მე კარგად ვიქნები მართლა. მხოლოდ დედაჩემი კი არ ხარ-გაუღიმა დედას ქვევიდან და მისი სურნელი შეისუნთქა. -უბრალოდ მინდა სანამ კიდევ გნახავ გამყვეს შენი სითბო. -ჩემო გოგონავ.თავს მიხედე კარგი? ნუ ეცდები რამის გახსენებას.გახსოვს ის რაც გჭირდება და რაც გასახსენებელია თავისით გაგახსენდება. -შვილი გულში ჩაიკრა და შუბლზე აკოცა.გაისმა ხმა,რომელიც რეისის ჩასხდომას ამცნობდა მგზავრებს. -არ შევეცდები გავიხსენო -გაეკრიჭა დედას გოგონა.- ყველა მომიკითხე და ჩამიკოცნე.უთხარი,რომ ძალიან მიყვარან. -ვეტყვი -კიდევ ერთხელ აკოცა შვილს.-ამ კვირაში კი გამოცდები გაქვს და ბევრი უნდა იმეცადინო,მაგრამ თავს მიხედე და დაისვენე ხოლმე ნუ ჩაუჯდები მთელი დღე წიგნებს თან მუშაობ.ღმერთო როგორ ვნერვიულობ შენზე-თმაზე ხელი გადაისვა და ლოყაზე მოეფერა. -სწავლით და მუშაობით არავინ მომკვდარა. ნუ ნერვიულობ კარგად ვარ-დედას აკოცა და გასასვლელამდე მიაცილა.წასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაიკრა გულში შვილი და თვითმფრინავში ავიდა.მიუხედავად იმისა, რომ ახლა თვითმფრინავში იჯდა გული და გონება მის გოგონასთან დატოვა. -**** დედის გაცილების შემდეგ სახლში მივიდა.ამდენი ხნის შემდეგ თავი მარტო იგრძნო.სახლში შესულს აღარ მიეგება გაბრწყინებული თვალებით და თბილი მზერით დედა,აღარც სამზარეულოში იდგა სასიამოვნო საჭმლის სურნელი. მისაღებში სავარძელში ჩაენარცხა თავი უკან გადააგდო და თვალები მილულა. -უკვე მენატრება-წაიჩურჩულა გოგონამ.-ააჰ-სახეზე ხელები შემოიკრა და თავის მობილიზებას შეეცადა.ზანტად ადგა სავარძლიდან საძინებლიდან ხვალინდელი საგნის მასალები გამოიტანა და ჩაუჯდა.თან საათს შეხედა. განსაზღვრა რამდენი დრო ქონდა დარჩენილი სამუშაოზე წასვლამდე.რადგან დღეს ღამით იყო მორიგე ცოტას სახლში წაიმეცადინებდა ცოტას კიდევ სამსახურში.ღამით მაინც ისეთი არაფერი ხდებოდა.სასტუმროს გახსენებაზე კიდევ წვიმიანი საღამო და ბიჭი მეტროდან გაახსენდა უფრო სწორედ ჩანიოლი. რატომღაც მასზე გაფიქრებისას გული სითბოთი აევსო და სახეზე ღიმილმა გადაკრა-ააა ჯანდაბა-ისევ შემოირტყა ლოყებზე ხელები. -გეყოფა ბიჭებზე ფიქრი გამოცდა გაქვს გამოცდა-ღმად ჩაისუნთქ-ამოისუნთქა წამიერად ისევ მასზე გაიფიქრა,შემდეგ კი ისევ წიგნებს მიუბრუნდა. მეცადინეობაში დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შენიშნა.უკვე ათი ხდებოდა. თითქმის ყველაფერი კარგად იმეცადინა სამსახურში კიდევ თვალს გადაავლებს და ყველაფერი კარგად ეცოდინება. ფეხზე წამოხტა გაემზადა,ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაყარა და სამსახურისკენ გაემართა. -**** სპეციალური ფორმა ჩაიცვა და მათთვის განკუთვნილ ოთახში შევიდა.იონგი უფროს მენეჯერს რაღაცას ეწუწუნებოდა. -ოჰ ხატია მოხვედი-ორივემ გამოხედა გოგონას. -საღამო მშვიდობისა -თავი დაუკრა და მათთან ახლოს ჩამოჯდა. -ეს ბიჭი ნამდვილი სადისტია, მწვალებელი, ეშმაკის მოციქული.ეკრანზე როგორი საყვარელია და ცხოვრებაში საშინელი ხასიათი ქონია.-მენეჯერს ეწუწუნებოდა გოგონა. -იონგ პატივისცემით სტუმრის მიმართ-მკაცრად გახედა გოგონას მენეჯერმა. -ვისზე ამბობ?-სიცილით კითხა ხატიამ. -გუშინ,რომ პრობლემა იყო იმ ოთახის სტუმარზე-გაბუსხული ტუჩებით დაენარცხა სკამზე."ნუთუ ახლა იონგი იმაზე ლაპარაკობდა, რომელიც მას ასე თბილ გრძნობებს უჩენდა.ეშმაკის მოციქული და ჩანიოლი?" -ფიქრებზე ჩაეღიმა ხატიას. -დაწყნარდი იონგ შენ მაინც აღარ გექნება მაგ ოთახთან შეხება-მენეჯერმა გოგონას გადახედა. -რა? რატომ? მაგდებთ? რამე არასწორედ გავაკეთე და მიჩივის?-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. -დაწყნარდი არავინ გაგდებს,უბრალოდ ხატია მოითხოვეს. უნდათ მან იზრუნოს მათი ოთახის წესრიგში ყოფნაზე და მათ ნივთებზე.-ახლა მზერა ხატიაზე გადაიტანა,რომელიც გაფართოებული თვალებით შესცქეროდა. -რა? მე რატომ?-იკითხა შეწუხებულმა. -მე ჩემი სართული მაქვს. -ჯერ ერთი იმიტომ, რომ იონგისგან განსხვავებით პასუხიმგებლიანი ხარ,მეორეც ჩვენი საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მოწესრიგებული თანამშრომელი ხარ და მესამე ის ჩვენი ვიაიპი კლიენტია-თითზე ჩამოუთალა ეს სამი მიზეზი ბიჭმა.-შენს სართულს იონგი მიხედავს.შენ კი მხოლოდ ეგ ოთახი დაგევალება-სტუმრის მოთხოვნაა. -დიდი სიამოვნებით გადმოგცემ ამ გასაღებს-შვებით ამოისუნთქა იონგმა და ხელში გასაღები ჩაუდო. -მხოლოდ ეგ ოთახი ეს კარგია თუ ცუდი?-თავისთვის წაიბუტბუტა გოგონამ.მენეჯერის წინ ტელეფონი აწკრიალდა. -ოთახი 610-წარმოთქვა უცებ ბიჭმა. -ახლა რაღა უნდა ნეტავ სატანას-ჩაიდუდღუნა იონგმა.-ააჰ თუმცა მე აღარ მეხება-ხელები გაშალა და ლაღად გადაწვა სავარძელში. -დიახ ახლავე გამოვუშვებ-ჩასძახა ტელეფონში და ხატიას გახედა. -კარგი მივდივარ-წამოდგა გოგონა და გასასვლელად გაემზადა. -წარმატებები ონნი.დღეს რაღაც ძაან გაბრაზებული იყო იმედია ახლა მაინც არის დაწყნარებული-მიაძახა გოგონამ. -*** ხატია ოთახში შევიდა და მდივანზე წამოწოლი ჩანიოლი დაინახა.ერთი ხელი მუცელზე ედო,მეორეთი კი თვალებს იფარავდა.გოგონამ მისი სხეული აათვალიერა.თვალი დიდხანს მის მშვიდ სახეზე გააჩერა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა."შენ და სატანა?"გაიფიქრა ისე და ჩაეღიმა გოგონას.ბიჭმა ხელი სახიდან ამოიღო და გოგონას შეხედა. -აბაზანაში პირსახოცებია შესაცვლელი -გამჭოლი მზერა ესროლა.ხატიამ მის მკაცრ ტონზე ლამის პირი დააღო გაოცებისგან. -დღეს ხომ გამოცვალეს დილით ისევ გამოცვლიან-შეეპასუხა გოგონაც. -ალერგიული ვარ.ეგენი უკვე ვიხმარე ასე,რომ ახლებით შეცვალე-ისევ ისე უყურებდა გოგონას-თუ შეგიძლია-დაამატა ბოლოს ბიჭმა და სავარძლიდან წამოიწია.-აქაურობაც მტვრიანია-მაგიდას ხელი გადაუსვა და ძალით ეცადა მტვერი მოეძებნა მაგიდაზე. -ჩემს მოვალეობაში არ შედის დალაგება-დასუფთავება. მე ვიღებ თქვენს მოთხოვნებს და შესაბამის თანამშრომლებს ვეუბნები ღამით მხოლოდ მენეჯერები და მათი ასისტენტები ვართ ეს კი ჩვენ არ გვევალება.დილითვე გამოუშვებ შესაბამისს ხალხს.-გოგონაც შეეცადა რაც შეიძლება წყნარად და გარკვევით აეხსნა."რა მოუვიდა იმას ვინც მე გუშინ წვიმიან ამინდში ქოლგით ხელში მიმაცილებდა"უყურებდა და ცდილობდა ისევ ის დაენახა მასში. -პირსახოცები ახლავე მჭირდება. ეეეპცი-დააცემინა უცებ ბიჭმა -და ეს მტვერი ალერგიას მაძლევს- ეეეპცი-ისევ დააცემინა.გოგონამ თვალები აატრიალა შეუმჩნევლად. -კარგით მოგიტანთ პირსახოცებს და მტვერსაც თავად მივხედავ.-გოგონა გასასვლელად შებრუნდა.ბიჭს კი ღიმილმა გადაკრა სახეზე და უყურებდა მიმავალს. -*** -მწვალებელი, სადისტი,იდიოტი-ამ სიტყვების ძახილით მიაბიჯებდა მისი ოთახისკენ. ხელში პირსახოცები და მტვრის გადასაწმენდი საშუალებები ეკავა. ოთახში შევიდა ჩანიოლი ისევ ისე იჯდა ამჯერად ხელში აიპადი ეკავა და ისე ჩანდა თითქოს რაღაცას კითხულობდა. გოგონამ აბაზანაში შეიტანა პირსახოცები შემდეგ კი მის ირგვლივ მტვრის გადაწმენდა დაიწყო.შიგადაშიგ შეუმჩნევლად ჩანიოლი თვალს აპარებდა და იღიმებოდა მისი მოფუსფუსედ დანახვისას.ყველაფრის დასრულების შემდეგ ისევ თავის კაბინეტს დაუბრუნდა,თუმცა კიდევ რამდენჯერმე გამოიძახა სხვადასხვა მიზეზების გამო.ბოლო განკარგულების შესრულებიდან ხუთი წუთი იყო გასული ხატია ცდილობდა საგამოცდო მასალა წაეკითხა, თუმცა ამაოდ. ისევ აწკრიალდა ტელეფონი მის წინ საათს ახედა პირველი ხდებოდა. -რატომ არ შეუძლია უბრალოდ დაიძინოს-წაიწუწუნა გოგონამ და ტელეფონს დაწვდა. ისევ მომდევნო ბრძანება მიიღო ტელეფონი გათიშა და ბრძანების შესასრულებლად პიცერიაში დარეკა და შეკვეთა გააკეთა.შეკვეთაც მალევე მოვიდა.პიცის ყუთთან ერთად თავის წიგნსაც ხელი დაავლო და მისი ოთახისკენ გაემართა. -თქვენი შეკვეთა-მაგიდაზე პიცის ყუთი დაუდო და იქვე ჩამოჯდა წიგნი ფეხებზე დაიდო და შიგ ყურება დაიწყო.ბიჭი კი ყურადღებით უყურებდა. -რას აკეთებ? -ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო და არ გაღიმებოდა. -მაინც ყოველ ხუთ წუთში მეძახი და აქ ამოსვლა მიწევს.ბარემ აქ ვიქნები და თუ რამე ეგრევე მეტყვი ჩასვლა ამოსვლაში აღარც დროს დავხარჯავ თან ვიმეცადინებ ხვალინდელი გამოცდისთვის. -წიგნი შეათამაშა გოგონამ და თან კმაყოფილმა გაუღიმა. - მარტო ჭამა არ მიყვარს.აიღე- პიცის ნაჭერი გაუწოდა ხატიას.-თან დაეხმარება შენს ტვინს სწავლაში. -ამდენი ხანის შემდეგ გოგონამ ისევ შენიშნა მის სახეზე ღიმილი. პიცის ნაჭერი გამოართვა და მოკბიჩა. - მადლობა - გემრიელად ილუკმებოდა და თან თვალები წიგნში ჩაერგო.თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა ჩანიოლი. ბიჭს აღარაფერი უთხოვია მისთვის. უბრალოდ გოგონას წინ იჯდა აიპადით ხელში და ისე იქცეოდა თითქოს ისიც რაღაცას აკეთებდა იქ თან ცალი თვალი ხატიასკენ ეჭირა. გოგონას ჭიდილი ძილთან სახალისოდ ეჩვენებოდა.თვალები თავისით ეხუჭებოდა,რამდენიმე წამში ისევ ახელდა მაგრად დაჭყეტდა და ისევ კითხვას უბრუნდებოდა. -ყავა უნდა გავაკეთო ჩემთვის შენც გინდა?- ფეხზე წამოდგა და ხატიას გახედა,რომელმაც ჩაწითლებული თვალებით ახედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.ჩანიოლი სამზარეულოში შევიდა და ყავის მადუღარაში ორისთვის ყავა გააკეთა. -ცოტა გამოფხიზლებაში დაეხმარება -ჩაიცინა ორივე ფინჯანს ხელი დაავლო და მისაღებში გავიდა. სავარძელში ჩამჯდარ გოგონას წიგნი მიეხუტებინა თავი კომფორტულად დაედო და ღმად ჩასძინებოდა.მის ასე დანახვისას სიცილი ვეღარ შეიკავა. ორივე ფინჯანი მაგიდაზე დადგა.ჩუმად მიუახლოვდა გოგონას,ხელებიდან წიგნი გამოაცალა და მაგიდაზე დადო,შემდეგ ერთი ხელი ფეხებქვეშ ამოუდო,მეორე კი წელზე მოხვია და ხელში აიყვანა.გოგონა მის ხელებში შეირხა და უფრო უკეთ მოკალათდა.ხელები კისერზე შემოხვია. ამაზე კიდევ ერთხელ ჩაეღიმა ჩანიოლს და ოთახისკენ წავიდა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და ხელები შეუშვა.გამობრუნება უნდოდა, თუმცა გოგონას ხელი მჭიდროდ იყო მის საყელოზე ჩაჭიდებული.ხელი ნელი მოძრაობით შეაშვებინა და საწოლზე ნაზად დადო.სახეზე ჩამოყრილი თმა ყურისკენ გადაუწია,ხელით ლოყაზე ნაზად მოეფერა პლედი გადააფარა და ოთახიდან გამოვიდა. დივანზე წამოწვა ცდილობდა დაეძინა.თვალები დაეხუჭა და კადრები ურბენდა.ხედავდა გოგონას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მდგომარეობაში,ბოლოს მისი კაპრიზები და მომთმენად შემსრულებელი ხატია გაახსენდა სახეზე ღიმილმა გადაკრა. მისი ღიმილი საძინებლიდან გამოსულმა ტირილის ხმამ გადააგდო სახიდან.წამის მეასედში ფეხზე წამოხტა და ოთახიში შევარდა.გოგონა ისევ იმ მდგომარეობაში იწვა,მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მძინარე ტიროდა. საწოლს მიუახლოვდა და გვერდით ჩამოუჯდა.თავზე ხელით მოფერება დაუწყო,თავისუფალი ხელი კი ხელზე ჩაჭიდა. -ნუ გეშინიაა. მე აქ ვარ.-წაჩურჩულა ბიჭმა თან მის თმებზე ფერებას განაგრძობდა. ტირილი შეწყდა, ხატიამ ისევ მშვიდად განაგრძო ძილი. ხელზე ხელი შეუშვა ლოყებიდან ცრემლები მოწმინდა და ისევ ხელზე ჩაჭიდა ხელი.ცოტახანი გოგონას მშვიდ სახეს უყურა,მალევე მასაც ჩაეძინა გოგონაზე ჩახუტებულს. **** მარტთან შედარებით საოცრად სასიამოვნო დილა გათენდა.ოთახი მზის შუქმა გაანათა და გოგონას სახეს ელამუნებოდა.თვალები ნელ-ნელა გაახილა.ამდენი ხნის შემდეგ თავს პირველად გრძნობდა დასვენებულად.ოთახს თვალი მოავლო.საბნის ქვეშ სწრაფად შეიხედა შეამოწმა ყველაფერი ზედ ეცვა თუ არა.ამის შემდეგ კმაყოფილმა ჩაიღიმა საბანი გვერდით გადასწია ფეხზე წამოდგა ტანსაცმელი შეისწორა და მისაღებში გავიდა.მაგიდა გაწყობილი დახვდა ჩანიოლი კი სამზარეულოდან ორი ფინჯანით ხელში უახლოვდებოდა.-დილა მშვიდობისა -ააპარა ფინჯნიდან თვალები გოგოსკენ და სიცილი ვერ შეიკავა. -რა მოხდა?-გაოცებული უყურებდა ხატია. -ყოველ დილით ასეთი თმით იღვიძებ?-სიცილით ეუბნებოდა ბიჭი. -დიახაც-ამაყად ასწია თავი.ჯიბიდან თმისამაგრი ამოაძვრინა და ხელის მარტივი მოძრაობით შეიკრა თმა ზემოთ.-დავარცხნილი თმით და გალამაზებულები მხოლოდ დრამებში იღვიძებენ.-ბიჭი ისევ იცინოდა.-გუშინდელისთვის მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის ეს აღარ განმეორდება-თავი დაუკრა გოგონამ და ისევ თვალებში ახედა უკვე უკმაყოფილოდ მომზირალს-ხომ არაფერი გინდა? სანამ წავალ დამლაგებელს გამოვგზავნი,პირსახოცებსაც შევაცვლევინებ საუზმე უკვე მოგიტანეს-ერთმანეთს მიაყარა სათქმელი და მის მორიგ კაპრიზულ ბრძანებას ელოდა. -კი არის ერთი რაღაც რაც მინდა -გოგონას შეხედა.-დაჯექი და ჩემთან ერთად ისაუზმე.ხომ გითხარი არ მიყვარს მარტო ჭამა.-ჩანიოლი მაგიდას მიუჯდა და ჩხირები ხელში მოიმარჯა. გოგონა ისევ არ ინძრეოდა. ბიჭმა ქვევიდან ახედა და თვალებით ისევ ანიშნა დამჯდარიყო.ისიც მიუჯდა მაგიდას.იმის მაგივრად მაგიდაზე დადებული საჭმლისთვის ეყურებინა ბიჭის ცქერით ვერ ძღებოდა."რა უნდა?რატომ იქცევა ასე? მე ხომ უბრალო გოგო ვარ არაფრით გამორჩეული? ის კი როგორც ამბობენ წარმატების მწვერვალზეა.რაღა მაინცდამაინც მე როცა ალბათ მილიონობით ფანი ყავს?" ფიქრებმა წამის მეასედებში გაურბინეს.ჩანმა მისი ჩაფიქრებული მზერა შენიშნა. -ვიცი ახლოდან უკეთესი ვარ ვიდრე ეკრანზე-ჩაუღიმა ბიჭმა-მაგრამ მე ნუ კი მიყურებ ჭამე.-გოგონამაც უმნიშვნელოდ ჩაიღიმა და მის წინ დადებულ ხილს დაწვდა.ფინჯნიდანაც რაამდენიმე ყლუპი სითხე მოსვა.ისევ გაიტაცეს ფიქრებმა."ალბათ მისთვის უცხოა ვერ ცნობდე ქვეყანაში ცნობად ადამიანს და ჩემდამი ინტერესი ამან გამოიწვია.ალბათ დრო,რომ გავა ისიც წავა და როგორც ყველა სხვას ისე შემომხედავს.სჯობს არ შეეჩვიო!"-უბრძანა თავს. -მაპატიე მაგრამ დანარჩენის ჭამა მარტო მოგიწევს.-ხელზე საათს დახედა- ჩემი სამსახურეობრივი დრო ამოიწურა. -ფეხზე წამოდგა თავის წიგნს დაწვდა მასთან ერთად ჩანიც წამოდგა, ხელი დაუჭირა და ახლოს მიიზიდა. -მართლა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ხარ აქ?-თვალებში უყურებდა და მისგან მხოლოდ იმ პასუხს ელოდა,რომელიც უარყოფითად ჟღერდა. -კი.მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამო-მკვახედ მიუგო გოგონამ.არც ის აცილებდა თვალს მის თვალებს,რომელიც ასე იზიდავდა. -წარმატებები გამოცდაში-ხელი შეუშვა უკან გაიწია. ხატიაც სწრაფად გავიდა ოთახიდან და გარედან კარებს მიეყრდნო. -უბრალოდ ხელი მოგკიდა რა გჭირს გულო?-მარჯვენა ხელს მკერდზე ირტყავდა თითქოს ამით ცდილობდა დაემშვიდებინა ყელში მობჯენილი გულის ცემა.ღმად ჩაისუნთქა და მის ოთახს გაეცალა.უნივერსიტეტში წასვლამდე ყველას დაავალა თავისი საქმეები და დამშვიდებული გაემართა უნივერსიტეტში. -*** გამოცდიდან კმაყოფილი სახით გამოვიდა და ისევ სასტუმროში დაბრუნდა.საღამომდე ისევ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის,თუმცა მისულს უსაქმურობა კლავდა. ნომერში ყველაფერი მოწესრიგებული ქონდა,თუნცა მთავარი პერსონა არ ჩანდა და არც მისი კაპრიზების შესრულება უწევდა. მენეჯერების ოთახიდან ჰოლში გამოვიდა.გარეთ უკვე სიბნელე ჩამოწოლილიყო.ბიჭი ისევ არ ჩანდა.თვალები,რამდენჯერმე შემოსასვლელსკენ გაექცა კარების შრიალის გაგებისას. უშედეგოდ ჩავლილმა გახედვების შემდეგ უკმაყოფილოდ ჩაისუნთქა და ზურგით შებრუნდა დახლისკენ.იქვე დადებულ ფურცლებს დაუწყო ყურება, მაგრამ გული ვერ დაუდო. -როგორ ჩააბარე გამოცდები?-მის ზურგს უკან ყურთან ჩურჩული მოესმა სწრაფად შეტრიალდა ხმისკენ. -ღმერთო -შეხტა გოგონა ისევ მისი ნიღბით დანახვისას.ჩანმა კი წელზე ხელი მოხვია და იატაკზე ჩახუტებისგან იხსნა ისევ.ხატია უხერხულად შეიშმუშნა მის მკლავებში ბიჭმაც მაშინვე წამოაყენა და ხელები გაუშვა. -სულ რატომ ეცემი, როცა ჩემთან ხარ?-ნიღბის ქვეშ სიცილით თქვა ბიჭმა. -იქნებ იმიტომ, რომ ნიღბით მეპარები უკნიდან და მაშინებ?-თვალი თვალში გაუყარა ხატიამ. "ან იქნებ იმიტომ, რომ ვიცი დამიჭერ"თავისით გაუელვა ამ აზრმა გოგონას. -სახლში როდის მიდიხარ?-კითხა უცებ ბიჭმა. -ათ წუთში-საათზე დახედვის შემდეგ უპასუხა და ისევ თვალებში შეხედა.-რა იყო? რამე გინდა? -არაფერი. სახლამდე გაგაცილებ-უცებ წარმოთქვა ჩანმა. -არ მინდა გაცილება-შეუმჩელად გადაყლაპა ნერვიულად ნერწყვი. -მე კი მინდა გაგაცილო.უარი არ მიიღება.ათ წუთში გასასვლელთან დაგელოდები მანამდე ოთახში ავალ-მოუჭრა გოგონას ისეთი სახით შეხედა ეუბნებოდა უარს მაინც არ მივიღებო და ლიფტისკენ წავიდა. -შენ ხო ახლა მოხვედი -ჩაილაპარაკა გოგონამ თავისთვის. ათ წუთში მართლაც ელოდებოდა ჩანიოლი გასასვლელ კარებთან. -დასვენება არ გინდოდა? დღეს ხომ მთელი დღე გასული ხარ?-მღელვარე თვალებით ახედა გოგონამ. -ჩემზე ღელავ?-ღიმილიანი სახით რომელსაც ისევ ნიღბის ქვეშ მალავდა და ანთებული თვალებით შეხედა გოგონას. -მე ყველაზე ვღელავ -მოუჭრა გოგონამ და გაჩერებისკენ წავიდა.ბიჭს კი ღიმილი სახეზე შეეყინა და უკან გაყვა. კიდევ კარგი ავტობუსი არ იყო ხალხით სავსე.ისინი კი ვინც იყვნენ ხანშიშესულები იყვნენ და სულ არ ადარდებდათ ვინ იყო ჩანიოლი. ხატიას გვერდით გატრუნული იჯდა და მის ყოველ მოქმედებას ყურადღებით თვალყურს ადევნებდა. თან იღიმებოდა. გოგონამ თვალი ბანერს გააყოლა,რომელზედაც ჩანი შენიშნა. -ოო..-წამოიძახა და თითი გაიშვირა ბანერისკენ.-აქამდე რატომ არ შემიმჩნევია?-თავისთვის წაიბუტბუტა თუმცა ჩანმა გაიგო და პასუხმაც არ დააყოვნა. -დღეს გადავიღეთ ეგენი და ამიტომ შენიშნე დღეს-სიცილით უთხრა გოგონას. -მართალია-წარმოთქვა ხატიამ ბანერს ისევ არ აშორებდა თვალს. -რა არის მართალი? -მისკენ ახლოს მიიწია ჩანი. -ცხოვრებაში უკეთესად გამოიყურები ვიდრე ბანერზე-ახლაღა მოაშორა თვალები სურათს და ჩანს შეხედა.მისი სიტყვები ესიამოვნა ბიჭს და ორივემ გაუღიმეს ერთმანეთს. -მომიყევი შენზე რამე-მთელი ინტერესით შეხედა გოგოს. -ვსწავლობ, ვცხოვრობ, ვმუშაობ.არაფერი განსაკუთრებული. ყოველშემთხვევაში ესაა რაც მახსოვს -ბოლო სიტყვები თავისთვის წაიბუტბუტა ისევ, მაგრამ სმენად გცეულ ჩანს არ გამოპარვია. -რას ნიშნავს ისა რაც გახსოვს? -ააამ.. ეგ...-უხერხულად მოიქექა თავი.-რაღაცეები არ მახსოვს.დამავიწყდა ზოგი ადამანი, მისი სახე და ჩემ ცხოვრებაში მისი არსებობის მიზანი. ვფიქრობ კიდევ არის რაღაც რაც არ მახსოვს და ეს მაწვალებს.მინდა გავიხსენო მაგრამ არ შემიძლია.რაღაც გაურკვეველად მესიზმრება და როცა ვიღვიძებ ვტირი თუმცა ნანახი არ მახსოვს. -მთელი გულით გაეხსნა. -როგორ მოხდა ეს?-შეწუხებული სახით შეხედა ხატიას. -ნუ მიყურებ ეგრე-გაეცინა გოგონას.-შენ უკვე აღნიშნე,რომ სულ ვეცემი და დაცემის შედეგად თავი დავარტყი,რის გამოც ასე დამემართა. მოყინულ გზაზე ფეხი ამისრიალდა და ჰოპ ასვალტს ჩავეხუტე-სიცილი ატეხა და შეეცადა ხელებით დაცემის იმიტაცია გაეკეთებინა. ჩანიც აყვა სიცილში.უცებ გოგონა შეჩერდა და ჩაფიქრდა.-ეს აქამდე არ მახსოვდა-წარმოთქვა უცებ და სახეზე კიდევ უფრო მეტი სიხარული გამოესახა.-აქამდე არ მახსოვდა,როგორ დავარტყი თავიი-მხიარულად ამბობდა გოგონა რის გამოც წინ ორი მოხუცებულის ყურადღებაც მიიპყრო.-მგონი გახსენებას ვიწყებ -მის მხიარულებას ჩანიც იზიარებდა და ღიმილით უსმენდა აჟიტირებულ და გახარებულ გოგონას. -ძალიან კარგი თუ გახსენებას იწყებ-მასთან ახლოს მიიწია ბიჭი და ორივე ხელები ხელებზე ჩაავლო.გოგონას სიცილიანი სახე გაოცებული სახით შეეცვალა. -ეს აღარ მოხდება არასდროს აღარ დაეცემი,რადგან ყოველთვის მე ვიქნები შენს გვერდით ხელს მაგრად ჩაგჭიდებ და არ წაიქცევი-ცალი ხელით ნიღაბი ჩამოიხსნა.შემდეგ მისმა ხელებმა კიდევ უფრო გაოცებული და გაფართოებული თვალებით მომზირალი გოგონას სახე ხელებში მოაქციეს და ტუჩებით ნაზად შეახო მის ტუჩებს. **** ლამპიონებით განათებულ ქუჩებში მიაბიჯებდნენ.ირგვლივ სიწყნარე იდგა.მხოლოდ ორი არღვევდა ქუჩაში სიჩუმეს.ბიჭი ისევ მძლავრად იყო მის ხელზე ჩაჭიდებული და ღიმილიანი სახით მიაბიჯბდა.გოგოს სახეზე ჯერ ისევ შერჩენოდა კოცნისას მიღეული ლოყების სიღაჟღაჟე გვერდით ნელი ნაბიჯებით ცდილობდა მის ნაკვალევს გაყოლოდა.ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს დიდიხნის ოცნება აიხდინა და ახლა ზუსტად იმ ადამიანთან ერთად იყო ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარება უნდოდა და არა მარტო მთელი ცხოვრების, სურდა სიკვდილის მერეც კვლას მას შეყროდა.ან კვლავ დაბადების შემდეგ ისევ ის ყოფილიყო მისი ბედისწერა. სახლამდე ცოტაღა იყო დარჩენილი.ჩანი დროს წელავდა არ უნდოდა მისი გაშვება.რაც უფრო უახლოვდებოდნენ სახლს მით უფრო მეტად და კომფორტულად ცდილობდა ჩაეჭიდა ხელი.მთელი დღე მზიანი ამინდის მიუხედავად საღამოს მოულოდნელად წამში დასცხო წვიმამ,თითქოს მის ბედად.ორივე სიცილით გაემართა გოგონას სახლისკენ. -შევიდეთ -გაუღიმა გაწუნწულმა გოგონას. -შენც შემოხვალ?-უცებ წამოცდა ეს სიტყვები. "ჯანდაბა რა კითხვაა ახლა ეს"თავის თავს უბრაზდებოდა გოგონა. -კარგი თუ ამ წვიმაში გარეთ დამტოვებ -ბიჭმა ტუჩები გაბუსხა-თან სულ დავსველდი-საწყლად დაიხედა ტანსაცმელზე. მისი სახის გამომეტყველებაზე ხატიას სიცილი აუტყდა. -მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ვარ შემოგიშვებ-სიცილით თქვა თან კარები შეაღო.ერთი შეხედვით მოათვალიერა ოთახი.ყველაფერი სუფთა და მილაგებული იყო წიგნების და კონსპექტების გარდა,რომელიც მაგიდასა და დივანზე იყო მიმოპნეული.გოგონამ ცალი თვალით აათვალიერა ჩანი. -რა იყო?-გაღიმებული შეყურებდა. -ვფიქრობ შენი ზომა რა მენქება,რომ ეგ სველი ტანსაცმელი გამოიცვალო-გოგონამ თითი ტუჩზე მიიდო და ჩაფიქრდა.ეშმაკურად მომღიმარი უყურებდა ბიჭი მის ჩაფიქრებულ სახეს.-ააჰ.მაქვს რაღაც -თითები გაატკაცუნა და ოთახისკენ გაიქცა. -ძალიან მშია.გაქვს რამე?-გასძახა ოთახში მოფუსფუსე ხატიას. -ტანსაცმელს მოგიტან და რამენს გავაკეთებ-გამოსძახა მანაც ოთახიდან. -აიი ისინიც-გახედა თავის ნაცრისფერს სპორტულებს,რომელიც ცოტათი დიდი ქონდა.ხელზე გადაიკიდა ორივე.მისაღებში დაბრუნებას აპირებდა, რომ კარების დაკეტვის ხმა მოესმა.ფეხს უფრო აუჩქარა და ოთახში სწრაფად გავიდა.ჩანი იქ აღარ დახვდა.სავარძელზე სპორტულები გადაკიდა ორაზროვნად გახედა კარებს. -სად წავიდა?-ცარიელ ოთახს თვალი მოავლო და სიცარიელის განცდა გაუჩნდა.უღიმღამოდ აალაგა წიგნები და ლამაზად მიდგა მაგიდის ქვეშ.-ჯანდაბა აღარ მშია-ჩაენარცხა სავარძელში და თავი უკან გადასწია.უცებ ისევ წამოიწიაა ტელეფონი მოიძია და რადიო ჩართო.ცდილობდა მარტოობა რაღაცის ხმით შეეცვალა.ჩართო და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.თვალები დახუჭა და თითქოს სხვაგან გადაინაცვლა." ნუთუ ეს სულაც არ მომხდარა და იმდენად მიზიდავს ეს ადამიანი,რომ უკვე ცოცხალ მოჩვენებად ვხედავ და შევიგრძნობ კიდეც. ესღა გაკლდა მოლანდებები"-თვალებ დახუჭული ფიქრობდა მასზე.მისი თითოეული ნაკვთი თვალ წინ დაუდგა. ღიმილისას გაბრწყინებული თვალები.მასაც ჩაეღიმა. - იმედი მაქვს ჩემზე ფიქრობდი და ამიტომ გეღიმება-კარებში საჭმლით სავსე პაკეტებით დატვირთული შემოვიდა კიდევ უფრო სველი ვიდრე აქამდე. -ასე,ხომ გაცივდები- ფეხზე წამოდგა და აბაზანიდან პირსახოცი გამოუტანა.მანამდე ჩანმა პარკები მაგიდაზე დადო.ხატიამ თავზე მოაფარა პირსახოცი და შემშალება დაუწყო.მის თითოეულ მზრუნველ მოძრაობას გულმოდგინედ შესცქეროდა.უცებ პირსახოცს ხელი მოკიდა და თავიდან ჩამოიშორა. კვლავ დაატყო კვალი გოგონას ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს და მომღიმარი სახით შეხედა,თან ხელით ლოყაზე ეფერებოდა. -გამოიცვალე თორემ გაცივდები-წაილუღლუღა გოგონამ და ხელით სპორტულებზე მიუთითა. -ახლავე მოვალ.მანამდე რაც მოვიტანე გაამზადე.დღეს სპეციალურად ჩვენთვის მოვამზადებ და შენ დამეხმარები-ცხვირზე ხელი აკრა და გამოსაცვლელად ოთახში შეიმალა. -ააჰ-ამოისუნთქა ხატიამ.-ასე უნდა ფრთხოდე ყოველი მისი კოცნისას?-გულზე ხელს იდებდა.-ნუ მიეჩვევი ის წავა და შენი გრძნობები მხოლოდ შენ დაგრჩება -ბრძანებას აძლევდა მისი ტვინი გულს თუმცა გული ურჩობდა.ღმად ამოისუნთქა დავალებული საქმის გასაკეთებლად სამზარელოს მიაშურა. ყველაფერი გაამზადა,მხოლოდ მზარეულის მოსვლას საჭიროებდა.და აი ისიც სამზარეულოში შეაბიჯა ხატიას სპორტულებით გოგონას მის დანახვაზე სიცილი აუტყდა. -გიხდება ცოტა პატარა,რომ არ გქონდეს-იცინოდა თან ხელს მუცელზე იკიდებდა. -მე ყველაფერი მიხდება-წარბები აათამაშა ბიჭმა და გოგონას მიუახლოვდა. -დროა საჭმელი მოვამზადოთ თორემ ძალიან მშია.-მითითებები მისცა თუ რა და როგორ უნდა დაეჭრა.ჩანი ბრძანებებს გასცემდა და ამოწმებდა,როგორ ასრულებდა მის მიერ დავალებულს.ამასობაში თვითონ ბრინჯი გარეცხა და მოსახარშად შემოდგა ქურაზე.ერთმანეთს მომღიმარი შეყურებდნენ. სამზარეულო ცოტახანში ბრძოლის ველს დაამსგავსეს. -*** მხიარულად მისხდომოდნენ მაგიდას და ნახელავით ტკბებოდნენ. -ორივეს გაკეთებული რომ არის ამიტომაა ასე გემრიელი.-მომღიმარი უყურებდა ხატიას. -მართლაც ყველაფერი გემრიელი იყო-უცებ ყურთასმენა ტელეფონში რადიოს მიუგდო,რომელიც აქამდე ჩუმად თავისთვის უკრავდა.-აი ის რომ მკითხე რას უსმენდიო გახსოვს? -გოგონამ გაბრწყინებული თვალებით გახედა ჩანს,რომელსაც სახეზე ღიმილი გადაკვროდა. -კიდევ არ იცი ვინ მღერის?-გვერდულად ჩაიღიმა. -ვერასდროს ვასწრებ გამოცხადებისას ასე,რომ არ ვიცი. -უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები. -გინდა გაიგო? -წარბი აათამაშა. -აჰამ-გაბრწყინებული თვალებით შეხედა გოგონამ.-ისე მისი ხმა შენსას გავს. -ჩემი ხმა უნიკალურია -ჩაიღიმა ისევ და თავისივე ნამღერს აყვა. (შეგიძლიათ მოუსმინოთ <3) 'Cause all of me Loves all of you Love your curves and all your edges All your perfect imperfections Give your all to me I'll give my all to you You're my end and my beginning Even when I lose I'm winning 'Cause I give you all of me And you give me all of you, oh oh. სიმღერას მორჩა კმაყოფილი ღიმილიანი სახით შეყურებდა გაოცებულ გოგონას. -აქამდე რატომ არ მითხარი? -კითხა უცებ გოგონამ. -თქმის საშუალება ახლა მომეცა -მხრები აიჩეჩა სახე კიდევ უფრო მისწია.-თან საყვარელი იყავი მასზე(ჩემზე) ლაპარაკისას მე კიდე მსიამოვნებდა შენი საყვარელი სახის ყურება.-ხელი მის კისერზე შეათამაშა და ლოყაზე გადაინაცვლა. -და რამდენხანს? რამდენხანს გენდომება ამ სახის ყურება? ვიცი ეს მარადიული არ იქნება და გამიშვებ,როგორც აქამდე გაგიშვია ალბათ სხვებიც.-თვალებში სევდა ჩამდგარი შეყურებდა ჩანს,რომელსაც მისი სიტყვები გულზე საშინლად ხდებოდა. ორივე ხელი მხრებზე მოკიდა ახლოს მიაჩოჩა მისკენ და გულზე მიიხუტა. -და ვინ თქვა, რომ შენს გაშვებას ვაპირებ? -თავზე აკოცა, სურნელი შეისუნთქა.კიდევ უფრო მიიხუტა გოგონა და ხელით კი მის თმას ეფერებოდა. -**** საწოლზე ღმა ძილს მისცემოდა ორი სხეული.ოთახში მბჟუტავი სინათლე იღვრებოდა.ჩანს ხატიას თავს ქვეშ ხელი ამოედო,გოგონას კი მის გულზე დაედო თავი და ასე ორივეს ჩასძინებოდა. ძილში ისევ ტირილი აუტყდა,რამაც გამოაღვიძა კიდეც.ჩანს ეს არ გამოპარვია და მანაც დააჭყიტა თვალები. -ისევ ცუდი სიზმარი?-შეხედა თვალებში თან ხელით მის ცრემლიან ლოყას მოეფერა.მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-ნუ გეშინია. მე აქ ვარ-გაუღიმა და ისევ მიიხუტა გოგონა.ისიც მის სხეულს მიეკრა,როგორც პატარა ბავშვი დედის სხეულს,რომლის გარეშეც არ შეუძლია."მე შენ გიცნობდი"ხატიამ გონებაში ამოტივტივებული მოგონებიდან მცირედი გაიხსენა,თუმცა ამაზე ხმა არ ამოუღია.უბრალოდ ცდილობდა ბოლომდე მისი სხეულის სითბოთი დამტკბარიყო. **** თავის ტკივილმა გააღვიძა გოგონა.საწოლის იმ მხარეს სადაც წესით ჩანს უნდა სძინებოდა ხელი მოუსვა და მის პოვნას ცდილობდა. -ჩან?-ჩუმად გასძახა ოთახიდან.საწოლიდან წამოდგა და მისაღებში გავიდა. თვალი მოავლო იქაურობას. -წავიდა?-წამოცდა მის შეცბუნებულ ბაგეებს. -უკვე დავბრუნდი-გაღიმებული სახით შემოაღო კარები. -ააჰ!გეყოფა უთქმელად გაქრობა-მის დანახვაზე მშვიდად ამოისუნთქა და საყვედურზე გადავიდა. -მეგონა მოვასწრებდი დაბრუნებას-უღიმოდა გოგონას თან ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.წელზე თავისუფალი ხელი მოხვია და ახლოს მიზიდა.-ჩემს გარეშე ერთი წუთი ვერ ძლებ-თვალებში შეყურებდა.გოგონას ჩაეღიმა მის სიტყვებზე. -სად იყავი?-ჩანს დიდ მბრწყინავ თვალებში შეყურებდა. -ნუ ჩემთვის რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ვიყიდე.-პარკი გააშრიალა ბიჭმა. -ჩვენ ერთად ხომ არ ვცხოვრობთ? -ვიცი მაგრამ შეიძლება ისევ დამასველოს წვიმამ და აქ დარჩენა მომიწიოს-წარბები აათამაშა ბიჭმა.-არა შენებიც ძალიან მიხდება,მაგრამ საკუთარი მირჩევნია-მის სიტყვებზე სიცილი აუტყდა ხატიას.-მიყვარს,როცა ასე იცინი მთელი გულით -პარკი ძირს დააგდო,ორივე ხელი მის სახეზე გადაიტანა.ცერა თითი მის ტუჩებს გადაუსვა და გაუმაძღრად დაწვდა ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს. -უკვე დროა წავიდე-მის ტუჩებს მოწყდა ცოტახნით. -აჰამ.-თავი დაუქნია გოგონამაც.არც მას უნდოდა ჩანის მარწუხებიდან განთავისუფლება,მაგრამ დრო იყო საქმეს დაბრუნება. -საღამოს გნახავ. მე და ჩემი ოთახი შენ გაბარია,ხომ გახსოვს-თვალი ჩაუკრა,შემდეგ დაგდებულ პარკს დაწვდა და ხატიას გაუწოდა.-ამათ შენ მიუჩინე ადგილი. -ხელი თმაზე გადაუსვა შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა და სახლი დატოვა. ****-**** მთელი დღე აჟიტირებული ბედნიერის მწვერვალზე იყო.არ სჯეროდა,ოცნება,რომელმაც აქამდე ჩამოიყვინა ხდებოდა. ახსედებოდა დავიწყებული ნელ-ნელა.თავის ტკივილის სიგიჟემდე მიყავდა,თუმცა ახალი შემოტევა ახალი მოგონების გაღვიძება იყო. ყველაფერი ახსენდება მასზე,მის ოცნებაზე,სიყვარულზე,რომელიც ასე სულდგმულობდა მის გულში. დღეს განსაკუთრებით გამოეწყო.არასდროს უთმობდა ჩაცმას დიდ ყურადღებას თუმცა დღეს ლამის ყველაფერი გაისინჯა რაც კი კარადაში იყო. ბოლოს გაბრაზებულმა ის ჩაიცვა რაშიც თავი უფრო კომფორტულად იგრძნო. -ყველანაირი გაპრანჭვის გარეშე მოვწონვარ ასე,რომ არაა საჭირო-სარკეში თავი დაარწმუნა ამაში და სამსახურისკენ გაეშურა. -*** ჩანიოლი გაბრაზებული ოთახში დადიოდა.თვალებიდან ცოტაც და ნაპერწკლებს გადმოყრიდა. -ამით რისი თქმა გინდა?-შეუბღვირა მის წინ მენეჯერს. -იმის რაც გითხარი -ისევ მშვიდ ტონს ინარჩუნებდა მენეჯერი. -ამას არ გავაკეთებ -წამოიძახა ხმამაღლა. -გააკეთებ.შენთვის,შენი ჯგუფისთვის და იმ გოგოსთვის.თან ტური გაქვთ.ასე თუ ისე დაშორება მაინც მოგიწევთ.-წყნარ ტონს არ იშორებდა. -არაა აუცილებელი მას დავშორდე.არ მინდა ამის გაკეთება. -ცდილობდა ისევ შეწინააღმდეგებოდა. -ახლა ყველაზე ნაკლებად სკანდალი გვჭირდება.იცი მაინც რა მოხდება თუ ფანებმა გაიგეს შენი იმ გოგოსთან ყოფნის ამბავი? გიღირს ყველაფრის ფასად?-შეყვირა მოთმინება დალეულმა მენეჯერმა. -კი მიღირს-ჩანმაც შეყვირა დაუფიქრებლად. კარებთან მათ საუბარს ყურს შემთხვევით შემოსწრებული ხატია უსმენდა.ცრემლები თავისით დაეშვა მის ლოყებზე.უხმოდ გამობრუნდა ოთახიდან.გასვლისას ჩანმა მისი ზურგი შენიშნა და გაკიდება სცადა. -უბრალოდ შეეშვი-ხელი დაუჭირა მენეჯერმა. -თვითონ შემეშვი-გამოსცრა კბილებიდან ხელი გამოსტაცა და გოგონას გაეკიდა.ჰოლში დაეწია მიმავალს. -ხატია-უკნიდა ეძახდა თუმცა გოგონა არ ჩერდებოდა.-ხატია-მოაყვირა კიდევ ერთხელ.-გოგონა შედგა.ხელებით ცრემლები მოიწმინდა,სახის დაწყნარებას შეეცადა და მისკენ შებრუნდა. -არაფერია. ყველაფერი მესმის მართლა -სცადა გაეღიმა,მაგრამ ნაკლებად გამოუვიდა. -არ ვაპირებ ამის გაკეთებას-ორივე ხელში მოიქცია მისი სახე და თვალებში ჩახედა. -გააკეთებ-მკაცრად თქვა გოგონამ.მისი ხელები სახიდან ჩამოიხსნა და ნაბიჯი უკან გადადგა.-ჩვენს შორის აქ წყდება გზა. -არ... -სამუშაო მაქვს.შენს ოთახს სხვას გადავაბარებ.თუ უარს იტყვი ან გამომყვები საერთოდ დავტოვებ სამსახურს-სიტყვები ძალიან სწრაფად თქვა ისე არც აცალა ჩანიოლს სიტყვის თქმა ზურგი აქცია და დატოვა იქაურობა.ჩანი გაქვავებული იდგა ერთ ადგილას.თან უნდოდა ფეხის გადადგმა თან არ უშვებდა სხეული.მაინც შეეცადა და ცოტახანი გაშეშებული ყოფნის შედეგ მის მოსაძებნად წავიდა. -ასე ადვილად არ ვნებდები.-ჩაილაპარაკა და კიბეებს დაუყვა.პირველ რიგში მენეჯერების ოთახში შეიხედა.გოგონა იქ არ დახვდა.მის ნომერზე რეკვა დაიწყო თუმცა არც იქ პასუხობდა. -*** სახლში მივიდა მასთან, თან ტელეფონზე რეკვას განარძობდა. -სად ხარ ხატია?-ნერვიულად თმებზე ხელი გადაისვა.-ჯანდაბა მიპასუხე -ისევ სცადა დარეკვა მაგრამ უშედეგოდ.უიმედოდ ისევ უკან გაბრუნდა.მთელი ღამე ქუჩაში დადიოდა და შესაძლო ვარიანებს განიხილავდა სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ნახვა,მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ იპოვა და ისე სასტუმროში დაბრუნდა იმ იმედით,რომ შესაძლოა ისევ იქ ყოფილიყო სადმე. -*** მთელი ღამის განმავლობაში ძილი არ მიკარებია ჩანს.ტელეფონზე უშედეგო რეკვები შეწყვიტა. -თუ ასე გსურს იყოს ასე-ამ სიტყვებს ამბობდა,თუმცა გული რაღაც საშინელს უგრძნობდა.სავარძელში თავი გადაეგდო.ფანჯრიდან უყურებდა როგორ იცვლებოდა სიბნელის კვალი სინათლით. -წავედით -ოთახში მბრძანებლური სახით შემოაღო კარი მენეჯერმა. ჩანიც უღიმღამოდ წამოდგა ჯიბეში ტელეფონი ჩაიცურა ქურთუკს ხელი დაავლო და უკან გაყვა. სასტუმროს შესასვლელში ჩანმა ნერვიულად მოსიარულე გოგო შენიშნა მისი ოთახის ყოფილი მენეჯერი.ნერვიულად ცდილობდა ვიღაცას დაკავშირებოდა. -ონნი აიღე რა ტელეფონი -ჩანმა რატომღაც მასზე გაამახვილა ყურადღება. -ხატია-წამოიყვირა უცებ შვებით გოგონამ. სახელის გაგებისას ჩანს მთელი სხეული სიხარულმა მოიცვა."ე.ი კარგადა."გაიფიქრა თუმცა მალევე გაქრა ეს ფიქრი. -უკაცრავად ტელეფონის პატრონი სადაა?-სიხარული გოგონას ხმაში შიშმა შეცვალა.ჩანიც გაიყინა ადგილზე.ელოდა როდის იტყოდა რამეს თვალებში ცრემლებ მომდგარი გოგონა.-ონნი -თქვა ცრემლიანმა ტელეფონი გათიშა და გასასვლელისკენ გაიქცა სადაც ჩანი გაყინული იდგა. ჩავლისას ხელით დაიჭირა გოგონა. -სადაა?-მოთმინება დაკარგულმა კითხა. დაბნეული უყურებდა იონგი.-ხატია საადამეთქი?-იყვირა უცებ.მისი ხმა დერეფანში ექოსავით გაისმა.მენეჯერი მივარდა მას და ხელზე ხელი მოუჭირა. -ჩანიოლ დაწყნარდი და გოგოს ხელი გაუშვი-მაჯაზე უჭერდა ხელს ჩანს,რომელიც გოგოს მხრებს ჩაჭიდებოდა.მისთვის ყურადღება არც მიუქცევია პასუხის მოლოდინში სული ელეოდა.თვალებში უყურებდა ამ პატარა გოგოს და იმედს ეძებდა. -საავადმყოფოშია-ჩაილაპარაკა უცბად გოგონამ. -მე წაგიყვან -ხელები მოაშორა გოგონას და გასასვლელისკენ გაემართა. მენეჯერი დაეწია და მხარზე ხელი ჩაავლო. -ახლა ვერ წახვალ-ჩუმად უთხარი ბიჭს. -ჰიონგ -გაცეცეხლებული თვალები მიაპყრო მენეჯერს. ისიც მიხვდა,რომ ახლა ვერავინ შეაკავებდა მას და ხელი შეუშვა. -*** საავადმყოფოს რეგისტრაციაში მივარდა გოგონა და პალატის ნომერი იკითხა. მათაც მაშინვე უთხრეს. ორივე პალატისკენ გაიქცა.ხატია პალატაში იწვა თავი შეხვეული ქონდა და მშვიდად ეძინა.ექიმიც ოთახში იყო და მის მონაცემებს ამოწმებდა.ჩანიოლს მის ამ მდგომარეობაში დანახვისას მთელ სხეულში დენმა დაუარა.მძიმედ გადადგა მისკენ ნაბიჯები.საწოლზე მწოლიარე სხეულს მიუახლოვდა.ხელზე ხელის მოკიდება უნდოდა.კანკალით დაადო ხელი მის ხელს. -ეს როგორ მოხდა?-ძლივს წარმოთქვა სიტყვები. ყელში ბურთივით გასჩხერვოდა.ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლებმა დენა დაიწყო. -გუშინ სასწრაფო მანქანით შემოიყვანეს პაციენტი სხეულზე დაზიანებებით და თავის ტრავმით. ავტო საგზაო შემთხვევა იყო. -ხომ კარგად იქნება?-კითხა ტირილით გოგონამ. -სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა ახლა მის გაღვიძებას უნდა დაველოდოთ-ექიმმა ოთახი დატოვა.გოგონა მეორე მხრიდან დაუდგა საწოლს და თავისუფალი ხელი აიღო.ჩანიოლი ფეხზე წამოდგა და ექიმს გაეკიდა მეტი უნდოდა სცოდნოდა.მწოლიარე გოგონა საწოლზე შეირხა. -ონნი იონგი ვარ-თვალებზე ცრემლები შეიმშრალა.-ონნი როგორ ხარ?კარგად ხარ? ჩანიოლ ოპპაც აქაა.ექიმთან გავიდა -მიაყარა მისი გაღვიძებით გახარებულმა გოგონამ.ხატიამ თვალები გაახილა. -იონგა ოთახში ბნელა-წარმოთქვა უცებ ხატიამ. -არა ონნი სინათლეა.მთელი ოთახი განათებულია.-ამ კითხვამ გააოცა გოგონა.ხატიამ თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა.არაფერი შეცვლილა.თვალებში ცრემლები მოადგა და ისევ დახუჭა.ამ დროს ჩანიოლიც შემოვიდა ოთახში. -ონნიმ გაიღვიძა.-გახარებულმა მიახარა მასაც და ფეხზე წამოხტა.ექიმს დავუძახებ.გოგონა კარისკენ წავიდა ჩანი კი ხატიასკენ. ხელზე ხელი შეახო მან კი უხეშად გასწია. -აქ არ უნდა იყო-თვალ გაუხელლად წარმოთქვა. -იქ ვარ სადაც უნდა ვიყო და სად ყოფნაც მინდა-მიიღო პასუხი გოგონამ თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა.-თვალები გაახილე და შემომხედე გთხოვ-ჯიუტად იჭერდა მის ხელს,რომლის ამოცლასაც გოგონა ცდილობდა. -მე არ მინდა აქ იყო.არც დანახვა მინდა.უბრალოდ წადი.მინდა ჩემზე აღარ იფიქრო. -ხატია არ წავალ-ჯიუტობდა ბიჭი. -არ მიყვარხარ. ახლაც არ წახვალ? უბრალოდ მსიამოვნებდა აიდოლის ყურადღება.ვიცოდი,რომ ასე მოხდებოდა და დიდიხანს არ ვიქნებოდი შენთან შენც ერთობოდი ჩემთან ისევე როგორც მე.შენს საქმეს დაუბრინდი.წადი მეთქი-წამოიყვირა გოგონამ და ხელიდან ხელი ისევ გამოსტაცა.-წახვალ თუ მე წავიდე საერთოდ ქვეყნიდან? -კითხვა დაუსვა ბიჭს,რომელიც მას დაყურებდა და ვერ ხვდებოდა ასე როგორ შეიცვალა.ჩანიოლი მის ნებას დაყვა ოთახიდან და საავადმყოფოდან გაუჩინარდა. -*** სახლში გოგონა ხელი ცეცებით დაბორიალობდა.სამზარეულოდან იონგი გამოვარდა. -ონნი რას აკეთებ მითხარი და თუ რამე გინდა მე მოგიტან.-მზრუნველად მოკიდა ხელები. -იონგა ავადმყოფივით ნუ მექცევი.მივეჩვიე უკვე სიბნელეს.ნუ გეშინია არ დავეცემი-სახეზე ღიმილი გამოესახა ხატიას და მაგიდაზე დადგმული ჭიქა მოძებნა წყალი მასში ჩაასხა და დალია.-ხედავ? მე ეს შემიძლია -გაიცინა მისი მიმართულებით. -დღეს ერთი თვე გავიდა იმ დღიდან.ექიმთან გვიწევს მისვლა.-იონგი თავისთვის ლაპარაკობდა მის ცქმუტვაზე კი ხატიას სახეზე ღიმილი ეგვრებოდა. -მიხარია, რომ ჩემთან გადმოხვედი. -გოგონას ხელი მოიძია მასთან ახლოს და მოეფერა. -მეც ონნი.მიხარია შენთან, რომ ვარ და გეხმარები.ახლა კი გაემზადე და წავიდეთ.-ხატია ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა. -იონგა კარზე ზარია არ გესმის?-გამოსძახა ოთახიდან ცოტახანში -უკვე ვაღებ-გასაღებად გაემართა და გაშეშდა. -იონგა ვინაა?-ოთახიდან ხელების ცეცებით კედელს გამოყვა ნელი ნაბიჯებით და კარებისკენ გაიხედა.-ვინ არის?-კარებში მდგომი სხეული უყურებდა მას.-იონგა!-დაიძახა კიდევ ერთხელ. -ეს...ის... -დაიბნა გოგონა. -თქვენი მეზობელი ვარ-გაისმა უცებ მისი ხმა.-ახლახანს გადმოვედი და მინდოდა გამეცნო თუ ვინ ცხოვრებდა ჩემს წინ. -ეს ხმა...ის ვერ იქნება.მე მას თავი შევაძულე-წაიჩურჩულა ხატიამ.-რა გქვიათ?-უცებ იკითხა გოგონამ. -პარკ იუჯინი -დაუფიქრებლად წარმოთქვა ბიჭმა. -მე ხატია.სასიამოვნოა როგორც უკვე მიხვდით ვერ ვხედავ-გაუღიმა და თან ხელი გაუწოდა კარებთან მისულმა.-ეს კი იონგია.ერთად ვცხოვრობთ -მხიარულად მიადო გვერდით მდგომს ხელი.ბიჭმაც ჩამოართვა ხელი და მის მომღიმარ სახეს გულმოდგინედ ათვალიერებდა ტურის დასრულებისთანავე დაბრუნდნენ კორეაში. ჩანიოლი რატომღაც ისევ იმ სასტუმროში გაჩერდა. ირგვლივ ყველაფერი მას ახსენებდა. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც მისი ცხოვრებიდან გააგდო.რატომ ვერ ივიწყებდა? ნუთუ მან შეძლო დაევიწყებინა ის დღეები,რომლებიც გაატარეს ერთად?სასტუმროდან ჩაფიქრებული გამოვიდა. ხატიას სახლთან ისე მოვიდა ვერ გაიაზრა. -ავიდე?-თავის თავს ნებართვას თხოვდა.-რომ აღარ იყოს აქ? თუ არ ავალ ვერ გავიგებ.მხოლოდ ერთხელ დავინახავ და წამოვალ.-კიბეებს აუყვა და მის კარებთან შეჩერდა.დაკაკუნებას აჭიანურებდა. ბოლოს მოიკრიბა ძალა და დააკაკუნა.კარებში იონგი შერჩა ხელში.უცებ თვალები საძინებლიდან გამოსული გოგონასკენ გააპარა,რომელიც ცალი ხელით მოუყვებოდა კედელს."და შენ გეგონა უმიზეზოდ გიშვებდა?" -ფიქრებშიი საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე. ბრაზობდა,რომ წავიდა. ბრაზობდა, რომ თავის გაწირვის საშუალება მისცა. ახლა ყველაფერი ნათელი ხდებოდა. -ვინ არის? -იკითხა ხატიამ. იონგი დაიბნა.არ იცოდა რა ეთქვა ან როგორ ეთქვა მისთვის. -ეს...ის.. -თქვენი ახალი მეზობელი ვარ- დაასწრო თქმა გოგონას და ხელით ანიშნა ჩუმად ყოფილიყო. გოგონას მისი ხმა ეცნო თუმცა სახელის გაგებისას ცოტა ჩაწყნარდა მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება ქონდა,რომ მის გვერდით პარკ იუჯინი კი არა ჩანიოლი იყო.მაგრამ გამორიცხა ეს ვერსია მისი ტურში ყოფნის გამო. -სასიამოვნოა მე ხატია-ხელი გაუწოდა გოგონამაც.-როგორც უკვე შენიშნეთ ვერ ვხედავ-ჩაიცინა გოგონამ. ამას ისე ამბობდა თითქოს არაფერი ყოფილიყოს.ბიჭმა ნელა ჩამოართვა ხელი.ამდენი ხნის ნანატი აუხდა.როგორ უნდოდა ახლა მოხვეოდა,მაგრამ ისიც იცოდა თუ ამას იზავდა ისევ გააგდებდა.ამიტომ არჩია მოეტყუებინა და მასთან ყოფილიყო. -ჩაიზე ან ყავაზე დაგპატიჟებდით მაგრამ გვეჩქარება-საკიდიდან ჩანთა ჩამოხსნა და კარებში გასვლა სცადა.გასასვლელს ფეხი წამოკრა.ისევ მისმა ხელებმა დაიჭირეს როგორც მაშინ. გოგონას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. ეცადა არ შეემჩნია და წელში ასწორდა. -კარგად ხარ? -შეეკითხა შეშფოთებული. -კი მადლობა.ყოველთვის ვეცემი-გაუღიმა გოგონამ."თუ შენს გვერდით ყოფნის უფლებას მომცემ მე ვიქნები შენი საყრდენი" გაიფიქრა ჩანმა.იონგი მათ გვერდიდან უყურებდა და თვალებში ცრემლები აწვებოდა. -მე გაგიყვანთ.მაინც გასვლას ვაპირებდი-ყველანაირად ცდილობდა აღარ მოსცილებოდა. -არაა საჭირო -თავი შორს დაიჭირა გოგონამ. -ონნი ჯობია წაგვიყვანოს ტაქსი იგვიანებს და დრო არ გვაქვს-იონგი მის დახმარებას ცდილობდა. რისთვისაც ჩანი მადლობელი იყო. -კარგი წავიდეთ -ბოლოს დათანხმდა ხატია.ბიჭმა კარები გამოუღო და უკან დასვა გვერდით იონგიც მიუჯდა ჩანმა მანქანას მძღოლის მხარეს მოუარა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.ცალი თვალი გზისკენ ეჭირა ცალი კი მისკენ ქონდა. -*** საავადმყოფოს შესასვლელთან მისრიალდა ჩანის მანქანა. გოგოები მანქანიდან გადავიდნენ. -მადლობა -მიაძახა ხატიამ . -თქვენ სამსახურში მიგულეთ.როდის გამოხვალთ საქმეზე გავალ და მოვბრუნდები უკან წაგიყვანთ. -არაა საჭირო.. -ნახევარი საათი დასჭირდება-გაეკრიჭა იონგი ჩანს.მანაც გაუღიმა და ხელით ანიშნა, რომ აქ დაელოდებოდა მათ.გოგონამაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და შესასვლელში გაუჩინარდნენ. ჩანმა ტელეფონი მოიმარჯვა და მართლაც იქირავა ბინა მათ გვერდით. არ აპირებდა ისევ გაეშვა სულ, რომ ტყუილებით აეწყო ურთიერთობა. -*** სახლში დაბრუნებისას ხმა არ ამოუღიათ არავის მიუხედავად იმისა,რომ ძალიან აინტერესებდა რა უთხრეს. ეცადა მოეთმინა ცოტა და შემდეგ იონგისთვის ეკითხა. ზედმეტი ცნობისმოყვარეობა არ გამოეჩინა. ორივეს აივანი ერთმანეთის გვერდით იყო.საღამოობით გოგონა ყოველთვის გადიოდა სავარძელში ჯდებოდა და ცას უყურებდა.ყოველშემთხვევაში ცდილობდა წარმოედგინა როგორი იყო ან საერთოდ თუ იყო ვარსკვლავები. -ცაზე ბევრი ვარსკვლავია -მოესმა მეზობლის აივნიდან ხმა.გოგონა ჯერ შეხტა შემდეგ კი ჩაიღიმა. -მართლა? ძალიან კარგია ალბათ ძალიან ლამაზია-ღიმილი არ შორდებოდა სახეზე.-თუმცა ჩემი ვარსკვლავი მანდ არაა-მორცხად დახარა თავი. -მაშინ სადაა?-მოუთმენლად ელოდა პასუხს.რამე ხელმოსაჭიდს,რომ ისევ ჩასახვოდა მასთან ყოფნის იმედი. -ჩემგან ძალან შორს გავუშვი-ამას სიამაყით ამბობდა გოგონა. -შეცდომა დაუშვი გაშვებით-ვეღარ ითმენდა ისე უნდოდა მისულიყო და ეთქვა, რომ მის გვერდით იყო. -არ დამიშვია-მოკლედ მოუჭრა გოგონამ. -არ ვიმსახურებ მას ამიტომაც გავუშვი. -ის არ გიმსახურებს შენ-მის სიტყვებზე ფეხზე წამოდგა გოგონა. -მასზე მეორედ ასე აღარ ილაპარაკო სახეზე სიბრაზე გამოეხატა. შესვლას აპირებდა, როცა მისი ხმა მოესმა. -ხომ გაიკეთებ ოპერაციას? -ოხ ჭორიკანა იონგ-ამოიოხრა გოგონამ.-არ ვიცი.შესაძლებელია გავიკეთო თუმცა უკვე სიბნელე კი არა სინათლე მაშინებს-წუთის წინ ბრაზიანი სახე ღიმილით შეეცვალა ისევ და სახლში შევიდა. -*** იმაზე ჩვეულებრივზე ახლოს მოუშვა ახალი მეზობელი ვიდრე ვინმე სხვა.თვითონაც უკვირდა. დღე არ გავიდოდა ბიჭი არ შეხმიანებოდა და მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.ხატია მასში ჩანს ხედავდა ხმაც ასე მიუგავდა.ხან მისგან გაქცევა უნდოდა, ხან კიდევ ახლოს ყოფნა.მისი ხმის მოსმენით იმ ხმის მონატრებას იკლავდა ასე,რომ უყვარდა. ჩანიოლის და იონგის დაჟინებული ჩიჩინით გადაწყვიტა დათანხმებოდა ოპერაციას.ჩანი თითქმის ყოველ საღამოს მასთან ატარებდა.ყოველი მათთან ყოფნისას დიდ მოთმინებას იჩენდა არ მოხვეოდა,არ ეკოცნა.დღითი დღე კიდევ უფრო რწმუნედებოდა,რომ ძალიან უყვარდა და უნდოდა მასაც ყვარებოდა.ეს იყო ის რაც მას სჭირდებოდა. ორივე აივანზე იჯდა სავარძელში და ჩაის მიირთმევდნენ. -შეიძლება მე ვიყო?-კითხა უცებ ბიჭმა. -რა?-გაოცებული გახედა ბიჭის მხარეს. -ადამიანი ვისაც შენ ელოდები,ვისი ფანიც ხარ,ვინც ასე ძაან გიყვარს არ შეიძლება მის ადგილას მე ვიყო?-თვალებში შეყურებდა გოგონას. -ამას მართლა მეკითხები?-აუღელვებლად მოსვა ფინჯნიდან ჩაი. -აჰამ.თუ გინდა ახლავე ნუ მეტყვი დაფიქრდი და ისე მიპასუხე. -საფიქრალი არაფერია -ჩაუღიმა ხატიამ.-ახლა არაა..ჩემს გულში არ არის ადგილი სხვისთვის. -იმ ადამიანის გამო?-კითხა ღიმილით ჩანმა. -იმ ადამანის გამო-გაიმეორა გოგონამაც და ისევ მოსვა უკვეშემთბარი ჩაი. ჩანი ფეხზე წამოდგა ხელიდან ფინჯანი გამოართვა. შუბლზე ნაზად აკოცა.მის საქციელზე გოგონა შეცბა. -დაისვენე ხვალ მე წაგიყვანთ საავადმყოფოში ოპერაციაზე.მინდა თვალებს,რომ გაახელ პირველი მე დამინახო. -ისევ ჩაიღიმა და ოთახში შებრუნდა. -ეგრე დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევ დავინახავ-გოგონამ ისევ ცას ახედა.ღმად ამოისუნთქა და ისიც სახლში შეიკარგა. *** ორივე ოთახში დაბრუნდა.ჩანიოლმა ფინჯნებს სამზარეულოში თავისი ადგილი მიუჩინა.იქიდან გამოსული აივნიდან შემოსულ გოგონას წააწყდა. -კარგი მე გავალ და დაისვენე-ჩანიოლს დარჩენა უნდოდა,მაგრამ თავის მობეზრებაც არ უნდოდა.კარებისკენ გაიწია. -იუჯინში-გაისმა უცებ ხატიას ხმა.ჩანიოლიც უცებ შემოტრიალდა.-შეგიძლია დარჩე?-გოგონა სივრცეში იყურებოდა და ცდილობდა ტრაექტორია განესაზღვა.-ვერაფრით დავიძინებ ახლა და მარტო ყოფნაც არ მინდა.იონგი ხომ იცი დღეს ღამით მუშაობს.-გოგონამ თავი მოიქექა და პასუხს ელოდა მოუთმენლად.მის სიტყვებზე სახე გაუნათდა. -კიდევ ერთი ჭიქა ჩაი ხომ არ დავლიოთ?-ჩაიღიმა და სამზარეულოში წყლის ასადუღებლად გავიდა.გოგონა სავარძელში მომღიმარი სახით ჩაეშვა და ელოდა,როდის შემოვიდოდა ჩანი.მის წინ მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა.ჩანიოლმა სამზარეულოს კუთხიდან ინტერესიანი მზერა გააყოლა გოგონას.ხმის მიხედვით მოიძია ტელეფონი ღილაკს დააჭირა და ხმის გაღებისას ეგრევე სახეზე მონატრების და სევდით აღსავსე ღიმილმა გადაკრა. -დედა..-ჩასძახა ტელეფონში და ტირილი აუტყდა.ბიჭი გაოცებული იყურებოდა იქედან.საოცრად აინტერესებდა ახლა ასე ვის ელაპარაკებოდა,რადგან არ ესმოდა მისი მშობლიური ენა. -ამდენი ენა შეგისწავლია და გესწავლა მისიც,ხომ არ იქნებოდი ახლა ასე მიშტერებული-თავის თავს მიაძახა ჩანმა წყენით.ფინჯნები ცხელი წყლით აავსო და გოგონასთან დაბრუნდა,რომელიც ტიროდაა. -არა დე მართლა კარგად ვარ...-ამშვიდებდა გოგონა აღელვებულ დედას.თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.-უბრალოდ ძალიან მომენატრე და შენი ხმა,რომ გავიგე ცრემლები ვერ შევიკავე...-ჩანი თვალებდაჭყეტილი ჩუმად იჯდა მის გვერდით და განაბული ისმენდა.ცოტა ახლოს მიიწია და ეცადა ტელეფონიდან გამომავალი ხმა მოესმინა.-არა არ გატყუებ დეე... ხომ იცი რა გადატვირთული გრაფიკი მაქვს.კარგად ვარ...აჰამ..კიი..-გოგონა დედის დარიგებებს ისმენდა და თან ეღიმებოდა.ჩანიოლიც დამშიდდა,როცა ქალის ხმა გაიგონა."ალბათ დედაა"გაიფიქრა და ნაზად გაუღიმა გოგონას.ცოტახანში ტელეფონი გათიშა და თავი ხელებში ჩარგო გოგონამ.მისკენ უფრო ახლოს მიწია ჩანი.ხელები მხარე მოხვია და მიიხუტა. -შეგიძლია ჩემს მხარზე იტირო-ცალი ხელით იხუტებდა,ცალით თმაზე ეფრებოდა.-დედა იყო ხომ? -აჰამ-მის სხეულზე თავი შეარხია ხატიამ.-ყოველი დარეკვისას მეკითხება,ხომ კარგად ვარ მე კიდევ ვატყუებ.როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს.-ისევ აქვითინდა გოგონა მის მკლავებში.ბიჭმა ორივე ხელი მხრებზე მოკიდა თავი მაღლა ააწევინა.შემდეგ ცერა თითებით ცრემლები შეუმშრალა. -ოპერაციის შემდეგ მართლაც კარგად იქნები და მოტყუებაც აღარ მოგიწევს.მე კი შენთან ვიქნები-გოგონას თვალებში თავისივე ანარეკლს ხედავდა. -ხომ გითხარი,რომ... -ვიცი.სხვისი ადგილი არაა შენ გულში მის გამო.სანამ მოვა მე ვიქნები შენთან. -არ მოვა.-გოგონამ თავი ჩაღუნა. -აუცილებლად მოვა ის ვისაც ელოდებიან.თუ არ მოვა კიდე მე მეტი შანსი მაქვს -ჩაიცინა ჩანმა,მისი ჩაღიმებამ თითქოს ხატიაზეც იმოქმედა. -იცი საოცრად გავხარ მას.ხმაც კი მისნაირი გაქვს-უღიმოდა გოგონა სივრცეს. -რას ამბობ ჩემი ხმა უნიკალურია-ჩაიხითხითა ბიჭმა.უცებ გოგონამ მისი სახისკენ ხელი წაიღო.ჩანი შეცბა.-რას აკეთებ? -ხომ თქვი,რომ გინდა დაგინახო.მე ასე ვხედავ. შეხებით-გოგონას ხელი მის სახეს შეეხო.მანაც თვალები დახუჭა და აცადა ხელებს შეეგრძნოთ მისი სახე.სიამოვნებდა თუ როგორ დასრიალებდა მისი ნაზი თითები სახეზე.ბიჭის სახის დათვალიერებას მორჩა და ორივე ხელი სწრაფად ჩამოუშვა. -აბა როგორი ვარ-წარბი ასწია მომღიმარმა. -ვფიქრობ სიმპატიური ხარ.ბევრი გოგოც დაგსდევს უკან.-ხატია ფეხზე წამოდგა,სერიოზული სახე ეჭირა-ახლა დავიძინებ-საძინებლისკენ გადადგა,რამდენიმე ნაბიჯი. -შეიძლება ბევრს ვუყვარვარ,მაგრამ მე ის მინდა ვინც ჩემს წინაა-ზურგს უკან გაიჟღერა ჩანიოლის სიტყვებმა.ცოტახნით გოგონა შედგა თვალები მაგრად დახუჭა უმნიშვნელოდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვა გააკეთა და ოთახში შევიდა.ჩანიოლი სავარძელში ჩაეშვა და ნერვიულად ორივე ხელი თავზე გადაისვა.კარებს შიგნიდან გოგონა ზურგით იყო მიყუდებული.ნელნელა ჩაიწია და იატაკზე მოჯდა. -ისაა-ჩაილაპარაკა ხატიამ.ერთდროულად სიხარულსაც გრძნობდა და ტკივილსაც.მისი გული ყოველთვის განსხვავებულად სცემდა მასთან.პირველივე შეხებისას იგრძნო რაღაც თუმცა თავს არ უტყდებოდა.არ უნდოდა ასე ყოფილიყო.იმედოვნებდა,რომ ჩანიოლი მისგან სადღაც შორს იყო და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.ბიჭი მისი ხმით.თუმცა ახლა როცა მისი სახე ასე საგულდაგულოდ დაათვალიერა დარწმუნებული იყო,რომ მის წინ ის ერთადერდი იდგა,რომელიც ასე სურდა და სჭირდებოდა ყოველთვის.არ იცოდა რა ექნა.გააგდოს? არ უნდა ამის გაკეთება.მისი გამოჩენის შემდეგ ისევ იგრძნო რომ არსებობდა,ცოცხლობდა.ვენებში სისხლი მოძრაობდა.არ იზავს ამას.თავს არწმუნებდა,რომ გვერდზე გადაედო ყველაფერი რაც მასთან ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.ერთხელ ისიც იქნებოდა ეგოისტი.ახლა ხომ ასე სჭირდებოდა ის.მასთან ყოფნა ძალას მისცემდა გამკლავებოდა ამ ყველაფერს.ცოტახანს მოიტყუებდა თავს,რომ ის ის არ იყო.მანამდე მაინც,სანამ ოპერაციის შედეგს არ გაიგებდა და თუ ისევ არაფერი შეიცველბოდა-მაშინ...მაშინ... დავბრუნდები სახლში-ხმის კანკალით წარმოთქვა გოგონამ იატაკიდან წამოდგა და საწოლზე გადაინაცვლა. -**** ბიჭი მომლოდინედ უცდიდა გათენებას.ძილი არ ეკარებოდა ფანჯრიდან გადაყურებდა გარემოს.ხელზე საათს დახედა ღამის ორი საათი ხდებოდა.ფანჯარას მოსცილდა და ნელი ნაბიჯებით გოგონას ოთახისკენ წავიდა.ნელა შეაღო კარები.საწოლზე მიწოლილ გოგონას ორივე ხელი თავ ქვეშ ამოედო და ლოკოკინასავით მოხრილიყო.ასე დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა ჩანს.მიუახლოვდა და საბანი გადააფარა.ხელით მის თმებს წაეთამაშა.სახიდან ყურისკენ გადაუწია,თითები მის სახეს ჩამოაყოლა დაიხარა,ტუჩები ახლოს მიიტანა მის ტუჩებთან.ჯერ კიდევ ყოყმანობდა,მაგრამ მაინც გააკეთა.სურვილი უფრო ძლიერი იყო მის მოთმინებაზე.ნაზად დაწვდა მის ტუჩებს და მალევე მოაცილა,რომ არ გაღვიძებოდა.კიდევ ერთხელ დახედა ღიმილიანი სახით თითი ახლა ტუჩზე გადაუსვა.საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და მის გვერდით წამოწვა.ახლა კი ნადვილად შეძლებდა დაძინებას. ჩანიოლი მანქანასთან იდგა და გოგონებს ელოდა.სამსხურიდან იონგი ეგრევე სახლში გამოიქცა,რომ მათთან ერთად სავადმყოფოში წასულიყო. -ჰიონგ-ზურგს უკან გაისმა გაბრაზებული ხმა.ჩანიოლიც ხმისკენ მიტრიალდა.-ასე როგორ შეიძლება.რათ გინდა ტელეფონი თუ არ პასუხობ-საყვედურობდა ბიჭი. -მაპატიე სეჰუნა.ტელეფონი სახლში დამრჩა და ამიტომ არ გამიგია ხმა.-გაუღიმა მეგობარს და მხარზე ხელი დაკრა. -სად დაწანწალობ ერთი გამაგებინა-წარბ აწევით შეხედა.-რამდენიმე დღეა შენ არ კადრულობ მოკითხვას.სასტუმროც დატოვე.არ იცი რომ ვინერვიულებდი-არ ცხრებოდა ბიჭი. -ეჭვიანი ცოლივით იქცევი-გაიცინა ჩანიოლმა მის სიტყვებზე.მათ გოგოებიც მიუახლოვდნენ.ჩანი დაიძაბა,მისმა მეგობარმა ჯერ კიდევ არ იცოდა,ბოლო მოვლენების შესახებ.არ უნდოდა ახლა რამე ეთქვა. ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა.მათთან მიახლოვებულს მიესალმა ბიჭი. -იუჯინ ჩვენ უკვე მზად ვართ-მასთან მიახლოვებულმა იონგმა წარმოთქვა და სეჰუნის დანახვისას პირზე სიტყვები შეაშრა.სეჰუნი დაბნეული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.ისეთი სახით შეხედა ჩანიოლს ეკითხებოდა იუჯინი ვინ ჯანდაბაო? -გამარჯობათ-მმორცხვად მიესალმა გოგონა. -გამარჯობა-სეჰუნამაც თავი დაუკრა გოგონებს თან გაოცებული მზერას არ აცილებდა ჩანიოლს.ხატიამაც ინტიქტურად დაიქნია თავი და გაიტრუნა. -ეს ჩემი უმცროსი ძმაა-ჩანმა სცადა გაერკვია ხატია,თუმცა ტყუილით.წარბი აზიდა სეჰუნმა და გახედა ისეც ჩანიოლს. -სასიამოვნოა მე სე... -სეო ჯუნი ქვია-მხიარულად წამოიყვირა ისევ ჩანმა. -დიახ სეო ჯუნი-გაიმეორა სახელი სეჰუნამაც და ერთი სული ქონდა გაეგო ყველაფერი დაწვრილებით. -ჩემთვისაც -ხატიამ უმნიშვნელოდ გაიღიმა. -მანქანში ჩასხედით და წავიდეთ-გოგონებიც მის ნათქვამს დაყვნენ. -მეც მოვდივარ.-წარბი აათამაშა სეჰუნმა და მანქანის კარები გამოაღო.-აღარ მოდიხარ იუჯინ?-სახელი გამოკვეთილად წარმოთქვა და თან უღიმოდა.ჩანმა თვალები აატრიალა და რულს მიუჯდა. -*** სეჰუნმა ნაწილობრივ გაიგო და გადახარშა მისმა ტვინმა თუ რატომ და რისთვის აკეთებდა ამას.გოგონაზე ისიც ნერვიულობდა და ნერვიულად დააბიჯებდა სავადმყოფოს ჰოლში.ის და ჩანიოლი ნერვიულად დააბიჯებდნენ ერთმანეთის საპირისპიროდ.იონგი კი ნერვიულად იჭამდა ხელებზე ფრჩხილებს და ფეხს ათამაშებდა.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საოპერაციოს ოთახის კარები გაიღო და ექიმი გამოვიდა.სამივე მას მივარდა მავედრებელი თვალებით. -დამშვიდდით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ახლა მის გაღვიძებას დაველოდოთ.ცოტახანში გადაიყვანენ პალატაში და იქ შეგეძლებათ მისი ნახვა თუმცა ყველა ერთად ნუ შეხვალთ.-ექიმმა სათქმელი დაასრულა ხანგრძლივი და დამღლელი ოპერაციის შემდეგ დასასვენებელ ოთახს მიაშურა.სამივემ შვებით ამოისუნთქა და იქვე სკამებზე დაენარცხნენ. **** მიუხედავად მღელვარებისა სეჰუნი მოსვენებას არ აძლევდა ჩანს.ლამის აიძულა დაწვრილებით მოეყოლა ყველაფერი. -ძმაო ძალიან მაგარი ხარ-მხარზე ხელი დაადო,შემდეგ ორივეს ხელი ერთმანეთს წამოარტყა.ჩანს ჩაეღიმა მის ქცევაზე. -ასე რა ძმაო გაიცინე შენ და მოღუშული სახე ერთმანეთს ვერ ეწყობით.-ფეხზე წამოხტა უცებ. -მოიც სად მიდიხარ? -ახედა სეჰუნს, რომელსაც უცებ კაპიუშონი გადმოეფარებინა ჯიბიდან პირბადე და სათვალე დააძრო შესანიღბად. -სახლში ვაცნობებ, რომ ცოცხალი ხარ.ნუ საღად აზროვნებაზე ხარ თუ არა ეს ჯერ საკითხავია-გაიკრიჭა ნიღბის ქვეშ.შემდეგ ისევ მისკენ დაიხარა მხარზე ხელი დაადო მეორე ხელი სათვალე ჩამოიწია და თვალებში შეხედა -გჯეროდეს და გამოვა.ეს შენი სიტყვებია-თვალი ჩაუკრა უცებ.ჩანიოლი ძლივს იკავებდა თავს სიცილისგან.-მერე ისევ შემოვირბენ.ახლა კი გავქრები უკანა კარიდან-საათვალები ისევ გაიკეთა და იქიდან გაიძურწა. -ცანცარა-ჩაიცინა მის ცანცარზე ჩანმა. ოთახიდან იონგი გამოვიდა და მასზე გადაიტანა მზერა. -გაიღვიძა-მხიარულად უთხრა გოგონამ. ისიც მაშინვე წამოხტა და ოთახში შევიდა.-მე ექიმს დავუძახებ-მიაძახა გოგონამ უკვე შესულ ბიჭს. -თავს როგორ გრძნობ?-მიუახლოვდა გოგონას საწოლს.თვალები ახვეული ქონდა. -მიკვირს ამას რომ ვამბობ მაგრამ კარგად-გაუღიმა გოგონამ ჩანს კი მისმა ღიმილმა სხეულში სითბო ჩაუღვარა.სახეზე მასაც გამოეხატა ღიმილი მის ხელს დაწვდა და ხელებში მოიქცია.-მადლობა -წამოცდა გოგონას ბაგეებს. -რისთვის? -იმისთვის, რომ აქ ხარ-მისი სიტყვებით გახარებულმა და თან დაბნეულმა ხელზე აკოცა.ამ დროს ოთახში იონგიც შემოვიდა ექიმთან ერთად. -როგორაა ჩვენი ლამაზი პაციენტი -ახალგაზრდა ექიმი იღიმებოდა და გოგონას დაყურებდა.ჩანმა ისეთი სახით ახედა რომ შეძლებოდა ამ გაბღენძილ ექიმს თავს წააცლიდა."დაწყნარდი ჩანიოლა ის ექიმია და ვალდებულია პაციენტს კარგად მოეპყრას"თავს იმშვიდებდა ჩანი. -თავს მშვენივრად ვგრძნობ -პაციენტის სახეს ღიმილი არ შორდებოდა. -ძალიან კარგი მეც ამის გაგება მინდოდა. სახვევებს რამდენიმე დღეში მოგხსნით.მანამდე მშვიდად იყავი. -ყველა პროცედურა დაასრულა. შეამოწმა ყველაფერი ნორმაში იყო თუ არა.ჩანიოლი კოპებ შეკრული თვალს ადევნებდა მის ყოველ რეაქციას. -იქნებ გამოვცვალოთ ეს ექიმი -მისი გასვლსას წინადადებით გამოვიდა ბიჭი. -რატომ?-გაოცდა ხატია. -ზედმეტად თავაზიანია-გოგონას სიცილი აუტყდა. ცოტახნით ორივეს დაავიწყდათ,რომ ამჟამად ერთად არ იყვნენ და ერთად ყოფნისთვის ატყუებდნენ ერთმანეთს. -**** ჩანიოლი ბიჭებთან მივიდა რამდენჯერმე. მათგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდა.ეს კიდევ მეტ თავდაჯერებულობას მატებდა.ბიჭებიდან მომავალი საავადმყოფოში უკანა შესასვლელიდან შეიპარა და ხატიას პალატაში ჩუმად შევიდა.ხვალ სახვევები უნდა მოეხსნათ. როგორ უნდოდა მისი მოხსნისას მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ვერაფრით დაუძვრა მენეჯერს და ხვალინდელ გადაღებებს.სამაგიეროდ ახლა მოახერხა ცოტახნით მისით დატკბობა.გვერდით მიუჯდა. მის ძილს სდარაჯობდა და თმებზე ეფერებოდა. წასვლისას მის ტუჩებს დაწვდა მძინარეს კოცნა მოპარა და ოთახიდან გავიდა. -*** პალატაში რამდენიმე ექთანი ექიმი და იონგი იმყოფებოდნენ. ხატია აჭიანურებდა სახვევების მოხსნას,რადგან იცოდა ის ვისი ნახვაც ასე უნდოდა ჯერ იქ არ იყო. დრო გადიოდა თუმცა არ ჩანდა ჩანიოლი. -კარგი მომხსენით-გოგონამ ღმად ამოისუნთქა და გაემზადა. ექთანმა მაკრატლით ბინტი გაჭრა შემდეგ მისი ნელნელა შეხსნა დაიწყო. -ბოდიში დავიგვიანე-ქოშინით შემოვარდა პალატაში ჩანიოლი და კმაყოფილი იღიმებოდა,რომ ყველაფერის მიუხედავად მოასწრო მოსვლა.მისი ხმის გაგონებაზე კიდევ უფრო მეტი გამბედაობა მიენიჭა გოგონას.მის საწოლს მიუახლოვდა ხელი ხელზე მოუჭირა." ღმერთო გთხოვ დაინახოს ისევ.არ მადარდებს,რომ გაიგებს ვატყუებდი.ოღონდ დაინახოს და თუ უნდა მეჩხუბოს"-გონებაში უფალს სთხოვდა ჩანიოლი. ამასობაში ბინტებიც შემოხსნეს და მისი სახე გამოჩნდა. -ახლა კი ძალიან ნელა გაახილე თვალები -უბრძანა გოგონას ექიმმა,მანაც თავი ბიჭისკენ შეატრიალა და თვალების გახელა დაიწყო.ნელი სვლით თვალები ბოლომდე გაახილა.ჩანიოლი მის თვალებში იყურებოდა და ცდილობდა მიმხდარიყო პასუხს. -*** ხატია პალატის ფანჯარასთან იდგა და გარეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა. -დღეს ცაზე განსაკუთრებით ბევრი ვარსკვლავია-ზურგზე ჩახუტება იგრძნო. -ვხედავ -გაიღიმა და მისკენ შებრუნდა -თუმცა ჩემი ვარსკვლავი იქ არაა-უღიმოდა ბიჭს. -მაშ სად არის?-ეშმაკურად უღიმოდნენ ერთმანეთს. -ჩემთან. აქვე.ახლა და ამ წამს-ახლა ხატია დაწვდა მის კმაყოფილად მომღიმარ ტუჩებს. ბიჭმა ხელი წელზე კომფორტულად მოხვია და მეორე ხელი კისერზე და ახლა სადავეები თვითონ აიღო ხელში. -ღმერთო როგორ მომნატრებიხარ-ჩასჩურჩულა ბიჭმა ყურთან.გოგონამ ღიმილით უპასუხა და მაგრად მიეხუტა მის მკერდს. -ჩემი ლექსები თქვენს რომანტიკას ვერც კი შეედრება -კარებს მიყრდნობილი სეჰუნი იღიმოდა ყურებამდე. ორივეს სიცილი აუტყდათ. -ნუ გავიწყდებათ საავადმყოფოში ხართ-მათკენ წამოვიდა სეჰუნი. -მოიცა რა ლექსები -გაიკვირვა ჩანმა. -ყველაფერი კი არ უნდა იცოდე -გაეკრიჭა ორივეს. -კაი -ეცადა ჩანმა არ გაცინებოდა ხატია კი მასზე მიკრული სიცილის ვერ იკავებდა. -აბა ბიჭებთან ერთად მოვდივარო?-ჩანმა მის ზურგს უკან სიცარიელეს გახედა. -ამდენი ღვთაება ერთად ხო არ ამოვიდოდით.პირველი მე ამოვედი ყველაზე კარგი მათ შორის -ხელები გაშალა თეატრალურად. -მართლია ჩანი ნამდვილი ცანცარა ხარ-ჩაიხითხითა გოგონამ ჩანიოლის მკლავებში. დამღლელი კონცერტის შემდეგ ბიჭების და ჩანიოლის გზა გაიყარა.ერთი სული ჰქონდა როდის მიაღწევდა სახლამდე და ყველაზე სასურველ ჩახუტებას მიიღებდა. მძღოლს ხატიას სახლისკენ მიჰყავდა თან თავში მენეჯერის სიტყვები უტრიალებდა:,,კარგი ჩვენ თანახმა ვართ დავმალოთ ეგ ურთიერთობა,მაგრამ მას სურს მთელი ცხოვრება შენთან ერთად მალვაში გაატაროს? იქნებ ერთ დღესაც დაიღალოს. გიფიქრია ამაზე?"-ფიქრებიდან მანქანის გაჩერებამ გამოარკვია, უკვეე ბინასთან იდგნენ. გადმოსვლამდე გოგონას ფანჯრებს ახედა, საიდანაც შუქი ჯერ კიდევ გამოდიოდა. ხელზე საათს დახედა, უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა. -რატომ არ სძინავს?-ჩაილაპარაკა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,თავის ნივთებს ხელი დაავლო და კიბეებზე აირბინა. კარებზე კაკუნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ნერვიულად ჯიბეში გასაღებს ძებნა დაუწყო.კარებს მოარგო და შიგნით შევარდა. შესასვლელში დაყარა ყველაფერი რაც ხელში ეჭირა და გზა მისაღებისკენ განაგრძო.გოგონა სავარძელსა და მაგიდას შორის იატაკზე იჯდა. ყურებში ყურსასმენები გაერჭო,წინ კი ბოლო საგამოცდო მასალა ედო, რის სწავლასაც ცდილობდა ჩანიოლის ხმასთან ერთად. ხატიას ასე დანახვისას ნერვიულპბამ გადაუარა,ჩაიღიმა და მისკენ წავიდა. ხატიამ მისი შემოსვლა ვერც კი გაიგო ისე მიუახლოვდა.მასსა და სავარძელს შორის ფრთხილად ჩაჯდა. უკნიდან ხელები წელზე შემოხვია,ნიკაპი მხარზე დაადო მისი კანის სურნელი ღრმად შეისუნთქა და გაინაბა. თავიდან გოგონა შეცბა თუმცა მერე ყურსასმენები მოიხსნა და ზურგით მიეხუტა გატრუნულ ბოჭს. -ხომ ყველაფერი რიგზეა?-კითხა გატრუნულს რომელიც მასთან ჩახუტებით ტკბებოდა. -ახლა კი-წასჩურჩულა ყურთან.ხელები კი კიდევ უფრო მაგრად შემოჭიდა წელზე. -კიდევ კითხულობდი?-ახლა გაბრაზება დაეტყო ჩანიოლს ხმაზე. -კი ბოლო გამოცდისთვის ვემზადები, რომელიც ჩემი სიბრმავის გამო გამიცდა. ეს გამოცდაც და შემდეგ დიპლომი ჩემია-მხიარულად შემოკრა ხელები ერთმანეთს და მისკენ შებრუნდა. -ხომ გითხრა ექიმმა ცოტა დაგესვენა და თვალები არ დაგეღალა.-ისევ კოპებშეკრული შეჰყურებდა გოგონას. -უკვე უნდა გეძინოს, გვიანია. -შენ გელოდები და დრო რომ გამეყვანა ამიტომ ვცდილობდი კიდევ მეკითხა-ისევ ღიმილოანი სახით შეჰყურებდა ჩანიოლს და სიამოვნებდა ასე რომ ზრუნავდა მასზე. -რა იცოდი, რომ მოვიდოდი?-კოპები გახსნა ბიჭმა მომღიმარი სახის დანახვაზე. -არ ვიცოდი-მხრები აიჩეჩა გოგონამ-მაგრამ გელოდი-გაბრწყინებული თვალებით უყურებდა წინ მყოფს, რომელიც თვალებს მის სახეზე დააცეცებდა. უცებ ორივე ხელის შეხება იგრძნო სახეზე. ჩანმა ხელებით ახლოს მოზიდა, ორივე თვალზე გრძნობით აკოცა და მომღიმარმა გულში ჩაიკრა. ხატიამ კომფორტულად შრმოხვია ორივე ხელი წელზე.-ყველაფერი გამახსენდა იცი?მე აქ შენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა.-წაჩურჩულა გოგონამ ყურთან. -როდის გაგახსენდა? ანუ მიცნობდი-ჩაიღია და გოგონა უკან გასწია. -აჰაამ-თავი დაუქნია ხატიამ.-ცოტა ხნის წინ გამახსენდა. წასვლამდე გამახსენდა. -როგორც ამბობ ჩემმა სიყვარულმა ჩამოგიყავანა თუმცა ჩემთან შეხვედრა არ გიცდია. რატო?-მოუთმენლად ელოდა მის პასუხს. -ყოველთვის ვამბობდი, რომ არ დაგიწყებდი სხვასავით დევნას რომელიც მუდმივად კუჭში დაგყებიან, თავს გაბეზრებენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ. მიუხედავად იმისა რომ აქ შენდამი ჩემმა უსაზღვრო სიყვარულმა ჩამომიყვანა არ მიცდია შენი ნახვა, განა იმიტომ რომ არ მინდოდა უბრალოდ ვთვლიდი რომ თუ ბედი გამიღიმებდა ერთხელაც სადმე შემთხვევით შეგხვდებოდი. მე კი უბრალოდ ისიც მაბედნიერებდ ვცხოვრობდე იმ ქალაქში სადაც შენ, იმ ჰაერს ვსუნთქავდე რასაც შენ და დავდიოდე ქუჩებში,სადაც შესაძლოა ერთხელ მაინც გაგივლია.ეს ყველაფერი კი დიდ ბედნიერებას მანიჭებდა.-ჩანი გაკვირვებული უსმენდა გოგონას და ფიქრობდა თუ რა ძლიერ შეეძლო ამ პატარა გოგონას ყვარებოდა ის. -ღმერთის მწამდა და მჯეროდა რომ შევხვდებოდით ერთმანეთს. და აი ჩვენც შევხვდით თან იმ დროს რომ არ მახსოვდი და მეც გახსენება დავიწყე. მჯერა რომ ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი არ ხდება ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მომღიმარი გოგონა ხელებით ბიჭის გაკვირვებულ სახეს მოეფერა. -რატომ ხარ ასეთი კარგი? -გადმოსცდა ბიჭის ბაგეებს. -სულაც არ ვარ კარგი -ჩაიცინა გოგონამ და გაბრწყინებული თვალები მიაპყრო, რომელიც მხოლოდ მასთან ბრწყინავდა ასე. -ცუდ ადამიანს არ შეუძლია ასე შორ მანძილზე უანგაროდ უყვარდეს,ჩამოვიდეს იქ სადაც ის ცხოვრობს და მხოლოდ ის აბედნიერებდეს, რომ ერთი და იგივე ჰაერს სუნთქავენ.ცუდ ადამიანს არც ის შეუძლია მიატოვოს შეყვარებული სხვისი კეთილდღეობისთვის.მიხარია და მაბედნიერებს რომ ასეთი კარგი გიპოვე.-უცებ ჩანიოლი მის ტუჩებს დაწვდა-დაიფიცე,რომ ასე აღარ მოიქცევი, დაიფიცე, რომ აღარ დამტოვებ რაც არ უნდა მოხდეს. დაიფიცე,რომ მუდამ ასე გეყვარები.-მთელი სახე ნაზი კოცნებით დაუფარა გოგონას. -მე არ მინდა ყველა მიცნობდეს როგორც შენს შეყვარებულს ან გოგონას რომელსაც ერთ დროს ხვდებოდი და ამით ცნობადი გავხდე შენ და ბიჭებს კი პრობლემები შეგექმნათ.მზად ვარ შენთან ერთად მთელი ცხოვრება ხალხისგან ამ ურთიერთობის მალვაში გავატარო.უბრალოოდ ვიცოდე რომ გიყვარვარ და ჩემი გქვია. მზად ვარ ყოველ საღამოს დაგელოდო თუნდაც არ ვიცოდე რომ მოხვალ.-ხატიას თვალებიდან ცრემლი ჩამოვარდა ჩანმა კი უმალვე მოწმინდა ცერა თითით.-გპირდები აღარსად წავალ და არ დაგტოვებ თუ შენ არ მეტყვი ამას.-გოგონას სიტყვებმა იმოქმედა ჩანზეც თვალებში ცრემლი ჩაუდგა თუმცა ბოლომდე იკავებდა თავს. -არასდროს!არასდროს გეტყვი ამას!! ხელები მოხვია და მაგრად ჩაიკრა მკერდში.-მე კი გეფიცები თუ ამ ნაბიჯს გადადგავ და მიმატოვებ საერთოდ თავს დავანებებ ყველაფერს რისი კეთებაც აქამდე მყვარებია. -ნუ ამბობ ასე-ტუჩებზე ხელი ააფარა გოგონამ და თვალებში შეხედა. ჩანმა ხელის გულზე აკოცა და ისევ თვალებში შეხედა. -მყავდე და გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია-ნეკა თითი გაუწოდა ბიჭმა -გპირდები რომ მეყვარები და არ მიგატოვებ. -მეც გპირდები,რომ მეყვარები და არ დაგტოვებ.-ნეკა თითი ჩასჭიდა გოგონამაც რომლის სახეზეც ცრემლი და სიხარულის ღიმილი ერთად დასთამაშებდა. -*** გოგონა ავტობუსში იჯდა. ორივე ხელით დიპლომს ჩაბღაუჯებოდა და გაღიმებული სახით შეჰყურებდა მიმავალი ავტობუსის ფანჯრიდან გარემოს. კვირაზე მეტი იყო გასული რაც ერთმანეთს არ შეხვედრილან, მის სახეს არ მოფერებია,არ უკოცნია,არ ჩახუტებია. თუმცა მის გულში ყოფნა ბრდნიერებას ანიჭებდა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჩანიოლი ყოველთვის ცდილობდა მოსაკითხად ერთი შანსიც კი არ გაეშვა. სახლში მისვლისას დიპლომი გამოააჩენ ადგილზე დადო, ჩანთა სავარძელში ჩააგდო. ტანსაცმლის გახდა დაიწყო და სააბაზანოს მიაშურა წყლის გადასავლებლად. -*** კარებში გასაღები გაჩხარუნდა და ოთახში ჩანის მომღიმარმა სახემ შემოანათა. თვალებით ხატიას ძებნა დაიწყო. თვალი დიპლომს მოკრა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. შემდეგ თვალი სავარძელში დაყრილი ნივთებისკენ გააპარა და სახეზე ეშმაკურად ჟინნარევმა ღიმილმა გადაჰკრა. ისიც სწრაფი ნაბიჯით სააბაზანოსკენ წავიდა. სახელურს დაწვდა და თავისკენ მოზიდა.კარებთან ერთად გოგონაც გამოიყოლა გარეთ რომელიც ამავე დროს გამოსვლას აპირებდა.მის ბაგეებს ყვირილი აღმოხდა, შეეჯახა და ორივე ძირს დაეცა. ჩანმა ხელი პირზე ააფარა ხატიას. -მე ვარ-სიცილით ეუბნებოდა. მანაც მაშინვე შეწყვიტა ყვირილი. ცალი ხელით პირსახოცს იმაგრებდა მეორე ხელი კი მის მკერდზე ედო. -რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი? -მბზინავი,მომღიმარი, გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა ბიჭს. -სიურპრიზი მინდოდა-წარბი შეათამაშა მის ქვეშ მოქცეულმა ბიჭმა.-მაგრამ...-ბიჭის მზერა გოგონას სახიდან ჩამომავალ წყლის წვეთისკენ გაეპარა, რომელიც ნელი სვლით ჯერ კისერს დაუყვა შემდეგ მხარზე ჩამოვარდა მკერდისკენ თავხედურად გზა განაგრძო და პირსახოცის ქვეშ გაუჩინარდა. ხარბად ნერწყვი გადაყლაპა ჩანიოლმა. ხატიას მისი ეს მზერა არ გამოპარვია. და ხელი რომელიც მის მკერდზე ედო თვალებზე ააფარა. -თვალები უნდა დახუჭო ამ დროს- სიცილით ეუბნებოდა, შემდეგ ხელი მოაშორა და წამოდგომა სცადა. ჩანმა ხელი დაუჭირა და ისევ იმ მდგომარეობაში დააბრუნა. თავისუფალი ხელი სველ თმებში შეუცურა და მისი ტუჩების დაგემოვნება დაიწყო. უჭირდა მის მცხუნვარე ტუჩებს მოსცილებოდა და იმ ცეცხლს რაც ახლა მათ შორის ენთო მაგრამ ხატიამ მაინც დაიძვრინა თავი. ფეხზე წამოხტა და ოთახში შევარდა შიგნიდან კარებს მოეყუდა და ღრმად სუნთქვდა. ჩანი ისევ იატაკზე იწვა "არ გაყვე ჩანიოლა, არ გაყვე" აწყნარებდა თავის თავს. ცალი ხელი თავ ქვეშ ამოიდო და იმ მხარეს მომღიმარი იყურებოდა სადაც წუთის წინ გოგონა გაუჩინარდა. მალევე წამოდგა იატაკიდან და სამზარეულოში წყლის დასალევად და შინაგანი ცეცხლის ჩასაქრობად შევიდა. იქიდან კი მდივანზე გადაინაცვლა და მგზავრობისგან დაღლილმა წამოისვენა. ოთახიდან უკვე ჩაცმული და სუნთქვა დამშვიდებული ხატია გამოვიდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თვალებ დახუჭულ ბიჭს რომელსაც ცალი ხელი თავ ქვეშ ამოედო. მასთან მისული ხატია ჩაიმუხლა,ხელით შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაუწია. ჩანიოლს მის შეხებაზე ღიმილი გამოესახა. -ცოტა ხნით ჩემთან ერთად წამოწექი. მალე უნდა წავიდე, კომპანიაში უნდა შევხვდეთ ბატონ ლის. -თვალებდახუჭულმა ჩაილაპარაკა და ახლოს მიზიდა გოგონა. -მანდ ორი ადამიანი არ ეტევა-ჩაიხითხითა ხატიამ. -ამიტომ უნდა ჩამეხუტო-ხელით უბიძგა. ისიც წამში აღმოჩნდა მის გვერდით წამოწოლილი და ორივე ხელით მაგრად იკრავდა გულში. -მომნატრებიხარ-წასჩურჩულა კისერზე მიხუტებულმა გოგონამ.-საღამოს ხომ ისევ მოხვალ?-თვალები ააპარა მისკენ. -რათქმაუნდა -ჩაიცინა-სხვა თუ არაფერი ბინა მეზობლად მაქვს. -რად გინდა ეგ ბინა მაინც სულ აქ ხარ და ტყუილად ქირაობ-ჩაიდუდღუნა ხატიამ. -შეყვარებულის ქონებას უფრთხილდები?-ღიმილით დაწვდა მის შუბლს და აკოცა. -ვიღაც ხომ უნდა გაუფრთხილდეს. -სიცილში აყვა, წელზე უფრო კარგად მოხვია ხელი. მკერდზე თავი კომფორტულად მიადო,თვალები დახუჭა, გაიტრუნა და მის გულის ცემას დაუგდო ყური რომელიც მელოდიასავით ჩაესმოდა. *** ხატია მთელი საღამო ემზადებოდა რომანტიკული ვახშმისთვის. მაგიდა ორზე გააწყო.შუა ცენტრში პატარა ლარნაკში ყვავილები ჩადო.აქეთ-იქეთ ორი სანთელი,რომელიც ანთებას ელოდებოდა.მაგიდას თავისივე მომზადებული კერძებიც შემატა.საათს დახედა სადაც იყო ჩანიც შემოანათებდა კარებში გაბრწყინებული სახით,როგორც იცის ხოლმე.ბოლო შტრიხი სანთლებს ცეცხლი წაუკიდა კმაყოფილმა მაგიდას თვალი შეავლო და ჩაიღიმა.მაგიდას მოშორდა და ოთახში ნერვიულად სიარული დაიწყო. -ნუ გეშინიაა საშიში არაფერია.უყვარხარ....გიყვარს....-ხელები ერთმანეთს შემოარტყა და ფანჯარას მიუახლოვდა.გარეთ ყურება დაიწყო.-ეტყობა აგვიანდება-ტუჩის გვერდი უკმაყოფილოდ აზიდა.მზერა მაგიდისკენ გადაიტანა შემდეგ ტელეფონს დახედა-მივწერო? არ მივწერო? აააიიშშ!-თმები მოიჩეჩა და დივანზე დაენარცხა. -მოინდომე რომანტიკული ვახშამი -გაბრაზებით ჩაილაპარაკა და რამდენჯერმე დივანზე შეირხა. ცოტახნით თვალები დახუჭა და ფიქრებში ჩაეშვა."რა მოხდებოდა შემდეგ?როგორ ეტყოდა მშობლებს? ან როგორ მიიღებდნენ?ან საერთოდ უნდოდა მათი გაცნობა ჩანს?აქამდე ხომ არასდროს არაფერი უკითხავს. ეს იმიტომ, რომ ამ თემის ირგვლივ არც გვილაპარაკია"-თავის თავს შეკითხვებს უსვამდა და თან ცდილობდა თვითონვე გაეცა პასუხი. -**** ჩანიოლი კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ ძლივს დაუსხლტა ბიჭებს.მანამდე ერთი ორი საყვედურის მოსმენა მოუწია,რომ მათთან დიდი დროს აღარ ატარებდა,მიუხედავად იმისა, რომ დროის 60-70%-ს მათთან ატარებდა ბიჭები ხატიაზე ეჭვიანობდნენ ცოტათი.კიბეებზე ადიოდა და ბიჭების ნათქვამი ახსენდებოდა სახეზე ღიმილი დათამაშებდა. კარებში გასაღები მოარგო და შევიდა. ოთახში მკრთალად უკვე თითქმის ჩასაქრობად გამზადებული სანთლები კიაფებდნენ და იქაურობას მბჟუტავად ანათებდნენ.მაგიდას თვალი მოავლო გაიაზრა თუ რას უმზადებდა მისი პატარა გოგო სახეზე ისევ კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა. მზერა ახლა დივანზე მიძინებულ გოგოზე გადაიტანა,რომელიც ლოკოკინასავით მოხრილიყო.ხელები თავ ქვეშ ამოედო,ფეხები კი თავთან მიეტანა.ასე მის დანახვაზე კიდევ უფრო გაებადრა სახე, მიუახლოვდა. ჩაიმუხლა. ცალი ხელით სახეზე მოეფერა. -ხატ...-ნელა ცდილობდა შეეღვიძებინა გოგონა. -მმმ...-ოდნავ შეირხა ხატია ერთი ხელი თავქვეშიდან გამოაძვრინა და მის ხელს ჩაჭიდა.-მაინც მოხვედი -ოდნავ გაახილა თვალები. ცდილობდა ძილისთვის თავი წაერთმია. -საწოლში დაიძინე-შეღიმა,მისკენ დაიხარა შუბლზე აკოცა. ერთი ხელი ფეხებქვეშ ამოუდო მეორე წელზე მოხვია და ხელში აიყანა.ხატიამაც ორივე ხელი კისერზე შემოჭიდა და შუბლი კისერზე მიადო. ჩანიოლი ნელი სვლით მიიკვლევდა გზას ჯერ კიდევ მბჟუტავ შუქზე ოთახისკენ. ოდნავ ღია კარებს ფეხით აღებს და უკვე შეფხიზლებული გოგონას მოხუტებულ სხეულთან ერთად შედის,რომელიც გატრუნული ეკვრის ბიჭის სხეულს და მისი გულის ცემის რიტმულ ცემას ყურს უგდებდა.უცებ თავი მიატრიალა კისერში აკოცა და კიდევ უფრო კარგად მოხვია ხელი.ბიჭს მის კოცნაზე სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. უჭირდა თავის შეკავება ისე უნდოდა ახლა ეს პატარა სხეული მისი გამხდარიყო,მაგრამ ისიც უნდოდა,რომ ეს მაშინ მომხდარიყო,როცა ხატია იქნებოდა ამისთვის მზად.საწოლზე ფრთხილად დააწვინა ჩანმა გოგონას თვალებში ჩახედა. -დაიძინე-მზრუნველად შეხედა და ადგომა სცადა მაგრამ გოგონა ხელს არ უშვებდა. -დარჩი-თვალებში შეყურებდა და უნდოდა ახლა ამოეკითა უთქმელადაც ყველაფერი ბიჭს. -თუ ამას დილანდელი ჩემი საქციელის გამო აკეთებ... -გოგონამ ტუჩებზე ხელი მიადო და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. -არაა.მიყვარხარ,გენდობი და მინდა შენ იყო ის ვისაც ყველაფერ იმას მივცემ რაც ძვირფასია და მნიშვნელოვანია ჩემთვის.-საწოლზე დაყუდებულ ბიჭს სახეზე ხელებით ეფერებოდა თან თვალებში შესცქეროდა. -დარწმუნებული ხარ,რომ გინდა და ამას ჩემთვის არ აკეთებ?-დასარწმუნებლად შეყურებდა გოგონას. მანაც სწრაფად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. -ხელით ხატიას სახეს მოეფერა, გოგონამ თვალები დახუჭა და ოდნავ ჩაიღიმა. ჩანიოლი ნელა დაწვდა მის ტუჩებს ხატიაც აყვა.გოგონას ხელები მის კისერზე დასტრიალებდა. ნელი კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა.ცდილობდა თან აუჩქარებლად ემოქმედა. ეს ხომ მისი საყვარელი ქალისთვის პირველი იყო და მას ყველაზე ძვირფასს აბარებდა.ტუჩებიდან კოცნით კისერზე გადაინაცვლა. ტანი აზიდა მაისური სწრაფად გაიძრო, შემდეგ ხატიას მაისური აქაჩა და ისიც მის მაისურთან ერთად ოთახის, რომელიღაც კუთხეში აღმოჩნდა.კიდევ ერთხელ შეხედა დასარწმუნებლად თვალებში გოგონას,მისგან ღიმილიანი ალერსიანი და ვნებით ანთებული მზერა მიიღო.ხელები თმებში შეუცურა მომთხოვნად დაწვდა მის ტუჩებს დანარჩენი ტანსაცმელმაც მაისურების ბედი გაიზიარეს.ორი სიყვარულით და ვნებით აღვსილი სხეული ერთმანეთს შეერწყა.აქამდე მოკიაფე სანთლები ჩაიფერფლენ და ოთახში სიბნელე ჩამოწვა.თუმცა სულაც არ ჭირდებოდათ შუქი ერთმანეთის სრულყოფილად შესაცნობად. -*** მზის ამოსვლამ ოთახი ღამის წყვდიადიდან გამოიყვანა.ჩანიოლს უკვე გაღვიძებოდა თავი ხელზე ჩამოედო და მძინარეს ღიმილით დაყურებდა. გოგონამ უნებურად გვერდი იცვალა და მორე მხარეს შებრუნდა. ღიმილი გაბუსხულმა ტუჩებმა შეცვალეს.ხატია ისევ თავისკენ შემოაბრუნა და კმაყოფილი ღიმილიც დაუბრუნდა.გოგონამ ნელა გაახილა თვალები და მის გაბრწყინებულ თვალებს წააწყდა მორცხვად შეღიმა მანაც და საბანი თავზე გადაიფარა.ამის დანახვაზე ჩანმა ჩაიხითხითა საბნის ქვეშ შეძვრა და გოგონა მკლავებში მოიქცია.მკერდზე მიიკრო და მესაკუთრედ იხუტებდა. -მხოლოდ ჩემი ხარ-წაიჩურჩულა ხელები კიდევ მაგრად შემოაჭდო ერთმანეთს. -ასე გამჭყლიტავ-ჩაიხითხითა ხატიამ და ისიც მიეკრო კიდევ უფრო მის მკერდს. -ორი კვირით დასვენების და ოჯახის წევრებთან ყოფნის საშუალება მოგვცეს.მოდი სადმე წავიდეთ -სად?-ქვევიდან ამოხედა ხატიამ. -სადმე სადაც ნაკლებად პოპულარული ვარ და შევძლებთ თავისუფლად ვიაროთ ქუჩაში-წარბი შეათამაშა ჩანმა. -ასეთი ადგილი არსებობს? -დანანებით ჩაილაპარაკა ხატიამ და თავი ჩახარა. -ვიცი ასეთი ერთი ადგილი, სადაც იმაზე ნაკლებად ცნობადი ვარ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თან იმათ ვნახავ ვისი გაცნობაც ასე მინდა-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა. -და სადაა ეგ ადგილი? -ინტერესით აღსავსე სახით იკითხა ხატიამ. -შენთან -კმაყოფილმა ჩაუღიმა ისევ. -ჩემთან? სად ჩემთან? -დააბნია მისმა სიტყვებმა. -შენს ქვეყანაში -ამის გაგონებაზე გოგონას თვალები გაუფართოვდა.-მინდა ჩემი საყვარელი ქალის დედა და ოჯახის წევრები გავიცნო.-პასუხით დაჭყეტილ თვალებს მომღიმარი შეყურებდა და სწარაფად მისი ტუჩებიდან კოცნა მოიპარა. -იმედი მაქვს მოვეწონები მათ-თვალი ჩაუკრა და ისევ აკოცა.ხატიას თავში ისევ აიშალა ფიქრები. რათქმაუნდა ეს ძალიან უნდოდა,მაგრამ იმ რეაქციის ეშინოდა რაც შესაძლებელი იყო მისი ოჯახისგან მოყოლოდა. -*** სამშობლოში კვლავ დაფრენის შემდეგ გულმა ორმაგად ძგერა დაუწყო. ჩანიოლი მის ხელს ჩაფრენოდა და დასამშვიდებლად უღიმოდა. აეროპორტში ხატიას ძმა და მამა დახვდა. მამამისის დანახვაზე მისდა უნებურად ხელი უშვა ჩანს. -ჩან მამაჩემი და ჩემი ძმა -ოდნავ დამფრთხალმა ჩაილაპარაკა, როცა მომავლები შენიშნა. -გამარჯობათ -თქვა ქართულად და თავი დაუხარა. მთელი გზა ამ სიტყვას იმეორებდა გულში,რომ წესიერად წარმოეთქვა და მშობლებთან არ შერცხვენილიყო.გოგონას ძმამ ჩაიღიმა ბიჭის მოქმედებაზე.კაცსაც ესიამოვნა თავაზიანი ყმაწვილი თუმცა არ იმჩნევდა და მკაცრ მზერას არ იშორებდა. -მე ლაშა ვარ ხატიას ძმა.-უთხრა ბიჭმა და ხელი ჩამოართვა მხიარულად. ჩანიც გამხიარულდა. -მე კი მამამისი-გაისმა კაცის ბოხი ხმა და ბიჭის სახეზე მხიარულება ისევ სერიოზული სახით შეიცალა,მიუხედავად იმისა, რომ მის ენაზე კაცი არ ლაპარაკობდა და არც ლაშასავით ინგლისურად მისალმებია მაინც ჩაწვდა ნათქვამს. -მამა-თავი დაუკრა ისევ სერიოზული სახით. ხატია უხერხულად უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს. შემდეგ მონატრებულებს ჩაეხუტა და მოეფერა. ჩანს მის თბილ ქცევებზე ეღიმებოდა. -წავიდეთ -თქვა კაცმა გოგონას ბარგს ხელი წამოავლო და მანქანისკენ წავიდა.ხატია ეჭვის თვალით შეყურებდა კაცის მშვიდ მდგომარეობას. -ძამი-მიუბრუნდა ძმას -მამა ასე მშვიდად რატომაა? არა სცენების გამართვას არ ველოდი,მაგრამ არც იმას, რომ ასე მშვიდად მოიქცეოდა.-დაბნეული უყურებდა ძმას. -დაწყნარდი დაი ხომ გითხარი მოვაგვარებ მე ყველაფერს მშობლებთანთქო-თვალი ჩაუკრა ხატიას,ჩანიოლის ბარგს ლაშამ ხელი დაავლო და ისიც მანქანისკენ წავიდა. -იმედია დედაც ასევე შეხვდება -ჩაილაპარაკა გოგონამ ღმად ამოისუნთქა და ჩანიოლითან ერთად გაყვა მათ მანქანისკენ. გზაში ნერვიულად ტუჩის შიგნითა კუთხეს იჭამდა ხატია.ეშინოდა იმ ვარიანტის,რომელიც მილიონჯერ წარმოიდგინა თავში. მისი ნერვიულობა არც ერთს არ გამოპარვია. მანქანა სახლთან მისრიალდა და ნერვიულობამაც იმატა.მამა და ძმა პირველები გადავიდნენ.ხატია გადასვლას აჭიანურებდა. ჩანმა მის ხელს ხელი ჩაჭიდა და მომღიმარი სახით შეხედა. -ნუ გეშინია. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოვეწონო-ხელებში მოქცეული ხელი ტუჩებთან მიიტანა და ეამბორა. -ან კი როგორ შეიძლება არ მოვეწონო-გოგონას გასამხიარულებლად თქვა და წარბები შეათამაშა.ხატიამაც ტუჩის კუთხის ჭამას თავი დაანება, მანაც გაუღიმა და გადასასვლელად მოემზადა. სახლის კარებთან ნერვიულობამ თავი ისევ იჩინა.კარები შეაღო და მის იქეთ მომღიმარი თვალცრემლიანი დედა შემოეგება. -დე...-ღიმილიანი და ცრემლიანი თვალებით გაიქცა მისკენ.ქალმა ხელები გაშალა და შვილი გულში ჩაიკრა.ამ სცენას ყველა ღიმილით შეჰყურებდა. -ჩემი პატარა გოგონა-ქალი თმებზე ხელს უსვამდა და გულში იხუტებდა. -დე...ეს მისი მეგობარია,რომელზეც ვილაპარაკეთ-ლაშამ ჩანიოლზე მიუთითა, რომელიც მორცხვად მომღიმარი შეყურებდა ამ თბილ შეხვედრის სცენას.ქალმა შვილი მკერდიდან მოიცილა.ხელებით ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა.ჩანი მიხვდა,რომ მასზე საუბრობდნენ. სწრაფად მოიხარა და დაზეპირებული სიტყვები გაიმეორა,რომელიც ასე გულმოდგინეთ შეისწავლა. -გამარჯობა დედა.მე ჩანიოლი ვარ.-თავი დახარა ქალის წინაშე.ქალს ტუჩის კუთხეში ოდნავ შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ბიჭს ხელი გაუწოდა.ჩანმა მორცხვი ღიმილი აიკრა და ხელი ჩამოართვა. გოგონა დედის ასეთ ქცევას ეჭვის თვალით უყურებდა. თვალებს ვერ უჯერებდა ნუთუ დედამისმა ასე თბილად მიიღო. -ნამგზავრებს მოგშივდებოდათ.სუფრა გაშლილია.აქეთ წამოდით-ქალმა ხელი სასადილო ოთახისკენ გაიშვირა.ხატია ძმას გაოცებული უყურებდა, ლაშამ კი ორივეს მომღიმარი სახით ანიშნა სუფრისკენ წასულიყვნენ. -ჩვენთან ასეთი წესია სტუმარს მოსვლისთანავე სუფრას ვუშლით.-ღიმილით უხსნიდა ჩანს.სუფრას როგორც ყოველთვის თავში მამა დაუჯდა.ჩანს კაცის მაცრი სახე აშინებდა,ახლა მიხვდა ვის გავდა გაბრაზებული ხატია და ამ ფიქრზე ჩაეღიმა. დედა ისეთივე ლამაზი იყო როგორც წარმოედგინა. ქალის მიმართ სითბო ჩაეღვარა სხეულში. ძმა კი მართალია მასთან შედარებით პატარა იყო,თუმცა როგორც ნამდვილი კაცი ისე იქცეოდა.ჩანს მისი დისდამი დამოკიდებულება და თვითონ ლაშა ძალიან მოეწონა. საერთო ენაც ადვილად გამონახეს. ისეთი ადამიანი, როგორებიც ეს ორი იყო ძნელი წარმოსადგენი იყო საერთო ენა არ გამოენახათ.ვახშმობამ იმაზე კარგად ჩაიარა ვიდრე ვინმე მოელოდა.დიასახლისი ცდილობდა სტუმრისთვის ყველაფერი შეეთავაზებინა,ისიც მორჩილად მიყვებოდა დედის სიტყვებს. -*** ვახშამი ახალი დამთავრებული ქონდათ.სახლში ხატიას დაბრუნებით გახარებული და და სიძე შემოვიდნენ.ორივე გულში იხუტებდა მონატრებულ გოგონას.ხატიამ მზერა დის გამობერილ მუცელზე გადაიტანა და ფერება დაუწყო. -ჩემი პატარა.დეიდას ცხოვრება როდის დაიბადება რომ გააბრაზოს დეიდა ხოლმე-ოთახში ყველას სახეზე ღიმილი დათამაშებდა გოგონას მოფერებაზე.დამ მზერა ჩანიოლზე გადაიტანა,რომელიც მისასალმებლად სავარძლიდან წამომდგარიყო. -დაი -გადაულაპარაკა დას ისე ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია -ეს ბიჭი შენ რომ გიყვარდა იმას გავს.-თან გულმოდგინედ ათვალიერებდა ჩანს. -კი არ გავს ისაა-სიცილით უთხრა ლაშამ. -ე.ი მაინც აზიელი ქვისლი მეყოლება-სიძემ ხელი გაკრა და მომღიმარმა წარბი შეათამაშა.შემდეგ ბიჭს ხელი ჩამოართვა. ფიქრიაც არ ჩამორჩა ქმარს.ხატია თითოეულ მათ სიტყვას უთარგმნიდა,ზოგს ისედაც ხვდებოდა ჩანი. -**** დამღლელი მგზავრობის და ყველას გაცნობის შემდეგ ჩანს თავისი ოთახი უჩვენეს ლაშასთან ერთად.ოდნავ გულის წყვეტა იგრძნო.არ უნდოდა გოგონა ერთი წუთითაც კი მოეშორებინა გვერდიდან, თუმცა რადგან ასე გადაწყვიტეს მორჩილად უკვე დამეგობრებულ ლაშას გაყვა და თავისი საწოლი და ოთახი უჩვენა. ხატია სამზარეულოში მოფუსფუსე დედასთან შევიდა. ქალს უკნიდან მიეპარა ხელები წელზე შემოხვია და კისერში აკოცა. -მადლობა დე..-ნიკაპი მხარზე დაადო. ქალმა საქმე შეწყვიტა და შვილს შეხედა. -მე აზრი ჯერ ისევ არ შემიცვლია-შეჰყურებდა შვილს თვალებში. -ჯერ..-სცადა მხიარულება შეენარჩუნებინა გოგონას. -ვიმედოვნებ,რომ შეიცვლი.დეე შეეცადე გაიცნო და მიხვდე რამდენად კარგია. -გოგონას თვალებში დიდი თხოვნა იკითხებოდა. -ხომ იცი როგორი დამოკიდებულება მაქვს უცხოელ სიძეზე.მე შვილი დასაკარგად არ გამიჩენია.ახლავე გეტყვი მომწონს პიროვნულად,მაგრამ არა სასიძოდ.-ისევ შეტრიალდა ქალი საქმის გასაგრძელებლად.უკან კი ხატია ცდილობდა ცრემლების შეკავებას. -შენ არც მე მოგწონდი სიძედ -სამზარეულოში მხიარულად ირაკლი და ფიქრია შემოვიდნენ.-მაგრამ ახლა საკუთარ შვილზე მეტად მე გიყვარვარ-შეიფერა ბიჭმა და მეუღლეს ენა გამოუყო. -აბა კი -ენის გამოყოფით დაუბრუნა პასუხი ქმარს და მოზრდილი პიცის ნაჭერი მოკბიჩა.პაწია კი ცელქად მოძრაობდა მუცელში.სამზარეულოში ჩამოწოლილი დაძაბულობა უცებ გაანეიტრალეს. -*** ჩანიოლი საწოლზე წამოწოლიყო,ხელები თავ ქვეშ ამოედო და ჭერს ჩაფიქრებული მიშტერებოდა,თან შიგადაშიგ ეცინებოდა. -ლაშა-გადმობრუნდა ძმის მხარეს. -რამე გჭირდება?-მზრუნველად კითხა ბიჭმა. -ხატია,რომელ ოთახშია?-შეპარვით კითხა ბიჭს. -ჩვენს გვერდით -ღიმილი მოეფინა სახეზე ლაშას.ხვდებოდა რამდენად უყვარდა მისი და,და არ სურდა მის გარეშე ცოტახნით ყოფნაც კი.ჩანი ფეხზე წამოდგა მხიარულად. -ახლავე მოვალ-კარები გამოაღო და მარცხნივ გოგონას ოთახისკენ შებრუნდა. ფრთხილად მიაკაკუნა კარზე ისიც სწრაფადვე გაიღო. -არ გძინავს?-ღიმილით შეჰყურებდა ჩანიოლს. -არ მეძინებოდა. რაღაც დამავიწყდა და ვერ მოვისვენე. -რა დაგავიწყდა? რამე გჭირდება? -კი შენ-უღიმოდა გოგონას.-მაგრამ რადგან მშობლებმა ასე ისურვეს მხოლოდ ღამე მშვიდობისას გისურვებ -ხელებში მისი თავი მოიქცია და შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა. სურნელი ღრმად შეისუნთქა.-ახლა კარგად დამეძინება-ბიჭმა ხელები გაშალა,ოთახისკენ შებრუნდა და შევიდა. -გიჟი-სიცილით ჩაილაპარაკა და ისიც ოთახში შებრუნდა. კუთხეს დედა მოფარებოდა და ამ ორს შეჰყურებდა. სახეზე ბიჭის თბილმა ქცევებმა თბილი ღიმილი გამოესახა. ორივე ოთახებში, რომ შეიკარგნენ მიხვდა რამდენად ბედნიერი იყო როცა ასეთი თბილი იყო ხატიას მიმართ ბიჭი. -ყველაფერი კარგად იქნებოდა უცხოელი, რომ არ იყო-თქვა,მერე უცებ სახიდან ღიმილი გადაიყარა და ისიც შებრუნდა თავის ოთახში. -**** ხატიას ჩამოსვლით ყველა გახაებული იყო.ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდნენ ნაცნობები. ყველას აინტერესებდა როგორი იყო მის საოცნებო ქალაქში ცხოვრება. რამდენიმე ნაცნობის ნახვის შემდეგ გზას სახლისკენ გაუდგა. -აღარ გამოვალ მაღაზიაში-ჩაიბიზღუნა შეკითხვებით შეწუხებულმა. -ხატია -მოესმა მის ზურგს უკან არასასურველი ხმა.ხმის გაგებისას შეწუხებული სახე გაისწორა და ოდნავი ღიმილით შებრუნდა. -ლევან-ძალით უღიმოდა ბიჭს. -მიხარია, რომ ჩამოხვედი და გნახე-გოგონას დანახვაზე თვალები უბრწყინავდა ბიჭს."რა ცუდია,რომ მაგას მე ვერ ვიტყვი" გაიფიქრა გოგონამ. -ლევან მეჩქარება. მეც გამიხარდა -მაინც იცრუა და შებრუნება უნდოდა,რომ ხელზე შეხება იგრძნო. -ისევ გამირბიხარ. ვფიქრობდი წახვიდოდი ნახავდი,რომ მიუწვდომლი იყო შენთვის დაბრუნდებოდი და საბოლოოდ ჩემი გახდებოდი.-ხელს უფრო და უფრო უჭერდა ბიჭი. -ლევან გამიშვი მტკივა.-კბილებში გამოცრა გოგონამ. -რატომ ხარ ჩაციკლული მიუწვდომეზე-მბრწყინავე თვალები სიბრაზით აევსო. -შენ თვითონ რატომ ხარ.რა ვერ გაიგე სხვა მიყვარს და რაც არ უნდა მიუწვდომელი იყოს ასე იქნება-ბრაზობდა გოგონა და თან მისი ხელებიდან თავის დახსნას ცდილობდა. -გაუშვი!თორემ მოგამტვრევ-ლევანის ხელს ჩააფრინდა ვიღაც.გოგონამ ხელის პატრონს ახედა.ასეთი გაბრაზებული და თვალებში ცეცხლ წაკიდებული ჩანიოლი პირველად ნახა. -ეს ვინაა და ვაფშე რა უნდა-არც ლევანი ცხრებოდა. -ისაა ვისაც მიუწვდომელს ეძახი და გეუნება თუ ჩემს დას ხელს არ გაუშვებ ხელებს მოგამტვრევს.-წარბი წარბში გაუყარა ლაშამ.-არც მე დაგაკლებ-ორივე დაბნეულ ლევანს შეჰყურებდა მკვლელი მზერით. ხატიას მზერა კი ხან ერთზე იყო მიმართული, ხან მეორეზე და ხან მესამეზე. *** ჩანიოლი მოუსვენრად სავარძელში მოკალათებული ფეხს ნერვულად ათამაშებდა.ოთახში შემოსულმა ლაშამ მიიპყრო მისი ნერვიული მზერა ფეხზე წამოიჭრა და მისკენ წავიდა. -დიდიხანი არაა რაც წავიდა?-შეჰყურებდა ამ კითხვით გახალისებულ ბიჭს. -სულაც არა-ხითხითებდა ბიჭი-აქ ყველა ყველას იცნობს ხატიას მითუმეტეს. დარწმუნებული ვარ ყოველი მეორე აჩერებს და გამოკითხვებს უტარებენ. -აიშ!-უკმაყოფილოდ გაბრუნდა ბიჭი სავარძლისკენ სადაც წუთის წინ იჯდა და ისევ ჩაებერტყა. -მხოლოდ ნახევარი საათის წინ წავიდა.როგორ ჩერდები მის გარეშე ტურის დროს.-ისევ სიცილით ეუბნებოდა ლაშა. -და ვინ თქვა რომ ვჩერდები-ჩანის სახეზე ღიმილი ეგვრებოდა. -კარგი კარგი წამო ვიცი საიდანაც მოვა და გავუდგეთ-მის სიტყვებზე მხიარულად წამოხტა და ორივე სახლიდან გავიდნენ. -*** ლაშამ ჩანი იმ მიმართულებით წაიყვანა საიდანაც ხატია უნდა მოსულიყო.კუთხიდან გოგონა შეამჩნიეს ჩანს სახეზე ღიმილი გამოესახა. გასულებმა მასთან ბიჭი შენიშნეს, რომელიც მის ხელს უხეშად ჩააფრენოდა. ამის დანახვაზე თითქოს ბიჭის გონებას ბნელმა გადაკრა.წამის მეასედში დაფარა ის გზა რაც მათ შორის იყო.ლაშაც უკან მიყვა.თითოეული სიტყვა გაიგონა,რომელსაც ეს უხეში არსება მის დას ხმამაღლა უყვიროდა.მისი გონებაც ბურუსმა მოიცვა. ჩანიოლი ბიჭის მაჯას ჩაფრენოდა და ისე უჭერდა ხელს თითქოს მაჯის წაგლეჯვას უპირებდა. -გაუშვი,თორემ მოგამტვრე -გამოსცრა კბილებიდან. -ეს ვინაა და ვაფშე რა უნდა-არც ლევანი ცხრებოდა სახეზე გამოხატული ტკივილის მიუხედავად. -ისაა ვისაც მიუწვდომელს ეძახი და გეუნება თუ ჩემს დას ხელს არ გაუშვებ ხელებს მოგამტვრევს.-წარბი წარბში გაუყარა ლაშამ.-არც მე დაგაკლებ-ორივე დაბნეულ ლევანს შეჰყურებდა მკვლელი მზერით. ხატიას მზერა კი ხან ერთზე იყო მიმართული, ხან მეორეზე და ხან მესამეზე. -ეს შეუძლებელია -მისდა უნებურად შეუშვა გოგოს ხელი.ხატია მტკივნეულ მაჯას ისრესდა. ჩანმაც შეუშვა თავხედ ბიჭს ხელი და ხატიას ხელს მიუბრუნდა. -კარგად ხარ?-ორივე ხელი სახეზე მოკიდა და თვალებში მზრუნველად შეხედა.გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. -ეს შესაძლებელია. ერთადერთი შეუძლებელი აქ შენ ხარ-ლაშა ბიჭის საყელოს ჩააფრინდა.ის კი ისევ ხატიას შეჰყურებდა გაოგნებული,რომელიც სიყვარულით აღსავსე მზერით შეყურებდა ჩანს.გულში ახლა იმაზე მეტი ტკივილი მიიღო ვიდრე სამი წლის მანძილზე ჯერ ხატიას დევნით და მისგან უარყოფით,მერე კიდევ მისი ასე შორს წასვლით და იმ იმედით ლოდინით,რომ დაბრუნდებოდა ბიჭისგან უარყოფილი და შვებას მასთან იპოვიდა.თუმცა მწარედ შეცდა.სულაც არ იყო ხატია ასეთი ვინმესგან უარყოფილს სხვის მკლავებში ეძებნა თავშესაფარი და მითუმეტეს არც ჩანისგან იყო უარყოფილი.ჩანიოლი უცებ მათკენ მობრუნდა ლაშა გვერდით გასწია ბიჭს კი თვალებში დაუბნელდა და მიწაზე დაენარცხა. -აღარ გაბედო მასთან ახლოს მისვლა მითუმეტეს ხელის დაკარება-თითით მის სახესთან ათამაშა,შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდა მკლავებზე ხელი მოხვია და სახლისკენ გაემართნენ.ლაშამ ისევ ჩაავლო საყელოში ხელი და ჩანის სიტყვები უფრო მკაფიოდ წარმოთქვა,რამდენიმე თვითონაც დაამატაა და იქვე მიაგდო. -**** რამდენიმე დღის შემდეგ ეს ამბავი უბრალოდ მიივიწყეს,თუმცა არა არ დავიწყებიათ უბრალოდ გოგონამ დაარწმუნა,რომ არ ღირდა ეს ადამიანი სანერვიულოდ.მას მხოლოდ ერთი უყვარდა და მხოლოდ მასთან უნდოდა ყოფნა.გოგონას მობრწყინვალე თვალებში ამ სიტყვების დამამტკიცებელ საბუთს ხედავდა,მიუხედავად იმისა, რომ ამას დამტკიცება არ სჭირდებოდა. მშობლების არ ყოფნით გათამამებულები სავარძელში მოკალათებულიყვნენ.ბიჭი მთელი ძალით იხუტებდა, თავი მის კისერში ჩაერგო და ღმად სუნთქავდა მის სურნელს.მყუდროება გოგონას ტელეფონის ხმამ დაარღვია.მაგიდაზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა. -გისმენთ-სიცილით წარმოთქვა,როცა ჩანის უკმაყოფილო მზერას წააწყდა მყუდროების დარღვევისთვის.-კარგად ჩემი გოგო შენ რას შვები?-მხიარულად განაგრძობდა ლაპარაკს.უნდოდა სავარძლიდან წამომდგარიყო,მაგრამ ბიჭის ხელებმა ისევ უკან დააბრუნეს და მესაკუთრედ მიიხუტა. - ვაა მართლა? გილოცავ. კარგი აუცილებლად, მაგრამ-მზერა ჩანზე გადაიტანა -მარტო არ ვარ.-სახეზე ღიმილმა გადაკრა გოგონას-კარგი მოვალთ-ტელეფონი გათიშა და მთელი სხეულით ბიჭისკენ შეატრიალა. -რატომ მიყურებ ასე?-ჩაიღიმა ჩანმა. -მეგობარს ველაპარაკე რომელიც თხოვდება და ჩვენ სტუმართა სიაში ვართ. -შეპარვით უთხრა ხატიამ.-თუ არ გინდა ნუ წავალთ. -აუცილებლად წავალთ იმიტომ, რომ შენ გინდა და შენ თუ გინდა მეც მინდა-ტუჩებიდან სწრაფად მოიპარა კოცნა და გაღიმებული შეყურებდა -თან თქვენებურ ქორწილს ვნახავ.რა მაგარია. -სიხარულისგან სახე გაუნათდა ბიჭს.ხატიასა გადაედო მისი ხასიათი ახლა გოგონა დაეწაფა მის ტუჩებს. -**** ბიჭები თავის ოთახში შეკეტილიყვნენ.ხატია ოთახისკენ წავიდა.მთელი დღე ჩანისგან ნაკლებ ყურადღებას განიცდიდა აინტერესებდა რა სჭირდა.კარები შეაღო და ორივე კომპიუტერში რაღაცას დიდი ინტერესით შეჰყურებდნენ,ხატიას დანახვაზე ორივემ სწრაფად დახურა ლეპტოპი და უცოდველი მომღიმარი სახით შეხედეს გაკვირვებულ გოგონას. -ამ...-მათი ქცევით დაბნეულს დაავიწყდა თუ რა უნდა ეთქვა. -რამე გინდოდა საყვარელო დაიკო?-მისკენ წავიდა ლაშა. -აა.კი მინდოდა-თავი მოიქექა დაფიქრდა რაზე შევიდა.ჩანიოლი მის დაბნეულობაზე სიცილს ძლივს იკავებდა.-აააშ! ჯანდაბა დამავიწყდა -წამოიყვირა და კარებისკენ შებრუნდა და გავიდა. უკან მდგომებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს. კარებს გარედან მიყრდნობილი ხატიას ათასი სისულელე მოსდიოდა თავში... -გეყოფა სისულელები.არც ერთი არაა მაგნაირი-თავში ხელი წამოირტყა და სამზარეულოში წავიდა დედასთან. -**** ქორწილში მისულებს ყველა მათ შეჰყურებდა. ზოგს შურდა გოგონასი,რომელსაც ასეთი კაცი უმშვენებდა გვერდს,ზოგიც ისე უყურებდა თითქოს მიუტევებელ ცოდვას ჩადიოდა,ძირითადად ასე ხანში შესული ხალხი შეჰყურებდა.ჩანიოლს და ლაშას გოგონა შუაში მოექციათ ის კი თავს იწონებდა მათთან ყოფნით ზოგის გამბურღველი მზერის მიუხედავად.სტუმრები თავიანთ ადგილზე დასხდნენ.მეფე-დედოფალიც შემოვიდა დარბაზში. ბიჭი მათ შეჰყურებდა შიგადაშიგ ხატიას მომღიმარ სახეს გადახედავდა ხოლმე .ცდილობდა თავიანთი თავები წარმოედგინა მათ ადგილას. ტრადიციულად სადღეგრძელოებს მუსიკა მოჰყვებოდა.მეჯვარემ პატარძალი გამოიცეკვა შემდეგ სიძემ ჩაუჭრა.დიდი სიამოვნებით შეჰყურებდა ამ სცენას ჩანიოლი. გოგონა მუსიკის ყოველი ჩართვისას ადგილზე ცქმუტავდა მის გვერდით მჯდომი ღიმილით შეჰყურებდა.ჩანმა ლაშას თვალის ჩაკვრით ანიშნა რაღაც ისიც წამოდგა და საქმის შესასრულებლად გაემართა. მალევე მობრუნდა დასთან და მომღიმარი სახით შეხედა. -წამო ვაჩვენოთ კლასი-თვალი ჩაუკრა დას.ხატიამ ჩანს გახედა. რომელმაც მაშინვე დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -მიდი მე არსად გავრბივარ.ხომ ხედავ როგორ გინდა ცეკვა-სიცილით მოცქმუტავე სხეულზე ანიშნა.მუსიკის ხმაც გაისმა.ლაშამ სწრაფად წამოაყენა და საცეკვაო სცენისკენ წაიყვანა.ბიჭმა თავისი პარტია დაიწყო გოგოს წინ გასმებიც გააკეთა ერთად რამდენიმე ილეთი შეასრულეს.უცებ ლაშას ადგილი ვიღაცამ დაიკავა. გოგონა წამით შეჩერდა და სახეზე სიცილი გაოცებამ შეცვალა. -ისევ შენ ძმას დავუთმო თუ მე მეცეკვები?-თავი მისწია გაშეშებულ გოგონასკენ საცეკვაო პოზაში ჩანმა.ხატიამ საღი გონება დაიბრუნა და პარტნიორს ცეკვაში აყვა.ამხელა სიამოვნება არც ერთხელ მიუღია ცეკვის დროს.ცეკვის ბოლოს ოვაციები არ დაიშურეს იქ მყოფებმა.გოგონას სულ არ აინტერესებდა ირგვლივ მყოფების ოვაციები. გაბრწყინებული სიყვარულით სავსე მზერით იკარგებოდა ბიჭის გაბრწყინებულ მომღიმარ თვალებში. -ყოჩაღ ძმაო-სცენას ოდნავ გამოშორებულებთან ლაშა მივიდა და ჩანს მხარზე ხელი დაკრა. -როდის ისწავლე?-წამოცდა გოგოს ბაგეებს. -ბევრი ვიდეო ვუყურე ამ ცეკვის სასწავლად-ღმად სუნთქვა ბიჭი.-რამდენიმე ილეთის დამუღამებაში შენი ძმის ხელი ურევია-ახლა ჩანმა დაარტყა მხარზე ხელი ლაშას.-მადლობა. -ანუ ის... მაშინ...ლეპტოპი... -დაბნეულად ლაპარაკობდა გოგონა. თავისივე დაბნეულობაზე ბიჭებთან ერთად მასაც გაეცინა. -*** ქორწილიდან დაბრუნებულმა ღამე ემოციებისგან აღელვებულმა ვერაფრით დაიძინა.ლოგინში ტრიალებდა და პატარა ბავშვივით ცქმუტავდა. ტუმბოზე ტელეფონი აბჟუალდა ხელით ახლოს მოაჩოჩა და მესიჯი გახსნა. -"მეც ძალიან ბედნიერი ვარ"-წაიკითხა და ჩაიღიმა. -"მეგონა უკვე გეძინა" -"როცა ასე ხმაურობ რა დამაძინებს :D. ერთი ცეკვა შევინახე ჩვენთვის როცა უკან დავბრუნდებით." -"უკვე მიდიხარ? ასე უცებ გავიდა ეს დღეები?" -ღიმილი მოღუშულმა სახემ შეცვალა.ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან. -"მივდივარ? შენ არ მოდიხარ?"-საწოლზე წამოჯდა და კედელს გახედა,რომლის იქეთაც გოგონა იწვა. -"ცოტა მოგვიანებით. მინდა ცოტახნით კიდევ დავრჩე."-ცდილობდა ასე ჩანიც და საკუთარი თავიც მოეტყუებინა. -"ეს უკეთესად ჟღერს ვიდრე ის,რომ არ მოდიხარ."-ისევ საწოლზე დაბრუნდა ჩანი.-"და ძალიან მომენატრები" -"მეც"-უკანასკნელად გააგზავნა და თავს უფლება მისცა ბალიშში მოგუდულად ეტირა.ისე არავის, რომ არ გაეგო. -**** აეროპორტში მიყვანა ლაშამ იტვირთა. მანამდე ჩანი ყველას თბილად დაემშვიდობა. ნამდვილად თბილი მოგონებები მიქონდა ამ ქვეყნიდან თუმცა ყველაზე ძვირფასს ტოვებდა. -მიხარია, რომ გაგიცანი-ლაშა გადაეხვია მეგობარს. -მეც მიხარია -ზურგზე ხელი დაარტყა რამდენჯერმე. -კარგი. ხატ მანქანაში დაგელოდები.-დას მიუბრუბდა და გასასვლელისკენ გაემართა. ხატია უცებ მის მკერდს მიეკრა. -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მემშვიდობები.-ხელები მაგრად მოუჭირა ჩანმა. -ასეც არის-ახედა ქვევიდან. -არა მე სამუდამოდ დამშვიდობებაზე ვამბობ-მისმა სიტყვებმა გული კიდევ უფრო მეტად გაუხლიჩა.მართლაც ასე ფიქრობდა,რომ ახლა მას ბოლოჯერ ხედავდა და ვეღარ ნახავდა.რატომღაც ეგონა,რომ უკან დაბრუნების ნებას აღარ მისცემდნენ.შეუმჩნევლად თვალიდან გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა. -სულ ცოტახანი და მეც ჩამოვალ.-მთელი ძალა მოიკრიბა და გაუღიმა. -დამპირდი,რომ დამიბრუდები.-ორივე ხელი სახეზე მოკიდა და მის ტუჩებს დაწვდა. -გპირდები. გონებით ისედაც სულ შენთან ვიქნები-ისევ არ იშორებდა ღიმილიან სახეს.-მიყვარხარ -გადმოსცა მისმა ბაგეებმა ბიჭი კი ისევ მათ დაწვდა. -მეც მიყვარხარ. და თუ გაბედავ არ ჩამოხვალ და ისევ მიმა... -პირზე ხელი ააფარა გოგონამ,მაგრამ ჩანმა მეორე ხელი ხელზე მოუჭირა ნაზად აკოცა პირიდან ჩამოიხსნა და ისევ მკერდზე მიიკრა.-იცოდე პირობას შევასრულებ. -სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში.მისი რეისის ნომერიც გამოაცხადეს.მომთხოვნად და მკაცრად დაწვდა მის ტუჩებს.გოგონას სურნელი ღმად შეისუნთქა და გასასვლელისკენ წავიდა.უკან კი ხატია ცდილობდა სახიდან ღიმილი არ მოეშორებინა. ხელს უქნევდა და გულში ემშვიდობებოდა მის პირველ ნამდვილ და დაუვიწყარ სიყვარულს.კარებში ჩანი შეიკარგა. გოგონა უკან გამობრუნდა სახიდან ღიმილი მოიხნა და ამდენი ხნის შეკავებული ცრემლებს უფლება მისცა გადმოსულიყვნენ. **** რამდენიმე დღე გავიდა.ხატიას გული ტკივილით იყო სავსე.სახლში სივრცეში მოძრაობა მისი სხეული თუმცა ყველა ამჩნევდა,რომ მისი სული მათთან არ იყო. დედა ყველაზე მეტად ნერვიულობდა შვილს ასეთ დღეში,რომ ხედავდა. თუმცა ვერაფრით აბიჯებდა თავის ნათქვამს.მიუხედავად იმისა,რომ ბიჭი ძალიან მოწონდა უჭირდა მაინც გადაწვეტილების შეცვლა.გოგონა სავარძელში ჩამჯდარიყო და უემოციოდ უყურებდა ტელევიზორში რაღაც გადაცემას. თავში მიზეზებს აწყობდა თუ როგორ ეთქვა ადამიანისთვის,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა,რომ მასთან ვეღარ იქნებოდა უცებ ბიჭის პირობა ამოუტივტივდა."არა ამას არ იზავს" დაარწმუნა თავისი თავი." ბოლობოლო ბიჭებს არ გაუკეთებს ამას." ფიქრებისგან თავი უსკდებოდა. "როგორ ვუთხრა? იქნებ საერთოდ არაფერი ვუთხრა? უბრალოდ აღარ მივწერ აღარ შევეხმიანები.იქნებ დამივიწყოს.ვინმე სხვა გოგოს იპოვის და მე დამივიწყებს"-ტელეფონი ხელში ნერვიულად შეათამაშა ბოლოა რამდენიმე სიტყვა დაწერა და ხელის კანკალით გააგზავნა.თავი სავარძელში საზურგეზე გადააგდო და თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. სამზარეულოდან მომზირალი ფიქრიასაც მის დანახვაზე თვალები აუწყლიანდა.კუთხეში საქმით გართულ დედასთან მივიდა. -დე ეს როდის აპირებს დაბრუებას?-გოგონამ ზუსტად იცოდა პასუხი მაგრამ ეს კითხვა მაინც დასვა. -რაღა უნდა იქ.დიპლომი აიღო ისწავლა.რისთვისაც წასული იყო ის გააკეთა.-ქალი მაინც სიმკაცრეს ინარჩუნებდა. -ხომ იცი,რომ იქ მეტი პერსპექტივაა.თან ასე უნდა იტანჯოს? დაფიქრდი რამდენად უყვართ ერთმანეთი. იმდენად დიდია ხატოს პატივისცემა ოჯახის მიმართ სიყვარულზე უარს ამბობს.ხომ შეიძლება თქვენც გაუგოთ მას.-მთელი სერიოზულობით ელაპარაკებოდა დედას ქალიც უსმენდა. -ვიცი,მაგრამ...-ფიქრიამ გააჩუმა დედა. -ამაზე პასუხი ახლა არ მინდა.უბრალოდ იფიქრე.იფიქრე როგორაა ხატია ახლა შინაგანად და იქეთ კიდევ ჩანი-გოგონა შებრუნდა თუმცა ისევ უკან მიუბრუნდა. -ხატოს მე წავიყვან ცოტახნით. -მისაღებში გავიდა დას ლამის ძალით ჩასჭიდა ხელი ოთახში შეიყვანა და საჭირო ნივთები ძალით ჩაულაგა ჩანთაში. -*** დასთან რამდენიმე დღით გადასვლით მისი მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა.ყველანაირად ცდილობდნენ მის სახეზე საყვარელი ღიმილი ისევ დაენახათ.გოგონაც იღიმოდა თუმცა გულში სევდა კვლავ იყო ჩაბუდებული.ჩანიოლის წაასვლიდან ორი კვირა იყო გასული.მასთან ყველანაირი მიმოწერა კი სამი დღეა შეწყვიტა ტელეფონიც გამორთო და თუმცა ჯიბით დაატარებდა. ფიქრომ სუფრასთან მიიყვანა და. -შენი ფერი არ მომწონს დაჯექი და ჭამე თორემ მოგხვდება-ლამის ძალით დასვა და მაგიდაზე. -მართლა ძაან ფერმკრთალი ხარ-ირაკლი მისკენ მიიწია და შუბლზე ხელი მოადო.-არა სიცხე არ გაქვს. -არ მშია.მადა არ მაქვს.თან,რომ ვიხედები საჭმელს ცუდად ვხდები-ეცადა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ დამ ისევ უკან დააბრუნა. -შენი ცუდად ყოფნა არ ვიცი ჭამე-ბარკლის ნაჭერი აიღო და ლამის ძალით მოაკბეჩინა ლუკმა.ხატია უღიმღამოდ ცდილობდა ლუკმის დაღეჭვას თუმცა მისი ყოველი გემო გულის რევის შეგრძნებას იწვევდა.სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა და საპირფარეშოსკენ გაემართა. უკან კი ფიქრიას დაფიქრებული მზერა გაყვა. -ხომ გითხრა, რომ არ უნდოდა. შენი ბრალია ცუდად რომაა ახლა-უსაყვედურა ცოლს,რომელიც საერთოდ არ აქცევდა მას ყურადღებას. ხატია ისევ დაუბრუნდა სუფრას მაგრამ ამჯერად აღარაფრის ჭამა არ დაუძალებია მისთვის ფიქრიას.უბრალოდ მის ქცევებს აკვირდებოდა. ვახშმის შემდეგ ხატია ოთახში შევიდა.საწოლზე წამოისვენა.ხელით ტუმბოზე დადებული ლეპტოპი მოიჩოჩა. დიდხანს იფიქრა იმ მესიჯის გაგზავნის შემდეგ ქონდა კიდევ უფლება გაეგო მის შესახებ რამე?იყო ღირსი,რომ ისევ ენახა ეკრანიდან მაინც? ამ ფიქრების მიუხედავად მაინც გადაშალა ლეპტოპი და სიახლეების ძებნა დაიწყო.ღმერთო როგორ უნდა ახლა მასთან ყოფნა.მისი სახეს ჩაწერისას მაშინვე ამოაგდო,უახლოესი პოსტები იწერებოდა,რომ ჩანიოლმა ბოლო კონცერტი გამოტოვა რასაც მის ცუდად ყოფნას აბრალებდნენ.ამის წაკითხვისას ცრემლები ვეღარ შეიკავა.ცოტახნში დაც მასთან შევიდა,როცა ყველაფერს მორჩა. -შეიძლება ვილაპარაკოთ? -გვერდით ჩამოუჯდა გოგონას,რომელმაც ცრემლები შეიმშრალა და საწოლზე წამოდგა.-რამე მოხდა? -ბოლო კონცერტზე არ გამოვიდა -სიტყვების წარმოთქმისას ყელში ბურთივით გაეჩხირა. -მერე რა შეიძლება თავს ცუდად გრძნობდა და არ გამოვიდა?-გოგონამ მხრები აიჩეჩა.აღარ იცოდა დასამშვიდებლად რა ეთქვა. -არა პირობას ასრულებს. -თავი ჩაღუნა ხატიამ. -რა პირობას??-ინტერესით შეჰყურებდა. -მითხრა თუ დავტოვებდი ის იმას მიატოვებდა რაც ასე უყვარდა -ისევ ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა. ფიქრიამ მიიხუტა და მისი დამშვიდება სცადა. -რამდენი ხანია რაც ცუდად ხარ?-მოულოდნელად კითხა გოგონას. -რატო მეკითხები? -შეხედა დას ქვევიდან. -იყავი მასთან? -ფიქრია პირდაპირ დაუსვა კითხვა. ხატია ამ კითხვამ საშინლად გააოცა.მის შიგნით სირცხვილის გრძნობამაც მთელი სხეული მოიცვა.მორცხვად თავი ჩაღუნა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. -რამდენი ხანია რაც გული გერევა და ცუდად ხარ?-ხატიამ სწაფად ასწია ისევ თავი და დას შეხედა თვალებში. ნუთუ ახლა იმას გულისხმობდა რაც მას ეგონა. -რამდენიმე დღეა,მაგრამ ვერ ვიქნები არ იქნება ეს მართალი. -თავის დაცვაზე არაფერი იცი?-ჩაეღიმა დის უწკუობაზე ფიქრიას.გოგონამ კი საწყალი უდანაშაულო სახით ახედა. -საიდან მეცოდინება თავის დაცვა და ასეთი რაღაცები-უცებ გაბრაზებით გაბუსხა ტუჩები. ფიქრას გაეცინა დაგაბუსხულ ტუჩებზე ხელი მოუჭირა. -კარგი ხვალ კონსულტაციაზე უნდა მოვიდე ექიმთან. შენც მე გამომვყვები და იქ გაიკეთე ანალიზი. ტესტი ხშირად არასწორად აჩვენებს.-მხარზე ხელი დაადო დას და თბილად გაუღიმა. -არ მიბრაზდები? რატომ არ მიყვირი და მეუბნები, რომ სულელი ვარ. -სიბრაზე გაქრა.თვალზე შეკავებული ცრემლი ჩამოუგორდა. -სულელი ხარ განა იმიტომ, რომ მასთან იყავი, იმიტომ, რომ მას თმობ.ხომ იცი ირაკლი საშინლად არ მოსწონდა დედას,მაგრამ ახლა მართლა ჩემზე მეტად უყვარს. -ისევ მზრუნველად გაუღიმა დას.ხატია მიეკრა გულში და ხელები შემოხვია მისი მოზრდილი მუცელის გამო სადამდეც მისწვდა. -მადლობა, რომ გამიგე და გვერდით მიდგახარ. -ჩემი ხელით დაგაგლიჯავ თმებს თუ მასთან არ წახვალ. -თმებზე ნელა მოქაჩა ხელი,მის ამ ქცევაზე კი გოგონას გაეცინა. -*** ახლა კიდევ ერთი საფიქრალი დაემატა.სავადმყოფოს ფოიეში იჯდა და ანალიზის პასუხს ელოდა. "რომ ვიყო?მერე რა ქნა? საერთოდ უნდა კი ისევ ჩემი დანახვა ამის შემდეგ? იმ სიტყვების შემდეგ როგორ შეიძლება ვუნდოდე კიდევ?და ბავშვი? მოიც რა ბავშვიი ჯერ არაფერი არ გარკვეულა"-საკუთარ თავს ეჩხუბებოდა ფიქრებში,თან ნაზად გაუაზრებლად მუცელზე ხელს ისვამდა.თითქოს ცდილობს მტკივანი ადგილი დაიზილოს და ტკივილი შეამსუბუქოს.კონვერტით ხელში ფიქრია მოუახლოვდა ჩაფიქრებულს. -გასხენი? რა წერია?-მის დანახვაზე ფეხზე წამოდგა გოგონა. -არ ვიცი რამდენად გასახარელია ეს ამბავი.იქნებ გინდოდა კიდეც,რომ.... -რა მინდოდა?-მოთმინება დალეულიი შეყურებდა დას. -რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ პასუხი უარყოფითია.-სკამზე მოწყვეტით და შვებით ახსავსე დაეშვა.მაგრამ შვება წამში გაქრა და იმედგაცრუებამ დაისადგურა. მის რაღაც ნაწილს უნდოდა ასე ყოფილიყო. -ექიმს ავუხსენი მდგომარეობა და მითხრა შესაძლებელია ეს სტრესის შედეგი იყოსო. -ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა რომ ეს მართალი ყოფილიყო -ტირილით წარმოთქვა დას მუცელზე მიეხუტა და გულამომჯდარი აზლუქუნდა. -კარგი დაწყნარდი. -მხარზე ხელს უსვამდა დასაწყნარებლად. სახლში მისულს მხოლოდ დედა დახვდა.ძალა მოიკრიბა უნდოდა კიდევ ერთხელ ეცადა დალაპარაკება. -დე...-შეპარვით დაიწყო ლაპარაკი. -ვიცი წასვლა გინდა მასთან. -ახედა თავ ჩაღუნულ შვილს.-კარგი წადი.-გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა დედის სიტყვებზე. -მართლა აღარ ხარ წინააღმდეგი? -შეიძლება დედის გულმა აიტანოს შვილის ტანჯვა? ძალიან გიყვარს ვიცი.ისიც ვიცი თუ იყვარებ მხოლოდ მისთვის გინდა იცოცხლო.ვფიქრობ მასაც ასევე უყვარხარ.ეს მის თითოეულ გამოხედვაში და შენდამი სითბოს გამოხატვაში ჩანდა.-გოგონა დედას გულზე მიეკრა მანაც ხელები შემოხვია და თავის პატარა გოგოს თმაზე მოეფერა. ორივეს ცრემლები წასკდათ თუმცა არც ერთის ცრემლი არ იყო მწუხარების. -მადლობა დე.მიყვარხარ ძალიან-ქალს რამდენჯერმე აკოცა.გონებაში კი მათი შეხვედრის სცენას ხატავდა.-მაგრამ მამა?-უცებ უკან გაიწია გოგონა. -დაწყნარდი მას ჩემზე ადრე მოეწონა ის ჭკუამხიარული ბიჭი -ქალს ჩაეღიმა ჩანიოლის გახსენებაზე,რომელიც პოზიტივით ავსებდა ხოლმე.ხატია სიხარულისგან ისევ მიეხუტა დედას და თვალ წინ ჩანის მომღიმარ სახეს ხატავდა ისევ. -*** და აიი ისევ ოცნებების ქალაქში დაბრუნდა. სადაც ყველა მისი ოცნება რეალობად იქცა.სახლში აეროპორტიდან სიხარულით გაიქცა. ეცადა ჩანის ტელეფონს დაკავშირებოდა, თუმცა ახლა ის იყო მიუწვდომელი.გზაში უპასუხოო ზარმა გუნება გაუფუჭა.მძიმე ბარგი ძლივს ააბობღა კიბეებზე და კარებთან შვებით დადგა.გასაღები კარებს მოარგო და შიგნით შევიდა.სახლი თავდაყირა იდგა აქეთ-იქეთ სუჯუს და ლუდის ბოთლები იყო მიყრილი.პიცის ქაღალებიც მაგიდაზე ეყარა.შეძრწუნებული საძინებლისკენ წავიდა,სადაც საწოლზე მძინარე ჩანს წააწყდა გაბურძგნული თმით.ცალი ხელი კისრის ქვეშ ამოედო როგორც იცოდა ხოლმე და ძილს მისცემოდა.ასე მის დანახვაზე კიდევ ერთხელ მოადგა თვალებზე ცრემლები ჩანთა იქვე მიაგდო და მისკენ წავიდა,საწოლზე აბობღდა გვერდით მიწვა თავი კომფორტულად მკერდზე დაადო მეორე ხელი წელზე შემოხვია და მიინაბა. -მაპატიე, რომ ასეთი ცუდი ვარ და დაგტოვე.გეფიცები ეს აღარ მოხდება. -სლუკუნებდა მის გულზე გოგონა.ჩანმა გაუაზრებლად მოხვია მის წელს მეორე ხელი და მესაკუთრედ მიიხუტა. **** თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.მონატრების მიუხედავად მის თითოეულ მოწერილ სმსში გრძნობდა ხატიას გვერდით ყოფნას.რამდენიმე დღის შემდეგ გოგონამ საერთოდ აღარ გასცა მინაწერზე პასუხი. მთელ სხეულში პანიკურმა შიშმა დაუარა. -ნუთუ ისევ?!-ხმამაღლა გაიფიქრა.მალევე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. ტელეფონი მოიმარჯვა და ეცადა დაკავშირებოდა.მოლოდინის შემდეგ პასუხი მაინც არ იყო. -ეტყობა არ სცალია-თავს იმშვიდებდა. -ჩანიოლ დროზე მოდი სცენაზე გადიხართ-მენეჯერი ხელს უქნევდა ზურგს უკან. -მოვდივარ -მკაცრად გასძახა ტელეფონი ისევ ადგილზე დააბრუნა და გასასვლელად მოემზადა. კონცერტი როგორც იქნა დასრულდა.დაღლილი,გაოფლილი,დღევანდელი დღით კმაყოფილი ბიჭები კულისებში შელაგდნენ. ჩანიოლიც მხიარულად იყო.ბოლომდე იმედოვნებდა, რომ აუცილებლად დაუკავშირდებოდა.გაღიმებული სახით წავიდა ტელეფონისკენ.განათებულ ეკრანს დახედა ადრესატის ამოკითხვის შემდეგ სახე კიდევ უფრო გაებადრა. სასწრაფოდ გახსნა სმსმი.სიხარული სახედან მაშინვე მიიკარგა იმ ხუთი სიტყვის ამოკითხვის შემდეგ." ბედნიერი იყავი ჩემს გარეშე. მაპატიე." სიბრაზემ ერთიანად მოიცვა მთელი სხეული. ხელი მთელი ძალით მოუჭირა ტელეფონს და თვალებში მრისხანება ჩამდგარმა კედელს მიანარცხა.ამ ქცევით ყველა გაოცებული შეჰყურებდა ჩანს. -ისევ! იყოს ასე! პირობა პირობაა!- კბილებში გამოცრა და გასასვლელისკენ ისე გაემართა არავისთვის არაფერი აუხსნია უკან კი გაოგნებული მეგობარი მოიტოვა. შურდულივით გავარდა იქედან ვერც ვერავინ შეძლო გაცოფებული ჩანის შეკავება. არავის ეკონტაქტებოდა. იმ სახლში ჩაიკეტა,სადაც ძალიან უყვარდა მისვლა,რადგან იქ ჯერ კიდევ იგრძნობოდა ოთახებში იმ ქალის სურნელს, რომელიც ასე სიგიჟემდე უყვარდა. თუმცა მან ისევ მიატოვა. ჩაკეტილი ბიჭის სანახავდ რამდენჯერმე მოვიდნენ მეგობრები,მაგრამ მათ არ შეხვედია.სავარძეში ლუდის ბოთლით ხელში მოკალათებული ისე იქცეოდა თითქოს სახლში სულაც არ იყო და არ ესმოდა მათი. ყოველი დღე იწყებოდა და მთავრდებოდა იმ დღეების და მომენტების გახსენებით,რაც ერთად გადაიტანეს.უკვე საკმაოდ სასმელ მოკიდებული ბარბაცით წამოდგა სავარძლიდან აქეთ იქეთ მიმოიხედა მის წინ ლანდს,რომელიც საძინებელში შეიკარგა გაუღიმა ხელით შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაიწია უხეშად და თვითონაც შევიდა ოთახში. საწოლზე წამოწვა მომღიმარი სახით ერთი ხელი თავქვეში ამოიდო,მეორე მუცელზე დაიდო და ღმად ძილს მიეცა -*** გათენებამდე ჯერ კიდევ კარგა ხანი იყო.თავის ტკივილმა შეაღვიძა.ნაცნობი სურნელი მიწვდა მის ყნოსვას.მზერა დამძიმებულ ხელზე გადაიტანა, რომელსაც ვიღაც ჩაბღაუჯებოდა მთელი ძალით და გულში იხუტებდა. საწოლზე ლოკოკინასავით მოხრილი გოგონას თვალი ააყოლა,რომელსაც თვალზე ცრემლები ჰქონდა შემშრალი.თავისქვეშიდან ხელი გამოაძვრინა და მოხრილი სხეულისკენ გასწია. ეშინოდა თუ ახლა ხელს შეახებდა გაქრებოდა ეს სურათიც მისი თვალთახედვიდად,როგორც ეს არაერთხელ მომხდარა,თუმცა მაინც ნელა დაადო მხარზე ხელი.გოგონამ მხოლოდ გმინვა ამოუშვა გაუაზრებლად მის ხელს აკოცა და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა გულში.იმ მტანჯველი დღეების შემდეგ სხეული სითბოთი აევსო.თავისუფალი ხელით თვალებზე შემშრალ ცრემლებს გადაუსვა ხელი, შემდეგ ლოყაზე ჩამოაყოლა ნაზად. -ნამდვილად შენ ხარ! -ჩაეღიმა და თვალებში ბედნიერების ცრემლები მოადგა.ყველანაირი ტკივილი გაქრა წამში მისი სხეულიდან.თუმცა არ აპირებდა იმ ფაქტზე თვალის დახუჭვას,რომ მან უკვე მეორედ მიატოვა. -*** ხატიას სახეს დილით სინათლე დაეცა და გათენება ამცნო.საბანში ჩამალული ცხვირი ამოყო და მზერა გააპარა იმ მხარეს, სადაც ჩანს ეძინა,თუმცა მხოლოდ ცარიელი ადგილი შერჩა.სწრაფად გადაიძრო საბანი და მისაღებში თვალების ცეცებით გავარდა. -ჩან!-არც ისე ხმამაღლა შესძახა გოგონამ.სხეულში შიშმა დაუარა. "მნახა და მაინც წავიდა?ვიცოდი, რომ ძალიან ვატკინე და არც მისი დაბრუნება მეგონა ადვილი,მაგრამ..."იატაკს ჩასტერებოდა და თან ფიქრობდა. უცებ აბაზანის კარი გაიღო და იქედან ახლად დაბანილი ბიჭი გამოვიდა, რომელსაც ქვედა ტანზე პირსახოცი მოეფარებინა,ხოლო მეორე პირსახოცით თავს იმშრალებდა. -უკვე გაგღვიძებია-გოგონასკენ მიმავალმა არაფრის მთქმელად ჩაილაპარაკა. თითქოს საყვარელ ქალს კი არ ეკითხებოდა,არამედ ვინმე უბრალო ნაცნობს. გოგონა მისი მიმართულებით წავიდა, მის ჯერ კიდევ სველ მკერდს მიეკრას და წრაფად მოხვია ხელები წელზე.ჩანსაც უნდოდა იგივე გაეკეთებინა ორივე ხელი მისი ზურგისკენ წაიღო უნდოდა მონატრებული სხეული მთელი ძალით მიეკრა და მისით დამტკბარიყო,მაგრამ ეს არ გააკეთა და ისევ პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. -შევალ ჩავიცმევ-ცივად წელზე ორივე ხელი შეაშვებინა და ოთახისკენ გაემართა. მის სიცივეზე კი ხატიას გული ორად გაეპო. -ნამდვილად არ იქნება ადვილი,რომ ისევ დაგიბრუნო,მაგრამ არ დავნებდები.-ამოისუნთქა და ოთახს მოავლო თვალი,რომელიც გუშინდელთან შედარებით მილაგებული იყო.სამზარეულოსკენ გაემართა უნდოდა საუზმისთვის რამე მოემზადებინა, მაგრამ ყველაფერი ცარიელი დახვდა. -ცოტახნით გავდივარ -მიაძახა ოთახში ბიჭს საფულეს ხელი დაავლო,ტანზე ისევ ის ეცვა,რაც გუშინ მოსვლისას ასე,რომ ჩაცმას არ საჭიროებდა შემოსასვლელში ქურთუკი მოიცვა და კარები გაიჯახუნა.ოთახიდან თავი უკვე ჩაცმულმა ბიჭმა გამოყო და კარის მიმართულებით გაიხედა. ხელი სველ თმებზე გადაისვა და ამოიხვნეშა. -როგორი ძნელია მყავდე და არ გეხებოდე-ჩაილაპარაკა თავისთვის. -მაგრამ ასე იოლად ვერ გამოხვალ.გამიჭირდება მაგრამ მაშინ მოგეფერები,როცა ღრმად ჩაგეძინება.-თავისივე ნათქვამი წარმოიდგინა და გუშინდელი ღამე გაახსენდა,რომელიც მისი თმის და სახის ფერებაში გაატარა სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა. ცოტახანში პარკებით ხელში ძლივს შემოვიდა კარებში გოგონა.საფულე კბილებით ეკავა.სავარძელში ჩამჯდარს გახედა. -შეგიძლია დამეხმარო?-გასძახა კბილებით დაკავებული საფულით. ჩანი სავარძლიდან წამოიწია და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.ხელით პირიდან საფულე გამოაძრო და ისევ უკან გაბრუნდა. კოპები შეკრა გოგონამ და პარკებით ხელში ბანცალით გაემართა სამზარეულოსკენ თან ისე გაბრაზებული მზერა არ მოუცილებია ბიჭის ზურგისთვის,რომელიც ისევ სავარძელში ჩამჯდარიყო და ჟურნალში რაღაცას ათვალიერებდა. -რამდენი ხანი აპირებ დარჩენას?-ჩანმა ისე კითხა ჟურნალიდან თავი არ აუწევია. -დიდიხანი -დაუფიქრებლად წარმოთქვა გოგონამ და თან პარკიდან ნაყიდობებს ალაგებდა. -მაშინ სახლი დაგჭირდება-ისევ ისეთ მდგომარეობაში მყოფმა წარმოთქვა. -რატომ? ხომ მაქვს ეს ბინა,რომელსაც ვქირაობდი.ჯერ არ გასულა კონტრაქტის ვადა ასე,რომ კიდევ ორი კვირა მაქვს.შემდეგ დაველაპარაკები და გავაგრძელებ კონტრაქტს-გოგონა ისევ განაგრძობდა ნივთების ამოლაგებას. -კონტრაქტი გაუქმებულია ბინა მე ვიყიდე -წარბი არ შეხრია ბიჭს ისევ ისე დაყურებდა ჟურნალს.ხატია პასუხით დაიბნა."ამით იმის თქმა უნდა,რომ წავიდე?"-თავს ისევ კითხვას უსვამდა,თან ჩანიოლის არაფრის მთქმელ ჟესტებს აკვირდებოდა. -ანუ გაწუხებ და გინდა წავიდე!-პარკებს ხელი შეუშვა და სამზარელოს დახლიდან გამოვიდა. ჩანმა ახლაღა მიაგდო ჟურნალი გვერდით და გოგონას გახედა,რომელიც ჯერ ისევ ამოულაგებელ ჩანთას დაწვდა. ჩანთას ხელი ჩანმაც ჩაავლო და მისკენ შემოატრიალა. -ხომ თქვი,რომ ორი კვირის ვადა ისევ გქონდა.შეგიძლია იყო აქ მანამდე.-ცდილობდა არც თავი გამოეტეხა და არც ის გაეშვა.ხატიამ ჩემოდანს ხელი უშვა და ისევ საქმის გასაკეთებლად შებრუნდა. ჩანიოლმა კმაყოფილად ჩაიღიმა და ჩანთა საძინებელში შეაგორა. -*** სამზარეულოში საუზმისთვის მაგიდა გაშალა.ჩანიოლი შეპარვით თვალს ადევნებდა მის ქცევებს,ხოლო როცა ხატია მისკენ იხედებოდა ისე იქცეოდა ვითომც არ უყურებდა. ახლა ჟურნალის მაგივრად ტელევიზორის პულტს აწვალებდა და არხიდან არხზე რთავდა. -მზადაა ყველაფერი შეგიძლია მოხვიდე-გასძახა გოგონამ.ჩანმაც პულტი მიაგდო სავარძელში და თავისი ადგილის დასაკავებლად გაემართა. ორივე ჩუმად მიირთმედნენ საჭმელს.რამდენიმეჯერ მათი თვალები შეეჩეხა ერთმანეთს,მაგრამ ბიჭი ისევ ჯიუტად აიგნორებდა ხატიას თბილ მზერას. -მთელი დღე სახლში აპირებ ყოფნას? ჯგუფის წევრებთან ერთად ახლა არ უნდა იყო?-ისე ეუბნებოდა თითქოს მისი ბოლო კონცერტის გამოტოვების შემდეგ არ იცოდა. -ვისვენებ-უცებ წამოთქვა და ლუკმა მოკბიჩა.ხატიამ ჭამას თავი დაანება და ახედა.დიდხანს აკვირდებოდა. -შეიძლება გვიან მოვიდე -ჩაილაპარაკა და ისევ მიუბრუნდა საუზმეს გოგონა. -რატომ? სად მიდიხარ?-ახლა ჩანმა მიანება საჭმელს თავი და ქვემოდან ახედა.როგორც იქნა შეძლო და მაინც შემოახედინა თვალებში.გოგონას შეუმჩნევლად ეღიმებოდა ტუჩის კუთხეში. -ხომ თქვი ორი კვირა მაქვს.სამსახური და სახლი მინდა.-ფეხზე წამოდგა ჩაიდნის ასაღებად. დაავიწყდა ცხელი ჩაიდანი და ხელი ასაღების გარეშე მოკიდა.-ააიიშ!-სიმწრისგან დაიყვირა.მაგიდასთან თავჩაღუნული ჩანმა მზერა უცებ მასზე გადაიტანა ფეხზე წამოხტა და ნატკენი ხელი თავის ხელებში მოიქცია.ნაზად სულს უბერავდა. -ჩაიდანი ცხელი,რომ იყო დაგავიწყდა?-საყვედურობდა გოგონას.მაცივრიდან ყინული გამოიღო და დამწვარ ადგილს წაუსვა ფრთხილად.მის თვალებში იმდენი სიყვარული და მზრუნველობა ჩანდა ერთიანად რაც გოგონას ამ ბოლო შეხვედრისას არ დაუნახავს.სულ დაავიწყდა ნატკენი ხელი.მის სახეს,თვალებს და შეკრულ კოპებს შეჰყურებდა და სიხარულის ცრემლები მოსდიოდა.-ასე ძალიან გეწვის?-ქვევიდან ამოხედა და მეორე ხელით თვალებზე ცრემლები შეუმშრალა.გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია -აბა?-ისევ შეკითხა მტირალს.გოგონამ ნატკენი ხელი გამოართვა, ორივე ხელით კისერზე მოხვია თავის მის კისერში ჩაერგო და ისევ ასლუკუნდა. -მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ!-ტირილით წარმოთქვა სიტყვები და მკერდზე უფრო მაგრად მიეხუტა.ვერც ჩანიოლმა გაუძლო ამდენს წელზე ხელები შემოხვია.შემდეგ ერთი ხელი თავზე გადაიტანა და დასამშვიდებლად თმებზე ეფერებოდა. **** გადატენილი ავტობუსით ხატია ჯერ ძველ სამსახურში აპირებდა გავლას იქნებ ისევ აეყვანათ,თუ არადა მერე სხვას ნახავდა რამეს.ხელით მოაჯირს ჩაფრენოდა შუბლის ნაწილი ცივ რკინაზე მიედო და ღიმილი დასთამაშებდა.რეალურად მისი თვალები გარეთ იმზირებოდა, თუმცა სინამდვილეში თვალ წინ დილანდელი თბილი ჩახუტება ახსენდებოდა.უცებ ღიმილი გაბრაზებული სახით შეიცვალა,როცა ჩანიოლის სიტყვები გაახსენდა. -"ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ"-გამოაჯავრა ჩანს და გვერდით მდგომის უცნაური მზერაც დაიმსახურა. -ვიცი დამნაშავე ვარ, მაგრამ ასე მწარედაც არ უნდა ვისჯებოდე-ტუჩები გაბუსხა და თავი ისევ რკინას მიადო. სულაც არ აქცევდა გვერდით მგომის მზერას ყურადღებას,რომელსაც საკუთარ თავთან მოლაპარაკე გიჟი ეგონა. საჭირო გაჩერებაზე ჩამოვიდა.რამდენიმე ნაბიჯში სასტუმროს წინ იდგა და ქვევიდან ღიმილით ასცქეროდა. მოგონებებმა წამოყვეს თავი. გაახსენდა პირველი შეხვედრა სასტუმროში, ასევე ის თუ როგორ აწამებდა ჩანი და თვითონ სატანას ძახილით უსრულებდა ბრძანებებს.ტკბილ მოგონებებს მწარეც მოჰყვა,მაგრამ მაინც ღიმილიანი იდგა.ეს უკვე წარსული იყო.ახლა როცა ამ მოგონებებით კიდევ ერთხელ გაანალიზა თუ რამდენჯერ დააყენა ჩანმა წინ და რამდენი რამე გააკეთა მისთვის თავი კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნო წეღანდელთან შედარებით. ღმად ამოისუნთქა და სასტუმროში შევიდა. -ონნი(უფროსი და) -მისი ნახვით გახარებული გოგონა მისკენ ხელებ გაშლილი გაიქცა. -იონგა-თბილად მოეხვია ამ პატარა მონატრებულ გოგონას. -როდის ჩამოხვედი ონნი? -გუშინ. -იონგი მისკენ მიიწია აქეთ იქეთ მიმოიხედა და ჩუმად კითხვა. -ჩანიოლ ოპპა(უფროსი ძმა) ნახე?-მხიარული ჭინკები აუთამაშდნენ გოგონას. -კი ვნახე.ჩემს სახლშია უფრო სწორედ მე ვარ მის სახლში-თვალები აატრიალა გოგონამ. -შენი ბინა იყიდებოდა მეპატრონემ მე დამირეკა და მთხოვა დაგკავშირებოდი რამენაირად,მაგრამ არ ვიცოდი შენი იქაური ნომერი -თავჩაღუნულმა ჩაილაპარაკა -მერე გასაღების მიტანა მთხოვა,რომ დამიტოვე.როცა მას გასღებს ვაძლევდი და შენი რამდენიმე ნივთი გამომქონდა ამდროს პრინცი გამოჩნდა და გვიხსნა ბოროტი ქალისგან,რომელიც გასახლებას გიპირებდა.-ბოლო სიტყვები თეატრალურად წარმოთქვა გოგონამ ხელებს აქეთ იქეთ დემონსტრაციულად იქნევდა. -ახლა გასაგებია-ღიმილი მოეგვარა სახეზე. -მაგრამ ორი კვირა კიდე დარჩენილი კონტრაქტის დასრულებამდე.-წარბები შეკრა ხატიამ. -კი მაგრამ ფული სჭირდებოდა ძალიან სადღაც მიემგზავრებოდა.შენმა პრინცმა ყველაფერი მოაგვარა და პირველ მყიდველს ხელიდან გამოსტაცა შენი ბინა-თვალები აუციმციმდა იონგს.ხატია მის ქცევებზე სიცილით იგუდებოდა. ჩანის მიმართ კი კიდევ უფრო მეტი სითბო ეღვრევოდა სხეულში და გაბრაზება დილანდელის სიტყვების შემდეგ უვლიდა.არადა ყველაზე ნაკლებად გაბრაზებული თვითონ უნდა ყოფილიყო. გოგონასთან ლაპარაკის შემდეგ მენეჯერს მიაკითხა, რომელმაც უპრობლემოდ დიდი სიხარულით დააბრუნა საუკეთესო კადრი სამსახურში. -*** სახლში მისულმა სიცარიელე იგრძნო. ჩანიოლი სახლში არ დახვდა.ტუჩები გაბუსხა და სავარძელში მოწყვეტით დაეცა. რამდენიმე წამი არ იყო გასული კარებში გასაღები გაჩხარუნდა და სახლში შემოვიდა რამდენიმე პარკით ხელში. -სად იყავი? -სავარძილან თვალები ამოაწყიტა ხატიამ. -რაღაცები მჭირდებოდა და ვიყიდე-პარკები საძინებელში შეიტანა.ხატია მოღუშული სახით წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა. წამში უკან ყვირილით გამობრუნდა. -ჩან! ჩანიოოოლ!-ოთახისკენ გაიქცა.ჩანიც დაფეთებული მის ყვირილზე გამოვარდა ოთახიდან.ხატია შეახტა ბიჭს ფეხები წელზე შემოხვია,ხელებით კისერზე ეჭიდებოდა და თავი კისერში ქონდა ჩამალული. ჩანიოლმაც შემოხვია ხელები წელზე. -რა მოხდა? -გაოცებული უყურებდა გოგონას რომელიც მის სხეულს ეკვროდა მთელი ძალით. -იქ -ხელი ისე გაიშვირა თავი არც მიუბრუნებია-ტარაკანია და მომდევდა-ამის თქმაზე ჩანს სიცილი წასკდა. -ამხელა გოგოს ტარაკნის როგორ გეშინია-მის ხელებში შეაჟრჟოლა ამ სახელის ისევ ხსენებისას ხატიას. -მოკალი რააა-ისევ მის წელზე მოკალათებული ეუბნებოდა ისე უკან არც იხედებოდა. -აქ აღარ ჩანს.ეტყობა შეაშინე და სადმე შეძვრა -სიცილით უთხა ჩანმა.ეცადა გოგონას ძირს დასმაა, მაგრამ არაფრით არ ჩამოვიდა. - ძირს არ ჩამოვალ,სანამ არ მოკლავ. დივანზე დამსვი.-ჩანმაც შეასრულა მისი თხოვა მითითებულ სავარძელში ჩასვა. -დღეს უკვე გვიანაა და ხვალ გამოვიძახებ დეზინფექციის სამსახურს.-ჯერ კიდევ ვერ იკავებდა შეშინებული ხატიას დანახვაზე სიცილს,რომელიც თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა. -კარგი -სავარძელს თვალებით ათვალიერებდა -ფეხს ძირს მაინც არ დავდგავ.-შეშინებული სავარძელში მოიკუნტა. -*** ჩანიოლმა თვითონ ითავა საჭმლის მომზადება.სამზარეულოდან მომღიმარი შეყურებდა გოგონას, რომელიც ისევ მოკუნტული იჯდა სავარძელში და ტელევიზორის არხებს ათამაშებდა,თან პანიკურად ძირს აცეცებდა თვალებს. ვახშმობის შემდეგ მოპირდაპირე სავარძლებში ისხდნენ და ორივე ტელევიზორში საშინელებათა ფილმს შესცქეროდა.ხატიას ტარაკანი გადაავიწყდა და მთელი ყურადღება ფილმზე გადაიტანა.ჩანიოლი კი ხატიას ცქერით იყო გართული. უნდოდა მისულიყო მოხვეოდა, მოფერებოდა და მისი ტუჩები დაეკოცნა, მაგრამ ჯიუტად ეს გაბრაზება ამოუტივტივდა თავში.მისგან ინიციატივა არ გამოვიდოდა. -ხატია-წარმოთქვა უცებ.თან ეშმაკურად ჩაიღიმა. -რა?-ისე კითხა ფილმისთვის თვალი არ მოუშორებია. -დავინახე, როგორ გაირბინა ტარაკანმა შენი სავარძლისკენ-გოგონამ სასწრაფონ მიანება ფილმის ყურებას თავი ჩანის სავარძელში ისკუპა და მის მხარს მაგრად ჩაეჭიდა. -სადაა აბა? ვერ ვხედავ -თვალებს აცეცებდა გოგონა. -ვეღარც მე ვხედავ. -ჩაიღიმა და თვალები მასზე მიკრულ გოგონასკენ გააპარა.მივიწყებულმა ტარაკანმა თავი ისევ შეახსენა თუმცა ჩანზე მიკრულმა მშვიდად განაგრძო ფილმის ყურება. ფილმი დამთავრდა ეკრანზე ტიტრებმა იწყეს ამოსვლა ჩანმა თავი ხატიასკენ მოაბრუნა, რომელსაც მშვიდად ჩასძინებოდა მის მკლავზე მოხუტებულს.ღიმილმა გადაკრა სახეზე.შეღვიძება არც უცდია ფრთხილად მოიქცია მკლავებში და საძინებლისკენ წაიყვანა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა სახეზე თმები გადაუწია, ლოყაზე თითები ნაზად ჩამოატარა და ტუჩებს დაწვდა. უნდოდა შეუმჩნევლად მოეპარა კოცნა,მაგრამ ხატიამ თვალები გაახილა და სახეზე ღიმილმა გადაკრა. ჩანმა არ შეიმჩნია გამოჭერა და გასაწევად მოემზადა.ხატიამ ორივე ხელი საყელოში ჩაავლო და ახლოს დასწია.ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ელამუნებოდათ და ტანში ჟრუანტელი უვლიდათ. -ჯანდაბა-წარმოთქვა ჩანმა და გოგონას ეშმაკურად მომღიმარ ტუჩებს დაწვდა. გოგონაც აყვა კოცნაში.ხელმა თავისით დაუწყეს ბიჭის პერანგის ღილებს შეხსნა.შეხსნილი პერანგი თვითონვე მოისროლა ოთახის, რომელიღაც კუთხეში თან ისე გოგონას ტუჩებისთვის თავი არ დაუნებებია.წამში ხატიასაც გახადა ზედა ტანი და ხარბად დახედა მის გამოკვეთილ სხეულს.დაიხარა და ჭიპთან აკოცა მასაც კვნესა აღმოხდა. კოცნით ნელ-ნელა ზევით მიიწევდა. კისრიდან ცხელი მხურვალე ტუჩები ისევ ბაგეებისკენ მიმართა.გოგოს ხელები ისევ თავისას აკეთებდნენ. ჯერ ბიჭის სხეულზე დადიოდნენ შემდეგ შარვლის ღილს მისწვდა და შეუხსნა.ჩანიოლი წუთით მოშორდა ტუჩებს შარვალი საცვალთან ერთან მოისროლა.მის გზას გაუყენა ხატიას ქვედა ტანიც. ორივე სრულიად შიშვლები იყვნენ. ჩანმა ისევ მკლავებში მოიმწყვდია.ერთი ადგილიდან მხურვალე კოცნით გადადიოდა მეორეზე.ცალი ხელი ხატიას ხელზე ქონდა ჩაკიდებული,მეორე ნელი სვლით მის თეძოს ჩააყოლა და წელზე შემოიდო.მეორე ფეხი თვითონ მოაკალათა მის წელზე გოგონამ.მის ბაგეებს ისევ აღმოხდა კვენსა.ნელი მოძრაობა ცოტახანში გაახშირა ჩანმა თან ცდილობდა არ მომწყდარიყო გოგოს ბაგეებს. -*** ორი გაოფლილი სხეული საწოლში ერთამენთს მიხუტებულიყვნენ.ხატიას თავი ჩანიოლის მკერდზე ედო და მისი გულის აჩქარებულ გულის ცემას უსმენდა.ხელებს კი მის სხეულზე დაატარებდა, თითქოს სხეულის ნაკვთებს ხაზავდა.ჩანი თმებს ეთამაშებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა. -ხომ აღარასდროს წახვალ? -ხელები მაგრად მოუჭირა გოგონას და ღმად შეისრუტა მისი სურნელი. -არასდროს-ჩაილაპარაკა და ისიც ისევ ჩაეჭიდა მას.-შენ ხომ ისევ დაბრუნდები ჯგუფში?-ქვევიდან ახედა გოგონამ და მავედრებელი თვალებით აღაპყრო. -კი თუ აღარ წახვალ -თავი დაუქნია მომზირალს,რომელიც მისკენ წამოიწია და მხურვალედ ჩააფრინდა ტუჩებს.-შეგიძლია სახლის ძებნა დაივიწყო.მაინც არ გაგიშვებ და არც ვაპირებდი შენც გაშვებას-ცოტახნით მოცილდა ტუჩებს და მბრძანებლურად წარმოთქვა, სწრაფი მოძრაობით ისევ ქვემოთ მოიქცია გოგონა და მესაკუთრედ დაეწაფა ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს. **** გაღვიძებისას მის მკლავებში მოქცეული სხეული ვეღარ იგრძნო.ხელი გვერდით მოატარა სიცარიელე იგრძნო სახეზე ღიმილი უცებ შეაშრა თვალები ჭყიტა და ფეხზე წამოხტა.სრულიად შიშველმა ქვევიდან საცვალი ამოიცვა და მისაღებში გავიდა.იქედან მთელ სახლს თვალი მოავლო სასურველის მოსაძებნად. -სად წავიდა?დღეს სამსახურში არ მიდიოდა -წარბები შეკრა და თმები მოიჩეჩა.უცებ აბაზანის კარი გაიღო და ხატია გამოვიდა,რომელსაც პირსახოცი უფარავადა ნახევარ სხეულს.სველ თმებს კი მეორე პირსახოცით იწმენდდა.ჩანიოლის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა ისევე,როგორც ჩანიოლს.კმაყოფილი და გოგონათი მოწყურებული მისკენ გაემართა. წელზე ხელები შემოხვია და ხაბად ჩააყოლა დანამულ კისერს თვალები, რომელზედაც წყლის წვეთი ნელი მოძრაობით მიემართებოდა გულმკერდისკენ.-რატომ არ გამაღვიძე?შენთან ერთად მივიღებდი შხაპს.-დანამულ კისერს დაწვდა ცხელი სუნთქვა შეეხო კისერს.ხატიამ თვალები დახუჭა და ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა. -ტკბილად გეძინა და აღარ გაგაღვიძე-სუნთქვა აჩქარებულმა წაჩურჩულა ყურთან. -მაშინ ახლა შევიდეთ-ნელა მისი კისრიდან ტუჩებისკენ გადაინაცვლა და უკან აბაზანისკენ უბიძგა.ცოტაც და შევიდოდნენ.ამ ვნება მორეულ საქმეს კარზე კაკუნმა შეუშალა ხელი. -გააღე-ჩაიღიმა ხატიამ ჩანის უკმაყოფილო სახეს,როცა წააწყდა და გვერდის ავლა სცადა. -აკაკუნოს რამდენიც უნდა.-ხელით შეაჩერა და ისევ მიიკრა. -იქნებ ვინაა?-სუნთქვა შეატოვა ჩანის ტუჩებს. -ვინც უნდა ის იყოს-ათრთოლებული ტუჩები შეახო ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს. კარზე კაკუნი უკვე ბრახუნში გადავიდა. -ჰიონგ გამიღე კარები. მე ვარ სეჰუნი-გაისმა ხმა კარებს იქედან.ხატიას გაეცინა და თან ტუჩებს მოწყდა. -გაუღე-სწრაფი კოცნა დატოვა ბიჭის გაბუსხულ ტუჩებზე. -არ გავაღებ.შენ გააღე-წარბები შეუკრა. -მე არ მაცვია-ცალი წარბი აწია თან სიცილს ძლივს იკავებდა. -არც მე მაცვია-ეშმაკურად დაიხედა ტანზე. -ჰიონგ გააღე თორემ შემოვამტვრევ-კაკუნი აღარ იყო, თუმცა კარებს იქეთ მაინც იყო ბიჭის მოუთმენლობით გაჟღენთილი ხმა.ხატიამ ამ სიტყვებზე ჩაიხითხითა. -გაუღე-ჩანს ტრაკზე ხელი წამოარტყა და სიცილით ოთახისკენ გაიქცა.მისი საქციელით გახალისებული კარებისკენ წავიდა და გააღო.კარებს იქეთ ხელებ დაჭდომილი ბიჭი იდგა,რომელიც მოუთმენლად ფეხს აბაკუნებდა. -ძლივს გააღე.შემომტვრევა მაინც მეზარებოდა-უცებ აათვალიერა საცვლის ამარა ჩანი და მის ზურგს უკან წაატანა თვალი. -არ გეტყობა,რო აპირებდი-სიცილით თქვა და მისი დგომის მანერაზე თვალებით ანიშნა.სეჰუნი მისკენ წავიდა. -ვინმე გყავს?რამე მნიშვნელოვანს მოგწყვირე?-წარბი აათამაშა და მის ზურგს უკან უკეთ სცადა გახედვა.-ხატია არაა და გაინავარდე?-მომღიმარი სახე უცებ შეცვალა შეკრული მობღვერილი სახით და ასე შეჰყურებდა ჩანიოლს. -არა მე მაინც როგორ გამიკეთე ეს და უჩემოდ ერთობი-კარებზე გადებული ხელი ჩამოაწევინა და სახლში შევიდა.თვალების ცეცებით.ჩანიოლმა ჩაიცინა კარები მიხურა და უკან გაყვა. -რამე ხდება? -შეჰყურებდა სეჰუნს ღიმილით, რომელიც მოკალათდა სავარძელში ფეხი ფეხზე გადაიდო და წარბ აწეული შეყურებდა. -რამდენჯერ ვიყავით მოსულები არ გაგვიღე კარები...მიუწვდომელი ხარ...ნუ კი იქნები მიუწვდომელი ტელეფონი კედელს შეახუტე... შენი არაფერი ისმის და კიდე რამე მოხდა? -საყვედურებით ავსებდა ჩანს. -ყველაფერი ჩემი ბრალია-ოთახიდან უკვე ჩაცმული ხატია გამოვიდა სახეზე დამნაშავის ღიმილი ეკრა სეჰუნის წინ მდგომ ჩანიოლს მიუახლოვდა, ცალი ხელი წელზე მოხვია. მანაც ორივე ხელში მოიმწყვდია და შუბლზე აკოცა. -ჰეროინივით მოქმედებ მასზე თუ ყავხარ კარგადაა,თუ არადა ლომკაშია-სეჰუნს ტუჩის კუთხეში გაბრაზებულ სახეზე ღიმილი შეეპარა ხატიას დანახვისას. -შედი იბანავე მე სეჰუნს მივხედავ-თვალი ჩაუკრა ჩანს და აბაზანისკენ უბიძგა. -მალე გამოვალ-ტუჩებს დაწვდა. -თვალებზე ხელი მივიფარო?-ჩაიცინა სეჰუნმა,გოგოსაც გაეცინა მის ნათქვამზე. ჩანი მოწყდა ტკბილ ნექტარს და სეჰუნს უადგილო კომენტარისთვის გახედა. -მეც გადაგიხდი სამაგიეროს-გადაულაპარაკა მოჭუტული თვალებით ძმაკაცს და აბაზანისკენ წავიდა.სეჰუნმა მისი ფრაზა გაიმეორა და სცადა ჩანის მიმიკას მიემსგავსებინა. -რამეს დალევ?-სიცილით კითხა ხატიამ. -კი. ამაზე ნერვიულობით პირი მიშრება. წვენს დავლევს თუ გაქვთ?-ხელი ყელზე მოისვა. -ახლავე-ღიმილით გაემართა სამზარეულოსკენ მაცივრიდან ანანასის წვენი გამოიღო ჭიქებში ჩაასხა სამივესთვის და ისევ მისკენ გამოემართა. -არა მე ვარ პატარა თუ ეს?-ბუზღუნს განაგრძობდა.ხატია მიუახლოვდა ჭიქები მაგიდაზე განათავსა და გვერდით მიუჯდა. -როგორც წეღან ვთქვი ყველაფერი ჩემი ბრალია.გპირდებით აღარასდროს დავტოვებ თუ მას არ ენდომება.-დამნაშავედ თავი ჩაღუნა. -არასდროს ენდომება ეს.აღარ მინდა ასეთის ნახვა.მხიარული და მოუსვენარი ჩანი მენატრება-მთელი სეროზულობით წარმოთქვა ეს სიტყვები. -ადრე ამისთვის მიზეზი არ სჭირდებოდა ახლა კი მისი ბედნიერი სიცილის მიზეზი შენ ხარ.-ხატიას თვალებში ცრემლი ჩაუდგა სეჰუნა შეამჩნია და სცადა ხასიათზე მოეყვანა.წვენს დაწვდა და მხიარულად მოსვა.შემდეგ ნეტარებით ამოისუნთქა.-რა კარგია...-სავარძელში მიინაბა, მის ქცევაზე გოგონას სახეზე ისევ ღიმილი დაბრუნდა.ჩანიოლიც გამოვიდა აბაზანიდან ხალათით და ხატიას გვერდით მიუჯდა.ცალი ხელი გადახვია და მიიხუტა. -აბა რა ხდება მოყევი -ჩანიოლმა მზერა სეჰუნზე გადაიტანა. -ბიჭები გელოდებით.შემდეგი კონცერტი გვაქვს ჩასატარებელი ქვეყნის გარეთ და ერთ კვირაში დავბრუნდებით.მერე ის გავალთ,მერე ისევ დავბრუნდებით და ასე ვივლით -ჩანიოლმა ჯერ ხატიას გადახედა შემდეგ ისევ მზერა სეჰუნს დაუბრუნა და პირი უარის სათქმელად გააღო.ხატიამ ხელი ააფარა უცებ პირზე. -აუცილებლად წამოვა-გაუღიმა ბიჭს შემდეგ ისევ ჩანს დაუბრუნა მომღიმარი სახე ხელი აიღო მისი ტუჩებიდან და აკოცა. -მშვენიერია. ახლა წავალ.-ფეხზე წამოდგა ბიჭი. -მოხვედი ხელი შემიშალე და ასე მალე მიდიხარ?- სიცილით ეუბნებოდა ჩანი. -რას იზავ საქმიანი ვარ-შუბლზე თმა გადაიწია და მომღიმარმა შეხედა სავარძელში მოკალათებულებს,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდნენ.-აჰ ტელეფონი. -ჯიბიდან ჩანის შეკეთებული და ახალს დამსგავსებული ტელეფონი ჩაუგდო ხელებში.-შევაკეთე კავშირზე იყავი.გაცილება არაა საჭირო კარი ვიცი საითაცაა-გაეკრიჭა წყვილს და სწრაფად დატოვა იქაურობა. -ხომ დამპირდი,რომ დაბრუნდებოდი-საყვედურით ახედა ჩანს.-ხომ გააკეთებ ამას?-ჩანი ხმას არ იღებდა.მხოლოდ მის სახეს შეჰყურებდა მბწყინავი თვალებით.გოგონამ ტუჩები გაბუსხა მისი ხელი კისრიდან მოიშორა და გაბუტული ფეხზე წამოდგა.-კარგი მაშინ მანამდე ხმას არ გაგცემ-თავი მაღლა ასწია და სცადა გარიდებოდა.ჩანმა სწრაფი რეაგირებით გოგონა მუხლებზე დაისვა და ორივე ხელი მაგრად მოხვია. -უკვე უთხარი,რომ ვბრუნდები და სხვა რა გზა მაქვს,მანამდე კი სანამ ჯერ კიდევ დრო მაქვს დედასთან უნდა წაგიყვანო და გაგაცნო.-მისი ნათქვამით თვალებ გაფართოებული გოგონა ახლოს მიიხუტა. -მართლა? რომ არ მოვეწონო?-ნერვიულობა დაეტყო უცებ ხატიას.წამოდგომა სცადა, მაგრამ ჩანმა ისევ ჯიუტად დააბრუნა მკლავებში. -აუცილებლად მოეწონები. -როგორ ჩავიცვა?-ჩანმა ერთი ხელით მისი ნერვიული მზერა თავისკენ მიმართა და ტუჩებს დაწვდა.კოცნა გააღრმავა და მეორე ხელი სავარძელში უკეთ მოაკალათა. -სულ ერთია. ახლა გახდა უფრო საჭიროა-ეშმაკურად დახედა გოგოს სხეულს, რომელსაც მჭიდროდ ეკვროდა მთლიანი შავი კაბა.ხატიას ნერვიულობა სადღაც გაქრა.მის ნათქვამზე ღიმილმა გადაკრა. ერთი ხელი კისერზე თმებში შეუცურა, მეორე ხელი კისრიდან მის სხეულზე ჩაატარა და ტუჩი მოიკვნიტა.ბიჭმა ნერწყვი გადაყლაპა,გვერდულად ჩაიღიმა და სისხლს მოწყურებული ვამპირივით დაწვდა გოგონას ტუჩებს. -***** ჩანიოლი დედასთან ყოველთვის გვიან მიდიოდა,როცა მისი ნახვა მოფერება და ჩახუტება უნდოდა ყველანაირი აპარატების ჩხარუნის და ფანების წიკვინის გარეშე.ახლაც დედა გააფრთხილა,რომ მასთან ცოტა გვიან მივიდოდა და გააცნობდა მისთვის ძვირფას ადამიანს.ისიც სიხარულით დათანხმდა.ნუთუ მისი შვილს უკვე შეუყვარდა ვიღაც ისე,რომ მას აცნობს. -დე...-ჩანიოლმა კაფის უკანა კარებიდან ფრთხილად შეიჭყიტა.ცალი ხელი გოგონაზე ჰქონდა ჩაკიდებული და უკან მიჰყავდა. -ჩემო ბიჭო-სიხარულით შეეგება დედა შვილს.-როგორ გამახარე შენი მოსვლით. -ძალიან მომენატრე დე..-გულზე მიიხუტა.ხატიას ხელი შეუშვა და ორივე ხელი მაგრად მოხვია.ამ სცენით მთელს სხეულში სითბო ჩაეღვარა ხატიას და გაღიმებული უყურებდა მონატრებულ დედა-შვილს.-დე ეს ხატიაა.ვისზეც გითხარი.-ჩანიოლი დედას მოშორდა.გოგონაც უცებ მოიხარაა თავი დაუკრა ქალს და გაუღიმა. -იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე ჩემი ბიჭის აღწერით წარმოგიდგინე-ქალი მიუახლოვდა და გულზე მიიკრა ოდნავ ანერვიულებული გოგონა.-ნუ ნერვიულობ არ ვარ ტიპიური სადედამთილო -გაიცინა ქალმა.-მე უფრო საყვარელ დედამთილებში გავდივარ.-ბავშვებს ღიმილმა გადაკრა ქალის სიტყვებზე.გოგონას წელზე ხელი მოხვია და შიგნით შეუძღვა.-თქვენთვის გემრიელი სუფრა გავშალე.-ხატიას ხელს არ უშვებდა ქალი ჩანს გვერდით ჩაუარეს ისე, რომ არც მიაქციეს ყურადღება. -უკვე ვეჭვიანობ-ბუზღუნით გაყვა მათ უკან. ვახშამმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ერთადერთი ვინც აქ თავს ზედმეტად გრძნობდა ჩანი იყო.თუმცა უხაროდა,რომ მისი ორი საყვარელი ქალი ასე უგებდა ერთმანეთს.ყველაზე ძალიან ის გაუხარდა,რომ დედასაც მოეწონა ხატია.ქალი დესერტის მოსატანად წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.თვითონ კაფის შუაგულში ისხდნენ.ხატიას სკამი ახლოს მიაჩოჩა და გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში -იქნებ მომაქციოთ ყურადღება ქალბატონო ხატია.-ეშმაკური ღიმილით და მოწყურებული მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა მისი სახის თითოეული ნაკვთი. -მაპატიე,მაგრამ დღეს დედა პირველ ადგილზეა-ცხვირი გაუხახუნა მის ლოყას და ისევ უკან გაიწია.ბიჭმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო გოგონას სამზარეულოს მიმართულებით მიტრიალებული სახე ორი ხელებით შემოატრიალა და მის ტუჩებს დააცხრა. -ეს სასჯელია იმისთვის,რომ ყურადღებას არ მაქცევ-მის ტუჩებს მოსწყდა და წარბები აათამაშა.ამასობაში დედამისიც გამოვიდა ლანგარზე დესერტით ხელში.ხატიამ სცადა აწითლებული ლოყების დამალვა.მცდელობისას კი ჩანს მის ქცევებზე ეცინებოდა და სურვილი უჩნდებოდა ხელებში მოემწყვდია და სირცხვილისგან აწითლებული ლოყები დაეკოცნა. ჩანიოლის კომპანიაში მისვლას ყველა დიდი ზარზეიმით შეხვდა.ბიჭები სიხარულით გადაეხვივნენ დაკარგულ ძმას.მოფერების მოსიყვარულების და დაბრუნების მილოცვების შემდეგ ეგრევე საქმეს შეუდგნენ.თავით ფეხებამდე საქმეში იყვნენ ჩაფლულები.კონცერტის ორგანიზატორები უხსნიდნენ საიდან,როგორ და რანაირად უნდა შემოსულიყვნენ,რა კოსტუმები უნდა სცმოდათ და ასე შემდეგ. კარებში გოგონა შემოვიდა საქმიანი სახით. -რა მოხდა მინა? -ორგანიზატორმა კითხვის ნიშნიანი მზერა მიაპყრო გოგონას. -უკაცრავად.ფანკლუბის პრეზიდენტია მოსული.და ბიჭებთან შეხვედრას ითხოვს დაჟინებით.-ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული. -ნეტა რა ხდება? -სუჰომ ბიჭებს გადახედა. -ეს პირველია,როცა ფან კლუბის წევრს ვხდებით პირადად-ჩაიცინა ეშმაკურად კაიმ.ყველა წამოდგა ფეხზე. -მხოლოდ ჯგუფის ლიდერთან და ჩანიოლთან ითხოვს შეხვედრას-ერთი მეორეს შეყურებდნენ ბიჭები. -კარგი დაწყნარდით.სუჰო...ჩანიოლ...-გადახედა ბიჭებს მენეჯერმა- გადით მეც თქვენ გამოგყვებით.ბიჭებიც გავიდნენ უკან კი ერთმანეთს მიშტერებული ბიჭები მოიტოვეს,მენეჯერიც ბიჭებს მიყვა უკან. -*** დაძაბული ისხდნენ მაგიდასთან.გოგონამ ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და მათ წინ მაგიდაზე დაუდო.ჯერ მენეჯერმა აიღო და გახსნა.შიგთავსის ნახვისას სახეზე ფერი ეცვალა. -რა ხდება ჰიონგ?-სუჰომ ახედა მენეჯრს.კონვერტი ახლა მათ გაუწოდა და გოგონას მიუბრუნდა თვითონ. -ამით რისი თქმა გინდა?-გამომცდელად უყურებდა. -როგორც ფანკლუბის პრეზიდენტი ვზრუნავ ჩვენზე ფანებზე და ამავე დროს თქვენზეც.ეს ჯგუფისთვის საზიანოა-ჩანიოლმა სურათების ნახვისას ხელებში მოკუჭა.ისე მაგრად უჭერდა ხელებს თითის ბალიშები გათეთრებოდა. -ეს არასწორია.-წამოიძახა სუჰომ.-თუ ჩვენზე ზრუნავთ,მაშინ ისიც უნდა გესმოდეთ,როგორი ცუდად იქნება თუ დაშორებას აიძულებთ იმ ადამიანთან,რომელიც მას ასე უყვარს.-აღშფოთებას ვერ მალავდა ლიდა. -არ დავშორდები!-მაგიდას ხელი დაარტყა და ფეხზე წამოდგა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.-თუ ჯგუფისთვის საზიანოა მე წავალ ჯგუფიდან-სკამი უხეშად უკან გასწია და წასასვლელად გაემზადა. -ჩვენ შენი წასვლა არ გვინდა,უბრალოდ დაშორდი მას.-წყნარად განაგრძობდა გოგონა.-თუ ამას არ იზავ მარტივად დავდებ ამ სურათებს ფანკლუბის გვერდზე.მგონი ყველამ იცით რაც მოხდება თუ ამას ვიზავ-მისი სიტყვებით კარებთან გაყინული ჩანიოლი კიდევ უფრო გაცეცხლდა და მისკენ გაიწია.ორივე ხელით მის სკამს ჩააფრინდა და ცხოველურად გაბრაზებული მზერით შეჰყურებდა. -თმის ღერიც,რომ ჩამოუვარდეს-კბილებიდან გამოსცრა ჩანმა.ლიდამ და მენეჯერმა სწრაფად მოახერხეს მისი გვერდით გაწევა მიუხედავად იმისა,რომ ხელით შეხება არ უცდია,თუმცა თავში ამ აზრმა წამში ასჯელ გაჰკრა.მათი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა და ოთახიდან გავარდა. -ყველაზე უკეთესს ვარიანტს მე გთავაზობთ.-აკანკალებული ხმა დაიმშვიდა და ფეხზე წამოდგა.-ეგ სურათები შეგიძლიათ დაიტოვოთ.ორიგინალი მაქვს-ნაგლად გაუღიმა ორივეს და გარეთ გავიდა.კმაყოფილი იყო თავისი საქციელით.სურათების დადება მხოლოდ გოგონას არ დააზარალებდა ეს ჩანიოლზეც იმოქმედებდა ეს კი მას არ უნდოდა.მისთვის ჩანიოლი უბრალო ჯგუფის წევრი არ იყო,რომლის ფანიც შეიძლება ყოფილიყო.მომავალი მასთან ერთად ესახებოდა ამ გოგონას გამოჩენის შემდეგ კი ოცნების კოშკები ერთი მეორეს მიყოლებით თავზე ჩამოეფშვნა.ახლა კი კმაყოფილი იყო,რომ მიეცა საშუალება ასე მოქცეულიყო ამის უფლებას კი მისი ადგილი ფანკლუბში აძლევდა. -ხომ ვამბობდი,რომ უნდა დაშორებოდა-ნერვიულად დაიწყო სიარული ოთახში მენეჯერმა. -ჰიონგ გეყოფა რა.ისე ამბობ თითქოს მარტივი იყოს.-სიბრაზემ გადაკრა სუჰოს. -მე თქვენთვის ვამბობ,ხომ ხედავ რამხელა პრობლემა შეგვექმნა.-უკმაყოფილო სახით გავიდა ოთახიდან,სუჰოც მიყვა უკან. -*** სამსახურის მთელი დღე აფორიაქებული იყო.საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა თითქოს წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ სასიშროებას. საღამოს სახლში მისვლისას ეგონა,რომ სახლში დახვდებოდა ჩანიოლი.იმდენად მიჩვეული იყო მის იქ ყოფნას.კარების შეღებისას კი მხოლოდ ცარიელი სივრცე დახვდა.შხაპი მიიღო ცოტა სხეულის დაძაბულობა მოეხსნა,თუმცა სული მაინც აფორიაქებული ქონდა.სავარძელში ჩაჯდა და იქვე დადებულ წიგნს დაწვდა, რამდენიმე ფურცელი გადაიკითხა გაუაზრებლად,შემდეგ დახურა ტელევიზორის პულტს დაწვდა და ახლა არხების წვალება დაიწყო.ბოლოს ერთ არხზე გააჩერა და უღიმღამოდ დაიწყო მისი ყურება ცოტახანში ჩაეძინა კიდევაც. ერთი საათის შემდეგ გოგონა ტელევიზორიდან გამომავალმა ხმამაღალმა ყვირილმა გამოაღვიძა და შეშინებულმა თვალები დაჭყიტა.თვალები ოთახს მოავლო ისევ მხოლოდ თვითონ იყო სახლში.ამასობაში მისი ყურადღება კარებთან გასაღების ჩხარუნმა მიიქცია.სასწრაფოდ ფეხზე წამოხა და კარები გააღო.მის წინ კი მოხრილი ჩანიოლი იყო,რომელიც ძირს დავარდნილი გასაღების აღებას ცდილობდა.გოგონას ქვევიდან ამოხედა, ჩაუცინა,გასაღები აიღო და ხატიას მიმართულებით წავიდა.ორივე ხელი მოხვია მისი მდგომარეობით ოდნავ გაბრაზებულ გოგონას. -პატარავ!პატარავ!პატარავ!-იმეორებდა და თან სახეს უკოცნიდა. -ბიჭებთან ერთად დაბრუნება აღნიშნე?-სიბრაზეში ღიმილი შეეპარაა ხატიას.კარები მიხურა.ჩანმა ფეხზე გაიძრო,ხატიამ კი ნელი ნაბიჯებით საძინებლისკენ წაიყვანა ჩამოკიდებული ბიჭი,რომელსაც თავი კისერში შეერგო და ღრმად სუნთქავდა.ოთახში შეიყვანა და ორივე საწოლზე დაეცა.ორივეს სიცილი აუტყდათ,მიუხედავად იმისა,რომ ჩანიოლს სულაც არ ეცინებოდა.უცებ მისკენ გადაბრუნდა თავი მკერდზე დაადო, ხელებით მაგრად ჩაეჭიდა გოგონას თბილ სხეულს და გაიტრუნა.-ბიჭებიც ასე მთვრალები არიან?-სიცილით კითხა ხატიამ თან ხელით ჩახუტებული თმებს ეფერებიდა. - არა მარტო დავლიე-უფრო მოეჯაჭვა სხეულს. -რამე მოხდა?-მთელი სხეულით დაიძაბა ხატია. -ჩვენი მომავალი დაშორება ავღნიშნე. -დაშორება...-გაიმეორა ხატიამ.რატომაც არ გაკვირვებია,თუმცა საკმაოდ ძლიერი ტკივილი იგრძნო. ღმად ჩაისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა. -ხო დაშორება.ჩემი საქმე ამას მოითხოვს-ჩანს დახუჭული თვალებიდან ცრემლებმა გამოჟონეს. -კარგი-ამოთქვა გოგონამაც.აღარაფერი უკითხავს.მხოლოდ დათანხმდა,როგორც ამას ამბობდა გაუშვებდა მაშინ თუ ამას თვითონ ეტყოდა.ჰოდა აი მოხდა ესეც.მანაც შემოხვია ხელები.ლოყაზე ჩამოუგორდა ცრემლები.დაიხარა და მთელი გრძნობით აკოცა შუბლზე. -**** დილა გათენდა ჩანის გარეშე.მის ადგილას კი პატარა კონვერტი დახვდა.წყლიანი თვალებით მისკენ მოსწია კონვერტი ხატიამ,თუმცა ასოები ერთმანეთში აირია.ორივე ხელით უხეშად გადაისვა თვალებზე ხელი და შემდეგ შეეცადა წაკითხვას. "სახლიდან გადასვლა არც იფიქრო.ის შენია.მადლობა ყოველი ლამაზი წუთისთვის.მაპატიე აუსრულებელი დაპირებები.მიყვარხარ."-ამ სიტყვების წაკითხვისას ისევ აუტანელი ტკივილი იგრძნო გულში.თვალებში ისევ წყალი ჩადგა და ასოები აირივნენ.კონვერტი გულში მიიხუტა და ატირდა. -ლამაზი სიზმარივით წრაფად მოხდა ყველაფერი.-ჩაილუღლუღა ხატიამ და საწოლში ოთხად მოიკეცა. *** შემდეგი ორი დღე გაუსაძლისად მტკივნეული იყო ხატიასთვის.სამსახურში ცდილობდა სახეზე ღიმილ აკრობილი ყოფილიყო.გული კი ნაწილებად ეფლითებოდა.სამსახურსაც ვერ აცდენდა.ყველაზე ნაკლებად ახლა სახლში ჯდომა უნდოდა.სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოიხსნა სახიდან ბედნიერი ღიმილის ნიღაბი.ფეხებმა თავისით წაიყვანა მასთან ვისთანაც ეგულებოდა ჩანის სურნელი,სითბო,სიყვარული და ჩანისავით დიდრონი მუდამ თბილად მომზირალი თვალები.კაფესთან მივიდა თუმცა შესვლა ვერ შებედა იქვე კუთხეში ჩაიმუხლა თავი მუხლებში ჩარგო და აქვითინდა.უკვე გვიანი იყო ქუჩაში აღარავინ მიმოდიოდა. იქ კაფის კუთხესთან ჩუმად მტირალი კარების დასაკეტად გამოსულმა ქალმა შენიშნა.კარები გამოაღო და ნელა მიუახლოვდა ხატას. - ჩემო გოგო აქ რას აკეთებ?-ხელები შემოხვია იქვე ჩამუხრულ გოგონას,რომელიც გულზე მიეკრა და ახლა მის მკლავებში აქვითინდა.-რა მოხდა ჩემო გოგო?-თავზე ხელს უსვავდა ქალი დასამშვიდებლად.-რამე დააშავა? მითხარი რა ქნა? -არაფერი.უბრალოდ ისე მოვიქეცით როგორც მისი პროფესიისთვის არის საჭირო-გულამოსკვილი ტრილით ჩაამთავრა სათქმელი და უფრო მიეკრა ქალს. -ჩემი საწყალი გოგო.-ქალი მის დამშვიდებას განაგრძობდა.მისი სიტყვებით მიხვდა ყველაფერს.ხატიას დედობრივ სითბოს აძლევდა.იმასაც მიხვდა ახლა მისი შვილი რა დღეში იქნებოდა.-იტირე ჩემო პატარავ .იტირე-ზურგზე ხელი ჩაუსვა მეორე ხელით კი თმებზე ეფერებოდა.გოგონა მის სურნელს ღმად სუნთქავდა. -მის სურნელს ვგრძნობ თქვენთან.-ქალს ჩაეღიმა მის ნათქვამზე თმაზე ხელი ჩამოუსვა და თვალებიდან შეკავებული ცრემლი გადმოუვარდა.-შეიძლება მოვიდე ხოლმე თქვენთან?-წყლიანი თვალებით ახედა ქალს. -ამას როგორ მეკითხები? რა თქმა უნდა.ყველაფრის მიუხედავად შენ უკვე ჩემი შვილი ხარ-გოგონას სახეზე ცრემლები მოწმინდა.-მე ის უფრო მეწყინება,რომ არ მოხვიდე.თან ახლა ბევრი ხალხი მეყოლება ხოლმე და დამხმარე დამჭირდება.-ცდილობდა გოგონა ხასიათზე მოეყვნა და შვილისთვის ძვირფასი ადამიანი მარტო არ დაეტოებინა-წამოდი შიგნით შევიდეთ.თბილ წვნიანს გაჭმევ და მოგივლი როგორც ჩემს გოგოს ისე-ნაზად გაუღიმა ქალმა და წამოდგომაში მოეხმარა.ხატია მის მკერდს აეკრა ხელები შემოხვია და შიგნით შეჰყვა.-შეგიძლია თავისუფალ დროს შემომიარო და დამეხმარო კაფის მუშაობაში ეს ნამდვილად მჭირდება.-გაუღიმა ისევ ქალმა და გოგონა ფერებით შეიყვანა შიგნით. დედის ნახვის შემდეგ ცოტა დამშვიდდა.ღამით აღარ გაუშვა და იმ საწოლში დააწვინა,სადაც ჩანი იძინებდა ხოლმე მასთან დარჩენისას.მის სახლშიც იყო საწოლი მისი სურნელით გაჟღენთილი,მაგრამ იქ სულ მარტო იყო ახლა და ამ წამს მარტოობა ყველაზე ნაკლებად უნდოდა. -*** გუშინდელი ღამის შემდეგ სამსახურში ღიმილი თავისებურად გახდა ბუნებრივი მის სახეზე.თავს უფრო უკეთ გრძნობდა.რატომღაც ისეთი განცდა ქონდა თითქოს მის გვერდით ეძინა. სასტუმროს ჰოლში იდგა და განკარგულებებს აძლევდა პერსონალს. -ონნი-გამოსძახა იონგმა მისაღებიდან.ხატიაც მაშინვე მისკენ გაემართა. -რა მოხდა იონგა? -ეს გოგონა გკითხულობს-ხელი მის წინ მდგარ პიროვნებაზე მიუთითა,რომელიც კარგად ათვალიერებდა ხატიას. -გისმენთ რით შემიძლია დაგეხმაროთ?-ღიმილიანი სახით კითხა. -მინ გაიონი მქვია.არ მიცნობთ,მაგრამ მე გიცნობთ.თქვენთან ლაპარაკი მინდა.შეიძლება სადმე დავსხდეთ? -კარგი.სასტუმროს გვერდით კაფეა და იქ შევიდეთ.-დაბნეულმა და გაკვირვებულმა უთხრა გოგონას.-იონგა ცოტახნით გავალ-გოგონას უთხრა,შემდეგ ისევ შეტრიალდა უცნობის მიმართულებით და ორივე გავიდნენ სასტუმროდან. კაფეში გაიონი მაგიდასთან დაჯდა,ხატიაც მას მიყვა.რამდენიმე წამში მათთან მიმტანი მივიდა და ორი ყავის შეკვეთა მიიღო.მალევე მიუტანა შეკვეთა.ორივე მაგიდასთან ჩუმად იჯდა.ხატია ელოდა,როდის დაიწყებდა საუბარს გაიონი თუმცა მან მშვიდად მოსვა ყავა და გოგონა აათვალიერა კიდევ ერთხელ.ხატიამაც მოსვა ერთი ყლუპი ყავა და მზერა მიპყრო მის წინ მჯდომს. -მოკლედ.უკვე გითხარი ვინც ვარ.EXO-ს ფაბკლუბის პრეზიდინეტი.მთავარი მიზეზი კი რისთვისაც აქ ვარ არის ეს-მის წინ დადებული ტელეფონი აანთო და გოგონასკენ გასწია.სურათს თვალი მოკრა და შეშფოთებული სახით შეხედა გოგონას. -ეს...ეს... ცუდად იმოქმედებს ჩანიოლზე? -აცახცახებული ხელით გადაყვა რამდენიმე სურათს. -მგონი ახლა შენი თავი უნდა განაღვლებდეს და არა ჩანიოლი.თუ გსურს ამით პოპულარული გახდე?-ეჭვის თვალით გახედა მისი სიტყვებით კიდევ უფრო შეშფოთებულ ხატიას.სიბრაზე დაეტყო სახეზე. -არ მანაღვლებს მე რა მომივა.მითუმეტეს არ მსურს პოპულარული გავხდე.მე მხოლოდ მისი მდგომარეობა მანაღვლებს.არ მინდა ამან ცუდად იმოქმედოს მასზე.მითუმეტეს ახლა,როცა ჩვენ ერთად აღარ ვართ-თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა და სწრაფადვე მოიწმინდა. -სწორედ ამ ფოტოების გამო შევხვდი მას და ჯგუფის ლიდერს.სადაც მე სრულიად შემთხვევით მოვიპოვე თქვენი ეს სურათები სხვა უფრო ადვილად გამოგიჭერდათ.ამიტომ მოვთხოვე მას ან დაგშორებოდა ან ყველას ვაჩვენებდი შენს სახეს.-კმაყოფილად მოსვა ყავა. -ანუ ყველაფრის მიზეზი ესაა...-მწარედ ჩაიცინა გოგონამ.-როგორც უკვე ვთქვი დავშორდით.შეგიძლია კარგად შეინახო ეს სურათები და აშანტაჟო შენთვის საყვარელი ადამიანი,რომ არ იყოს ბედნიერი.ამბობდე გიყვარს და მისი ბედნიერება არ გახარებდეს ეს სიყვარული არაა!ჩემთან ერთად თუ ჩემს გარეშე ერთნაირად გამახარებს მისი ბედნიერება.თქვენ არ ხართ ფანები,რომლებიც მოტივირებულები არიან ბიასის ბედნიერებაზე.ლიჟბი თქვენი გაიტანოთ არ გაინტერესებთ სხვა რას გრძნობს.იყოს და არის კიდევაც ისე,როგორც ეს თქვენ გინდათ ამ კონკრეტულს სიტუაციაში კი,როგორც შენ გინდა.შევეცდები საერთოდ არ ვნახო პირადად და თუ შემთხვევთ სადმე შევხდები ისე მოვიქცევი თითქოს არ ვიცნობ.ამ ყველაფერს შენთვის ან ჩემთვის არ ვიზავ იმიტომ,რომ არ მადარდებს რა მომივა.ამას მისთვის გავაკეთებ.მე მინახავს მისი ბედნიერებით გაბრჭყინებული თვალები.შენ გინახავს? ალბათ ერთხელ მაინც გინახავს ეკრანიდან ან თუნდაც მასთან შეხვედრისას მისი დიდრონი მოცინარი თვალები.იმედი მაქვს ისევ დაინახავ მის თვალებში ბედნიერებისგან მორბენალ ჭინკებს.-ტელეფონი ისე უკან მიუწია ყავის ფული მაგიდაზე დატოვა და ფეხზე წამოდგა.თვალები წყლით ჰქონდა სავსე,ცოტაც და თავს ვეღარ შეიკავებდა.-ნახვამდის-დაემშვიდობა და შებრუნდა.უკან კი მისით გაოცებული გოგონა მოიტოვა.თვალებიდან შეკავებული ცრემლები გადმოუვიდა.კარებიდან გასვლისას ვიღაცას შეეჯახა.უცნობისთვის არც შეუხედავს ისე მოუხადა ბოდიში და კაფე სასწრაფოდ დატოვა.უცნობი ნიღბით,ქუდით და სათვალეებით შენიღბული ჯერ თვალი მას გააყოლა შემდეგ კი დიდი სისწრაფით მივიდა გაიონთან,რომელიც წამოდგომას აპირებდა მკლავში ხელი ჩაავლო და ისევ უკან დასვა.შენიღბულს გაფართოებული თვალებით შეხედა. -ხომ გითხარი არ გაკარებოდი მას-გამოსცრა ნიღაბს შიგნით კბილებიდან.გოგონა მიხვდა თუ ვინ იმალებოდა ნიღაბს შიგნით. -ისევე როგორც შენ აღარ უნდა შეხვედროდი მას.გაგახსენო?გუშინ ღამე გვიან დედაშენის კაფეში და დილით უთენია წამოსვლა იქედან-ცალი წარბი ასწია ფანკლუბის პრეზიდენტმა. -შენ რა მითვალთვალებ?-გაოცება დაეტყო ხმაში. -ისევე როგორც შენ უთვალთვალებ შენი ჯაშუშით მას. -არ ფიქრობ,რომ ზედმეტი მოგდის? მე ჩემი ცხოვრება მაქვს.ნუთუ არ შეიძლება ჩუმად მაინც მივიდე მასთან ისე თვითონაც,რომ არ იცის ცოტახნით ვუყურო და ისე წამოვიდე ვერც კი მიხვდა ჩემს იქ ყოფნას.-გაბრაზება ნელნელა ნელდებოდა და მხოლოდ გულის ტკივილი რჩებოდა. -ყველა ჩემსავით არ მოგექცევათ.ჩემს ადგილზე სხვა,რომ იყოს უბრალოდ ადგებოდა და ატვირთავდა ამ სურათებს მარტივად.ვაღიარებ,რომ მე მოტივაციაც მაქვს ჩემი და მხოლოდ თქვენ კეთილდღეობაზე არ ვფიქრობ. როგორც სხვას არც მე მსიამოვნებს ადამიანი ვინც მიყვარს სხვას ხვდებოდეს.აქ მე ბოროტი პერსონაჟის როლი მაქვს.-ფეხზე წამოდგა ჩანთაში ტელეფონი ჩააგდო-შეეშვები? შევეშვები მეც-ზემოდან დასძახა ბიჭს. -კარგი.დღეიდან ჩემთვის უცნობია.-ამ სიტყვებს მთელი გული ამოაყოლა და კაფიდან გავიდა.უკან გაიონიც მიყვა,თუმცა გასვლისას მათი გზა გაიყო.მთელი გზა გოგონას ხატიას სიტყვები უტრიალებდა თავში და შინაგანად აფორიაქებული იყო.მისი თითოეული სიტყვას იაზრებდა დ ხვდებოდა რამხელა ზიანს აყენებდა საყვარელ ადამიანს,მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და ბოლოს თავი მაინც გაიმართლა. -*** დღეები დღეებს მიჰყვებოდა.გაუსაძლისი ტკივილი ნელ-ნელა სულაც აღარ იყო გაუსაძლისი ორივემ ისწავლა ამ ტკივილით ცხოვრება. თუმცა არც ერთის ღიმილიან თვალებში აღარ დარბოდნენ ბედნიერებისგან მორბენალი ჭინკები.ხატია თავისუფალ დროს კაფეში ატარებდა და ეხმარებოდა სტუმრების მიღებაში.ასეთ ყოფაში გაირა მთელმა სამმა თვემ. დღესაც სიხარულით გარბოდა კაფეში. იქვე ავტობუსიდან ჩამოვიდა,კაფესთან მიახლოებულმა შენიშნა გარეთ ყველა მაგიდა სავსე იყო,შიგნით შეიჭყიტა გარედან და იქაც სასვსე მაგიდებს მოკრა თვალი.შიგნით გახარებული და გაოცებული შევიდა თან უკან-უკან იყურებოდა. -მოვედი-დაიძახა შესვლისას და დახლიდან ქალის ყურადღება მიიპყრო,რომელსაც მის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა.კარებიდან დახლის მიმართულებით გაემართა კუთხიდან კი მზერა მოაცილებდა.-დღეს რამე ხდება? ყველა მაგიდა სავსეა-გახარებულმა მოავლო თვალი ოთახს. მისი სახე კუთხეში მჯდომი სტუმრების დანახვისას შეიცვალა.ორივეს მზერა ერთმანეთს შეხვდა.წამით მოსწყდნენ იქაურობას. მხოლოდ ისინი იყვნენ და სხვა არავინ.ხატიამ მზერა მოაშორა ახლა მისი მზერა გაიონს შეხვდა,რომელიც მოშორებით მაგითასთან იჯდა და ხან მას ხან ჩანიოლს შეჰყურებდა. -მგონი უნდა წავიდე-დახლისკენ მიბრუნდა.გაბრუნებისას ხელი დაუჭირა ქალმა და უკან დააბრუნა. -ახლა ვერ წახვალ. ხომ ხედავ რამდენი ხალხია.აიღე ეს ლანგარი და ბიჭების მაგიდასთან მიიტანე.წესიერად ივახშმონ მალე უნდა წავიდნენ,ისედაც ამ ფანების ხელში შევიწროებულები არიან.გამომართვი და მიუტანე-ბოლო სიტყვები მბრძანებლურად ჟღერდა ხელიდან ჩანთა გამოართვა ლანგარი შეაჩეჩა და მათკენ უბიძგა.ხატია ნელი ნაბიჯით წავიდა მათკენ.ქალის მკაცრი და მომთხოვნი სახე ნაზი ღიმილით შეეცვალა. მათ მაგიდას მიუახლოვდა ჩანიოლის მზერაა მიაცილებდა ბოლომდე. ისევ შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს და დაკარგულმა მბრწყინვალებამ გაჰკრა მათ თვალებში. გვერდით მჯდომმა სუჰომ ფეხზე ჩუმად მიკრა ფეხი და გაიონზე ანიშნა.ჩანმაც სწრაფად მოაშორა ხატიას მზერა და თავი დახარა.ბიჭები მომღიმარი სახით შესციცინებდნენ რძალს.მათ თვალში ის ყოველთვის ასე დარჩებოდა და დიდპატივს სცემდნენ ხატიას.მისი ნახვა ყველას გაეხარდა და როგორც შეძლეს ჩუმად ფანებისგან შეუმჩევლად ჩაუღიმეს.მხოლოდ ჩანიოლი აღარ უყურებდა.აკანკალებული ხელით მაგიდაზე ლანგრიდან საჭმელები გადადო. -გემრიელად მიირთვით-ჩაილაპარაკა ჩუმად და თავის ადგილს დაუბრუნდა დახლთან.მაგიდებს შორის დარბოდა, ცდილობდა კუთხეში მაგიდისკენ აღარც კი გაეხედა.დრო ძალიან გაიწელა.ბიჭები წასვლას ჯერ არ ჩქარობდნენ.ხატიას ჩანთაში ტელეფონი აწკრიალდა. -შვილო შენს ჩანთაში ტელეფონი რეკავს.-იქვე მდგარმა ქალმა ანიშნა ჩანთაზე. -ახლავე.-ლანგრით ხელში შევიდა დახლს შიგნით ჩანთაში მოძებნა ტელეფონი და უპასუხა-ხო იონგა.ახლა კაფეში ვარ.რა მოხდა? დედა?კარგი დამშვიდდი.შენს მაგივრად მე მივალ. შემდეგ თქვენთან მოვალ საავადმყოფოში.-ტელეფონი გათიშა და საქმეში გართულ ქალს მიუბრუნდა. -დედა... უნდა წავიდე.სასწრაფოდ-ყურთან ჩასჩურჩულა გოგონამ. -ყველაფერი კარგადაა?-მისკენ შემობრუნდა. -ჩემი მეგობარი იონგი ხომ იცი დედამისი ცუდად გახდა და საავადმყოფოში წაიყვანა.მის მაგივრად მივალ დღეს სამსახურში. -წინსაფარი მოიხსნა, ქალს გაუღიმა, მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.ჩანთას ხელი დაავლო და გასასვლელისკენ გაემართა. ჩანიოლმა ნერვიულად გააყოლა მას თვალი. მალევე აიშალნენ ბიჭები დედას დაემშვიდობნენ. გასასვლელში დამდგარ ფურქონს თავი შეაფარეს გასვლისას ფანებისგან შევიწროებულებმა და იქაურობას მოშორდნენ. -*** ღამე მორიგეობა ძნელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა.მითუმეტეს წინა ღამის ნათევს უფრო გაუჭირდა.ასევე მიყუჩებულმა ტკივილმა და მონატრებამ თავი შეახსენა.როცა ყველაფერი მიწყნარდა და საქმეც აღარ ქონდა კაბინეტში წამოისვენა და ჩაეძინა.ორი საათი ეძინა გათენებისას კი პირდაპირ შუქმა დაანათა სახეზე თვალები მოისრისა და ფეხზე წამოხტა.ისევ თავის პოსტს დაუბრუნდა. -ხატია?-გასვლისას უფროსი მენეჯერი შემოეგება. -მაპატიეთ ცოტახანი წამეძინა.-თავი დახარა დამნაშავესავით. -არაშავს ადამიანები ვართ ყველა-მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.-ხო ეს კონვერტი დაგიტოვეს.-თეთრი კონვერტი გადასცა ხელში. -მე?-გაუკვირდა და გახსნა კონვერტი.იქედან წერილი ამოაძვრინა."მართალი ხარ!ვუყურებ და ვხდები რამდენს ნიშნავ მისთვის.ამას მაშინ მივხვდი,როცა დავინახე რამხელა სიყვარულით გიყურებდა და მის თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები ღვივოდნენ,რაც მთელი სამი თვეა არ დამინახავს.მთლიანად გიბრუნებ ჩიპს,მხოლოდ ეგ არსებობს.მართალი ხარ,როცა ამბობ თუ გიყვარს და მისი ბედნიერება გინდა უნდა შეგეძლოს გაშვება სხვასთან.მინდა ისევ ვხედავდე სცენაზე მის ბედნიერ ღიმილს.ამას კი შენ შეძლებ.დამალეთ თქვენი ურთიერთობა და ეცადეთ აღარ გამოგიჭირონ თუ ერთად ყოფნა გინდათ."წაკითხვისას სხეული სიხარულმა მოიცვა ისე გრძნობდა თავს თითქოს მის სხეულს ფრენა შეეძლოო.კონვერტი ამოაპირქვავა და ხელის გულზე პატარა შავი ჩიპი გადმოუვარდა.სიხარულისგან შუა სასტუმროში ხტომა დაიწყო უფროსი მენეჯერი გაოცებული შეყურებდა გოგონას,თან ღიმილი ეპარებოდა სახეზე. -როგორც ჩანს სასიხარულო ამბავია-ღიმით უთხრა ბიჭმა. -კი ძალიან.-სიხარულით ლამის უფროს გადაეხვია.-უკაცრავად-ცქმუტვით უთხრა ხატიამ. -არაუშავს.დიდიხანია ასეთი გახარებული არ მინახიხარ.შეგიძლია უკვე წახვიდე-სიცილი არ შორდებოდა. -ჯერ ნახევარი საათი მაქვს კიდევ.-საათს დახედა. -წადი ორი დღე გადაბმულად მუშაობდი ღამე.თან იონგის დედის სანახავად ხომ მიდიხარ კიდევ.და ვფიქრობ ამ სიხარულის მიზეზისთვისაც გაქვს დრო გამოსანახი. -მადლობა სონბე-მხიარულად გაიქცა თავისი ოთახისკენ გამოიცვალა და სასტუმრო დატოვა. სავარძელში მოუსვენრად მოკალათებული სეჰუნი საზურგეს მიყრდნობილი ძილს მიეცა.ჩანიოლმა მანქანის კარი გამიაღო ორი სავსე ყავის ჭიქით,რომელიც კუთხეში იყიდა შენიღბულმა კაფეში და ფურგონში შევიდა.ნიღაბი,ქუდი,სათვალეები მოიძრო და იქვე სავარძელში მიაგდო შემდეგ გაბრაზებულმა გახედა სეჰუნს.მის ფეხს ფეხი მიკრა და მანაც წამში დააჭყიტა თვალები. -რა იყო? -მე შენ პოსტზე დაგტოვე-წარბები შეკრა. -გეგონება რამე საომარ ოპერაციას ვატარებთ.ნუ გეშინია ისევ შენობაშია და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს ალბათ სძინავს.-პირი დააღო დაამთქნარა გაიზმორა და ისე შეხედა ჩანს.-ერთი შენ ხარ არანორმალური,რომელიც შუა ღამიდან უთვალთვალებს თავის ყოფილს და მისი ცქერით ტკბება-ხელიდან ყავა გამოართვა და მოსვა.ჩანიოლიც ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას. -გაჩუმდი რა.ყოფილი არაა-ყავა მანაც მოსვა და ჩამუქებული ფანჯრიდან გაიხედა სასტუმროს მინებიანი ჰოლისკენ. -აბა ვინ არის?-ყავა მოწრუპა და წარბი შეათამაშა. -გამოვიდა-სახე გაებადრა ჩანს და ფანჯრიდან გაღიმებული სახით ყურება დაიწყო. -ღმერთო ასე ნუ დამადებილებ-ჩაილაპარაკა მისი მომღიმარი და ნეტარი სახის დანახვაზე და დარჩენილი ყავის დალევას შეუდგა. -რა წერია ან რა არის?-ინტერესით შეჰყურებდა გოგონას ხელში თეთრ კონვერტს.ბოლოს მისი სიხარულის ხტუნვა და ლამის მენეჯერის გულში ჩაკვრას წარბებშეკრული შეხვდა.-ისე გაუხარდა ლამის იმ გაბღენძილს ჩაეხუტა-წარბები შეკრა და ფანჯარას ხელებით აეკრა.ცოტახანში ხატია გამზადებული გამოვიდა გაჩერებისკენ წავიდა.სასურველი ავტობუსიც მალე გამოჩნდა და სავადმყოფოს მიმართულებით გეზი აიღო.ჩანიოლი კი თავისი მანქანით და წუწუნა თანამგზვრით უკან მიუყვებოდა. -**** ხატია სავადმყოფოს ფოიეში მიაბიჯებდა და სასურველ პალატას ეძებდა.ნომერს თვალი მოკრა და შიგნით შევიდა. -იონგა-მისკენ წავიდა და გულში მიიხუტა მეგობარი.-როგორ არის? რა მოუვიდა?-ჩუმად ლაპარაკობდა დედა,რომ არ გაეღვიძებინა. -მაღალი წნევა ქონდა.მიკრო ინფაქტი გადაიტანა ახლა უკეთაა მადლობა ღმერთს.ერთი ორი დღე დატოვებენ კიდე დაკვირვების ქვეშ ეყოლებათ.-ცრემლები შეიმშრალა გოგონამ. -დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება-ისევ მიიხუტა გოგონა და ზურგზე ხელს უსვამდა დასამშვიდებლად.ოთახში ექიმი შემოვიდა.ექიმი,რომელმაც ასევე ხატიას ოპერაციაზე იზრუნა და დიდ ყურადღებას იჩენდა. -დილა მშვიდობისა-მიესალმა გოგონებს.მათაც თავი დაუკრეს.-ჩემი დამჯერი და ლამაზი ყოფილი პაციენტიც აქ ყოფილა.თავს როგორ გრძნობ? ხომ არ გაწუხებს? -არა არ მაწუხებს-სიცილით უთხრა ხატიამ. -მაგრამ გამოკვლეა მაინც გაიკეთე ბარემ აქ ხარ.მაშინ უნდა მოსულიყავი,მაგრამ აღარ მოხვედი-წყენით გახედა ექიმმა და თან გაეცინა.-ახლა ჩემს პაციენტს გავსინჯავ და მერე გამომყევი გამოკვლევისთვის მაინც დავრწმუნდეთ,რომ ყველაფერი რიგზეა-ხატიასგან თანხმობის ნიშნად თავის დაკვრა მიიღო.ღიმილით მწოლიარე ქალისკენ გაემართა.ძალიან ნელა შეაღვიძა ქალი თბილად ესაუბრა მდგომარეობა გამოკითხა თავისი საქმე გააკეთა.შიგადაშიგ ანერვიულებული იონგისკენ აპარებდა თვალს და უმნიშვნელოდ იღიმებოდა-დაწყარდი -თვალი ჩაუკრა გოგონას და პალატა ხატიასთან ერთად დატოვა. ბიჭების ფურგონი ახლა სავადმყოფოს შესასვლელთან იდგა.ჩანიოლმა ნერვიულად ტუჩი მოიკვიტა. -აქ დგომას და მკითხაობას არ ჯობია დედას დაურეკო გეტყვის წამოსვლისას ხომ უთხრა, რაღაც სავადმყოფოს შესახებ.ბოლომდე ვერ გავიგონე-სეჰუნმა ჩაამთავრა და ფეხი ფეხზე გადაიდო. -ჭკვიანო დედასთან შეკითხვა,რომ მინდოდეს ვკითხავდი-შეუბღვირა ჩანმა. -აბა იდექი და იკვნიტე ტუჩები-ჩაიღიმა გვერდულად. -უნდა შევიდეთ-წამოიყვირა ჩანმა. -როგორ?-გაოცება დაეტყო სახეზე. -ვითომ ფეხი გტკივა და შევიდეთ.-იდეით გახარებული მზერა მიაპყრო სეჰუნს. -ვითომ მე რატომ?გოგო შენია და შენ გტკიოდეს ფეხი.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სეჰუნმა.-თან მენეჯერი მოგვკლავს. -პატარა ხარ და დამიჯერეე-ფეხი წვივზე მიკრა ეშმაკურად მომღიმაა.სეჰუნმაც ტკივილისგან წამოიკივლა. -აიიიშ!მეტკინა.-შებღვირა მეგობარს.-პატარა ხარ! პატარა-გამოაჯავარაა ჩანს. -გადადი.თან დამეყრდენი და იკოჭლე.არ გაგეცინოს იცოდე-გააფრთხილა და მანქანის კარი გააღო. თავიდან ფეხში მართლა გრძნობდა ტკივილს და ისე მიუყვებოდა სავადმყოფოს გზას.მათ თითქმის შემხვედრი ხალხის ნახევარი გაოცებული შეყურებდა.ერთი ორმა ტელეფონიც დააძრო და ფოტო გადაუღეს.თავიდან ყველანაირად იკავებდა თავს და ცდილობდა არ გასცინებოდა,თუმცა ბოლოს მაინც შეეპარა სახეზე სიცილი ორივეს.რამდენჯერმე მარცხენა ფეხის მაგივრად მარჯვენათი წაიკოჭლა სეჰუნმა. -მარცხენა ფეხი გტკივა-სიცილით გადაულაპარაკა მეგობარს.სეჰუნმაც ისევ მარცხენა ფეხით დაიწყო კოჭლობა. სავადმყოფოს ჰოლში წინ მომავალ ხატიას და ექიმ იუნს შეეჩეხნენ,რომლებიც გაკვირვებული მზერით შესცქეროდნენ მათ,ასეთივე მზერით შეხედეს ბიჭებმაც.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.ექიმს მათი სახეები ეცნო არა ეკრანიდან,არამედ მათი ხატიასთან სტუმრობიდან. -თქვენ...-თითი ჯერ ხატიასკენ შემდეგ კი მათკენ გაიშვირა. -არ ვიცნობთ ერთმანეთს-მოკლედ მოუჭრა ჩანმა.მისმა სიტყვებმა ტკივილის მაგივრად გაბრაზება წამოჭრა მთელ სხეულში და კოპებშეკრული შეხედა ჩანს. -ალბათ მეშლება-თავი დამნაშავედ იგრძნო ახალგაზრდა ექიმმა.შემდეგ ისევ სეჰუნს ახედ დახედა-რომელი ფეხი გტკივათ? -მარცხენა... -მარჯვენა...-წამოიყვირეს ერთდროულად.ჩანმა მარცხენა ფეხზე ფეხი შეუმცნევლად მიკრა და ანიშნა კიდევ ერთხელ შეცდომაზე.მანაც თვალები მოჭუტა ვითომ ტკივილისგან სახე შეიცვალა და მთელი ძალით ჩანს ჩამოეკიდა მხარზე. -ისე ტკივა ფეხი მარჯვენა მარცხენას ვეღარ არჩევს-სცადა მდგომარეობიდან გამოეყვანა სიტუაცია.სეჰუნმა კი სახეზე თავისუფალი ხელი აიფარა და სცადა არ გაცინებოდა.ხატია კი ორივეს ეჭვის თვალით შეჰყურებდა.წინა ჩანიოლის სიტყვებზე ფიქრობდა და გაბრაზულმა გადაწყვიტა,რომ არ ეთქვა ჩიპის შესახებ. -ხატია ჩემთან დამელოდე კაბინეტში ახლავე შემოვალ-ექიმმა თბილი გამომეტყველებით შეხედა და მხარზე ხელი დაადო. -კარგი-გაუღიმა გოგონამაც.ჩანიოლს მათი ასეთი თბილი დამოკიდებულებამ ყელში ამოასხა და სიბრაზე მოაწვა.ახლა სეჰუნი ცდილობდა მის დამშვიდებას და მათკენ უმნიშვნელოდ გაწეულს უკან ითრევდა.მიხვდა,რომ ახლა ამის დრო არ იყო და არც ადგილი. -ავი ძაღლივით ხარ.არც შენ გინდა ჭამო და არც სხვას აჭმევ.-ჩუმად გადაულაპარაკა ხელებში მოქცეულ მეგობარს.ცეცხლზე ნავთი დაუსხა და თან გაუღიმა დასამშვიდებლად.გოგონამ მშვიდად გვერდი ჩაუარა ისე,რომ არც შეხედა ბოლოს და კაბინეტში მიიმალა. -თქვენ მე გამომყევით-ბიჭებს მიმართა სერიოზული სახით და წინ გაუძღვა შესაბამის ექიმის კაბინეტამდე მიაცილა.-აქ შებრძანდით.-მიუთითა და უკან გამობრუნდა.სანამ ბიჭები შედიოდნენ ჩანს ლაპარაკი მოესმა თუ როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთი ექთანი რომ შეყვარებული იუნი უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა.ამან კიდევ გაუმძაფრა ეჭვები ჩანიოლს და გაბრაზებული შევიდა ოთახში. გამოსვლისას ხატიას სავადმყოფოსთან უკვე ფანების ჯგრო დახვდა.ზოგი სახეს იხოკავდა,ზოგიც შესვლას ითხოვდა.ფანებს თვალი მოავლო -სინათლის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია-ჩაეღიმა.შემდეგ ისევ ჩანის სიტყვები გაახსენდა.-არ მიცნობ ხომ?! კარგი იყოს ასე.-გაბრაზებულმა წარბები შეკრა და იქაურობა დატოვა. სეჰუნს ფეხი დაუთვალიერეს.მისი ტკივილი ნაღრძობად ჩათვალეს და მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით,მალამო წაუსვეს შეუხვიე და დასვენება ურჩიეს. ორივე ოთახში იჯდა და მენეჯერს ელოდებიდნენ,რომელმაც სულ რაღაც ათი წუთის წინ აღშფოთებულმა დაურეკა მათ და სეჰუნის ფეხის მდგომარეობას კითხულობდა. -შენი ბრალია ახლა დაბინტულმა უნდა ვიარო.-ფეხი აქეთ-იქედან შეათვალიერა და უკმაყოფილოდ შეხედა. -მაინც წუწუნებდი ხომ გინდოდა დასვენება.აქედ გადაღებებიო, იქეთ ჩვენი განრიგი ხოდა დაისვენებ-გვერულად ჩაუღიმა ბიჭმა.ოთახში წაშლილი სახით მენეჯერი შემოვიდა. -რა მოხდა? როგორ მოხდა? ძალიან გტკივა?-ერთმანეთს აყრიდა კითხვებს. -დაწყნარდი ჰიუნგ არ მტკივა უბრალოდ...-ისევ მიკრა ფეხი ჩანმა გასაჩუმებლად.-აუუჩ...-წარბაწევით გახედა ჩანს.-ფეხი გადამიბრუნდა და ვიღრძე-გამოცრა კბილებიდან თან ჩანს არ აშორებდა გაბრაზებულ მზერას. -კაია თუ ძალიან არ გტკივა წავალ ხარჯებს გავაწორებ და წავიდეთ.მოკლედ თქვენი გაშვება მარტო არ შეიძლება-მენეჯერი ოთახიდან გავიდა. -ჰიონგ(უფროსი ძმა ბიჭის) გეყოფა რაა...მართლა ვიღრძობ ფეხს ასე-უსაყვედურა სეჰუნმა. -მეგობრისთვის ერთი ორი დარტყმა ვერ უნდა აიტანო?-წარბი ასწია ჩანმა. -ერთი ორი შეიძლება,მაგრამ ეს მესამე იყო.-წარბ აწევით უთხრა მანაც.-კიდევ მომარტყავ და იცოდე ამ ყავარჯნებს დავყრი და გავიქცევი-ხელში შეჩეჩებულ ყავარჯნებზე მიუთითა და სახეზე ღიმილი შეეპარაა. -კარგი აღარ დაგარტყავ-ჩაეღიმა მასაც,თუმცა თავიდან ხატიაზე და იმ ექიმზე ფიქრს ვერ იშორებდა. -წავედით-თავი მენეჯერმა შემოყო ოთახში.-ჩვენ სასტუმროში გავჩერდებით. -მადლობა ღმერთს.მანქანაში ღამის გატარება აღარ მომიწევს და შენი დევნა -გადაულაპარა და ამოისუნთა ნეტარებით სეჰუნმა.ჩანმა კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა. -*** ხატიამ მოიწყო დასვენების დღე და სახლში მისულს მეორე დილამდე არ გაღვიძებია.შემდეგ მოემზადა და სამსახურის გზას დაადგა.მისულს იონგიც იქ დახვდა. -იონგ რატომ გამოხვედი?დედა როგორაა? -კარგად ონნი.დღეს გამოწერენ.დეიდა ჩამოვიდა და ისა ახლა სავადმყოფოში.ვეღარ გავაცდენდი თან შენც ცოდო ხარ მარტო და კიდევ ჩემს მაგივრად იმუშაო.-დამნაშავე სახით გახედა მეგობარს. -რას ამბობ მთავარია დედა კარგადაა.-მხარი დაადო იონგს თანაგრძნობის ნიშნად.-კარგი საქმეს მივხედოთ.-ორივე თავიანთ საქმეს შეუდგა. შუადღისას ხატია მისაღებში მორიგეობდა.შემოსასვლელში ახალგაზრდა ექიმმა შემოაღო ყვავილებით ხელში.გოგონას სახეზე ღიმილმა გადაკრა მის დანახვაზე.აქეთ-იქეთ მოათვალიერა იონგს თვალი ვერ მოკრა და დანანებით გააქნია თავი. -ეტყობა თავის სართულზეა.გამარჯობა ექიმო იუნ-მოახლოებულს მიესალმა. -გამარჯობა ხატია-მანაც მზერა მოავლო იქაურობას. -აქ არაა-ჩაიღიმა ხატიამ.-თავის სართულზეა ახლა.დავურეკავ და ჩამოვიყვან-ტელეფონი აიღო, თუმცა უცებ შეაჩერეს. -არა იყოს.სავადმყოფოში მეჩქარება.ყვავილები შენ გადაეცი აქ ბარათიც დევს.სიმართლე გითხრა გამიხარდა პირდაპირ,რომ ვერ ვნახე.ვიცი უხერხულია მაგრამ ცოტა ვნერვიულობ-ჩაიცინა იუნმა და ხატიაც აყვა.ყვავილები გამოართვა და ღიმილით უთხრა. -ნერვიულობა და სიმორცხვე უხდება სიყვარულს.-ყვავილს დასუნა.-პირადად გადავცემ მას. -კარგი მადლობა-ერთმანეთს ღიმილით დაშორდნენ. ლიფტიდან გამოსული და კუთხეს მოფარებული ბიჭები ამ სცენის მომსწრნი გახდნენ.სეჰუნი სიცილით აკვირდებოდა ჩანიოლის ფერების ცვლას სახეზე. -ეს ბალახი საიდან მოიტანა?-ბუზღუნით ჩაილაპარაკა ჩანმა-ესეც როგორ უღიმის-წარბები შეკრა.ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა. -სად რეკავ? -სიცილით კითხრა მეგობარს.თითით აჩვენა ერთი წუთი მოიცადეო. -გამარჯობათ.დიდი ლამაზი გამორჩეული თაიგულის შეკვეთა მინდა.დიახ.ჩაიწერეთ მისამართი და პატარა ბარათიც დაურთეთ შემდეგი ტექსტით....-ჩანმა ტექსტი უკარნახა.კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა და სეჰუნთან ერთად ამაყად გაუარა ხატიას მისაღებში.თითქოს არც ერთი უყურებდა ერთმანეთს,თუმცა ჩუმად ორივემ გააპარა თვალი ერთი მეორისკენ. **** ბიჭები მალევე მიბრუნდნენ სასტუმროში.უფრო იმიტომ,რომ ჩანიოლს ხატიას რეაქცია აინტერესებდა,როცა ყვავილებს მიუტანდნენ. ყვავილების მაღაზიის მანქანა მისრიალდა სასტუმროსთან,ამ დროს ბიჭებიც სასტუმროს კარებში შედიოდნენ.კურიერმა ლამაზი ვარდებით შეკრული თაიგული გადმოიღო და ისიც მათკენ გაემართა.ჩანიოლმა კმაყოფილად ჩაიღიმა და შემდეგ ექიმის მიერ მიტანილ ყვავილებს გახედა,რომელიც უკვე მისაღებში მოეკალათებინა ლარნაკში იონგს და მომღიმარი შეჰყურებდა.ცოტა ეუცნაურა ეს სიტუაცია,მაგრამ მეგობრის სიხარულის გაზიარებას დააბრალა და თავ აწეული შევიდა ჰოლში სეჰუნთან ერთად,რომელიც ყავარჯნებით მოყვებოდა ბუზღუნით,უკან კი კურიერი მოდევდათ,რომელიც მისაღებში მიჭრა. -კიდევ ერთი თაიგული?-ღიმილით შეჰყურებდა გოგონა.-ისევ იუნისგან?-სიხარული თვალები აუცმციმდა.ამ სიტყვებზე ჩანი შუა ჰონში შედგა და გაბრაზებით გაიხედა უკან.მაგრამ გოგონას სახე მალე შეიცვალა,როცა კურიერმა უთხრა,რომ ეს ხატიასთვის იყო.ტუჩები გაბუშტა და ყვავილები ჩაიბარა.ბიჭებმა გზა ლიფტისკენ გააგრძელეს,სადაც ხატიას შეეჩეხნენ.ორივეს სახე ეცვალა ერთმანეთის დანახვაზე.სეჰუნი კი უბრალოდ იდგა და ფხუკუნედა.ხატიას გონებაში "არ ვიცნობ" სიტყვები უტრილებდა მზერა მოარიდა გვერდი აუარა მათ და იონგისკენ წავიდა.ბიჭები ლიფტისკენ დაიძრნენ.ყვავილების დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა. -რა საყვარელია იუნი-მხიარულად მივიდა გოგოსთან.ეს სიტყვები ჩანს მოხვდა გულზე და ლიფტში შესული სწრაფად შემობრუნდა მათკენ. -საყვარელიო?-წარბებ შეკრულმა ჩაილაპარაკა. -არა მისგან არაა-ისევ გაბუსხული ტუჩებით თქვა იონგმა. -აბა ვისგანა?-ჩანიოლს კიდევ უფრო მოეკიდა ცეცხლი სახეზე და ლიფტიდან გამოსვლა დააპირა,მაგრამ ცხვირ წინ კარები დაიკეტა.გაბრაზებულმა ხელი მიკრა კარებს. -აბა ვისგანო?-სეჰუნს მოუბრუნდა და ხატიას ნათქვამი გაიმეორა.-ისევ მისგან ელოდა ყვავილებს.ნერვებს მიშლის ეს ექიმი. -აბა რა გეგონა სამუდამოდ დაგელოდებოდა?-ჩაიხითხითა სეჰუნმა.მშვენივრად გამოსდიოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა და ჩანიოლის ჭკუიდან გადაყვანა. -*** იონგმა ბარათი გაუწოდა ხატიას. -შენთვისაა ონნი უცნობი თაყვანისმცემლისგან-გაბუსხულ ტუჩებზე ღიმილი შეეპარა.ბარათი გამოართვა და გაკვირვებულმა გახსნა. "ჩემთან უშენოდ ისე ცივა,როგორც არასდროს." -ამოიკითხა ბარათზე.ახლა კიდევ უფრო დააბნია ამ ბარათმა.არავის იცნობდა ისეთს ვინც მას ამას მოსწერდა და ყვავილებს გამოუგზავნიდა.ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც უფლება მისცა მოახლოების და ახლა ის ისე იქცეოდა,ვითომც უცხოები იყვნენ. ჩანიოლი გამორიცხა და ბარათი იქვე უჯრაში ჩააგდო. -არავის ვიცნობ ისეთს ვისაც შეიძლება გამოეგზავნა.შეგიძლია ეგენიც შენ ყვავილებთან ერთად ჩადო-გაუღიმა და თავის საქმეს შეუდგა. ნახევარი საათის გასვლის შემდეგ სასტუმროში ისევ შემოაქვს კურიერს თაიგული ხელში.ამას კი თვითონ ხატია იბარებს ისევ განცვიფრბული ხსნის ბარათს ახალი ტექსტით. "შენზე ფიქრები არც ერთი წამით არ მასვენებენ." -ეს ბარათიც წინანდელთან ერთად უჯრაში მოაკალათა და ამ ლამაზ თაიგულსაც მიუჩინა თავისი ადგილი. ერთი საათის შემდეგ ისევ მოდის თაიგული და კურიერიც უკვე შინაურულად მიემართება გოგონებისკენ. -ისევ ჩემთვის?-სიცილით ეუბნება კურიერს. -აჰამ.როგორც ჩანს ძალიან უყვარხარ-სიცილში აყვა ბიჭიც.ისე ჩაიბარა თაიგული და ღიმილით დაემშვიდობა ბიჭს. -ყვავილბის მაღაზია ხომ არ გავხსნათ?-ჩაიხითხითა იონგმა.-რომ არ ვიცოდე შენ და ჩანიოლი დაშორდით მისგან მეგონებოდა. -თუმცა არ არის.-მოღუშული სახით გახსნა შემდეგი ბარათიც."ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემთვის მინდიხარ!" -ჰაჰ!-ცინიკურად ჩაიცინა.-მე აღარ მეკითხები მინდა თუ არა შენთან?-ბარათს ჩაყვირა.-თავხედი-გაბრაზებულმა მიაჩეჩა იონგს ხელში ყვავილები. -და არ გინდა?-სიცილით მიუახლოდა გოგონებს სეჰუნა ფეხის კოჭლობით და წარბი შეათამაშა. -რა?-უცებ დაიბნა გოგონა.აქეთ იქეთ მიმოიხედა.-საშიში არაა აქ, რომ ხარ და გველაპარაკები? იქნებ რომელიმე ფანი გამოხტეს აპარატით ხელში. -ნუ გეშინიათ.მე მხოლოდ სასტუმროს პერსონალს ვესაუბრები მათთვის.კითხვას რაც შეხება ნამდვილად არ გინდა მაგ ინკოგნიტო თაყვანისმცემელთან ერთად ყოფნა?-ისევ აათამაშა წარბი. -არა!-გადაჭრით თქვა ხატიამ. -იქნებ და ვინ არის?-მაინც არ ეშვებოდა ბიჭი. -ვინც არ უნდა იყოს.ვინც მინდა იყოს მისთვის უკვე უცხო ვარ.სხვა არ მაინტერესებს. -ექიმს კარგად უცინოდი-არც სეჰუნი დანებდა.იონგი ხან ერთ უყურებდა ხან მეორეს. -ის უბრალოდ მზრუნველი ექიმია,რომელსაც ჩემი მეგობარი უყვარს-ხელით იონგზე ანიშნა. -აა ახლა გასაგებია-მხიარულად აათამაშა წარბები.-როგორი სულელები ხართ ორივე. შენ და ისიც ახლა ოთახში ნერვიულად,რომ გადი-გამოდის და შემდეგი ბარათის ტექსტს უგზავნის ყვავილების სალონს-სიცილი ვეღარ შეიკავა.თუმცა უცებ პირზე ხელი მიიდო,თითქოს გასაიდუმლოებული ინფორმაცია გათქვა.ხატია გაოცებული იყო მოსმენილით.წამში დაავიწდა სიტყვები,რომელიც მისგან სავადმყოფოში გაიგონა.გულში სითბო ჩაეღვარა,თვალები ძვებურად აუმღერდა.-ნამდვილად მომკლავს,რომ გაიგოს გითხარი.ვინ მექაჩებოდა ენაზე?რა მინდოდა? -თავის თავს უწყრებოდა ბიჭი. -სეჰუნა-ყურადღება მისკენ მიაქცევინა ხატიამ.მანაც ახედა გოგონას.-ახლა ჩაგეხუტებოდი,მაგრამ მეშინია პრობლემები არ შეგიქმნა. -ჩახუტება მერე იყოს რძალო-გაუღიმა გოგონას. -წავალ მე ამ თაიგულსაც მივუჩენ ადგილს-იონგი საჩუქართან ერთად გაუჩინარდა. -ისე ფეხი როგორ გაქვს? ძაან გტკივა?- შეწუხებული სახით კითხა გოგონამ. - საერთოდ არ მტკივა.მოჩვენებითია.-ჩაიცინა სეჰუნმა და ხატიას დაფიქრებულ მზერას,რომ წააწყდა ახსნა გადაწყვიტა.- ესეც შენი ჭკვიანის მოფიქრებულია სავადმყოფოში რო შემოვსულიყავით.-ხატიას სიცილი აუტყდა.-მას ძალიან უყვარხარ.-წარმოთქვა უცებ ბიჭმა.-მთელი გულით უნდა შენთან ყოფნა,მაგრამ ამას არ იზავს შენივე კეთილდღეობისთვის.და ამიტომ იქცევა ასე იდიოტივით.თან უნდა შენთან,თან ვერ მოდის. -ვიცი.ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი.-თავი ჩაღუნა გოგონამ.-მეც ძალიან მინდა მასთან ყოფნა და ასეც იქნება.-ქვევიდან კმაყოფილი სახით ახედა.ახლა სეჰუნმა მიაპყრო სახე,რომელზეც გამოხატული ქონდა კითხვა როგორ? უნდა აეხსნა თუმცა ისევ სასტუმროში შემოსულ კურიერზე გადაიტანეს ყურადღება.ორივეს სიცილი აუტყდათ. გოგონამ დიდი სიყვარულით ჩაიბარა თაიგული და მოუთმენლად გახსნა ბარათი "და აი ახლაც ამ წუთასაც მენატრება შენი ხმა,შენი თმის სურნელი და შენი ტუჩები,რომლებიც ყოველთვის იღიმოდნენ ჩემი დანახვისას."- გოგონას ტუჩებს ღიმილი შეეპარა წაკითხვისას.სეჰუნმა ლამის კისერი დაიგრძელა და მანაც ცნობისმოყვარე ცხვირი ჩაყო. -როგორი რომანტიკოსია.-თავი გააქნია სიცილით. -სეჰუნა-ახედა ისევ ბიჭს და ისიც სმენად იქცა.-უნდა დამეხმარო. -შენს განკარგულებაში მიგულე.-გაეკრიჭა ხატიას.-თან დამღალა უკვე შენს დევნაში -წაიბუზღუნა-შენ მითხარი მხოლოდ რა გჭირდება. - ადგილი რეპეტიციისთვის.ადამიანი ვინც ცეკვის რამდენიმე ილეთს დამამუღამებინებს და ვოკალისტი.-იდუმალი მზერით შეხედა ბიჭს. - სამივე იოლი საშოვნელია.ჩვენი სტუდია ღამით და ჩვენი ბიჭები.ცეკვაში ლეი ჰიონგი დაგეხმარებიდა,მაგრამ გადაღებებზეა -მოწყენით თქვა ბიჭმა.-ჩვენი ბალეტისტი კაი დაგეხმარება.ნუ მეც შეიძლებოდა,მაგრამ ეს დაბინტული ფეხი არ მიშვებს.-გაბუსხული ტუჩებით დახედა ფეხს.მის ამ ქცევაზე გაეცინა ხატიას. -საუკეთესო მაზლი ხარ-შეაქო გოგონამ და მანაც შეიფერა. -კარგი მე ამ შეყვარებული ჩიტის ზურგს უკან ბიჭებს გავაფრთხილებ. -მისაღებიდან ყავარჯნებით გაუყვა ისევ ლიფტისკენ გზას.უკან კი მოღიმარი ხატია მოიტოვა,რომელიც იქვე ჩანის მიერ გამოგზავნილ ყვავილებს ხელით ეფერებოდა და ღიმილი დათამაშებდაა. -**** უკვე ხატიას წასვლის დროც მოახლოვდა.ჩანიოლიც აწრიალდა თავის ოთახში.სავარძელში მიყრილ შესანიღბებს ხელი დაავლო და კარისკენ გაიწია. -მოიცა მეც წამოვალ.-სეჰუნს ყავარჯნებისთვის არ დაუხედავს ფეხზე წამოხტა ისიც დაწვდა თავის ნივთებს და მეგობარს გაყვა.-ძლივს დაღამდა და ნორმალურად ფეხს გავშლი.-სიცილით მიყვებოდა. ხატია უკვე ხუთი წუთის წასული დახვდათ.მათაც დატოვეს იქაურობა.იმ გზას მიუყვებოდნენ რასაც ყოველთვის გადიოდა გოგონა.ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნეს.ერთ-ერთი ჩანის თაიგულით ხელში.სახე უბრწყინავდა,ხელით ეფერებოდა და შიგადაშიგ სურნელს ისუნთქავდა.ორივე კუთხეს ამოეფარნენ და იქედან დაუწყეს ცქერა.თავიდან ჩანიოლი კმაყოფილი და მომღიმარი უყურებდა,შემდეგ უცებ წარბები შეკრა. -რატომ ექცევა ასე უცხოს მიერ გაგზავნილ ყვავილებს.ხომ არ იცის,რომ მე ვარ.-კმაყოფილება გაქრა და სეჰუნს მიუბრუნდა წარბ აწეული. -საწყალი გოგო შენს ხელში-თავი გააქნია ბიჭმა.სიცილს ძლივს იკავებდა.ჩანიოლის ეჭვიანობით ხალისობდა და არც არაფერს ეუბნებოდა მათ გეგმებზე.ჩანიოლმა ისევ განაგრძო გოგონას ყურება.-ხვდები,რო საკუთარ თავზე ეჭვიანობ? -სიცილი ვეღარ შეიკავა და ნიღბის ქვეშ ახარხარდა. -გაჩუმდი,თორე ფეხს მე მოგტეხავ-გაბრაზებული მზერა მიაპყრო.სეჰუნმა სიცილით პირზე ხელი მიიდო და ანიშნა ჩუმად ვარო. რამდენიმე დღე ხატიამ გადაწყვიტა კატა-თაგვობანა ეთამაშა ჩანიოლთან.ძალიან უჭირდა ხანდახან ამის გაკეთება,მაგრამ უნდოდა ის გაეკეთებინა რაც ქონდა ჩაფიქრებული.მუშაობის შემდეგ ღამე სეჰუნი ჩუმად აპარარებდა კომპანიის სტუდიაში,სადაც ბიჭები ელოდებიდნენ.ყველა ცდილობდა მისთვის საუკეთესო მასწავლებლები ყოფილიყვნენ ბევრსაც იცინოდნენ. თავისუფალი დროს დღის განმავლობაში დედასთან ატარედა და კაფეში ეხმარებოდა.ღამე კი ან მუშობდა, ან ილეთებს იმეორებდა.ხატია უკვე ყველაფრისთვის მზად იყო.მხოლოდ ხვალ საღამოთი ჩანიოლის მიყვანა იქნებოდა საჭირო დანიშნულების ადგილას რაც ისევ და ისევ სეჰუნმა ითავა და ეშმაკურმა აზრმა გაკრა თავში. სამსახურის შემდეგ ხატია ჯერ სახლში წავიდა როგორც ყოველთვის,ავტობუსს კი ჩანიოლი მიყვებოდა მანქანით.ხატიას ეცინებოდა მის მდევარზე.ბინაში შევიდა დაელოდა,როდის წავიდა ჩანიოლი უკან.ახლა კი მენეჯერებისთვის განკუთვნილ ოთახში იჯდა და საათის ყოველ წამს დაჰყურებდა.ნიშანს ელოდა სეჰუნისგან,რომ ჩუმად შეპარულიყო მასთან ცოტახნით. -რატომ არ იძინებ?გადაღებებიდან დაღლილი მოხვედი.მეც ვითომ ჩუმად გამაცილე სახლში.დაღლილი არ უნდა იყოო?-ტელეფონს დახედა და უცებ ისიც აწკრიალდა.-როგორც იქნაა-თვალები გაუბრწყინდა,ფეხზე წამოხტა და გაიქცა. ბიჭმა კარები გამოუღო და ისიც ჩუმად შეიპარა ოთახში. -როგორც იქნა ჩაეძინა.მის ლოდინში ლამის მეც ჩამეძინა.-ჩურჩულით უთხრა შემოსულს.-თავი საიდუმლო აგენტი მგონია.-ორივეს გაეცინა.ხელი პირზე აიფარეს,და ჩუმად განაგრძეს ისევ გზა. ხატიამ მარტო განაგრძო გზა მისი ოთახისკენ სეჰუნი კი სავარძელში ჩაენარცხა ფეხები მაღლა ასწია ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები მოხუჭა. -ცოტახანი დავისვენებ სანამ შეყვარებული ბეღურა არწივს მოეფერება.-ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეეპარა. ხატია ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლზე მოკეცილ ბიჭს,ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.მიუახლოვდა ჩაიმუხლა შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.ხელით ლოყაზე მოეფერა ჩანიოლსაც სახეზე კიდევ უფრო გადაეფინა ღიმილი.მისი სახელი წამოიძახა ხელი ხელზე მოკიდა გაუაზრებლად ხელის გულზე აკოცა და თვალები ოდნავ შეაღო. -სიზმრად მაინც შემიძლია შენი მოფერება.-გოგონა ახლოს მიიზიდა და მკლავებში მოიქცია.ხატიამაც შემოხვია ორივე ხელი მაგრად.ჩანიოლს თავის სიზმარში ეგონა ხატიაც არაფერს ეუბებოდა,მხოლოდ მასზე მიხუტებული იყო და მომენტით ტკბებოდა. ცოტახნის შემდეგ გაუჭირდა, მაგრამ გამოეცალა ხელიდან მძინარე ჩანს.დაიხარა და ნელა ნაზი ამბორით შეეხო მის ტუჩებს. -ხვალამდეც მოითინე ჩემი ჯიუტობა-ჩაიცინა.ისევ დაწვდა მის ტუჩებს და ფეხაკრებით გამოვიდა ოთახიდან.აღარც ჩაძინებული სეჰუნი აღარ გააღვიძა და ჩუმად გაიპარა ოთახიდან. -**** დილით ჩანიოლს ყველაზე ბედნიერი დღე გაუთენდა.სხეულზე ისევ გრძნობდა მის სურნელს.ფეხზე წამოდა და ღიღინით მისაღებში გავიდა,სადაც ჯერ კიდევ ეძინა არაკომფორტულად მოწყობილ სეჰუნს.ღიღინი ჩასწვდა მის ყურებს და თვალების სრესვით გამოიღვიძა. -ჯანდაბა კისერი მტკივა-ხელი კისერზე მოისვა.-შენ რა გამღერებს?-წარბი აათამაშა. -მშვენიერი სიზმარი მესიზმრა.-ნეტარებით გადაწვა სავარძელში. -კი სიზმარი იყო-ჩაიბუტბუტა სეჰუნმა.ჩანიოლს თვალები დაეხუჭა და ცდილობდა ყველა დეტალი აღედგინა. -*** საღამოსთვის ყველა მზად იყო.ბიჭები და ხატია მოუთმენელად ელოდებოდნენ,როდის მოიყვანდა დათქმულ ადგილზე ჩანიოლს. სეჰუნს გეგმა უკვე მოფიქრებული ქონდა,როგორ გაფრინდებოდა იმ ადგილისკენ ჩანიოლი სადაც ელოდნენ. -მოდი სანამ გაიხარებს ცოტა გავერთობი.-ერთმანეთს ხელები შემოარტყა და მოხერხებულად მოეწყო.-ჩანიოლა-გასძახა აბაზანიდან გამოსულს. -რა იყო?-თავის მშრალებით მიუახლოვდა სავარძელს. -შენთვის ცუდი ამბავი მაქვს.-ჩანიოლი სმენად იქცა.-დღეს პაემანი აქვს ხატიას. -რაა?-წამოიყვირა ჩანმა.-სად?ვისთან?როდის? -პირსახოცი სავარძელში მაგდო.-შენ რა იცი? -იონგი ხომ იცი მისი მეგობარი,ხოდა-ყველანაირად ცდილობდა სიტყვებით გაეწელა საუბარი.-ხოდა მისი და ხატიას საუბარი გავიგონე.ხატია დიდი მონდომებით ემზადებოდა ამ პაემნისთვის-სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა ჩანს.გასასვლელი კარებისკენ გაემართა. -მითხარი სად არიან?ის ექიმი იქნება და ვასწავლი როგორ უნდა სხვის გოგოსთან ყოფნა. -მოიცადე-სიცილი აუტყდა სეჰუნს. -რა იყო? მითხარი სად არიან?-მოუბრუნდა გაბრაზებული. -გეტყვი და წამოგყვები კიდეც,მაგრამ ეგრე მოდიხარ? -ხელით აბაზანის ხალათზე ანიშნა.მანაც დაიხედა ხალათზე და ოთახში შევარდა გამოსაცვლელად.სიცილით სეჰუნა ტელეფონი დააძრო და სმსი გააგზავნა."ციყვი მგელი ვარ.მიღება!"-თან სიცილით იგუდებოდა.პასუხმაც არ დააყოვდა. "ციყვი გისმენს მგელო" იყო პასუხიც სიცილის სმაილებით."მისია შეყვარებული არწივი და ბეღურა დაიწყო! არწივი ბუდიდან გამოყვანილია"-შეტყობინება გააგზავნა ჩანიოლიც გამოვიდა უკვე ჩაცმული ოთახიდან და ერთად წავიდნენ ხატიას პაემნის ჩასაშლელად. ***** დარბაზში მოუთმენლობის სუნი ტრიალებდა.შუა წრეში ორ ადამიანზე გაშლილი მაგიდა იდგა.სცენაზე ბიჭებს ყველაფერი მოეწესრიგებინათ.როიალი შუაში მოაჩოჩეს. მიკროფონი ცენტრში იდგა.ხატია სცენის კიდეზეე ჩამომჯდარიყო ნერვიულად ტუჩებს იკვნეტდა და ფეხებს აქეთ-იქეთ აქნევდა. -დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება-მხარზე ხელი მხიარულად დაადო ხელი მხარზე ბექიონმა. -რომ არ მოვიდეს?-სევდიანი თვალები მიაპყრო მას. -ნუ გეშინია ისეთი მიზეზი მოვიფიქრეთ მე და მგელმა,რომ გამოფრინდება-ჩაიხითხითა ბექიონმა.-ნუ სიბრაზისგან,მაგრამ მაინც გამოფრინდება-გაეკრიჭა გოგოს. -რა მოიფიქრეთ ასეთი?-ხატიას სახეზე ღიმილმა გადაკრა. -ის,რომ პაემანი გაქვს იმ ექიმთან -ჩაფიქრდა ბექენი -რა ქვიაა?-თითები გაატკაცუნა-ა ხო იუნი. -მართლა გამოფრინდება-სიცილი აუტყდაა ხატიასაც. ბექიონმა ტელეფონს ჩახედა რომელმაც სმსის მოსვლა ამცნო.სახეზე ღიმილმა გადაკრა წაკითხვისას..მიმოწერა გამართა ტელეფონზე თან სიცილს ვერ იკავებდა.ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა და ისევ ხატიას მოუბრუნდა. -გეგმამ გაჭრა არწივი მოფრინავს. -არწივი? - ისევ ახითხითდა გოგონა. -ხო-აჰყვა სიცილში -ოპერაციისთვის ხომ გვინდოდა კოდური სახელები.მე ციყვი ვარ-შეიფერა და გაეკრიჭა ხატიას.-არწივი შენი მიჯნურია. ჩვენი ინფორმატორი კიდე მგელი. ოპერაცას კიდევ სახელად "შეყვარებული არწივი და ბეღურა" დავარქვით.-ორივე ერთ დროულად იცინოდა -ანუ მე ბეღურა ვარ-მუცელზე ხელი მიიდო სიცილიგან უკვე სკიოდა.-ვიცოდი ორივე როგორი შეშლილები იყავით,მაგრამ ახლა მოლოდინს გადააჭარბეთ-მხარზე თბილი მზერით ხელი დაადო ბიჭს.-ამიტომაც მიყვარხართ ასე ძმებივით. -ჩვენ კიდე როგორც უმცროსი დაიკო და ჩვენი არწივის ბეღურა რძალი-მანაც თბილად გაუღიმა. -ეს ადგილი უსაფრთხოა? აღარ მინდა კიდეც რამე შარში გაგხვიოთ-უცებ მხიარულება გაქრა და შეცბუნება გამოეხატა სახეზე. -დაწყნარდი მენეჯერმა იზრუნა ამ ადგილზე-ჩვეული ღიმილით უთხრა ბიჭმა. -ეგ როგორ? ჩემი წინააღმდეგი ხომ არის? -გაკვირვება ეხატა სახეზე ხატიას. -თქვენსას მაინც არ დაიშლით და უსაფრთხო ადგილს მე გიპოვითო.მერე რამე შარში,რომ გაეხვეთ ჩემი მოსაგვარებელი იქნებაო და ბარემ მე ვიზრუნებ ამაზეო. -მადლობა გადაეცი ჩემი სახელით.ასე თუ ისე მაინც ჩვენს მხარესაა-გული დაიმშვიდა. -*** მანქანაში მოუსვენრად იჯდა ჩანიოლი და სეჰუნს ყოველ წუთში აწუხებდა. -უფრო სწრაფად ვერ ივლი? -გახედა სეჰუნს. -ამაზე სწრაფად შუმახერი კი არ ვარ-არც სეჰუნი ცხრებოდა და მის წვალებას განაგრძობდა. -ჯანდაბა მალე ქენი.-ისევ ფანჯრიდან დაიწყო ყურება. -აბა რა მალე უნდა მივიდეთ,რომ ჩაშალო ეს პაემანი.ვინ იცის ახლა შეიძლება მისი ხელიც უჭირავს ხელში-უცებ სეჰუნმა ჩანიოლის მზერა იგრძნო.-ან იქნებ მარტო ხელს არ დაჯერდა და აკოცა კიდეც-მაინც არ დაცხრა სეჰუნი.ჩანმა უცებ თვალ წინ ეს სიტუაცია მოხაზაა.თითქოს ფილმის კადრივით უყურებდა,როგორ დაადო ხელი ხელზე ექიმმა ხატიას,შემდეგ მისკენ მიიზიდა და სანამ მის ტუჩებს დაწვდა მანამდე მირაჟი გააქრო ხელების ქნევით და ყვირილით. -არა! არა! არაა! და არა!- მანქანა მისმა ყვირილმა მოიცვა. -ჯანდაბა დავყრუვდით რა გაყვირებს.-ცალი ხელი ყურზე მიიდო.-აჰა მოვედით უკვე თითქმის.-ჩანიოლმა ყვირილი შეწყვიტა და გადასასვლელად უკვე მომზადება დაიწყო.-რო გადახვალ ერთი მაგრად სცემე მე დაგეხმარები-ეშმაკურად შეათამაშა წარბები,თუმცა ჩანს არ შეუნიშნია.მის შეუმჩნევლად ტელეფონზე შეტყობინება გააგზავნა. "არწივი მოფრინდა"-მანქანა შენობასთან შეაჩერა. -*** -არწივი მოფრინდაა...-დაიყვირა ბექიონმა და ყველა სმენად იქცა.ხატიას ისევ დაიწყო ნერვიულად ხელების სრესვა.გოგონას ჩენი მიუახლოვდა და თბილად გაუღიმა. -ნუ ნერვიულობ თორემ ვეღარ იმღერებ-უღიმოდა ხატიას.-დაწყარდი და ყველაფერი ისე ქენი როგორც გასწავლეთ.-დაამშვიდა. -მითუმეტეს ასეთი მასწავლებლები გყავდით-მოეჭრა მათ ბექიონი და გოგონას სახეზე ღიმილმა გადაკრა.ხელები ერთმანეთს შემოკრა.-ადგილებზე-დაიყვირა ისევ.ჩენმა ადგილი როიალთან დაიკავა ბექიონი ჩუმად მიეყურსა საუკეთესო ადგილს საიდანც შეძლებდა ყველაფერი ხელის გულივით დაენახა და თვალყური ედევნებინა.ხატიამაც დაიკავა თავისი ადგილი მიკროფონთან ორივე ხელი ჩასჭიდა და ელოდა.-პინგვინ შუქი-გასძახა დიოს ბექიონმა. მანაც თავი დაუქნია და დარბაზი ჩამოაბნელა. -*** კარებთან იდგა და ფიქრობდა შეეღო თუ არა კარები?"განმატოებულ ადგილას რესტორანი,რომელიც დაკეტიალია მხოლოდ მათთვის მაქვს უფლება ჩავშალო ეს ყველაფერი?ხომ აქ მასაც ბედნიერების უფლება.ვერ ვიქნები ეგოისტი"-ფიქრებმა თავი არ ანებეს.სახელურიდან ხელი ჩამოსწია და უკან შებრუნდა.მისი შემხედვარე სეჰუნს სახეზე ფერი ეცვალა.იმაზეც კი იფიქრა წიხლით შეეტენა შიგნით,მაგრამ ეს არ დასჭირდა ჩანიოლი ისევ უკან მიბრუნდა. -ჯანდაბა. ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემი უნდა იყო-წარმოთქვა და სახელურს ველურივით ეცა და კარები შეაღო.მხოლოდ კარებიდან შემავალმა შუქმა გაანათა ოდნავ შესასვლელი.სახეზე გაკვირვება გამოეხატა სიბნელის დანახვისას,თუმცა დაპროგრამებულივით შიგნით შევიდა ზურგს უკან კი კარები მიიხურა.-შუქის ჩამრთველი სად ჯანდაბაშია.რატო ბნელა ასე? სეჰუნაა თუ მომატყუე იცოდე მკვდარი ხარ-სიბნელეში ცდილობდა თვალებით რამე დაენახა თუმცა ამაოდ.ჩაბნელებულ დარბაზში სცენა განათდა.სინათლე ხატიას ანათებდა,რომელიც სიყვარულით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა ჩანიოლს.თავიდან გაკვირვებამ შეცვლა სიბრაზე,შემდეგ ყველაფერი გაანალიზა და სცენიდან მომღიმარ გოგოს აახედა.ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ.ხატიამ თვალები მოაცილა და უკან ჩენს გახედა თავით ანიშნა დავიწყეთო,მბჟუტავი შუქი ოდნავ ანათებდა ჩენს,რომელმაც როიალის კლავიშები აამღერა exo-ს ალბომიდან "my answer".ხატიამ თვალები დახუჭა ღმად ჩაისუნთქა,თავი ასწია ისევ მის წინ მდგომ მისით მონუსხულ ჩანს გახედა.ჩაუღიმა და დაწყო. (შეგიძლიათ მოუსმინოთ იმ სიმღერას რომელსაც ასრულებს) (ინგლისურად ტექსტის შინაარსი.უფრო გასაგები,რომ იყოს) "I may seem strong, I may be smiling But there are many times when I'm alone I may seem like I don't have any worries But I have a lot to say The moment I first saw you, I was so attracted to you I didn't weigh out my thoughts and just talked The answer is you My answer is you I showed you my everything You are my everything, because I was so sure I should've been more careful, I should've saved myself So I wouldn't get heart I've never felt like this before, like my breath will stop My head is filled with thoughts of you Your face, the sound of your laughter The answer is you (That is you) My answer is you (Only you) I showed you my everything You are my everything, because I was so sure I couldn't say that I've waited for you So I'm writing then erasing Being curious about your day takes up all of my day I'll wait for you, you you you Open your heart, you you I can't help my heart You are my everything It'll be forever, my love (Oh I'm nothing) Don't leave, just let me stay by your side (Just let me stay by your side) No matter how much I think about it (oh it's you) Because it's you It's you It's you...(დავაზუსტებ ხატია მღერის ამას ორიგინლში აქ უბრალოდ გასაგები,რომ იყო ასე თუ ისე რა სიტყვებს ეუბნება) სიმღერას მთელი გრძნობით მღეროდა.ბიჭები გაოგნებულები შეჰყურებნენ.სიმღერა ჩაამთავრა you-ზე აქცენტი გააკეთა და თითი ჩანიოლისკენ გაიშვირა,რომელსაც ღიმილი ერთი ყურიდან მეორემდე ეკრა და თვალებში სიხარულის ჭინკები დაურბოდნენ.როიალმაც დაკვრა შეწყვიტა და სცენიდან გაქრა პიანისტი ჩუმად.დარბაზის კულისებში ერთმანეთზე აწეპებული ბექიონი და სეჰუნი იდგნენ და ტკბებოდნენ თავისი ნახელავით.სეჰუნის ტელეფონი აღმუვლდა ჯიბეში."გამოდით და დატოვეთ მარტო.მივდივართ"-მოუვიდა სმსი."ჯერ საქმე გვაქვს ჩვენ.მანქანაში დაგველოდეთ"-გასცა პასუხი და ისევ წყვილს მიუბრუნდა. -ამათი შემხედვარე შეყვარებული მესაჭიროება-თვალები მოჭუტა და გაიღიმა,შემდეგ ბექიონს გახედა იმ იმედით,რომ ეს უკანასკნელი ფრაზა არ გაუგონია. -გავიგე-გაეკრიჭა ბექიონი-შენთვისაც ვიპოვით ვინმეს-მხარზე ხელი დაკრა სეჰუნს. ხატიამ ორივე ხელი შეუშვა მიკროფონს და ჩანიოლისკენ მიემართებოდა ნელი ნაბიჯებით.ბექიონმა მთელ სივრცე მბჟუტავი შუქით გაანათა,მხოლოდ ის და სეჰუნი რჩებოდნენ ბნელში.ვეღარ მოითმინა ჩანიოლმა და დიდი სისწრაფით გაემართა ხატიასკენ.ორივე ხელი სახეზე მოკიდა, ალუბლისფერ ტუჩებს სისხლს მოწყურებული ვამპირივით დაწვდა.ჩანიოლის ხელები მის თმებში დაცურავდნენ,ხატიას ხელები კი წელზე შემოეჭდო და მაისურს ებღაუჭებოდა. -აი ახლა ჩვენი წასვლის დროცაა.პატარებისთვის ამის ყურება არ შეიძლება-სეჰუნს თვალზე ხელი ააფარა. -გეყოფა ჰიონგ-ხელი ჩამოიხსნა თვალებიდან. -წავედით მგელო-სიცილით მაისურის კისერში ხელი ჩაავლი და ლამის ძალით გაიყვანა. ჩანიოლი გოგონას ტუჩებს მოსწყდა თავი შუბლზე დაადო გაუღიმა და ისევ მთელი სახე დაუკოცნა.ცხვირი ცხვირზე ნაზად გაუსვა. -სიგიჟემდე მენატრებოდი-მაგრად მიიკრა მკერდზე. -მეც-ხატიამაც უფრო მოუჭირა წელზე ხელები. -მაგრამ..-ჩანიოლს არაფრის თქმა აღარ აცადა პირზე სწრაფად ააფარა ხელი და თავი გაუქნია. -მაგრამ აღარ არსებობს.-ჩაუღიმა და ჯიბიდან ჩიპი ამოუღო.-რის გამოც დავშორდით -ჩიპი აათამაშა ხელში. -როგორ? -გაუკვირდა თან სიხარულით თვალები აევსო. -თვითონ მომცა.-წარბი აათამაშა ხატიამ. -რატომ?რამეს დაპირდი? დაგაშინა? რამე გააკეთე? ჩვენი ფანები არც ასეთი კეთილები არიან ასე უბრალოდ დათმონ ის რითიც შანტაჟს აწყობენ-ეჭვის თვალით შეხედა. -დაწყნარდი-სიცილი ვეღარ შეიკავა.-არაფერი გამიკეთებია.არც ასე ბოროტი აღმოჩნდა,თან მიხვდა რომ უჩემოდ ვერ გაძლებდი-გაეკრიჭა ბიჭს. -მართლაა?-წარბი ასწია ეშმაკურად ჩაუღიმა და მის ტუჩებს დაწვდა.-იმდენჯერ დავშორდით ეს უკვე სიზმარი მგონია.მართლა ჩემთან ხარ? -სურნელი ღმად შეისუნთქა. -ნამდვილად შენთან ვარ და არც გაბედო გამიშვა.პირობები გაქვს დადებული-გაუღიმა და კისერზე ცხელი კოცნა შეატოვა. -არც ვაპირებ-გვერდულად ჩაუღიმა წელზე უკეთ მოათავსა ხელები. -უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.-მის კისერზე თავ ჩარგული ღმად სუნთქავდა ჩანიოლის სურნელს. -კიდევ გაქვს სიურპრიზი ჩემთვის?-თმაზე ეფერებოდა თან ეცინებოდა. -კი ორი ერთი ახლავე,მეორეზე მოცდა მოგიწევს,სანამ სახლში მივალთ-ეშმაკურად აუთამაშა წარბები.მაგიდაზე დადებულ პულტს დაწვდა და ცენტში მუსიკა ჩართო.-არ მინდა ვალი მქონდეს-ახედა გაბრწყინებული თვალებით-მეცეკვები? -დიდი სიამოვნებით.-ჩაუღიმა მისი ხელი ხელში აიღო დაატრიალა და მკერდზე მიიზიდა.ორივე მუსიკის ტალღებს აყვნენ. -*** ძველი ტემპით წავიდა ყველაფერი.რამდენიმე დღე იყო გასული მათი ერთად ყოფნის შემდეგ.ბიჭებს კონცერტი ქონდათ და ქვეყნიდან იყვნენ გასულები.რეგულარულად აკითხავდა დედასაც.ქალს მათი ერთად ყოფნა ისევ ყველაზე ძალიან გაუხარდა.როცა მასთან იყო ხატია, ასწავლიდა ყველაფერს, რაც კი იცოდა. სამსახურიდან დაღლილი გამოვიდა.საშინლად წვიმდა.გადახურულში დადგა და იცდიდა,რომ შემდეგ გაჩერებისკენ გაქცეულიყო.ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და მოღუშულმა დახედა. -ერთი დღეა არაფერი მოგიწერია.ძალიან დაკავებული ხარ?-ჩასძახა ტელეფონს გაბრაზებულმა. -კი ჩემი გოგო უნდა წავიყვანო სახლში-მოესმა ზურგს უკან ხმა და სწრაფად მისკენ შებრუნდა.ნიღბის და სათვალეების ქვეშ სახეზე ღიმილი ეხატა. -რატომ არ მითხარი,რომ მოდიოდი?-გაბუსხული ტუჩებით უთხრა თან მის სხეულს აეკრა. -სიურპრიზი მინდოდა.-გაიკრიჭა ისევ ნიღაბს ქვეშ.-როგორი ცივი ხარ.დღეს წვიმა იყო გამოცხადებული როგორ გაცვია თან არც ქოლგა არ გაქვს წამოღებული.-უსაყვადურა თავისი ქოლგა დააჭერინა ხელში,მოსაცმელი გაიძრო და გოგონას მხრებზე შემოახვია. -არ მინდა.-შეეცადა მოეხსნა, მაგრამ ჩანმა ამის საშუალება არ მისცა.ქოლგა ისევ გამოართვა და მხაზე ხელი მაგრად მოხვია. -ნუ იქცევი ბავშვივით გამიცივდები- შუბლზე აკოცა და ახლოს მიიკრა უფრო. -მერე შენ?-ახედა მზრუნველად. -მე შენ მათბობ-ისევ გაიკრიჭა და უბიძგა წასასვლელად.-სახლში წავიდეთ.-ერთი ქოლგის ქვეშ ორი ერთმანეთს ჩახუტებული სხეული მიაბიჯებდნენ წვიმაში მხიარულად. -**** სახლში მისულებმა სწრაფად გაიძრეს სველი ტანსაცმელი და ერთმანეთი გაათბეს მონატრებულმა სხეულებმა. ხატიას ჩანიოლის მხაზე თავი ჩამოედო და ხელით მის მკერდზე ფიგურებს ხაზავდა თან ეღიმებოდა.იცოდა,რომ ეს კაცი მას ეკუთვნოდა,თვითონ კი მისი იყო. -ერთი წუთით-ფრთხილად წამოიწია ჩანიოლი იქვე მიგდებულ ქურთუკს დაწვდა შესაკრავი გახსნა და შიგნიდან რაღაც ნივთი ამოიღო.ხელის გულში მალავდა.-თვალები დახუჭე.-მხიარუალად გასცა ბრძანება და ხატიაც წამში დაემორჩილა.სულ რაღაც წამები დასჭირდა ჩანს მის ყელზე ყელსაბამი მოეთავსებინა.კისერში აკოცა და კმაყოფილმა შეხედა.-შეგიძლია გაახილო.-ხატიას სახეზე ბედნიერების ნაპერწკლებმა იფეთქა.-ეგ ნიშანი ჩვენს სიყვარულს ასახავს.მასავით უსასრულოა და განსაკუთრებული.თან ნახე უკან ჩვენი ინიციალებია-ამოაბრუნა და მათი ინიციალების დანახვაზე თვალებში ცრემლები მოაწვა.-არა არა არ იტირო-ორივე ხელები სახეზე შემოაჭდო. -ბედნიერების ცრემლებია-სიცილ-ტირილი აუტყდა გოგონას. -მაშინ შეიძლება -ჩაუღიმა და ისევ ტუჩებს დასწვდა. -მიყვარხარ-წაიჩურჩულა ხატიამ. -მე უფრო -წამით მოწყდა მის ტუჩებს ჩაუცინა და ისევ მკლავებში მოიქცია საყვარელი ქალი. სიყვარულს ყოველთვის ახლავს ეკლიანი გზა გასავლელი,რათა უფრო განმტკიცდეს.მაშინაა ძლიერი და ნამდვილი,როცა ამდენი სიძნელის მიუხედავად მაინც თავისას გაიტანს.ტანჯვას,გვემას და ტკივილს ყოველთვის მოყვება ბედნიერება ბოლოს.თუ არ დანებდები და იბრძოლებ ბოლომდე.ვინც იბრძვის და რისკავს შამპანურსაც ის სვავს. არ ვიცი თქვენ რამდენათ მოგეწონებათ,მაგრამ მე ვგიჟდები ჩემს ამ ნაშრომზე <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.