შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი შეჯახება თავი 2


6-12-2016, 21:08
ავტორი lina777
ნანახია 1 815

დიდი სიჩქარით მივდიოდი ქუჩაში და ცრემლები დაუკითხავად მისველებდნენ სახეს. არვიცი რადამემართა ან ასე რატომ იმოქმედა უცხო ადამიანის სიტყვებმა მაგრამ მივხვდი რომ არასოდეს გამნელებია ის ტკივილი რომელსაც ნინი ერქვა და ჩემი სიმტკიცე წამში გაქრა
-რასაკეთებ ქეთა ავალიანო! უცხო ადამიანის თვალწინ როგორ იტირე, თან სახეში გაარტყი, მაგრამ ღირსი იყო. ჩემი ალტერეგო კვლავ განაგრძობდა ჩემთან კამათს. ახლა მხოლოდ ნინისთან საუბარი მიშველიდა და მეც დავადექი სასაფლაოსკენ გზას.
თეთრი გვირილების თაიგული მიწაზე დავდე და გაყინულ საფლავის ქვას ხელი გადავუსვი.
-ნინ, მოვედი! ნეტავ იცოდე როგორ მომენატრე და როგორ მჭირდები. ნეტავ ახლა ჩემთან ერთად იყო და ისევ შენსკალთაში მედოს თავი. ამდენი ხნის შემდეგ მაინც არმჯერა რომ ჩემთან აღარხარ და შენი ღიმილით აღარ მიღიმი. გეფიცები არასოდეს ვიტირებდი ოღონდ აქიყო და არასოდეს არაფრის შემეშინდებოდა. შენთან ერთად ავისრულებდი ყველა ოცნებას შენთან ერთაფ ისევ ჩავიდენდი ძალიან ბევრ სიგიჟეს. შენს საყვედურებსაც ავიტანდი ჩემი ჯიუტი ხასიათის გამო და გაბუტული ისევ მოვიდოდი შენთან შემოსარიგებლად. ძალიან მიყვარხარ და არასოდეს დაგივიწყებ. ნინის ძალიან ბევრი ველაპარაკე და დავემშვიდობე, უფრო დამშვიდებული ჩავჯექი მანქანაში და ტელეფონზე შემოსულ ზარს ვუპასუხე,
-ჰო ლიკუნა,
-სადახარ გოგო ამდენ ხანს, დამთავრდა პირველი ლექცია
-გზაში ვარ, საცობია მალე მოვალ
-კარგი მოვიწყინე შენს გარეშე
-ათ წუთში მანდ ვიქნები, ლიკუნა ნინის მერე ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყველაზე კარგად ესმის ჩემი.
მანქანა სასწავლებლის წინ გავაჩერე და კიბეები სწრაფად ავიარე, აუდიტორიაში ლამის სირბილით შევარდი და ლექტორის ყურადღებაც დავიმსახურე
-ავალიანი აგვიანებთ
-საცობში მოვხვდი
-როცა პაციენტს თქვენი დახმარება დასჭირდება ამას ვერაუხსნი,
-ჩემსგარდა სხვაც იქნება ვინც პაციენტს დაეხმარება.
-თუასეა არარის აუცილებელი ექიმი გახდეთ, ამას ის გააკეთებს ვინც სერიოზულად ეკიდება თავის პროფესიას.შენი ადგილი დაიკავე.
ესეც ასე, დღეს ყველა ჩემს წინააღმდეგაა, ლიკას გვერდით ვიკავებ ადგილს
-სადხარ ამდენხანს?
-შენცარ დაიწყო გთხოვ
-კარგი ლექციების მერე სადმე გავიდეთ?
-დღეს ვერა ჩემი დისშვილი უნდა გამოვიყვანო ბაღიდან
-სავადმყოფოში პრაქტიკებიც მალე დაგვეწყება
-მოემზადე საშინელი გრაფიკისთვის
-კარგი ლექციას მოვუსმინოთ სანამ სულარ გაგვყარეს
ლექცია დასრულდა და მე და ლიკაც კიბეებზე დავეშვით
-მანქანით ვარ და გაგიყვან
-გამიყვან მაგრამ ცოცხალს მიმიყვან?
-შენღა მაკლდი დღეს ყველა მე რატო მერჩის?
-რას გულისხმობ?
-თუდაჯდები მოგიყვები
ლიკას ყველაფერი მოვუყევი დღევანდელ ინციდენტზე, ბევრი იცინა და ბოლოს დასკვნაც გამოიტანა
-შენი ბედია!
-კარგი რა ხუმრობის ხასიათზე არავარ
-არგეხუმრები, რომელი ნორმალური უთავაზებს სილას უსიმპატიურეს არსებას, თანაც შენი ბრალი იყო.
-შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ იმისი?
-კარგი, კარგი , შენთან კამათს აზრი არ აქვს.
-ჰოდა აწიე ერთი ადგილი და გადადი მოვედით, ნანა დეიდა მომიკითხე.
-კარგი ჭკვიანად და ვინმეს ნუ შეიწირავ. ლიკას ვტოვებ და ლიზიკოს ბაღისკენ მივდივარ, ჩემს დანახვაზე ჩემსკენ მორბის და მეხუტება.
-დეიდას ლამაზო წავედით?
-კი საქში მინდა
ქურთუკს ვაცმევ და გარეთ გამოვდივარ.
-დეიდა ნაკინი მინდა
-არა ლიზიკო ხომგაიგე დედამ რაგვითხრა, ხომიცი დედიკო არუნდა გააბრაზო.
-ბავშვს ჭკუას არიგებ და ზრდილობას ასწავლი მაშინ როცა შენთითონ არცერთი არგაქვს. მესმის ხმა და შემობრუნებული ისევ ნაცნობ შავ თვალებს ვაწყდები, რომლებიც ირონიას არმალავენ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Kargia ase gaagrdzele,ogond didi tavebi dade,dzalian pataraa
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი lina777

La-Na
Kargia ase gaagrdzele,ogond didi tavebi dade,dzalian pataraa

მადლობა გავზრდი აუცილებლად ❤️

 


№3  offline წევრი taia21

Kargia momewona

 


№4  offline წევრი LSD

Saintereso istoriaa dzaan ukve imdenad momwons ro ravici❤️❤️Ukve imdenad shemayvara qetam tavi ro ravi ragitxra arvici ❤️❤️ Erti shenishvna maqvs dzaan patara tavebs deb imedia gamoasworeb veli sulmoutqmenlad shemdeg tavs da warmatebebi❤️❤️

 


№5  offline წევრი Mtirala

Didi tavebi dade tore gagebutebi da vegar shemomirigeb miyvars eseni magram malmale dada da didi tavebi
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი lina777

LSD
Saintereso istoriaa dzaan ukve imdenad momwons ro ravici❤️❤️Ukve imdenad shemayvara qetam tavi ro ravi ragitxra arvici ❤️❤️ Erti shenishvna maqvs dzaan patara tavebs deb imedia gamoasworeb veli sulmoutqmenlad shemdeg tavs da warmatebebi❤️❤️

Mtirala
Didi tavebi dade tore gagebutebi da vegar shemomirigeb miyvars eseni magram malmale dada da didi tavebi

მადლობა . დღეს დიდი თავი იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent