შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (18)


6-12-2016, 22:57
ავტორი სატი
ნანახია 1 909

ნინა სახლში დაბრუნდა, იქ უკვე ყველას ეღვიძა. ჰეილი მაგიდასთან იჯდა და ანას ეჯიჯღინებოდა ფაფა არ მინდაო, ჯორჯი ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცეებს მაგრამ ნინა როცა დაინახა გათიშა.
-უკვე პოლიციაში ვრეკავდით სად იყავი?-მაშინვე მივარდა ჯორჯი ნინას და შეათვალიერა იფიქრა რამე ხო არ დაუშავდაო-ადრე გამეღვიძა და გასეირნება მომინდა.
-ეხლა საავადმყოფოში გაისეირნებ თუ სიცხე აგიწევს და მეყოლე მერე კარგად-გაბრაზდა ჯორჯი.
-არ მქონდა დილით სიცხე თან სადილზე ხომ უნდა ვიყო ქვევით. ანა, წამომყევი რა ზემოთ მოვწესრიგდე, რაღაც საშინელებას ვგავარ.
-ეხლავე, ჯორჯ ჰეილი შენი შვილიცაა ასაუზმე თორე გავგიჟდები.
-ჰო, ეხლავე. ნინა, ხვალ შენი ბებია და ბაბუა ჩამოდიან შენს სანახავად.
-მოიცა, თუ ჩემებმა წამიყვანეს ვერ ვნახავ...
-როგორ ვერა, ყველაფერი გამოვა. აბა ჰეილი საუზმის დროა-ჯორჯი ჰეილის მიუჯდა.
ნინა და ანა ზემოთ ავიდნენ და ოთახში შევიდნენ, შემდეგ კარი მიიხურეს და ტანსაცმლის არჩევა დაიწყეს. საერთოდაც ნინა და ანა პირველად იყვნენ ერთმანეთთნ კარგად ამდენი ხნის შემდეგ.
-ნინა, ძაან ლამაზად გამოიყურები.
-ნუ... შენ და ჯორჯი?
-რა მე და ჯორჯი
-უკვე ისე ჩხუბობთ როგორც ცოლ-ქმარი.
-სისულელეა, უბრალოდ საერთო ბავშვები გვყავს.
-ხო, თან ორი. არ გიფიქრიათ რომ ისევ ერთად იყოთ? მე და ჰეილიც უფრო გახარებულები ვიქნებოდით.
-ესე იგი ახალგაზრდავ გეყო მე და მამაშენის ურთიერთობის განხილვა. შენთითონ ვერ გარკვეულხარ რატიზე და დაჩიზე.
-გავერკვიე... დაჩი რაღაც უცნაურად მომექცა დღეს, მე კიდე მადლობა მინდოდა მეთქვა იმისთვის რომ დამეხმარა.
-მხოლოდ იმიტომ რომ ერთი დღე ხასიათზე არ იყო იმას არ ნიშნავს რომ არ უყვარხარ ან შენ არ გიყვარს, არ ვამბობ რატის დასორდი თქო, უბრალოდ უსიყვარულოდ ნურაფერს გააკეთებ და საერთოდაც 16წლის ასაკში ესეთი პრობლემები არ უნდა გქონდეს ნინა. ჯერ ადრეა ვინმეს ცოლობა.
-შენ საიდან იცი რომ...
-ბეჭედი თითზე გიკეთია. ისიც ვიცი რო არ დათანხმებულხარ, დედის გული ყველაფერს გრძნობს. მე ქვემოთ ჩავალ შენებს დავხვდები, მალე ჩამოდი-ანამ ნინას თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა. ნინა საწოლზე ჩამოჯდა და დაჩის დაურეკა.
-ალო?
-დაჩი, დღეს დილით რაღაც ცუდად იყავი და რამე მოხდა?
-არა, არაფერი.
-რამე გაწყენინე?
-არა.
-დაჩი, რა ხდება ვერ გავიგე. აქამდე ყველაფერი კარგად გვქონდა და ეხლა რა დაგემართა?
-არაფერი შენ რატი გიყვარს, ხოდა მე აღარც გაწუხებ.
-მოიცა რა?
-ნინა თავს ნუ იდებილებ, კარგად გახსოვს ყველაფერი რაც მაშინ გითხარი, მემგონი სკლეროზი არ დაგმართნია.
-როდის? დაჩი, თუ გუშინდელზე ლაპარაკობ მე არაფერი არ მახსოვს, ერთადერთი რატიმ მითხრა დაჩიმ კიბეებზე აგიყვანაო.
-ხოდა თუ არც გახსოვს მით უკეთესი, ხვალ დაბრუნდები საქართველოში და მეც დამივიწყებ-დაჩიმ გაუთიშა.
-რა დამავიწყდა ესეთი-ჩაფიქრდა ნინა. ყველანაირად ცდილობდა ქვეცნობიერიდან გახსენებოდა რამე ნაწყვეტი მაინც მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იცოდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაავიწყდა, დებილი პახმელია ეს იყო ერთადერთი რაც ხელს უშლიდა. ცოტახანში ნინას დაუძახეს და ის ქვევით ჩავიდა. თავიდან უბრალოდ საუბრობდნენ და სადილობდნენ შემდეგ ნელ-ნელა სცადეს ჯორჯმა და ანამ შეეპარებინათ ნინას მშობლებისთვის ის მიზანი რის გამოც დაპატიჟეს ისინი სადილზე. ჰეილი და ერეკლე ერთმანეთთან ჩხუბობდნენ და ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ ნინას გამო.
-იცით, ნინა ძალიან კარგად სწავლობს. მასწავლებლები კმაყოფილნი არიან ნინათი.
-მართლა? ნინა ესე კარგად არ სწავლობდა წინა სკოლაში-გაიკვირვა ელენემ.
-სულ აცდენდა როგორც მე მახსოვს-დაუმატა ნიკამ.
-უცნაურია... შემდეგ კვირაში ექსკურსია აქვთ, ოღონდ სავალდებულო არ არის, ერთ-ერთ ბანაკში მიდიან, ბავშვთა სახლი იყო ადრე. ის უნდა გაარემონტონ, საქველმოქმედო აქციისნაირია. ნინა მოხალისედ ჩაეწერა-ანა ამ ყველაფერს სიამაყით ყვებოდა.
-ნინა, ვეღარ გცნობ... შეცვლილხარ, სამწუხაროა საქართველოში რომ დაბრუნდები ისევ ესეთი რომ არ იქნები-ნიკა მათ ჩანაფიქრს მიუხვდა და მაშინვე საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ყველანაირად ეცადა მალე დამთავრებულიყო სადილი.
-ნინა, კიდე რითი გაგვაოცებ?-ეკითხებოდა ელენე, ელენეც ამაყობდა იმით რომ ნინა ესეთი შრომისმოყვარე გახდა, მაგრამ ის ასევე იმედგაცრუებული იყო, მას ეგონა რომ ანამ ორ კვირაში შეძლო ის რაც ელენემ ვერ მოახერხა 13წლის განმალობაში.
-მეტი... მეტი არც არაფერი.
-და ბეჭედი შენ ხელზე?-მხოლოდ მაშინ მიაქცია ნიკამ ბეჭედს ყურადღება-საიდან გაქვს? შევამჩნიე რომ უკვე 2-3დღეა გიკეთია და არ იხსნი...
-ეს... რატის საჩუქარია.
რატიც იქ იჯდა და ამის გაგონებაზე გაწითლდა, მას არ შეეძლო ნიკას მოტყუება.
-საჩუქარი...-დაეჭვდა ნიკა და წარბები შეკრა.
-მემგონი ძალიან გემრიელი სადილი იყო-სიტუაციის განმუხტვას ჯორჯი ეცადა მიუხედავად იმისა რომ მასაც აწუხებდა ის ფაქტი რომ რატიმ ნინას ცოლობა თხოვა, თუ ნინა დარჩებოდა ის აუცილებლად გაუბრაზდებოდა მას ამ თემაზე მაგრამ ის ხვდებოდა რომ ახლა არც ამისი ადგილი იყო და არც დრო.
-რათქმაუნდა, დიდი მადლობა-ელენეც ჯორჯის მიემხრო.
-არ გინდათ კიდევ რამოდენიმე დღით დარჩეთ? ქალაქს უკეთ დაგათვალიერებინებთ, შეგვიძლია ნიუ ორკში წაგიყვანოთ, ახლოს არის-შესთავაზა ანამ.
-არა, გმადლობთ გვეჩქარება. სამსახურიდან დიდი ხნით არ გამოგვიშვეს, თან ერეკლესაც სკოლა აქვს-პასუხიც არ დააყოვნა ნიკამ.
-მამი, დავრჩეთ რაა-თხოვა ერეკლემ რის გამოც ნიკას მკვლელი მზერა დაიმსახურა.
-ნინა მხოლოდ ახლა მიეჩვია სკოლას თან ყველაფერთან ერთად ერთი კვირა მის გასაცნობად საკმარისი დრო არ არის-პირდაპირ თემაზე გადავიდა ჯორჯი რადგან დაიღალა თვალთმაქცობით და შეფართვით ლაპარაკით.
-საქართველოშიც ბევრი მეგობარი ყავს, რომლებსაც გაუხარდებათ ნინას ნახვა. მერე თქვენ ჩამოდით-ნიკა სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევდა ელენეს, რადგან იცნობდა რომ ცოლი სენტიმეტალურ გრძნობებს მიანიჭებდა უპირატესობას და ვერ გაუძლებდა ნინას ცრემლებს რომლებიც ნინას სახეზე შემშრალიყო.
-იქნებ დატოვოთ კიდევ 1-2კვირა, ეს სემესტრი აქ დაამთავროს-ჯორჯის ლაპარაკი თხოვნას არ გავდა, უფრო ბრძანებას წააგავდა მიუხედავად იმისა რომ სიტყვების შინაარსი ეს არ იყო.
-მე მამამისი ვარ და ასე გადავწყვიტე-ნიკა უკვე ტონს უწევდა და ბრაზდებოდა. მას რთული ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ელენე ხშირად ჩუმად იყო და არ ეწინააღმდეგებოდა ნიკას, ნინა კი სულ სხვა იყო. მას თავისუფლად შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ნიკას ისე რომ წარბიც არ შეხროდა.
-მესმის, მაგრამ ჩვენც მისი მშობლები ვართ, გვინდა უკეთ გავიცნოთ. მას არავინ გართმევთ.
-ჩვენც გვენატრება ჩვენი შვილი-ჯორჯის და ნიკას საუბარი ომად იქცა.
-გეყოთ... მამა მე მინდა ამათთან დარჩენა, თქვენ რომ მე საქართველოში ძალით წამიყვანთ ამის რას მოიგებთ? მე იქ გალიაში გამოკეტილი ჩიტისავით ვიქნები, დავიტანჯები. აქ არის ჩემი ოჯახი, მეორე სამშობლო, ახალი მეგობრები, სკოლა, ოჯახი. ამ 2კვირის განმალობაში ყველას მივეჩვიე, თავს უცხოდ აღარ ვგრძნობ პირველად ცხოვრებაში ვგრძნობ რომ ჩემს ადგილას ვარ. ეს ჩემი არჩევანია და შენ თუ ამას პატივს არ ცემს გამოდის რომ ვერასდროს ვერ მიგებდი.
ნინას ეს სიტყვები ელენეს და ნიკას გულს უკლავდა, ელენე ძლივს იკავებდა თავს რომ არ ატირებულიყო.
-ელენე, წამობრძანდით სახლს დაგათვალიერებინებთ, ერეკლე, ჰეილი წამოდით თქვენც-ოთხივე გავიდა სასადილოდან და დატოვეს მარტო ჯორჯი, ნიკა და ნინა.
-მამა, გთხოვ, მომეცი უფლება რომ უკეთ გავიცნო ჩემი ოჯახი, ჩემი ფესვები. მე თქვენ არ დაგივიწყებთ, ამით არ გადაგიყვარებთ, უბრალოდ მინდა გავიგო ვინ ვარ მე, რასაც საქართველოში ვერ ვიზამ-ნინამ აღარ იცოდა მეტი რა ეთქვა, ყველანაირად ცდილობდა რომ დაერწმუნებინა ნიკა იმაში რომ საქართველოში თავს კარგად ვერ იგრძნობდა.
-საქართველო არის ადგილი სადაც გაიზარდე, შენი სამშობლო, შენში ქართული სისხლი ჩქეფს, როგორ შეგიძლია თქვა რომ ეს არის შენი სამშობლო! აქ დაიბადე მაგრამ იქ გაიზარდე! იქაური მანერები და თვისებები გაქვს, ტრადიციებიც იქაური, რელიგია სხვა გაქვს.
-ესენიც ქრისტიანები არიან-შეაწყვეტინა ნინამ.
-ნინა, მესმის რომ აქ დარჩენა გინდა მაგრამ როგორც მე ვთქვი ეს შენი გადასაწყვეტი არ არის, გახდები 18ის და რაც გინდა ის ქენი მაგრამ ახლა ჩემ წესებს იცავ. ხვალ მივდივართ საქართველოში და ამაზე ლაპარაკი დამთავრებულია, წადი და დაემშვიდობე მეგობრებს.
-მაგრამ მამა!-დაიყვირა ნინამ და მაგიდიდან წამოხტა.
-მე უკვე ვხედავ აქ რა გასწავლეს, მამისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მესმის რომ ეს სადილი იმისათვის იყო რომ შეგვეცვალა ჩვენი აზრი მაგრამ მე ვერ დავტვებ ჩემ 16წლის ქალიშვილს სრულიად უცხო ხალხთან, მემგონი 2კვირა საკმარისი დრო იყო. შემდეგ თქვენ ჩამოხვალთ. შეგიძლიათ მის ცხოვრებაში მიიღოთ მონაწილეობა მაგრამ აქ ვერ დავტოვებთ.
-ნინა ჩემი შვილიც არის და თქვენ ვერსად ვერ წაიყვანთ, ვნახოთ როგორ წავა ყველაფერი როცა სასამართლომდე მივა საქმე, მოგცემენ თუ არა უფლებსა რომ შვილი წამართვათ-ჯორჯსაც ამოეწურა მოთმინება და გაბრაზებულ გულზე სისულელე წამოროშა რაზეც შემდეგ ინანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent