ჯანდაბა! (22)
888 -მითხარი რამე!-მთხოვა ღიმილით.ფილმი გვიან დამთავრდა.ბუხარიც ჩამქვრალიყო.თბილ პლედში გახვეულები ვიწექით დივანზე.ძლიერად ვეკვროდი შრეკს სიცივიდან აცახცახებული. -ნახატები ვნახე ხის სახლში. -კედლებზე,ნახავდი ცხადია!-ჩაიხითხითა.თავი ჩემს კისერში ჩაერგო და მძიმედ სუნთქავდა. -ოო,მე სხვას ვგულისხმობ-ხელზე მსუბუქად ვუჩქმიტე სიცილით-მაგიდაზე.მარის ჰგავდა! -ოჰ, არ მახსოვდა თუ ისევ შენახული მქონდა-ამოიფრუტუნა.თავი აწია ჩემთვის რომ შეეხედა-მგონი ბავშვობაში გაგიჟებით ვიყავი შეყვარებული...-ჯანდაბა! -ყველაზე პოპულარული იყო სკოლაში,მთელი კლასი გიჟდებოდა-თვალები გადაატრიალა,მეც შვებით ამოვისუნთქე!-ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ,ამიტომ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს.მეცხრე კლასში გამოვუტყდით ერთმანეთს,რომ შეყვარებულები ვიყავით.სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ერთად ვიყავით,საშინლად ბევრი დავლიეთ,სასმელმა მაწყინა და ცოტახნით გარეთ გავედი,უკან,რომ დავბრუნდი იქ აღარ დამხვდა. ვიღაც ბიჭს აეკიდა და მასთან ერთად გაიპარა! იმის შემდეგ მისი დანახვაც არმინდა!არადა,სულ ცდილობს,როგორმე ისევ დამიახლოვდეს.გეფიცები იმდენჯერ დავხატე,მგონი ახლაც შემიძლია ფოტოს ნახვის გარეშე დახატვა! -მაგარია ასე,რომ გიყვარს ალბათ!-წარბები უნებურად ავზიდე,მის ქურთუკს ვაწვალებდი.-თან მითხარი,რომ არავინ გყვარებია! -ოუ,რაღაცის სუნი მცემს-წამოიწყო უცნაური ღიმილით,მისი თითები ნელი მოძრაობით მოიწევდა ჩემი მუხლიდან ზემოთ. -რისი? -აი,აი,ნელ-ნელა უფრო მძაფრდება-თქვა ისევ შეპარვით,უკვე მუცელთან იყო... -გაჩერდი-გამეცინა მის სისულელეზე. -აყროლდა-საყვარლად ჩაიხითხითა.თითებმა მკერდი გამოტოვეს და კისერთან შეჩერდნენ.მომწონს,როცა ასეთია,როცა მაგრძნობინებს,რომ არ ხედავს ჩემში მხოლოდ ,,ქალს“-ეჭვიანობის სუნია!-გაეცინა და როგორც კი თავის დასაცავათ კისერი ჯემპერში ჩავრგე მომიღიტინა. -რა იდიოტი ხარ! გაჩერდი!-მიუხედავად იმისა ვცდილობდი, თავს მაინც ვერ ვიკავებდი სიცილისგან.-თუ არ გაჩერდები,გეფიცები...რაღაცა საშინელებას დაგმართებ!-ძვლივს ამოვისუნთქე სიცილისგან.ისეთი შეგრძნება მქონდა იღლიებისა და კისრის კანქვეშ რაღაც მკაწრავდა და წამების მიუხედავად მაინც სიცილს მაიძულებდა! ,,ღიტინი“ კანონით უნდა ისჯებოდეს! -ჩემი ნერვული გაღიზიანება თუ პიკს მიაღწევს, სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდება! ოღონდ ჩემთვის კი არა! შენი გვამის წასაღებად!-დანაწევრებულად ამოვილუღლუღე. -კარგი დამშვიდდი არგინდა-ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად. -საზიზღარი ხარ!-ენა გამოვუყავი და გავიცინე.ჩემი გულისცემა გაორმაგდა მისი მომღიმარი სახის დანახვაზე.ღიმილისგან ტუჩები შუბლზე აეტანა,ლოყაზე ღრმულებიც ადგილზე ჰქონდა.თავი ვერ შევიკავე და თითით შევეხე. -რომ შემეძლოს ლოყებს მოგჭრიდი და ჩემთვის შევინახავდი-ჩავიხითხითე.მასაც გაეცინა.თითზე ვიბრაცია რომ ვიგრძენი,მეგონა ჩემი გული აორთქლდა! -საბედნიეროდ ეგეთი ბოროტიც არ ხარ-შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია.ისე ახლოს იყო,ისე ლამაზი მეჩვენა პირველად მომინდა მის ტუჩებზე შეხება! დასაფიქრებლად დრო არ დავიტოვე,ხელი თმებში შევუცურე და ტუჩებით მის ბაგეებს მივეწებე.ვიგრძენი,როგორ გაეღიმა,ცივი თითები კეფაზე მომიჭირა და მისკენ მიმიზიდა.არასდროს მიკოცნია მისთვის ჩემი ინიციატივით! და არასდროს განმიცდია სირცხვილისა და სიამოვნების ასეთი ერთიანობა.ხშირად ვბრაზდებოდი რატომ არ გადმოსცემდნენ მწერლები იმ გრძნობას, რასაც გმირი განიცდიდა კოცნის დროს! მხოლოდ ახალა მივხვდი! ძნელია აღწერო ის რასაც მუცელში გრძნობ! იქ მხოლოდ ქაოსი და ცისარტყელასავით შვიდფერია ყველაფერი! თვალები დავხუჭე,სამუდამოდ რომ ჩამებეჭდა გონებაში ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი.მისი გრძელი,თეთრი ხელები ჩემი სახიდან ქვემოთ ინაცვლებდნენ.წამის შემდეგ ჩემს ზემოდან მოექცა.გამეცინა მის გაურკვეველ გამომეტყველებაზე.თითქოს თვალებით მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა ისევ შემხებოდა! -რას დამცინი?-წარბები შეეკრა და ცდილობდა არ გაღიმებოდა.მწვანე კულულები ქვემოთ ჩამოჰყროდა.ტატუებიან, უცნაურ ღვთაებას უფრო ჰგავდა ვიდრე ადამიანს! -ნუ მიყურებ მასე.რატომ მიფუჭებ სულ ასეთ მომენტს?-ჩავიხითხითე და თავი გავიქნიე. -თუ არ გინდა,შეგვიძლია ლაპარაკი განვაგრძოთ! მხოლოდ ამას ვგულისხმობდი-ენა გამომიყო და ჩემი განწყობაც უფრო ამაღლდა.საყელოში ჩავეჭიდე და ჩემსკენ მოვიზიდე.მეორედ დავეწაფე მის ტუჩებს.ის,კი კიდევ ერთი საოცარი ჩაღიმების შემდეგ ჩემს სქელ,მჭიდროდ შემოხვეულ ხალათს ჩაეჭიდა და ძვლივს მომაშორა ტანიდან. -კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უცნაური პირველი ღამე მექნება!-ჩემს ნათქვამზე ხმამაღლა გადაიხარხარა,ლოყაზე მაკოცა და ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო. -გეფიცები ,,კაიფში“ აღარვარ-მითხრა გულუბრყვილოდ.მაშინ,მხოლოდ მაშინ მივხვდი რატომაც მინდოდა მასთან ყოფნა! -მიყვარხარ!-მძიმედ მაგრამ სრულიად გულწრფელად ვაღიარე და გავუღიმე... 888 შრეკის ხმამ გამომაღვიძა.თვალები ძვლივძვლივობით გავახილე და მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი.დივანზე მარტო ვიწექი.ტელეფონისკენ გავიწვდინე ხელი მაგრამ იქ არ დამხვდა სადაც დავტოვე.სწრაფად წამოვდექი,სიცივისგან აცახცახებულმა შრეკის ჯემპერი გადავიცვი და მის ხმას გავყევი.სამზარეულოში ფანჯარასთან იდგა და ჩემს ტელეფონზე ვიღაცას წარბ შეკრული ელაპარაკებოდა. -გგონია შემაშინებ? შეგიძლია იქნიო მუშტები, მაინც არაფერი გამოგივა!-ამბობდა მშვიდად-მოვიკითხავ შენგან! დიდი სიყვარულით!-თქვა ბოლოს და გათიშა.ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და გონებაში იმ ადამიანების სიას ვადგენდი,ვისაც შეეძლო დაერეკა. ნიკუშა! ჯანდაბა! -მგონი ჩემი ტელეფონია? თუ მეშლება?-წარმოვთქვი რაც შემეძლო წყნარად. -ისე გეძინა,არ მინდოდა გამეღვიძებინე-საყვარელი,უდანაშაულო სახით განმიმარტა და მობილური გამომიწოდა. -ვინ იყო? -შენი საყვარელი მეზობელი-ჩაიცინა,გვერდი ამიარა და მისაღებში დაბრუნდა.სიცივის მიუხედავად მაინც ბოქსერებში,წელს ზემოთ შიშველი იყო. -უნდა გაგეღვიძებინე...-ვუთხარი უკმაყოფილოდ და უკან ავყევი. -თუ ასე მოგენატრა,დაურეკე,ნომერს ჩაინიშნავდა ალბათ!-მითხრა ირონიულად,შარვალი ამოიცვა და დივანზე ჩამოჯდა. -ნუ სულელობ-მივხვდი არ იყო კარგად.თავი ვაიძულე დამევიწყებინა ჩემი სისულელეები და მივუახლოვდი.მის წინ ჩავიმუხლე და ვაიძულე ჩემთვის შემოეხედა.-ახლა მე უნდა ვიფიქრო,რომ ეჭვიანობ? თუ დატუქსვამ აგიჩუყა გული?-გავუცინე.დავინახე როგორ გადაურბინა ღიმილმა სახეზე. -ჩემი ხმა,რომ გაიგო გაგიჟდა! მეგონა ყურმილიდან გადმოხტებოდა!-ჩაიხითხითა ბოლოს. -იდიოტია! -თვალები გადავატრიალე-დამშვიდდი,არ მივცემ უფლებას შენი თვალი კიდევ ერთხელ ,,შეალამაზოს“-გავიცინე ისევ.ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი-ჩაიცვი და ვისაუზმოთ! -ჩემი ჯემპერი მგონი მსოფლიოში ყველაზე ბოროტ, მაგრამ აქვე დავამატებ სექსუალურ პათანატომს აცვია!-მხრები აიჩეჩა,მე კი მუშტი მსუბუქად მივარტყი მკერდზე.ერთი მოძრაობით გავიხადე.თხელი მაისურის ამარა დარჩენილმა სწრაფად გავუწოდე და კიბეებზე ავვარდი. -წყალს გადავივლებ! ბუხარს დაანთებ? კიი? კარგი!-გავძახე ზემოდან მანამ სამან მის პასუხს მოვისმენდი და სააბაზანოში შევვარდი. 888 -მთელი დღეა გირეკავ! სად ჯანდაბაში ხარ?-დაიწივლა დედაჩემმა,მის ზარს,რომ ვუპასუხე. -რა გინდა ნინა?-თავმობეზრებულმა ამოვილაპარაკე. -სად ხარ მეთქი?-ჩვეული სასტიკი ტონით გაიმეორა კითხვა.დიდი ხანია ასე არ მოუმართავს! მას შემდეგ რაც გადაწყვიტა,როგორღაც შვილივით შემოეხედა ჩემთვის და შევყვარებოდი! -იქ სადაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობ!-ამოვისისინე.მწვანეთმიანს გავხედე,მის ქოხში ვისხედით,შრეკი ხატავდა,მე ტელეფონით ვთამაშობდი.ორივენი კარგად ვგრძნობდით თავს სანამ დედაჩემი მომშხამავდა! -ნიკუშა ონიანმა დამირეკა! მითხრა, იმ ვიღაც ამაზრზენ ბიჭთან ერთად რომ ხარ! გაცოფებულია! დაურეკე და სასწრაფოდ შინ დაბრუნდი!...-მიბრძანა. -თუ გჯერა,რომ შენს ბრძანებებს შევასრულებ,იმედი გამიცრუვდება!-გამეცინა მის საცოდაობაზე.-ახლა კი მაპატიე! უნდა გავთიშო!-ვუთხარი და გაბრაზებულმა მთელი ძალით დავაწექი სენსორს გასათიშად. -ონიანი კაცობს!-ჩაიხითხითა.საწყლად გავხედე,ჩემს გვერდით მჯდომს თმები ჩემი თმის სამაგრით აეწია და რაღაცას ხატავდა.წამით გამომხედა,ჩემი საყვარელი ღიმილის შემდეგ,ლოყაზე მაკოცა და ნახატი გამომიწოდა.-გაიცანი,დოქტორი ბოროტება! აღიარე,რომ ,,მონა-ლიზას“ სჯობს!-გაეცინა.ჩემი პორტრეტის დანახვაზე მეც ვერ შევიკავე თავი.ხმამაღლა გადავიხარხარე. -ო,დიდო ლეონარდო!-ჩავიხითხითე,მხარი გავკარი და მისი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ შევიგრძენი... ================================================ კომენტარებს ველოდები <3 თქვენი აზრი მაინტერესებს და არა ,,როდის დავდებ" :დ მალე დავდებ <3 ნუ ვეცდები <3 მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.