ყველგან გამოგყვები (19)
ნინა ოთახში გაიქცა და კარი მიიხურა.რატიც გასული იყო ელენესთან და ანასთან ერთად და მანამდე ჯორჯი და ნიკა ქვემოთ იყვნენ. -ეხლა ნამდვილად წამოვა ჩემთან ამაში ეჭვი აღარ მეპარება. საკმარისი იყო მოტივაცია, მადლობა ჯორჯ ჩვენ უკვე წავალთ. -ნინა, ჩემთან დარჩება და ხელს არ ახლებ. -გინდა პირველმა შევიტანო საჩივარი სასამართლოში? -მერის წინააღმდეგ? შანსი არ გაქვს და თან ფული. -ნინასთვის ფულს სულ მიწიდან ამოვიღებ. -სასამართლოში შეხვედრამდე. ნიკა, ელენე, ერეკლე და რატი წავიდნენ სასტუმროში. ანა სასადილო ოთახში გავიდა და ჯორჯს შეხედა. -რა გააკეთე ჯორჯ!-დაუყვირა ანამ. ჯორჯი დამწუხრებული ჩამოჯდა. -დიდი შეცდომა დავუშვი. ნიკას ვუთხარი რომ სასამართლომდე მივიტანდი საქმეს. -ჯანდაბა, რა ახლოს ვიყავით! ელენე დარწმუნებული მყავდა იმაში რომ ნინა დაეტოვებინა! -სხვანაირად წავმართავთ პროცესს, მოსამართლეს ვთხოვთ რომ მეურვეობა 50-50ზე იყოს. რომ ჩვენც გვქონდეს უფლება მისი ნახვის. -ჯორჯ თავიდანვე ხომ გაგაფრთხილე, ხომ გთხოვე ძალიან არ მიეჩვიო სხვისი შვილია თქო. რატომ არ დამიჯერე? ახლა დაიტანჯები, ჯორჯ გაუშვი და დაბრუნდება. -რა ვქნა... ავიდე და ბოდიში მოვუხადო? -ადი. ჯორჯი ოხვრით წამოდგა და ზევით ავიდა. კარზე დააკაკუნა და ოდნავ შეაღო, ნინა საწოლზე იწვა და ცხარე ცრემლებით ტიროდა, როდესაც ჯორჯი დაინახა ცრემლები მოიწმინდა და გაღიმებული შემოტრიალდა. -ნინა... მაპატიე-ჯორჯის ამ სიტყვებზე ნინამ თავი ვეღარ შეიკავა და ჯორჯს ჩაეხუტა-სხვა გზა არ არის, სასამართლომდე ვერ მივიტანთ საქმეს, წადი და დაბრუნდი საქართელოში, გაყევი შენებს. -არ გამიშვა-ამოისლუკუნა ნინამ-იყოს სასამართლო... არ გამიშვა-ტიროდა ნინა. -რა? ნინა დარწმუნებული ხარ? -კი... რადგან სხვანაირად არ გამოდის... იყოს სასამართლო-ვერ ჩერდებოდა ნინა, კარებში ანა იდგა და ამ ყველაფერის გაგონებაზე ისიც მივიდა და მათ ჩაეხუტა. როდესაც ცოტა დაწყნარდნენ ჯორჯმა გადაწყვიტა ნიკასთან დარეკვა და შეატყობინა რომ სასამართლოში შეხვდებოდნენ ერთმანეთს რადგან ჯორჯი მეურვეობის მიღების პროცესს აღადგენდა, ნიკაც დათანხმდა და ამის შემდეგ ნინას ცხოვრება კიდევ უფრო თავდაყირა დადგა. *** მიუხედავად ყველაფრისა ნინას მაინც უწევდა სკოლაში სიარული როგორც ყოველთვის. 1თვის განმალობაში შეუწყვეტელი სხდომები მიმდინარეობდა, ხან ნინას ბიოლოგიურ მშობლებს ურეკავდნენ ხანაც ნიკას და ელენეს. ერთხელაც დილით სანამ ნინა სკოლაში წავიდოდა სოციალური მუშაკი ანუ იგივე აგენტი მივიდა მათთან, ჯორჯი და ანა საუზმობდნენ ნინასთან ერთად. -გამარჯობა?-გაუკვირდა ანას უცხო ადამიანის ნახვა სახლში. -გამარჯობა. მე სოციალური მუშაკი ანუ აგენტი ვარ, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციიდან. მოვედი ნინას წასაყვანად. -რა? რატო?-წამოხტა ჯორჯი. ნინა ანას მიეხუტა არ უნდოდა რომ ვინმეს წაერთმია მისი ოჯახი ისევ. -სანამ სასამართლო მიმდინარეობს ორივე მხარეს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს ნინას ნახვის ამიტომაც ნინა დროებით სისტემაში იქნება, რთული თინეიჯერების თავშესაფარში მიგვყავს. იქ იქნება იქამდე სანამ სასამართლო არ გადაწყვეტს მის ბედს. -თქვენ არ გაქვთ ამის უფლება!-წამოიყვირა ჯორჯმა. -სასამართლოს ორდერით ვარ მოსული, გთხოვთ ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემებს, თქვენ გექნებათ ნახვის საათები. -ახლა სკოლა აქვს და შემდეგ წაიყვანთ-ანამ ნინა მის უკან დამალა და აგენტს წინ აღუდგა. -როგორც გენებოთ, მაგრამ 7საათამდე ის აქ უნდა იყოს, მე მოვალ მის წასაყვანად. ნახვამდის-დაემშვიდობა და წავიდა. -ეხლა რა ვქნათ?-გადახედა ანამ ჯორჯს იმ იმედით რომ მას რაიმე გეგმა ექნებოდა. -ვერც ვერაფერს ვერ ვიზამთ, სხვა გზა არ არის. დროებით მოუწევს იქ გადასვლა. -არა, არა გთხოვ-ტიროდა ნინა. -ნინა, ვიცი შენთვის რთულია მაგრამ გეფიცები მალე დამთავრდება ეს ყველაფერი-აკოცა შუბლზე ჯორჯმა და ჩაეხუტა. -წადი სკოლაში, სკოლის მერე 7მდე სადმე გაისეირნე გაერთე და მერე ერთად წავიდეთ იქ კარგი?-ხელი გადაუსვა თავზე ანამ. -კარგი-ნინა სკოლაში წავიდა. როგორც ყოველთვის კიბეებზე ჩადი და სამანტა ელოდებოდნენ. მოულოდნელად უკნიდან ვიღაცამ დაადო მხარზე ხელი. -ბუ!-გაეცინა როზალის-რა სახე გაქვს ვინმე მოკვდა? -სოციალურ მუშაკს დღეს მივყაყვარ რთული თინეიჯერების ბანაკში თუ რაღაც ეგეთში. -რაა? რატო? -ესე ორივეს თანაბარი შანსები ექნება იმისა რომ მნახონ და მოიგონ პროცესი, მათი აზრით ცემი ჯორჯის სახლში დარცენა მას უპირატესობას აძლევვს ჩემი მხრიდან.. -და.. არამგონია ეხლა სკოლაში სიარულის ხასიათზე იყო, წამო წავიდეთ სადმე, სკოლა გავაცდინოთ. -რითი? ჩემი მანქანით-როზალიმ წითელ კაბრიოლეტზე ანიშნა ნინას. -რათქმაუნდა-გაეცინა ნინას. -დაუძახე იმ ორ შეყვარებულს და წავედით. ნინამ ხელი დაუქნია ჩადს და სემს და ანიშნა მოდითო. -ჰეი ნინ, როგორ ხარ?-გადაკოცნა ჩადმა ნინა. -რავი აბა, დღეს შვიდ საათზე რთული თინეიჯერების თავშესაფარში მივყავარ... თქვენკენ რა ხდება? -აჰა... არ ღადაობ? -ნწ, სამწუხაროდ. სკოლის გაცდენა გვინდა არ წამოხვალთ? -სასამართლოს პროცესში სკოლის გაცდენა საუკეთესო ვარიანტი არ არის. ამ დროს დაჩიც შეუერთდა ბავშვებს. -რა ხდება? რატო შეიკრიბეთ?-დაჩიმ არ მიაქცია ყურადღება ნინას და არც მიესალმა. -სკოლას ვაცდენთ. -მეც მოვდივარ. -კარგით, ოღონდ ორი მანქანით რო წავალთ ეს გამოიწვევს ეჭვს, ამიტომ ჩემით მივდივართ. ნინა წინ, სამანტა ჩადი და დაჩი რაღაცნაირად ჩაეკვეხეთ უკან-როზალიმ გასაღები ამოიღო ჯიბიდან და ყველა მანქანაში ჩაჯდა. ნინას და დაჩის მთელი გზა არ გაუციათ ერთმანეთისთვის ხმა, დაჩის არაფერი ეტყობოდა გაბრაზების ისე იქცეოდა, ხოლო ნინა კი შიგნიდან მთლიანად გატეხილი იყო. ყველანაირი პრობლემა ჰქონდა, სკოლა, მეგობრებთან, შეყვარებულთან, დაჩისთან, მშობლებთან.... კიდე ერთი რამ და ვეღარ გადაიტანდა. ამ ფიქრებიდან ისევ ჩადმა გამოიყვანა რომელსაც უკნიდან ხელი ჰქონდა გამოშვერილი და ნინას სობრანიეს აწვდიდა. -მოწიე, გიშველის. -სიგარეტი? რამე უფრო მაგარი მჭირდება-გაეცინა ნინას, მაგრამ მაინც გამოართვა. -პარდონ, ჯერ ეს გვაქ, როზ რამე მაღაზიასთან გაგვაჩერე სასმელს ვიყიდი და მოვალ-უთხრა ჩადმა.როზიმაც პირველივე მაღაზიის დანახვისთანავე გააჩერა მანქანა და ჩადმაც ბურბონი იყიდა. შემდეგ ჩაჯდა და გზა გააგრძელეს. -ისე გვიანია ამ კითხვის დასმა მაგრამ სად მივდივართ?-იკითხა ნინამ. როზის გაეცინა და შემდეგ ყველამ ერთხმად უპასუხა. -ნიუ-ორკში. -რააა? გააფრინეთ? ნიუ-ორკი ხო აქედან 2საათის სავალზეა. -დაწყნარდი ნინა, უკვე 1საათის სავალზეა-გაეცინა ჩადს. -ჩად, ბურბონი მომე ნუ ჩაცალე-გამოართვა ნინამ და მოიყუდა, შემდეგ უცებ მოიშორა და სახე დაემანჭა-ეს რა არის? -ბურბონი საყვარელო, ეტყობა კარგი ბურბონი არასდროს გაგისინჯავს. -კარგი კი არა გაფუჭებული, არაუშავს წავა. ისე ნიუ-ორკიდან რომელზე წამოვალთ? მე შვიდამდე იმ თინეიჯერების რაღაცაში უნდა ვიყო. -ჩვენ იქ ღამე ვაპირებთ დარჩენას, რა შენ არა?-გაკვირვებულმა შეხედა სამანტამ. -მოიცა, რა? დამერხა.. ჩემებს დაერხათ... მანქანა გააჩერე უკან ტაქსით ან რამით დავბრუნდები-ნინამ მანქანის კარს დაუწყო ჯაჯგური. -რას იზამ გადახტები? კარი ჩაკეტილია, შენ არ გინდა იმ თავშესაფარში ხოდა იყავი აქ. შენებს დაარეკინე იმ ვიღაც აგენტისთვის და გააფრთხილე სად ხარ. მერე თხოვე რომ იქ დარეკონ და თქვან რომ ხვალ მიგიყვანენ-უთხრა როზიმ. -როზი მადლობა შემოთავაზებისთვის მაგრამ არაფერი გამოვა, ისინი არ დათანხმდებიან ეგონებათ რომ უნდა გავიქცეთ სადმე. როზ, გევედრები მანქანა გააჩერე. -აუ, კაი რა კაიფს გვიფუჭებ. მიდი რა-ამ დროს როზის ჩაკმა დაურეკა. -ალო? როზალი, მოგკლავ სად ჯანდაბაში გდიხარ!!! -აუუუ... მე მეგონა ხვალამდე ვერ გამოხვიდოდი კაიფიდან.. ნიუ-ორკში მივდივარ ერთი ღამით. -ნიუ-ორკს მოგცემ მე შენ!! რა ნიუ-ორკი სულ გააფრინე? თან ჩემ გარეშე. -წამო შენც, თვითმფრინავით, სად ხარ ეხლა? -ბოსტონში ვარ, მოვფრინავ და მეტი არ მინდა ვინმესთან ერთად დამხვდე. -შენი თვითმფრინავით წამოხვალ? -კი. ამიტომ ბევრ რამეს წამოვიღებ. მიყვარხარ-უთხრა ჩაკმა და გათიშა. -ჩაკიც შემოგვიერთდება, მამამისს იქ სასტუმრო აქვს და ამიტომ ფულის გადახდა არავის მოგვიწევს, ნახე ნინ? ყველაფერი კარგადაა. -როზალი მანქანა!!!-იმხელაზე იყვირა ნინამ რომ ყველა შეხტა და როზალიმ გააჩერა. -კარგი, ხო გავაჩერე! დაწყნარდი. ნინამ კარი გააღო და გადავიდა, ჩადი გადაყვა. -ნინა, ხო არ გაგიჟდი გოგო სად უნდა წახვიდე ეხლა? -სადაც, ყველგან მაგრამ ნიუ-ორკში ნამდვილად არა. -კაი რა წამო ჩვენთან ერთად და მერე მეთითონ ჩაგიყვან მამაჩემის თვითმფრინავით როუზვუდში. -არა, იყოს. უკან დავბრუნდები და სხვანაირად გავერთობი. -ნიინ, რა გეწყინა? -არაფერი, უბრალოდ ამას ყველაფერი კიდია და მე ეგეთი ცხოვრება ვერ მექნება. უცებ ბახ და ნიუ-ორკში წასვლა ესეთი რამ... საქართველოში ესეთი რამ არ ხდება, თინეიჯერები არ აკეთებენ იმას რაც უნდათ, უცებ არ უნდებათ ქვეყნიდან პირადი თვითმფრინავებით სხვაგან წასვლა და ნარკოტიკებით გაჩხირვა, დაჟე შემთვისაც ზედმეტია, შეილება როზალი ასეთია მაგრამ მე არა. -დარწმუნებული ვარ როზალის გამო არ გაბრაზებულხარ, ნინ მესმის ყველაფერი რთულად არის მაგრამ მე აქ ვერ დაგტოვებ ან მამაშენი მომკლავს ან მეორე მამაშენი. ან მამაჩემი. -უცებ გავაჩერებ ტაქსს. -და რითი გადაიხდი ფულს? ბანკის კარტით? -გამოვიტან აქვე იქნება სადმე ბანკომატი. -ტრასაზე ვართ ნინ. -მაშინ არ ვიცი რამეს მოვიფიქრებ. -მე დაველაპარაკები-დაჩი გადმოვიდა მანქანიდან. -როგორც გინდა-ჩადი კი დანარჩენებს დაუბრუნდა. -პირველ რიგში ბურბონი დადე, სმა შენი არ არის-დაჩიმ ბურბონის ბოთლი ნაგვის ბუნკერში გადაუგდო-მეორედ კი მითხარი რა დაგემართა? -არაფერი, შენი დახმარება ნამდვილად არ მჭირდება. -მართლა არ გახსოვს რა მოხდა იმ ღამეს? -ახლა სენტიმეტალურობისთვის დრო არ მაქვს-გატრიალდა ნინა მაგრამ დაჩიმ შემოატრიალა და აკოცა. *** ვიცი ცოტათი არეული თავი იყო მაგრამ მოვლენების სწრაფი განვითარება მჭირდებოდა. შემდეგ თავს პარასკევს ან შაბათს დავდებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.