შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (20)


8-12-2016, 15:50
ავტორი სატი
ნანახია 2 039

დაჩიმ ჯერ აკოცა ნინას და შემდეგ ისევ მოშორდა.
-შენ სანამ რატის შეყვარებული ხარ ჩვენ შორის არაფერი გამოვა
-დაჩი... მე რატის ვერ დავშორდები, დიდიხანია ერთად ვართ და ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ მართლა შენც მიყვარხარ
-ნინა,ესეთი ტერმინი შენც მიყვარხარ გოგოებს რომ უთხრა რამეს გესვრიან და თქვენ როცა გვეუბნებით ამას უბრალოდ უნდა დაგჯერდეთ?რა ეგოისტურად იქცევი გესმის? შენც მიყვარხარ და რა მე შენი ნ*** გამოვდივარ? ნიუ-ორკში წამოდი და ჩაკი რო ჩამოვა მისი თვითმფრინავით გაგგზავნით უკან და ამაზე ლაპარაკი ზედმეტია-დაჩი პასუხს არ დაელოდა ისე ჩასვა ნინა მანქანაში უკან და სამანტა წინ გადასვა.
-წინ ვერ დავჯდებოდი?-გაბრაზდა ნინა.
-წინ უფრო მეტი შანსია იმისი რომ გადახტები... ვხუმრობ-ცალყბად გაეღიმა დაჩის.
-ეხა გავიცინო? ჩად შენი ძმაკაცი მაწამებს.
-მე ნუ მრევთ სასიყვარულო სამკუთხედში, ორი წუთის უკან იქ კაცმა იცის რას ჩადიოდით და ეხლა ძაღლებივით იყეფებით. ნამდვილად მეზარება თქვენ ურთიერთობაში გარკვევა ა-მაგრამ ერთი მაინც მაინტერესებს-ოდნავ წინ წამოიწია და ღიმილით ჰკითხა ჩაკმა-აი რატის როგორ აუხსნით ამას? დაჩი ხო იცი ტყუილები როგორ მეზიზღება? იმ საცოდავს ნინა მართლა უყვარს.
-მე ავუხსნი ყველაფერს როგორც კი ვნახავ-მოკლედ მოუჭრა დაჩიმ.
-რა გააფრინე? არ გაბედო! დაჩი დამშორდება!-ყვირილი დაიწყო ნინამ.
-მაშინ შენთითონ უთხარი რომ მე გაკოცე, ან მე ვეტყვი.
-მეთითონ, როცა დრო მოვა. შენ ნუ ჩაერევი.
-როგორც გენებოს-ამის მერე ისევ სიჩუმის დედოფალს თამაშობდნენ ნინა და დაჩი. როგორც იქნა ნიუ-ორკში ჩააღწიეს, გოგოებმა გადაწყვიტეს ყველასთვის ცალ-ცალკე ნომერი აეღოთ რაზეც ჩაკის მამა დათანხმდა, ნინასთვის დროებით აიღეს ნომერი სანამ ჩაკი არ ჩაფრინდებოდა. ნინა ჩუმად იჯდა თავისთვის ოთხში და ინტერნეტში გიორგის წერდა. ცოტახანში კარი დაჩიმ შემოაღო.
-რა გინდა?
-ნინა... შენს წასაყვანად მოვიდნენ.
-ვინ???
ოთახში რატი შევიდა.
-გააფრინე?! რატო დაურეკე?-გაბრაზდა ნინა.
-ნინა, მე მარტო ვერსად გაგიშვებდი, რატი მიხედე-დაჩი გავიდა ოთახიდან.რატი ნინას წინ გაბრაზებული დადგა.
-მემგონი დაჩის არ უნდა დაერეკა და ეს შენ უნდა გექნა-უსაყვედურა რატიმ.
-მე რა ვიცოდი რომ ნიუ-ორკში მიდოდნენ ესენი ღამით დასარჩენად.
-ნინა რაც აქ ჩამოვედი, მხოლოდ 2ჯერ თუ 3ჯერ მნახე, დანარჩენ დროს შენ მეგობრებთან ერთად ატარებ და საერთოდ შეცვლილიხარ. ძველი ნინა აღარ არის და რაღაცნაირი გახდი.
-როგორი?
-დანერვოზებული, ყოველთვის წყნარად იყავი შენთვის,არავის არ დაყვებოდი კუდში და შენი აზრი გქონდა. ახლა კი იცი ყველა აზრი იცი, ვინ რას და როგორ ფიქრობს და შენ ? შენ რა გინდა? იცი საერთოდ რა გინდა?
-არა, არ ვიცი იმიტომ რომ არავინ არ მაძლევს იმის საშუალებას რომ მეთითონ გადავწყვიტო რამე! დავიწყოთ იქიდან რომ ჩემი მშობლები დამიმალეს, ჩემ დაუკითხავად მაბრუნებდნენ საქართველოში, ჩემ დაუკითხავად დაიწყო სასამართლო პროცესი ჯორჯმა, მერე შენი ბეჭედი! დავიღალე! აღარ შემილია! და შენ არ უნდა მეუბნებოდე როგორ შევიცვალე იმიტომ რომ შენც შეიცვალე! მეც ვეღარ გცნობ!
-იქნებ იმიტომ ვეღარ მცნობ რომ დაგავიწყდი? იქნებ სხვა შეგიყვარდა?მემგონი დროა რომ დავშორდეთ.
-მემგონი!!-ნინამ მხოლოდ მაშინ გააცნობიერა რა თქვა და მაშინვე გაჩუმდა-არა, რატი გთხოვ. ეს არ მიგულისხმია, რატი!
-ზუსტად ეგ იგულისხმე.
-გთხოვ, რატი უბრალოდ ანერვიულებული ვიყავი.
-ხოდა რო დაწყნარდები და მნახავ საქართველოში მერე ვილაპარაკოთ, გარეთ გველოდებიან წავედით-რატიმ ნინა წამოაყენა და გარეთ გაიყვანა, შემდეგ კი მანქანაში ჩასვა. ნინა მთელი გზა ფანჯარაში იყურებოდა და ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, რატი ერთადერთი ადამიანი რომელიც უგებდა, ისიც დაკარგა. ცდილობდა არ შეემჩნია ის ფაქტი რომ ტიროდა მაგრამ რას დამალავდა ადამიანისგან რომელსაც ბავშვობიდან იცნობს და 4წელია მასთან ერთად არის. რატიმ მაშინვე სალფეტკი გაუწოდა და მიიხუტა.ესე იყვნენ სანამ სახლში არ მივიდა და ანერვიულებული ჯორჯი და ანა არ დახვდა. ნინამ დააწყნარა მშობლები და მზადება დაიწყო სოციალური აგენტის მოსვლისთვის. ცოტახანში ისიც გამოჩნდა
-მზად ხარ ნინა?
-მზად ვარ.
-თქვენი სახელი?-ჰკითხა ჯორჯმა.
-ელისი, ელის სტიუარტი.
-აჰა... ქალბატონო ელის, ახლახანს დავრეკე თქვენს სააგენტოში და რატომღაც არანაირი ორდერი არ გაუცემია სასამართლოს რომ ჩემი შვილი წაეყვანათ-გამოვიდა ჯორჯი სამზარეულოდან.
-ისა... როგორ თუ არა ალბათ შეცდომაა, რომ მივიყვან ნინას ადგილზე დაგიკავშირდებით.ახლა კი ნუ მაცდენთ თუ არადა ბავშვზე მეურვეობას ვერ მოიგებთ.
-სანამ სასამართლოს ორდერს არ მაჩვენებთ იქამდე ნინას ვერსად ვერ წაიყვანთ, ვინ გამოგგზავნათ?-ჯორჯს ეტყობოდა რომ მოთმინება ეკარგებოდა.
-რა ვინ გამომგზავნა ბატონო თქვენ კარგად ხართ? სასამართლოდან ვარ თქო.
-ააა, გასაგებია. ნინა ზემოთ ადი-ჯორჯს უკვე მბრძანებლური ტონი ჰქონდა და თან სახეზე სულ წითელი იყო სიბრაზისგან.
-მაგრამ..
-ნინა!-ჯორჯმა დაიყვირა.
-წამოდი, სამზარეულოში ნამცხვარია ალბათ მოგშივდა-ანამ ჰეილი და ნინა სამზარეულოში გაიყვანა.
-ესტერმა ხო? რათქმაუნდა სხვა ვინ იქნებოდა, რამდენი გადაგიხადა?
-რა?
-რამდენი გადაგიხადა? პოლიციაში ვრეკავ.
-არა, არა გთხოვთ მე უბრალოდ დავალებას ვასრულებ.
-არ მაინტერესებს, შენც და შენი უფროსიც ციხეში წახვალთ.
-არა, გთხოვთ ყველაფერს გავაკეთებ, მე შვილები მყავს!
-მაშინ პოლიციაში წამომყვები და იტყვი რომ ესტერმა ბავშვის გატაცება დაგავალა!
-მაგრამ... მერე მეც დამაპატიმრებენ.
-არ დაგაპატიმრებენ, მე გაძლევთ სიტყვას და მერის სიტყვა კანონია. დროზე ქალბატონო წინ წადით ახლავე მივდივართ. ანა მე მალე მოვალ! ნინა სახლიდან არ გავიდეს!-ჯორჯი და ის ქალი პოლიციაში წავიდნენ. სიმართლეში ჰეილი, ანა და ნინა ჯორჯის ლაპარაკს უსმენდნენ და ყველაფერი გაიგეს.
-მოიცა, იმ კ***ას ჩემი მოტაცება უნდოდა?
-ნინა! ბავშვთან მაგ სიტყვებით ნუ ლაპარაკობ.
-დედა კ***ა რა არის?-გაიმეორა ჰეილიმ.
-აჰჰ! სიტყვა რომელიც არ უნდა გაიმეორო, გაიგე? ხედავ ნინა? ეხლა ისწავლის.
-ანა,ორი წუთით სხვა რამეზე ვფიქრობ! რაში უნდა ესტერს ჩემი წაყვანა? რაში აწყობს?
-არ ვიცი, მაგრამ მამაშენი აზღვევინებს ყველაფერს. ეხლა კი გვიანია, გეყო ნიუ-ორკში მოგზარობა და წადი დაისვენე. ხვალ ჩვეულებრივად სკოლაში წახვალ.
-ხვალ სასამართლოა!
-ხო, რომელზეც შენ არ იქნები.
-ჩემ გამო არის სასამართლო და რატომ არ უნდა ვიყო ვითომ?
-გადაწყვეტილებას სახლშიც გაიგებ, ნინა დაუბრუნდი შენ ძველ ცხოვრებას, ჯერჯერობით მხოლოდ სკოლა და ცუდი მაკიაჟი უნდა იყოს შენთვის სანერვიულო და არა უფროსების კამათი.
-ანა, ძაან უსამართლოდ რომ მექეცევი არა? მე მინდა ვიცოდე რა მელოდება.
-სახლშიც გაიგებ თქო და ნუღა მეკამათები ნინა, შენ ხვალ არ მოდიხარ სასამართლოში და მორჩა!
-დიდი მადლობა!-დაიყვირა ნინამ და ოთახში გაიქცა.
-დედა, ნინა რატო ყვირის?-პატარა ჰეილი აღარავის ახსოვდა და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა ანამ რომ ჰეილიც იქ იდგა და მის წინაშე უყვირა ნინას და ნინაც იგივენაირად მოიქცა.
-უბრალოდ.. დაღლილია დე. დაისვენებს და აღარ იყვირებს.
-შენც დაღლილი ხარ?
-ხო, მეც დაღლილი ვარ. წამო დავიძინოთ და ხვალ ნაძვის ხე დავდგათ და მოვრთოთ ხო? მამა გვიან მოვა და აღარ დაველოდოთ.-ანამ ჰეილი ხელში აიყვანა და ოთახში გაიყვანა.
***
სავარაუდოდ კიდევ ხუთი თავი და ალბათ დავამთავრებ ისტორიას.



№1  offline წევრი ana guncadze

au dzaan magariaa

 


№2  offline წევრი LSD

Vgijdebi am istoriaze ❤️❤️ Magari gogoxar raa ai arvici ravtqva imedia dachi da nini ertad iknebian dzaan momwons es wyvili ❤️❤️ Veli shemdegs warmatebebi xo kide didi tavebi dade ra❤️❤️

 


№3  offline მოდერი სატი

ana guncadze
au dzaan magariaa

heart_eyes heart_eyes

LSD
Vgijdebi am istoriaze ❤️❤️ Magari gogoxar raa ai arvici ravtqva imedia dachi da nini ertad iknebian dzaan momwons es wyvili ❤️❤️ Veli shemdegs warmatebebi xo kide didi tavebi dade ra❤️❤️

მადლობაა ❤️
--------------------
a.m&m.i

 


№4  offline წევრი davinna

dzalian momwons es istoria <3 dzalian kargi xar..male dade shemdegi <3

 


№5  offline მოდერი სატი

davinna
dzalian momwons es istoria <3 dzalian kargi xar..male dade shemdegi <3

მალე დავდებ <3
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent