ტკივილგამაყუჩებელი (თავი 6)
მოუთმენლობის ზუსტი მნიშვნელონა მხოლოდ ახლაღა გავიგე და მთელი სიცხადით შევიგრძენი. სახლში მოსვლისთანავე კომფორტულად მოვკალათდი სავარძელში და იმის მიუხედავად,რომ ვიცოდი ჯერ ადრე იყო, მაინც მოუთმენლად დავიწყე ლოდინი. მთელი დღე საოცრად ვცქმუტავდი. ფიქრისთვის მქონდა დრო თავზე საყრელად. არც ერთი წამით არ დამიშვია,რომ ნიკოლოზს არ გაუხარდებოდა,მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვისვენებდი. ათჯერ მაინც მოვიკითხე მანამ სახლში მოვიდოდა. ბოლოს,რომ დავურეკე ისეთი გადაღლილი ხმა ჰქონდა ვინანე კიდეც ასე საჩქაროდ რომ ვთხოვე სამსახურიდან პირდაპირ ჩემთან გამოსვლა. ალბათ პირველ ღამეს არ მინერვიულია ისე,როგორც ახლა ვნერვიულობდი. კარებზე კაკუნის ხმის გაგება და ჩემი გულისცემის სასწაულად აჩქარება ერთი იყო. მუხლების კანკალით მივედი კარებამდე. პირველი სიხარულისგან გამოწვეულ ღიმილს მაინც ვერაფერს ვერ ვუშვრებოდი და მგონი საავადმყოფოდან როგორც გამოვედი იმავე სახით ვიყავი ახლაც. სასიამოვნო გაოცება ვერ დამალა ნიკოლოზმა შემოსვლისთანავე მის ყელში რომ ჩავძვერი და უამრავჯერ ვაკოცე. -მოგენატრე, მაშკა?- სიცილით დამისვა უკვე კარგად წამოზრდილ თმაზე ხელი და თვითონაც ძალიან მაგრად მომხვია ხელები. -და თან როგორ. საქმე მაქვს მე შენთან- წამიერი დუმილის შემდეგ მოვშორდი და პატარა ბავშვივით დავიწყე მის წინ რწევა. სიცილს ვერ იკავებდა და თავით მანიშნა გისმენო. თან ქურთუკს იხდიდა და მისაღებისკენ ინაცვლებდა. -მაშკა, რა განერვიულებს მითხარი.- შუბლზე მაკოცა და ისე შემომხედა თვალებში უცებ ვიფიქრე,რომ უკვე იცოდა. განსაკუთრებული ტექსტიც არ მქონდა დალაგებული და ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მეთქვა საერთოდ. -ნიკო, ორსულად ვარ- გაპარული ხმით ამოვთქვი და კუნწულა ცრემლები გადმომცვივდა. რეაქცია ჰქონდა ისეთი,რომ ვერც კი ვიოცნებდი. მე რომ მიყვარდა აი ისე, ბედნიერებისგან გაეცინა რამოდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ. ისე მაგრად ჩამიკრა გულში მეგონა ჩემში შემოღწევას ცდილობდა. ემოციებით გულაჩუყებულმა კიდევ უფრო მოვუმატე ტირილს. და მგონი ამით ძალიან გავაბრაზე. მომენტალურად გამწია უკან და დაკვირვებით დაიწყო ჩემი შესწავლა. -არ თქვა,რომ აბორტის გაკეთება გინდა!- ხმაჩავარდნილმა,მაგრამ მაინც ძალიან კატეგორიულად გამაფრთხილა. -მე უბრალოდ არ ვიცოდი, არ მეგონა რომ ესე მიიღებდი...-სათქმელს ისევ ვერ ვუყრიდი თავს.- გაგიხარდა, შენ გაგიხარდა და მე ეგ გამიხარდა. მაგიტომ ვტირი.- ალბათ დიდხანს ვერ მოვრჩებოდი თავის მართლებას ნიკოს ძალიან რბილი და გემრიელი ტუჩები რომ არ მეგრძნო ჩემ ტუჩებზე. ტუჩებს როგორც კი მოსწყდა, სახის თითოეული ნაკვთი დამიკოცნა, თან არაფრის დიდებით არ მაშორებდა მუცლიდან ხელს. *** არაორდინალურად კარგად შეხვდნენ ამ ამბავს ჩემი მშობლები იმის გათვალისწინებით,რომ ნიკოლოზი ჩემი მეუღლის სტატუსს არ ატარებდა და ისე ვაჩენდი მე მისგან ბავშვს. ასეთი ბედნიერი მამაჩემი ბოლოს როდის ვნახე აღარც კი მახსოვდა. ყველას სიამაყით ეუბნებოდა მე მალე პაპა უნდა გავხდეო. წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ ამით მე კიდევ უფრო მეტად მაბედნიერბდა. დედა,როგორც ყოველთვის, თვალცრემლიანი მეფერებოდა და ახლა ახსენდებოდა ჩემზე ორსულობის დროს განცდილი თითოეული ემოცია. მეც ისე გულდასმით ვუსმენდი და ისე მაინტერესებდა როგორ ჩაივლიდა ჩემი ორსულობა, ერთ ადგილას ვეღარ ვჩერდებოდი. ახლა უკვე განსხვავებული მიზეზით მოვექეცი ყურადღების ცენტრში. *** ნიკო იყო წარმოუდგენლად თბილი, ტკბილი, ფრთხილი და მზრუნველი. არ მახსოვს ოდესმე ასე გამოეხატოს სიყვარული. მე არ ვაქცევდი საკუთარ თავს იმდენ ყურადღებას,რამდნსაც ის. ყურადღებას აქცევდა რას ვჭამდი, რას ვიცვამდი, როგორ დავდიოდი...ყოველი დეტალი აინტერესებდა. ემოციებისგან გაბერილი ვიყავი ჩემ დაბადების დღეზე. სასაჩუქრე ყუთში ყველაფრის აღმოჩენას ველოდი ბავშვის ტანსაცმლის გარდა. საჩუქრის გახსნისასაც ისე იცინოდა მე, რომ ვგიჟდები-ბედნიერებისგან. საღამოს ტრადიციულად დივანზე ვიწექით. ახლა იმ განსხვავებით,რომ წამოზრდილი მუცლის გამო გვერდზე მიწევდა წოლა. წვერზე ვეფერებოდი და წამდაუწუმ ყელში ვკოცნიდი. ბოლოს უკვე დამცინოდა რა ნახე ამისთანა ჩემ ყელში ტუჩებს რომ გირჩევნიაო. მეც გაწითლებული ვიჩეჩავდი მხრებს არცოდნის ნიშნად. ჩემ დაბადების დღეზე მეტად ნიკოლოზის დაბადების დღის მოახლოვება მიხაროდა და 1 თვით ადრე ვგეგმავდი ყველაფერს. -ნიკო, დაბადების დღეზე რა გაჩუქო? -არაფერი, შენც მეყოფი- სიცილით მითხრა და შუბლზე მომაკრო ტუჩები. -არა, ვიცი მეც რომ საჩუქარი ვარ, მაგრამ რამე უფრო ეფექტური მინდა! -უფრო ეფექტური მუცელში გიზის.- დავინახე როგორ დაიწყეს ჭინკებმა მის თვალებში თამაში, ჩემი თვალების ცრემლებით ავსების პარალელურად. მე ვებუზღუნებოდი,რომ ასეთო რაღაცები გულს მიჩუყებდა, ის კიდევ დამცინოდა ძალიან სენტიმენტალური გახდიო. ბოლოს ვთანხმდებოდით,რომ ეს ყველაფერი იმ "უფრო ეფექტურის" ბრალი იყო და ორივე ძალიან ბევრს ვიცინოდით. *** მუცლის საბოლოოდ გაზრდას ჩემზე მეტად მგონი ნიკოლოზი ელოდა. ბავშვის პირველი მოძრაობა იყო საოცრება. თავიდან შემეშინა, მეგონა რაღაც მოხდა. მერე უცებ მივხვდი ზუსტად რა მოხდა და სასაცილოდ ვეხვეწებოდი მუცელს დე,კიდევ ქენი რამე-მეთქი. სიცილნარევი ტირილით მივაკითხე სამსახურში ნიკოლოზს. ჯერ ყველა თანამშრომელი შევაშფოთე ჩემი არაადეკვატური საქციელით მანამ ნიკოლოზამდე მივაღწევდი და მერე თვითონ ნიკოლოზიც. ემოციებისგან გადაღლილმა შეძლებისდაგვარად მოვხვიე ხელები და ვახარე ბავშვი გაინძრა-მეთქი. ჩემზე მეტად ახლა მისმა არაადეკვატურმა საქციელმა შეაშფოთა თანამშრომლები. სასაცილოდ იყო დახრილი მუცელთან და ბავშვს ელაპარაკებოდა: -მა, მე რატო დამჩაგრე. ახლა მარტო დედამ იცის როგორ მოძრაობა. კიდე ქენი რა რამე, მა! -სიცილის ვერ ვიკავები მისი შემხედვარე. უფროსმა საპატიო მიზეზი გაქვსო და დროზე ადრე გამოუშვა სახლში. საახალწლოდ გალამაზებულ ქალაქში დავდიოდით ძალიან ბევრს. ჩემი პირველი არაორდინალური სურვილი საჭმელს არ უკავდირდებოდა. 5 დეკემბერს მოვინდომე ნაძვის ხის დადგმა. ჯერ ნიკოლოზმა დამცინა, მერე ჩემმა მშობლებმა და ბოლოს მეგობრებმა. მეორე საღამოს მაინც ბედნიერები დაწრიალებდნენ ჩემი და ნიკოს ახლადმორთულ ნაძვის ხეს. ახალ წლამდე 1-2დღით ადრე თუშეთში ასვლა მოვინდომეთ მე და ნიკოლოზმა, მაგრამ ექიმმა უარი მითხრა. ცოტა სუსტად ვგრძნობდი თავს და წოლითი რეჟიმიც გამომიწერა. ახალი წლის მოახლოებით გამოწვეული აღფრფოვნება წამში ჩამშხამდა. როგორც ყოველთვის, ახლაც სასაცილოდ ვებუზღუნებოდი მუცელს ჩემ საყვარელ დღესასწაულს ვტოვებ-მეთქი. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ახალ წელს მარტოები შევხვდით მე და ნიკოლოზი. მაშინ მივხვდი რა ბედნიერება იყო მარტო ნიკოლოზთან ერთად ჩემი საყვარელი დღესასწაულის აღნიშვნა. ბავშვობიდან ჩვევა მქონდა 12 საათს როგორც კი გადასცილდებოდა, საჩუქრების გახსნას ვიწყებდი. ჩემ საჩუქრებზე მეტად ყოველთვის ჩემი მშობლების რეაქცია მახარებდა, თავიანთ საჩუქრებს რომ ხსნიდნენ. ახლაც ისე ვცქმუტავდი, ერთი სული მქონდა როდის გახანიდა ნიკოლოზი საჩუქარს. იდეა მოვპარე და მეც ბავშვის ტანსაცმელი ვაჩუქე. ერთი განსხვავებით- მე სქესს ვატყობინებდი ამ საჩუქრით. საჩუქრების გახსნა დამთავრებული არ გვქონდა კარებზე კაკუნი რომ ატყდა. ჩემგან განსხვავებით გაოცება არ გამოუხატავს ნიკოლოზს, პირიქით, ძალიან გახარებულიც კი მეჩვენა. და,როცა მივხვდი რა უხაროდა, ორსულობა რომ არა ალბათ სიხარულისგან ხტუნაობას დავიწყებდი. რიგ-რიგობით შემოლაგდნენ ბავშვები ოთახში. ჯერ ნაძვის ხესთან მიდიოდნენ საჩუქრების დასალაგებლად და მერე მე მეხვეოდნენ და მილოცავდნენ ახალ წელს. ამაყად გამომიცხადეს თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთა მიდის მუჰამედთანო და სასაცილოდ ჩაუკრეს ნიკოლოზს თვალი. ________ იმედია მოგეწონებათ :) სიყვარულით,ნიტა ❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.