წარსულის ბილიკი 2
*** ხუთშაბათი დღე არის. მზე ღრუბლებს ეფარება, თითქოს რაღაც საშიშს ელისო. ღრუბლებიც გვერდში უდგანან და ცისფერი ცაზე, თეთრი ყვავილები მიმოდიან. ქვემოთ, ჩვენს სამყაროში კი ფოთლები მიქრიან ისე, როგორც ჩვენი გრძნობები... გრძნობები მიქრიან რომ? არ ვიცი! მე გამიქრა რაღაც გრძნობა, რაღაც შეხედულება, შევიძინე ახალი გრძნობები.... უდიდესი გრძნობა კი არ დამიკარგავს - ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი! იცით სადღაც წავიკითხე ყველაზე დიდი გრძნობა სიყვარული კი არ არის, არამედ იმედგაცრუბაო! დიახ, მე შევიგრძენი და დღემდე თან დაყვება ეს უკანასკნელი! არ ვიცი რომელია უდიდესი სიყვარული თუ იმედგაცრუება, მაგრამ ორივე ერთი სფეროა, ამავედროს ორივე სხვადასხვაა... ეს ორივე შეიძლება ერთად არსებობდეს, ჩემს სულში, სხეულში ორივე მძაფრად შეიგრძნობა... ჩემთვის, როგორც თითქმის ყველასთვის სიყვარული წითელია, ხოლო იმედგაცრუება კი ნაცრისფერია, თეთრი წერტილებით. ნოდარ დუმბაძე ამბობს: ,,სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა... და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა წავა ამ ქვეყნიდან.“ მართლაც, რომ ასეა! იცით, მართალია ჩემი ისტორია კონკიასავით არ დასრულდა, თუმცა მე არ ვნანობ, არაფერს! მე იგივეს გავიმეორებდი ახლაც, თუ შანსი მომეცემოდა ახალი სიყვარულის. სასაცილოა, მაგრამ პერსონაჟს იგივეს დავტოვებდი, ვინც წარსულში იყო და ჩემი გრძნობები მან მომპარა, მან გაანადგურა ოცნებების ნახევარი! *** ქალბატონმა თამრიკომ, დღეს ჩემი ახალი მოსწავლე მოჰყავს, სალომე: -იცით, დღეს მე ვერ წავიყვან სალომეს, ამიტომ ჩემი მეუღლე მოვა!-მიიხსნის ის. -დიახ, არ არის პრობლემა!-ვეუბნები და ვაცილებ.-სალომე, ახლა ინგლისურს მივხედოთ!-მობრუნებული ვეუბნები მას. ლექსიკონში სიტყვები ჩავაწერინე, ახალი გაკვეთილი ავუხსენი და ცოტა გრამატიკაც ვასწავლე. -ალბათ, მამიკო მოვიდა!-ზარის ხმა, როდესაც გვესმის ფეხზე ვდგები. მივდივარ და კარებს ვაღებ. -დამაგვიანდა ბოდი...-ღიმილი სახიდან უქრება. გაშტერებული ვდგავარ. იცით რა ხდება ჩემში? აურზაურია. გულში რაღაც მწყდება და გონება მუშაობას წყვეტს. თვალები მხოლოდ ერთ წერტილს უყურებენ, მის თვალებს. კარების სახელურს, მაგრად ვეჭიდები. ვხვდები რომ ცუდათ ვარ. ხმას ვერ ვიღებ. რაღაცის სათქმელად პირს ვაღებ, მაგრამ გონება არ მაძლევს იმის საშუალებას რომ, რაღაც გაავანალიზო. ჩემს წინ ის დგას, ის ვინც გამანადგურა, ის ვინც წავიდა და ჩემი ნახევარი წაიღო, ის ვინც... ყელში, რაღაც უზარმაზარი მეჩხირება, თუმცა გზის გაკვალვის უფლებას არ ვაძლევ... გიორგიც, გაუაზრდებლად მიყურებს და ვერც კი ამჩნევს მობილური, როგორ ურეკავს. მობილური ტელეფონი სიმღერას წყვეტს. ხელს მაღლა ვწევ და მის სახესთან, მის თვალთან ახლოს, ცოტა დაბლა ვეხები, ისე როგორც ადრე მიყვარდა... ის, ჩემს წინ დგას... ის ჩემთანა... ხელს ვაშორებ და სახეში ვარტყამ. თითქოს მინდა ყველა ჩემი ტკვილი, ამ გარტყმას ამოვაყოლოო... -მარ...-სიტყვას ბოლომდე ვერ ასრულებს. მის თვალები გაშტერებულნი მიყურებენ... -მამიკო, მოხვედი?-სალომეს ხმას მოვყავართ აზრზე. -მამიკო?-ვჩურჩულებ მე. -საყვარელო, მოდი ჩემთან!-ისე ეუბნება, რომ მე თვალს არ მაცილებს. -კარგად, მასწავლებელო!-მიღიმის და გარეთ გადის. -ნახვამდის!-ვამბობ და გაუაზრებლად კარებს ვკეტავ. შემოვბრუნდი და ერთ წერტილს დავუწყე ყურება. რაღაც გადატრიალება მოხდა, ეს რა იყო? ჩემს წინ გიორგი იდგა? ის... მე... ძირს ვჯდები და მლაშე სითხე, ჩემს სახეზე ჩამოდის! -გიორგი!-ვჩურჩლებ. რაღაც მაწუხებს, ცუდათ ვარ... თვალები მეხუჭება და კადრებივით, ვხედავ წეღანდელ მოხდარს... რამდენი საათია ასე ვზივარ, არ ვიცი... -მარია, ფეხზე წამოდექი!-ჩემს თავს ვუმეორებ. არ შემიძლია, არა!-ღმერთი იმაზე მეტ გასანცდელს არ მოგცემს, რის გადატანასაც ვერ შეძლებ!-ეს სიტყვები სტიმულს მაძლევს და ფეხზე ვდგები. საძინებელში შევდივარ და პატარა, სალათისფერ, ყუთს ვიღებ. თავსახურს ვხდი და პირველი, რაც თვალში ეს მხვდება ფოტოა, რომელზეც მე და გიო ვართ გამოსახულნი. -ეს ფოტო, სულ ჩემთან იქნება!-ბედნიერებით აღსავსემ, ვუთხარი გიორგის. თმებზე ხელს მკიდებს და თამაშს იწყებს. -ნახე, ორივეს როგორ გვიბრწყინავს თვალები!-მითხრა მან. -საუკეთესო ხარ!-ჩავიჩურჩულე და თვალთან ახლოს მივადე ხელი. წარსული... ნებას არ გვაძლევს დავივიწყოთ! არ გავძლევს მის გარეშე ფეხი გადავდგათ! ფოტოს კომოდზე ვდებ და ლოგინში ვწვები. -დღეს ის აქ იყო, ამდენი წლის შემდეგ!-ვამბობ და თვალებს ვხუჭავ, არ მინდა, ცრემლები გამეფდნენ, არ მინდა სუსტი ვიყო! *** -მარია, როგორ ხარ?-დილით ჩემი საუკეთესო მეგობრის ზარი მაღვიძებს. -არამიშავს, შენ?-ვეუბნები მას. -კარგად ვარ! დღეს ხომ გამოხვალ?-მეკითხება ანა. -ჩემი ნათლულის დაბადების დღე არის და აბა არ გამოვალ?!-საწოლიდან ვდგები მე. -გელოდები!-მობილურს თიშავს და ხატების კუთხესთან მივდივარ. მუხლს ვიდრეკ და ვჩურჩულებ: -გმადლობ, დღევანდელი დღისთვის, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!-პირჯვარს ვიწერ და ფეხზე ვდგები. იცით არ მჯერა რომ ის აქ იყო, შეიძლება სულელად მოგეჩვენოთ, მაგრამ... *** -მარია ნათლია!-ტიტინით მიღებს, ჩემი ნათლული ლუკა კარებს. -ჩემი ლუკა!-თმაზე ვეფერები და საჩუქარს ვაძლევ.-მიდი, გაერთე!-გაბერილ ლოყაზე ვკოცნი, ჩემს ნათლულს. -თვალები რას გიგავს?-გამომცდელათ მეკითხება, ანა. -რას მიგავს?-თავს ვისულელებ მე. -ნამტირალევი, უძილო... გეყოს, მარია!-ბრძანებლური კილოთი მეუბნება ის. -გუშინ მოვიდა!-სამზარეულოში გასული, ვამბობ მე. -რა? ვინ?-ყველის თეფშს მაგიდაზე დებს და გაკვირვებული შემომყურებს. -გიორგი!-მის სახელის ხსნებაზე, ნერვიულობისგან ხელებს ვიწვალებ. -ამდენი წლის შემდეგ? შენთან რა უნდოდა?-დაბნეული მეკითხება. ანა. -რომ გითხარი ახალი მოსწავლე ავიყვანე მეთქი, სალომე, მაგის შვილია!-ვამბობ და შვილზე თვალები მემღვრევა. მას შვილი ყავს, ცოლი... -კარგი, დაწყნარდი!-მიღიმის ის. -რამდენჯერ ვკითხე მის მეგობრებს, მამიდაშვილს, ნინოს, მის დეიდაშვილს და ყველა ერთი და იგივეს მპასუხობდა ჯობს თვითონ გაარკვიოთო! -იცი რა? გიორგი შენს ნერვების ფასად არ ღირს! ისეთი ვინმე უნდა გაგაცნო!-ხელის გულებს ერთმანეთზე ისვამს და მისაღებ ოთახში, სტუმრებისკენ იყურება. -კარგი რა, ანა!-ვამბობ მე. -წამოდი, წამოდი!-თეფშს იღებს და ბავშვებთან მოთამაშე, ლუკას გაჰყურებს თბილი ღიმილით. -გაიცანით, ეს მარიაა, ჩემი ბავშობის მეგობარი!-მისაღებ ოთახში შესვლისას, სტუმრებს მაცნობს ის. -მარია, როგორ ხარ?-მეკითხება ანას ქმარი. -კარგად, დათო, შენ?-ვუღიმი და მაგიდასთან ვჯდებით. დათოს და ანას დეიდაშვილები და ბიძაშვილები არიან, ორი კურსელიც. აქედან მხოლოდ დათოს სამ მეგობარს არ ვიცნობ. -ლაშა, ეს მარიაა!-ჩემს წინ მჯდომარე ბიჭს აცნობს, ჩემს თავს, ანა. -რას აკეთებ?-ხმადაბლა ვამბობ და თვალებს ვუბრიალებ. -სასიამოვნოა, მე ლაშა!-ხელს მართმევს ის. შემდეგ იყო, უფლის სადღეგრძელო, ყოვლად წმინდასი, პატრიარქის, ანგელოზების, სამებასი, მიცვალებულების, ცოცხლების, სიყვარულის... როგორც სხვა ყველა დანარჩენ სუფრაზე. -რას საქმიანობთ?-კითხვას მისვამს, ლაშა. -ინგლისურის მასწავლებელი ვარ!-ვპასუხობ მე.-თქვენ? -პატარა ბიზნესი მაქვს!-ამბობს ის.-სკოლაში ასწავლით? -არა, სკოლაში არა!-ვეუბნები მას. -ნათლია, ეს ამიწყვე რა?-ლუკა, მორბის ჩემთან და დასაშლელი მანქანა მოაქვს. -აი, ესეც მზად არის!-აწყობილ, პატარა, ლურჯ მანქანას ვაწვდი. ლუკა, მადლობას მიხდის და ბავშვებთან გარბის ყვირილით: ამიწყეს, ამიწყესო! -ძალიან საყვარელი ბავშვია!-კვლავ ლაპარაკს განაგრძობს, ლაშა. -დიახ, ძალიან!-ვამბობ და ფეხზე ვდგები რომ ანას მივეხმარო. სამზარეულოში გავდივართ, დასვრილი თეფშებით. -ანა!-ვეუბნები მას. -რა იყო?-ვითომც არაფერი, ისე მეკითხება! -ნუ რავის, ნუ აცნობ ჩემს თავს, სპეციალურად!-მკაცრად ვეუბნები, ანას. -იყავი ასე, შენ ნათლულს ელოდე, სიბერეში, როდის მოვა და გინახულებს!-ამბობს ის. ღრმად ამოვისუნთქე და თავი უკან გადავწიე. -ანა, იცი ჩემი თავი ძლიერი მეგონა, თუმცა სუსტი აღმოვჩნდი! -არაფერიც! შენ ძლიერი ხარ და გიორგის დავიწყება უნდა შეძლო!-მხარზე მადებს ხელს.-ლაშა, შენზე სამი წლით დიდია, ვერ შეამჩნიე, კონტაკტში შემოსვლა უნდოდა!-მეუბნება, ჩემი ბავშობის მეგობარი. ღიმილით შევყურებ და თავს ვაქნევ. -გიორგი, უნდა დავივიწყო!-ჩაფიქრებული ვამბობ მე. -რვა წელია, მაგას ამბობ, მაგრამ...-სიტყვაზე მიჭერს, ანა. -ვერ ვივიწყებ!-ვეუბნები და ისევ სტუმრებთან ვბრუნდებით. სტუმრები თანდათანობით მიდიან და მეც ფეხზე ვდგები: -ანა, მოგეხმარები და წავალ!-ვეუბნები მას. -მე მივდივარ, მარია გაგაცილებ!-მთავაზობს, ლაშა. -მე არ მინდა მოხმარება!-მიღიმის, ანა. ჩემს ნათლულს-ლუკას, დათოს და მარიას ვემშვიდობებით და ბოლოს შემორჩენილები - მე და ლაშა, გარეთ გამოვდივართ. -სად ცხოვრობ?-მეკითხება ის. -წერეთელზე!-ვპასუხობ და მობილურს ჩანთაში ვინახავ. -წამოდი, მე გაგიყვან!-ავტომობილის კარებს მიღებს ის. -იყოს, არ შეგაწუხებ!-თქვენობითი ფორმა ორივემ დავივიწყეთ. -არ შემაწუხებ!-მიღიმის და საჭესთან ჯდება. ფანჯრიდან ვიყურები და გარემოზე დაკვირვებას ვახდენ... ლამპიონების შუქი, მკვეთრად ანათებს, დაკეტილ მაღაზიებს, გზას, აქა-იქ მიმოფანტულ ფოთლებს... თითო-ოროლა ადამიანებს თუ დავინახავთ... -შემოდგომა გიყვარს?-მეკითხება, ლაშა. -კი, ძალიან!-ვამბობ მე.-შენ? -არც ისე! გაყინული ხელები, ქარი, წვიმა... გაზაფხული კი, ნამდვილად მიყვარს! -გაზაფხულზეც, იცის წვიმები!-ვეუბნები მას. -თუმცა გაზაფხულზე უფრო თბილა!-ვითომ სიტყვაში მიგებს ის. სიჩუმე ისადგურებს. ლაშა, გზას უყურებს, მე კი თბილისის, ღამის პეიზაჟით ვტკბები. რადიოს რთავს და ნაცნობი ფრანგული სიმღერა ჟღერდება. -ლამაზია, ფრანგული ენა!-ვამბობ მე. -როგორც ენა, ისე ქვეყანაც გხიბლავს!-მეუბნება ღიმილით. -ნამყოფი ხარ?-ვეკითხები მე. -კი, სამი წლის უკან ვარ ნამყოფი!-მაცნობს, ლაშა. -ლუვრის მუზეუმის ნახვა მინდა. -მართლაც, შესანიშნავია!-მეუბნება და წითლად აციმციმებულ შუქნიშანზე ჩერდება. ავტომობილის შუქზე ნათლად ვხედავ მის შავ თმას, ამავე ფერის თვალებს, რომლებსაც, რაღაც უხარიათ და მის დამალვას არც კი ცდილობენ, ოდნავ სწორი ცხვირი, რომელიც მის გარეგნობას, უფრო მეტ მოხდენილობას მატებს, კლასიკური პერანგით და ბრენდული საათით, რომელიც ხელს ამშვენებს. -დათოსთან, რატომ არ შემიმჩნევიხარ, აქამდე?-ცნობისმოყვარეობით ვეკითხები. -საზღვარგარეთ ვიყავი... შენზე მსმენია რაღაცები. ანას და დათოს ქორწილშიც ვერ მოვახერხე მოსვლა. -გასაგებია!-ვეუბნები მე.-მოვედით! -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მარია!-მეუბნება, ლაშა. -ჩემთვისაც!-მანქანიდან გადავდივარ.-ღამე მშვიდობის!-ვემშვიდობები მას. -------- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.