ბიჭი ჩიხიდან!!!
შემოდგომის მზიან და ყვითელ დღეს უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდები. ყოველთვის ფეხით დავდივარ, თუ რაღაც გადაუდებელი საქმე არ მაქვს და ძალიან არ მეჩქარება. მიყვარს სეირნობა და ადამიანებზე დაკვირვება, მითუმეტეს შემოდგომას. ვგიჟდები წელიწადის ამ დროზე, რაღაც ჩემეულია. გაღიმედული და მეტად ნასიამოვნები მოვაბიჯებდი, რადგან ნიავი სახეზე საყვარლად მელამურებოდა. მოულოდნელად ჩიხიდან მანქანამ გამოუხვია და ლამის დამეჯახა კიდეც. თან ისე ურცხვად გააგრძელა გზა ვითომც აქ არაფერიო. ისე გავბრაზდი ისე ალბად ბოლი ამდიოდა სიბრაზისგან. ერთი გემრიელად შევიკურთხე და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, ის შავი ბეემვე რამოდენიმე წამის წინ ლამის ,რომ დამეჯახა გვერდით გაჩერდა. გაკვირვებულმა გავხედე, ახლა გაახსენდა ნეტავ ბოდიშის მოხდა. - წინ ყურება არ უსწავლებიათ შენთვის ლამაზო? -მითხრა ნაგლად. ჩემი გაკვირვება ახლა უნდა გენახათ. თვალები ლამის ბუდეებიდან გადმომცვივდა. ჰჰ ნაგლობას გასწავლი მე შენ მამიკოს გათამამებულო ბიჭო- გავიქიქრ და მანქანის წინა კარი გამოვაღე, გვერდით მივუსკუპდი და ისე გავუღიმე ვითომც აქ არაფერი. არ ელოდა აშკარად და პირდაღებული მიყურებდა. -პირი დამუწე ბუზი არ შეგიფრინდეს:დ ვუთხარი ირონიით. ერთი ჩაიცინა და მანქანა დაძრა. ხმა არ ამომიღია. ზოგადად არც უზრდელი და არც ასეთი თამამი ვაღ ვირაც უცხო გაუზრდელ ბიჭს მანქანაში ჩავუხტე, მაგრამ ამ სიმპატიურმა იდიოტმა ისე მომიშალა ნერვები, თავი ვეღარ მოვთოკე. აიი ეს კი ნამდვილად მახასიათებს, თუ გავბრაზდი ბოღმას ბოლომდე ვანთხევ და ყველას ვუმწარებ სიცოცხლეს. ხოდა ახლა მიმიყვანოს სახლში. - მარჯვნივ შეუხვიე- ვაძლევ მითითებას. მანაც ისეთი გამომეტყველებით გამომხედდა, თვალებით მეუბნებოდა „ვინ გთხოვა სახლსი წაგიყვანო“ მისი გამოხედვა არ შევიმჩნიე, ურცხვად გავუღიმე და ფანჯარაში გავიხედე. ჩემდა გასაკვირად ჩემს ნაკარნახებ მისამართზე მიმიყვანა. მანქანა გაჩერდა თუ არა გადავედი, სანამ კარს მივხურავდი მივუტრიალდი და ვუთხარი - რადგან ასე დაიჟინე, თორემ ასეც არ შეგაწუხებდი. აბა კარგად ლამაზო:დდ პ.ს. ძალიან ვღელავ ახალი ვარ და მაპატიეთ შეცდომები. თქვენს ყვითელ გოგოს უყვარხართ
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.