შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (21)


9-12-2016, 21:41
ავტორი სატი
ნანახია 1 835

ჯერ ადრე იყო და ნინას ნამდვილად არ უნდოდა ძილი, დაახლოებით 12საათი იქნებოდა. მიუხედავად ამისა ჰეილის და ანას უკვე ეძინათ. ცოტახანში ნინამ კარის ჯახუნის ხმა გაიგო, მიხვდა რომ ჯორჯი მოვიდა და მის დასახვედრად ჩუმად ჩავიდა კიბეებზე. ჯორჯს სახეზე უჩვეულო გამომეტყველება ჰქონდა და იღიმოდა, ჯორჯის სახეზე ღიმილი იშვიათი რამ იყო.
-ელაპარაკე პოლიციას?
-კი, ესტერს მიხედავენ. რატომ არ გძინავს?
-თბილისში ამ დროს 1მდე ვიყავი ფეხზე, ჩემები მაძლევდნენ უფლებას... ბოდიში არ უნდა მომეყოლა.
-არა,არაუშავს. მაინტერესებს რას აკეთებდი საქართველოში 13წელი, ჩვენ საშუალება არ გვქონია წესიერად ლაპარაკის. მომიყევი როგორ ცხოვრობდი იქ.
ნინა და ჯორჯი ტახტზე ჩამოჯდნენ.
-ნუ, ერეკლეს გარდა მე ძმა იქ არ მყოლია, პატარაობიდანვე არაფერი არ დამკლებია, ოჯახი ძალიან კარგად მექცებოდა, ბავშვობაც ცუდი არ მქონია. სკოლა როგორც ყველას არ მიყვარდა, სწავლაში არც ისეთი ძლიერი ვიყავი სანამ მეცხრე კლასში არ გადავედი. მეცხრე კლასამდე, შემდეგ მასწავლებლები ამიყვანეს და უკეთესად დავიწყე სწავლა. თაყვანისმცემლები ბევრი მყავდა, შეყვარებული 2. მამაჩემი სამსახურში იყო ხოლმე მაგრამ მაინც ასწრებდა ჩემ ნახვას და ჩემთან თამაშს, მე და დედაჩემი ვუგებდით ერთმანეთს მაგრამ ვხვდებოდი რომ მასთან უფრო როგორც დაქალთან ისე ვიყავი ვიდრე დედასთან. ყოველთვის ვგრძნობდი რომ ჩემი მშობლებისგან განსხვავებული ვიყავი, მაგალითად აზროვნებით. ერეკლე 7ის ხდება და ისეთ ამოცანებს ხსნის რომელიც მისი ასაკის ბავშვს არ შეეფერება, მამაჩემმა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტში 100%იანი დაფინანსება აიღო, ასევე დედაჩემიც. სულ ვიცოდი რომ რაღაც განგვასხვავებდა. ადრე დედაჩემს ვკითხე რატომ არ გგავარ თქო და მან მიპასუხა რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ ჰქონდა და შინაგანად კი მისი სისხლი და ხორცი ვიყავი, მისი გაზრდილი... რათქმაუნდა სისულელე მითხრა მაგრამ პატარა ვიყავი და დავიჯერე. რამდენი ხანი ტყუილში ვცხოვრობდი, იცი დიდიხნის განმალობაში მესიზმრებოდა ერთი სიზმარი. მე და ვიღაც ქალი მივდივართ რაღაც სახლში, ის იქ მტოვებს და მეუბნება რომ მალე მოვა და მერე აღარ ბრუნდება. ეს სახლი ბავშვთა სახლია, ხოლო თვითონ ქალი კი ანა. მე მეგონა უბრალოდ ფანტაზიის ნაყოფი იყო, მე მითხრეს რომ 1წელი სისტემაში დავყავი, არავის არ ვუშვილებივარ. ეს ერთი წელიც არ მახსოვს, იმ სიზმრის გარდა თითქოს ყველაფერი წამეშალა ტვინიდან. 4წელი, როგორ შეილება დაივიწყო?
-სხვა? მაგალითად როცა ავად იყავი, პირველი დღე ბაღში, სკოლაში, წრეებზე სიარული ეს ყველაფერი მომიყევი.
-პირველი დღე ბაღში.. სიმართლე ვთქვა კარგად არ ამხსოვს, მემგონი არ მიტირია რადგან ჩემ ოჯახს არ ვიყავი მიჩვეული და ალბათ მაგიტომ. სკოლის პირველი დღე კი ცუდად მახსოვს, მორცხვი ვიყავი და ვერავის ავეწყე, საერთოდ მაშინ რო ვენახე ვინმეს იტყოდა რა სუსტი ბავშვიაო და ალბათ მართალიც იქნებოდა. სკოლა მაგიტომ არ მიყვარდა არასდროს, ბევრი დამცინოდა მაგრამ შემდეგ უფრო ძლიერი და კომუნიკაბელური გავხდი და ყველას ადვილად ავეწყე. ახლა კი ისევ ისეთივე ვარ როგორიც პირველ კლასში,სუსტი. გუნებითაც და ისეც.
-ნინა, მე მართლა ძალიან მინდა რომ ის დრო აღვადგინოთ, რომ მე წამეყვანე შენ პირველ დღეს სკოლაში, ან თუმდაც ბაღში. დედაშენს რომ ეს ყველაფერი თავის დროზე ეთქვა, იქნებ სხვანაირად იქნებოდა. ახლა ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ საბოლოო პასუხს გავიგებთ და თუ ისე მოხდა როგორც ჩვენ ველოდით გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.
-დიდი იმედი მაქვს ეგრე მოხდება, მაგრამ რომც თქვენ აგირჩიონ ჩემ მეურევებად მე არ მინდა ჩემი მშობლების დაკარგვა... მიუხედავად იმისა რომ ჩემზე მეურვეობას წაართმევენ, ჩემი ძმა ირაკლიც მომენატრება.
-რათქმაუნდა, არდადეგებზე ჩახვალ ხოლმე, როდესაც მოგინდება, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.
-ხო.
-ნინა, მე გამოცდილება არ მაქვს ისე როგორც მამას უნდა ჰქონდეს, ანუ კი ჰეილიც ავღზარდე მაგრამ აი ჯერ თინეიჯერთან გამკლავებას ეხლა ვსწავლობ, მიუხედავად ყველაფრისა კი ვიცი რომ 1საათზე უკვე საწოლში უნდა იყო და დროზე ზევით-გაეცინა ჯორჯს.
-მემგონი კარგად გამოგდის.
-კარგად გამომდის კი არა დროზე ზევით!
-ეხლა უკეთესად გამოგივიდა... კარგი ხო მივდივარ. ღამე მშვიდობის-ნინა ზევით ავიდა და საწოლში დაწვა. ტელეფონი აიღო და ფეისბუქში შევიდა. ცოტახანში მესიჯი მიიღო ევასგან.
,, მინდა ბოდიში მოგიხადო იმისთვის რაც გავაკეთე, ძალიან გთხოვ ჩემ სახლში მოდი ახლა ფართია. გაერთობი იქ და ეს იქნება ჩემი ბოდიში’’
,,გვიანია’’-დაუბრუნა პასუხი ნინამ.
,, გთხოვ როზალიც აქ არის’’
,,კარგი’’-ნინა მაშინვე წამოდგა და ტანსაცმელი ჩაიცვა. კიბეებიდან რომ ჩასულიყო ვინმე დაინახავდა ამიტომ ფანჯრიდან გადაძვრა და შვებით ამოისუნთქა, ეგონა მორჩა გასული ვარო და უცებ ვიღაცის ხმა შემოესმა უკნიდან.
-სად მიექანები ახალგაზრდა?
ნინა შეშინებული გატრიალდა უკან და ვიღაც ქერათმიანი ბიჭი დახვდა წინ, რომელიც ზუსტად ნინას გავდა.
-შენ... ვინ ხარ?
-პირველ რიგში შენ ვინ ხარ?
-მე ნინა, ჯორჯის შვილი.
-აა, მე შენი დეიდაშვილი გამოვდივარ. რა სასაცილო ამბავია, გამოგიჭირე, აბა სად მიდიხარ?
-ერთი წუთით ჩემზე დიდი ხარ?
-20ის ვარ, აბა გამოთვალე.
-ჰმ... ანუ ვერ გაგასწრებ.
-ნწ, აბა ამიხსნი?
-შენ რაში გაინტერესებს, წესიერად არც მიცნობ.
-საყვარელო მე აქ შენ სანახავად ჩამოვედი და არა დასამარხად. როუზვუდი არც ისეთი უსაფრთხო ქალაქი ჩანს როგორიც არის. მე კარგად ვიცი ღამე სად რა ხდება და არ გირჩევ აქედან გასვლას. აქ არავის უნდა ენდო, თინეიჯერები აქ ისეთს ჩაიდენენ რაც შენ არ დაგესიზმრება.
-ერთი წუთით შენი სახელი ვერ მოვისმინე.
-როსი.
-რა სახელია როსი.
-ისეთივე როგორიც ნინაა.
-კარგი, მეჩქარება.
-მოიცა, მე მაინც გირჩევ რომ არ წახვიდე-ისევ წინ გადაეღობა როსი მაცდური ღიმილით.
-როს, თუ შეიძლება დამაცადე. მოდი ესე მოვიქცეთ მე წავალ და თუ ერთ საათში არ დავბრუნდები შენ ჩემ მშობლებს ეტყვი ყველაფერს. გთხოვ როსს.
-შენები მომკლავენ ერთ საათში რომ აქ არ იყო სანამ ეგენი მომძებნიან იქამდე მოგძებნი და მიგასიკვდილებ.
-გასაგებია, უჟმურო-ნინა კარისკენ გაიქცა და წავიდა. ცოტახანში ევას სახლს მიადგა. ევას სახლი როგორც დანარჩენების უზარმაზარი იყო და არაფრით არ გამოირჩეოდა. ჩვეულებრივად აუზით და დიდი ეზოთი, სამ სართულიანი და ასე შემდეგ... კარებში ევა და ვიღაც გოგო იდგნენ. ევას ხელში სასმელი ეკავა და თან სვამდა და თან ლაპარაკობდა, როგორც კი ნინა დაინახა იმ გოგოს დაემშვიდობა და მასთან მივიდა.
-ნინა, როგორ მიხარია შენი დანახვე, დიდ ბოდიშს გიხდი იმ დღის გამო ცოტა მთვარლი ვიყავი თან დაჩიზე ვიეჭვიანე მაშინ. მოკლედ მაპატიე და დიდი იმედი მაქვს რომ გაერთობი ამ ფართიზეეე-ჩაეხუტა ევა ნინას.
-ესე ადვილად? დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად ჩემთან ბოდიშის მოსახდელად დარეკე და კაიფში არ ხარ?
-აჰაჰ, ნინა რა სასაცილო ხარ, ზოგჯერ როგორ იცი ხოლმე ჩემი გაცინება. იუმორი გაქვს... მოკლედ მაპატიე რაა. არ ვიცი რა ვქნა სხვა, მე არ ვარ მიჩვეული ბოდიშის მოხდებს.
-როზალი სად არის?
-აა... როზალი და ჩაკი ოთახში არიან ზემოთ.
-კარგი..
-შედი შენ შიგნით და გაერთე, ხალხი გაიცანი, მოკლედ აბა შენ იცი მეც მალე მოვაალ-ევა გარეთ გავიდა. ნინა შიგნით შევიდა და სახლის თვალიერება დაიწყო, პუნშთან მივიდა და თავისთვის დაისხა რათქმაუნდა ის ალკოჰოლური პუნში იყო. ცოტახანში ნინასთან ვიღაც ბიჭი მივიდა.
-გამარჯობა, მე ჯეიკი ვარ.
-მე ნინა.
-ნინა, რა ლამაზი სახელია. აქამდე აქ არ მინახიხარ
-ხო, ახალი გადმოსული ვარ როუზვუდში და ალბათ მაგიტომაც.
-ვინმე ცნობილის შვილი?
-მამაჩემი მერია.
-აა შენ ის გოგო ხარ ესე იგი, მერის ნამდვილი შვილი. ისე უნდა მივმხვდარიყავი გავხართ ერთმანეთს თან ძაან.
-მადლობა-ნინას თავბრუ დაეხვა და კინაღამ გული წაუვიდა.
-ცუდად ხარ? სადმე ხომ არ გავსულიყავით?
-არა მე.. მე ცოტა.
-წამო გარეთ გავიდეთ-ჯეიკი პასუხსაც არ დაელოდა ისე გაიყვანა ნინა გარეთ და ტაქსში ჩასვა და სადღაც მიტოვებულ ადგილას წაიყვანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent