პეპელა 4
your smile are everything, what i want to see. საათი ექვსს უჩვენებდა, რომ გაიღვიძა და მომზადება დაიწყო. ლალო და რედი არ გააცილებდნენ, რადგან ვერ იტანდა გამომშვიდოდებებს და მხოლოდ ელენეს დანახვა მოუწევდა აფრენის წინ. _ ყველაფერი კარგად იქნება, დე _ ღიმილით გადაეხვია ელენე და ნინაკამაც ღიმილით მოხვია ზურგზე ხელები. მის ჩახუტებაზე მეტად არაფერი სიამოვნებს. _ ერთ კვირაში ჩამოვალ, ჭკვიანად _ ნუ დამცინი რა _ გაეცინა მასაც _ აგიფეთქებ სკაიპს _ არ გაბედო, ვარჯიშებზე ვიქნები _ ენა გამოუყო და ნაწნავზე დაისვა ხელი. ვარდისფერი სპორტულები ეცვა და თმები ორივე მხარეს ნაწნავებად ჩამოეშვა, ასე თავს კომფორტულად გრძნობდა. _ ხუთ წუთში მიფრინავ და... ვიღაცას ეძებ ხო დე? _ მიუხვდა ელენე და იქაურობა მოათვალიერა. _ რა სისულელეა? _ მომიყევი უცებ მაშინ, თუ სისულელეა _ ერთი ბიჭია რა, გუშინ მითხრა ჩემთან ერთად მიფრინავო და ახლა არ ჩანს. მომატყუა ანუ _ გაუღიმა და ამოიოხრა. ტყუილად ელოდებოდა, ესეც შენი ზუკა. _ ვინ ბიჭი? _ თვალები მოჭუტა ელენემ. ასე ძალიან გავდა ნინაკას ჩინელ ნაცნობს და გაეცინა. _ სერიოზული არაფერი, უბრალოდ იდიოტია. თუ რამე, ფრთხილად ვიქნები, ვიცი. _ კაი, მიდი _ უცებ აკოცა ელენემ და ჩემოდანს ხელი გაუშვა. ნინაკამ გაუღიმა და მიტრიალდა. ძალიან მაგარი დედაა ელენე და მისთვის სრულიად საკმარისია ის სიყვარული, რასაც მისგან იღებს. თუმცა მაინც, განსხვავებული შინაგანი სამყარო აქვს და ნინაკამ იცის, რომ უბრალოდ უნდა დაუჯეროს ხოლმე. ბავშვობიდან იმას ასწავლიდა, რომ ადამიანები არც კარგები არიან, არც ცუდები. " _ დე, გატკენენ. არ უნდა ენდო და თუ ენდობი, არ უნდა დათმო _ სევდიანი ღიმილით უღიმის და ცხელ შოკოლადიან ჭიქას ხვევს თითებს. _ და თუ ვერ მივხვდი? _ უნდა მიხვდე, იდეალური არავინაა. არ ეძებო ასეთები, მერე იმედებს გაგიცრუებენ და დაგანგრევენ. აი, ქარის დროს ხომ იცი, რომ ყველაზე სუსტად ნაშენები სახლები ინგრევა? _ იმიტომ რომ, ვერ უძლებენ _ ეთანხმება და თვალებს ახამხამებს. _ ხოდა, ადამიანებიც ასეთები არიან. სუსტები და ძლიერები. სუსტები კვდებიან. _ მე ძლიერი ვიქნები დე, ხომ? " ტრაპზე ადის და თვითმფრინავში თავის ადგილას ჯდება. ღვედს არ იკრავს, პატარა ზურგჩანთას ფეხებთან დებს და წიგნს და ყურსასმენებს იღებს. მის გვერდით ადგილი ჯერ კიდევ ცარიელია. მაინც როგორ იფიქრა, რომ ზუკა მართლა მასთან იქნებოდა? წესიერად არც კი იცნობს მას... წიგნი გადაშალა და ყურსასმენები გაიკეთება, მარცხენა თვალით რომ დაინახა, როგორ დაჯდა ვიღაც გვერდით სავარძელზე და თავს ძლივს მოერია, მაშინვე რომ არ გაეხედა. წიგნს აღარც კითხულობდა. _ ღვედები შეიკარით _ გაიგონა სტიუარდესას ხმა და მაშინვე ახედა. მიზეზიც მიეცა, რომ ბიჭისთვის თვალი შეევლო. _ რამეს ხომ არ ინებებთ? _ განაგრძობდა ქალი. _ წყალი _ ხმა ამოიღო ბიჭმა. გამაგიჟებლად მაგარი ხმა ჰქონდა, არც ძალიან ბოხი და არც ძალიან ნაზი. _ იგივე, თუ შეიძლება _ გაუღიმა და თან ღვედის შეკრა დაიწყო. სტიუარდესა წავიდა და ნინაკამ წიგნი მუხლებზე დაიდო. ახლა უკვე თამამად უყურებდა მის პროფილს. სწორი ცხვირი, კარგი ტუჩები და ლამაზი სახის ნაკვთები. თვალის ჭრილიც კი იმდენად იდეალური ჰქონდა, წამით შური იგრძნო. _ ბეგბედერი? _ ჰკითხა ბიჭმა და წიგნზე ისე მიუთითა, არც კი შეუხედავს მისთვის. _ გიყვარს? _ ხელებს წიგნზე ათამაშებს. _ არც კი წამიკითხავს _ ღირს, მე მეორედ ვკითხულობ _ ამბობს და ეცინება. ბიჭებთან საერთო ენას უკვე მეორედ ნახულობს წიგნის დახმარებით. ახლა აღარ უნდა იგივე განმეორდეს, ეზიზღება იმედგაცრუება. _ გიყვარს ფრენა? _ საუბრის დროს ყელზე ძარღვი უთამაშებს. ისეთი ლამაზი სანახავია, სურვილი უჩნდება რომ ყელში აკოცოს და ძარღვს თითი გადაუსვას. _ არა, მაგრამ მიწევს. ჩემი ცხოვრება თითქმის სულ ფრენაა _ ალბათ ცეკვავ _ საიდან მიხვდი? _ უბრალოდ _ სიტყვაძუნწია. ნინაკას ეღიმება და სტიუარდესას თავის ბოთლ წყალს ართმევს და მადლობას უხდის. თავსახურს ხსნის და წყალს ყელში უშვებს. _ შენ? _ ამჯერად ნინაკა იწყებს საუბარს. _ მე ჟონგლიორი _ მხრებს იჩეჩს და მისკენ ატრიალებს თავს. არაფერი უგავს ჟონგლიორის. _ პროფესიონალი? _ რათქმაუნდა. _ და ბერლინში რა გინდა? _ ვჟონგლიორობ _ ღიმილით პასუხობს და ნინაკას აწეულ წარბებზე სერიოზულდება. _ კარგი, დავიძინებ _ წიგნს და წყალს ერთად დებს გოგონა, თავს მოუხერხებლად წევს უკან და საზურგეს აყრდნობს. ყურსასმენებს იკეთებს, ამთქნარებს და მუსიკასთან ერთად იძინებს. მუსიკასთან და იმ ბიჭთან, რომელმაც ნინაკას ძილის დროს მის თითებში ახლართა თავისი, თუმცა როგორც კი თვითმფრინავი გასწორდა, სწრაფადვე მოაშორა და ნინაკამ ვერაფერი გაიგო. სანამ ეძინა, ბეგბედერის წაკითხვაც მოასწრო და ისევ თავის ადგილას დააბრუნა. _ ღვედები შეიკარით, თვითმფრინავი ეშვება _ ნინაკა იძულებული ხდება, გამოფხიზლდეს. თვალებს ნელა ახელს და ჯერ ფანჯარაში იყურება, მერე ბიჭისკენ. _ ნუთუ ასე გათიშულს მეძინა? _ უფრო თავისთვის ბურტყუნებს. _ ადამიანებს კრეტინებად ნუ მიიჩნევთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ისინი კრეტინები არიან _ თავს დავდებ, დაიზეპირე _ გაეცინა ნინაკას და მერე უფრო მეტად, დაშვებისას მის თითებს რომ შემოეჭდო გრძელი, თლილი თითები. _ მაპატიე _ მაშინვე გასწია და თავიც გაატრიალა. ნინაკამ ამოიოხრა და თავისი ნივთები უცებ ჩაალაგა ჩანთაში. _ აბა, წავედი... _ შეხვედრამდე _ არა მგონია _ გაეცინა, მერე ჩანთა მოიკიდა და რიგში ჩადგა. თვითმფრინავიდან რომ ჩავიდა, მაშინვე ეცა ბერლინის ნაზი, მაგრამ ბინძური ჰაერი ცხვირში. საერთოდ, ვერ იტანდა უცხო ქალაქებში მარტო სიარულს, თუმცა მიეჩვია. აქაურობაც თითქმის დაიზეპირა, ბოლოსდაბოლოს ოთხი წელი იზრდებოდა გერმანიაში. _ ბე, ჩამოვედი _ ტელეფონით დარეკა ბებიამისთან. _ ჩემო ძვირფასო, პირდაპირ ჩემთან მოდი _ მისი წკრიალა, ახალგაზრდული ხმა სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში. _ რამე გემრიელი მინდა რა, იმდენი ხანი მეძინა... _ ბებო გაგიკეთებს რამეს.. ნუ ჯანდაბას, შეუკვეთავს _ ერთად გაეცინათ, რადგან კატერინა არაფრის გამკეთებელი არ იყო. მისი სახელიც კი ვერ აარჩია წესიერი, როცა შეიცვალა. თუმცა ახლა ყველა კატიათი მიმართავს და ბებოც კმაყოფილია. _ რა ამბებია ბერლინში? ბოლოს რომ ვიყავი, ცოტა წყნარი მაინც იყო აქაურობა _ თან ჩემოდანს მიაგორებდა, თან თვალებით ეძებდა გაჩერებას. ტაქსით მხოლოდ თბილისში მგზავრობს, ვერ იტანს ყვითელ, აყროლებულ ავტობუსებს. უცხოეთში ყველგან საზოგადო ტრანსპორტით გადაადგილებას ირჩევს. _ კაი მიდი ბებოს განძო, მე ახლა პიცას და რამე კიდევ გემრიელს გამოვიძახებ _ და აღარ ელოდება, ისე თიშავს ტელეფონს. ნინაკა თავს აქნევს, გაჩერებაზე ჩერდება და ელოდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.