შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 8


10-12-2016, 01:53
ავტორი mariia
ნანახია 1 843

მივიწყებულთა კუნძული 8

ოთახში შესული საწოლზე ვენარცხები და ჭერს გავყურებ. ნერვების მოშლელ ფიქრებს თავიდან ვიცილებ. მხოლოდდამხოლოდ სასიამოვნო მრჩება.თვალბს ვხუჭავ და თითქოს ისევ ვგრძნობ მისი ტუჩების სიმხურვალეს. სხეულში ერთიანად მივლის სასიამოვნო ჟრუანტელი. ხელი ტუჩებთან მიმაქვს დანაზად მასზე ვატარებ. პატარა ბავშვივით მიხარია და ლამის საწოლზე ხტუნვას ვიწყებ. ბალიში ახლოს მომაქვს დაა ვიხუტებ. ჯერ სულ რამდენიმე საათი გავიდა და ვგრძნობ როგორ მენატრება. მისი ბუზღუნა ხმა,მუქი ფერი კანი და მეტყველი თვალები. ბალიშს ხელს ვუშვებ და ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ. მისივე ხელით ჩაწერილ ნომერს ვკრეფ. დედაჩემის შემდეგ პირველია ვინც ჩემს წიგნაკში წერია. სახელზე მეცინება "ჯონგინი (გული)". ჯონგინი გასაგებია. აი ეს გული კი მაცინებს. ბავშურია. თუმცა მე მომწონს. გაშვების ღილაკს ვაწვები და მოუთმენლად ველი პასუხს. ერთი ზარიც ძლივს გავიდა მაშინვე მიპასუხა.
- ჰანა - მხიარულად წარმოთქვა ჩემი სახელი. მისი სახე წარმოიდგინე ახლა როგორ უცინის.
- რა უცებ მიპასუხე- სიცილი მიტყდება.
- უნდა დამერეკა,თუმცა დამასწარი.
- ისევ კომპანიაში ხარ?- ბალიშს ისევ ახლოს ვიჩოჩებ და ხელს უჭერ.
- არა. უკვე სახლში ვარ. და ძალიან ძალიან მინდოდა შენი ხმის გაგონება- დახუჭული თვალებით და მომღიმარი სახით ვუსმენ მის სიტყვებს.
- მეც- მცდება უცებ და ტუჩს ვკბენ. ხელს თავზე ვირტყავ "რა დებილი ხარ!" ვუბრაზდები ჩემს თავს.-მეც სახლში ვარ უკვე - ვამატებ სიტუაციის გამოსასწორებლად. მეორე მხარეს ჯონგინის სიცილი მესმის. - გეყოფა! - სერიოზულად ვამბობ და ისიც სიცილს უკლებს,თუმცა მეც მეცინება მის გულიანად სიცილზე.
- იცი შენს ოთახში ვარ და აქ ვიღაცას ძალიან მოენატრე.
- მეც მომენატრა ბილი- ფრუტუნი მესმის. წარმოვიდგინე უკმაყოფილოდ როგორ ჩაიდუდღუნა.
- ჯონგიინ!- სუჰოს ხმა აქაც კი მესმის.
- ახლავე მოვდივარ ჰიონგ. - საპასუხოდ გასძახა.
- ნახვამდის - ვასწრებ თქმას. ხმაში მოწყენა ვერ დავმალე. მთელი ღამე ჩემთან ლაპარაკში ხო არ გათენებდა ნეტავ?!
- ძალიან მალე გნახავ - ჩაცინების ხმა ისმის. თითქოს კოცნასაც აგზავნი. ტელეფონს თიშავს. მე კი ისევ ჩემს ბალიშს ვეჭიდები და უაზროდ შეყვარებული ბავშვივით ვიცინი.
- ეს მალე როდისაა? ხვალ? ხვალ ისედაც გნახავ! - ტუჩებს ვბუსხავ და გაბრაზებული ფეხს საწოლზე ვარტყავ. მაგრამ მალევე ისევ უაზრო სიცილი მედება მთელს სახეზე.
****
სააბაზანოდან თეთრ ხალათში გახვეული გამოვდივარ. სველ თმას პირსახოციდან ვითავისუფლებ და ხელით ვიჩეჩავ. სარკიდან ჩემი კაბის ფეხსაცმელები მეჩხირება თვალებში. მისკენ ვტრიალდები და ვიცმევ. საკმაოდ რთული სასიარულოა მათვის ვისაც თავის სიცოცხლეში მაღლები არ ცმია. ოთახში აქეთ იქეთ სიარულს ვცდილობ თან საკმაოდ სასაცილოდაც გამომდის.
აჰ ჯანდაბა რა რთულია. ალბათ ძირს გავიშხლართები.საწოლზე ვეცემი და ვხვნეში. ზურგით უკან ვარდები.ფეხებმაც თითქოს შვება იგრძნეს. აივნის ღია კარებიდან ძაღლის ყეფა ისმოდა. ვდები და გარეთ ძლივს გავდივარ. ირგვლივ ვერაფერს ვხედავ. ალბათ რამემ შეაშინა. უკან შებრუნებას ვაპირებდი, თუმცა კედელზე ამოსულ სუროს ფოთლების ხმა მესმის. ისევ ვბრუნდები და დაბლა ვიყურები.
- ჯონგინ რას აკეთებ? - ვერც კი ვიჯერებ,რომ ახლა სახლის კედელზე მოცოცავს,თან ჩემი დათვი უჭირავს. ქვევიდან მომღიმარ სახეს მანათებს.
- ხომ გითხარი, რომ მალე გნახავდი- ამბობს თან წინ მოიწევს. სიცილიც კი მიტყდება. ერთი ნაბიჯიც და უკვე აივანზე გადმოვიდა. - ძალიან მოენატრე - ბილის მაწვდის.
- მეც - ბილის ვართმევ, მაგრამ მხოლოდ ჯონგინს ვუყურებ.
- შიგნით შედი ცივა თან თმა სველი გაქვს - ბრაზდება უცებ და დატუქსული ბავშვივით ოთახში ნელა შევდივარ. ფეხს ზედმეტად სწრაფად ვდგავ. რომ არა ჯონგინი დავეცემოდი.სათამაშო ხელიდან მივარდება და ჯონგინს ვეჭიდები. მასაც ორივე ხელები ჩემზე აქვს ჩაბღუჯული. ფეხზე მიკვირდება. თან ღიმილი ეპარება.
- ეს დებილური ფეხსაცმელები- ვბრაზობ. ის კი მასწორებს.ახლა ორივე ხელით მკერდზე ვეკვრები.- ნორმალურადაც კი ვერ დავდივარ ცეკვაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი - ხმა ნელ-ნელა მიწყდება,რადგან მისი სახე ჩემსკენ მოიწევს. ცხელ სუნთქვას ვგრძნობ ტუჩებთან. ქვედა ტუჩზე ნაზად მკოცნის და მეც ვჩუმდები.
- თუ წაიქცევი მე დაგიჭერ - ჩურჩულებს სუნთქვა არეული.ხელებს წელზე აცურებს და ბიძგით მას ვეკვრები მთლიანად. ერთი ხელი მაღლა ამოაქვს და ჯერ კიდევ სველ თმას ეთამაშება ეშმაკური ღიმილით. თითებს თმაში აცურებს და ძლიერად ეწაფება ჩემს ტუჩებს. სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება. მთლიანად მივყვები მის სურვილს და ვნებას. ცოტაც და ალბათ სუნთქვას ვეღარ შევძლებთ. ჩერდება. ჩვენი შეწებებული ტუჩები ერთმანეთს ნელა სცილდება. ცხვირით ისევ ლოყაზე მეფერება. შემდეგ თმაში რგავს ცხვირს და ღრმად სუნთქვას.-მიყვარს ეს სურნელი, რომელიც მხოლოდ შენ აგდის.- ჩურჩულით ამბობს ყურთან. მისი ცხელი სუნთქვა მთელ სხეულს მიწვავს ისევ. თუმცა აღარ მოიწევს ტუჩებით. უბრალოდ მთლიანად ვყავარ მოცული მკლავებში და ნელა იწყებს მოძრაობას. ხელებს წელზე ვხვევ და მაისურზე ვეჭიდები.
- მუსიკის გარეშე?-სიცილით ვჩურჩულებ მის მხარზე მიკრული.
- შენთან მუსიკა არ მჭირდება - კისერში მკოცნის, ისევ ჩერდება და მაგრად მიხუტებს.
ოთახში მუსიკის გარეშე ვმოძრაობთ.ორი ერთმანეთს მიკრული სხეული. მისი გულის ცემა მესმის.როგორ ხტის ჩემს მკერდთან. ალბათ მასაც ესმის ჩემი გულის სცემა. ასე ძალიან, რომ ცდილობს მოხტომას.
****
საწოლზე ვწევართ. ჩემი თავის ქვეშ ხელი უდევს. მეორე ხელით ისევ ჩემ თმებს ეთამაშება, თან თვალებს სახეზე დააცეცებს. სადაც არის დამეძინება. მე კი არ მინდა თვალების გახელისას აქ არ დამხვდეს. ძილს ვეჭიდავები.
- დაიძინე- თბილი და მზრუნველი ხმით მეუბნება.
- არა- პროტესტის ნიშნად თავს ვაქნევ.- ვერ გავიგებ როდის წახვალ- ვბურდღუნებ ჩემთვის.ის კი დამცინის.
- დაიძინე არ წავალ.-მის სიტყვებზე სახე მინათდება.
- მართლა?
-აჰამ- თავს მიქნევს -დილით თვალს,რომ გაახელ პირველს მე დამინახავ- ამატებს.მე კი ამ ამბით გახარებული ახლოს ვიწევი ნაზად ვკოცნი რბილ ტუჩებზე და ვეხუტები.
- ტკბილი ძილი - მასზე მიკრული და თითქმის უკვე მძინარი ვბურდღუნებ.წელზე ხელებს ვხვევ და ვიტრუნები. ძილ ბურანში მყოფს კი მისი სიტყვები მწვდება.
- მიყვარხარ ჰანა- თავზე მკოცნის. სურნელს ისრუტავს. "მეც ჯონგინ"ვპასუხობ გონებაში და ძილის ღრმა მორევში ვეშვები.
***
ბედნიერებაა,როცა დილით მისი სუნთქვა გეცემა სახეზე. მშვიდი,თბილი, სიამოვნებას,რომ გგვრის.მეღვიძება.თვალები პირდაპირ მის ტუჩებსა და ნიკაპზე მხვდება. პირველი დილა არ არის,როცა თვალების გახელისას მას ვხედავ. თითქმის ყოველი ჩემი დილა კუნძულზე ასეთი იყო მას შემდეგ რაც იქ ჩამოვარდნენ. მეღიმება და ვხდები, რომ ის ერთადერთია ვინც ასე ძალიან უნდა გულს და გონებას.
მინდა გავიწიო,თუმცა იმდენად ძლიერად ვყავდი მიკრული ვერც კი გავმოძრავდი. ერთადერთი მხოლოდ თავის აწევა შემეძლო ისიც მისი მიმართულებით. თავს ვწერ მინდა მთლიანად ვხედავდე. თვალებს დავაცეცებ მისი სახის თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებ თითქოს. დახუჭულ თვალებში გუგები დაურბის და სახეზე ღიმილი ესახება.
- დილა მშვიდობისა- სცდება ჯერ კიდევ მძინარეს მომღიმარი ბაგრებიდან.- დაბადების დღეს გილოცავ - დახუჭული თვალებით შუბლზე მკოცნის - თვალიერება ჩემი საქმეა-ამატებს. თვალებს უცებ ახელს და მისკენ აწეული ცხვირის წვერზე მკოცნის.
-პირველი ხარ- კმაყოფილი ვიტრუნები მის მკლავებში -საყვარელი იყავი - მეცინება ჩემივე სიტყვებზე,როცა მის უცებ გაბუსხულ ტუჩებს ვაწყდები.-კარგი ვაღიარებ ყოველთვის საყვარელი ხა...- დამთავრებას არც მაცდის. სახე უნათდება და დილის კოცნას ვიღებ. ხელს მისი სახისკენ ვწევ.ლოყაზე ვათავსებ და ნელი სვლით მისი თმისკენ მიმაქვს. ის კი ჩემს ტუჩებს ნაზად ეთამაშება ხან ქვევითა ტუჩს ხან ზევითას.
- პატარა ქალბატონო - კარებზე კაკუნის ხმა ორივეს გვაცინებს.
- რა მოხდა მინა?- ჯერ კიდევ მის მკლავებში მოქცეული თავს ვაგრძელებ.
- თქვენი კაბა უნდა მოვაწესრიგო. შეიძლება? -მშვიდად ისმის კარს იქეთ ხმა.
- ერთი წუთით - ვყვირი. შემდეგ ჯონგინს ვუბიძგე ამდგარიყო.- კარების უკან დადექი-ჩუმად ვჩურჩულებ ის კი სიცილით დგება და ჩემს ნათქვამს ასრულებს. მეც ვყვები. კარებს ვაღებ. მინა მომღიმარი შემომყურებს.- იქით არის. კარადასთან. - ხელს მარცხნივ ვიშვერ.შემდეგ კი უხერხულად ყურს უკან თავს ვიჩეჩავ.კარადისკენ მიემართება კარების კიდეზე ჩაჭიდებულ ხელზე შეხებას ვგრძნობ. მოულოდნელობისგან ვხტები. - გეყოფა - ვცრი კბილებიდან თუმცა სახეზე მაინც ანცი ღიმილი დამთამაშებს.
- რამე მითხარით პატარა ქალბატონო?
- არა არაფერი. - ვპასუხობ უკვე კაბით ხელში დაბრუნებულ მინას. პასუხის მიღებისას ღიმილით ოთახს ტოვებს. კარს სწრაფად ვკეტავ და მისკენ ვტრიალდები. ჯონგინი უკვე ჩემთან იდგა. ორივე ხელი წელზე შემოხვია და ახლოს მიმიზიდა.
- საყვარელი გოგოს ოთახში ვიმალები- ეშმაკურად იღიმება.მისი მზერა წამით საათისკენ გარბის.- აჰ ჯანდაბა სუჰო ნამდვილად მომკლავს- ხელებს მიშვებს და თავისი ქურთუკის ძებნას იწყებს. სავარძლის ყურზე გადაკიდებულს პირველი მე ვამჩნევ და ვაწვდი. - მადლობა საყვარელო - სწრაფად იცვამს. ორივე ხელს სახეზე მადებს და მთელი გრძნობით ედება ჩემს ბაგეებს.
- საღამომდე- ვჩურჩულებ მის ტუჩებთან. ისევ იღიმება და აივნისკენ მიდის. - მოიცადე კარებიდან გაგიყვან მანდ საშიშია- ხელზე ვეჭიდები. მას კი ჩემი ხელი ტუჩებთან მიაქვს და კოცნის.
- სამაგიეროდ რომანტიკულია- ქვევიდან შემომყურებს. ეშმაკური ღიმილიც არ ტოვებს თან მის სახეს. აივნის კიდესთან მიდის და მეორე მხარეს გადადის. მოაჯირთან ახლოს მივდივარ და შეშინებული თაგვივით შევყურებ. ნელი სვლით ჩადის. მისი მიწაზე ფეხის დადგმა და ჩემი ამოისუნთქა ერთი იყო. კმაყოფილი მიყურებს და ჰაეროვან კოცნას აგზავნის. - ოო ჩემო ჯულიეტ- ყვირის ქვევიდან ოდნავ ხმამაღლა. მის ცანცარზე სიცილი მიტყდება. უცებ პირს ხელით იფარავს და აქეთ იქით იხედება.
- წადი - ხელით ვანიშნებ თან სიცილს ვერ ვიკავებ. ისიც ეზოს კვეთს და გასასვლელისკენ მიდის. უკან ოთახში ტელეფონისთვის ვბრუნდები. ჯივონის ნომერს ვკრეფ.
- გისმენთ - კმაცრი და ყოველთვის მზადყოფნაში მყოფი ამაყად მომზირალი ხმა ისმის.
- ჯივონ შეგიძლია ჯონგინი მიიყვანო სადაც გეტყვის?- აშკარა სიმორცხვე იგრძნობა ჩემს ხმაში. ჯივონთან დამალვას აზრი მაინც არ ქონდა. დარწმუნებული ვარ პირველივე წამიდან იცოდა ჯონგინის მოსვლა.
- რა თქმა უნდა პატარა ქალბატონო - ახლა მის ხმაში ღიმილი იგრძნობა.- უკვე ვხედავ მას.
- კარგი მადლობა - ვთიშავ და ტელეფონთან ერთად საწოლზე ვეცემი. წამით ისევ ჩემი ჯადოსნური ღამის მოგონებებში ვეშვები.
****
მთელი დღე საოცარი განწყობა მაქვს. სახლში გაღიმებული დავდივარ. დედა საუზმის შემდეგ აღარ მინახავს,რაც ცოტა მანერვიულებს. ეს გოგო კი ყველგან თვალებში მეჩხირება, თუმცა ჩემი განწყობის გაფუჭებას ვერ ახერხებს. სამზარეულოში წვენის დასალევად შევედი. იქვე ფეხი ფეხზე გადადებული მხვდება. ყურძენს ნელა აცლის მტევანს და პირში იდებს.მაცივართან მივდივარ ჭიქაში წვენს ვისხავ და უკან გაბრუნებას ვაპირებდი, როცა მისი ხმა მომწვდა.
- დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ჩანხარ- ცდილობს მთელი ცინიკურობა ჩააქსოვოს სიტყვებში.
- მართალია და იცი რატომ?დღეს ყველა გაიგებს ვინ არის ნამდვილი კანგ ჰანა- ჩემს სიტყვებზე სახეზე ღიმილი ეყინება. კმაყოფილი ჭიქიდან წვენს ვწრუპავ და სამზარეულოს ვტოვებ.
წვენის ჭიქით ჩემს ოთახს მივაშურე. კარების გაღებისთანავე ტელეფონის გაბმული ხმა მომესმა. ტუმბოზე დატოვებულს დავწდი. სახელის წაკითხვისას გამეღიმა. მალევე გავაგონე.
- აქამდე რატომ არ მიპასუხე? - ჯონგინის ნერვიულად აჟღერებული ხმა ისმის,რომელიც ბურდღუნში გადაუდის.სიცილი მიტყდება, რადგან მისი სახე მიდგება ამ მდგომარეობაში.
- სამზარეულოში ჩავედი ცოტახნით. ჯერ სულ ორი საათიაა წახვედი უკვე მირეკავ? - სიცილს ისევ ვერ ვიკავებ.
- დიახაც უკვე მომენატრე- ვგრძნობ როგორ იცინის. მთელს სხეულში სითბო მეღვრება. ზურგს უკან კაკუნის ხმა მესმი და მისკენ ვტრიალდები.
- ერთი წუთით -ტელეფონს ჩავძახე და კარებთან ატუზულ მინას გავხედე. - მინა რა მოხდა?
- პატარა ქალბატონო - სიტყვას ვეღარ ამთავრებს ცრემლები წინ ასწრებს და ძირს მუხლებზე ეცემა.- მაპატიეთ გთხოვთ - გაოცებისგან ტელეფონს საწოლზე ვდებ და მას ვუახლოვდები.
- რას აკეთებ მინა? რა გაპატიო?წამოდექი- მკლავებში ხელებს ვავლებ. ის კი მაინც მუხლებზე დგას და ტირის
- თქვენი კაბა... მე... ის... - ერთმანეთს სიტყვებს ვერ აბავს ემოციურობისგან.- მახსოვს, რომ უთო გვერდით გადავდე...უკან მიბრუნებულს კი... -კიდევ ერთხელ ამოისლუკუნაადა ცრემლიანი თვალები მომაპყრო.- დამწვარი დამხვდა.- დაამთავრა და კიდევ უფრო ატირდა.
- კარგი დაწყნარდი არაუშავს. წამოდექი- ისევ ვცდილობ აყენებას. უკვე თვითონაც მეხმარება ადგომაში,თან გაოცებული სახით შემომყურებს.
- არ მიყვირებთ? არ გამაგდებთ?-შეშინებული დააცეცებს ცრემლიან თვალებს ჩემს სახეზე.
- ამის გამო? რა თქმა უნდა არა. ის უბრალოდ კაბა. ნაჭერი და მეტი არაფერი. - ვუღიმი და ვცდილობ დავამშვიდო. - მითუმეტეს ბავშვობიდან მიცნობ. როგორ გონია ამას გავაკეთებდი?
- მართალია თქვენ მას არ გავხართ. თქვენ ნამდვილად ჰანა ხართ ის გოგონა მე რო ასე მიყვარდა და ვიცნობდი. - მისი სიტყვები გულს მითბობს.
- კარგი კაბაზე არ იღელვო რამეს მოვახერხებ.- დამშვიდებული ვუშვებ ოთახიდან. თავში კი მხოლოდ ერთადერთი დამნაშავე მიტრიალდება ვისაც ეს შეეძლო გაეკეთებინა. ტელეფონს ვუბრუნდები.
- რა მოხდა?- აშკარა ბრაზი იგრძნობა მის ხმაში.
- ისეთი არაფერი ჩემი საღამოს კაბა დაიწვა - ამას ისე ადვილად ვამბობ სიცილიც კი მიტყდება.
- კარგი. საღამოს ის ჩაიცვი რასაც ახლა მოიტანენ- მკაცრად ამბობს. ჯერ ისევ იგრძნობა სიბრაზე.
- ჯონგინ არაა საჭირო დედას დავურეკავ.
- მინდა ჩემი გამოგზავნილი კაბა გეცვას - ხმა ურბილდება და თითქოს მეც ვლბები.
- კარგი მაშინ დაველოდები შენს მიერ გამოგზავნილ კაბას - სარკეში ჩემ განაზებულს ქცევებს ვიხედები და დატუქსვის მიზნით თვალებს ვუტრიალებ საკუთარ თავს. ტელეფონს ვთიშავ და ისევ ტუმბოზე ვაბრუნებ.
****
რაც უფრო ახლოვდება საღამო მით უფრო მემატება ნერვიულობა. ოთახიდან გავდივარ. გზაში დედას ვეჩეხები. სახეზე დიდი სევდა ადევს. თავისი ოთახისკენ ისე მიდის ვერც კი მამჩნევს.
-დედა?- ჩუმად ვეძახი. ის კი კრთება და ჩემსკენ ბრუნდება.
- ოჰ საყვარელო - ვუახლოვდები. ხელებს შლის და გულზე მიკრავს.
- რა მოხდა დე?- ვეკითხები მასზე მიკრული.
- დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა,მაგრამ ახლა როცა შენ ჩაგეხუტე კარგად ვარ- უკან მწევს. თმებს უკან მიწევს და ღიმილს იკრავს სახეზე.- მოიცა რატომ არ ემზადები? სტილისტი არ მოსულა? კაბა?
- კი მოვიდა და მასთან არის- ხელს იმ ოთახისკენ ვიშვერ, სადაც ქალბატონია მოთავსებული.
- ყველაფერი გამოსწორდება - ხვნეშის და თან ღმად სუნთქავს. კიბეებზე ამომავალი ფეხის ხმა იპყრობს ჩვენს ყურადღებას.
- ქალბატონო კანგ - ჯივონი დედას ესალმება თავის დაკვრით. ხელში კი დიდი თეთრი ყუთი უჭირავს.- პატარა ქალბატონო - მიბრუნდება და ყუთს მაწვდის.- ბატონმა კიმმა გადმომცა თქვენთვის.- სახეზე ბედნიერების მილიონი ფერი მედება.ყუთს ვართმევ და გაუხსნელად ვათვალიერებ. ჯივონი გტოვებს.
- მგონი შენსა და იმ ბიჭს შორი რაღაც ურთიერთობაა- ყალბი სიბრაზით შემომყურებს,თუმცა სახეზე ღიმილი ეკვრის. მხოლოდ ფართო ღიმილით ვპასუხობ. - რა არის? - თვალებით ყუთზე მანიშნებს.
-კაბა საღამოსთვის.
- გუშინ ჩვენ ხომ...- აღარ ამთავრებს. ჩაფიქრებულმა თვალები მოატარა დერეფანს.
- შემთხვევით რაღაც დაემართა - სიცილით ვამატებ და ვცდილობ აღარ დავუმატო სანერვიულო. ორივე ხელში სახეს იქცევს და შუბლზე მკოცნის როგორც ამას ჯონგინი აკეთებს ხოლმე. ამ შედარებაზეც კი მეცინება უკვე.
- კარგი მიდი გამოეწყვე გავიგოთ როგორი გემოვნება აქვს შენს ბიჭს- ცდილობს ისიც ამყვეს სიცილში და ხელით ოთახისკენ მიბიძგებს. მიმავალს კი გონებაში გაფუჭებული კასეტასავით მიტრიალებს სიტყვები "შენი ბიჭი".
****
სარკეში ვიხედები და ჩემს თავს ვეღარ ვცნობ. თმა ისეთი რბილი, ლამაზი და ბზინვარეა. უკან ლამაზად აკეცილი.წინ რამდენიმე პატარა ღერი ჩამოყრილი და დახვეული ლამაზად დგას. მაკიაჟი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მსუბუქია მაინც ზედმეტად მეჩვენება. კაბა კი მართლაც საოცრება იყო. ტანზე მომდგარი,მხრებზე ოდნავ გადაწეული,მთლიანად სწორი დადებული ბოლონდე.მარცხენა მხარეს კი შეხსნილი მუხლს მაღლა. შესაბამისი ფეხსაცმელიც, რომელიც წინასთან შედარებით უფრო კომფორტულია ან ასე სულ სხვა მიზეზის გამო ვთვლი. ხელები მუცელთან მაქვს შეკრული და სარკის წინ ვტრიალებ.
- საოცარი ხარ- ოთახში დედას ხმა ისმის. ხელები პირზე აქვს აფარებული და თვალებში ცრემლები უდგას.
- დეე...- ხელებს ვშლი და მისკენ მივდივარ. ვეხვევი.
- მოდი ეს გაიკეთე- უკან მწევს და ხელში შერჩენილ ყელსაბამს მაწვდის. ისევე როგორც ყველაფერი ისიც სადა და ამავე დროს ძალიან ლამაზია. სამკუთხედის ფორმის განშტოება აქვს. ლამაზი ნაკეთობით კი ყვავილის აგებულებას მოგაგონებს.ყელზე ფრთხილად ათავსებს. - აი ახლა ნამდვილად სრულყოფილია- ბედნიერი სახით შემომყურებს. - წავედით. გველოდებიან - ხელს ვკიდებ და დაბლა ჩასასვლელად გავდივართ.



№1  offline წევრი qeti16

მაინც ვერ მოვითმინე და გუშინდელიდან მოყოლებული ვკითხულობ.ძალიან მინდოდა ჰანა კაისთან რომ ყოფილიყო და ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ასეც რომ მოხდა. blush ეს ყალბი ჰანა ვინმემ მოკალით რა rage აი ვიცოდი რომ კაბას რამეს დაუშავებდა და კიდევ დარწმუნებულივარ დაბადებისდღეზეც რამეს მოიმოქმედებს. იმედი მაქვს საკადრისი პასუხი მალე გაეცემა smiling_imp კაი და ჰანა როგორი საყვარლები არიან relaxed ახლა რა მოითმენს მე-9 თავამდე disappointed ერთი სული მაქვს როდის დადებ .. წარმეტებები heart_eyes kissing_heart

 


№2  offline წევრი davinna

vaime rogor mikvarxar ..vgijdebi am istoriaze..am saitze pirvelad shemxvda kpop-eli da sizarulisgan mecxre caze var..hoom ai hanna da kai ragac saocreba vgijdebi am wkvilze..es dzalit hanna moashore kargs izam :D warmatebebi da male dade shemdegi

 


№3  offline წევრი mariia

qeti16
მაინც ვერ მოვითმინე და გუშინდელიდან მოყოლებული ვკითხულობ.ძალიან მინდოდა ჰანა კაისთან რომ ყოფილიყო და ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ასეც რომ მოხდა. blush ეს ყალბი ჰანა ვინმემ მოკალით რა rage აი ვიცოდი რომ კაბას რამეს დაუშავებდა და კიდევ დარწმუნებულივარ დაბადებისდღეზეც რამეს მოიმოქმედებს. იმედი მაქვს საკადრისი პასუხი მალე გაეცემა smiling_imp კაი და ჰანა როგორი საყვარლები არიან relaxed ახლა რა მოითმენს მე-9 თავამდე disappointed ერთი სული მაქვს როდის დადებ .. წარმეტებები heart_eyes kissing_heart

თავიდანვე ასეე მქონდა გათვლილი მიუხედავად იმისაა,როომ ბექიონი ჩანდა :დდდ თავიდანვე ჩემი ბურდღუცუნი ჯონგინისთვის მინდოდა :დდ <3
ამ საღამოს დავამატებ შემდეგ თავს ^^

davinna
vaime rogor mikvarxar ..vgijdebi am istoriaze..am saitze pirvelad shemxvda kpop-eli da sizarulisgan mecxre caze var..hoom ai hanna da kai ragac saocreba vgijdebi am wkvilze..es dzalit hanna moashore kargs izam :D warmatebebi da male dade shemdegi

გაიხარეე შეენ ^^ მიხარია ასე რო მოგწონთ <3 მაგ ჰანასაც მოეხაზება :დდს მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent