შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა თავი 8 ; 9


10-12-2016, 23:31
ავტორი დორრა
ნანახია 1 366

-ლილი ეს შენ.... -ვერ ასრულებს წინადადებას ერეკლე... -გიხდება...მა..მართლა არ ველოდი ასეთ მაგარ ცვლილებას...
-სალი... -დაახლოებით იგივე ემართება პაულსაც და მე და სალი ერთმანეთს ბედნიერი სახეებით ვუყურებთ,მივხვდით,რომ ბიჭებს მოეწონათ ჩევენი გადაწყვეტილებები....
მთელი საღამოს განმავლობაში,სანამ ვვახშმობდით და ლაშქრობის თემებს განვიხილავდით,ერეკლე უცნაურად მიყურებდა,პაული უფრო მარტივად შეეგუა სალის ასეთ გადაწყვეტილებას,ალბათ იმიტომ,რომ სალი ყოველთვის უფრო ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს და ძალიან მარტივად იცვლება,უცბად და სავსებით ირგებს იმ სტილს რასაც გარდაქმნის,აი მე კი თვეები მჭირდება რომ რაღაც მოვიფიქრო,მერე ავწონ-დავწონო,გადავწყვიტო და თუ მივედი შედეგამდე,მერე ნაჭუჭიდან გამოსვლა და გადასხვაფერება ურთულესია.... თუმცა,ბედნიერი ვარ,ამჯერად ცვლილებებით ყველა კმაყოფილი ვართ,რასაც გაგიმხელთ და არ ველოდი....

-აბა რას ვაპირებთ,აიღეთ ბილეთები? -შემოვიდა სალი ოთახში და პაულის გვერდით დივანზე დაჯდა
-კი,ავიღეთ -უპასუხა ერეკლემ მოკლედ და საწოლზე პირქვე გადაწვა
-დაიღალეთ ჰო? -ვკითხე ბიჭებს და გამათბობელზე ჩამოვჯექი,თან ფანჯრის რაფაზე მწოლიარე მიმის მივუალერსე
-ქი... -ამოიღო ხმა პაულმა,ზოგადად ბევრს არ გველაპარაკება ხოლმე,ქართული მაინც უჭირს ცოტა,ძალიან არა მაგრამ საშინელი აქცენტი აქვს და თვითონ კომპლექსდება საუბრისას...
-მოდი დავიძინოთ მაშინ და ხვალ გავარკვიოთ რას ვაპირებთ -თვალი მოგვავლო სალიმ
-მეც ვფიქრობ მასე აჯობებს -დავეთანხმე მეც
-აჰჰჰჰაამმ -ამოიღმუვლა საწოლიდან ნახევრად მძინარე ერეკლემ
-კაი და როდისთვის გვაქვს ბილეთები ეს მაინც ვიცოდეთ? -ტვინში დამარტყა უცებ
-Dienstag… -თქვა პაულმა გერმანულად და სალის შეხედა
-სამშაბათს -ღიმილით თქვა სალიმ და პაულს ლოყაზე აკოცა
-დღეს რა დღეა? -ვიკითხე დაბნეულმა
-ორშაბათი თენდება -მიპასუხა ერეკლემ და საწოლზე წამოჯდა
-ანუ დრო გვაქვს,კარგი... მაშინ დავიძინოთ ახლა. -ვთქვი დაღლილმა, ყველა დამეთანხმა და გავეშურეთ ჩვენ-ჩვენი საწოლებისაკენ.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
თვალს ვახელ,საშინლად მცივა,ხელით ტუმბოზე დადებულ მობილურს ვეძებ,ვპოულობ და საათს ვუყურებ... 03:47 აწერია,ანუ დაახლოებით დილის ოთხი საათია... მცივა... საბანი არ მაფარია... გვერდით ვანათებ და ერეკლე არარის,საბანს ვიხურავ და გვერდს ვიცვლი...ვერ ვიძინებ,ვწრიალებ... საათს ისევ დავხედე-04:13... ამდენი ხანი სადაა გასული... ვფიქრობ ჩემთვის და უკვე აღელვება მეპარება... საწოლიდან ვდგები,საბანს ტანზე მჭიდროდ ვიხვევ და სააბაზანოში გავდივარ,ვიმედოვნებ აქაა... კარი ღიაა,თუმცა შუქი არ ანთია,ანუ აქ არ არის... გზას ვაგრძელებ და სამზარეულოში გავდივარ,არც აქაა,უკვე გამობრუნებას ვაპირებ როცა აივნის მოშენებაში მკრთალ,პატარა წითელ წრეს ვხედავ... მივხვდი იქარის ერეკლე... ეწევა... მივუახლოვდი... ღია ფანჯარასთან,მხოლოდ ტრუსით დგას და ეწევა,თმა უაზროდ გაწეწილი აქვს...თავი ოდნავ მოაბრუნა და ლამპიონის შუქზე დავინახე როგორ ჩაიღიმა... გარედან სუსხი შემოდის... ძალიან ცივა... დეკემბრის შუა რიცხვებია უკვე... გარეთ გავიხედე...
-თოვს... -ჩავიჩურჩულე
-დიდიხანია... -ასევე ჩუმად თქვა ერეკლემ
-გაცივდები... -ვეუბნები და საბანს ფრთხილად ვახვევ,თუმცა მახსნევინებს...
-არაფერი მომივა... -უცნაურ სუნს ვგრძნობ
-ეკე,დალიე?
-ჰო... -ამბობს დარცხვენილი,ბავშვს რომ დანაშაულზე წაასწრებენ და მალავს,ისე დახარა თავი...
-ეკე გაცივდები...
-მოწევ? -მეკითხება და სიგარეტს მიწვდის,თითქოს საერთოდ არ გაუგონია ჩემი ნათქვამი
-ეკე.... -ვეუბნები თითქმის მუდარის ტონით
ერეკლე ჩემსკენ ბრუნდება,ზურგით ფანჯარას ეყრდნობა და ხელებს წელზე მხვევს,მე საბანს ვიხსნი,ის შუბლზე მკოცნის და საბანს მართმევს...
-რატომ ზრუნავ ასე ძალიან?
-მთვრალი ეკე არ მომწონს...
-მთვრალ ეკეს კი უფრო მეტად მოსწონხარ...
ნელ-ნელა მიდის კუთხისკენ მიდგმულ დივანთან და საბანშემოხვეული ჯდება,ფეხებს იკეცს და ხელებ და საბანგაშლილი მელოდება როდის მივალ მასთან... მცივა,სწრაფად ვხურავ ფანჯარას,ფარდებს მთლიანად ვწევ და გარემოს ვანთავისუფლებ,რომ კარგად ჩანდეს თოვა,რაფიდან სიგარეტს და ასანთს ვიღებ და ეკესთან სირბილით მივდივარ,დივანთან სავარძელს ვაჩოჩებ,რომ უკეთ მოვთავსდეთ და ერეკლესთან ვჯდები,ზურგით მისკენ ვკალათდები,ის კი საბანს მახვევს,კიდევ კარგი ეს საბანი დიდია და ორივეს გაგვწვდა...ყინავს,შუაღამეა,თოვს... არვიცი რატომ არ გვძინავს,რა არ გვაძინებს,ან რატომ დალია ერეკლემ მარტომ,მაგრამ ეს სიტუაცია იმდენად კარგია,მკლავს..... სიგარეტს ვიღებ და ვუკიდებ,ერეკლეს ნელ და თბილ სუნთქვას კისერში ვგრძნობ.... ვდუნდები და ღრმა ნაპასებს ვურტყავ... გარეთ გადაუღებლად თოვს... სიგარეტს ვაქრობ და ერეკლესკენ ვბრუნდები...
-მაკოცე.. -მეუბნება ჩუმად და სადღაც სიღრმეში ჩაფიქრებული იყურება,ნელა მივდივარ მის ტუჩებთან,თუმცა....
-ეკე... -მაინც მაიწუხებს ერთი შეკითხვა
-რაიყო -გადმოაქვს მზერა ჩემზე,ის იმდენად თბილია...
-ეკე რატო დალიე?
-იმიტო.... იმიტორო... -დაბნეული იყურება ერეკლე აქეთ-იქეთ -დავიბენი...
-რისგან? -სერიოზულად გამიკვირდა
-ყველაფრისგან... საკუთარი მგრძნობელობის მიკვირს ლილ... -ეცინება ერეკლეს და ისედაც აჩეჩილ თმას კიდევ იჩეჩავს... მე მეღიმება და კიდევ ვეძიები
-ეკე,გიყვარვარ?
-ჰო ლილი,ჩემო ლილიტ,მართლა მიყვარხარ და ხომ ხედავ,თავადაც მიკვირს ამ გრძნობის...
-შევეჩვევით... -ვეუბნები და ვკოცნი... ვკოცნი მთელი გრძნობით,მთელი სიყვარულით და ყველაფრით,რაც გამაჩნია....
ვატყობ ნელ-ნელა როგორ ეპარება ცას სინათლე და ყურთან ერეკლეს ღიღინი მესმის... მთვლემს... თუმცა ეკეს ალბათ წამითაც არ სძინებია... ვფხიზლდები და ვარჩევ რასაც ღიღინებს... როგორ მიყვარს ეს სიმღერა... საიდან გაახსენდა საერთოდ... მეღიმება და ჩუმად ვუსმენ,ის კი ღიღინებს:-წითელთმიანო გოგოო,გული გამიღე მეე,შენზე ვფიქრობ დღე და ღაამ...მაგრამ არ ვიცი როგორ,უნდა გაგანდო ეს,შენ ხომ სხვებს სულ არ გავხარ....
[video=http://www.youtube.com/watch?v=fF5Bq2zR0oA][center]
ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა....სიამოვნებისგან მბურძგლავს.... ვხვდები,ვხვდები როგორ მომიცვა მთლიანად ეკეს სიყვარულმა...


თავი 9
მთელი ღამე უძილობაში გავატარეთ... მთელი ღამე ბარდნიდა... ციოდა,მაგრამ ჩვენთან არა...ჩვენს გულებში არა... მთელი ღამე ლილის ყურთან ვღიღინებდი სიმღერას -„წითელთმიანო გოგო“ და ალბათ არასდროს დავიღლები ლილიანასთვის სიმღერით...
ფიქრებში ვარ გართული,როცა ოთახში პოლი შემოდის...
-ჰაი... -მესალმება პოლი
-სალამი პოლ...
-სად არიან გოგოები? -მეკითხება აქცენტიანი ქართულით და წითურ წვერზე ხელს ისვამს... არვიცი რატომ ,მაგრამ ეს უხერხულობა მაინც ვერ დაძლია...
-მაღაზიებში გაივლიან,რაღაცებს იყიდიან რომ საღამოს მოვემზადოთ,დილით ადრე გავალთ...
-საჩმელს გზაშიც ვიყიდდით...
-რავიცი,მეც ეს ვუთხარი,მაგრამ აიჩემეს... თან სხვა რამეებსაც ვიყიდით ბარემო და აღარ შევეწინააღმდეგე.... ვისაუზმოთ?
-ჯერ მომაცევინე.... -პაულს სიგარეტის კოლოფს ვუწვდი და ერთად ვეწევით...
რამდენიმე საათში გოგოებიც მოდიან და ეზოდან გვეძახიან,ტაქსიდან უამრავი რაღაც გადმოგვაქვს და ოთხი ადამიანიც კი ძლივს ვეზიდებით...
-ამდენი რა იყიდეთ კიმარა?! -ვბრუნდები ლილისკენ გაფართოებული თვალებით -აპოკალიფსს კი არ გავურბივართ... -თავად მეცინება საკუთარ ნათქვამზე.
-ცოტა საჭმელი,ცოტა საჭირო ნივთები,ცოტაც ტანსაცმელი.... რამდენი რამაა საჭირო... მომზადებული უნდა ვიყოთ -იკრიჭება სალი და ლიფტიდან სახლში შერბის.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
-ბიჭებოო მოდით -გავძახე სამზარეულოდან და სალის წინ ჭიქით ყავა დავუდგი
-დღეს არ დავლიოთ? -ამომხედა სალიმ და მერე ყავის ჭიქას დახედა
-რავიცი,ბიჭები თუარ დალევენ კარგი იქნება... ჰოიცი ზომა-წონა არ იციან,დათვრებიან და ხვალ დილას ადრე გავდივართ და გაგვიჭირდება... თან დიდი დროის გზა გვაქვს და...
-კაი მაშინ ცოტა ჩამიმატე ყავაში რაა -გაბრწყინებული თვალებით ამომხედა სალიმ და წარბები აათამაშა
-კაარგი,კარგი -სიცილით ვუთხარი მე -ცოტა გავურიოთ,“ხოდზე“ მოგვიყვანს -წარბები ავწიე და კარადიდან კონიაკი გამოვიღე,ჩუმად ჩავამატე ცოტ-ცოტა ჩემი და სალის ჭიქაში და ის იყო კონიაკი კარადაში დავაბრუნე,ბიჭებიც შემოვიდნენ სამზარეულოში
-რას შვრებით ? -კითხულობს ერეკლე და ჯდება...
-ჩვენ ყავას ვსვამთ,ჯერ არ გვშია,თქვენ ჭამეთ. -ეუბნება სალი და ყავას წრუპავს -ვუიმე,აი ვგიჟდები შენს მომზადებულ ყავაზე,ლილ -იცინის და თვალს მიკრავს სალი,მე არაფერს ვიმჩნევ და ღიმილით ვუკრავ თავს მადლობის ნიშნად.
-პოლ,ყავას არ დალევ? -ვბრუნდები პაულისკენ,რომ რამე არ შევიმჩნიო
-ნაინ... არა,არა ლილ,გმადლობ... -საკუთარ ენების არევაზე თვითონვე ეცინება და ჭამას აგრძელებს
-მე დავლევ... -მოკლედ მომიჭრა და ცალი წარბი ამიწია განაწყენებულმა ერეკლემ
-გავაკეთებ -ვჩურჩულებ ჩემთვის და და მაგიდიდან ვდგები
-აბა,განვიხილოთ მომავალი დასვენება. -იწყებს სალი
-ჰო მეც მაინტერესებს დეტალები -ვებმები საუბარში,ყავის ჭიქას ერეკლეს წინ ვდგამ და სკამზე ფეხს ვიკეცავ.
-რა გაინტერესებთ? -ილუკმება ერეკლე და თეფშს თვალს არ აცილებს.
-კაი დაამთავრეთ ჭამა და მერე განვიხილოთ -ვეუბნები მე და ჩემს ყავას ვსვამ....
-მიაუ... -მესმის ფეხებთან მიმის ხმა
-რაო გოგონა,მოგშივდა? სულ აღარ გაქცევ ნორმალურ ყურადღებას... ისე ნეტა შენ რა უნდა მოგიხერხო აა? -ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და მიმისკენ ვიხრები,ვეფერები,მერე ვდგები,ჯამში საჭმელს ვუყრი,ისიც სიამოვნებით შეექცევა საკუთარ სადილს და მე ჩემი ადგილისაკენ ვბრუნდები
-დავამთავრეთ -ამბობს სალი და მაგიდიდან დგება,ბარემ მეც ფეხზე ვდგავარ და მაგიდას ვალაგებთ,ბიჭები ოთახში გადიან და ჩვენც მცირე ხანში ვუერთდებით
-აბა ეხლა თქვით! -ტაშს ჰკრავს სალი და გამათბობელთან იატაკზე ჯდება,მეც ყავის ჭიქას ვუწვდი,რომელიც უკვე გაიყინა და მის გვერდით ფეხმორთხმული ვჯდები.
-მდაჰჰ.... -იწყებს ერეკლე და პაულს უყურებს,ისიც ტუჩებზე თითებს ისვამს,ისე თითქოს ელვა შესაკრავი შეკრაო,ეს ნიშნავს რომ ჩუმად ვარო,ანუ რაღაცას ასაიდუმლოებენ
-ესენი რაღაცას არ გვეუბნებიან -გამომცდელი თვალებით იყურება სალი
პოლი უცოდველი თვალებით იყურება და მხრებს იჩეჩავს,მერე მიმის იყვანს,მუხლებზე იწვენს და ეფერება….
-კარგი,მოკლედ გეტყვით... -იწყებს ერეკლე -ხვალ,დილით,10 საათზე გავდივართ,მივდივართ მთაში,პატარა კოტეჯი ვიშოვეთ... ძალიან მაგარი ადგილია,წამოიღეთ ყველაფერი,რასაც საჭიროდ ჩათვლით,მაგრამ ძალიანაც ნუ დაიტვირთებით... ჰო,მატარებლამდე ტაქსით მივალთ,მატარებელი გადის თერთმეტს რომ დააკლდება 15 წუთი,ადგილზე ვიქნებით მაქსიმუმ სამ საათში,ასერომ არ დაიღლებით ძალიან... ცივილიზაცია არის,დრო განსაზღვრული არ გვაქვს,ანუ რამდენ ხანსაც მოგვინდება იმდენ ხანს დავრჩებით... სახლის ინტერიერს ნახავთ თავად...
-კარგიიი.... -ამბობს სალი და ფეხზე დგება -მგონი დროა მოვემზადოთ და დავიძინოთ,წინ დიდი მხიარულება გველის -ტაშს უუკრავს სალი და წამოდგომაში მეხმარება
მთელი საღამო მზადებას მოვუნდით,ყველანი ძალიან დავიღალეთ.... გადმოვქექე ყველაფერი,რაც კი სახლში მქონდა....და აი როგორც იქნა მივედით იმ კულმინაციურ მომენტამდე,როდესაც ყველა მზად ვართ...
-ძალიან ბევრი არაა მგონი... -ამბობს სალი და საკუთარ სამ ჩანთას უყურებს,რომლიდანაც ალბათ ერთიც კიარაა პაულის...
-ეს ჩემია... -ამბობს ერეკლე და საკუთარ ზურგჩანთას სალის ჩანთებთან დებს... მერე გაკვირვებული უყურებს სალის ჩანთებს და ჩემკენ წარბშეკრული იყურება -იმედია შენიც ამ რაოდენობის არარის...
-არა... -ვამბობ არხეინად და ერთ სამგზავრო ჩანთას და ერთსაც პატარა ზურგჩანთას ვდებ... -ეს ზურგჩანთა მიმისია...
-რა?! -ყველა გაკვირვებული მიყურებს
-აბა მარტოს ვერ დავტოვებ და ვერც ვერავის დავუტოვებ,თან არვიცით რამდენ ხანს დავრჩებითო და...
-კარგი... მართლა არაა სხვა გზა... -ამბობს სალი
-პაულ,შენი ჩანთ? -ვეკითხები პაულს
-სალის აქვს რაღაცები ჩემი -ამბობს პოლი
-კიდევ კარგი,გული დამიმშვიდდა რო ეს სულ სალისი არაა -სიცილით ამბობს ერეკლე...
-კარგი! საჭმელი გვაქვს,ბევრი გამოსადეგი ნივთიც მოგვაქვს... მგონი ყველა და ყველაფერი მზადაა... -ვამბობ მე და სახე მებადრება
ყველა უზომოდ ბედნიერები ვართ,უკვე ძალიან გვიანაა და დასაძინებლად მივდივართ... მთელი ღამე ისევ ვერ ვისვენებ და ეკეს ვეკვრი...
და აი! გათენდა ეს მშვენიერი დღეც,როცა ჩვენი დაუვიწყარი საშობაახალწლო არდადეგები იწყება... დილით ყველანი აქეთ-იქეთ დავრბივართ,როგორც იქნა ყველა ვწესრიგდებით,მე მიმის პატარა ჩანთაში ვსვამ და ვამოწმებ სახლში რაიმე ჩართული ან ღია ხომ არ რჩება,კიდევ ერთხელ ვავლებთ ჩვენ-ჩვენს ბარგს თვალს,რომ არავის არაფერი დაგვრჩეს და სახლიდან გავდივართ.
სადგურში დაახლოებით ნახევარ საათში ვართ... და აი ვდგავართ მატარებლის ბაქანზე...
-იწყება... -მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა ერეკლემ და ჩვენც შევდით ფეხი მატარებელში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent