მივიწყებულთა კუნძული 9
ჯონგინი სმოკინგში გამოწყობილი ვდგავარ და ჩემი ნერვიულობა პიკს აღწევს. საკმაოდ ბევრი ხალხია მოსული. ჟურნალისტები აქ არ არიან, მაგრამ სამაგიეროდ გარეთ წითელი ხალიჩა მოგვიწყეს. მათზე არ ვდარდობ მენეჯერები რამე გამართლებას მოუძებნიან მითუმეტეს ყველა აქ ვართ. თვალები კიბეებისკენ მეპარება. ველოდები როდის ჩამოვა. მზერას მისი შემცვლელი მიფარავს და წინ დგება. - მიხარია,რომ მოხვედი- წამით თვალს ვავლებ მის აღნაგობას. მოკლე გამომწვევი კაბა,მკვეთრი მაკიაჟი და სახეზე "ყველაზე კარგი ვარ" მზერა აქვს მიკრული. - მეც მიხარია, რომ აქ ვარ- ირონიული სიცილი მეპარება. რომ შემეძლოს აქვე მივახრჩობდი. მაგრამ ვერ დავივიწყებ,რომ გოგოა, როგორი საზიზღარიც არ უნდა იყოს. გვერდით ბექიონი მიდგება. - ნუ ხარ დაძაბული,თორემ მგონია ცოლი მოგყავს- ჩურჩულებს ჩემსკენ,თან სიცილს ვერ იკავებს. მზერა ისევ კიბეებისკენ გამირბის. კიბის თავში ჰანა და დედამისი დგანან ხელ ჩაკიდებული. ვიცოდი,რომ ასე ძალიან მოუხდებოდა. პირდაპირ ანათებს. - მინდოდა შენთვის ცხვირსახოცი დამებრუნებინა- გვერდიდან მწვდება ხმა. - შეგიძლია გადააგდო - მისკენ არც კი ვტრიალდები. კიბეებზე ჩამომავალი ჰანასკენ მივდივარ და სულ მოუთმენლად ველოდები კიბის დასასრულს. დედამისი გაბრწყინებული სახით შემომყურებს. მის ხელს ჩემს ხელში დებს. - ჩემს განძს გაბარებ.- მხოლოდ გაღიმებას და თავის დაკვრას ვახერხებ თან ისე ჰანას თვალს ვერ ვაშორებ. ქალბატონი კანგი გტოვებს და სტუმრებში ერევა.მე კი მის ხელს უკეთესად ვიქცევ ხელში,მეორე ხელს წელზე ვხვევ და ბიჭებისკენ მიმყავს. მისთვის უკეთესია თუ ნაცნობ გარემოში იქნება ამდენი უცნობის ირგვლივ. ჰანა ყველა ისე მიყურებს თითქოს ვიტრინაში გამოდებული ლამაზი თოჯინა ვიყო. - მშვენიერი ხარ- ჩურჩულით ამბობს ყურთან. მთელს სხეულში ჟრუანტელის ტალღა მივლის. - შენც - ხმადაბლა თუმცა გარკვევით ვამბობ. მისკენ ვიხედები. ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება.მის გაბრწყინებულ თვალებში საკუთარი ანარეკლის დანახვა შემიძლია. ამასობაში ბიჭებს მოვუახლოვდით. თითოეული ძალიან მომნატრებია. სათითაოდ მეხვევიან და მილოცავენ. მათთან თავს მართლაც, რომ ძალიან კარგად ვგრძნობ და საკუთარ სახლში სტუმრად აღარ ვთვლი თავს. სასიამოვნო სიმღერა იღვრება ირგვლივ. შამპანურის ჭიქიდან სითხეს ვწრუპავ. პირველი წვეთები და ეგრევე თავში არბის. თუმცა სასიამოვნო დასალევია. კიდევ ერთი ყლუპის მოსმას ვაპირებდი თუმცა ხელიდან ჯონგინმა გამომაცა და მთლიანად დალია. - უკვე ჩვევაში გექცა დალიო ჩემი ჭიქიდან - კოპებს ვკრავ და მას ვუყურებ. ძნელია ბოლომდე შეინარჩუნო გაბრაზებული სახე როცა საყვარელად მომღიმარი შემომყურებს. - მერე რა.- ეშმაკური ღიმილი ათამაშდა მის სახეზე.ხელს მიწვდის. -დაპირებული ცეკვა - ხელს ნაზად მისას ვადებ. წამის მეასედში მის სხეულს ვეკვრები. - უბრალოდ ამყევი - ისევ ჩურჩულებს ყურთან. ცხელ სუნთქვას მიტოვებს კანზე.- პირობას გაძლევ წაქცევის საშუალებას არ მოგცემ - მთელ კისერს მწვავს ჯერ მისი სუნთქვა,შემდეგ უცაბედად დატოვებული კოცნის კვალი. დარბაზის ყურადღება ჩვენსკენ არის მომართული. მოწვეული სტუმრებიდან ყველა გაოცებული შემოგვყურებს. ბიჭები მომღიმარი სახეებით. ასევე დედაც, რომელიც ორ სტუმართან ერთად დგას. მზერას ისევ მას ვუბრუნებ და მასში ვიკარგები. ტალღებზე მოლივლივე ორ სხრულს ვგავდით,რომელიც სიამოვნებას იღებდა.ხელზე მაწვენს ჩემი გახსნილი ფეხი ოდნავ ზემოთ იწევა.თავისუფალ ხელს სახეზე მისმევს და ისევ ვსწორდებით. შუბლს შუბლზე მადებს. -საშინლად მინდა გაკოცო- სუნთქვა არეული ჩურჩულებს. - მაგრამ არ შეიძლება - მეც არეული სუნთვით ვპასუხობ. - მოგვიანებით - ვამატებ და ორივეს სახეზე ღიმილი გვესახება. ირგვლივ გამაყრუებელი ტაშის ხმა ისმის. გაბადრული სახით ვავლებ თვალს ყველას. ხალხის ჩურჩული მწვდება. -"ვინ არის?" - "ვინ არის არ ვიცი,მაგრამ მშვენიერი წყვილია" დედა გვიახლოვდება. მათ ყურადღებას იპყრობს. - საღამო მშვიდობის.- ჯონგინს ხელს მაგრად ვუჭერ, ის კი ცერა თითით ჩემს ხელს ეფერება და მამშვიდებს.დედა კი აგრძელებს -მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრი. მთელი საღამოა კითხულობთ იმას თუ ვინაა ეს გოგონა? მინდა გაგაცნოთ ჩემი ქალიშვილი და ჩემი მემკვიდრე. სწორედ ისაა ნამდვილი კანგ ჰანა.-მის სიტყვებზე ხალხში ქაოსი ისადგურებს.დედა კი მაინც განაგრძობს- დღეს მეორედ მივაბარე ქმარი მიწას. იმ ადგილას სადაც მისი ცარიელი საფლავი იყო. - თვალებიდან ცრემლები უვარდება. მამა... ბიძია...მიტრიალებს თავში. თვალებით ხალხში ბიძიას ძებნას ვიწყებ,მაგრამ ამაოდ. ვნებდები და დედას ვუბრუნდები, რომელიც ემოციების მოზღვავებას განიცდის. მეორე ხელს მას ვკიდებ. ჩემსკენ იხედება და მიღიმის. ნაღვლიანი თვალებით,მაგრამ მაინც მომღიმარი.- არ ვიცი რა უფრო ცუდია ის,რომ ქმარს ორჯერ ასაფლავებ თუ ის,რომ გატყუებენ და ნამდვილი შვილის ვინაობას გიმალავენ. ჩემი გოგონა ამ თორმეტი წლის მანძილზე კუნძულზე ცხოვრობდა. მას ჩემი ძმა ზრდიდა და იმ იმედით ცოცხლობდა,რომ მე მას ჩავაკითხავდი.მე კი აქ ბედნიერად ვცხოვრობდი ჩემს ვითომ შვილთან ერთად - მზერა ახლა მასზე გადააქვს,რომელიც ხალხში ატუზული დგას და დაბნეული იყურება აქეთ-იქეთ. ხელს მისკენ იშვერს დედა- ის გოგონა...ჰანა...რომელსაც თქვენ ყველა იცნობდით,როგორც ჩემი შვილი უბრალოდ მატყუარა აღმოჩნდა.რომელიც კარგად მოფიქრებული გეგმის წყალობით ცდილობდა ჩემს გასულელებას ჩემი მამამთილის მარჯვენა ხელთან და ამავე დროს კომპანიის ვიცე პრეზიდენტთან ერთად. ხომ ასეა ვიცე-პრეზიდენტო ლი?-მწარე ღიმილს აგებებს მას. შემდეგ "ჰანას" უტრიალდება.- შენ ხომ არაფრის დამატება გინდა ნისა?- ამ სახელის გაგონებაზე სახე ეცვლება. სტუმრებს შორის ხმაური ტყდება ისევ. - თუ რამეს თქმა უნდათ შეუძლიათ პროკურატურაში ისაუბრონ- ბიძიას ხმა მწვდება. ხმისკენ ვიხედები. ხალხს არღვევს და რამდენიმე პოლიციელთან ერთად შემოდის ოთახში. მისი ნახვაა მიხარია და ამავე დროს სიბრაზეც მივლის. რამდენი ხანია რაც აქ არის? დღევანდელი დღის მოვლენების დალაგებას ვცდილობ თავში. ნისა?? ე.ი ესაა მისი ნამდვილი სახელი? და ვიცე-პრეზიდენტი ლი...მამაჩემის მეგობარი. ყოველშემთხვევაში ასე ეგონა მამას. და თან იმ კაცის მარჯვენა ხელი, რომელიც ვერ მიტანს. ჩემი და დედას ირგვლივ მცირე ხალხია ვისაც შეიძლება ბოლომდე ენდო. ****** სულაც აღარ გავდა აქაურობა წვეულებას. შეკრებილი საზოგადოება ერთმანეთში ჩურჩულის მეტს არაფერს აკეთებდნენ. ნისას სახეზე ბევრი ემოციის ამოკითხვა შეიძლებოდა,მაგრამ ერთი განსაკუთრებით ჩანდა. ეს სინანული იყო დედაჩემის მიმართ. თუმცა მე ისევ ისე ყველაფერის წამრთმევად მოვიაზრებოდი მის გონებაში. ვიცე პრეზიდენტის სახეზე კი სირცხვილის,სინანულის ნატამალიც არ იყო. მის უტიფარ გამომეტყველებაზე მარჯვენა ხელით მუშტს ვკრავ. მარცხენას კი ჯონგინს ვუჭერ,რომელსაც მთელი საღამო ჩემი ხელი უჭირავს. პოლიციის ოფიცრები ორივეს ბორკილებს ადებენ. ნისა თავ ჩაღუნული იღებს სასჯელს, ლი კი ეწინააღმდეგება და სახეზე ცინიკური ღიმილი ადევს. - ქალბატონო კანგ სამაგიეროს ასე მიხდით? მე თქვენ შვილი მოგეცით და სიბნელეში შუქი აგინთეთ.- შეკრული ხელები გაბრაზებულმა შეანჯღრი და ორი ნაბიჯით წინ წამოვიდა. - მოკეტეეე...- ნისას ყვირილი ყველას ყურადღებას იქცევს.- შევცდი,როცა არასწორი მხარე ავრჩიე და სწორი მეგონა. - სიბრაზისგან ანთებული თვალებს გაოცებულ ლის აშორებს და დედას უყურებს. თვალებშიც ცეცხლი უნელდება. - შენ თვითონ მოკეტე- გამოსცრა კბილებიდან ლიმ. -მე შენ ოჯახი მოგეცი. ფული...მდგომარეობა... დღეს ამ საზოგადოების წევრად თავი, რომ მოგქონდა ესეც ჩემი დამსახურებაა.-წამის მეასედში ჯონგინის ხელი ჩემსას ცილდება. მისკენ მიდის და მუშტს პირდაპირ სახეში ურტყავს. ლი კი მოულოდნელობისგან ძირს ვარდება. - ეს იმისთვის რაც ამ ოჯახს გაუკეთე- ცრის კბილებიდან და კიდევ იწევს წინ დასარტყმელად, თუმცა ბიძია აკავებს. - არ გინდა შვილო მიხედავენ მას.-მხარზე ხელს მსუბუქად ურტყავს.ლის კი ოფიცრები აყენებენ და კარებისკენ მიყავთ. - ამას ინანებ ჰერიმი -ყვირის ბოლო ხმაზე. - ჰერიმი- ბიძიას ხმა მწვდება.დედას ვუყურებ ფეხები ეკვეთება.ხელს ვაშველებ და მეც მასთან ერთად ვიჩოქებ. ოფიცრებთან ერთად მიმავალი ნისას შეწუხებულ სახეს ვხედავ. - დედას წამალი - ვყვირი ბოლო ხმაზე.მინა წამლით ხელში მორბის. - ჰანა არ მისცე- ნისასკენ ვიხედები ცდილობს ხელი გააშვებინოს მათ და ჩვენთან მოვიდეს. ასეც ხდება. ჩვენთან მოდის იჩოქებს და უკვე ხელში შერჩენილ წამალს მართმევს. თავს უარყოფის ნიშნად აქნევს. - არ მისცე ჰანა. ეს პირიქით წამლას- თვალებიდან ცრემლები უვარდება. მის სხეულს ორი პოლიციელი ეჭიდება და მიჰყავთ.წამალს იქვე აგდებს და დედას მზერას არ აცილებს მანამ ჯერ კიდევ შეუძლია მისი დანახვა. მოსმენილით სრულიად შოკში ვარ. ვერ ვიჯერებ, რომ დედაჩემს ყველაფერთან ერთად წამლავდნენ კიდეც. - მინა ექიმს დაურეკე -ტირილით წარმოვთქვამ სიტყვებს. უფერულ სახეზე ხელებს ვადებ დედას და ვეფერები. - გონს მოდი დე... გთხოვ არ დამტოვო ახლა. - ცრემლებით დაბინდულ მზერაში ჯონგინი ჩნდება. დედას ხელებში იყვანს და კიბეებზე აჰყავს. მეც უკან მივყვები. ბიძია კი ცოტახნით რჩება და სტუმრებს აშოშმინებს. საერთოდ როგორ შეუძლია ასე მშვიდად ყოფნა ვერ ვხდები. ხანდახან ისეთი ცივია მაშინებს კიდევაც. **** საწოლთან მჯომს დედის ხელი მიკავია და ვკოცნი. ექიმის თქმით დღევანდელი ემოციური შოკისგან გახდა ცუდად,თუმცა ყურადსაღებია ისიც თუ რა წამლებს ასმევდნენ. ის ყუთი გამოსაკვლევად წაიღო. დედა კი გამოკვლევებზე დაიბარა. მის მშვიდად მძინარე სახეს შევცქერი. ერთი ხელით სახეზე ვეფერები. - დღეს მძიმე დღე იყო მისთვის -ოთახში ბიძია შემოდის. თავს მისკენ ვატრიალებ. - რამდენი ხანია რაც აქ ხარ? მე რატომ არ ვიცოდი? რატომ არ ვიყავი მაშინ დედას გვერდით, როცა მამას მეორედ ასაფლავებდა?-წყენა და ტკივილი ბურთივით ერთიანად მეჩხირება ყელში. - ჰანა დაწყნარდი -მშვიდად აგრძელებს - გუშინ გვიან ღამით ჩამოვედი. და არ ჩავთვალეთ საჭიროდ მეორედ შენც გადაგეტანა ის ტკივილი რასაც დედაშენი განიცდიდა იმ წუთებში. დამშვიდდი და ქვევით ჩადი. მასთან მე დავრჩები.სტუმრები უკვე წავიდნენ. ბიჭები კი ისევ იქ არიან.- ფეხზე ვდგები. დედას შუბლზე ვკოცნი და მივდივარ, გასვლამდე უკან ვიხედები. ვხედავ როგორი თბილია დედას მიმართ. თავთან უჯდება ჩემს ადგილას საბანს უსწორებს და მის ხელს იღებს. - შენი ძმა შენთან არის ვერავინ ვეღარაფერს დაგიშავებს. - ხელზე კოცნის.მე კი ოთახს ვტოვებ. დაბლა ჩასულს ბიჭები მეგებებიან. - როგორ არის?- ყველას კითხვას სუჰო აჟღერებს. - ახლა უკეთ სძინავს. ყველაფერი დღეს მომხდარი ამბების ბრალია. - ვხვნეში. - მგონი ჩვენი წასვლის დროა- ბექიონი ბიჭებისკენ იხედება და ყველასგან დადებით პასუხს იგებს. სათითაოდ მემშვიდობებიან. - მანქანში დაგელოდებით-ჯონგინს მოაძახეს და გავიდნენ. მისაღებში მარტონი დავრჩით. ხელებს წელზე ვხვევ და მის სხეულს ვეკვრები. ისიც მის მკლავებში მიქცევს. თმებში ცხვირს რგავს თან თავზე მკოცნის. ხელებში ჩემს თავს იქცევს და უკან სწევს. თვალებში შემომყურებს. - თუ გინდა დავრჩები.- ხმადაბლა ამბობს. თან თვალს არ მაცილებს. - არა წადი -ჩემი სიტყვებით თითქოს სახე შეეცვალა და სახიდან ხელებს მაცილებს, მაგრამ ახლა მხოლოდ დედასთან მინდა ყოფნა. - დედასთან მინდა ვიყო ამ ღამით - ჩემს ნათქვამს ვასწორებ და მის გაბუსხულ ნამიან ტუჩებს ვეხები. - კარგი. - ხელებს ისევ მადებს. ახლა თვითონ ეხება ჩემს ტუჩებს. - დედას ვერ შევეცილები შენთან ყოფნაში - ტუჩებთან ჩურჩულით ამატებს.ცერა თითს ჩემს ქვედა ტუჩზე ავლებს და ოთახს ტოვებს. მე კი მარტო ვრჩები. მთელ ოთახს თვალს ვავლებ. ისეთივე არეულობაა ირგვლივ როგორიც ჩვენს ოჯახშია. კიბეებისკენ ვტრიალდები. ზემოთ ბიძიას მომღიმარ სახეს ვხედავ. - როგორც ჩანს მიხვდი, რომელი მათგანი გიყვარს- ტუჩის კუთხე ღიმილის ნიშნად ეპობა. მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ ამიტომ სიტყვის უთქმელად გვერდს ვუვლი და დედასთან შევდივარ. **** თმებზე შეეხებას ვგრძნობ. ვიღაც ჩემს თმას ეფერება. შემდეგ სახეზე ატარებს თითებს. ცხვირში დედას სასიამოვნო სურნელი მწვდება. ნებიერა ბავშვივით მასზე მიკრულს მეღვიძება. გაბრწყინებული სახით დამყურებს. ისეთი ლამაზია მისი მშვიდი და მომღიმარი სახე მთლიანად გულს რომ ათბობს. - როგორ ხარ დე?- ვიწევი და მომღიმარ სახეზე ვკოცნი. - ამაზე უკეთ არც შეიძლება- გულ-მკერდზე მიკრავს. რამდენჯერმე სწრაფად მკოცნის თავზე. **** საავადმყოფოში რამდენიმე გამოკვლევის შემდეგ გამოვედით. პასუხებს დროს სჭირდებოდა. - ჯივონ შეგიძლია ჰანას მოემსახურო- უკვე სახლთან მისული განკარგულებას აძლევს. - კი მაგრამ არსად მივდივარ - გაოცებული გავყურებ დედას. - გეყოფა სულ ჩემთან ტრიალი და შენს შეყვარებულთან წადი.- ბიძიამ მის სიტყვებზე ჩაახველა და მანქანიდან გადავიდა. დედა ხელით თმაზე მეფერება. - ნუ გეშინია ხომ ხედავ კარგად ვარ. ბიძაშენიც ჩემს გვერდით არის. - მანქანიდან გადადის და კარებს ხურავს. ჯივონიც მანქანას ქოქავს და ეზოდან გაყავს. უკან კი მომღიმარი დედის სახე მაცილებს. სიმართლე ვთქვა მართლაც მინდოდა მასთან მისვლა და ნახვა. ტყუილად არ ამბობენ, რომ დედა ყოველთვის ხვდება თუ რა უნდა შვილს. ჩანიოლმა მითხრა,რომ კომპანიაში არ წასულა ჯონგინი და სახლში დარჩა. ცუდად ყოფნა მოიმიზეზა. ჯივონმაც მათ სახლთან მიმიყვანა. - დაგელოდოთ? - არა შეგიძლია წახვიდე - ვუცინი და მანქანიდან გადავდივარ. მისი ნახვით გამოწვეული სიხარული მთელ სხეულში მედება. შეიძლება ითქვას, რომ მივფრინავ.მეორე გასაღების სამალავის ცოდნა გამომადგა. ჩუმად ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ. მისაღებში პირქვე დამხობილი მხვდება. - ასე უცებ რატომ მოხვედით?- ბურდღუნებს ბალიშზე დამხობილი. ნელი ნაბიჯით მასთან მივედი. მის თავთან დავიხარე. - თუ გინდა წავალ -ჩურჩულით ვუთხარი და ყურთან არსებულ ადგილას ვაკოცე. ჩემსკენ სინათლის სიჩქარით შემობრუნდა და ამავე სიჩქარით აღმოვჩი დივანზე მასთან ერთად. - ვერსადაც ვერ წახვალ - ზემოდან ღიმილით დამყურებს. ენის მოძრაობით ტუჩებს ისველებს. ჩემდა უნებურად მეც იგივეს ვაკეთებ. სწრაფად ეწაფება ჩემს ტუჩებს. სუნთქვა გახშირებული მცილდება. როგორც ჩვევია ცერა თითით ლოყაზე მეფერება. - დედა როგორ არის? - უკეთესად და სწორედ მისი წყალობით ვარ შენთან - ყალბი წყენა ეხატება სახეზე. - ანუ დღეს მთლიანად ჩემი ხარ- სწრაფადვე ვარდება მისი სახიდან წყენა და თვალები ეშმაკურად მოციმციმე უხდება. ეშმაკური ღიმილი ესახება და ისევ ჩემსკენ მოიწევს. ჩანთაში ჩემი ტელეფონი "ყვირილს" იწყებს. - ოოჰ ჯანდაბა! - სწორდება და მეც მივყვები.მის სახეზე სიცილი მიტყდება.თან ტელეფონს ვიღებ. - გისმენთ - დახედვის გარეშე ვპასუხობ სიცილ ნარევი ხმით.თან ცალი ხელით ჯონგინის გაბრაზებულ სახეს ვეფერები. - ჰანა შენი ნახვა მინდა...- მოხუცი ხრინწიანი ხმა ისმის მეორე მხარეს. ამ ხმის გაგებისას ძარღვებში სისხლი მეყინება. ვშეშდები და სიცილიც მეყინება სახეზე.- ნუ ეტყვი მოხუცს უარს. გელოდები.- ტელეფონს თიშავს. - რა მოხდა? ვინ იყო?- ტელეფონს მართმევს. მე კი ისევ გაშტერებული ვარ. სახეს ხელებში იქცევს და მისკენ მახედებს.- ჰანა!..- მოთმინება დალეული შემომყურებს. - მოხუცი კანგი იყო. ჩემი ნახვა უნდა- ბაბუასაც კი ვერ ვეძახი. - მელოდება... - კარგი მე წაგიყვან - ფეხზე დგება. მის ხელს ვიჭერ და ვაჩერებ.უთქმელადაც ხვდება ჩემს შიშს - ნუ გეშინია შენთან ვიქნები და წამითაც არ მიგატოვებ- ჩემსკენ იხრება და მკოცნის. მისი ჩემს გვერდით ყოფნა მამშვიდებს. **** მთელი გზა თითებს ვაწვალებ. პატარაობიდან განსაკუთრებით მაშინებს ეს კაცი. ყველაფერის სათავე ხომ მხოლოდ ისაა. საოცარია ამინდიც კი შესაფერისია. თავსხმა წვიმაა. უკვე მის სახლთან ვართ. მასავით მოქუფრული და შიშის მომგვრელია. განმატოვებით დგას ტყეში. მე კი ჯერ ისევ მახსოვს გზა,რომელსაც ამ სახლში მივყავართ. კარებთან შავებში ჩაცმული მოხუცი კაცი გვხდება. და კაბინეტისკენ მიგვაცილებს. ბოლოს როცა მამასთან ერთად აქ ვიყავი მაშინაც ის დაგვხდა. მისი ასაკი და სახეზე ხაზები შეიცვალა,თუმცა მკაცრი გამოხედვა ისევ ისეთი აქვს. არც ბევრს ლაპარაკობს. ბაბუაჩემთან რომ იცხოვრო ამდენი წელი ალბათ სწორედ მისნაირი უნდა იყო. კარებთან ვჩერდები ჯერ თვითონ შედის და ჩვენს მოსვლას ამცნობს,შემდეგ ბრუნდება და იქაურობას ტოვებს. ფეხს ვითრევ არ მინდა შესვლა. არ მინდა მის წინაშე ისევე უსუსურად ვიდგე როგორც მაშინ,როცა მამას ზურგს უკან ვიმალებოდო და ფეხზე ვეკროდი შეშინებული. - ნუ გავიწყდება, რომ აქ ვარ- ჩურჩულით ამბობს ჯონგინი. მისკენ ვიხედები და მეღიმება. თითებს მისაში ვხლართავ,ღმად ვსუნთქავ და შევდივართ. მაგიდის წინ ვდგებით.პირდაპირ თვალებში ვუყურებ. - როგორ გაზრდილხარ.- თითქოს ეღიმება. აკანკალებული ხელით სკამებზე გვითითებს. - იქნებ დასხდეთ- ხმაც კი უკრთის. მაშინდელივით სიმტკიცე აღარ იგრძნობა. - დიდიხანი არ ვაპირებ ყოფნას. - სხვანაირად არც ველოდი,რომ შემხდვდებოდი.- სიმწრის სიცილი ეკვრება სახეზე. - რატომ დამიძახე? - თვითონაც ვერ ვხდები საიდან ვიღებ ძალას მისწინაზე ასე მყარად ვიდგე და თან ვეპასუხებოდე. - არ შეიძლება ბაბუამ შვილიშვილს თხოვოს მასთან მისვლა? - ბაბუა და შვილიშვილი - ვიმეორებ და მწარედ მეცინება.- როდის ვიყავით ჩვენ ბაბუა და შვილიშვილი?? ახლაც მკაფიოდ ჩამესმის ყურში შენი სიტყვები როგორი კატეგორიული იყავი მამასთან და ეუბნებოდი,რომ არასოდეს მიიღებდი არც დედაჩემს და არც მე. ახლა რა შეიცვალა? გვერდითაც ისეთივე ხალხი გყავს როგორიც თავად ხარ. შენმა მარჯვენა ხელმა დედა მოატყუა და... - ვჩერდები და ნერვიულად ვიცინი - თუმცა უკვე ყველაფერი გეცოდინება. - ჰანა ვიცი ბევრი შეცდომა დავუშვი და მინდა... - გინდა გამოასწორო??- ისევ ვიცინი- როგორ?შვილიშვილს დამიძახებ, მე კი ბაბუას და ყველაფერი გამოსწორდება? დაბრუნდება 12 წელი უკან? მე ისევ დედ-მამასთან გავიზრდები?რა თქმა უნდა ასე არ იქნება. იმიტომ რომ უკვე გავიზადე თან მარტო. ისე როგორც თავად გინდოდა. - სიბრაზისგან მთელი სხეული დაჭიმული მაქვს. - ძალიან მკაცრი ხარ ჰანა- სახეზე სევდის ელფერი ეკვრება. - იგივეს გეუბნებოდათ მამაც. როცა ჩვენ მიღებას თვალცრემლიანი გევედრებოდათ. თქვენ ვერასდროს გახდებით ბაბუაჩემი. მე ერთი ბაბუა მყავდა,რომელიც იმ კუნძულზეა დასაფლავებული სადაც გავიზარდე. ჩემთვის სრულიად უცხო ისე შევიყვარე როგორც ნამდვილი ბაბუა და მან მეტი სითბო დამანახა ვიდრე თქვენ. თქვენ ის კაცი ხართ ვის გამოც იძულებული იყო მამა ქალაქიდან გავეხიზნე. ვის გამოც თორმეტი წელი ველური გოგოსავით გავიზარდე. ცოტა არ იყოს დაგაგვიანდათ მთელი თორმეტი წლით- თავს ვხრი დამშვიდობების ნიშნად და კარებისკენ მივდივარ. ჯონგინიც მომყვება. გასვლამდე უკან ვიხედები თავჩახუნულ მოხუცს გავყურებ - თქვენი შვილი იმ ადამიანის დაცვის დროს დაიღუპა თქვენ, რომ ასე ვერ იტანდით.- კბილებიდან ვცრი ამ სიტყვებს. ვგრძნობ თანდათან როგორ ღვივდება ამდენი ხნის დაგროვილი ზიზღი მის მიმართ.კარებს ვაღებ და ორივე გამოვდივართ.თანდათან ჯონგინის ხელს უფრო და უფრო ვუჭერდი ლაპარაკისას. სახლს გარეთ კარებთან ვჩერდებით. მისკენ მაბრუნებს.- მაპატიე.ძალიან გეტკინა? - ხელს ვუშვებ და უნებურად ცრემლები მცვივდება. - მგონი შენ უფრო გტკივა- ლოყებზე ჩამოვარდნილ ცრემლებს მაშორებს. -მალე წავიდეთ აქედან-მის სხეულს ვეკვრები და პატარა ბავშვივით ვლუღლუღებ.თმებზე ხელს მისმევს და მკოცნის. წვიმა კიდევ უფრო ძლიერად მოდიოდა. თითქოს ვედრით ასხავდნენ. გზაც ცუდად ჩანდა. ფიქრებში წასულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ გაჩერდა მანქანა. - ჯანდაბა!- ჯონგინის ხმა მაფხიზლებს.მისკენ ვიხედები.- ტალახში ჩავვარდით- უთქმელად მპასუხობს. რამდენიმე მცდელობის შემდეგ უშედეგოდ რთავს ძრავას.- საჭესთან გადმოდი და მე მოვაწები.- მანქანიდან სწრაფად გადადის.მე კი გაოცებული სახით შევყურებ. -მგონი გავიწყდება, რომ კუნძულზე მანქანის ტარება არ უსწავლებიათ.- შეწუხებული სახით შევყურებ ბოლოს.ის კი მიცინის. წვიმა ერთიანად ასველებს და თმებზე ეკიდება. - ადვილია.გადმოჯექი და გვასწავლი- მის მითითებას ვასრულებ. საჭეს ვაფრინდები. გასაღებს ატრიალებს.- აი იმ პედალს დააწექი- ხელით მარჯვნივ არსებულ პედალზე ამბობ.მეც ვაწვები და ისიც განწირული ხმას გამოსცემს.- ასე საყვარელო კარგია- ბორბლები ერთ ადგილას ტრიალებს.ფეხს ვუშვებ პედალს-მარცხენა კი აჩერებს. -ახლა მეორე პედალზე მანიშნებს.შემდეგ ჩემსკენ ბრუნდება და ჯილდოს სახით მკოცნის. მთლიანად სველი მეც მასველებს. კარებს ხურავს და უკანა მხრიდან მოწოლას იწყებს. -დააწექი საყვარელო -მესმის მისი ყვირილი. მეც ვაწვები, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო იყო.გასაღებს ვატრიალებ დიდი მცოდნესავით და ვთიშავ. მანქანიდან გადავდივარ. - აზრი არ აქვს- მასთან მივდივარ- იქნებ დავრეკოთ- ისიც მეთანხმება. ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ - მიღება არ აქვს- ჯონგინი თავის ტელეფონს იღებს. - არც ჩემსას.- სახეზე ხელს ისვამს და ურჩი წვიმის მოცილებას ცდილობს. - როგორიც თვითონ არის ისეთივე ადგილას ცხოვრობს. - ვბურდღუნებ და უკან ვტრიალდები. გარემოს ვათვალიერებ.უკნიდან წელზე ხელებს მხვევს და წვიმისგან სველი ტუჩებით კისერში მკოცნის. მე კი მთელ სხეულში მაინც სითბო მივლის. - მაინც ხომ მარტო ყოფნა გვინდოდა - მისკენ ვტრიალდები. ის კი სწრაფად წვდება ჩემს ტუჩებს. - გაცივდები- სიცილით ვამბობ მის ტუჩებზე მიკრული. -შენთან ერთად გაციებაც რომანტიკულია- კიდევ ერთ კოცნას იღებს ჩემგან. - მანქანა ჩაკეტე და წამომყევი- ვშორდები და მანქანიდან ჩანთას ვიღებ. ის კი გასაღებს აძრობს და კეტავს.ხელს ვუწვდი ეჭიდება და წვიმაში ორივე სიცილით მივრბივართ. ცოტა ხნის წინ მომხდარის შემდეგ მე ისევ ვიცინი. ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. პატარა მიტოვებულ ქოხს მივუახლოვდით. შიგნით შევედით. ძველებური მაგიდა ორი სკამით. დიდი ხნის წინ ჩამქვრალი ბუხარი მასთან არსებული რამდენიმე ღერი შეშით.ქოხის კუთხეში მიყრილი რამდენიმე თივის ზვინი დაგვხდა. - საიდან იცოდი ამის შესახებ? -ქოხს თვალს ავლებს. - მამასთან ერთად,რომ ვიყავი მაშინაც ასეთი ამინდი იყო. - ხელი გავუშვი. თივას ცოტა გამოვაცალე და ბუხრისკენ წავედი. ზემოდან რამდენიმე ფიჩხი შეშა დავადე და ბუხრის თავზე არსებული ასანთით ცეცხლი ავანთე. მალევე დაინთო,რადგან ორივე მშრალი იყო. ფეხზე წამოვხტი და ცეცხლის გაჩაღებით გახარებული მისკენ შევტრიალდი.- ესეც ასე ახლა გავთბებით- იმდენად თბილი მზერით მიყურებს ფეხებში ძალა მერთმევა. ჩემსკენ მოდის ნელი ნაბიჯებით. ერთიანად ცახცახი მიტანს. ეს ან სიცივის ბრალია ან ნერვიულობის.სველ თმას ხელით ზურგს უკან მიგდებს.თითს კისერზე ნაზად ატარებს და ქვევით აცურებს. წვიმის წვეტები სველი თმიდან სახეზე ჩამოსდის და ნელი სვლით მიიკვლევს გზას მის კისერზე.მოულოდნელად ნერწყვი მეყლაპება და ჩემი თავის სურვილების თვითონვე მცხვენია. მისი მარჯვენა ხელი წელზე მედება და მისკენ მწევს. უფრო ახლოს. ახლა მეორე ხელით აგდებს ჩემს თმას უკან ზურგისკენ და დანარჩენებს უერთებს. ხელს ლოყაზე მადებს და ცერა თითს ისევ ჩემს ქვედა ტუჩს უსვამს. სახე ახლოს მოაქვს და ცხვირს ცხვირზე მსუბუქად მისმევს. მისი სუნთქვა ჟრუანტელს მგვრის მთელ სხეულში. თვალები მეხუჭება, პირი ოდნავ მეღება და ყრუდ კვნესა მხდება. თითქოს ეს ნიშანი იყო ჩემგან. ნიკაპზე ორ თითს მავლებს და თავისკენ წევს. გაცხარებული მკოცნის. ხელებით თან ქურთუკს მხდის,შემდეგ თვითონ იძრობს თავისას და მაგიდისკენ ისვრის ორივეს.კოცნით კვალი გაჰყავს კისრისკენ. - ძალიან მინდიხარ ჰანა- სუნთქვა არეული ჩურჩულებს.სრულიად ვეცემი მის მკლავებში განცხრომას. კიდევ ერთი კვნესა მხდება,როცა ცხელი ტუჩებით ყურის ბიბილოს ეხება და ოდნავ კბენს. კოცნით ისევ უკან ბრუნდება ჩემს ტუჩებთან.ხელებით მისი პერანგის ღილების დახსნას ვიწყებ. თუმცა მოუხერხებლობას ვიჩენ. ჩემს მოუხერხებლობაზე ეცინება და თვითონ იხდის.მალევე იგივე გზას უყენებს ჩემს ზედატანსაც.ხელებს უკეთეს ადგილას მის კისერზე ვაწყობ. თავისას წელზე მხვევს და მაღლა მექაჩება.ფეხებს წელზე ვაჭდობ, თითებს კი თმაში ვუცურებ და ვექაჩები ოდნავ.ახლა მას ხდება გაღებული პირიდან სიამოვნების კვნესა.ზემოდან დავყურებ. თვალები იმდენად უბრწყინავს ვერც კი ავღწერ მათ მბრწყინვალებას. ცალ ხელს ვუშვებ ახლა მე ვავლებ თითებს მის ტუჩებს,ის კი სწრაფად კოცნის მათ. მეცინება მის ჟინმომდგარ მზერაზე.სახეზე დავატარებ თითებს ის კი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს და ჩემს თითებს მიჰყვება. ვიხრები და ტუჩებს ტუჩებზე ვუხახუნებ. - მიყვარხარ ჯონგინ- ჩურჩულით ვამბობ ზედ ტუჩებზე.ის კი უფრო ძლიერად მიკრავს სხეულზე. ჩემს ტუჩებს თავისაში იქცევს. - მეც ჰანა... მაგიჟებ.- კოცნებს შორის სუნთქვა არეული ჩურჩულებს. - სიგიჟემდე მინდიხარ - ხელში აყვანილი კუთხეში მიყრილი თივისკენ მივყავარ. მუხლებზე იჩოქებს და ფრთხილად ცდილობ ჩემს დაწვენას. თან ცხელი კოცნის კვალი გაყავს კისრიდან მუცლისკენ. ყურში ოთახში აგიზგიზებული ცეცხლის ტკაცუნი,ფანჯარაზე მოკაკუნე წვიმის წეთების და ორი არათანაბრად მსუნთქავი სხეულის არეული სუნთქვა მწვდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.