შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 5)


11-12-2016, 00:30
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 712

ცივა. არც მიკვირს, უკვე დეკემბერია და ტემპერატურაც საკმაოდ დაეცა. კურტკას უფრო მაგრად ვიხვევ სხეულის გარშემო და ვცდილობ არ ვიკანკალო. რუსთაველის კინოს წინ ვდგავარ დებილიბით და ლიზას და ანას ველოდები. არადა ასე არ უნდა დაეგვიანათ. საბედნიეროდ, ბილეთები უკვე ნაყიდი გვაქვს თან ადრე მოსვლა გადავწყვიტეთ, თორემ დავაგვიამებდით.
აქეთ-იქით ვიყურები, იმის იმედად რომ სადმე რომელიმეს თვალს მოვკრავ. მაგრამ მათ მაგივრად სრულიად სხვებს ვამჩნევ. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, თხელი შავი კურტკით ჩემ წინ ნიკა დგას და უხერხულად იშმუშნება. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და თვალს ისე ვაშორებ ვითომ ვერც დავინახე. მაგრამ ძნელია ამის გაკეთება როცა გრძნობ როგორ გაშტერდებიან.
-მარიი!- ანას ხმა მესმის და მისკენ ვტრიალდები. ნიკას ადგილას ანა დგას და მიღიმის, ნიკას კვალი კი გამქრალია. იქნებ მომეჩვენა? მაგარია მარი! ზუსტად ეგ გაკლდა სრული ბედნიერებისთვის.-მოხდა რამე?- ანა შეწუხებული ხმით მეკითხება და ჩემსავუთ გარშემო იწყებს ყურებას.
-არა, ლიზას ვეძებდი.- ვიძახი ჩვეულებრივი, ოდნავ აკაწკაწებული ხმით.- გავიყინე! - ვბუზღუნებ უკმაყოფილო და ანას ენას ვუყობ.
-რავი. -ანა მხრებს იჩეჩს და მიღიმის.-უკვე წესით აქ უნდა იყოს.
-დებილებო!- ლიზას ბედნიერი ხმა უკნიდან მესმის და სანამ შეტრიალებას მოვასწრებ ზურგზე მახტება და სიცილს იწყებს.
-ჩამოეთიე იდიოტო!- სიცილში მეც ვყვები და ლიზა მანამდე ხტება ჩემი ზურგიდან ვიდრე ვარდება. -შევიდეთ? მალე დაიწყება.
კინო-თეატრში ბედნიერი სახეებით შევდივართ, მაგრამ სამივეს ღიმილი იმ წამსვე ქრება როგორც კი მათ ვამჩნევთ. ნიკა, თავისი დიდი ცისფერი თვალებით მაშტერდება, და ვგრძნობ როგორი მწველია მისი მზერა. მის გვერდზე კი გიო, საბა და გივიკო დგანან.
-არ შეიმჩნიო, კარგი?- მეუბნება გაცოფებული ანა და მეც თავს ვუქნევ. ვცდილობ მაქსიმალურად არ შევიმჩნიო ის ფაქტი რომ ამ წამს ოფიციალურად ჩამიმწარდა კინოში წასვლა.



>>>>>>>>>>ნიკა<<<<<<<<<<<

თავიდან რომ დავინახე, გარეთ ელოდებოდა თავის მეგობრებს. არ ვიცოდი რა მექნა, მივსულიყავი თუ არა, მაგრამ ფეხებმა თვითონ წამიყვანეს მასთან. გაბრუნებას ვაპირებდი როცა გამოიხედა და დამიმახა. ეტყობოდა რომ ციოდა, რადგან აბუზული და კურტკაში გახვეული იდგა. როცა დამინახა, სახე წაეშალა, მაგრამ არ შევუმჩნევბარ, ისე გატრიალდა, თითქოს მე არც დავენახე და გამჭირვალე ვყოფილიყავი. ამაზე გავბრაზდი და კინო-თეატრში შესვლა გადავწყვიტე. როგორც კი შევედი უკან მოვიხედე და მასთან მისული ანა დავინახე, ორი წამის შემდეგ კი ლიზა შეახტა ზურგზე და სამივემ სიცილი დაიწყეს. არასოდეს არ მინახავს ის ასეთი ბედნიერი, მაგრამ მისი ბედნიერება იმ წამს ქრება როგორც კი მამჩნევს. ვიცი, რომ ჩემ მზერას გრძნობს, რადგან მას ვაშტერდები და თვითონაც მკვლელი მზერით მიყურებს.
-მგონი ცუდი იდეა იყო.-იძახის საბა დაბალი ხმით. მისკენ გაბრაზებული ვტრიალდები, მთელი ეს მარაზმი ხომ მისი იდეა იყო.
-შენი იდეა იყო, ამიტომ მოკეტე!-ვუღრენ გაბრაზებული ხმით. საშინელი სურვილი მიჩნდება მივვარდე და შუაზე გავგლიჯო.
რას არ ვიზამდი მარის ასეთი სახე რომ არასდროს აღარ მენახა. მარის თვალებში ვხედავ ტკივილს, შიშს, სიყვარულს და სიცივეს. და ვიცი რომ ყველა თუ არა უმეტესობა მაინც ჩემკემ არის მომართული.
იმედი მაქვს, ერთ დღესაც მისი ღიმილის მიზეზიც მე ვიქნები.
მაგრამ, ვერ ვხდები ასე ძალიან რატომ მადარდებს რას იფიქრებს ჩემზე მარიამი. ვიცი რომ არ მომწონს, ვიცი რომ მისი ადგილი ჩემ გულში არ არის. ვიცი რომ მე და ის ერთ დონეზე ვერასდროს ვერ ვიქნებით. რადგან მე "ცუდი" ბიჭი ვარ ის კი "კარგი" გოგოა და უბრალოდ ერთ სოციალურ კლასშო არ ვირიცხებით. ის ვერასოდეს ვერ იქნება "გაჩითული" ტიპების სამყაროს ნაწილი ისევე როგორც მე არ ვიქნები მისი უაზრო სამყაროს ნაწილი.



№1  offline წევრი isterichka123

kaia gaagrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent