შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (2)


11-12-2016, 00:53
ავტორი crybaby
ნანახია 1 907

ჯერ კიდევ მეძინა,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული რომ ზღვის ტალღების კლდესთან თამაში ნათლად აღიქმებოდა ჩემს ძილისაგან დახშულ გონებაში, ტკბილად ვაგრძელებდი სიზმრებში მოგზაურობას. არადა, ჩემს ოთახს მხოლოდ მანქანების გამაყრუებელი ზუზუნი სტუმრობს დილაობით. მეხდაცემულივით წამოვფრინდი საწოლიდან და საათს გავხედე. ჯერ რვა ახალ დაწყებული იყო,მაღვიძარაზე ადრე დავბრუნებულვარ უსიამოვნო რეალობაში. თუმცა რა გასაკვირია, გუშინ ხომ სახლშიმოვლისთანავე დამეძინა, დღეს კი ლექციები მხოლოდ 11 საათიდან მეწყებოდა. ასეა,როცა მოვლენები ხელს მიწყობს, ყველაზე ნაკლებად მინდა ძილი..ჰოდა მეც მახარობელი მერცხალივით წამოვჭიკჭიკდი. ტელეფონი ჩავრთე და მეგის ვთხოვე,ერთად წავიდეთ-მეთქი. მისი მესიჯის მოლოდინში, ფანჯარაზე დადებულ ქოთანში თავმომწონე ყვავილები, წყლის მცირე მიპკურებით დავაბრუნე დედამიწაზე და აივანზე გავინავარდე. როცა ტემპერატურის მინუსებმა ჩემი ახალგამოღვიძებული ნერვები შეატოკეს,სახლში შემოვბრუნდი და უგემოვნო ჩაით ვიწყე გამოფხიზლება. „დღეს ლექციები არ მაქვს,დაგავიწყდა? თორნიკეს ვეტყვი გამოგიაროს, უნივერსიტეტის შემდეგ ჩემთან ამოდით“ იკითხებოდა წერილში,მეც თავი თანხმობის ნიშნად დავაქნიე (თითქოს მხედავდა?) და გავაგრძელე დილის საქმიანობანი. როცა კედელზე მიყინულმა მექანიზმმა, ათი საათის მოსვლა მაუწყა, გავემზადე და ნახევარი საათის შემდეგ უკვე უნივერსიტეტის ეზოს ვლაშქრავდი ანანასის წვენით ხელში,რომელიც სულაც არ უხდებოდა ცივ ამინდს. ფლეილისტის მოძველებული ჰანგები,ისევ იჭრებოდნენ ჩემს გონებაში, მუსიკისთვის გამოყოფილ საკმაოდ დიდ სივრცეში და კინოს საინტერესო კადრებს უტოლებდნენ ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივ ფრაგმენტებს. მხარზე ხელის შეხება რომ ვიგრძენი,თავი ნამდვილად ტარანტინოს მიერ დადგმულ სცენარში მეგონა და ღმერთს ვთხოვე, „ჩემთვის მისი პერსონაჟების მსგავსი ბოლო ნუ გაგემეტებათ“-მეთქი. თავის მკვეთრი მოძრაობით თორნიკე დავლანდე ჩემს უკან და დიდი ღიმილი შევაგებე.
-გამიხარდა შენი ნახვა,მეგიმ გითხრა საღამოს გეგმები?-მივაყარე სწრაფად და ერთად გავემართეთ პირველი კორპუსისკენ.
-რა სახე გაქვს,სერიოზლად დავფიქრდი მოჩვენებების არსებობაზე-ახარხარდა და თმა, თავის ერთი მოძრაობით, უკან გადაიყარა-კი, მეც მაგის საკითხავად დაგეწვიე ამ დილადრიანად, ბოდიში თუ შენს გონებაში მცხოვრები უცნაური არსებები დავაფრთხე.-თმა ამიჩეჩა და ახლა უკვე შორი მანძილიდან მომაძახა, გნახავ მერეო.
თავი მოგონებებში გადაშვებული ადამიანივით გადავაქნიე და ნოსტალგიებით გაჯერებული გავტრიალდი მეორე სართულისკენ,რომ წინ სამი თავით მაღალმა სილუეტმა დამიჩრდილა დღის სინათლე.
-ტარანტინო-წამოვიკივლე და შიშით გავქანდი აუდიტორიისკენ. ნაბიჯების ხმა კვალდაკვალ მომყვებოდა და მაუწყებდა,რომ დრო იყო ეს სასაცილო თამაში რეალობით ჩამენაცვლებინა და პირისპირ გავმკლავებოდი საფრთხეს.-რატომ მომდევ?-ვკითხე შებრუნებისთანავე ფილმის წარმოსახვით გმირს და მასში არჩი რომ ამოვიცანი, ადგილზე მივიყინე.
-მეღადავები?-განწირულივით შემოილაგა ხელები თავზე.-ყოველდღე, ერთი და იმავე გაწერილი სცენარით უნდა შემეგებო?-სცენარი რომ ახსენა ეჭვნეულად გადავხედე ჩემს გონებაში ხომ არ იჯდა-მეთქი და გზა გავაგრძელე.
-შენც იმავეს გკითხავ,ორი დღეა მოსვენება დამიკარგე.-თითები ფრთხილად გადავიტარე თმაზე და პასუხის მოლოდინში უმთვარო ღამესავით შავ თვალებში მივაცქერდი.
-ჰო აბა, დარწმუნებული ვარ შენი მუზების ცისფერი სამფლობელოც ამ მოჩვენებითი პირფერობით გამოტენე.-ჩველუებრივ წარბის მოძრაობით სცადა უპირატესობის დამტკიცება და კარში შემატარა.
-არა, შევცდი. როგორც ჩანს, მე კი არა, სწორედ ჩემი დღიური იკავებს შენს ინტერესებში სათავეს.-მობეზრებით აღვუნიშნე.ამ გადაწყვეტილებით წერტილი დავუსვი ჩვენს საუბარს და ჩემი ადგილისაკენ ავიღე გეზი.თავად სხვა გეგმები ჰქონია,რადგან სამი წერტილის მკვეთრი ნიშნები ამესახა გონებაში,როცა ხმამაღლა დამაწია:
-თითქოს შენ არ იყავი გვერდი ვერაფრით რომ აუარე გუშინ ამ ოთახში ჩემს აშკარა არსებობას-თვალები გადაატრიალა და კმაყოფილი შეუერთდა საკუთარ ბანდას.
რა თქმა უნდა, ლექციაზე ყოველთვის მქონდა იმაზე უკეთესი საქმე ვიდრე ეს ირგვლივ მყოფთა მოსმენაა,ამიტომ უკვე მრავალჯერ წაკითხული „ერთი დღით მეტი“ ამოვიღე და მწარედ გადავწყვიტე,ჟურნალისტური გამოძიება მტრების შეძენის პირველი წყაროა და უნდა შევეშვა-მეთქი. დაუძლეველი სურვილი, მზერის გარკვეული მიმართულებით გაშვებისა, გამალებით ცდილობდა ტყვეობიდან განთავისუფლებას. მე კი მოსალოდნელი ცინიზმის თავიდან ასაცილებლად ბოლომდე ვახდენდი კონცენტრირებას კითხვაზე, მაგრამ საკუთარი თვალები მაინც გამოვიჭირე რამდენჯერმე ფაქტზე, თუ როგორ აკვირდებოდნენ გაცხარებით მობაასე, მეორე ბოლოში მჯდომ, ყმაწვილს. იგი თავაზიანად ცდილობდა მოსაუბრესთვის ეგრძნობინებინა თვალების კონტაქტით რომ, იმ წუთას მხოლოდ მისი საუბარი წარმოადგენდა არჩისთვის ერთადერთ ინტერესს, მაგრამ მე სხვა,მეტიც, სიტუაციასთან შეუსაბამო დასკვნები გამოვიტანე,როცა ჩვენი ინტერაქცია რამდენიმე მდუმარე შეხედვით და ძლივსშესამჩნევი ტუჩების გამოძრავებით შემოიფარგლა.
ლექტორმა ერთკვირიანი ვადა დაგვინიშნა, რაღაც პროექტის მოსამზადებლად და ჩვენზე დიდი ბედნიერებით გვამცნო სალექციო დრო ამოიწურაო. მე თუ აქამდე რუტინად ქცეულ მოქმედებებს, (როგორიც, მაგალითად, აუდიტორიიდან ბოლოს გასვლა იყო და ა.შ) გააზრების გარეშე ვასრულებდი, დღეს მივხვდი,რომ განზრახ დაველოდე ოთახის დაცარიელებას.
რადგან ჩემი უკონტროლო ქცევების მთავარი გმირის ხასიათის ამოცნობა ჯერ ვერ მოვახერხე და არ ვიცოდი გაიმეორებდა თუ არა გუშინდელ შემთხვევითობას, უხალისოდ გავემართე გასასვლელისკენ. სასიამოვნოდ გამცრა ტანში,როცა კარის მოჯახუნებასთან ერთად, არჩის გახშირებულმა სუნთქვამ დაარღვია სიჩუმე. უპარდონოდ მოიქცია ჩემი თავი ხელებში და წინააღმდეგობას რომ ვერ გადააწყდა დაიწყო:
-სალამი ცეცხლისფერო,იქნები ჩემი კრიმინალური პარტნიორი?-ექოსავით გაისმა მისი ეს უადგილო მონაბოდი ჩემს ოთახის ტემპერატურასთან შეუსაბამოდ გაყინულ გონებაში და აზრზე მოსვლისთანავე ჩამოვიშორე მისი თითები.
-რას ბოდავ?
-ჩემთვის უცნობი მიზეზით,რამე სხვა კითხვას ხომ არ ელოდი?-მკითხა თავმომწონედ და თუმცა შეუმჩნეველია,მე მაინც დავინახე როგორ გახდა მისი ეგო რუსეთის ტერიტორიაზე დიდი.
-აბა, სწრაფად გამატარე. მეჩქარება.-მოვუყარე სიტყვებს თავი და კარისკენ გავქანდი.
-კარგი ერთი, აქ რომ მელოდებოდი არსად გეჩქარებოდა.-აღნიშნა დამცინავად და ვიოცნებე მიწას შევეზარდო იქნებ-მეთქი.
-არჩი,ეს ეგოცენტრული აზროვნება ჩამოიშორე, ბოლოს რომ გადავხედე დასკვნებს, დედამიწა ისევ ღერძის გარშემო ტრიალებდა.
-დიახ,ჩემი ღერძის,პატარავ.-აათამაშა წარბები და უცებ დასერიოზულდა.-შენი სახელი არ ვიცი.
მართალია ამაზე პასუხის გაცემას სულ არ ვაპირებდი,მაგრამ ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა ჩემი კარგად მომზადებული, სალანძღავი სიტყვა.
-გისმენ თორნიკე.-წარმოვთქვი ხმამაღლა და მხარის აქნევით ვაქციე ზურგი არჩის,რომელიც არაფრის დიდებით არ შორდებოდა გასასვლელს.-5 წუთში მანდ ვარ,დამელოდე.-ვუთხარი და ისევ იქით შეტრიალებულს „ამასაც ვნახავთ“ მზერა შემაგება ბიჭმა.-გამატარე-მოვუჭერი მოკლედ.
-კარგია ის მაინც ვიცი,რომ ტელეფონი გქონია. ახლა გავარკვიოთ,კონკრეტულად,რომელი სუბიქტური მიზეზი გახდა გუშინ შენი არ დარეკვის წყარო?
-ობიექტური მე ვიტყოდი და ის სწორედ ახლა ჩემს წინ დგას.-ავიქნიე ხელი და წინ ავესვეტე.-გამატარე,დაგიმარცვლო?-შევჭმუხნე წარბები
-ოხ,ეს უადგილო დასკვნები.-თქვა მოჩვენებითი მწუხარებით
-უადგილობაზე მგონი პრეტენზიას არ უნდა აცხადებდე. „კრიმინალური პარტნიორი“-ჩავიბურტყუნე მასზე მიმსგავსებული ბოხი ხმით და მისი გადახარხარებაც გამოვიწვიე.
-ერთ კვირაში მოსამზადებელი პროექტის პარტნიორი ვიგულისხმე,პატარავ.ასე მაინც გადავაგორებ დავალებით გამოწვეულ მომავალ დეპრესიას.-მითხრა და თმა,რომელსაც უკანსაკნელი ხუთი წუთი განმავლობაში საკვლევი ობიექტივით აკვირდებოდა, სწრაფად გადამიწია.
-მელოდებიან და დავფიქრდები.-ვიდრე მისი ამ საქციელის მიზეზს ვეძებდი შუა ფიქრებში შემაგება პასუხი:
-მომწერე,რომ დაასრულებ ფიქრს. სხვა მიზეზების გამოც შეგიძლია შენს ხელზე აღბეჭდილი ნომერი გამოიყენო,ან საერთოდ უმიზეზოდაც.
-ან საერთოდ არ,არა?-შევთავაზე და უკვე ღია კარიდან შევუერთდით ფოიეში სტუდენტების მიერ გამოწვეულ ხმაურს.
-ეგ ალტერნატივა არ განიხილება,პატარავ.-ნიშნის მოგებით აღნიშნა და თვალი შეავლო, თორნიკეს,რომელმაც გასასვლელისკენ გამათრია:“წავედით, თაისია, მეგი გველოდებაო„
„დროებით თაისიაო“-პირველად დააგემოვნა ჩემი სახელი მისმა ღიმილით ჩატეხილმა ტუჩებმა და მზერით ბოლომდე გამაცილა.
-მგონი დღეს თამო და ნიკოლოზიც აპირებენ ამოსვლას,ამიტომ წინასწარ მოამზადე განწყობა,კარგი საღამო გველის.-გამარკვია სიტუაციაში თორნიკემ.
-ანუ სადმე გასვლას ვაპირებთ?-ვცადე ინტერესი დამტყობოდა ხმაში და წეღანდელ მოვლენებში ჩარჩენილი ჩემი თავი ხელის კვრით გამოვაგდე აწმყოში.
-არა,სახლში ვიქნებით. ამ სიცივეში გარეთ ხეტიალს ეხუმრები,ტო?
-მეც სახლში ყოფნის იდეა უფრო მომწონს-ავუხსენი და სადარბაზოში შესულებმა სწრაფად ავიარეთ კიბეები.
მეგი გაღიმებული შეგვეგება და ჩემი ჩახუტებით რომ იჯერა გული,თორნიკეს მკლავებში აყვავილდა. დიდი ხნის უნახავი თამო და ნიკოლოზი სიყვარულით მოვიკითხე და მაშინვე გემრიელად გაწყობილ სუფრას მივუჯექი,რომელიც დაჟინებით მიხმობდა თავისკენ. ჩემი მეგობრის ნაზი შეხება ვიგრძენი მხარზე და როგორც კი დავიმარტოხელე, განვლილი ორი დღის ამბავს მოვუყევი.
-რას ფიქრობ?-დავაყოლე ბოლოს.
-ფაქტია რომ სერიზოულს ვერაფერს.მოვლენების დინებას მივყვებოდი შენს ადგილზე.
-ჰო,მაგას ვაპირებ.-აღვუთქვი პირობა და მადიანად შევექეცი საჭმელს, მისი ოსტატობით კიდევ ერთხელ გაოცებულმა.
რამდენიმე ჭიქის შემდეგ გაბრუებულები,ისევ ვცდილობდით სასმელის შემდეგ მონიჭებული სითამამე სხვადასხვა ქცევებში აგვესახა. ჩემი თავი რომ ორ ცეცხლშუა აღმოვაჩინე და გავიაზრე, წყვილებს შორის მურმანის ეკალის ფუნქცია შემეთვისებინა,ერთი ჭიქა წითელი ღვინო, მაგიდიდან ავიტაცე და აივანზე გავიხიზნე.
-თაისია-ვუთხარი საკუთარ თავს და ჩემი ქვეცნობიერის მიერ შეგულიანებულმა,გავაგრძელე-ახლა, შენი ფიქრები უკუპროპორციულია იმისა,რასაც წესით უნდა ფიქრობდე,მაგრამ ადამიანები ზოგჯერ ისე უნდა მოვიქცეთ,როგორც ნორმალურ სიტუაციებში არ მოვიქცეოდით.-და ეს ტკბილი იისფერი სითხე წამის მეასედში გამოვცალე. იმ იდეით აღტაცებულმა,რომ „დროებით თაისიას“ ვქმნიდი,რომელიც ერთადერთი პასუხისმგებელი იქნებოდა ჩემს საქციელზე,ტელეფონი მოვიმარჯვე.
-გისმენთ-მითხრა ახალგამოღვიძებულის ხმით არჩიმ და მაშინ მორბენალი კადრივით ჩამიარა ფიქრმა,რომ მასში მხოლოდ ორი რაღაც მომწონდა: მისი სახელი და ხმა. ტელეფონი მაშინვე გავთიშე. სასოწარკვეთილებამაც არ დააყოვნა და შავი ჭირივით გავერიდე იქაურობას. ზარის ხმამ კიდევ ერთხელ შეძრა ჩემი სინდისი და შეშინებულმა თბილ ოთახში გადავინაცვლე,ჩემს სინანულთან ერთად.იმ იმედით რომ, თბილისის ტემპრატურა არჩის მახსოვრობასაც ისე გაყინავდა,როგორც ჩემს გარეთ დარჩენილ ტელეფონს.
_______________________________

P.S მადლობა თბილი კომენტარებისთვის



№1  offline წევრი MegMorgan

რომ იცოდე როგორ გამახარე ასე მალე რომ დადე <3 ძალიან კარგად წერ, ველოდები შემდეგ თავს დიდი ინტერესით <3

 


№2 სტუმარი Guest nawka

Dzaan msiamovnebs amis kitxva. Mainteresebs rogor ganvitardeba moblenebi. Chemtvis ragac taviseburi xibli aqvs am motxrobas. Da teqstis sirtulita da xarisxit pitvelia rac am saitze wamikitxavs. Momwons aseti "mdzime" txroba, ase ufro seriozuli motxroba aris vimedovneb gaagrdzeleb da daasruleb. Martla momwons.

 


№3  offline წევრი crybaby

MegMorgan
რომ იცოდე როგორ გამახარე ასე მალე რომ დადე <3 ძალიან კარგად წერ, ველოდები შემდეგ თავს დიდი ინტერესით <3

♥♥♥♥♥♥♥♥
Guest nawka
Dzaan msiamovnebs amis kitxva. Mainteresebs rogor ganvitardeba moblenebi. Chemtvis ragac taviseburi xibli aqvs am motxrobas. Da teqstis sirtulita da xarisxit pitvelia rac am saitze wamikitxavs. Momwons aseti "mdzime" txroba, ase ufro seriozuli motxroba aris vimedovneb gaagrdzeleb da daasruleb. Martla momwons.

ველოდებოდი შენს კომენტარს, დიდი მადლობა ♥ აუცილებლად გავაგრძელებ blush

 


№4 სტუმარი Guest nawka

Crybaby magari xar!!!!!! velodebi shemdegs moutbenladdd!!!!!

 


№5  offline წევრი crybaby

autumn
ძაან კარგად წერ

ძალიან დიდი მადლობა ♥ relaxed

 


№6 სტუმარი Leporela

Tkbili tbili <3 axla mesame tavs wavikitxav ^_^ madloba shen.ase gaagrdzele,didi fantaziis unari gaq,dzalian lamazad agwer movlenebs,rac me jer 4love.ge-is ar ert istoriashi ar shemimchnevia,yochag <3 mixaria rom gipove

 


№7  offline წევრი crybaby

Leporela
Tkbili tbili <3 axla mesame tavs wavikitxav ^_^ madloba shen.ase gaagrdzele,didi fantaziis unari gaq,dzalian lamazad agwer movlenebs,rac me jer 4love.ge-is ar ert istoriashi ar shemimchnevia,yochag <3 mixaria rom gipove

მიხარია რომ მიპოვე ჰაჰა smile <3 მადლობა დიდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent