შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (24)


12-12-2016, 00:24
ავტორი სატი
ნანახია 1 970

დაჩის მთელი დღის განმალობაში არ მიუტოვებია ნინა მიუხედავად მისი წუწუნის და თხოვნის. საღამოს ნინას მშობლები და როსი მივიდნენ და ნინა სახლში დააბრუნეს სადაც ჰეილი დახვდა, რომელიც სულ კუდში დასდევდა ნინას. ნინას მთელი დღის განმალობაში ხმა არ გაუცია არავისთვის, ცოტახანში კი დაჩი მივიდა. ნინა და როსი ოთახში იჯდნენ და ლაპარაკობდნენ, მემგონი ის ერთადერთი იყო ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა. დაჩი ზუსტად მასთან ავიდა.
-ხო გითხარი თავი დამანებე თქო-უხეშად უთხრა ნინამ.
-შენთან არც მოვსულვარ-გაუღიმა დაჩიმ და როსს მიუტრიალდა-ერთი წუთით შეილება?
-რათქმაუნდა, ნინ იმედი მაქვს სანამ გასული ვარ არ გაიქცევი-გაეცინა როსს და დაჩის გაყვა გარეთ.
-რა ხდება?
-ორივემ კარგად ვიცით რომ ნინა ნარკომანი არ არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ მაინც. იმ ღამეს სად წავიდა არ იცი?
-არა, უბრალოდ მითხრა რომ ერთ საათში თუ არ დავბრუნდები შეგილია ჩამიშვაო.
-ტელეფონი რო ვნახოთ?
-წარმატებები, ტელეფონს ხელიდან არ აგდებს.
-მესიჯები ნანახი აქვს?
-არა, უბრალოდ ფეისბუქშია ხოლმე ან მუსიკებს უსმენს.
-რაღაცნაირად უნდა გამოსტყუო ტელეფონი.
-როგორ?
-აუ, ყველაფერი მეთითონ უნდა გავაკეთო რა, ორი წუთით არ შემოხვიდე-დაჩი ნინასთან შევიდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-რამით დაგეხმარო?-როდესაც დაჩიმ ხმა არ ამოიღო ნინამ კითხა.
-ნინ, მე მჯერა რო ნარკომანი არ ხარ.
-ოჰ, ძაან მიშველე.
-ნუ ხარ ესეთი უხეში, ჩვენ შეგვილია გავიგოთ ვინ გაგიკეთა ეს.
-და როგორ?
-ტელეფონი მომეცი და იქნებ მესიჯებში გაქვს რამე.
-ეხა ჩემი მესიჯების წაკითხვა მოგინდა, რა საყვარლობაა, რამდენაირად აგიხსნა რომ არ მიყვარხარ?
-მე რომ შენი ხელში ჩაგდება მნდომოდა უკვე ჩემი იქნებოდი, მაგისთვის არც მოვსულვარ. ნინა, მესიჯებში შეილება რამე ისეთი იყოს რაც დაგვეხმარება, თუ გინდა შენი ხელით ნახე და მერე მითხარი, იმ დღეს ვინმემ რამე მოგწერა?
-კარგი, მეთითონ ვნახავ-ნინა მესიჯებში შევიდა და უცებ დაჩის ახედა-არავის არ მოუწერია, ერთადერთი ევას უნდოდა ბოდიშის მოხდა და ფართიზე დამპატიჟა.
-და ეს არაფერია? რათქმაუნდა ევამ გააკეთა ეს ყველაფერი!
-არა, ბოდიშის მოხდა უნდოდა.
-და შენ გჯერა?
-კი.
-ღმერთო ჩემო, რა გამორეცხილი ტვინი გაქვს, ნინა გამოფხიზლდი აქ ხალხი ბევრ რამეზე წავა.
-და ეს იმიტომ გააკეთა რომ ჩემზე და შენზე ეჭვიანობს, დაჩი რა საცოდავი ხარ, არც იმ გოგოს უყვარხარ და არც მე.
-დედა შ**** ნინა რატო იდებილებ თავს, ისევ მე უნდა ვაკეთო ყველაფერი!-დაჩი ოთახიდან გიჟივით გავარდა და ევას სახლისკენ დაიძრა. კარზე ორი საათი აკაკუნებდა სანამ ევა არ გამოვიდა.
-დაჩი, ჩემ შემოსარიგებლად მხოვედი?
-ღმერთო ჩემო, სიყვარულის გარდა რამე გიდევთ გოგოებს თავში?!! არა!-დაჩიმ ევას ხელი მოკიდა და კედელს მიანარცხა-რა გაუკეთე ნინას!!!
-არც არაფერი.
-ბოლოს შენთან იყო მოსული!მესიჯი გქონდა მიწერილი რომ მოსულიყო შენთან!!
-ხო, მოვიდა და მერე ვიღაც ტიპს გაყვა, დაჩი მე არაფერ შუაში ვარ.
-რათქმაუნდა არაფერ შუაში ხარ დაგიჯერე!!!
-მართლა, თუ გინდა იმ ტიპის სახელსაც გეტყვი.
-დროზე!-დაჩი კიდე უფრო მიაწვა ევას და ხელი ლამის მოტეხა.
-ჯეიკი, სტუდენტი როა, პირველკურსელი, ბლეკველი! მაგის გაკეთებული იქნება, მაგას გაყვა.
-გაყვა და მერე იმ ტიპმა ესე პროსტა დააგდო ქუჩაში ისე რომ არაფერი უქნა?!!
-იქნება და ჯერ გ*****ა და მერე დააგდო?
-ჩაცმული?
-ალბათ შეეცოდა მე რას მეკითხები.წადი და იპოვე.
-იცოდე რომ გავიგო რომ შენ ამ საქმეში გარეული ხარ და ვიცი რომ გარეული ხარ, სულ დავივიწყებ იმ ფაქტს რომ გოგო ხარ და ბ*****ი ვიყო თუ არ გაზღვევინო!-დაჩიმ ხელი გაუშვა და გარეთ გავიდა. შემდეგ კი ჩადს და ჩაკს დაურეკა, ჯეიმსმა აღარ აიღო და ამიტომ მას თავი დაანება.
-რა ხდება?-კითხა ჩაკმა.
-მოკლედ რომ ვთქვათ, ის ტიპი უნდა ვიპოვოთ რომელმაც იმ ღამეს ნინა მარტო მიაგდო ქუჩაში და კაცმა იცის რა უყო. ეს ყველაფერი იმ ბ*** ევასგან გავიგე და მემგონი ეგეც არის გარეული მაგ საქმეში.
-საიდან მოიტანე?
-კაროჩე ამან ჩვენ გარეშე მოწია რაღაცა, წამო სადმე დავჯდეთ და მალე გამოგაფხიზლებთ-გაიცინა ჩაკმა და სიგარეტი ჩაიდო პირში.
-არაფერი არ მომიწევია, მეტყობა რომ ვხალისობ? მოკლედ მოდიხართ თუ ესეც მე მოვაგვარო, ჩად შენ ნინა არ გკიდია მემგონი ხო?
-არა.
-არც მე , მაწყენინე დაჩი, მხოლოდ იმიტომ რომ ნინას არ ვეხუტები როგორც ჩადი იმას არ ნიშნავს რომ არ მიყვარს. დიდიხანია ისე ვიღაცა არ მიცემია და ეხა დიდი სიამოვნებით გამოგყვები.
-წავედით, ბევრი ლაპარაკის გარეშე.
-სად ცხოვრობს?
-აქვე როუზვუდის უნივერსიტეტში, კამპუსში.მივადგებით და ეგაა რა.
ბიჭები უნივერსიტეტში წავიდნენ ჯეიკის მოსაძებნად. შიგნით დაცვასთან მივიდნენ და კითხეს ჯეიკის ოთახის ნომერი.
-სად ცხოვრობს ჯეიკ ბლეკველი?
-თქვენ ვინ ხართ?
-ჩვენ ჯეიკის მეგობრები ვართ-გააწყვეტინა ჩაკმა-ჯეიკს ბავშვობიდან ვიცნობთ, ეხლა ჩამოვედით ჩიკაგოდან.
-ჯეიკი ლექციაზეა, ისე მეორე სართულზე 219 ოთახშია.
-218 დაკავებულია?-იდეაში იხუმრა ჩადმა, შემდეგ დაცვამ ისეთი სახით შეხედა რომ ისინი მეორე სართულზე რასაც ქვია გაიქცნენ. ოთახის კარი შეანგრიეს და შიგნით შევიდნენ, იქ არავინ დახვდა.
-აბა დავათვალიეროთ ამ ს**ის ოთახი-დაჩიმ ყველაფერი გადმოაგდო მაგიდიდან, შემდეგ ძირს დაიხარა და მისი ტელეფონი აიღო-ოო, ნახეთ აიფონ 6, რა მდიდარია ეს ს***.
-დაჩი, აქ ყველა მდიდრები ვართ.
-კაიფში ყოფნას მიშლი, რა ლამაზი იქნება როდესაც ეს ტელეფონი გატყდება.
-მოიცადე შე მართლა თ**** ტელეფონში ნახე ევას მესიჯები.
-ხო.. მაგაზე აღარ მიფიქრია-დაჩიმ ტელეფონს დახედა-და პაროლი რო ადევს არა?
-დაჩი, ეხლა დებილს შენ უფრო გავხარ, რა მოწიე ტო ჩვენ მაინც გვითხარი-გაეცინა ჩაკს და ტელეფონი გამოართვა და ზუსტად ორ წუთში მოხსნა ბლოკი-შენც გასწავლი,ეს მაშინ ვისწავლე როცა როზალიმ ვიღაც ტიპებთან ერთად დაიწყო სიარული, შენც გეტყვი როგორ უნდა როცა ნინასთან ერთად იქნები 20წლის მერე.
-მე ნინას ხელში ჩაგდება თუ მომინდება ამას თავისუფლად ვიზამ-მერე ისევ დაიბრუნა ტელეფონი და მესიჯებში შევიდა-აუ რა დებილია არ წაუშლია მესიჯები, აი ევასგან მიწერილიც ,,მოკლედ დღეს მოდი საღამოს, დავკერე ეგ გოგო, ქერათმიანი დებილია, ცოტას ჩავუყრით სასმელში და ეგაა რა, მე არ გამრიო და არც მახსენო რომ დაგიჭირონ’’-ევა. ვიცოდი, ამას კიდე ცალკე მივხედავ. კა**ა. ამის კარგი მო***.
-კაი გავიგეთ, სადაა ეს ს*** ამდენხანს, რით ვერ მორჩა ეს ლექცია.
-აი მოვიდა ჩვენი ბიჭიიც-პირველი ჩადმა შეამჩნია ჯეიკი. ჯეიკი მაშინვე გაიქცა და სამივე გაეკიდა. მთელი უნივერსიტეტი არბენინა ჯეიკმა და ბოლოს მაინც დაიჭირეს ეზოში. ჩაკი და ჩადი აკავებდნენ, ხოლო დაჩი კი ურტყამდა.
-შე ს***! შე ნა*****ო!
-კაი დაჩი, დაჩი! გეყო!-ჩაკმა ძლივს გააჩერა დაჩი.
-მორჩა, წავედით-ჩადმა გაუშვა ჯეიკს ხელი და დაჩის გადახვია ყოველი შემთხვევისთვის რომ არ მიბრუნებულიყო უკან.
-ნა*****ო შენ!-უყვიროდა დაჩი.
-კაი ვსო, დაწყნარდი ეე! შარში გაყოფ თავს. იცოდე აქ მეორეჯერ მოსული არ დაგინახო-გაუბრაზდა ჩაკი-ეგღა გვაკლია ციხიდან გათრიოთ.
-ხო აბა რა, მეტი საქმე არ მაქვს შენ გისმინო.
-დაჩი, ცეცხლს ეთამაშები, არ გეხუმრები მეთითონ გცემ ისე რომ ვეღარ ადგე ფეხზე. ამ ბოლო დროს სულ გააფრინე და დაეშვი მიწაზე თუ შეილება.
-ჭკუას ნუ მასწავლით.
-კაი გეყო, ჩაკი ესეთს რო იტყვის გამოდის რომ მართლა ცუდადაა საქმე, ჩაკზე მეტად არ გიყვარს შარი. აირტყავ მართლა რა.
-გავიგე! გასაგებია, ნინასთან მივდივარ ეხლა რაც გინდათ ის ქენით.
დაჩი ნინასთან წავიდა, უხაროდა რომ დაეხმარებოდა. შიგნით შევიდა და ნინას სახელი დაიყვირა მაგრამ ხმა არავინ გასცა, იფიქრა გაბრაზებულიაო და მის ოთახში ავიდა. იქაც არავინ და ბოლოს როსის ოთახში შევიდა.
-ნინა სადაა?
-რეაბილიტაციაზე წაიყვანეს ერთი საათის უკან.



№1  offline წევრი LSD

Saintereso tavi iko momewona veli shemdegs warmatebebi

 


№2 სტუმარი K T

შემდეგს როდის დადებ?? ველიიიი.. მომეწონა ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent