შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (3)


12-12-2016, 14:06
ავტორი crybaby
ნანახია 1 688

რამდენჯერმე, გადავწყვიტე,რომ ავტობუსი მანამ გამეჩერებინა და სახლისკენ ავორთქლებულიყავი, სანამ ჩემი ფეხით ვესტუმრებოდი აკრძალულ ედემს. მაგრამ მივხვდი, უკვე ძალიან გვიანი იყო, როცა ჩემი სიზმრების ლუციფერმა, დამინახა, როგორ მივიპარებოდი ციხიდან გაქცეული პატიმარივით და დამცინავი მზერა შემაგება.
-გარბიხარ, პარტნიორო?-ნიშნის მოგებით მახარა და ყველაზე პატარა უჯრედში შემონახული მისი ზრდილობა სამშვიდობოს გაისტუმრა, როცა მთელი უნივერსიტეტის გასაგონად ხმამაღლა ახარხარდა.
-როგორც ხედავ, მშვიდობიანი გზით ვცდილობდი აუდიტორიაში შესვლას, სანამ ერთი ზრდილობადაკარგული ელფი გამომეცხადებოდა და ჩემს დემონებს გამოიწვევდა. ახლა, სანამ ჩემი მშვიდობაც შენი ტვინის მსგავსად გაქცეულა ქვეყნის დასალიერში, გამარკვიე რა გინდა?-იხტიბარი არ გავიტეხე და მოჩვენებითი სიმშვიდით ვცადე სიტუაციიდან გამოძვრენა.
-ორი წუთია რაც დაგინახე და უკვე თავი ამატკიე,საინტერესოა შენი ცეცხლისფერი გამოსხივება იწვევს ჩემი საღი აზრის გაუჩინარებას თუ ფაქტი,რომ პასუსისმგებლობას საშინლად არაოსტატურად გაურბიხარ.-დაწვრილებული თვალებით მაცქერალმა, განსასჯელის სკამზე მაგრძნობინა თავი.
-ამ დილა უთენია, ქარაგმებით თუ არ დამელაპარაკები, გპირდები დამავალებ. თან საკითხავია თავი რომელს უფრო გვტკივა,ამიტომ შენი უნიჭო მეტაფორების გასაშიფრად დროს ვერ დავკარგავ. პირდაპირ მითხარი, რამ შეგაწუხა?
-შეწუხება მერე ნახე, ყოველ სამ წამში ერთხელ ტელეფონზე შემყურეს რომ დაგტოვებ. რეკავ, მირღვევ ჩემს სამყაროში მყოფს იდილიას და მერე გამბედაობაც არ გყოფნის,რომ დამელაპარაკო. რა ქვია შენს საქციელს?-მომაჩერდა აშკარად გაბრაზებული და ხელის ერთი მოძრაობით დამიბლოკა შესასვლელი.-არც კი სცადო უარყო,რომ შენ არ იყავი,ბავშვო.
-არც კი ვიცი რაზე ლაპარაკობ-ვუარყე მაინც და თვალების უმისამართოდ ცეცებას მოვყევი,როცა ძლიერად მოიქცია ჩემი ნიკაპი ხელში და თავი მისი შავი წყვილის მიმართულებით გამიშეშა.
-მშიშარავ.-ჩამძახა
-ამბიციურო ელფო,რა პასუხს ელი ჩემგან?
-რა ელფო,ტო?
-აბა,იდიოტო გირჩევნია? ზრდილობის ფარგლებში ლანძღვა ჯერ კიდევ შემიძლია.-ავუხსენი და ვცადე მისი ხელის მოშორება.
-შენ გგონია ახლა გაგიშვებ ხელს? მეგონა ზრადსრულ ადამიანთან მქონდა საქმე,რომელიც აშკარა სიგნალებს მიგზავნიდა ბოლო რამდენიმე დღე მაცდურად, ჩემი მიმართულებით მაცქერალი და ახლა, როცა გადაგარჩინე ტანჯვას, ჩემივე ინიციატივით გამოგეცნაურე, გარბიხარ და უარყოფ,რომ დღიურში ჩემზე წერდი რაღაცებს. ეს არ კმაროდა და გუშინდელ ზარსაც არ აღიარებ.-გაოცდა და სიტუაციაში გამარკვია. მოიცა,ამას გონია რომ მომწონს? რა არ მომწონს?
-არჩი?-შევხედე ორმაგად გაკვირვებულმა.-ხომ გითხარი დედამიწა შენს გარშემო არ ბრუნავს-მეთქი. რამდენჯერმე თუ ჩემი მზერა დაიჭირე, სულაც არ ნიშნავს რომ ასეთი დასკვნები უნდა გააკეთო.-განვუმარტე
-კარგი ერთი, ჩემთან დარეკვა რომ გადაწყვიტე,მაშინაც ამ აზრზე იყავი?-ჩაიცინა და მკლავზე დამწვდა.-ახლა მშვიდად დავსხდებით და გამარკვევ, რა თამაშს მეთამაშები-გადაწყვიტა და გასასვლელისკენ გამათრია.-შეწინააღმდეგებას ნუ ეცდები,პატარავ
ნუ ვეცდები კი არა, ადგილზე რომ გავშეშდი,ჩემზე სამი თავით მაღალ არჩისაც გაჩერება მოუწია.
-გამიშვი, ლექცია მაქვს
-სულ ჩემი ნათქვამის საწინააღმდეგოს გააკეთებ?-მობეზრებით გადაიქნია თავი და ჩემკენ გამოემართა
-არჩი,ვიყვირებ.
-ისე ნუ იქცევი,თითქოს ჩემი დიდი სურვილით ვგეგმავ შენს გატაცებას. უბრალოდ,რადგან ეს ამბავი ორივეს გვეხება, დავილაპარაკებთ,დავასრულებთ და გავუყვებით ჩვენს გზებს.-ამიხსნა და მზერა სივრცეს მოავლო.
ნუ კარგი, რადგან ასეა საქმე, მაწყობს-მეთქი, გავიფიქრე და გავყევი.
-რატომ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს?-არსაიდან მოვარდნილივი ქარიშხალივით მკითხა
-რას გულისხმობ?
-აი, ფაქტს რომ ჩემთან ყოფნა გინდა და მაინც უარყოფ-წარმოდგენები აქვს? გააფრენ. აუცილებლად ლინჩის წესით უნდა გამასამართლოს,რომ ჩემთვის ჩუმად მომწონს მასზე დაკვირვება?
-ვინ გითხრა მერე ეგ?
-შენს თვალებში წავიკითხე-გაირომანტიკოსა თავისი ჭკუით
-ვაიმე,არჩი. მაპატიე თუ უბრალოდ დამინტერესა შენმა პიროვნებამ,არაფერი სერიოზული,რას გადამეკიდე?-გავწიწმატდი და ვიგრძენი,როგორ გადამირბინა სიწითლემ
-კარგი,თაისია. მშვიდად,სერიოზულს მეც არაფერს ვითხოვ.
-კარგი, შეთანხმება დავდოთ,რომ ყველაფერს დავასრულებთ. არანაირი სულელური სიგნალები ჩემგან და ნუღარც შენ გააკეთებ ასეთ სასაცილო დასკვნებს-ვუთხარი
-უკეთესი იდეა მაქვს.-მომანათა თავის ღამის წყვდიადში ათამაშებული ვარსკვლავები.
-არა, მე ჩემს იდეასაც ვერაფერს ვუწუნებ,მაგრამ შენ აზრსაც მოვისმენ.
სანამ საუბარს დაიწყებდა თვალები გადაატრიალა და მითხრა:
-მოკლედ, ათი დღეც არ დარჩა ამ სემესტრის დასრულებას და რას იტყვი ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ რომ გამოვიყენოთ?-შემომთავაზა,მე კი ვერ მივუხვდი რას გულისხმობდა.
-2 კვირა დარჩა, სხვათაშორის. და უფრო ზუსტად რომ ამიხსნა რას გულისხმობ ურიგო არ იქნება,იმიტომ რომ მეეჭვება ჩვენს ლექსიკონებში სიტყვა „სასარგებლო“ ერთნაირად იყოს განმარტებული.
-ცეცხლისფერო,ამ რამდენიმე დღიანმა ექსპერიმენტებმა მიჩვენა,რომ ჩემზე მეტად ხარ აზარტისა და თამაშის მოყვარული. ასე მარტივად, გთავაზობ,რომ ვითამაშოთ.-დამიმარცვლა და მივხვდი,რომ ძალით აჭიანურებდა მთავარ სათქმელს.-თამაშის წესები კი ასეთი იქნება,ჩვენ შემდეგი ორი კვირა ვიქნებით ერთად და თამამად გადავიტანთ რეალობაში იმას,რაც აქამდე იდუმალი დაკვირვებებით გვაკავშირებდა-მითხრა აშკარად აღფრთოვანებულმა თავისი იდეით და გადმომხედა.
რამდენიმე წუთიანი დუმილის უფლება გამოვიყენე (რომელიც ვიმედოვნებ, როგორც თანხმობა ისე არ აღიქვა) და გაოცებული შევაშტერდი.
-საერთოდ რატომ გაგიჩნდა ეს აზრი, არჩი?-გავიცინე და გარემო გაფართოებული მზერით დავლაშქრე.
-რატომაც არა,პატარავ? ჩვენ ვიქნებით ყველაფერი, რაზეც შეყვარებულები ოცნებობენ,თუმცა ეს უკანასკნელი წოდება არ გვექნება.
-გგონია,რომ შენს ასეთ უაზრო ფანტაზიას დავთანხმდები? ჩამოფრინდი რეალობაში.
-ოჰ, არ მითხრა რომ რომანტიკოსი არ ხარ.
-რა თქმა უნდა, ვარ. და რომანტიკოსობა მოულოდნელად ყვავილებით რომ გამახარებენ,ის უფრო მგონია, ვიდრე შენი აზრსმოკლებული შემოთავაზება.
-აბა, მე რას ვამბობ? ამ ორი კვირის განმავლობაში გავაკეთებთ ყველაფერს,იქნება ეს სიურპრიზები ყვავილებით თუ შენი მაცდური მზერა და ამისთვის ლოგიკურ მიზეზს არ მოვძებნით.
-და ამით რას მიაღწევ?-ვცდილობდი რამე ხელჩასაჭიდი მეპოვა ამ იდეაში,რადგან ფაქტია უარით ჯერაც არ გამესტუმრებინა.
-შანსს მივცემთ ჩვენს შინაგან სურვილებს. აი, ზედაპირზე ამოვიყვანთ,რა-სცადა ხელებითაც აეხსნა-დაფიქრდი, ორ კვირიანი ურთიერთობა, ვალდებულებების გარეშე. ფაქტია, ლექციებზე რომ მაკვირდებოდი გინდოდა ჩემთან ყოფნა,ისევე როგორც მე შენთან. მაგრამ, ეს სურვილი არც იმდენად ძლიერია,რომ ერთმანეთზე გაგიჟებულ ჩიტებად გვაქციოს. აქ კიდევ, ხომ იცი როგორ ხდება, თუ სიყვარულით არ დაუჩოქებ გოგოს...-არ დაასრულა-მე კი გთავაზობ, რაკი შენც არ გინდა „ჩვენ“ ფართო საზღვრები მივიღოთ, მაგრამ მაინც საშინელ ინტერესს ვიწვევთ ერთმანეთში, ვიყოთ „დროებითი წყვილი“ და ამ დროის განმავლობაში ისე „გვიყვარდეს“ ერთმანეთი,როგორც შევძლებთ. სხვა წყვილებისგან განსხვავებით, ყოველ დღე პანიკაში არ ვიცხოვრებთ,რომ ეს „სამუდამო“ ოდესღაც დასრულდება.რადგან გვეცოდინება მართლაც როდის დასრულდება და ჩვენი ურთიერთობის თითოეულ წამს ბოლომდე გამოვიყენებთ,გესმის?
-ხვდები, არა რომ ყველაზე საშინელი წინადადებაა რაც შეიძლება გოგოს შესთავაზონ?
-საშინელი იდეები ხომ ხშირად საუკეთესოა,არა?
-ანუ დროებით რომანს მთავაზობ?
-ჰო აი, დეკემბრის რომანი.
-ალბათ, იცი რომ ორი კვირის შემდეგ მეგობრებიც კი ვეღარ ვიქნებით.
-ვინ თქვა, რომ შენთან მეგობრობა მინდა? მხედველობა და შეხება ერთნაირ უფლებებს ითხოვს,პატარავ.-დამიდასტურა და პატარა, სითბოთი გაჟღენთილ კაფეში შემატარა, სადაც აჟღერებული “Cheers Darling” ნაზად არხევდა ჩემს ზამთრის განწყობას.-ყავას შეუკვეთავ?
-არა ჩაი და ალუბლის ნამცხვარი.-ვუთხარი, ნამცხვარზე უარი მეთქვა?
-ჩემს ცეცხლისფერს ყავა არ უყვარს?
-სანამ არ დაგთანხმდები, ზედმეტი რეპლიკებისგან თავი შეიკავე,ელფო.
-მხოლოდ 2 კვირიანი თამაშია, თუ არ გინდა, შეგიძლია უარი მითხრა და მშვიდობიანად დავშორდებით,თაისია.-მიზანში გაარტყა,როცა ასეთ შეუფერებლ დროს გადმოღვარა მისი ტუჩებიდან ჩემი სახელი.
-იმის საშუალება მაინც მომეცი,რომ ვიფიქრო-გადავატრიალე თვალები
-კი ბატონო. მარტივია, 2 კვირა მხოლოდ ერთმანეთისთვის ვიცხოვრებთ და მერე ისე დავშორდებით თითქოს ჩვენი გზები არც არასდროს გადაკვეთილა.
-და ამ დროის განმავლობაში,რომ ერთ-ერთ ჩვენგანს უფრო მეტის სურვილი გაუჩნდეს?-ლოგიკური შეკითხვა გამომიგზავნა წითლად ანთებულმა ჩემმა გონებამ
-არა,არა-გააქნია თავი-თამაშიდან გადახვევებს არ ვიყოთ
აჰა,ესე იგი არა? საინტერესოა რა იქნება მისი კულმინაციური სვლა. თამაში ხომ იმისთვის შეიქმნა,რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთი დარჩეს? მე კი, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ამ სტატუსისთვის ბრძოლას წესების მიუხედავად თავს არ დავანებებ. გადავწყვიტე და არჩის გადავხედე.
-მიწვევ? ეს რადიკალური წესი ცოტა არ იყოს მაცდურია-რომ მისი გადაკვეთა არ მოგანდომოს,დავაყოლე ფიქრებში.
-ჩემი დამარცხება არ არის ადვილი,თაისია-ჩატეხა ტუჩის კუთხე და შენელებული კადრივით მომანათა მზერა,რომელშიც იკითხებოდა „მომავალი უკვე გათვლილია“
-რთული მეწყვილე აგირჩევია შენი უპირატესობის დასამტკიცებლად-ჩავუკარი თვალი და ნათლად დავინახე მის ჯადოსნურ სარკეში უკვე „კარგად პროგნოზირებული“ მომავალი,როგორ დავამსხვრიე.
ხელები ერთმანეთზე გაახახუნა და ამით მზად ყოფნის გაუტეხელი პირობა მომცა.
-კარგი, თანხმობის მოლოდინში ჩემი სული რომ არ დაბერდეს, უკეთ გაგაცნობ შენი მომავალი 2 კვირის სფინქსს-მითხრა და თავდაჯერებულობით გაჟღენთილი მისი სიტყვები ჩემს ინტერესს შეურია.-ვინაიდან, ჩემი ცეცხლოვანი ბუნება,კიდევ უფრო ცეცხლოვანი აგვისტოს ღამეს მოევლინა ქვეყანას-ლომია! დამკრა ხელი ჩემმა ქვეცნობიერმა- ჩვენ კი დეკემბრის წყვილი ვართ და მხოლოდ გაყინული ბილიკების დალაშქვრა მოგვიწევს ერთად,შეგიძლია დაბადებისდღისთვის წინასწარ დამასაჩუქრო ღვინის სურნელით გაჟღენთილი კოცნებით,თუმცა არც შენი სურნელის დიდ დოზაზე ვიტყოდი უარს-თვალი ჩამიკრა.
-ღმერთო არჩი-გამეცინა-სისხლის ნაცვლად ფლირტის ელექ გიდუღს ძარღვებში?-ჩემზე მეტად ახარხარდა.
-თაისია,არავის შევხვედრივარ ასეთ შედარებებს რომ აკეთებდეს-გამხიარებულმა შემავლო მზერა და საჭიროზე დიდ ხანს გამაქვავა თვალების კონტაქტით. მერე ირვლივ მიმოიხედა და მზერით ისევ მე დამიბრუნდა.-ხომ ხედავ-ხელებით ჩვენ ორზე მიმითითა-აქ მსხდომ ნახევარზე მეტ წყვილს ვჯობივართ და წყვილიც კი არ ვართ. მიეცი ჩვენს ნაპერწკალს გაღვივდეს და დეკემბერი თბილად გადაგვატანინოს.
ჩვენს შორის არსებულ ჰარმონიას, მოზღვავებული, უპასუხოდ დარჩენილი ფიქრების გამო ხომ არ დავარღვევდი?

____________________________

P.S „დროებითი ურთიერთობის“ იდეა მეორე თავში ნახსენები წიგნიდან ავიღე ♥ (გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად თავი ვალდებულად ჩავთვალე,რომ აღმენიშნა)
მადლობა ვინც კითხულობთ, მით უმეტეს თუ მოგწონთ ♥



№1 სტუმარი Guest nawka

Ohooo. Momwons dzalian momwons ar velodi ase tu iqneboda da martla mainteresebs ra moxdeba. Agar chamovtvli kidev da kidev rogor momwons sheni weris stili tviton teqsti da a. sh. Da a. Sh velodebi shemdegs. Dzaan magari xarr!!!!!

 


№2  offline წევრი crybaby

Guest nawka
Ohooo. Momwons dzalian momwons ar velodi ase tu iqneboda da martla mainteresebs ra moxdeba. Agar chamovtvli kidev da kidev rogor momwons sheni weris stili tviton teqsti da a. sh. Da a. Sh velodebi shemdegs. Dzaan magari xarr!!!!!

ძალიან მაგარი გოგო ხარ ასე რომ მამხნევებ ❤︎❤︎ მადლობა

 


№3 სტუმარი Guest Eka

Saswaulad wer ♥

 


№4 სტუმარი Guest nawka

crybaby
Guest nawka
Ohooo. Momwons dzalian momwons ar velodi ase tu iqneboda da martla mainteresebs ra moxdeba. Agar chamovtvli kidev da kidev rogor momwons sheni weris stili tviton teqsti da a. sh. Da a. Sh velodebi shemdegs. Dzaan magari xarr!!!!!

ძალიან მაგარი გოგო ხარ ასე რომ მამხნევებ ❤︎❤︎ მადლობა

შენც ძაან მაგარი ხარ!!! მიხარია რომ ეხმურები ხოლმე ჩემს კომენტარებს. დიდი მადლობაა!!!

 


№5  offline წევრი crybaby

Guest Eka
Saswaulad wer ♥

heart_eyes heart_eyes ♥♥

 


№6  offline წევრი MegMorgan

Dzaaan momwons, erti suli makvs shemdeg tavs rodis atvirtav ❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი crybaby

MegMorgan
Dzaaan momwons, erti suli makvs shemdeg tavs rodis atvirtav ❤️❤️❤️❤️

დასრულებისთანავე <3

 


№8 სტუმარი Leporela

Vicodi mesame tavi uketesi iqneboda,gansxvavebuli,macduri da lamazi.vkitxulobdi da tan mwydeboda guli rom ar myofnida es yvelaferi,titqos es istoria sulis sazrdod meqca <3 kargi xar dzalian,arachveulebrivi leqsika gaqvs da risi damsaxurebaa tu ara bevri wignebis kitxvis <3 ase gaagrdzele da tu sheidzleba tavi cota gazarde :) love ya'

 


№9  offline წევრი crybaby

Leporela
Vicodi mesame tavi uketesi iqneboda,gansxvavebuli,macduri da lamazi.vkitxulobdi da tan mwydeboda guli rom ar myofnida es yvelaferi,titqos es istoria sulis sazrdod meqca <3 kargi xar dzalian,arachveulebrivi leqsika gaqvs da risi damsaxurebaa tu ara bevri wignebis kitxvis <3 ase gaagrdzele da tu sheidzleba tavi cota gazarde :) love ya'

ვეცდები გავზარდო შემდეგები, უბრალოდ "გაწელილი" თავები წასაკითხად მოსაბეზრებელია ხოლმე <3 მადლობა ასეთი თბილი კომენტარისათვის heart_eyes

 


№10 სტუმარი lela

Kargia. Dzalian momwons!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent