შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (1)


10-12-2016, 00:45
ავტორი crybaby
ნანახია 2 460

მართალია დღეს წვიმდა,მაგრამ ამ გარე გამაღიზიანებლისგან თავის დასაცავად ქოლგას ბათუმშიც კი არასდროს ვიყენებდი, ამიტომ თბილისის ცის დასევდიანებული განწყობა თბილი კაშნეს მსგავსად მოვიხვიე სხეულზე და ყვითელ ავტობუსს უნივერსიტეტისაკენ დავემგზავრე. ჩემი მრავალი წლის გაუნახლებელი ფლეილისტი თანმიმდევრულად გავაჟღერე სმენის მიმართულებით,რომ ზუზუნით დარღვეული გარემოს მდუმარება პოზიტიური ხმაურით მაინც ჩამენაცვლებინა. სტუდენტური ცხოვრება, რომ არანაირ თავგადასავლებით სავსე დაუვიწყარ წამებს არ შემთავაზებდა, ჯერ კიდევ პირველი სამი თვის განმავლობაში ნათლად დავინახე და ახლა დეკემბრის უეცრად მოვარდნილ სიცივეს კარგად ჩამოყალიბებული რუტინით ვუმკლავდები. ყავა ორგანულად მეზიზღება,ამიტომ ყოველ დილით ცხელი ჩაის საშინლად უგემური სითხით ვცდილობ გაყინულ სხეულს საწოლისკენ მიბრუნება გადავაფიქრებინო, 30წუთიანი ეს ორთაბრძოლა ხელჩართულ დუელში რომ არ გადაიზარდოს, ხუთ წუთში ვემზადები და კისრისტეხით გავრბივარ გაჩერებისკენ. რადგან ფიქრების ღრუბლებზე მონავარდემ ვერ შევნიშნე როდის ჩაიქროლა ხალხით გადავსებულმა ამ ყვითელმა მექანიზმა ჩემი გაჩერება, ახლა 50 ნაბიჯით მეტი დრო მაქვს კიდევ უფრო მოსაწყენი, უნივერსიტეტის ცხოვრება აღვწერო.
უკვე ვახსენე, თავგადასავლები ჰაერში აფრენილი ბუშტებივით დამისკდა-მეთქი, ასე რომ კვირაში 5 დღე და სადღაც, 18 საათი შინაგანად ზომბირებული ვარღვევ ახალგაზრდების, შობის დილასავით ნათელ, სახეებს და აუდიტორიიდან აუდიტორიაში დავდივარ ჰელოუინის ღამესავით უარყოფითი. წიკ-ტაკ,წიკ-ტაკ, 9საათია-მეთქი გავიფიქრე,როგორც კი ბავშვებმა ენთუზიაზმით იწყეს შემოლაგება და გარეგნული სიმშვიდით, შინაგანი დაპირისპირება გაუმართეს ერთმანეთს თუ ვინ უფრო უკეთეს ე.წ დეფილეს შემოგვთავაზებდა უკვე აუდიტორიაში მსხდომთ.როცა ლექტორის ფეხსაცმელების ხმა ექოდ აისახა ჩემს ისედაც უძილობისგან გადამწვარ გონებაში, მიხვდი, საშინლად მქონდა საქმე,ამიტომ ქვეცნობიერი მედიტაციისთვის მალდივის კუნძულებზე გავაგზავნე და სანაპიროზე მოვარჯიშე იოგას ჯგუფს შევუერთდი, სანამ აქ მსხდომი ჩემი ‘თანამეინახენი’ საკუთარი ნებით ანთებდნენ ჯოჯოხეთის ქვაბისთვის ცეცხლს.რამდენიმე წუთის შემდეგ,რომ სიმშვიდე ვერც აზიაში ვიპოვე და აღარც საახალწლოდ მოფუსფუსე ეს პატარა ელფები აპირებდნენ მცდელობების შეწყვეტას, თავი მოეწონებინათ ოთახის დასაწყისში მდგარი ლექტორი-თოვლის ბაბუასთვის, ჩემს ნამდვილ სისხლის ყივილს მივუბრუნდი. რაღა დაგიმალოთ და ჟურნალისტური გამოძიება იმდენად მქონდა თითოეულ უჯრედში გამჯდარი, კურსელების საგამოძიებო ობიექტებად ‘გამოყენება’ დავიწყე.ხომ გაგიგიათ ყველაზე ჩუმად მყოფი, ყველაზე მეტს ხედავსო (არც მე გამიგია) და მეც იმაზე კარგად ვიცნობდი თითოეულ მათგანს, რომ თვით მამა ზეციერიც აღფრთოვანბული დარჩებოდა. დღეს გადავწყვიტე ჩემი დაკვირვების ობიექტი ის სიტყვების მფრქვეველი ყოფილიყო,რომელიც თავისი სჯა-ბაასით არაფრის დიდებით არ უთმობდა პირველობას თვით ლექტორსაც. ნუთუ ადამიანს შეუძლია ამდენი სიტყვა შეუსვენებლივ წარმოთქვას ერთ წუთში? აშკარად ჰიპერ ენერგიის მქონე ტიპს გადავეყარე-მეთქი გავიფიქრე (რომლის სახელი, სხვათა შორის ჩემი მახსოვრობის ლექსიკონში არ მოიძებნა),რადგან ჩემი ზედმეტად წარმოთქმული ორი სიტყვაც კი უმისამართოდ იფანტება ჰაერის უსასრულობაში და შემდეგ ურცხვად მიქნევს ხელს, როცა თავისუფლების სიტკბოებისკენ მიცურავს. სიმართლე ითქვას, შესახედაობით ელფს საერთოდ არ გავდა. მეტიც, განიერი მხრებიდან ამაყად მაცქერალი სახით ისე იწონებდა თავს, თავიც ხომ არ დავუხარო მისალმების დროს-მეთქი, სერიოზულად დავფიქრდი. უოტერგეიტის შესახებ კითხვასაც ტუჩებზე თაფლივით გადმოღვრილი პასუხი შეაგება ჩემმა დაკვირვების ობიექტმა და ამ ხნის განმავლობაში ერთადერთი რასაც ყური მოვკარი იყო:
-გისმენ,არჩი.
ახლა რადგან სახელი ვიცოდი, უფრო შინაურულად ვიგრძენი თავი და წესით სხვისთვის უნდა დამეთმო ლექციის დარჩენილი ძვირფასი წუთები, მე მაინც მისკენ მიმართული მზერით ვცადე დროის წამებთან თამაშის მოკვლა. ხუთოსანის ტიპისა,რომ არ იყო ფაქტია. ამას მისი თითოეული ნაკვთის შეტოკება მიგახვედრებდათ, რადგან მთელი დროის მანძილზე, წარბი იმაზე მაღლა ჰქონდა აზიდული ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა. და ასეთი ადამიანები ჩემში დისტანციის დაცვის საშინელ სურვილს აღვიძებდნენ. ახლა კი,როცა ჩემი ‘მარტო დამოტოვეთ’ სინდრომით შეპყრობილი ქვეცნობიერი უკან მოუხედავად უნდა გარბოდეს საიმედო ზონაში, ის ზის და ფიქრობს არჩის შესაძლო ზოდიაქოზე. ნეტავ, ლომია თუ მორიელი?
აჩი..არჩი..ევრიკა, მგონი მისი სრული სახელი არჩილი უნდა იყოს. ეს დასკვნა ისე სასაცილოდ მოედო ჩემს სხეულს,რომ გათვლილზე ხმამაღლა ავხარხარდი. სანტამ უსიამოვნოდ შემავლო მზერა და მოჩვენებითი ინტერესით განაგრძო ელფუნიებს დამოძღვრა. თავის გამოძრავების გარეშე, თვალებით მოვიარე აუდიტორიის გარემო და 30+ წყვილი თვალი რომ მომაშტერდა, დამნაშავესავით ხელების მაღლა აპყრობით ვცადე ჟესტური ბოდიშის მოხდა. მართალია არ ვიმჩნევდი,მაგრამ უარს ნამდვილად არ ვიტყოდი არჩის თვალების დაკვირვების ობიექტად რომ ვქცეულიყავი ეს რამდენიმე წამი, ამიტომ ჩემი მზერა ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში ვისროლე და იმედგაცრუებასაც ძველი ნაცნობივით ვუმასპინძლე. საკუთრ განგსტერთა ბანდასთან აშკარა მოლაპარაკებებით იყო დაკავებული,მეც თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე და ვცდილობდი არ მეფიქრა, ასე რომელი სუბიექტური მიზეზების გამო დაიმსახურა ჩემი დემონების ინტერესების აცეკვება,რომ ლექტორმაც, იღბლად, მხსნელის როლი შეითვისა და დროზე ადრე დაგვითხოვა. ჩემი ცის ფერი დღიური ჩანთის მიმართულებით გავგზავნე და დაველოდე როდის მორჩებოდნენ ურიგოდ კარიდან პირველი გასვლისთვის ბრძოლას,რომ მშვიდად დამეტოვებინა აუდიოტრია. რაღაც ეშმაკად, ჩემი ინტერესების ამჟამინდელი მდგმური, გასასვლელთან, ტელეფონზე მოლაპარაკე, დამხვდა. ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი აკრძალულ ედემს და სტრატეგიის შემუშავებაც ვცადე, როგორ ამევლო გვერდი შეუმჩნევლად.(მეგონა გარეგნულად დამეტყობოდა ჩემი ცოდვები და ჩუმ ჯაშუშობანაშიც მამხელდა) თოვლივით დამდნარმა ჩავუარე მის ასვეტებულ სხეულს და ირგვლივ გაჟღენთილი მისი სუნამოს სურნელი სასიამოვნოდ მოხვდა ყნოსვას. მდუმარედ შევხედე,მაგრამ როცა ჩემი მზერა ჩუმად დაიჭირა, შესამჩნევად გაიღიმა. ეს ქურდობაში გამოჭერას გავდა. შეშინებულმა,რომ ნამდვილ სურვილებს ფარდა ურცხვად ახადეს, წარბები შევჭმუხნე და ელვასავით სწრაფად მოვწყდი ადგილს. თავს ვუწყრებოდი,რომ უცებ ხელში ტელეფონის თამაშით გართული არჩი მომიახლოვდა და გაკვირვებული გამომეტყველებით იატაკზე გამაქვავა.
-რატომ მომდევ?- ვკითხე უფრო გაკვირვებულმა და სიარული მშვიდად გავაგრძელე.
-შენ რატომ მიყურებ?-დამცინავი სიტყვებით საბოლოოდ დაამსხვრია ჩემი თავდაჯერებულობა და წარბი ისევ ძველებურად აზიდა.
-რა?-გავიკვირვე და უსასრულობაში დავიწყე ყურება, იმის ნაცვლად რომ არგუმენტებით დამეცვა ჩემი ‘სიმართლე’.
-არა, ვაღიარებ რომ სასიამოვნოდ ინტიმურია ჩემს მიერ დაჭერილი შენი თითოეული მზერა,მაგრამ ორი საათის განმავლობაში შენგან წამოსულმა გამოსხივებამ უკვე ტვინი გადამიწვა,ასე რომ..-გაიქნია თავი მედიდურად და გვერდულად გადმომხედა. ჩემმა გულის ცემამ ინერციით გააპო ფოიეში დაბუდებული სიჩუმე და არჩის თვალებში აკიაფებული ეშმაკებით მივხვდი,რომ თვითონაც გაიგონა.
-საკუთარ თავზე რა წარმოდგენებით მოძრაობ?-შევკივლე და ბურტყუნით დავაყოლე „უტაქტო ელფი“-მეთქი.
-არც კი მინდა ვიცოდე რა ჩაილაპარაკე.-გადაატრიალა თვალები და გარეთ ყინვაში გასულმა ქურთუკი უბრალოდ მოიცვა,მაშინ როცა მე ყურებამდე შევიფუთე.-სოციალურ ურთიერთობებში აშკარად დასახვეწი ხარ.საკვირველია, მთელ ორ საათს, თავს მხოლოდ იმიტომ წევდი მელნით დამახინჯებული ფურცლებიდან,რომ მზერით გაგექურდა ჩემი შინაგანი სამყარო და ახლა, ერთი სიტყვის წარმოსათქმელადაც უნდა მახვეწნიო?
-შენ რა მაკვირდებოდი? მისმინე, მგონი უკეთესია ზრდილობის დახვეწაზე იფიქრო და მეც დაგირეკავ,როცა სოციალური ინტერაქციის დამყარება შენნაირ უტაქტოსთან მომინდება.-კბილების ჭრიალით დაბლოკილი სიტყვები თანმიმდევრულად გადმოცვივდნენ არჩის გაყინული გონების მიმართულებით და მენტალურად ჩავინიშნე,რომ მასზე გაკეთებულ ყველა ჩანაწერს, სახლში მისვლისთანავე, ცეცხლის ალი დააგემოვნებდა.
-ნომრის კითხვის ამ ეფექტურ ხერხს აუცილებლად დავიმახსოვრებ.-ახარხარებული სახე მომანათა და ხელზე სწრაფად დამწვდა. ჯიბიდან ამოცურებული კალმით, ჩემი გაყინული მაჯა ორ წამში სავიზიტო ბარათად აქცია,ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი რას აკეთებდა.
-სულ გააფრინე,არჩი?-ავწრიალდი და გაურკვეველი მოძრაობებით ვცადე მსხვერპლად გამოყვანილი საკუთარი თავი მისი კლანჭებიდან დამეხსნა.
-ნუ მოძრაობ, ხომ ხედავ რა წვრილი ხელი გაქვს. არასწორი მოძრაობა და შეიძლება მკლავებში ჩამეფშვნა.-კმაყოფილად ჩატეხა ტუჩის კუთხე და საჭიროზე დიდ ხანს დაჭერილი ხელი ისე ფრთხილად დააბრუნა ჩემს ჯიბეში,რომ მივხვდი მართლა ეშინოდა არ დაეზიანებინა.-აჰა, შენი დიდი თხოვნის შემდეგ ჩემი ნომერიც გაქვს. შეგიძლია საგულდაგულოდ ჩაწერო იმ ცისფერ ფიქრების ბუდეში ან შენს ჭკვიან თავში გამოკეტო.-უკანასკნელი მზერა შემავლო,ძველი ნაცნობივით გამკრა მხარი და გასასვლელი ჭიშკრიდან მისკენ წამოსულ ქერას შეეგება.
სიმართლე ითქვას, ჩემი დაკვირვების არცერთ ობიექტთან არ მილაპარაკია,რადგან მათთდამი გამოვლენილი ინტერესი იმ აუდიტორიაში იბადებოდა და იქვე ეცემოდა დავიწყებას,ახლა კი როცა მაჯას ჯერ კიდევ მიწვავდა მისი შეხებით გამოწვეული შეგრძნება და უცნაურად დაგრეხილ უსწორმასორობაში მგზავნიდა, გამაფრთხილები ზარები აწკრიალდნენ გონებაში და სანამ თვალებზე მომდგარ ფიქრებს კიდევ მივცემდი უფლებას საკუთარი ნებით ენავარდათ, მეგის გავუგზავნე წერილი: „შესასვლელთან გელოდები“ და არჩის, დროებით, დავიწყების უფსკრულში გამოვუყე ადგილი.
რაც შეეხება ჩემი ცხოვრების საინტერესო ნაწილს, ის სწორედ მეგის უკავშირდება,რომელიც 26 სექტემბერს უნივერსიტეტის შესასვლელთან გავიცანი,როცა დაბნეული უცხო გარემოს აღქმას ვცდილობდი, მან კი ზღვისფერი თვალებიდან გადმოღვრილი სიმშვიდე ჩემს, შტორმივით მღელვარე, ცისფერ წყვილს შეაგება და მას შემდეგ ოსტატურად ახერხებს ჩემს რთული სიტუაციებიდან გამოძვრენას.
-თაისია-გავიგონე შორიდან როგორ მოჰკიოდა მეგი და მისი ბედნიერებისგან გაფართოებულ თვალებს რომ გადავაწყდი, მისკენ ღიმილით გავემართე.-აბა, წავიდეთ „რონიში?“ დილიდან უნივერსიტეტის მოსაწყენ ერთფეროვნებას ვიტან,თორნიკე მანქანაში გველოდება,ის იხდის.-გამამხნევებლად დამიქნია თავი და გასასვლელისკენ გამაგდო.
-უხერხულია ადამიანო. მესამე თვეა მაგ ბიჭს სერიოზულ ხარჯად ავეკიდეთ.-უკმაყოფილოება ვესროლე და გამახსენდა მეგის ნაამბობი თუ როგორ აწვალა ბიჭი,სანამ ერთად ყოფნაზე დასთანხმდებოდა.
-ოჰ, კარგი ერთი. რომელ ხარჯზე საუბრობ, ჩიტის ნამცეცებზე მცირე ულუფებით რომ აწვალებ კუჭს.-შემომჩივლა და წინა სავარძელზე მოკალათდა.
-გამარჯობა, თორნიკე. ვხედავ, თბილისის სუსხმა ვერც ღიმილი და ვერც ხელგაშლილობა დაგათმობინა.-ვუთხარი, მანქანის თბილ სალონში მომღიმარს.
-არ დაიწყო ახლა, არ გინდა. სიძე ვარ ბოლოსდაბოლოს.-თვალი ჩამიკრა სარკედან და მანქანა გააქროლა.
როცა სამი პორცია პიციდან,ორი თორნიკემ ჩაამთავრა და ჩვენ ძლივს დავასრულეთ ჩვენი წილი, „უნდა გაგასუქოთო“ მკაცრად დაგვპირდა ბიჭი. შუაგული საღამო იყო სახლში მზრუნველი მშობლებივით რომ მიმაცილეს და სადარბაზომდე უამრავი ჩვევა-დარიგებით დამტვირთეს. მეც მორჩილი შვილივით პირობა აღვუთქვი, თავს მივხედავ-მეთქი და სახლის მყუდროებას ჰარმონიულად შევუერთდი.
შინ მისულმა, ჩვეული რუტინა არ დავარღვიე და „იუთუბში“ გახსნილი სიმღერის ფონზე დავიწყე საღამოსთვის მზადება. ცხელი ჩაიც პანაცეასავით გაიჟღენთა ჩემს გაყინულ ორგანიზმში. ჩანთის ამოლაგება,რომ დავიწყე, ჩემი გონების დავიწყებულმა ფრაგმენტმა რეგენერაცია განიცადა და ხელზე აღბეჭდილი დროებითი ტატუ სასწრაფოდ ცისფერი დღიურის ფურცლებზე მივაჟღაპნე,თან ვცადე, ჩემს ფეხისწვერებზე ინტერესით წამოწეულ ალტერ ეგოსთვის მზერა ამერიდებინა. დაღლილი ვარ, ზედმეტი კითხვები ხვალისთვის შემოვინახოთ...



№1 სტუმარი Guest Eka

Auuuh......saocras weer ♥♥

 


№2  offline წევრი crybaby

Guest Eka
Auuuh......saocras weer ♥♥

მადლობა <3

 


№3 სტუმარი Leporela

Mowmons,dzalian magaria,ggargdzele aucileblad ogond ar daagviano <3

 


№4  offline წევრი crybaby

Leporela
Mowmons,dzalian magaria,ggargdzele aucileblad ogond ar daagviano <3

მადლობა და ვეცდები აუცილებლად <3

 


№5 სტუმარი Guest nawka

საოცრად მომწონს შენი წერის სტილი. განსაკუთრებით ის რომ ერთი პატარა ემოცია ან მოვლენა მთელი წინადადებით აღწერო. მიყვარს ასეთი რამეები დეტალსაც რომ არ ტოვე ბ უყურადღებოდ. აქედან ჩანს თუ როგორ პასუხისმგებლობით წერ. რაც შეეხება ისტორიას გამოგიტყდები და ძაალიან მმწონს და მაინტერესებს აუცილებლად მოვინიშნავ სახელს და თვალს ვადევნებ განვიტარებას ანუ წავიკითხავ. წარმატებებიიი

 


№6  offline წევრი crybaby

Guest nawka
საოცრად მომწონს შენი წერის სტილი. განსაკუთრებით ის რომ ერთი პატარა ემოცია ან მოვლენა მთელი წინადადებით აღწერო. მიყვარს ასეთი რამეები დეტალსაც რომ არ ტოვე ბ უყურადღებოდ. აქედან ჩანს თუ როგორ პასუხისმგებლობით წერ. რაც შეეხება ისტორიას გამოგიტყდები და ძაალიან მმწონს და მაინტერესებს აუცილებლად მოვინიშნავ სახელს და თვალს ვადევნებ განვიტარებას ანუ წავიკითხავ. წარმატებებიიი

მიყვარს როცა ზუსტად აღვწერ რა დეტალს როგორ დავინახავდი რეალობაში, ამიტომ გამომდის მთელი წინადადებები <3
ძალიან დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის ❤︎❤︎

 


№7  offline წევრი MegMorgan

ნამდვილი საოცრება ხარ! აუცილებლად გააგრძელე, გელოდები heart_eyes

 


№8  offline წევრი crybaby

MegMorgan
ნამდვილი საოცრება ხარ! აუცილებლად გააგრძელე, გელოდები heart_eyes

აუცილებლად ❤︎❤︎

 


№9  offline წევრი Sandrda123

Saswauli gogooo xxaar ❕❕

 


№10  offline წევრი crybaby

Sandrda123
Saswauli gogooo xxaar ❕❕

❤︎❤︎❤︎❤︎

 


№11  offline წევრი crybaby

autumn
ხომ გაგიგიათ ყვველაზე ჩუმად მყოფი ყველაზე მეტს ხედავსო ( არც მე გამიგია) - ეს მომეწონა smile smile

laughing laughing laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent