გამოშრეტილნი (თავი 1)
საშინელი შეგრძნება მაღვიძებს. სწრაფად ვჯდები საწოლზე და ოთახს უაზროდ ვავლებ თვალს. მერე ჩემს გვერდით მწოლიარე ორ პატარა არსებას ვანთავისუფლებ საბნის ხვეულებიდან და მათ სუნთქვას ვაყურადებ. "კარგად არიან" ვფიქრობ ჩემთვის და თითქოს ოდნავ გულზე მეშვება. თუმცა წამში მახსენდება გვერდით ოთახში მძინარე ალექსი და ილია და გიჟივით ვაფრინდები საწოლს და ფეხშიშველი გავრბივარ მათ ოთახში. მათაც მშვიდად ძინავთ. "აბა რა მჭირს" ვეკითხები საკუთარ თავს და სუნთქვას ვიკავებ. სახლს ვაყურადებ. სამარისებული სიჩუმეა. "არა რაღაც ხდება." არ მასვენებს გონება და ისევ მიფორიაქებს გულს. ფეხაკრებით გავდივარ ოთახიდან და კიბის თავთან ვჩერდები. ისევ ფეხშიშველს მეთლახის სიცივე კანკალს მაწყებინებს. მაგრამ მაინც ვახერხებ და სუნთქვას ვიკავებ. ქვემოთაც სიწყნარეა. ჩემი მამამთილის ხვრინვა მესმის. საძინებელში ვბრუნდები მძინარე იოანეს და სესილის საბნებს ვუსწორებ და ჩაცმას ვიწყებ. გარეთ ჯერ კიდევ ბნელა და სიწყნარეა. ფარდას ვწევ და გარემოს ვაკვირდები. იქაც სიწყნარეა, არანაირი მოძრაობა. "რა მემართება?" საკუთარ აკანკალებულ ხელებს დავყურებ და იმ აზრს ვერ ვიცილებ თავიდან რომ საფრთხეში ვართ. ფეხაკრებით მივუყვები კიბეებს. მისაღებ ოთახში შევდივარ და ტელევიზორს ვრთავ. ქართულ არხებს ვეძებ და საიმედო ტვ-ს ვპოულობ და ადგილზე ვშეშდები. საინფორმაციოს სპეციალური გამოშვება გადის. "ღმერთო შენ გვიშველე" ვჩურჩულებ დაზაფრული და ხმას ვუწევ. - მათთვის ვინც ახლა შემოუერთდა მაყურებელთა რიგებს გაცნობებთ რომ დღეს 13 დეკემბერს ქ.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა პირველი ინფიცირებულის დაკავება. მდგომარეობა სრულიად კონტროლირებადია და საფრთხე აღმოფხრვილია. შ.ს.ს ცნობით საქართველოს მთავრობა სრულად ფლობს სიტუაციას და პანიკის საშუალება არ გვაქვს.- ზედმეტად მშვიდი ხმით განაგრძობს წამყვანი კითხვას.- თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალ ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულება შეწყვეტს მუშაობას ერთი დღით თქვენივე უსაფრთხოების მიზნით. ვიმეორებ მათთვის ვინც ახლა ...- მეტს აღარ ვუსმენ. პულტს ვწვდები და ქუთაისის არხის ძებნას ვიწყებ. რიონულას ვპოულობ და საშინელ კადრს ვხედავ. მთელი აეროპორტი ჩაბნელებული და იზოლირებულია. კადრს მიღმა საშინელი ხმები ისმის. ირგვლივ პანიკა სუფევს. პულტს მაგიდაზე ვაგდებ და გამწარებული ვიწყებ ტელეფონის ძებნას. "სად ჯანდაბაში დავტოვე წუხელ" ვლანძღავ საკუთარ თავს და დივნის ბალიშებს იატაკზე ვისვრი. "გიპოვეე" გახარებული ხმამაღლ გავყვირი და კონტაქტებში მამაჩემს ვეძებ. სასწრაფოდ ვაწვები მის ნომერს და ველოდები ზარის გასვლას. არ გადის. "ააა" ვღმუი ხმამაღლა და ისევ ვკრებ მის ნომერს. ისევ არაფერი. "ღმერთოოო" ვიცხადებ ხმამაღლა. პირდაპირ ეპიცენტრში არიან. ისევ ვკრებ მამაჩემის ნომერს. ზურგს უკან კარი იღება მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. "გავიდა" გავყვირი ხმამაღლა გახარებული და ტელეფონს მთელი ძალით ვუჭერ ხელს. -რა ხდება სალომე? - მეკითხება დედამთილი და მისკენ მაბრუნებს. ხელით ვთხოვ მაცადოს და მამაჩემის ნამძინარევ ხმასაც ვისმენ. - მამა ჩქარა ადექით და თბილისში გამოქანდით. სანამ დრო გაქვთ დროზეეე.-გავყვირი ხმამაღლა და დედამთილისკენ ვბრუნდები. -რა ხდება სალომე?- მეკითხება მამაჩემი. ეტყობა ჯერ კიდევ ძინავს. - მამა ადექი დროზე. გააღვიძე დედიკო და თუ კი რამე გაქვთ ჩაყარეთ მანქანაში და წამოდით აქეთთქო. - უფრო ხმამაღლა ვუმეორებ და დედაჩემის ხმაც მესმის. - დედიკო რა ხდება?- მეკითხება გაოგნებული და მეც პირდაპირ ვახლი სიმართლეს. ლოლიავის დრო არ მაქვს. თან დედამთილს ვუყურებ თვალებში - 15 წუთის უკან პირველი გამოშრეტილი აიყვანეს ქუთაისის აეროპორტში. დროზე ადექით და გამოქანდით აქეთ.- გავყვირი და ხმაურზე უკან ვბრუნდები. გულშეწუხებული დედამთილი დივანზე ასვენია და ძლივს სუნთქავს. "უფფ, აზლა ეს მინდოდა?" ვბურდღუნებ ხმამაღლა და ჭიქა წყალი შემომაქვს და სახეზე ვაპკურებ. არ შველის. "ჯანდაბაა" გავყვირი ხმამაღლა და სახეში ვასხამ წყალს. ისიც დაზაფრული ჯდება დივანზე და სახეზე ხელებს ისვამს. ყურმილის მეორე მხრიდან ხმები მესმის. მამაჩემი გაყვირის. მეზობლებს აგებინებს. მეც ვთიშავ ტელეფონს და დედამთილს სალფეთქებს ვაწვდი. კარები მეორედ იღება და ოთახში დაძაბული მამამთილი შემოდის მის უკან ალექსის გაფართოებულ თვალებს ვაწყდები და გული მეკუმშება. - ვაი ჩვენს ბეედს -იწყებს მოთქმას დედამთილი. -ილიაა ბიჭოოო, რა გვეშველებაა- ხელებს იშვერს ქმრისკენ და თან იცრემლება. -სალომე- მეძახის ალექსი და მეც მისკენ ვბრუნდები. -სად? - ქუთაისის აეროპორტში. - ვახ ამის დედას შევ...! ხომ ამბობდნენ უნდა დავხუროთო!- ხელებს იჭერს თავზე და პირდაპირ იატაკზე ჯდება. - ჩემებთან დავრეკე. გამოვლენ აწი. ხალხო გამოფხიზლდით - გავყვირი ხმამაღლა და მამამთილისკენ ვბრუნდები.- ლურსმნები, დიქტები, ჩაქუჩი და რავი ყველაფერი გვჭირდება ფანჯრების დასაგმინად. და პროდუქტები. მარაგი გვაქვს მაგრამ სანამ პანიკას მოუცვია ყველაფერი დავამატოთ ჩვენი მარკეტიდან. - ჩამოწერე ყველაფერი და მოვიტან.- მეუბნება ალექსი და ფეხზე დგება. მეორე სართულზე ადის და მეც მივყვები. აბაზანაში შესულს ოთახში ვუვარდები და ნიჟარის უჯრიდან ფანქარსა და ფურცელს ვაძვრენ. - ე.ი. ფქვილი ბევრი. შაქარიც. ასანთი და სანთლები. ზეთი და პურიც თუ ექნებათ. ხო შოკოლადებიც, ნოყიერია და გვჭირდება- ვუხსნი გაკვირვებულ მეუღლეს და უფრო და უფრო ვზრდი სიას. - იარაღის წაღება არ დაგავიწყდეთ- ვახსენებ გასვლის წინ კაცებს და მათ გაოგნებულ სახეებს მშვიდად ვაიგნორებ. - გაიხსენეთ ინდოეთი ან ჩინეთიც თუ გინდათ. - ვახსენებ საშინელ კადრებს და იარაღს ვაწწვდი. ალექსი დამუნჯებული მართმევს იარაღს და ზურგს უკან იმაგრებს შარვალში. ვხედავ როგორ უჩინარდება ჭიშკრის მიღმა და საშინელი სიცივე მივლის ტანში. "ღმერთო გადაგვარჩინე" ვჩურჩულებ ჩუმად და სახლის კარებს ვკეტავ. - სალომე არ გეშინია?- მესმის დედამთილის გაოგნებული ხმა და მეც მისკენ ვბრუნდები. - ჩასვრამდე- ვპასუხობ გულახდილად და ხელებს სხეულზე ვიხვევ- მაგრამ ზემოთ სამ პატარა არსებას სძინავთ და მათ გამო იმაზე მაგარი უნდა ვიყოთ ვიდრე წარმოგვიდგენია. წადი დედა ჩაიცვი და გთხოვ თავი აკონტროლე. ისიც ეყოფათ დასაზაფრად რასაც ფანჯრიდან დაინახავენ აწი ან მოისმენენ. - უკვე ასეა საქმე?- მეკითხება უფრო დაზაფრული. - ხო აეროპორტი აჩვენეს. იქ პანიკაა და ქაოსი. ვფიქრობ საქმე ძალიან ცუდადაა. წადი ნუ იყინები, ჩაიცვი და თავს მოერიე. - ვმოძღვრავ დედამთილს და კიბეებზე ავდივარ. საძინებელში შესული იოს და სესის ბუთქუნა თითებზე ვეფერები და ილიას ოთახში გავდივარ. "ჩემი დიდი ბიჭი" ვჩურჩულებ ჩუმად და თმებზე ვეალერსები. მისი ოთახიდანაც გავდივარ და ალექსის კაბინეტში შევდივარ. ფარდას ვწევ და უჩის მოპირდაპირე მხარეს მარკეტს შევყურებ. "ღმერთო რა ამბავია" ვიძაზი დაზაფრული და გადატენილ მარკეტს შევყურებ. ქუჩაში ქაოსია. ხალხმა ყველაფერი იცის. ვხედავ როგორ ირღვევა მარკეტის წინ ხალხის მასა და იარაღით ხელში როგორ გამორბის ალექსი. მეორე ხელი გორგოლაჭებიან კალათზე ჩაუჭიდია და რაღაცას გაყვირის. უკან მამამთილი მოსდევს კალათით ხელში და ასეთ საშინელ წამს სიცილს ვიწყებ. დარწმუნებული ვარ ამ კალათების ფულსაც გადაიხდიდა ალექსი. ვხედავ როგორ გადმორბიან ქუჩაზე და ძლივს როგორ ასწრებენ ჯიპს, რომელიც მთელი სიჩქარით მოქროდა. ტროტუარზე გადმოსულებს წინ სამი ბიჭი ესვეტებათ და ვხედავ როგორ იწევენ ისინი კალათებისკენ. ვერაფერს ვიფიქრებ. სასწრაფოდ ვაღებ ფანჯარას და გისოსებს მოჭიდებული მთელი ძალით გავყვირი "ხელები მაღლაააა". სამი ლაწირაკი მოულოდნელობისგან ადგილზე ხტება და სხვადასხვა მიმართულებით გარბის. მეც სასწრაფოდ ვხურავ ფანჯარას და ოთახიდან გავრბივარ. კიბეებზე ხმაურით ჩავრბივარ და შემოსასვლელი კარისკენ ვიღებ გეზს. უკან დედამთილის ხმა მესმის და დასამშვიდებლად ვეძახი "მოვიდნენ". კარებს ვაღებ და ეზოში ვიყურები. წამში იღება ჭიშკარი და ალექსი შემორბის უკან ბრუნდება და კალათს ეჭიდება. ეზოში მოაგორებს და მეორისკენ ბრუნდება. პირველ კალათს მე ვეჭიდები სახლის კარებისკენ მივაგორებ და დედამთილის დახმარებით სახლში შემაქვს. უკან კაცები მოგვყვება. მე მათ გვერდს ვუვლი და ჭიშკრის საკეტს ვამოწმებ. სახლისკენ ვბრუნდები რომ რაღაც ხმა მაკავებს. კარებში გახიდულ ალექსს თვალს ვავლებ და ქუჩისკენ ვბრუნდები. - სალომე დროზე შემოდი- მეძახის ის და მე ხელით ვანიშნებ გაჩუმდეს. საშინელი ხმა მესმის. დახშული და თან მოგუგუნე. სულის შემძვრელი და გამყინავი. - რა უბედურებაა ეს? - მეკითხება ალექსი და გარეთ გამოდის. - სალომე- ხელზე მოჭიდებული მარხევს და მისკენ მაბრუნებს. - ეს სირენაა...გესმის? - ვეკითხები დაზაფრული და ორივე ხელზე ვეჭიდები- ალექს გესმის ხალხის ხმა? კივიან ალექს?- ნერვული შოკისგან ხელების კანკალი მეწყება და თვითონაც ვიწყებ კივილს. - სალომე ჩქარა სახლში- მექაჩება ალექსი და კარისკენ მიმათრევს.- სალომე რა გჭირს სალო? - მისკენ მაბრუნებს და მანჯღრევს.ვხედავ რომ დაზაფრული სახე აქვს და უფრო მიტანს შიში. - სალომე გამოფხიზლდი. ბავშვების ხმა ისმის.- ჩაქუჩის დარტყმასავით მოქმედებს ჩემზე ბავშვების ხსენება. ხელებს ვაშვებინებ, პირველი შევრბივარ სახლში და მეორე სართულის აივანზე მდგარ სამ შეშინებულ არსებას გაღიმებული სახით ვუქნევ ხელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.