პეპელა 5
I never dreamed that I'd meet somebody like you. No, I don't want to fall in love with you ტელევიზორთან იჯდა ბებიასთან ერთად. წითელ ღვინოს სვამდნენ და წინ ზეთისხილით სავსე ჯამი ედგათ. ძველი ჩვევა. _ გინდა გაგახარო? _ უცებ ტაშ შემოკრა კატერინამ. _ მინდა _ სიცილით გადახედა ნინაკამ და ღვინო მოსვა. _ იცოდე, კივილი არ დაიწყო _ ადგა და თავისი ოთახისკენ წავიდა, თან ყვირილით გამოსძახა. ნინაკა დივანზე ფეხებმოკეცილი დაჯდა და კინაღამ მოკვდა, სანამ ქალი ოთახიდან არ გამოვიდა რაღაც ვარდისფერი ყუთით ხელში. _ ცოტა კი ადრეა, მაგრამ ორ კვირაში დაბადების დღე გაქვს და მე სამწუხაროდ ვეღარ გნახავ. თანაც მგონი ზუსტადაც დროა _ ყუთი გაუწოდა და წარბაწეული ჩამოჯდა მის გვერდით. თან სახეზე დააკვირდა, რეაქციის დასაჭერად. _ იმედია რაღაც არ მაიმუნობ ისევ, ბებოჩკა... _ ბურტყუნით დახედა ყუთს და თავსახურს გადაუსვა თითები. პრიალა, ლამაზი სასაჩუქრე იყო და ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა რა იყო შიგ. _ მალე რა, დამელია სული _ ტუჩები გაილოკა კატიამ. ნინაკამ თავი ახადა და გაფრთხილების მიუხედავად, კივილი დაიწყო. პირზე ხელიც კი აიფარა, მაგრამ შთაბეჭდილებებს ვერაფერს უხერხებდა. ყუთში კრემისფერი, ძალიან მაგარი, სასწაულად მაგარი პუანტები ელაგა. ისეთი, რომელზეც ოცნებობდა. _ ჩემი გმირი ხარ, არ მჯერა _ მოეხვია და ძალიან მაგრად მოუჭირა ხელები. ქალი იცინოდა და შუბლზე კოცნიდა. _ ზეგ იცოდე, იმედებს არ მიცრუებ. უნდა ბრწყინავდე! _ მოიშორა, მერე ერთი მაგრად აკოცა ისევ და დივნის საზურგეზე გადაწვა. _ ელენეს დავურეკავ ახლა, მოიცა _ ფეხზე წამოხტა და გავიდა. უკან ლეპტოპით ხელში დაბრუნდა, სწრაფად ჩართო ვაიბერი და ელენეს ნომერზე დააწკაპა. ბევრი ლოდინი არც დასჭირვებია, მალევე უპასუხა ელენემ და კამერა ჩართო. _ ერთი საათის წინ არ დარეკე, ნინაკა? _ თან ხელებს პირსახოცით იმშრალებდა. _ დე, იცი რა მაგარი რაღაც მაჩუქა მარგომ? _ ხომ გითხარი, შენი ფული დახარჯე თქო? _ აუ, თავისით მაჩუქა რა _ ბებოს გადახედა და სიცილით ასწია ფეხსაცმელები. _ ძალიან ლამაზია, მოგიხდება _ კოცნა გამოუგზავნა და გაუღიმა _ გილოცავ _ ლაივში უფრო ლამაზია _ სამივეს გაეცინათ _ კაი წავედი, მოვისინჯო უნდა, ვეღარ ვითმენ _ კაბა მოგიტანეს? _ ჯერ არა, ხვალ სავარჯიშო დარბაზში დამახვედრებენ _ ხოდა ხვალ მოისინჯე _ თვალი ჩაუკრა _ წავედი მე, რედი მეძახის. ლალომ თქვა ახლა არ მცალია და საღამოს ხაზზე იყოსო _ კაი, მიდი, გკოცნით _ ლეპტოპი ჩახურა და ისევ მაგრად ჩაეხუტა კატერინას. სულ შეეძლო მისი გახარება და ამიტომ იყო ასეთი მაგარი ქალი. ელენეს შემდეგ თითქმის სამაგალითოც... მართალია ძალიან კარგად არ ახსოვს ის წლები, როცა აქ ცხოვრობდა, მაგრამ ბავშვობიდან განსაკუთრებული იყო. ისიც კარგად ახსოვს, ერთხელ როგორ საუბრობდნენ მასზე ექიმი და დედამისი. ის სეანსი ყვირილით დასრულდა, ნინაკას გონებიდან არ ქრება ელენეს ტკივილით სავსე თვალები, როცა ღრიალებდა, ჩემი შვილი არ არის ავადო. "_ ის ყველას ერთად აღებულს გჯობიათ. ჩემი შეცდომების გამო არ აგებს პასუხს, ის იდეალურია და მე ვიამაყებ. ახლაც ვამაყობ, გესმით? ნინაკა არ არის ავად! ყველაზე ჭკვიანი და მაგარი ბავშვია, იმიტომ რომ ჩემნაირი დედა და სანდროსნაირი მამა ყავს გვერდით. სანდრო აქ არის და სულ აქ იქნება." ტანზე მომდგარი, ნაცრისფერი, თხელი ნაქსოვი კაბა ჩაიცვა, მუხლებს ოდნავ ქვემოთ. თეთრი ბოტასები და შავი ქურთუკი, იმიტომ რომ ძალიან ციოდა ბერლინში. თმები გაიშალა და ქუდი დაიხურა. _ საით კუსკუს? _ სააბაზანოდან თავი გამოყო პირსახოციანმა ბებიამ. _ საყიდლებზე, ჩემებს წავუღებ რაც დამაბარეს თორემ მერე აღარ მეცლება. და კაფეში გავივლი... _ ბოლოს შედარებით ხმადაბლა უთხრა. თითქოს მიხვდებოდა, რატომ მიდიოდა კაფეში. კერძოთ, ვისთვის მიდიოდა. _ ცივა გარეთ, რანაირად გაცვია ბებო? _ აუ არ დაიწყო კატია, თორე შევიშლები _ გადი აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა _ თვალები დახუჭა, ორივეს ერთად აუტყდათ სიცილი. ნინაკა გავიდა, კარები უხმაუროდ მიხურა და ლიფტი გააჩერა. ფოტოგრაფიული მეხსირების დამსახურებით ძალიან ადვილად გაიხსენა კაფეს სახელი და ქუჩა. _ where is Louise Cherie Cafe ? _ გამვლელი გააჩერა და ისეთი აქცენტით ჰკითხა, ეჭვს ვერ შეიტანდით, რომ ამერიკელი არ იყო. კაცმა ხელით ანიშნა, აღმოჩნდა რომ იქვე ყოფილა, ჩიხში. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და იქით წავიდა. ძალიან სასაცილო ქეისი ჰქონდა მის ტელეფონს და პინგვინის ყურებაში გზაში თითქმის წაიქცა. _ თითქმის არ ითვლება _ თავისთვის წაიბურტყუნა და კარებო შეაღო. თბილი, ლამაზი გარემო იყო და კარგი სუნები ტრიალებდა. თვითონაც არ იცის, რატომ მოვიდა ან საიდან იცოდა ზუსტად, რომ ის ბიჭი აქ დახვდებოდა. არ იყო იმ ტიპის გოგო, ბიჭებს რომ უკან დასდევენ. მეტიც, ეზიზღებოდა ასეთები, თუმცა ახლა ინსტიქტურად იმოქმედა. სპონტანურობას დააბრალა და ერთ-ერთი მაგიდისკენ წავიდა. მანამდე კრუასანი და ლატე შეუკვეთა. თითებს მაგიდაზე ათამაშებდა და შეკვეთას ელოდა. _ ინებეთ _ ის ხმა. ახედა და თვითმფრინავის ბიჭი რომ დაინახა, გაუღიმა. _ პრივეტ... _ სახელი არ იცოდა, ჯანდაბა. _ ლუკა _ ტუჩი ჩატეხა და მის პირდაპირ დაჯდა, შეკვეთა კი წინ დაუდო. _ აბა ჟონგლიორიო? _ გაეცინათ და ნინაკამ თავისი ყავა მოსვა. _ დღის მეორე მონაკვეთში, რათქმაუნდა _ ანუ აქ მუშაობ? კარგი კაფეა _ მოგეწონა? შენ ჯერ ნაყინი არ გაგისინჯავს _ არ მიყვარს ნაყინი _ სერიოზულად? როგორ შეიძლება ნაყინი არ გიყვარდეს? _ რძეს ვერ ვიტან, მართლა _ გინდა გასინჯო? ისეთი გემრიელია, კიდევ მთხოვ _ არა, არ მინდა _ კრუასანს ბოლო წაატეზა. _ კაი რა პონტია, გთხოვ _ ცუდად რომ გავხდე? _ მაინც ფრთხილობდა. ალბათ როგორ უცნაურ გოგოდ მიაჩნდა, პირველივეზე ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვა. ნაყინი ყველას აქვს გასინჯული და ნინაკას არა. _ ოღონდ, ცოტა _ დათმობაზე წავიდა. სიცილით დაუქნია თავი ლუკამ და ორ წუთში დაბრუნდა. მაგიდაზე დადო ნაყინიანი ჭიქა. _ გელოდები, მიდი _ კარგი, მადროვე ახლა _ ღრმად ჩაისუნთქა. ლუკას სიცილი აუტყდა და თავი დახარა. ისეთი საყვარელი იყო სიცილის დროს... _ ეგ რომ არ მოგეწონოს, ბანძი იქნები. _ ბანძი შენ იქნები, იდიოტი ხარ? _ ერთ ბურთულას დაუწყო კოვზით წვალება. ბოლოს როგორღაც კოვზი პირთან მიიტანა და გადაყლაპა. თავიდან უცნაური იყო, ალბათ იმიტომ, რომ ასე ელოდა ამ მომენტს. მერე სასიამოვნოდ რომ ჩასრიალდა ყელში და კბილებზე ტკბილი, გემრიელი გემო რომ დაუტოვა, მეორე კოვზიც ჩაყლაპა. _ აბა, როგორი იყო? _ ტუჩები გაილოკა ლუკამ და ნაყინი ახლა თავისკენ მისწია. _ ეე, სულ ჩემია ეგ _ სწრაფი რეაგირება მოახდინა ნინაკამ და ჭიქა დაიბრუნა. გადაბჟირებამდე იცინეს და ნინაკას პირველი ექსპერიმენტიც შეაფასეს. _ მგონი გაცდენ? _ არა, რა სისულეა _ რომ გიყვირონ? _ მაინც ვერ ისვენებდა. _ დამშვიდდი _ გაეცინა _ არაფერი მოხდება _ მე მაინც წასასვლელი ვარ... საყიდლებზე _ სად მიდიხარ? _ წარმოდგენა არ მაქვს, ათასი რაღაც დამაბარეს _ გაეცინა და თავი შეაცოდა. _ გამოგყვე? _ თითქოს ზერელედ ჰკითხა და თვალებში ჩახედა. ნინაკამ მხრები აიჩეჩა და ტუჩი მოიკვნიტა. არა, ერთი დღის გაცნობილისთვის ნამდვილად ზედმეტია. _ არ არის მაინცდამაინც კარგი იდეა, სამსახურში ხარ _ მაშინ დამელოდე, დაგტოვებ სადაც გინდა და უკან მოვალ. სტუმარი ხარ _ წამოდგა და თან სინზე დალაგებული თეფში და ჭიქები გაიყოლა. რაღაცამ დააეჭვა ნინაკა. კუთხეში, საკიდიდან ქურთუკი მოხსნა, მოიცვა და მერე ბარმენი გოგონასკენ წავიდა. თან იგვლივ მიმოიხედა, ლუკას რომ არ დაენახა. _ გამარჯობა _ ამჯერად უკვე გერმანულად მიესალმა. გოგონამ გაუღიმა და იგივეთი უპასუხა. _ ლუკა თქვენთან მუშაობს? _ ლუკა? იმას გულისხმობთ? _ ხელი გაიშვირა კარებზე მიყრდნობილ ბიჭზე, რომელსაც ტუჩი ჩაეტეხა და უყურებდა. ნინაკამ კბილები ერთმანეთს დააჭირა, ისე მოუნდა იმ ხელის მოტეხვა გოგოსთვის. _ დიახ _ ეგ მფლობელია _ სიცილით გააქნია თავი. დაბნეული ნინაკა დაემშვიდობა და ლუკასკენ წავიდა. მაინც ვერ ხვდებოდა, რაში სჭირდებოდა ასეთი სულელური ტყუილი. თუმცა არც უთქვამს ტყუილი. თქვა აქ ვმუშაობო, ხომ არ დაუკონკრეტებია? _ საით? _ სადმე დიდ მაღაზიათა ქსელში _ ბლუყუნით უპასუხა და უკან მიყვა. საერთოდ არ აწუხებდა უხერხულობა, რომ ბიჭის მანქნით მგზავრობდა და ასე შემდეგ. _ შენ სად მუშაობ? _ სანამ გადავიდოდა, ჰკითხა. _ არსად, მაგრამ საკუთარი ფული მაქვს _ სიცილით შეიხსნა ღვედი გოგონამ. _ როგორ ახერხებ? _ გაეცინა ლუკასაც _ ბალერინა ვარ, თითქმის ყოველ გამოსვლაზე მთავარი პარტია მაქვს და ამისთვის მიხდიან. 8წლიდან დავდივარ ბალეტზე... _ აქაც ამისთვის ჩამოხვედი, ჰო? _ მართალი ხარ. ზეგ შეგიძლია მიყურო. _ შავი გედი ნათამაშები გაქვს? _ უცებ მისკენ შემოატრიალა თვალი და მოუთმენელი ხმით ჰკითხა... _ არა, ეგ ოცნებაა ჩემი _ ჩემიც _ რა, შავი გედის პარტია? _ ძალიან გაეცინა და თვალებში ჩახედა _ არა, ის რომ შენ ითამაშო _ კაი, მაშინ ერთად ავიხდინოთ. როცა ვითამაშებ, აუცილებლად მოხვალ, კარგი? _ პირობა დაადებინა და მერე გადავიდა მანქნიდან. ნომრები არ ჩაუწერიათ, თუმცა საერთოდ არ იყო საჭირო. ერთმანეთს იპოვნიდნენ, როცა ეს მოუნდებოდათ და სრულიად საკმარისი იყო ორივესთვის ამის ცოდნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.