შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (5)


15-12-2016, 17:05
ავტორი crybaby
ნანახია 1 703

თვალებით, ჩემი ზღვისფერი და მისი უმთვარო ღამის წყვდიადებით, კვლავ ვიჭრებოდით ერთმანეთის ქაოსში და პირისპირ მსხდომნი გაუცნობიერებლად ვუერთდებოდით ახალი დღის მაუწყებელ მდუმარებას. არჩიმ ავისმომასწავლებლად ჩაიღიმა და თვალებდაუხამხამებლად მკითხა:
-არჩევანი რომ გქონდეს თითები გექნებოდა წამწამებად თუ წამწამები თითებად?
-რა ჯანდაბაა, არჩი?-გამიფართოვდა თვალები და უნებლიეთ სივრცეს გავხედე, რაც იმას ნიშნავდა,რომ ჩვენს ამ „თვალი არ მომაცილო“ თამაშში დავმარცხდი.
სავარძლიდან ტრიუმფალური დიდებით წამოფრინდა და ჰაერში გამარჯვების მუშტი შემოკრა:
-მოვიგე,გადმომიწყვე შენი საიდუმლოებანი,პატარავ-ჩამიკრა თვალი და ამის ნაცვლად მისი წინა შეიკითხვის არასასიამოვნო შედეგი წარმოვიდგინე.
-ეს თაღლითობაა-ავწუწუნდი-ასე როგორ შეიძლება. მეც მინდა ვიცოდე,ის რაც არავისთვის გითქვამს-შევჭმუხნე წარბები და საათს გავხედე. პირველი სრულდებოდა.
-რას ვიზამთ, ამჯერად სფინქსი სფინქსობს და მთელი გულისყურით გისმენს.-აათამაშა ცალი წარბი
-ჩემი დროც მოვა-არ შევიმჩნიე მარცხი და წამოვდექი.
-საით მიბრძანდები? ისევ გაურბიხარ პასუხისმგებლობას? მოკლედ ეს მავნე ჩვევები უნდა დათმო,თორემ..-სიტყვები ყელში მოვარდნილი ბურთივით გაეჩხირა და თვალები ეჭვნეულად დაიწვრილა,როცა მაისური ავიწიე და ზურგით დავდექი.
-სერიიდან 17 წლის თაისიას ცოდვანი-და თითებით ხერხემლის ჩაყოლებაზე ოდესღაც ბედნიერებით თავმომწონე ტატუზე ვანიშნე,რომელიც 2 წლის წინ დავიხატე და ძველებურ აღფრთოვანებას აღარ ასხივებდა.
-კარგი გოგო-ცუდი გოგოს საზღვარზე იდექი, ცეცხლისფერო?-გაიღიმა და ჩემკენ გამოემართა.
-მაგარი გოგოს უფრო-ვუთხარი და მზერა სარკეში გავუსწორე,როცა ერთი ხელი მომხვია,მეორეთი კი ჩემს შიშველ ზურგს მთელს სიგრძეზე დაუყვა.
-ეს ადგილი განგებამ ჩემი ტვინის ასარევად შეგარჩევინა?-დახუჭა თვალები თითქოს ძალას იბრუნებსო და ტატუსთან თითების ნაზი შეხებით გამოწვეული მხურვალება დამიტოვა. როცა დაიხარა და მივხვდი, ტუჩების ნაკვალევის ამოვტვიფვრაც სურდა ჩემს ნახატზე, ღონემიხდილივით დავიკლაკნე და ხელიდან დავუსხლტი.
-ყველაფერს შენს სასარგებლოდ ნუ იყენებ.
-თაისია, თუ ასე მოულოდნელად გამექცევი კიდევ ერთხელ, ინფაქტს მივიღებ, მერე შენ ეს გინდა?-მკითხა მოჩვენებითი სიმკაცრით
„ასე ვისი გული უფრო მალე გასკდება, საკითხავია“-მეთქი გავიფიქრე და ტელეფონს დავწვდი,რომელიც გაუჩერებლად რეკავდა.
-სად ხარ გოგო მთელი დღის მანძილზე?-შემომჩივლა მეგიმ.-შუაღამეს გადასცდა და მხოლოდ ახლა მოვახერხე დაგკავშირებოდი.
-მოგიყვები მერე.-დავპირდი
-გამოგიაროთ? კლუბში მივდივართ ჩვენები-მითხრა და მივხვდი ტელეფონის იქით არსებული ხმაური ჩვენს მეგობრებს ეკუთვნოდა.
-კი, მომწერე რომ მოხვალთ და ჩამოვალ.
-სად წახვალ?-ინტერესით აღსავსე თვალები მომაპყრო არჩიმ
-მეგობრებთან ერთად გავდივარ.-ავუხსენი, თუმცა არ შემითავაზებია წამოსულიყო, ველოდი რომ თვითონ მეტყოდა.
-არ შეგეძლო უარი გეთქვა? მგონი სახლში სტუმარი გყავს-მანიშნა საკუთარ თავზე
-მერე აქ ღამის თევით ხომ არ ხარ?
-ვოუჰ,-გაოცების შეძახილი აღმოხდა-კულტურულად მაგდებ სახლიდან.-ჯერაც ვერ იჯერებდა
-თუ მხოლოდ სახლის დატოვება გიჭირს დარჩი-გადავატრიალე თვალები
-ნერვებს რომ მიშლი გსიამოვნებს?-ნერვიულად გადაიწია თმა.
„კი“-გავიფიქრე
-ეგ რა შუაშია?
-ბევრი ლაპარაკის მოყვარული შენი ენა გადაიღლებოდა ორი სიტყვა ჩემთვისაც რომ გამოემეტებინა? „შენც წამოდი,“-დამიმარცვლა-აბა,პატარავ გამიმეორე-მითხრა და ჩემი ლოყები ხელებში მოიქცია თითქოს ასე შეძლებდა მისთვის სასურველი სიტყვები წამომცდენოდა
დადუმებულმა გავაქნიე თავი უარის ნიშნად.
-თაისია-ჩამძახა გამაფრთხილებლად.-ერთად ყოფნის მიუხედავად ამ ქალურ სიჯიუტეს მაინც ვერ თმობ?
-არჩი მალე მოვლენ გამიშვი-ტუჩები უკმაყოფილოდ გადმოვატრიალე და თვალებდაწვრილებულმა არჩიმაც მზერა მაშინვე დამასო.
-სანამ შენს მოპატიჟებას არ მოვისმენ, არსადაც არ წავალთ.-წარბებით მანიშნა მითხარიო.
გაპროტესტების ახალი ტალღით ვაპირებდი მის გამოწვევას,რომ მაისურის ქვეშ ხელი შემიცურა და ნაზად დაუყვა ხერხემალს.
-ახლაც არ მეტყვი?-გაიცინა,როცა იგრძნო როგორ დამიარეს პეპლებმა მთელ ტანზე.-დარწმუნებული ხარ,რომ ჩემ გარეშე უფრო კარგად გაერთობი?
-რა სტატუსით გავაცნო მეგობრებს შენი თავი?-ღონემიხდილად ჩამოვადე თავი და ჩემს თმაზე მისმა ხელის შეხებამაც არ დააყოვნა.
-ეე,მოიცა, შენ რა მაგაზე დარდობ?-შვება გამოუშვა ფილტვებიდან და მაიძულა მისთვის თვალებში ჩამეხედა.
მხრები ავიჩეჩე.
-ჩვენ ერთად ვართ, თაისია. დროს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ახლა ერთად ვართ და წარმიდგენ როგორც შენს შეყვარებულს-ამიხსნა და ჩემს სიმაღლემდე დაიხარა,რომ შუბლით შემხებოდა-გამიგე?
„ჰმმ“-მეთქი დავეთანხმე და გატრიალებამდე ტუჩებზე კოცნა დავუტოვე. ტელეფონზე მეგის მესიჯი დამხვდა და მეც გასასვლელისკენ ავიღე გეზი.
-მოდიხარ?-გავძახე არჩის,რომელიც ისევ ძველ ადგილზე მდგომი დანავარდობდა ფიქრების მორევში.
წარბების გაურკვეველი მოძრაობით დამიბრუნდა რეალობაში, უცნაური მზერა დამადევნა და წამის მეასედში ჩემთან გაჩნდა. უბოდიშოდ დამავლო ხელი და კარებთან რომ ამაყუდა, მოულოდნელობისგან შევკივლე, რომელიც წინა ჩემი გაოცების შეძახილების მსგავსად არჩიმ მისი ტუჩებით ჩაახშო. პეპლებმა რომ დალაშქრეს ჩემი სხეული, თვალები ჩემგან დამოუკიდებლად მიმეხუჭა და თხელი თითები აქამდე არ განცდილი პასუხისმგებლობით დავტვირთე,როცა უმისამართოდ ავხლართე არჩის თმაში. მისმა ოხვრამ პეპლები გამიათმაგეს და ამ სასიამოვნო ჟღერადობის გამომწვევი წყარო რომ აღმოვაჩინე, ურცხვად გავიმეორე იგივე თითებით. აწმყოში ჩემი შეყვარებულის გახშირებულმა სუნთქვამ დამაბრუნა,რომელიც თავბრუდამხვევად მოედო ჩემს შუბლს და თვალებით ერთმანეთის საიდუმოლებებში ქექვა რომ დავიწყეთ, უსიტყვოდ გავეცალეთ კარს და გარეთ გავიხიზნეთ. „რა მოხდა?“ მკითხა დაბნეულმა ალტერ ეგომ.
გვერდულად ვაკვირდებოდი, როგორ ცდილობდა შეჭმუხნული წარბებით მასში მებრძოლი ფიქრები გაეფანტა და იმ წამს ნამდვილად ვინატრე ტელეპათიური ნიჭით დავეჯილდოვებინე მამაზეციერს-მეთქი. პასუხგაუცემელი კითხვებით გუდამოკიდებული ჩემი ქვეცნობიერი ეშმაკივით შემომჯდარიყო ჩემს მხარზე და ყურში გამაფრთხილებლად მეჩურჩულებოდა, რომ არჩიმ ხელი ჩამკიდა და თავისთან მიმიზიდა.
-აბა, მზად ხარ პატარავ?-დამიბრუნდა ჩემი ბიჭი-მეთქი გავიფიქრე და თავისუფლებისკენ გამოქცეული კითხვები მძიმედ გადავყლაპე.
-Born ready, baby-ჩავუკარი თვალი და გადაიხარხარა.
მეგი მანქანიდან მთელი ენთუზიაზმით მიქნევდა ხელს და ფართო ღიმილსაც არ იშურებდა ჩემთვის,რომ უცებ ჩემს ხელზე ჩაჭიდებული უცნობის სილუეტი დალანდა და სახე მიეყინა. ეჭვნეულად ხან მე გადმომხედავდა, ხან არჩის და ამ ორთაბრძოლის შემდეგ, მზერა ჩემზე შეაჩერა, თან დუმილით აშკარა კითხვებს აგზავნიდა ჩემი მიმართულებით. დასჯილი ბავშვივით გავუღიმე და უკვე მანქანიდან გადმოსული გულში ჩავიკარი, თან ჩავჩურჩულე:
-ყველაფერს მოგიყვები, არ შეიმჩნიო,-და არჩისკენ გავტრიალდი, რადგან მანქანაში მსხდომთაც გადმოეყოთ თავები ინტერესით, ყველას გასაგონად წარმოვთქვი-გაიცანით ეს არჩია. არჩი ესენი ჩემი მეგობრები არიან, მეგი, თამო, ნიკოლოზი და თორნიკე.-მეგიმ,რომ სახელი გაიგონა და გააცნობიერა ვისზეც მქონდა საუბარი „სქუიდვორდის“ მობეზრებული სახე შემაგება და მანქანაში გავნაწილდით.
-აქ ყველა ვერ ჩავეტევით,-აღნიშნა არჩიმ და ხელით მის მანქანაზე მიმითითა,-ჩვენ იმით წავიდეთ.
-როგორ არა, უკან ოთხი კაცი თავისუფლად ეტევა, ცალ-ცალკე ხომ არ ვივლით-გააპროტესტა თორნიკემ და მივხვდი არჩის უკეთ გაცნობა სურდა. სიძეა მაინც, პასუხისმგებლობას გრძნობს.
-როგორც გინდა ძმაო,-დათმო არჩიმ და თვალებით ვანიშნე „მადლობელი ვარ“-მეთქი, მაგრამ მისი ჩვეული ღიმილი რომ არ შემაგება, მანქანაში ჩაჯდომისთანავე (სადაც ისეთი სივიწროვე იყო,რომ ერთმანეთზე მიწებებულები კინაღამ ერთ ადამიანად ვიქეცით) მხარი გავკარი და გადავჩურჩულე:
-ნანობ რომ წამოხვედი თუ რა სახე გაქვს?-დამცინავი ტონი გავურიე,რომ ინტერესი შემენიღბა.
-თაისია, ახლა არ მაქვს შენი ირონიის ნერვები-მკვლელი მზერა მიწილადა და ტანში უსიამოვნოდ გამცრა.
-რა გჭირს?-არ მოვეშვი
-ხომ შევთანხმდით როგორ წარმადგენდი, ერთი ზედმეტი სიტყვა დაგენანა?-შეუმჩნევია..-აწე თვითონ წარვიდგენ თავს.
ჩემმა ნერვებბმა ჩვეულებრივზე უფრო წითელი სიგნალები გამომიგზავნეს და ყვირილ-ჩურჩულით გადავძახე.
-არ დაგავიწყდეს რეალურად რა სტატუსი გვაქვს, ელფო.-და მეგისკენ შევტრიალდი.-აბა ამ შუაღამეს რა კლუბი აიჩემეთ,სახლში შემოგაკლდათ გართობები?-ვიკითხე
-არა, ტო, ჩვენ ერთად რა მოგვაწყენს?-აღნიშნა ნიკოლოზმა და გააგრძელა-რატიმ გადაწყვიტა შუაღამიდანვე დაეწყო მისი მე-20 დაბადებისდღის აღნიშვნა და ჩვენც დავეწვიოთ რა.
-ხვალ უნივერსიტეტში საღსალამათი წარმადგინეთ და რასაც გინდათ დავესწროთ-ვთქვი და უჩვეულოდ მდუმარე არჩის გავხედე.-არჩი?-გავკარი ხელი.-რატომ ბავშვობ?
ხმა არ გაუცია, ისე გადავიდა მანქანიდან,როცა დანიშნულების ადგილზე მივედით. „ღმერთო“ გაგიჟდა ჩემი ქვეცნობიერი და პირობა მომცა,რომ მის დემონებს ზედაპირზე ამოიყვანდა და გააცნობდა არჩის ნამდვილ ბრაზს. „ასე არა?“
რატის იუბილე მივულოცეთ და ახალგაზრდების წრეს შევერიეთ, ვცდილობდი არ შემემჩნია არჩი,რომელიც გაბრაზების მიუხედავად გვერდიდან არ მშორდებოდა.
-აბა, ვითამაშოთ? კლუბები მათ გარეშე არაფერია-ღიმილით ჩაგვიკრა თვალი თორნიკემ და როცა საჭირო რაოდენობისანი ავგროვდით „სიმართლე თუ მოქმედება“ გადაწყდა ხმათა უმრავლესობით. მე კი მხოლოდ ის მაინტერესებდა რამდენ ხანს გააგრძელებდა არჩი ჩემს იგნორირებას. წრეში დავსხედით და მუსიკის გამაყრუებელ ზუზუნს ბანი მივეცით ჩვენი სასაცილო შეკითხვებით.
სანამ სხვები მათზე დაკისრებულ დავალებებს ასრულებდნენ, მე გამხიარულებული ვადევნებდი თვალს და გაუცნობიერებლად 3 ჭიქა სასმელიც ჩავათავე,რომ უცებ არჩის დროც მოვიდა, კითხვას მეგი სვამდა:
-სიმართლე თუ მოქმედება,-ჰკითხა და როცა „სიმართლე“ მიიღო პასუხად ჩემს კოშმარებში ამ ბოლო დროს მოტივტივე კითხვა შეაგება,-რა არის შენი აზრით სიყვარული?-თან კმაოფილი სახით თორნიკეს ჩამოადო თავი.
არჩიმ ორწუთიანი დუმილის შემდეგ უპასხა:
-სიყვარული?-ირონიის ნთხევით გააგრძელა,-მისი საერთოდ არ მწამს.-და სასმელიც ერთი ამოსუნთქვით გადაჰკრა.
რა თქმა უნდა, თამაში ჩვეულებრივად გაგრძელდა,რადგან ჩემს გარდა არავის არ ეწვოდა მოზღვავებული ემოციებისგან გული. მოიცა, რა მე მჯეროდა,რომ ჩვენს შორის 2 კვირიან ურთიერთობაზე მეტი რამე იქნებოდა? „ამდენ ფილმსაც ნუ უყურებ,პატარავ“ ჩავძახე თავს, არჩის ირონიული ხმით და მათ გასადევნად ყურებზე გიჟივით ავიფარე ხელები.
-შენი დროა,-მიბიძგა ჩემს გვერდით მჯომმა თამომ, რომლის თვალებსაც კარგად დასტყობოდათ სასმელის კვალი და მკითხა-სიმართლე თუ მოქმედება?
ჩემი გადამწვარი გონება ზედმეტ აზროვნებაზე სასტიკ უარს აცხადებდა, ამიტომ მოქმედება მეთქი მოვუჭერი.
-შურისძიების დროა,-გადმომჩურჩულა მზრუნველად და მივხვდი, მეგის გარდა მასაც შეემჩნია არჩის უადგილო პასუხი.-მე გავალებ,რომ აქ მჯდომ შენთვის ყველაზე საინტერესო ყმაწვილს ყელში ნიშანი დაასვა.-და თვალი ჩამიკრა.
-რადგან არჩევანის თავისუფლებას მაძლევ-გავუღიმე გახალისებულმა და ჩემს გასამხნევებლად წამოსულ ტაშის ნაკადს რევერანსი შევაგებე.
როცა არჩიმ ფეხზე ამდგარი დამიგულა, ხელი დამავლო და მის კალთაში მომათავსა, თან საშინლად გაბრაზებული მზერა მომაფრქვია.
-რა ჯანდაბას აკეთებ?-ამოიხრიალა
-ოჰ,-გულზე ხელის დადებით პირფერული გაოცება გამოვხატე-მოიცა შენ რა ლაპარაკიც შეგიძლია?-ავზიდე წარბები და მისი ხელებიდან განთავისუფლება ვცადე.
-გოგო, ხვდები მაინც ახლა რის გაკეთებას აპირებდი?-გამწარებულმა მაგრად მომხვია ხელები და გაქანების საშუალება არ მომცა-ნუ მოძრაობ, არ დაგავიწყდეს სად ზიხარ-ჩამიკრა თვალი და უცებ ისევ დასერიოზულდა.
ამ სამარცხვინო სიტუაციიდან იქ მსხდომებმა სცადეს ჩემი გამოყვანა,როცა შეკითხვების კორიანტელში გაგვხვიენ „აგრძელებთ თუ არა თამაშსო“
-არა, მოვალთ ჩვენ მალე,-მოუჭრა არჩიმ და შედარებით დაცარიელებულ ოთხაში გამათრია.
-მე მშვენივრად ვთამაშობდი.-ბავშვივით დავაბაკუნე ფეხები და მივხვდი სასმელს მოეკლა ჩემი აზროვნების ყველა უჯრედი.
-მეღადავები არა?-ჩვეული ჟესტით მამცნო ნერვიულობა,როცა თმა ხელებით უკან გადაიყარა.-არც კი გაბედო სასმელზე მიკარება,როცა შენთან ერთად არ ვარ. უცნაურობებს სჩადიხარ.
გამეცინა.
-უკაცრავად?-ვთვქი ჰაერში.-ჰალუცინაციები დამეწყო თუ რაღაც მართლა ლაპარაკობს?-ავხარხარდი კარგად შეზარხოშებული.
-თაისია,-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და ახლოს მოვიდა-ნერვებს ნუ მიშლი,პატარავ-და ჩემი საყვარელი ქცევით სცადა გული მოელბო,როცა ხელებით თმა ნაზად გამისწორა.
-არა, არჩი,-სწრაფად გავიქნიე თავი.-მომშორდი, წეღან რომ პასუხის გაცემის ღირსადაც არ ჩამთვალე მე არ მეშლებოდა ნერვები?-ბოლთის სცემას მოვყევი.
ღრმად ამოისუნთქა და თუმცა არ დამინახავს, ვიცოდი თვალებსაც რომ გადაატრიალებდა მობეზრებით.
-მოიცა, ამდენს ნუ დადიხარ ამტკივდა თავი.-გავჩერდი და შევაშტერდი თვალებში.-გავარკვიოთ ყველაფერი,თორემ გავგიჟდები
-არ ვფიქრობ რომ რამე დარჩა გასარკვევი. ყველაფერი ითქვა.-მოვუჭერი
-შენ რა მართლა აპირებდი ვიღაცისთვის კისერში კოცნას?-მესროლა ეჭვით სავსე მზერა.
საოცარია,როცა ადამიანი შენს მიერ გაგზავნილი პატარა სიგნალებით მაინც ვერ ამჩნევს მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს. ყველაფერი უფრო მარტივი ხომ იქნებოდა, საუბარი რომ არ გვჭირდებოდეს? არჩი კიდევ,იმ დეტალებზე პასუხს,რომლებიც მისთვის ასეთი ნათელი უნდა იყოს ჩემი ქცევებიდან გამომდინარე, მაინც დაუსრულებლად ქექავს და ქექავს. ნუთუ მართლა ვერაფერს ამჩნევს? ვერ ამჩნევს,რომ მის სიახლოვით გზააბნეული, ისევ მასთან ვეძებ სწორ მიმართულებებს..
-ამაზე არ გიპასუხებ.-მოვუჭერი მოკლედ.
-ანუ აპირებდი?
-ჩვენ ხომ რეალური ურთ..-ალბათ მიხვდით რის თქმასაც ვაპირებდი დაბოღმილი,რომ ერთი ხელი ტუჩებზე ამაფარა, მეორეთი კი თავი გამიშეშა მისი თვალების მიმართულებით.
-არ გაბედო ამ წინადადების დასრულება-გამაფრთხილა და ყურადღება არ მიუქცევია ჩემი გაპროტესტების შეძახილებს-ჰა? არ მესმის რას ბუტბუტებ, რამის თქმა ხომ არ გინდა?-აათამაშა წარბები და მივხვდი ხასიათი უკეთესობისკენ ეცვლებოდა.-იცოდე ხელს რომ გაგიშვებ და შენი ლამაზი ტუჩებიდან ჩემთვის სასურველ სიტყვებს არ გადმოაფრქვევ, იმდენ ხანს გაკოცებ სანამ არ მომბეზრდება და გპირდები პატარავ, შენი კოცნა ნამდვილად არ მომბეზრდება.-სასიამოვნო მუქარა შეურია ჩემი გონების მკვდარ უჯრედებს და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
დაეჭვებული თვალებით შემყურემ ჩემი პირი გაანთავისუფლა და თავით მანიშნა გისმენო.
ჩემი „ნახევარქათამა“ გამბედაობა ხომ გახსოვთ? ჰოდა, ის სასმელის წყალობით კარგა ხნის მიძინებული იყო, ამიტომ მოსაზრებას,რომ თითქოს უკანმოუხედავად ვაპრებდი გაქცევას დავიწყების უფსკრულში გადაუძახეთ,რადგან თამამი ნაბიჯებით არჩისკენ დავიძარი. ფრთხილი მზერა რომ შენელებული კადრივით ვესროლე, და თითები მისი ყელის მიმართულებით ნაზად დავასრიალე, დაბნეული თვალები გამისწორა და ტუჩებიდან ჩეუმშნეველი ოხვრა გადმოღვარა.
-იმ კითხვაზე არ გიპასუხებ,რადგან ჩემი მოქმედება დამრჩა შესასრულებელი.-ვუთხარი და კისერში კოცნა დავუტოვე.

______________________

ესეც მეხუთე თავი ♥



№1 სტუმარი Guest Eka

Vgijdebi me shenze ♥♥♥♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მომენატრე.
ეს წყვილი მამხიარულებს და კარგ ხასიათზე მაყენებს.
მომეწნა დაწყება, ისეთი მაგარი დაწყებები გაქ ხოლე როოო... არ ვიცი რა მომხიბლველი აი კიტხვის გაგრძელების სურვილს გაგიჩენს გაინტრიგებს ნეტა რა ხდება? და არც მომაბეზრრებელი და ზედმეტად გადატვირთული არაა, ტექსტიც სსაშუალო სიძნელისაა და სასიამოვნოდ იკითხება(მე კიდე ასეთ "გემრიელობებზე" ვგიჟდებიიიი).
იმედია დიდი მოთხრობა იქნება ძალიან მომწონს!!! მაგარი ხარ!!!

ხო და ლამის ვიკივლე ახი თავი რო დავინახე შთაბეჭდილებებით დაბრმავებულს სულ დამავიწყდა ამის დაწერაც რო მინდოდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

 


№3  offline წევრი crybaby

Guest Eka
Vgijdebi me shenze ♥♥♥♥

<3 ჰელოუ ჰელოუ <3 გელოდებოდი
nawkas12345
მომენატრე.
ეს წყვილი მამხიარულებს და კარგ ხასიათზე მაყენებს.
მომეწნა დაწყება, ისეთი მაგარი დაწყებები გაქ ხოლე როოო... არ ვიცი რა მომხიბლველი აი კიტხვის გაგრძელების სურვილს გაგიჩენს გაინტრიგებს ნეტა რა ხდება? და არც მომაბეზრრებელი და ზედმეტად გადატვირთული არაა, ტექსტიც სსაშუალო სიძნელისაა და სასიამოვნოდ იკითხება(მე კიდე ასეთ "გემრიელობებზე" ვგიჟდებიიიი).
იმედია დიდი მოთხრობა იქნება ძალიან მომწონს!!! მაგარი ხარ!!!

ხო და ლამის ვიკივლე ახი თავი რო დავინახე შთაბეჭდილებებით დაბრმავებულს სულ დამავიწყდა ამის დაწერაც რო მინდოდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!1

არ ვიცი, რა მეთქმის ისეთი საყვარელი და პოზიტიური ხარ დიდი დიდი მადლობა <3 <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au dzaan magrebi xart ra sulyvela jer axali var saitze magram amxela sjtbo da silamaze vigrdzeni amas aq imitom vwer ro shen mitxari pirvelma velodebodi shen komentarso ar ici ramdens nishnavs chemtvis eg. Ase rom dzaan miyvarxar shenc da sulyvelac. Didi madloba amoatvis!!!!

 


№5  offline წევრი crybaby

nawkas12345
Au dzaan magrebi xart ra sulyvela jer axali var saitze magram amxela sjtbo da silamaze vigrdzeni amas aq imitom vwer ro shen mitxari pirvelma velodebodi shen komentarso ar ici ramdens nishnavs chemtvis eg. Ase rom dzaan miyvarxar shenc da sulyvelac. Didi madloba amoatvis!!!!

ისეთი საყვარელი ხარ შეუძლებელია ვინმეს შეუმჩნეველი დარჩე, ამიტომ ჩვენ კი არა შენ გვავსებ დიდი სითბოთი თითოეულს, ვისაც ასეეთ კომენტარს უწერ <3
არც კი იცი როგორ მამხნევებ ♥

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Didi madloba:)

 


№7  offline წევრი MegMorgan

ვგიჟდები მე შენზე და ამ ისტორიაზეე <3 გელოდები <3 საუკეთესოო ხარ heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი karma

კარგიი იყო heart_eyes რა საყვარლები არიან! <3

 


№9  offline წევრი crybaby

MegMorgan
ვგიჟდები მე შენზე და ამ ისტორიაზეე <3 გელოდები <3 საუკეთესოო ხარ heart_eyes heart_eyes

karma
კარგიი იყო heart_eyes რა საყვარლები არიან! <3

♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ ბევრი გული მემეტება თქვენთვის

 


№10 სტუმარი Leporela

Chemii tkbili gogo xar shen <3 dzalian maxareb rom ar agvianeb da yoveldge deb <3

 


№11  offline წევრი crybaby

Leporela
Chemii tkbili gogo xar shen <3 dzalian maxareb rom ar agvianeb da yoveldge deb <3

თქვენ მიერ გამოხატული ამხელა სითბოს გამო ვცდილობ რომ არ დავაგვიანო ♥

 


№12 სტუმარი Guest Ketu

Au zalian kargi xar shenc da mere nawarmoebic...gexvewebi dasasrulic sheneburi qondes ra... :-* :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent