ყველგან გამოგყვები (25)
დაჩი იმის გაგონებაზე რომ ნინა რეაბილიტაციაზე წაიყვანეს მაშინვე გავარდა სახლიდან და რეაბილიტაციაზე მივიდა. შესასვლელთან ანა, ჯორჯი და ჰეილი დახვდა, ისინი უკვე გამოდიოდნენ. დაჩი მაშინვე მათ მივარდა და შეაჩერა. -ნინა არაფერ შუაშია! გავარკვიე სად იყო იმ დღეს, ევასთან იყო და იქ ჩაუყარეს ნარკოტიკები!! -რააა? ვინ?-გაგიჟდა ჯორჯი. -ევამ და მისმა მეგობარმა, ნინა არ არის ნარკომანი. -მაგრამ... უკვე გვიანია. ნინას იქიდან ვეღარანაირად ვერ გამოვიყვანთ-უთხრა ანამ. -არ არსებობს, ნინა ნარკომანი არ არის და იქ არ იქნება-ჯორჯი ნინას გამოსაყვანად შევიდა შიგნით. -და როგორ ფიქრობ გამოიყვანს?-ჰკითხა დაჩიმ. -არ ვიცი, მერია. ალბათ რამე გამოუვა. -დავაგვიანე, მაშინვე უნდა მომეძებნა მტკიცებულება როგორც კი გავიგე ეს ყველაფერი. -დაჩი შენი ბრალი ნამდვილად არ არის, ყველას ბრმად გვჯეროდა იმისი რასაც ექიმები გვეუბნებოდნენ. -აქედან გამოვიტანოთ დასკვნა რომ თეთრხალათიანები ყოველთვის მართლები არ არიან. ნინა დარჩება? ნარკომანი ხო არ აღმოჩნდა. -არა მგონია, დარჩეს. ეს არაფერს ცვლის, ნინა ღამის 2საათზე ქუჩაში დაბოდიალობდა, ამის შემდეგ როგორი მშობლები ვჩანვართ. -მოიგებთ, თქვენ გვერდით უფრო ბევრი ვინმეა. -ჩვენ მაინც ვეცდებით რომ ნინაზე მეურვეობა მოვიპოვოთ. ცოტახანში ჯორჯი გამოვიდა. -რა თქვეს? -პროცესის შეჩერება არ შეილება, მიმდინარეობს 72საათიანი გამოკვლევა, სამი დღის შემდეგ ნინას დააბრუნებენ, ახლა სასწრაფოდ ადვოკატთან მივდივართ და ახალ მოსმენას ვანიშნინებთ მოსამართლეს. დაჩი მადლობა დახმარებისთვის დანარჩენს ჩვენთვითონ გავაკეთებთ-ჯორჯმა უცებ აიყვანა ხელში ჰეილი და ანასთან ერთად წავიდა ადვოკატთან. -ჯანდაბა... 72საათი ნარკომანებთან... გააფრენს. დაჩი შიგნით შევიდა და ისე დაიწყო სიარული თითქოს მთვრალი იყო. ცაში იყურებოდა ვითომ ჩიტებს უყურებდა, შემდეგ რესეპშიონთან მივიდა. -გამარჯობააა... -რამით შემილია დაგეხმაროთ? -მემგონი.... მემგონი თქვენს უკან ანტილოპას ვხედავ... -სერ თქვენ კაიფში ხართ? -გააჩნია კაიფს რას ეძახით... -რამე მიიღეთ? -რითი დავიწყოო... არც მახსოვს... მორფიდან დაწყებული რაღაც ნემსებით დამთავრებული... ქალბატონო...-ბეიჯზე დახედა დაჩიმ და სახელი ამოიკითხა-პიმ? პემ? ქალბატონო პემ... არ გეშინიათ ანტილოპების? -სერ ხელი მოაწერეთ აქ და 72საათიან შემოწმებაზე შეგიყვანთ მერე კი დაგაწვენთ. -სააად? -აი-ხელი მოაწერინეს და რაღაც თეთრ ოთახში შეიყვანეს. -მოიცადეთ... სხვებთან ერთად არ ვიქნები? -მარტო საუზმის, სადილის და ვახშმის დროს. -აჰა... მემგონი ანტილოპა ჩემკენ მოდის. დაჩის ტანსაცმელი გამოცვლევინეს და ოთახში ჩაკეტეს. -ჯანდაბა ეხლა რა ვქნა... რა კრეატიული ვარ... როგორ ვნახო ეს დებილი გოგო... ვაიმე კამერაზე მიღებენ? აქ კამერა აყენია? ანტილოპებიიი-დაჩი კედელს მიეჯახა და დაეცა, შემდეგ სიცილი აუტყდა. ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ნარკომანად მიეღოთ შემდეგ კი დაელოდა სადილის მოსვლას და კაფეტერიაში გავიდა. ნინას ძებნა დაუწყო მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. მაგიდასთან დაჯდა და ნინას დაუწყო ლოდინი, მაგრამ ის არსად არ ჩანდა. ცოტახანში შევიდნენ თეთრხალათიანები და ყველა თავის ოთახში დააბრუნეს. დაჩი მხოლოდ მაშინ მიხვდა რა სისულელე გააკეთა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. ვახშამზე ნინაც დახვდა, მაშივნე მისკენ წავიდა. -რას აკეთებ აქ?-გაკვირვებული უყურებდა ნინა დაჩის. -შენ გასართობად მოვედი, ვიფიქრე აქ ერთი დღეც ვერ გაძლებდი და ს ეცდებოდი. -ნუ მაგაში მართალი ხარ-ნინამ ნახევრად დასერილი ხელი ანახე. -შენ რა სულ გააფრინე?!!-იმხელაზე დაიყვირა დაჩიმ რომ ყველამ მას შეხედა-ბოდიში-ხმადაბლა თქვა და ნინას ხელი ჩაავლო-რა გააკეთე? -შემაჩერეს. აბა როგორია არავის რო არ ჯერა? მე ნარკომანად მიმიღეს და... -ნინა, აზრზე მოდი მორჩა უკვე ნარკომანად მიმიღეს და ბლა ბლა ბლა...აღარ ხარ პატარა ბავშვი, ეს ამერიკაა და არა საქართველო, რაც არ უნდა იტირო არავის შეეცოდები, ცოტა გაიზარდე და გეყო წუწუნი, მაგის მაგივრად აზღვევინე ევას. -ვაზღვევინო ევას? ესე იგი ევამ გააკეთა ეს ყველაფერი? -ხო. -მადლობა ევას, ახლა ვიცი ვინ მენდობა და ვინ არა. გამოდის რომ არავინ, საქართველოში უკეთესი ხალხი მყავდა გარშემო. -ეხლა ბოლოჯერ გეუბნები წყნარად და მერე გეფიცები უკვე მოთმინებას დავკარგავ, დებილი შენ არ ხარ, დაუნის სინდრომიც არ გჭირს, მერე კიდე როგორც ვიცი კარგად სწავლობ. ნინა, ნუ თამაშობ მსხვერპლის როლს, ამასთან ერთად ძაან თავხედი და ამპარტავანი გახდი, შენი მშობლები ყველაფერს აკეთებნ იმისთვის რომ გამოგათრიონ აქედან და ამერიკაში დაგიტოვონ, ნუ ხარ ესეთი უმადური. გამოფხიზლდი ნინა, გამოდი ამ იდიოტური დეპრესიიდან, ეხლა გგონია რომ როგორც ხარ ეს არის შენი კომფორტის ზონა და ეგრე არ არის, ყველას ეჩხუბები და ვერც ხვდები როგორ ექცევი იმ ხალხს ვისაც უყვარხარ. -მართალი ხარ, ეგოისტი, დებილი და სულელი ვარ. ერთხელ ცხოვრებაში ვინმემ შეილება გამიგოს? დეპრესია აქ არაფერ შუაშია ბლ**დ, უბრალოდ დავიღალე, არავის ჩემი არ ესმის, გიორგიც არ მყავს გვერდით რომ დამეხმაროს, გავხდები 18ის და ყველაფერს ვფიცავარ არც ამერიკაში და არც საქართველოში ჩემი ფეხი აღარ იქნება. -კაი დაღლილი ხარ, წამო სადმე ვილაპარაკოთ და დაისვენებ. -არ მინდა ეს დ*********ი დასვენება, მეყო ამ დღეებში!! -ნინა, წყნარად გავიდეთ სადმე-დაჩიმ ნინას ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა ჩუმად. ერთ მიყრუებულ ადგილას მივიდნენ და დაჯდნენ, დაჩიმ ნინა გულმკერდზე მიიხუტა. -ხელს არ გამიშვებ?-ახედა ნინამ. -ნწუ. -აბა რა ვქნა ეხლა ცხოვრების შესახებ მოგიყვე? -არა, პირველ რიგში დამიწყნარდი, გული კი არ გიცემს გიფეთქავს. -მაგრამ... -შშშ! არანაირი მაგრამ სერიოზულად დავიღალე შენი წუწუნით. ნინა ჩუმად იყო რადგან იცოდა დაჩი ერთადერთი ადამიანი იყო ვისთანაც ამ ბრძოლას ვერ მოიგებდა. პირველი ალბათ იმიტომ რომ ის უფრო ძლიერი იყო, მეორე იმიტომ რომ ბევრჯერ განუცდია მარცხი მის წინააღმდეგ და მესამეც იმიტომ რომ მემგონი უყვარდა. ოღონდ ემოციებს თუ აამუშავებდა მიხვდებოდა უყვარდა თუ არა, რაზეც მუშაობდა დაჩი. მას უნდოდა ნინას ემოციების ჩართვა, რადგან ნინა ემოციების გარეშე იგივე ადამიანი აღარ იყო. -დააკვირდი რამდენჯერაც სადღაც წახვედი იმდენჯერ გიპოვე. -როგორ მოხვდი აქ? -ნარკომანი ვარ. -დაჩი -რა? არ გჯერა? არაფერი ვითომ კაიფში ვიყავი ისე შემოვედი. -რატო? -რა აგიხსნა? რამდენჯერ მაქვს ნათქვამი. -და მიუხედავად იმისა რომ მე არ მიყვარხარ შენ მაინც დამსდევ. -მე შენ არ დაგსდევ, თუ აქ ჩარჩენა გინდა კი ბატონო ეხლავე წავალ. -არა, არა! დარჩი. -ისე თუ გახსოვს პირველმა შენ მაკოცე როდესაც მამაშენი საავადმყოფოში იყო. -მაშინ დაბნეული ვიყავი და ემოციებს აყოლილი. -ეხლა ემოციებს არ ხარ აყოლილი და მაგიტომ არ აღიარებ იმას რომ გიყვარვარ. -დაჩი, ნუ ფსიქოლოგობ. -რა კაპარჩხანა გახდი ხვდები? -დაჩი როგორც არ უნდა მეჩხუბე და შეურაცყოფა მომაყენო მაინც არ ვიქნები ძველი ნინა. -მაგასაც ვნახავთ. -ნერვებს მიშლი. -ხედავ? უკვე რაღაც ემოცია. -კაი მორჩა მივდივარ. -არსადაც არ მიდიხარ-დაჩიმ კიდე უფრო ძლიერად მიიხუტა ნინა. შემდეგ სახე ნინასკენ შეატრიალა, უფრო ახლოს მიიზიდა ნინა და თვალებში ჩახედა. შემდეგ ნინამ სახეზე მოკიდა ხელები და აკოცა. ამ დროს ორი ქალი შემოვიდა ოთახში. -დაჩი მივდივართ. -დაჩი ეს ვინაა?-გაკვირვებულმა კითხა ნინამ. -არ ვიცი, მემგონი რაღაც შავს ვხედააავ!! -დაჩი სასაცილო არ არის, დააცადე ამ ხალხს თავისი საქმის კეთება და ნუ ისულელებ თავს შენ ნარკომანი არ ხარ-მკაცრი ხმით გამოთქვა ქალმა. -აა, ეხლა მივხვდი ვინ ხარ. დედა? -მადლობა ექიმო დანარჩენს მეთითონ გავარკვევ-ექიმი გავიდა, დარჩნენ ნინა, დაჩი და დაჩის დედა. -როდიდან დაიწყე ჩემზე ზრუნვა? -დაჩი დედაშენი ვარ ესე ნუ მელაპარაკები! ეხლავე მივდივართ. -არსადაც არ მოვდივარ, ზეგ გამომიშვებენ და მაშინ წამოვალ. -დაჩი შენ ჩემი მოკვლა გინდა?!!! მიპასუხე? -ქართულად თქვა დაჩის დედამ. -მოიცა ქართულად ლაპარაკობს? დედაშენი ქართველია?-გაუკვირდა ნინას. -დედაჩემი ქართველია, მამაჩემი ამერიკელია. დედა მე არსადაც არ მოვდივარ. -ეს ნინას გამოა? ნინასაც გამოვიყვან ორ წუთში, აქ ჩემი მეგობარი მუშაობს. -არა! დედა მის მშობლებს პრობლემები შეექმნებათ-შეაჩერა დაჩიმ. -მოიცა მე მინდა გასვლა, ისედაც არ მისცემენ ჯორჯს და ანას ჩემზე მეურვეობის უფლებას-შეეწინააღმდეგა ნინა. -ნინა რეებს ბოდავ, 2დღე შენი მშობლების გამო არ უნდა გაჩერდე აქ?-ახლა ნინას მიუბრუნდა გაგიჟებული დაჩი და ხელში წვდა. -მტკივა შე დებილო. -ეხა კარგად მომისმინე ან აქ დარჩები ეს 2დღე ან კიდე აქედან რო გახვალ ცხოვრებაში მე არ გამიხსენო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.