ჯიშკარიანის წესები (თავი 10)
საავადმყოფოში მომიწია ერთი ღამით დარჩენა. ძალიან რთული იყო ჩემთვის, მაგრამ მამას დავურეკე და ავუხსენი სიტუაცია. მე მეგონა, ძალიან მეჩხუბებოდა ან იმედი გაუცრუვდებოდა, მაგრამ ბავშვის გაგონება ისე გაუხარდა, არც ახსოვდა საერთოდ აღარაფერი. სალომე და დავითი ჭკუაზე არ იყვნენ. სახლში გამომწერეს, ოთახში საფერფლე ავიღე და პირდაპირ ნაგვის ყუთში მოვისროლე. მამაჩემი გიჟივით დამსდევდა უკან. ყველაფერი მავნე გადავყარე. - ეს იქსელები და რედბულები მოაშთე აქედან! ბრძანებას გავცემდი და მამაჩემიც ნაგვის პარკით დამსდევდა და ასრულებდა ყველა მოთხოვნას. - არის უფროსო! კიდევ? - ამ სახლში სიგარეტს არ ეწევა არავინ შემდეგი 7 თვე, თუ რამდენიცაა. - დიახ, სერ! - და დამლაგებელი მოვიყავნოთ, მტვრის სუნი დგას ამ სახლში. მამაჩემი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს. ჩემს მეტი შვილი არ ჰყოლია, როგორც აღმოჩნდა პატარა ბავშვებზე გიჟდებოდა და შვილიშვილზე მეტად, არაფერი უნდოდა. ჩაკეტილი ტიპი იყო, არასდროს მეტყოდა მე ამას, არ იფიქროს, ვაძალებ ან ვავალდებულებ რამესო, ამიტომ თავისთვის შეინახა ოცნებები და მე არ მომხვია, ტვირთად. სალომე და დავითი არ მასვენებდნენ. ყოველ დღე იყვნენ ჩემთან ერთად. - მარშუტკით ჭანჭყარი არ გამაგონო, გამოგივლი დაგტოვებ ყველგან, სადაც გინდა. დავითი აქეთ გასცემდა ბრძანებებს. - ჰოო, და უკოფეინო ყავა გიყიდე, თორე ისე არ შეიძლება ეხა ყავის სმები და დალევები. ისე დანანებით თქვა სალომემ, გეგონება ვლოთობდით ყოველდღე და მოაკლდებოდა ჩემთან ერთად დალევა. გეგონება რა, ზუსტად ეგრე იყო, მაგრამ ახლა დალევაზე არავინ ფიქრობდა. ყველა ბავშვზე იყო გადარეული. მე ალექსანდრე მჭირდებოდა ჰაერივით. დრო გადიოდა და მეც ვიბერებოდი, ვგრძნობდი ახალი სიცოცხლე როგორ იზრდებოდა ჩემში. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ჭორაობდა, მაგრამ ჩუმად, არავის რომ არ გაეგო. ალექსანდრე სადღაც აქვე იყო, თითქოს ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ვიადა უცებ არ დაგვადგეს და შუბლი არ გაგვიხვრიტოსო. ერთ საღამოს სახლში მარტო დავრჩი, მამაჩემი მივლინებაში წავიდა და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მენდო და არავინ მომვლელად არ დამინიშნა. საღამო იყო, ცხელი ჩაი დავისხი და თბილ პლედში გავეხვიე. გამალებით ვეძებდი საინტერესო ფილმს. ყოველთვის მიყვარდა კვენტინ ტარანტინო, ამიტომ როდესაც „მოკალი ბილი“ დავინახე, უმალ შევჩერდი და თავიდანვე ჩავრთე ფილმი. მკვლელობის სცენაზე, უხერხულად შევიშმუშნე, სისხლის დანახვა არ მესიამოვნა. წუთიერად გამირბინა თვალწინ ბათუმში მომხდარმა და გამაჟრიალა. მუცელზე მოვიკიდე ხელი, ნეტა იცოდა პატარა გოგონამ, რა დედა და რა მამა ჰყავდა? სახელზეც ბევრს ვფიქრობდი, არაფერი მომწონდა. ყველა სახელზე ისეთი ვიღაც მაფიქრდებოდა, ვინც არ მომწონდა და ათასობით გოგოს სახელი გადაიხაზა. კარებზე ზარი გაისმა, ძალიან დამეზარა ადგომა, არც ველოდებოდი ვინმეს, ამიტომ არ მივაქციე ყურადღება. მეორეჯერ რომ არ დარეკა ზარმა, დავინტრიგდი. ასე მალე ვინ დანებდათქო, თან საღამოობით გაზის კაცი და მათხოვარი არამგონია ყოფილიყო. ჭუჭრუტანაში გავიხედე, არავინ ჩანდა. ფეხმძიმე თუ არაფეხმძიმე, მაინც დეტექტივ-გამომძიებელი ნინა რომ ვარ, ეგ უეჭველია, ამიტომ თბილად ჩავიცვი, საფულე მოვიმარჯვე და უბნის ინსპექტორ ლილიკოსთან მივაჭერი. უბანში, რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, ბავშვს რომ ველოდებოდი, ამიტომ ვინც არ შემხვდა, ნაცნობი თუ უცნობი, მუცელზე მაკვირდებოდნენ და ჩურჩულებდნენ რაღაცებს. თმა სახლიდან გადავიწიე და ამაყად შევედი „გარაჟის მაღაზიაში“. ლილიკო რაღაცას ქოთ-ქოთებდა და გიჟივით წამოვარდა ტაბურეტკიდან, მე რომ დამინახა. - ეხლა შენ ნორმალური ხარ გოგო?! ფეხმძიმე ქალს რაარის ეს ბლუზკები რომ გაცვია, ხომ გაიყინე! ბევრი ლაპარაკის გარეშე მომვარდა და პლედი მომხვია. თან მადლიერი ვიყავი, თან გუდის ყველით აყროლებული პლედი სახეს მიმანჭავდა. - ლილიკო, რაღაც უცნაური მოძრაობა ხომ არ შეგინიშნავს უბანში? ქალმა თავი ამაყად ასწია და გარშემო მიიხედ-მოიხედა, ვინმე ხომ არ გვისმენსო. - როგორ არ შემიმჩნევია, ეს გულგასაწყალებელი პოლიც-მუშაკები თუ ოპელები დაიარებიან შავ-შავი მანქანებით დღე და ღამე. - ოპერები ანუ, ხო არ იცი რა უნდათ ერთი? ლილიკომ ისევ გადაავლო თვალი გარშემომყოფებს, მაგრამ უბანში ვისთან რა დაემალებოდა და ხელი გაასავსავა, გარშემო. - აქაურობას ერჩიან მგონი, რა ვიცი. არავინ უყვართ აქაური. - ჰო, მაგათ ალალი ბიჭები არ უყვართ, ზოგადად. მე და ლილიკოს ჭორაობა ისე გაგვეწელა, მივხვდი, რომ ნელ-ნელა იმ ბებერ ქალებს ვემსგავსებოდი, უბნის გამყიდვლებთან მუქთად ყავას რომ სვამდნენ. მადლობის გადახდით, მოვიხადე აყროლებული პლედი და სახლისკენ ავიღე გეზი. სადარბაზოსთან მისულს შავი ჯიპი დამხვდა. ჩემი შავი ჯიპი. მისი შავი მანქანა. ალექსანდრე. გიჟივით გავარდი მისკენ და მანქანის კარი გამოვაღე, შიგნით არავინ იჯდა. გარშემოც ნაცნობ სახეს ვეძებდი, ვერ ვიპოვე. ვერ ვცნობდი. სადარბაზოში შევვარდი და სახლისკენ გავიცექი, ეგება იქ ამოვიდათქო. მესამე სართული კიბეებზე სიგარეტ მოკიდებული ალექსანდრე იდგა, სულ შავები ეცვა და წყლიანი თვალებით რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული, ჩემი ტირილის ხმაზე გამოიხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და გიჟივით ჩამოირბინა კიბეზე. - ჩემო სიცოცხლე! - ჯიშკარიანო იდიოტი ხარ, აღარ დამტოვო! - არ დაგტოვებთ. არასდროს. რომ გითხრათ, კარგად მახსოვს რა მოხდათქო, მოგატყუებთ. სახლში როგორ შევედი, ჩაი როგორ დავისხით და როგორ მეფერებოდა საათობით კარგად არ მახსოვს. ფაქტები და მოვლენები ვერ დამამახსოვრდა, იმდენად აგონიაში ვიყავი ბედნიერებისგან. ემოციები კი ნამდვილად სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს თავში. როგორ მისვამდა მუცელზე ხელს და ეღიმებოდა, ეცინებოდა და ელაპარაკებოდა პატარას. გოგოათქო, რომ ვუთხარი, თავი დამიქნია, ვიციო. დავითისგან ვიგებდი ყველაფერსო. ეიფორიამ რომ გადამიარა ვთხოვე აეხსნა რა მოხდა, რატომ წავიდა და რა უნდა მექნა ახლა, რომ დაბრუნდა. - დღეს მივდივარ. - ჰა? - ნინა, დღეს მიფრინავს ჩემი თვითმფრინავი რუსეთისკენ. აქ ერთი ღამითაც ვეღარ გავჩერდები, საკმაოდ ბევრი ადამიანი დამსდევს, გინდ პოლიცია გინდ ეს დედამ**ნული მტრები, მოკლედ არ მასვენებენ. მე მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. - რუსეთში? - ჰო, იქ ვიცხოვრებთ. - რამდენი ხნით? - არ ვიცი ნინა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. - აქვს... აქ მამა მყავს, სალომე... ესე უბრალოდ. ჯიშკარიანი ფეხზე წამოდგა და ჩემს წინ გაიჭიმა, დაიხარა და მუცელზე მომადო ხელები. - შვილს მამა სჭირდება. მე კიდე შვილი მჭირდება. წამოხვალ რუსეთში. ჩაალაგებ ბარგს და წამოხვალ. ამწამსვე. სვანთან კამათს აზრი არ ჰქონდა და ერთად დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება. ერთი პატარა ჩანთა გავავსე, რადგან ჯინსები აღარ მეკვრებოდა და ზოგ სვიტრში მუცელი მიჩანდა, უკვე ისეთი გაბერილი ვიყავი. - დაიკიდე ვაფშე რა. იქ გიყიდი ყველაფერს რასაც ინატრებ. ჩემი საწყალი ჩანთა საწოლზე მოისროლა და ჩამეხუტა. - პატარა ჯიშკარიანი ტოო, ცინცილა ბავშვი. რას ვარქმევთ მოვიფიქრეთ? ალექსანდრეს კითვაზე სალომეს მონაყოლი გამახსენდა, მას ხომ და ჰყავდა, პატარა ჯიშკარიანი . - ძალიან მომწონს სახელი ლიზა. ალექსანდრე სახეზე გაშრა და გაქვავდა. ცისფერ თვალებზე ამოუცნობი ბინდი გადაეკრა და თითქოს, მე აღარ მიყურება, სადღაც შორს, თავის წარსულში იქექებოდა და ნოსტალგიამ, სევდასთან გარეულმა უცებ გადაურბინა სახეზე. ხან გაეღიმობოდა, ხანაც მომანჭავდა სახეს, მაგრამ თვალები მაინც ემღვრეოდა, ტალღებივით ღელავდნენ მისი ცისფერი მანათობელი თვალები. - მეც... ძალიან მომწონს... ლიზა. თავი ჩემს კისერში ჩარგო, ხელები ძლიერად მომხვია, მიმიზიდა მისკენ და არ მიშვებდა. მისი ცრემლები მხარს მისველებდნენ. ჩემი, ზურგს უნამავდა. * * * * * სალომეს და დავითს ვერც ერთი დავემშვიდობეთ, ისე გავიქეცით რუსეთში. მამაჩემს წერილი დავუტოვე. საქართველოსთან არანაირი კავშირი არ მქონდა, ჩასვლის დღიდან, არც მობილური, არც ინტერნეტი და საერთოდ არაფერზე მიმიწვდებოდა ხელი. ერთ გამოყრუებულ უბანში ვცხოვრობდით, გარედან დიდი არაფერი, მაგრამ ჭიშკრიან უზარმაზარ სახლში მხოლოდ მე და ალექსანდრე ვიყავით, ლიზას დაბადებამდე. ფეხმძიმობა, ალექსანდრეს რომ კითხო, სრულიად აუტანელი მქონდა. მე გადასარევად ვგრძნობდი არადა თავს. - ალექსანდრეეეეეეეე. - ჰა, რახდება? გიჟივით წამოვაფრენდი ღამის სამ საათზე. - აუ ნაყინი მინდა. - ნინა, ზამთარია. არ შეიძლება. - ნაყინიი მინდა, თან ჟოლოსი, მიდი მოიტანე. - ნინაა. - ვიტირებ. პატარა ბავშვივით ავათამაშებდი ქვედა ტუჩს და ისიც თავ-ბედის წყევლით გავარდებოდა გარეთ და ნაყინით ხელში დაბრუნებულს დაძინებული დავხდებოდი ხოლმე. მაცივარში ათასნაირი სახეობის ნაყინი იდო, მაგრამ მე მხოლოდ ის მინდებოდა, რომელიც ვიცოდი რომ არ გვქონდა. - ლიზას დააბრალე, პრეტენზიული ბავშვი გაიზრდება უკვე ვგრძნობ. - აუ ეხა შენ პატარას ნუ აბრალებ შენ სიგიჟეებს. ერთი თვეც და ხელში დავიჭერთ, აზრზე ხარ? - ჰო... მუცელზე მოვისვი ხელი და უკმაყოფილომ გავიხედე ფანჯრებში. არ მინდოდა ბავშვი აქ დაბადებულიყო. თან მონათვლა მინდოდა და აქ არავის ვიცნობდი და არც არავინ მინდოდა ნათლიად სალომეს ან დავითის ნაცვლად. ხანდახან მოვიწყენდი ხოლმე, ალექსანდრე სულ რაღაცის გასარკვევად და საქმეებზე დარბოდა დღისით, ერთხელ ეზოში მაწანწალა ძაღლმა ჩამოიარა და საჭმელი დავუდე. მიმი დავარქვი. უკვე რამდენიმე კვირაა არ ცილდება სახლს, დიდი ხნის წინ შემოვიყვანდი, მაგრამ სვანი გიჟი მიკრძალავდა, არ გაგჩხაპნოს ბავშვისთვის საშიშიაო. ალექსანდრე სახლში რომ არ იყო, ხშირად მეტირებოდა, ჰორმონებისა და ნოსტალგიის გამო. მენატრებოდა ყველაფერი. ჩემი სახლი, მამა, სალომე, დავითი, ლილიკოც მენატრებოდა. ეზოში სეირნობა და ბოლოს და ბოლოს კაფეც მენატრებოდა, სადაც დავდიოდით ხოლმე ყოველთვის დღის ახალი ამბების გასარჩევად მე და სალი. ერთ-ერთი ასეთი ცივი დღე იყო, 10 დღეში ველოდებოდი მშობიარობას, როდესაც ყავის სმის დროს ალექსანდრემ ტელეფონი მომცა. მარტო მე დამირეკე ხოლმეო, საქართვეოში დარეკვა ამიკრძალა, მაგრამ დამპირდა, მალე მოვაგვარებ ყველაფერს და „თბილისისკენ გავგაზავთო“. ისევ ჩვეულ „საქმეზე“ წავიდა, მე კი ოთახში დავბოდიალობდი, საჭმელს ვაკეთებდი, როდესაც წამიერად გამიელვა თავში სალომეს ნომერმა. ზეპირად ვიცოდი, რა დაშავდებოდა, რომ დამერეკა, სულ ერთი წამი მაინც. ალექსანდრეს რომ გაეგო ალბათ ფანჯრიდან მისვრიდა, ტელეფონი ხელში მეკავა, საკუთარ თავთან დიალოგი გავმართე, დავრეკო არ დავრეკოსი, რომ ვიგრძენი წყალი როგორ დავღვარე. - ვაიმე. ჯანდაბა ! ტელეფონი ავიღე და ალექსანდრეს დავურეკე - ვმშობიარობ!!!!! - რაა?? - სახლში მოდი იცოდე მოგკლავ რომ არ მოხვიდე ამწამსვე. ალექსანდრე თან მამშვიდებდა, თან რაღაცას რუსულად ყვიროდა. 15 წუთში საავადმყოფოში აღმოვჩნდით, ტკივილისგან ვკიოდი, ამიტომ უცებ შემიყვანეს სამშობიაროში. როგორც მითხრეს, ყველაფერი ისე კარგად არ იყო, როგორც ეგონათ, ამიტომ ბუნებრივად ვერ ვიმშობიარებდი, საკეისრო უნდა გამეკეთებინა. სასტიკ უარზე ვიყავი, მაგრამ საჭიროება თუ მოითხოვდა, სხვა გზა არ დამრჩა. ექიმები ჩუმად დაფაცურობდნენ, ხან რას ჩურჩულებდნენ ხან რას. საკეისრო კვეთა სასწრაფო ოპერაციად გადაკეთდა. საქმე ძალიან მძიმედ არის, შინაგანი სისხლდენა გაქვთო... ბავშვის და დედის მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ აუცილებელია ქირურგიული ჩარევაო. სვანს სახე აელეწა და ცხვირი უშნოდ აუთამაშდა, მე ვამშვიდებდი, არ იყვირო და იბუინო, როგორც იცი ხოლმეთქო. პალატაში შემიყვანეს. მანამ დამაძინებდნენ ალექსანდრე შემოუშვეს ოთახში, ძალიან სუსტად ვიყავი, თვალები მეხუჭებოდა, ვგრძნობდი სისხლდენას და სისუსტეს მთელ სხეულში. მეტირებოდა, მეშინოდა და მუცელზე მედო ხელი აუღებლად. ლიზა უნდა დაბადებულიყო. - ნინ... - ალე-ქსან-დრე... ჯიშკარიანო. როგორ გადამეკიდე, გახსოვს? პირველად შუქნიშანზე შევეყარეთ ერთმანეთს, რა ვიცოდი ასე ყურებამდე თუ შემიყვარდებოდი ჰა? შენს გამო ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი, არ მეგონა ამხელა სიყვარული რომ შემეძლო. შენი წასვლა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაგ პერიოდში მივხვდი, რომ უფრო მაგარი სიყვარულიც მცოდნია. ჩვენი შვილი, ლიზა... შენი დის საპატივცემულოდ დავარქვი... ჰო ჰო, ნუ გიკვირს, ვიცი ბევრი რამ შენ შესახებ. იმედი მქონდა, რომ ბავშვის დაბადების მერე თბილისში დავბრუნდებოდით და ბედნიერი ოჯახი ვიქნებოდით, სალომეს და დადუს ვნახავდი, ბავშვს გავაცნობდით და მამას შვილიშვილს ჩავახუტებდი, რომელზე ც ასე ძალიან ოცნებობს. ვერც ერთის დედა ვერ მოესწრო, სამწუხაროდ შვილიშვილს, მაგრამ არაუშავს. მამა დაგეხმარება, მამაჩემი კარგი კაცია. - ნინა, რატომ ლაპარაკობ ესე? - დედის ინსტინქტი დაარქვი თუ გინდა. არ ვიცი, ლიზა უნდა დაიბადოს და მამიკომ ხელში აყვანილმა უნდა გაზარდოს, ეგ სისხლში და ხორცში მაქვს გათავისებული. რამდენ რამეს გამოვტოვებ არ ვიცი. იცოდე, შეეშვი ასეთ ცხოვრებას და ბავშვს მიმიხედე, ხომ შემიძლია მშვიდად მოვკვდე, რამე რომ მოხდეს, არ მანერვიულო იცოდე და ... - ნინა ხმა და კრინტი აღარ გავიგო შენი. არაფერი არ მოგივა, ვერაფერი მოგივა. არ დავუშვებ. არც ლიზიკოს დაუშავდება რამე. რაც კი წმინდა გამაჩნია, სვანურ კოშკებს და კავკასიონის მფარველს და იესოს, ღმერთს, ყველას ვაჯობებ შენი სიყვარულით, ჩვენი სიყვარული ცაზე მაღლა დგას და სიკვდილი ვერ აჯობებს ვერასდროს, აღარასდროს გაიმეორო ეგ სიტყვები იცოდე. - სიყვარული უკვდავია, ალექს-ან-დრეე. მაგრამ ჩვენ ვართ მოკვდავები... სიტყვების დასრულება ვერ მოვასწარი, როცა ვიგრძენი, როგორ დამეხვა თავბრუ და გავითიშე. გაშმაგებული ალექსანდრე საავადმყოფოს დერეფანში მუხლებზე იყო დამხობილი და თავჩაქინდრული ლოცულობა. ცხარე ცრემლების გუბე დაეყენებინა უკვე, როდესაც ექიმი გამოვიდა სამშობიაროდან. ოპერაცია მძიმედ მიდის, მაგრამ ჯერ „დანაკარგი“ არ გვყავსო. ორივეს გადარჩენას შევეცდებით, მაგრამ რომელსაც უფრო მეტი შანსი აქვს, იმას დავაყენებთ პრიორიტეტად, თუ საქმე გართულდებაო. ალექსანდრე ხმას ვერ იღებდა. ამხელა კაცმა პირველად ინატრა რომ დედა ჰყოლოდა ცოცხალი, რომ ჩახუტებოდა და ეთქვა, ყველაფერი კარგად იქნებაო. - ცოლ-შვილი გადამირჩინე დე... ლიზა, ჩემო ლიზა, არ დაიტოვო ჩემი შვილი... გამოუშვი ჩემსკენ გთხოვ, ღმერთო ნუ წამართმევ ორ ანგელოზს... პირველად ნანობდა, ცხოვრებაში, რომ წესიერი ლოცვა არასდროს უსწავლებიათ, მამაო ჩვენოც კიარ იცოდა, ამიტომ თავისი სიტყვებით, თავის ღმერთს, დედას ევედრებოდა ცოლ-შვილის გადარჩენას. ლოცვისა და გოდების მომენტში გაახსენდა ალექსანდრეს, სულ წამიერად გაურბინა თვალწინ ნინას სახემ. აჩრდილივით ჩაირბინა თითქოს დერეფანში, ჩანთა ისევ ისე ჰქონდა გადაკიდული, თმები ისე აკოფსილი, როგორც გაცნობის პირველ დღეს, შუქნიშანზე რომ გადარბოდა. ჯიშკარიანი ჩამუხლული ატირდა სამშობიაროს დერეფანში... სადღაც თბილისის ქუჩებში კი სალომე და დავითი დასეირნობდნენ. ზამთარი იყო, თეთრმა თოვლმა თავისი ადგილი ყველგან იპოვა, მანქანებზე, მთებზე, გარეთ მივიწყებულად დატოვებულ მაგიდებზე კაფეებში, დავითის კეტების ძირშიც თოვლი ხრაშუნობდა. - მანქანით რომანტიკული არ არი თოვლში სეირნობა? უეჭველი ფეხით გინდა? სალომემ ყური არ ათხოვდა დადუს პრეტენზიებს და გზა განაგრძეს. - აუ ახალ წელს რუსეთში წავიდეთ არ გინდა? დავითს ძმაკაცის მონატრებამ ჭვალივით გაურბინა გულში და მკერდზე დაიდო ხელი. დაპირებული იყო, ჯიშკარიანი, ბავშვის დაბადებას გაგაგებინებო. სალომეც თითქმის ყოველ დღე ეხვეწებოდა დადუს, რუსეთში წავიდეთო, მაგრამ კარგად იცოდა, იქ ვერ ჩააკითხავდნენ მონატრებულ ალექსს და ნინას. - სალომე ჩემო სიცოცხლე, ნუ შემჭამე ცოცხლად, ეგრე ვერ დავადგებით, პაბეგში არი ალექსა ტოო. - რაშია? - მალვაში, მალვაში! ჩამოვლენ ოდესმე... იმედი მაქვს. - და ჩვენ რა ვქნათ ვა.. - ვერაფერს ვერ ვიზამთ, ჩემო კრასავიცა, ცოლადაც ვერ მომყავხარ, რა სი*ბაა ეს, მეჯვარე რუსეთშია, პაბეგში ტო. სალომეს გული აუჩქარდა და არც კი იცოდა რა ეთქვა. ცოლობაზე და საერთოდ გათხოვებაზე აქამდე ხმა არ დაუძრავს არც ერთს, ახლა კი ასე ჩვეულებრივად მიახალა დადუმ, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. - ანუ... აპირებ რომ ... - რას ვაპირებ გოგო, შენ დებილი ხარ ? აქამდე ჩაგაგდებდი მანქანაში და სვანეთში გავგაზავდი, მოგიტაცებდი ბო**შვილი ვიყო, მარა ჰა, აქეთ დაგვეთესნენ ტო. - რას ჩამტენილი ნორმალური ხარ? ეგეთი ქაჯობები არ შემიძლია, რა მოტაცება. უნებურად მაინც გაეღიმა სალომეს დადუს სიტყვებზე. ესიამოვნა იმის გაგონება, რომ მისი საყვარელი ადამიანი ერთიანი მომავლის შექმნაზე ფიქრობდა და გეგმებს აწყობდა, რაც არ უნდა „გოიმური“ ყოფილიყო მისთვის ეს მოტაცების გეგმა. - ეეე, შენ ყველაფერი ქაჯობა და გოიმობა გგონია ლამაზო, ეგრე სადაა, ტრადიციები, წესები, ყველაფერს გოიმობას რო არქმევ, არ შეიძლება ესე. თან რა ძალით ხო არ წაგიყვან არა? თუ გაითამაშებ მაინც, ვაიმე მიშველეთ, მიტაცებენო? ეგება იმ გამოს**ბულმა გუგამ თუ ვიღაც შენი კურსელი როა, ვითონ რო არ გეჩალიჩება, ეგ დაგეხმაროს. - იდიოტი ხარ და იცოდე თუ გამიტაცებ, არგამოგყვები ცოლად. და გუგას შეეშვი, მეგობარია უბრალოდ. - შე სულელო, თუ კი არა , რომ მოგიტაცებ, შენ ჭკუას აღარავინ გკითხავს, გუგები და შმუგები აღარ გამაგონო მერე, ჩემი ცოლი რომ იქნები. წყვილი ჩვეულებისამებრ კამათობდა, თან თოვლიან ქუჩებს მიუყვებოდნენ, ხელი-ხელ გადახვეულები. დავითს ტელეფონის წკრიალი მოესმა და უცხო, დაფარულ ნომერს უპასუხა. სალომემ გაკვირვებული შეხედა შეყვარებულს, სახეზე ფერი არ ედო და უცებ ისეთი ღრიალის ხმა ამოუშვა, გოგონას კინაღამ გული წაუვიდა. დადუმ ხელში აიტაცა სალომე და ასე ახარა, ჩემი ნათლული, ლიზა დაიბადაო. ჯიშკარიანს პაწაწინა გოგონა ეჭირა ხელში და გამწარებული ტიროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.