რელიქვიების მცვლი ( თავი 11)
თავი 11 - წამალი გჭირდება. ცუდად გამოიყურები.- უთხრა რელიქვიების მცველმა ივანს. ივანმა ბიჭი შეათვალიერა, ტანსაცმელ შემოხეული, დაკაწრული, დაგლეჯილი სხეულით ფეხზე ხათრით ძლივს იდგა. მის სიტყვებზე ირონიულად ჩაეღიმა. - ერთი შენი თავი განახა... არმ შენი სახელია? იმ ქალმა დაგიძახა ასე. - ვიცის დედა ტირის, არ ვიცისა იცინის.- უპასუხა ბიჭმა. - ხუმრობ კიდეც? გეყოფა. მგონი დავიმსახურე სიმართლე ვიცოდე, ვინ ხარ? აქ რატომ ვარ და საერთოდ რა ხდება ჩემს თავს? - ჩუმად.- ხელი ასწია ბიჭმა და ივანს ამით ანიშნა გაჩერებულიყო. - ისევ?- ჩაიდუდღუნა უკმაყოფილო ივანმა და გაემზადა საშინელებათა ფილმის რომელიმე ახალი პერსონაჟის დასახვედრად. თავისდა გასაოცრად ამ მიმენტში აღმოაჩინა რომ ეს ყველაფერი აღარ აკვირვებდა და ის პირვენდელი შიშიც სადღაც გამქრალიყო, ისე ელოდებოდა რაიმე უცნაური არსების გამოჩენას, თითქოს ეს ერთი ჩვეულებრივი ყოველდღიური რიგითი მოვლენა ყოფილიყო. ყმაწვილი არემარეს დაძაბული ათვალიერებდა, გამალებული ეძებდა რაღაცას, უცებ მზერა ერთ წერტილს მიაპყრო და სახეზე გამარჯვების ღიმილლმა გადაურბინა. - წავედით.- უთხრა ივანს და გზა გააგრძელა. - ეს... ახლა ეს რა იყო?- დაიბნა ივანი მისი უცნეური ქმედებით. - არაფერი. აქ ერთი წყაროა. დაბანვა გჭირდება. ,, სულ გაგიჟდა უბედური მგონი“ - გაიფიქრა ივანმა. ბიჭმა ისეთმა შეხედა თითქოს ყველაფერი გაიგონა, ივანს მის მზერაზე ტანში გასცრა. ,, აზრების კითხვაც შეუძლია?“- გაუელვა თავში. ყმაწვილმა ისევ გზას გახედა და აღარაფერი უთხრა. მიდიოდნენ ჩუმად, თუმცა ამას სიარული კი არა ორი დაჭრილი ადამიანის საცოდავი ლას-ლასი უფრო ერქვა. გზა თანდათან ნაშალი კლდის ლოდებით დაფარული და ძნელად სავალი ხდებოდა, ერთმანეთს ეხმარებოდნენ ლოდებზე გდასვლაში. ზოგიერთი ლოდი ძალიან გავდა ადამიანის სხეულის ნაწილებს და ივანს რატომღაც გაუჩნდა შეგრძნება რომ ეს ლოდები ოდესღაც ადამიანის უზარმაზარი ქანდაკების ნაწილი იყვნენ და დროთა განმავლობაშ ჩამოიშალნენ. როგორც იქნა გააღწიეს კლდოვანი გზიდან და კვლავ გამოჩნდა დაბურული ტყე. ,, რა ლამაზია“- ფიქრობდა ივანი და ტყის სილამაზით ტკბებოდა, მართლაც მშვენიერი იყო იქაურობა, საამურად მოშრიალე ხეები, მწვანე ბალახი, აყვავებული ყვავილები და სოკოები. ,, მოიცა სოკოები?“ - ივანი ამ აყვავებულ მინდორზე მიმოფანტულმა შეიძლება ითქვას გიგანტურმა სოკოებმა დააეჭვა. - მცველო.- ჩურჩულით მიმართა ბიჭს. ეშინოდა ისევ არ გაეღვიძებინა რაიმე საზარელი არსება.- ეს სოკოები აქ ჩვეულებრივი მოვლენაა? ბიჭმა გარემოს გახედა. - წყარო ახლოსაა. ამიტომ იზრდებიან ასეთი დიდი სოკოები. ყველაფერს მაცოცხლებელ ძალას სძენს. ივანმა აგდებულად ჩაიფრუტუნა. - იმ წყაროზე ამბობ მე რომ დაბანვას მიპირებ?- ბიჭი მის სიტყვებს ყურადღებას არ აქევდა და ძალიან მშვიდი სახით განაგრძობდა გზას. მალე წყლის ხმაც გაისმა და მათ თვალწინ ულამაზესი სახაობა გადაიშალა. მიწიდან ამოზრდილი კლდიდან წყალი ორ იარუსად მოედინებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს ჩანჩქერი შუაზე ტყდებოდა. ჩამომავალ წყალს დროთა განმავლობაში ზურმუხტისფერი ფართო ტბა წარმოექმნა, რომლის ნაპირებსაც უშველებელი ლოდები ამშვენებდა. ივანი წუხანდელი თავგადასავლის შემდეგ ამ ადგილებში ასეთი სილამაზის ხილვას არ ელოდა, იდგა და მონუსხული შესცქეროდა ამ თვალწარმტაც სანახაობას. - მოვედით. - რაა? ესაა წყარო?- ხელი ჩანჩქერისკენ გაიწოდა ივანმა. - ჩადი.- ისე უთხრა მცველმა თითქოს უბრძანებდა. - კარგი. და რაიმე ჯოჯოები ან ვნებიანი სულის მწოველი ქალბატონები არ შემჭამენ?- რატომღაც ხუმრობის ხასიეთზე დადგა ივანი. ბიჭმა უარის ნიშნად თავი ისეთი სახით გააქნია, აშკარ იყო ივანის ხმაში გამკრთალი ირონიისთვის ყურადღება არ მიუქცევია. - წამოდი.- უთხრა ივანს და წყლისკენ წავიდა. ივანი დაეჭვებული ათვალიერებდა წყლის ფსკერს, გამჭვირვალე წყალში მხოლოდ ქვები და ალაგ- ალაგ პატარა კიბორჩხალები, თევზები და წყლის მწერები ჩანდნენ. გაბედა და ტბაში გადაეშვა, მკლავი მოუსვა და გაცურა. მიცურავდა და გრძნობდა როგორ ქრებოდა ტკივილის შეგრძნება მის სხეულში, გაჩერდა, ფეხით ფრთხილად მოძებნა ფსკერი და დადგა, წყალი მხრებამდე მისწვდა. ყმაწვილს გამოხედა და მის დანახვაზე ირონიანარევი გაოცებით წამოიძახა. - კარგი რა, სერიოზულად?! არ შეიძლება ცოტა მოეშვა და გაერთო? ბიჭი სერიოზული, საქმიანი სახით დინჯად შედიოდა წყალში. ტბის სიღრმისკენ წავიდა და მალე მთლიანად დაიფარა წყლით. რამდენიმე წამის შემდეგ ისევ გამოჩნდა, უწინდებურად აუჩქარებლად, ნაბიჯით გამობრუნდა, ნაპირზე გავიდა, მობრუნდა და ივანს გამოხედა. ივანმა ცურვა განაგრძო. ბოლოს მობეზრდა და ნაპირისკენ წავიდა. მცველი არსად ჩანდა. ,, სად წავიდა?“- გაიფიქრა და ნაპირზე გასულმა მისი ძებნა დაიწო. რამდენიმე ლოდს შემოურა და ვერ ნახა. უცებ კისერზე რაღაც ცივი და წვეტიანი შეეხო. წამით გაშეშდა, შებრუნება უნდოდა, მაგრამ ვიღაცამ ძლიერად კრა ხელი და ლოდზე მიანარცხა, მხარში ხელი მოკიდა და შემოაბრუნა, ყელზე დანა მიაბჯინა, მეორე ხელით კი მკერზე მიაწვა რომ ვერ განძრეულიყო და თვალი თვალში გაუყარა. ივანმა თვადამსხმელი შეათვალიერა, მის წინ ახლაგაზრდა გოგო იყო. ნამდვილ ამორძალს გავდა. მძვინვარე შავი თვალები, სწორი ნაკვთები, ხორბლისფერი კანი, შვი თმა, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ მის წინ ნამდვილად ადამიანი იდგა და არა ტყის რომელიმე ალქაჯი. - ვინ ხარ?- შეეკითხა გოგო და დანა კიდევ უფრო მეტად მიაბჯინა ივანის ყელს. - საერთოდ ივანი მქვია, მაგრამ ... - ვინ ხარ?- გაუმეორა შეკითხვა გოგომ. ივანმა არ იცოდა რა ეპასუხა. დაბნეული შეჰყურებდა მომხდურს. - ადამიანია.- მოესმა ნაცნობი ხმა. შვებით ამოისუნთქა. გოგომ ხმაზე თავი მიაბრუნა, მცველს შეხედა. - გაუშვი.- დამაჯერებელი ტონით წარმოსთქვა მცველმა და მათკენ წამოვიდა. გოგომ ერთი ხელი ივანს ჩაავლო საყელოში და მთელი ძალით მოუჭირა, დანა მცველისკენ მიმართა. სახეზე ეტყობოდა რომ მას არ ენდობოდა. - ვინ ხარ?- შეეკითხა მცველს. - გაუშვი.- გაუმეორა ბიჭმა. - ვინ ხარ?- გოგოს ხმაზე ეტყობოდა რომ მოთმინებას კარგავდა. - სუინ, გაუშვი ხელი. - ვინ ხარ.- გამოსცრა კბილებში გოგონამ, ეტყობოდა რომ მეტს აღარ მოითმენდა. მცველმა თვალი გაუსწორა სუინს, საოცრად ძლიერი, შეუვალი სახით უყურებდა. - არმაზი.- წარმოსთქვა მისმა ბაგემ. სუინს სახე გაუქვავდა, თითქოს მეხი დაეცაო, თითები მოუდუნდა და ივანმა თავის გამოხსნა შეძლო. სიჩუმე ჩამოწვა, იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. ივანი ხვდებოდა რომ ეს ორნი ერთმანეთს ადრეც შეხვედროდნენ, მაგრამ ვერ ბედავდა რაიმეს თქმას. სუინმა თავი ჩაღუნა და ჩაიცურჩულა. - სად იყავი?- მცველი მიუახლოვდა და ხელი მოხვია, სუინმა თავი მკერდზე მიაყრდნო და აქვითინდა. ამას კი ნამდვილად არ ელოდა ივანი გოგონასგან რომელიც რამდენიმე წამის წინ გააფთრებით შეჰყურებდა სახეში და ყელის გამოჭრას უპირებდა. - სად იყავი? სად?- წამოიყვირა გოგონამ, მუშტი მკერზე დაარტყა მცველს, ხელი კრა და ივანს ისე სწრაფად მიაბჯინა დანა ყელზე რომ ამ უკნასკნელმა თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო. თვალებში უცნაურმა გამომეტყველაბამ გაურბინა, ასეთი გამომეტყველება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ივანს ნანახი, სარკეში რომ ჩაიხედა ემმას სიკვდილის დღეს, მასაც ზუსტად ასეთი, გადარეული ადამიანის მზერა ჰქონა. - ვინ არის?- შეეკითხა მცველს სუინი. - ადამიანი. - რად გინდა?- ასეთ კითხვას კი ნამდვილად არ ელოდა ივანი და ინტერესით გაიხედა მცველისკენ, პასუხის მოსმენა მასაც ძზალიან უნდოდა. ბიჭი დუმდა და აშკარად არ აპირებდა პასუხის გაცემას. - დავინახე როგორ იცავდი საურას სასახლის ნანგრევებთან. შენთვის ძვირფასია, რატომ? - გაუშვი.- წარმოსთქვა მცველმა მტკიცე ხმით. - ვინ არის? ცველმა ივანს შეხედა. შემდეგ სუინს. - ის არის. - ნამდვილად?- შეათვალიერა სუინმა ივანი. - ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება?- წამოიძახა მოთმინება დაკარგულმა ივანმა. სუინს ხელზე ხელი გაჰკრა და ყელზე მიბჯენილი დანა მოიშორა. საშინლად იყო აღშფოთებული და ბრაზისგან გარშემო ვეღაფერს ამჩნევდა. - ჯერ ემმა, მერე შენ, მერე ანნა, მერე ეს ტყე და ეს... რა ჯანდაბა ხდება აქ იტყვის ვინმე თუ არა?- ყვიროდა გაცოფებული, სუინი და მცველი გაშეშებული იდგნენ და გაყინული სახეებით შესცქეროდნენ. ივანი ცოტა დამშვიდდა და მათმა გამომეტყველებამ დააეჭვა. - რა ხდება?- ჰკითხათ ინტერესით. - არ გაინძრე.- უთხრა სუინმა. ივანმა ინსტიქტურად უკან გაიხედა და უზარმაზარი გველი დაინახა. რომელიც მის ზურგს უკან აზიდულიყო და ივანის ჩასაყლაპად ემზადებოდა. - გავიქეცით.- წამოიძახა მცველმა. სუინი და ის ერთად მივარდნენ გაშეშებულ ივანს, ხელი ჩაავლეს და გაიქცნე. - ჯანდაბა...ჯანდაბა...- იმეორებდა ნანახით გაოგნებული ივანი.- ამხელა გველი არასდროს მინახავს. რამდენიმე ნაბიჯი გაირბინეს, უცებ მცველი შეჩერდა. - ილუზიაა.- სუინს შეხედა.- გინდა რომ ტყეში შეგვიტყუო? რა დაგემართა? - რა დამემართა?- ჩაიცინა სუინმა ისეთი სახით თითქოს ეუბნებოდა ,,კიდევაც მეკითხები რა დამემართა?“ - ილუზია?- ივანი სრულ გაურკვევლობაში იყო.- ილუზიაა? - რატომ?- შეეკითხა ისევ მცველი სუინს.- სუინ. სუინმა თავი ჩაღუნა. - სუინი? დიდი ხანია სუინი აქ აღარ არის.- გოგოს სახეზე ბოროტმა, თვითკმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა. - ვინ ხარ?- მცველმა ხმლისკენ წაიღო ხელი. - არ გინდა. - წარმოსთქვა სზიზღარი ირონიული ინტონაციით.- მართლა აპირებ შენი ძვირფასი სუინის სხეულის დაზიანებას? - ვინ ხარ? - მართლა ვერ ხვდები? თუ არ გინდა დაჯერება რომ შენმა ძვირფასმა სუინმა სული გაყიდა. - დედოფალი.- ყმაწვილის თვალებში სიძულვილის ცეცხლი აენთო. - მთელი თავისი სიდიადით. აჰ არა, სამწუხაროდ ერთი მეტად უვარგისი მეომრის წყალობით მთელი თავისი სიდიადით ვერავის წინაშე ვერ წარსდგება. და ახლა დროა ამ მეომარმა პასუხი აგოს თავის დანაშაულზე- არმაზ. სუინმა ხელი აღმართა და დანა მუცელში მთელი ძალით ჩაირტყა. -არა.- შესძახა მცველმა და მისკენ გაქანდა. ხელები მოხვია და ფრთხილად დააწვინა ძირს. სუინმა თვალები გაახილა. - ვიცი ახლა ჩემზე ძლიერი ხარ, მაგრამ მე შემიძლია შენთვის ძვირფასი ადამიანები გავანადგურო და ვუყურო როგორ იტანჯები მათ გამო, ეს ისეთ სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ყველაზე ბედნიერი ის დღე იქნება როდესაც ფეხს დაგადგამ და ჭიანჭველასავით გაგსრეს. სუინმა თვალები დახუჭა. -სუინ.- ივანმა პირველად დაინახა მცველის სახეზე ტკივილი, სასოწარკვეთა და შიში. იჯდა მიწაზე, თვალებდახუჭული სუინს გულში იკრავდა და სახეზე უზარმაზარი ტკივილი ესახებოდა. - წყარო.- წამოიძახა უცებ ივანმა.- წყაროში ჩავაწვინოთ. მცველმა ამოხედა. - არ უშველის, წყარო მხოლოდ მას კურნავს ვინც სინათლის მხარეს იბრძვის. მან კი სული ბნელეთს მიყიდა. - სცადე, რამე გზა იქნება.- ივანმა სუინი ხელში აიტაცა და ჩანჩქერისკენ წაიყვანა. წყალშ შევარდა და სუინთან ერტად ჩაყვინთა. საუინი ნაპირზე გამოიყვანა და ამწვანებულ მდელოზე დააწვინა. - არ უშველის.- ჩაილაპარაკა სევდიანი ხმით მცველმა. ხმალი მიწაში ჩაარჭო დაიჩოქა და რარაცის ბუტბუტი დაიწყო. - ეს რა ხდება ჩემ თავს, რა უბედურებას გადავეყარე. - თავზე ხელებ შემოწყობილი ივანი ბოლთას სცემდა მათ გარშემო. მართალია არ იცოდფა ვინ იყო სუინი მაგრამ ხედავდა როგორ განიცდიდა მცველი მის სიკვდილს. უცებ მცველი წამოდგა, ცას ახედა და დაიძახა. - ბარბალე- ჩაიმუხლა, თავი ჩაქინდრა და დაიჩურჩულა,- ბარბალე, გთხოვ, დამეხმარე, გთხოვ. მცველის წინ თვალისმომჭრელმა სინათლემ გაიელვა და ოქროსფერთმიანი ლამაზი ქალი გამოჩნდა. - ბარბალე, გთხოვ.- მუდარით სავსე თვალები მიაპყრო მცველმა. ბარბალე დაიხარა, ბიჭის სახე ხელისგულებშიმოიქცია და თანაგრძნობით შეხედა, გაუღიმა და სუინისკენ შებრუნდა. ხელები მოხვია და მასთან ერთად გაქრა. - ეს რა იყო?- დაინტერესდა ივანი - მზის ქალღმერთი. სუინს დაიფარავს, სანამ მისი გადარჩენის ხერხს მოვძებნი. - კარგი, ისე მოვიქცევი ვითომ ყველაფერი გავიგე და ვითომ ძალიან ჩვეულებრივი სიტუაციაა. არმაზი გქვია? ბიჭმა დასტურის ნიშნად თავი დაუკრა. - თუ ეს მზის ქალღმერტი იყო, ბარბალე, და თუ შენ არმაზი გქვია, და თუ გავითვალისწინებთ რომ ჭინკები და ალქაჯები არსებობენ მაშინ შენ უზენაესი ღმერთი ხარ? ბიჭი მიუახლოვდა და თვალებშ ჩახედა, ივანს სუნთქვა შეეკრა მის გამოხედვაზე. - ღმერთი არ ვარ. - შებრუნდა და ჩაილაპარაკა.-ან არ მინდა რომ ვიყო. - რატომ არ გინდა ამიხსნა სად ვარ და აქ რა ხდება? - გულას ხეობაში ხარ. და ის ხდება რომ აქ, ამ ხეობაში ოდესღაც დიდი მსვერპლის ფასად ბნელეთის დედოფალი და მისი ქვეშევრდომები ერთმა მეომარმა ჩაკეტა და ახლა დედოფლის მიმდევრები ცდილობენ მის გათავისუფლებას. შენ კი აქ შემთხვევით, ბედის ირონიით მოხვდი, ეს შენი ბრძოლა არაა და როცა გრაალს იპოვი აქედან წახვალ, ახლში დაბრუნებულს კი არაფერი გემახსოვრება. - ანნა? - ანნას გაიყვან აქედან. გპირდები. წავიდეთ, ტყეს უნდა გავეცალოთ. მცველი წინ წავიდა, უკან კი ივანი მისდევდა ჩაფიქრებული. მითები, ლეგენდები და მათი პერსონაჟები მისთვის აქამდე ხალხის უშრეტი ფანტაზიის ნაყოფის შედეგი იყო და მათ არსებობას არასდროს აღიარებდა, ახლა კი რამდენიმე ასეთ პერსონაჟს პირისპირ შეხვდა და ისინი ზედმეტად რეალურადაც კი გამოიყურებოდნენ, ამ ყველაფრის გადახარშვა და მიღება რთული იყო. ხანდახან საკუთარ თავს ეკითხებდა იქნებ გავგიჟდი და ეს ყველაფერი მელანდებაო. ან იქნებ კომაში ვარ, ან მძნავს და მესიზმრებაო. მიდიოდნენ ჩუმად და არ იცოდნენ ბედი რას უზადებდათ, რა ელოდათ, თუმცა არა, მცველს ეს გზა არაერთხელ ჰქონდა გავლილი და მშვენივრად იცოდა რაც ელოდა, მაგრამ ივანი ბრმად მისდევდა თავის თანამგზავრს და წარმოდგენაც არ ჰქონდა კიდევ რამდენი გასაოცარი თვგადასავალი ელოდა წინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.