შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიქვიების მცველი (თავი8)


7-12-2016, 23:29
ავტორი snazina
ნანახია 1 502

თავი 8
მთელი ღამე ივანი ემმას ნაპოვნ ხანჯალს ათვალიერებდა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ძალიან ლამაზად მოხატული და ძვირფასი ქვებით გაწყობილი ხანჯალი იყო. ვერ ხვდებოდა მისმა აღმოჩენამ ამდენი ადამიანის სიცოცხლე რატომ იმსხვერპლა. ისე იყო საქმით გართული ვერ შენიშნა როგორ გათენდა. იჯდა მაგიდასთან ხელებში ხანჯალს ატრიალებდა და მის ყველა სანტიმეტრს ყურადღებით აკვირდებოდა. მხოლოდ ერთი რამ იყო ამოუცნობი, ხანჯალი ქარქაშიდან ვერაფრით ამოიღო. ძალით სცადა გამოძრობა, არაფერი გამოუვიდა და ფარულ გამხსნელ მექანიზმს დაუწყო ძებნა.
- ტყუილად ცდილობ, არ გამოგივა. მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია მისი გახსნა.- ივანმა გაოცებულმა შეხედა მის უკან მდგარ ყმაწვილს.
- გამოკეთდი?- შეეკითხა დაბნეულად. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- მომეცი.- ხელი გაიწოდა ხანჯლისკენ. ივანმა დაეჭვებით შეხედა მის ხელს, შემდეგ ხანჯალს. წამიერი ორჭოფობის შემდეგ ხანჯალი ბიჭის გამოწვდილ ხელში ჩადო. ბიჭმა ოდნავ გაიღიმა.
- გამარჯობა მეგობარო. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. - მიმართა ხანჯალს. ხელი გაშალა და ხელისგულზე გაჩერებული ხანჯალი მოულოდნელად თავისით გაიხსნა. ივანი გაოცებისგან მაგადიზე ხელდაყრდნობილი წამოდგა. ბიჭმა ხანჯალი ქარქაშიდან ამოიღო და გაუწოდა. ივანმა გამოართვა და შეათვალიერა.
- როგორ?- ჩილაპარაკა დაინტერესებულმა.
- ხანჯალი დიდი ხნის წინ დედოფლის დასამარცხებლად შეიქმნა ორი ადამიანის სისხლისგან და მისი გახსნა მხოლოდ ამ ორ ადამიანს შეუძლია.
- ეს ყველაფერი საიდან იცი? და საერთოდ ვინ ხარ?
- არავინ... ჩემი სახელის ცოდნა კარგს არაფერს მოგიტანს.-ყმაწვილმა ხელი გაუწოდა ხანჯლის გამოსართმევად.
- ხანჯალი შენ არ გეკუთვნის.- თვალი თვალში გაუყარა ყმაწვილმა.
- ვინ ხარ?- გაუმეორა კითხვა ივანმა და თვალებში გამოეხატა რომ დათმობას არ აპირებდა.
- ნუ ჩაერევი, ყველა ვინც ამ ისტორიას ახლოს ეკარება...- ბიჭი გაჩუმდა.
- ხანჯალი ჩემია, თუ ყველაფერს არ მოყვები...- სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო ივანმა, ხანჯალი ხელიდან გაუსხლტა და ქარქაშში რაღაც ზებუნებრივი ძალით დაბრუნდა.
- ხენჯალი შენ არ გემორჩილება.
- კარგი.- თქვა მომხდარით დაბნეულმა ივანმა და სკამზე დაჯდა.- ეს რა იყო?
- უკვე გითხარი რომ ხანჯალი მხოლოდ ორ ადამიანს ემორჩილება.
- და იმ ორიდან ერთი შენ ხარ.
- მიხვედრილი ყოფილხარ.- ირონია გამოკრთა ბიჭის ხმაში.- ხანჯალს ორი დანიშნულება აქვს, მას შეუძლია გააღოს დედოფლის აკლდამა და შეუძლია მისი დაღუპვა. ჩემი დავალება მისი დარუპვა იყო, ხოლო სუინის აკლდამის დახურვა,მაგრამ როცა დრო მოვიდა... ახლა კი მნიშვნელობა აღარ აქვს... ხანჯალი არ უნდა დაბრუნდეს დედოფლის აკლდამაში.
- არ შეგიძლია უფრო გარკვევით ახსნა ყველაფერი?
ბიჭმა გამომცდელად შეხედა.
- ერთხელ ვცადე დახმარება, მაგრამ ვერ დავიცავი. ეს შენი ბრძოლა არაა, ნუ ჩაერევი.
ბიჭი შებრუნდა და კარისკენ წავიდა.
- ემმა? რა მოხდა მაშინ?
ყმაწვილი გაჩერდა და გამოხედა. თვალებში სიბრაზისა და შურისძების წყურვილის ცეცხლი ენთო.
- ეს მხოლოდ ჩემი საქმეა, გითხარი ნუ ერევი, ნუ ცდილობ გაიგო.- ხანჯალს დახედა.- ეს მხოლოდ მე მეხება.
კარებისკენ წავიდა.
ივანმა ფანჯარაში გაიხედა, უცებ ანნა გაახსენდა. ბიჭს გაედევნა, გარეთ გავარდა მაგრამ ვერსად შენიშნა.
- ასე უცებ... როგორ გაუჩინარდა?- ჩაფიქრებული სახლში შებრუნდა. მისი სახლის სახურავზე კი იდგა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცის ფიგურა და ამომავალ მზეს უყურებდა, თან რაღაცას ჩურჩულებდა. ხანჯალი მზისკენ შემართა.
- მაჰმა რაღა და საჰრა.- წარმოსთქვა ხმამაღლა. ხანჯალი განათდა ისე ძლიერად თითქოს ისიც მზე ყოფილიყოს.სახურავიდან უეცრად გაჩენილ სინათლესთან ერთად გაქრა ბიჭის ფიგურაც.
ანნა ივანის სახლში მივიდა მაგრამ იქ არავინ იყო, ტელეფონსაც არ პასუხობდა, გადაწყიტა სამსახურში მოეძებნა. ,, რა დაემართა“- გაიფიქრა და ის იყო ქუჩას გაუყვა რომ უცებ მის გვერდით მანქანა გაჩერდა და იქიდან მეომრებივით გამოწყობილი რამდენიმე სახე დაფარული ადამიანი გადმოხტა, ანნას ხელი სტაცეს, სახეზე რაღაც მწვანე მტვერი შეაფრქვიეს, ანნამ გონება დაკარგა, მანქნაში სწრაფად ჩასვეს და ავტმობილი გზაზე გაქროლდა.
ივანი კი ამ დროს ანნას სახლისკენ მიდიოდა და ფიქრობდა როგორ აეხსნა მისთვის ხანჯლის ამბავი. კარზე ზარი დარეკა, მაგრამ არავინ გაუღო, მაშნ ტელეფონით დარეკა, ზარი გავიდა, არავინ პასუხობდა. უცებ...
- თუ არ გინდა რომ ეს მშვენიერი გოგონა იმ არქეოლოგის კვალს გავუყენოთ ხანჯალი თავის ადგილას დააბრუნე.- გაისმა უცებ ბოხი ხმა ტელეფონშ.
- ვინ ხართ?
- ხანჯალი დააბრუნე.
- როგორ. ხანჯალი არ მაქვს.
- ვის აქვს.
- არ ვიცი. ანნა არაფერ შუაშია, გაუშვით.
ტელეფონი გათიშეს. ივანი სასოწარკვეთილი პირდაპირ ტროტუარზე დაჯდა, თავზე ხელები შემოიწყო და თვალწინ ხეზე ჩამოკიდული ემმა დაუდგა. ,, ახლა რა გავაკეთო?“. ისევ დარეკა ტელეფონმა.
- თუ გინდა რომ ანნა გავუშვათ, ჩვენთვის რაღაცას გააკეთებ.
- რას?
- დედოფლის გრაალს იპოვი.
- როგორ? სად?
- თვითონ მიხვდები. მის მოსაძებნად ათი დღე გაქვს. გრაალს დედოფლის აკლდამასთან მოიტან.
ისევ გათიშეს ტელეფონი. ,, სად ვეძებო ახლა ის გრაალი? პოლიციაში წავიდე? რა ვუთხრა? დამიჯერებენ? მართლა რომ მოკლან ანნაც?“- თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, არ იცოდა რა გადაეწყვიტა. ბოლოს ადგა და სახლში წავიდა, აკლდამიდან ემმას მოტანილი სურათები მოძებნა, გადათარგმნილი ტექსტი არსად ჩანდა, ვერც იმ ფურცელს პოულობდა რომელზეც იეროგლიფების სათარგმნი შრიფტი იყო.
- იქნებ ეს ყველაფერი მესიზმრება? გავიღვიძებ და არმოვაჩენ რომ არაფერი არ მომხდარა.
- ან იქნებ გავგიჟდი და ყველაფერი მეჩვენება.
- დიახ, ნამდვილად ასე იქნება, უბრალოდ გავგიჟდი და ... აბა ამ ყველაფერს სხვა რა ახსნა უნდა ჰქომდეს. ეს ხომ უაზრობაა, ასეთი რამ ნამდვილ ცხოვრებაშ არ ხდება.- ერთი ოთახიდან მეორეში ნარვულად დადიოდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
- ამას ეძებ?- მოესმა ზურგიდან ვიღაცის ხმა, მობრუნდა და შეშპპოთება კიდევ უფრო გაუძლიერდა. მის წინ ყმაწვილი იდგა, ხელში დაკეცილი ფურცელი ეჭირა და ივანს ინტერესით უყურებდა.
- შენ არ არსებობ. უბრალოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხარ. ახლა თვალებს დავხუჭავ და რომ გავახელ აქ აღარ იქნები.- ივანმა თვალები მაგრად დახუჩა და ერთ ხანს ასე იდგა, მერე ჩალი თვალიოდნავ გაახილა და ბიჭისკენ გაიხედა.
- მორჩი?- შეკითხა ბიჭი. ივანმა თვალები გაახილა. საკუთარი საქციელის გამო თავი უხერხულად იგრძნო და ბიჭს დაბნეულად უთხრა.
- ეგ რა არის?
- რასაც ეძებ.- ყმაწვილმა ფურცელი გაუწოდა. ივანმა გამოართვა და გაშალა, ზედ შრიფტი იყო გამოსახული. გაოცებულმა გახედა ბიჭს.
- შენ საიდან გაქვს?
- რა მოხდა?- შეეკითხა ყმაწვილი ისე თითქოს მისი სიტყვები არ გაეგონოს. ივანმა არაფერი უპასუხა დაეჭვებული უყურებდა.
- რელიქვიების მცველი.- წარმოსთქვა ბიჭმა.
- რა?
- ჩემი სახელი.
- რელიქვიების მცველი?- ჩაეკითხა ივანი.
- ჩემი მოვალეობა რელიქვიების დაცვაა, ამიტომ ასე მეძხიან. როცა რომელიმე რელიქვიას ცუდ ხელში მოხვედრა ემუქრება ამას ვგრძნობ, ახლა ვგრძნობ რომ რელიქვიას შენ ემუქრები. ჩემი მოვალეობა ამ საფრთხის შეცერებაა.
- მომკლავ?- უკან დაიხია შეშინებულმა ივანმა.
- ჯერ არა. რატომ გინდა გრაალის პოვნა?
- ჰააჰ.- აღმოხდა დაძაბულობისგან ივანს, რომელიც იმდენად იყო დაბნეული და გაოგნებული ბოლო დროს თავს დამტყდარი მოვლენებით რომ უკვე აღარ იცოდა რა ეფიქრა და როგორ მოქცეულიყო.
- გასაგებია. ანნა გოგონაა გუშინ რომ ვნახე?- ივანი შეჰყურებდა ბიჭს გაფართოებული თვალებით და ხმას არ იღებდა. - კარგი, დამშვიდება გჭირდება.
ბიჭი კარებისკენ წავიდა. კარებში გაჩერდა, თავი ოდნავ მოაბრუნა.
- გრაალი ხეობაშია. თუ იქ წახვალ დახმარება დაგჭირდება.
- რა მოხდება თუ არ წავალ?- ბიჭი ივანისკენ მობრუნდა, შავი თვალები გამომცდელად მიაპყრო. შებრუნდა, არაფერი უთხრა, სახლიდან გავიდა.
ივანი დივანთან მივიდა, გულაღმა დაწვა და ჭერს მიაჩერდა, აღარაფერზე არ ფიქრობდა, უბრალოდ იწვა ასე და ერთ წერტილს უყურებდა, ქუთუთოები დაუმძიმდა და ნელ- ნელა თვალები დახუჭა. მძინარემ გაიღიმა, სიზმარში ემმას ხედავდა, რომელიც ოქროს გრაალს უწვდიდა, თვითონაც გაიწოდა ხელები გამოსართმევად მაგრამ ემმას ლანდმა უცებ გაქრობა დაიწყო და თვითონ კი უცნაური რყევა იგრძნო, მხარში რაღაც მაგარი მოხვდა. თვალები გაახილა და ცა დაინახა, ისეთი ლამაზი იყო, კმაყოფილმა ისევ დახუჭა თვალები და უცებ შეშინებული წამოხტა. სულ რაღაც ორი წუთის წინ დივანზე იწვა ცა საიდან გაჩნდა? ,, სად ვარ“- გაიფიქრა და თავშ რაღაც მოხვდა, ყველაფერი წყვდიადმა შთანთქა და ივანი კვლავ სიზმრების მორევში გადაეშვა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent