რელიქვიების მცველი ( თავი 9)
თავი 9 წყლის ხმა საამოდ ჩაესმოდა ყურში, თითქოს ჩიტების ჭიკჭიკიც ისმოდა, ივანმა თვალები გაახილა, კვლავ დაინახა მშენიერი ლურჯი ცა. წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. პატარა ჩანჩქერის გვერდით იყო, გარშემო ყველაფერი ყვაოდა. ,, ახლა შემოდგომაა, ყვავილები რატომ ყვავის?“-გაიფიქრა და წამოდგომა სცადა, თავი სტკიოდა, ხელი გაისვა და გაახსენდა რომ რაღაც მოხვდა. ,, ნეტავ სად ვარ?“. წამოდგა და წყალთან მივიდა და გაღმა ნაპირზე გაიხედა, იქაც არავინ ჩანდა. ,,აქ როგორ მოვხვდი?“ ფიქრობდა და გარემოს ათვალიერებდა. ბუჩქები გაინძრა და ვიღაცის მოახლოების ხმა გაიგო, დაიძაბა და თავის დასაცავად გაემზადა. ბუჩქებიდან მელია გამოძვრა, ივანი ინტერესით შეათვალიერა და წყლისკენ წავიდა. გვერდით ჩაუარა და წყლის პირს გაუყვა. ივანმა შვებით ამოისუნთქა. - როგორ ხარ?- შემოესმა ხმა. შებრუნდა და გუშინდელი სტუმარი დაინახა. - აქ შენ მომიყვანე?- ბიჭმა არაფერი უპასუხა. გვერდით ჩაუარა და დიდ ლოდთან მივიდა. ივანი მის მოქმედებას თვალს ადევნებდა და ვერ გადაეწყვიტა გაბრაზებულს ეყვირა და მთელი ქვეყნიერება თავზე დაექცია ამ გათავხედებული ბიჭისთვის პასუხის ღირსადაც რომ არ თვლიდა თუ მშვიდად დალოდებოდა ახსნა-განმარტებას იმაზე, თუ აქ როგორ და რისთვის მოხვდა. ამასობაში ყმაწვილმა ხელი ლოდის ქვეშ შეაცურა და შავი ზურგჩანთა გამოიღო, ივანს ხელებში მიაჩეჩა. - წავედით.- უთხრა და ტყისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. ივანმა ჩანთა ზურგზე მოიგდო და უკან გაედევნა. - სად მივდივართ?- შეეკითხა ბიჭს. ყმაწვილი შეჩერდა, მოხედა და უცნაური გამომეტყველებით შეათვალიერა, შემდეგ ტყეს გახედა. - ტყე დაღამებამდე უნდა გავიაროთ. დღე არაფერი გვემუქრება. - დღე არაფერი გვემუქრება? - ივანი გაჩერდა.- არ წამოვალ. სანამ ყველაფერს არ ამიხსნი არ წამოვალ. - დრო არაა. - რისი დრო არაა. - ახსნის.- ბიჭი შებრუნდა და გზა გააგრძელა. ლელიან ადგილს მიუახლოვნენ, ყმაწვილმა ხმალი ამოიღო და ლელიანში გზის გაკაფვა დაიწყო. ივანი მორჩილად გაყვა უკან. - არ შეიძლება რომ სიარულის დროს თან ამიხსნა სად ვართ და მე აქ რას ვაკეთებ?- თავს არ ანებებდა ივანი გამოკითხვას. უცებ ბიჭი მობრუნდა და ხმალი ივანისკენ მიმართა. - კარგი ჩუმად ვარ.- ინსტიქტურად ხელები მაღლა აწია შეშინებულმა ივანმა. ბიჭმა თითი ტუჩებთან მიიტანა და ანიშნა ჩუმად ყოფილიყო. ორივე იდგნენ ასე გაშეშებულები, ჩუმად და თვალებში შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ივანის გვერდით ლელში რაღაც ფაჩი-ფუჩი გაისმა, ხმა თანდათან უახლოვდებოდათ. ივანმა ლოყაზე ვიღაცის სუნთქვა იგრძნო და შეშინებულმა თავის მიბრუნებაც კი ვერ გაბედა, თვალებით გაიხედა გვერძე. მწვანე ფერის, სახედანაოჭებული არსება გაფართოებული თვალებით შესცქეროდა. აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, გაღებული პირიდან წვეტიანი კბილები უჩანდა. წითელ თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა და ჰაერს ყნოსავდა. ივანს მსგავსი არსება არასდროს შეხვედრია, ამიტომ არ იცოდა რა გაეკეთებინა, იდგა გაშეშებული და ყოველ წამს ეგონა რომ შიშით გული გაუსკდებოდა. ყმაწვილს გახედა, მისი სახის ყოველი უჯრედი ბიჭს უხმოდ ეკითხებოდა ახლა რა ვქნაო. ბიჭმა ოდნავ შესამჩნევად გააქნია თავი, თითქოს ეუბნებოდა არაფერი არ გააკეთოო. უცებ მწვანე არსებამ თავი შეაბრუნა და სადღაც გაიქცა. - გავიქეცით.- წამოიძახა ბიჭმა, შებრუნდა, ხმალი ქარქაშში ჩააგო და ლელიანში შევარდა. ივანი ადგილიდან არ იძროდა. ყმაწვილი გამობრუნდა ივანს ხელი დაავლო და თან გაიყოლა. ივანი ვერ ხედავდა სად გარბოდა, ბიჭს მისდევდა და თავი საშინელ სიზმარში ეგონა, ფიქრობდა რომ წუთი-წუთზე გაიღვიძებდა და ისევ თავის ოთახში აღმოჩნდებოდა. ლელიანი გათხელდა და როგორც იქნა გამოაღწიეს. მდინარის ნაპირზე გამოვიდნენ. ბიჭმა ხელი გაუშვა და ივანი ჩაიმუხლა, დაღლილი და შეშინებული სულს ვერ ითქვამდა. ყმაწვილი მის გვერდით იდგა და ცას გასცქეროდა, რაღაცას შეშფოთებული თვალებით ათვალიერებდა. - ვერ მოვასწრებთ.- თქვა ისე რომ ცისთვის თვალი არ მოუშორებია. ივანმა ბიჭს ახედა, მის მზერას თვალი გააყოლა და თვითონაც ცას გახედა, საეჭვო ვერაფერი შამჩნია და ისევ ბიჭს გამოხედა. - რას ვერ მოვასწრებთ? - დაღამებამდე ტყის გავლას. - ეს რა იყო?- ივანი წამოდგა და ხელით ლელიანისკენ ანიშნა. ბიჭმა ლელს გახედა. - მწვანე ჭინკა. - მწვანე ჭინ... მასხარად მიგდებ?- აღშფოთდა ივანი. ბიჭმა პასუხად ისეთმა განრისხებულმა შეხედა, რომ ივანს შეკითხვების დასმის ყოველგავრი სურვილი გაუქრა. - კარგი, რახან ამბობ, იყოს ჭინკა. - მწვანე ჭინკა.- გაუსწორა ბიჭმა. - ჭინკები სხვა ფერისანიც არიან? - წავედით.- ბიჭი ტყისკენ წავიდა. - მოიცადე.- დაუძახა ივანმა.- მე არ წამოვალ. ბიჭი გაჩერდა, უკმაყოფილოდ ამოისუნთქა და ივანიკენ მობრუნდა. - როცა დაღამდება ყველა მიძინებული არსება გარეთ გამოვა და ეგ ჭინკა ყველაზე უწყინარია იმ არსბებს შორის რომლებსაც აქ სძინავთ. დაღამებამდე თუ ვერ მოვასწრებთ ტყის გავლას შენგან ძვალიც არ დარჩება.- ისეთი დამაჯერებელი ტონი ჰქონდა რომ ივანს ძარღვებში სისხლი გაეყინა, როცა წარმოიდგინა როგორ გლჯდნენ მჭვანე ჭინკები და მისნაირი საშინელი არსებები მის სხეულს. ბიჭს დაეწია და ფეხდაფეხ გაყვა. ცოტახანს ჩუმად იარეს. - რელიქვიების მცველს რატომ გეძახიან?- შეეკითხა ივანი. - რელიქვიებს ვიცავ და იმიტომ. - რომელ რელიქვიებს იცავ? - რომლებიც არავის არ უნდა ჩაუვრადეს ხელში. - რატომ? - საშიშია და იმიტომ.- ისევ გაჩუმდნენ. ივანმა ვერაფერი გაიგო, მაგრამ ბიჭი ისეთი ტონით პასუხობდა, მიხვდა რომ ლაპარაკის ხასიეთზე არ იყო და თავი გაანება. ბოლოს ვეღარ მოითმინა ჩუმად სიარული და ისევ საუბარი გაუბა. - აქ რატომ ვარ? - გრაალს ეძებ.- მოკლედ უპასუხა ბიჭმა. ივანი გაჩერდა და გაოცებულმა შეხედა. - რას ვაკეთებ? -გრაალს ეძებ.- გაუმეორა ბიჭმა.ივანი იდგა, უყურებდა მიმავალ ბიჭს და გონებში წარმოიდგინა როგორ დაახრჩობდა ახლა ამ ცინიკურ ყმაწვილს იმისთვის რომ დაუკითხავად ამ დღეში ჩააგდო. - ანნას გადარჩენა თუ გინდა უკან ნუ რჩები. აქ მარტო ვერ შეძლებ აკლდამამდე მისვლას, არასდროს მომშორდე თუ გინდა, რომ ცოცხალმა დააღწიო გულას ხეობას თავი და სახლში უვნებლად მიხვიდე.- ივანი ანნას ხსენებამ ცოტა შეაფუცხუნა და ისევ დაეწია ყმაწვილს. ტყის ნაპირამდე მივიდნენ. - როცა ტყეში შევალთ რაც არ უნდა გაიგონო და დაინახო ახლოს არაფერთან მიხვიდე, არაფერს შეხედო, არ შეეხო, არ მოუსმინო.- გააფრთხილა ბიჭმა. - გასაგებია. არაფერს მივაქციო ყურადღება და რაც არ უნდა მოხდეს ჩემი გზით ვიარო. გავიგე. - და კიდევ, ჩუმად იარე, ხმა არ ამოიღო. რაც არ უნდა დაინახო ჩუმად იარე. არსებები მხოლოდ ღამით ხედავენ, დღე სძინავთ, თუ გარეთ გამოვლენ ვერ ხედავენ მხოლოდ ესმით. - გასაგებია.- უთხრა ივანმა, სინამდვილეში არაფერი ესმოდა, უბრალოდ ორმოში ჩავარდნილი კაცივით გასაქცევი არსად ჰქონდა და ამ უცხო გარემოში ერთადერთი ნაცნობი ადამიანი საითაც ეტყოდა იქით მისდევდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი არაფრით გამორჩეული ტყე იყო. ივანს სიმართლის გარკვევის სურვილი ტანჯავდა და ენას კბილს გაჭირვებით აჭერდა რომ რამე არ ეკითხა რელიქვიების მცველისთვის. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ თავისი გაიტანა და ვეღარ მოითმინა. - რატომ არაფერს არ მიხსნი?- მის სიტყვებზე ბიჭი მობრუნდა და თვალებით რაღაცას დაუწყო ძებნა. - ჩემს გვერდით დადექი.- უთხრა ივანს და ხმალი მოიმარჯვა. - რა მოხდა? - ჩემს გვერდით იყავი და ხმა ... სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ბიჭმა, ხეებიდან უცნაური არსებები ჩამოხტნენ და ჰაერის ყნოსვა დაიწყეს. საზიზღარი შესახედავნი იყვნენ, ტანით თითქოს ადამიანებს გავდნენ, მაგრამ კანი არაბუნებრივად თეთრი და დანაკცებული ჰქონდათ. ივანმა ინსიქტურად ბიჭისკენ ახლოს გადაინაცვლა, რადგან ხვდებოდა რომ ახლა მხოლოდ ის იყო მისი მშველელი. ბიჭმა ხელით ბილიკისკენ ანიშნა და ფეხაკრეფით ნელ- ნელა გაუყვნენ გზას. უცებ ივანმა ხმელ ტოტს დაადგა ფეხი და გაისმა ტკაცუნი. საბრალოს ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მთელ სხეულში დენმა გაუარა. იმ წამს მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაუარბინა და ფიქრებში სიცოცხლეს გამოემშვიდობა. ხმაზე ეს თეთრი არსებები ყველა ერთად ივანისკენ მობრუნდნენ და იმ წამს ივანს მოეჩვენა თითქოს მას უყურებდნენ, ნელა დაიწყეს მისკენ წამოსვლა. ყმაწვილმა ივანის ჩანთიდან წყლის ბოთლი ამოიღო და თავის საპირისპიროდ რაც შეიძლებოდა შორს გადააგდო. ბოტლის დაცემის ხმაზე ყველა ერთად შებრუნდა და ახლა იქით წავიდენ. ბიჭმა გაშესებულ ივანს ხელი მხარზე დაადო თავისკენ მოახედა, თავით ანიშნა წავედითო. ბილიკს გაუყვნენ, ივანი უკან იხედებოდა, ეშინოდა თეტღი არსებები კვლავ არ დასდევნებოდნენ. ,, ღმერტო ეს სად მოვხვდი.“- ფიქრობდა შეძრწუნებული და ცდილობდა რელიქვიების მცველს არ ჩამორჩენოდა. ტყე სულ უფრო ხშირი და გაუვალი ხდებოდა, ზოგერ ჩამოწოლილ სიჩუმეს სულის შემძვრელი კივილი არღვევდა. რამდენჯერმე გადააწყდნენ უცნაურ, საზიზღარი შესახედაობის არსებებს. ივანს ასეთი შიში არასდროს გამოუვლია, ყველა ხის უკან დამალული მონსტრი ელანდებოდა და ღრმად იყო დარწმუნებული რომ ამ ტყიდან ცოცხალი ვერ გავიდოდა. რელიქვიების მცველი კი მშვიდად მიდიოდა წინ, თითქოს მთელი ცხოვრება აქ ჰქონოდა გატარებული და უჩვეულოს ვერაფერს ხედავდა. თუმცა თუ კაცი ყურადღებით დააკვირდებოდა ადვილად შეამჩნევდა რომ ძალიან იყო დაძაბული და გარემოს გაათმაგებული ყურადღებით ათვალიერებდა, უცებ გაჩერდა და ივანი ხელით შეაჩერა. - მზე ჩადის.-უთხრა ჩუმად. ივანმა ცას გახედა და გაკვირვებულმა მოათვალიერა გარემო. - გასვლას ვერ მოვასწრებთ. აქ მოგვიწევს ღამის გათევა. იქ.- მიანიშნა დიდ ლოდზე.- ამ ადგილს არ ეკარებიან ეშინიათ. - ეშინიათ? რისი?- შეეკითხა ივანი. და ლოდისკენ მიმავალ ყმაწვილს გაედევნა. - ამისი.- მიუთითა ლოდის გარშემო შემოხვეულ უზარმაზარ გველზე. ივანმა პირი გააღო უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ გველის დანახვაზე შიშისგან ხმა ჩაუწყდა და მხოლოდ უმწეოდ გაამოძრავა ყბები. ძალა მოიკრიბა და როგორც იქნა წარმოსთქვა. - გინდა რომ ღამე ამასთან ერთად გავათიოთ? ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ,, ჩემი სიკვდილი თუ უნდოდა, სახლში რატომ არ მომკლა, ამხელა გზა რისთვის გამომატარა?“- გაიფიქრა ივანმა. - შენი სიკვდილი არ მინდა.- უთხრა ბიჭმა, ივანი მოულოდნელობისგან შეხტა. ,, აზრებს კითხულობს?“ გაუელვა თავში. - რა მოხდა? ისეთი სახე გაქვს თითქოს რამე საშინელი დაინახე. - და ეს საკმარისი მიზეზი არ არის ასეთი სახის მისაღებად?- გაიოცა ივანმა და გველზე მიუთითა. - ადამიანებს არ ჭამს.- ბიჭი ლოდზე შეხტა და ივანს გამოუწოდა ხელი რომ ასვლაშ მიხმარებოდა. - ამოდი. დილით გავაგრძელებთ გზას. ივანი ლოდზე აძვრა, ჩანთა მოიხსნა და ბიჭის გვერდით დაჯდა. ,, ამხელა ლოდი ასე შუაგულ ტყეში საიდან გაჩნდა?“- გაიფიქრა და ლოდზე გულაღმა დაწვა- ,,ახლოს კლდეები არ ჩანს, აქ როგორ უნდა მოხვედრილიყო?“. მოულოდნელად ტყეში საზარელი წივილ-კივილი ატყდა, ივანი ზეზე წამოვარდ და გაქცევა უნდოდა, მგარამ ბიწმა გააჩერა. - წყნარად. აქ არ მოგწვდებიან. მართლაც ახლო-მახლო არავინ გამოჩენილა, მხოლოდ საზარელი ხმები აღწევდა მათ სმენამდე და ესეც საკმარისი იყო ივანისთვის რომ შეშინებულიყო. ირგვლივ ჩამობნელდა და ეს სიბნელე კიდევ უფრო საზარელს ხდიდა მის ისედაც რთულ ყოფას. ყმაწვილს უდრტვინველად ეძინა და ხმაურს ყურადღებას არ აქცევდა, აი ივანი კი იჯდა ხელები მუხლებზე ჰქონდა მოხვეული და სიბნელეში აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ცოტა ხანში ბუნებამ თავისი გაიტანა და მთელი დღის დაღლილ სხეულს ძილი მოერია. თვალებმა დახუჭვა დაიწყეს და ცოტა ხანში ივანსაც ჩაეძინა. ამასობაში კი მათი ლოდისკენ ფრთხილად და ყველასგან შეუმჩნევლად მიიწევდა ორი ლიანა. ივანმა ფეხზე რაღაცის შემოხვევა იგრძნო. თვალები გაახილა და ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.