რელიქვიების მცველი (თავი 5)
თავი 5 ივანი მანქანიდან გადმოვიდა და ემმას სახლისკენ გაემართა. დილის ექვსის ნახევარი იყო, ურეკავდა მაგრამ ემმა ტელეფონს არ პასუხობდა და გადაწყვიტა სახლში გაევლო. ეზოს კართან შეჩერდა და ზარი დარეკა არავინ უპასუხა. კარებზე დააბრაგუნა, ისევ სიჩუმე იყო. გაუკვირდა ემმას ძაღლები ეზოსთან მიახლოებულ ყველა გამვლელს ყეფავდნენ ახლა კი ხმას არავინ იღებდა. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და დავითს დაურეკა. - ემმა შენთანაა? -არა.- უპასუხა გაოცებული ხმით დავითმა.- მომწერა რომ შენ წამოიყვანდი და არ გამევლო. აეროდრომზე ვარ, აქ არ მოსულა ჯერ. -ემმას სახლთან ვარ, ტელეფონს არ პასუხობს. კარგი თუ გამოჩნდა გამაგებინე. ივანი ცოტახანს შეყოვნდა კართან, წასვლა დააპირა მაგრამ გულმა არ გაუშვა, ინტუიცია კარნახობდა რაღაც რიგზე ვერ იყო. კარების გისოსებს მოკიდა ხელები და აძრომა დაიწყო, ცოტა ხანში ემმას ეზოში იდგა, სახლში შუქები ენთო. ,, ე.ი. სახლშია“ -გაიფიქრა და სახლისკენ წავიდა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა სახლის გევრდით მდგარი ვაშლის ხე გამოჩნდა ბინდი იფანტებოდა უკვე და ივანმა ვაშლზე ჩამოკონწიალებული ფიგურა დაინახა, უცებ ვერ მიხვდა რა იყო. - ემმა.- დაიყვირა და გაშმაგბული გავარდა ხისკენ. ემმას ფეხებში მოკიდა ხელი და მაღლა ასწია. აქეთ -იქით იყურებოდა სასოწარკვეთილი და ცდილობდა ეპოვა რაღაც, რაც ემმას ჩამოხსნაში დაეხმარებოდა. ვერაფერი იპოვა.უცებ ხის უკნიდან ვიღაცის ხელი გადმოვარდა ხელში ხმალი ედო, ივანმა ფეხით თავისკენ გამოსწია ხმალი და წვალებით მოახარხა ხელში აეღო, თოკის გადაჭრა დაიწყო, ერთი ხელით ემმას აკავებდა აწეულს მეორეთი ჭრიდა, როგორც იქნა გადაჭრა თოკი და ემმა მთელი სიმძიმით ქვევით გადმოეშვა, ივანს მხარზე დაეცა, ხელები მოხვია და ფრთხილად დააწვინა მიწაზე, თოკი შემოხსნა ყელიდან და პულსი გაუსინჯა, გულის ცემა არ ისმოდა, სასწრაფოს ნომერი აკრიფა, ტელეფონი ყურთან მხრით შეაკავა და ემმას გულის მასაჟის კეთება დაუწყო. ოპერატორმა უპასუხა, მისამართი ჩააწერინა და ემასთვის პირველადი დახმარების გაწევა გააგრძელა. გონზე ვერ მოყავდა. ვიღაც მხარზე შეეხო, საწრაფოს ექიმი იყო, ივანი ემას მოსცილდა, იქვე ჩამოჯდა ხეს ზურგით მიეყრდნო თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა. ხლები ნერვულად უაკანკალდა, უყურებდა როგორ სინჯავდა ექიმი ემმას, ხვდებოდა რასაც ეტყოდნენ და ამის მოსმენა არ უნდოდა. ექიმი მისკენ შემობრუნდა და თავი გააქნია, იმ წუთს ივანს ეგონა რომ თავზე ცა ჩამოექცა. ხელები უღონოდ ჩამოუვარდა და ვირაცის ხელზე დაეცა. ივანი წამოხტა და ხეს შემოუარა. ხეზე ხმლებით მიჭედებული ყმაწვილი დაინახა. - აქ... აქ ვიღაცაა.- დაუძახა ექიმს ნანახით გაოგნებულმა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ექიმი მისკენ წავიდა, ბიჭის დანახვაზე წამით გაშეშდა, შეათვალიერა, შემდეგ პროფესიულმა გონებამ უკარნახა რომ ყველა წამი ძვირფასი იყო და ბიჭს პოლსი გაუსინჯა, გული ფეთქვდა, ფეთქავდა ისე ძლიერად თითქოს სხეულიდან გამოხტომას ლამობდა. - ლუკა.- დაუძახა თავის თანაშემწეს.- მოდი აქ. ივანი ნელ-ნელა მიდიოდა უკან-უკან. იმდენად იყო ნანახით გაოგნებული რომ უკვე ვეღარაფერს ამჩნევდა და გრძნობდა, თითქოს ეს ყველაფერი სადღაც შორს ხდებოდა. ვერ ამჩნევდა როგორ მოვიდა პოლიცია, როგრორ ჩასვეს მანქანაში, არ ესმოდა რას ეკითხებოდნენ, მხოლოდ ხეზე ჩამოკიდული ემას სხეული და ხმლებით მიჭედებული ბიჭი ედგა თვალწინ. ***** ივანმა თვალები გაახილა. მზე ამოდიოდა. ჩაიცვა, მაგიდიდან ყვავილები აიღო და გარეთ გავიდა. საფლავებს შორის ნელა მიდიოდა, გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა. ყოველი ნაბიჯი სულ უფრო ძნელი გადასადგმელი ხდებოდა. ემმას ბავშვობიდან იცნობდა. სხადასხვა სკოლაში სწავლობდნენ, შესაძლოა ერთმანეთს არასდროს შეხვედროდნენ მათი მამები რომ არა. ისინი ერთად მუშაობდნენ და ოჯახებით მეგობრობდნენ. ისტორიის სიყვარული ემმამ ასწავლა, ერთმანეთის ყოველთვის კარგად ესმოდათ. ახლა კი სულში სიცარიელე გაუჩნდა. ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ როცა ერთმანეთის დასამშვიდებელი ფრაზა მოიგონეს, როცა ცხოვრებაში რაღაც უჭირდათ ერთმანეთს ეუბნებოდნენ ,, თქვი იყავნ ნება შენი და გადადგი ნაბიჯი.“ ახლაც მიდიოდა და თავის თავს უმეორებდა ,, თქვი იყავნ ნება შენი... თქვი იყავნ ნება შენი...“. გულმა გამალებით დაუწყო ბრაგუნი, სასაფლაო გორაკებზე იყო განლაგებული, ამ გორაკსაც აივლიდა და ... ემმას ნახავდა. ,,ერთი ნაბიჯიც, ერთი ნაბიჯიც. შენ ამას შეძლებ.“- ამხნევებდა საკუთარ თავს. უკვე მთელი თვეა ყოველ დღე ამ ადგილამდე მოდიოდა და გზის გასაგრძელებლად გამბედაობა არ ყოფნიდა, ბრუნდებოდა და უკან მოუხედავად გარბოდა. მაგრამ დღეს თითქოს გრძნობდა რომ უნდა მისულიყო, თითქოს რაღაც ძალა ეზიდებოდა და ისიც მორჩილად ნაბიჯს ნაბიჯზე დგამდა, გორაკი აიარა და გარემოს გადახედა, ირგვლივ მხოლოდ საფლავის ქვები და სამარისებური სიჩუმე იდგა. ,, არა ამას ვერ შევძლებ.“ - გაიფიქრა, მობრუნდა და მოულოდნელობისგან შეშინებული უკან გადახტა. მის წინ შავ ტანსაცმელში ჩაცმული ზურგზე ხმალგადაკიდებული ყმაწვილი იდგა. შავი ოდნავ ჩამოზრდილი თმა სახეზე ნახევრად ეფინებოდა. ყმაწვილმა ისეთი თვალებით შეხედა, ივანს გააჟრჟოლა. ბიჭმა გვერდი აუარა და გორაკს ქვევით ჩაუყვა. ,, საიდან გაჩნდა? თითქოს მიწიდან ამოიზარდა.“- გაიფიქრა დაბნეულმა ივანმა, - ,, მისი სახე... სადღაც მინახავს.“. უცებ ბიჭი გაჩერდა და ისე გამოხედა თითქოს მისი ფიქრები წაიკითხა. საოცრად ძლიერი გამომეტყველების სახე ჰქონდა. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ივანს ყველაფერი გაახსენდა, გაახსენდა ეს მზერა, სახე, ხმალი. მის გონებაში იმ ავბედითი გარიჟრაჟის სურათები ამოტივტივდა. -ეს სახე...- წარმოსთქვა და იგრძნო როგორ მოუდუნდა ფეხები, მიწაზე დაჯდა ყმაწვილს გახედა, ჯერ კიდევ არ იყო მზად იმ საშინელების გასახსენებლად რაც გადაიტანა. ძლიერი ტკივილი იგრძნო თითქოს გულს დანით უსერავდნენ. ბიჭი შებრუნდა და გზა განაგრძო, ივანის ტკივილი ინტერესის გრძნობამ შეცვალა.,, აქ რა უნდა, სად მიდის?“ - გაიფიქრა და წამოდგა. ბიჭი ემმას საფლავთან გაჩერდა, დაიხარა და საფლავზე ვარდი დადო. ქარქაშიდან ხმალი ამოიღო, მიწაში ჩაარჭო და ცალ მუხლზე დაიჩოქა, ორივე ხელი ხმლის ვადას მოკიდა, თავი დახარა და რაღაცის ჩურჩული დაიწყო. ივანი გააოცა ბიჭის საქციელმა, საფლავთან მივიდა, ყვავილები დადო, ბიჭის მოპირდაპირედ დაჯდა. უყურებდა ბიჭის სახეს და თითქოს მისი ტკივილი სადღაც გაქრა, სულში უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა. ბიჭი ჩურჩულს მორჩა, ადგა და წასასვლელად გაემზადა. - მოიცადე.- გამოერკვა ივანი.- ვინ ხარ? ბიჭმა არაფერი უპასუხა, შებრუნდა და ნელა გაუყვა საფლავებს შორის ბილიკს. - მოიცადე.- ისევ დაუძახა ივანმა და უკან გაყვა.- საავადმყოფოში ვიყავი მოსული, მითხრეს რომ დაიღუპე. ბიჭი ყურადღებას არ აქცევდა, უკან მოუხედავად მიდიოდა. - მოიცადე.- მკლავში წაავლო ხელი ივანმა. ბიჭმა ჯერ მის ხელს დახედა მერე ივანს შეხედა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა რომ ივანმა ცივად უშვა ხელი და გვერძე გადგა, ყმაწვილი შებრუნდა და წასვლა დააპირა.- ვიცი მაშინ ემმასთან შენ იყავი. დავინახე ხეზე ორი ხმლით იყავი მიჭედებული, გადარჩენის შანსი არ გქონდა მაგრამ ახლა ჩემ წინ დგახარ. -დარწმუნებული ხარ?- ცალყბად ჩაიღიმა ბიჭმა, კაპიშონი წამოიმხო და თვალები დახუჭა. საიდანღაც ქარი ამოვარდა და ივანის გარშემო მტვრის კორიანტელი ავრდა, მან თვალებზე ხელი აიფარა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა ბიჭი აღარსად იყო, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ,, მომეჩვენა ვითომ?“- გაიფიქრა ივანმა და თავი ისე გააქნია თითქოს გამოფხიზლებას ცდილობსო. ემმას საფლავთან მიბრუნდა, გვერდით ჩამოჯდა და ქვაზე დახატულ მომღიმარ ემმას სახეს შეხედა, იჯდა ასე და უყურებდა. ცრემლების ნაკადული წამოვიდა მისი თვალებიდან და ამ ხნის მანძილზე გულში ჩაკლულმა ტკივილმა როგორც იქნა ნახა გზა გარეთ გამოსულიყო. შორიახლოს კი ხეს ამოფარებული ბიჭის ფიგურა იდგა და უყურებდა, თვალებში გაბრაზება გამოეხატა, ხეზე მიყრდნობილ ხელზე ფრჩხილების ადგილას ნელ-ნელა მგლის მსგავსი ბრჭყალები გამოეზარდა და ხეს შეესო. უცებ იგრძნო რაც მოხდა, ხელს შეხედა თვალები დახუჭა და ემოციები მოთოკა, ხელი კვლავ ჩვეულებრივი ადამისნის მსგავსი გაუხდა, შებრუნდა და ბილიკს ქვემოთ ჩაუყვა. უკვე შებინდებული იყო ივანი რომ სახლში მივიდა. ოთახში შევიდა და მაგიდაზე ფურცელი დაინახა. ნამდვილად იცოდა რომ წასვლისას მაგიდა ცარიელი დატოვა. ფურცელი ხელში აიღო ზედ ხანჯალი ეხატა ქვეშ კი წარწერა ჰქონდა გაკეთებული - მოძებნე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.