შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაზი სურნელი (თავი 3)


16-12-2016, 21:35
ავტორი სოფია-1
ნანახია 1 582

***
ისევ ის...
ჩემს ტუჩებზე, მის ტკბილ ტუჩებს ვგრძნობ.
ბედნიერი ვარ?
ჰო, ალბათ კი...
მეც არ ვიცი... მართლა არ ვიცი.
ისიც კი არ ვიცი, რა მინდა, ან საერთოდ რას ველი ამ ბიჭისგან.
სიცივეს ვგრძნობ, ისეთ სიცივეს, რომელიც ჩემი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მიგრძვნია. თვალებს ვახელ და რეალობაში ვბრუნდები.
აქ ყველაფერი შავ-თეთრია.
არ მინდა აქ...
აღარ მინდა!

***
ზამთარია.
სიცივეა.
ეს წელიც ბოლო წუთებს ითვლის, 31 დეკემბერია.
ტრადიციულად სახლში ვარ და ახალ წელს ჩემს ოჯახთან ერთად ვხვდები. ზოგადად, ძალიან მიყვარს ეს დრო. ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ...
დღეს არ ვიცი, რაღაც მჭირს.
თითქოს მინდა, რომ იმან მომილოცოს, ვინც პირველი კოცნა მომპარა.
კარზე ზარია.
ბედნიერ ღიმილს ვიკრავ სახეზე და კარისკენ მივდივარ.
ის დგას.
საჩუქრით ხელში და... მიღიმის. ისე მიღიმის, როგორც არავის არასდროს გაუღიმია.
იმდენად მოულოდნელია ეს ჩემთვის, რომ ძლივს ვუღიმი და გადასაკოცნად წამოსულ დემეტრეს, მთელი ძალით ვხვევ ხელებს. თავიდან გაშეშებული დგას, მაგრამ ცოტახანში ისიც მეხვევა.
მის დიდ ტორებში გატრუნული ვგავარ და სასიამოვნო სუნით ვიჟღინთები.
-ახალ წელს გილოცავ, ნუცა! - მაინც, როგორ სხვანაირად წარმოთქვავს ჩემს სახელს. მკოცნის...
ისევ ისე მკოცნის და მეც ჟრუანტელი მივლის მთელ სხეულში. სხვა, რაღაც განსხვავებული, არარეალურ სამყაროში გადავდივარ.
იქ სადაც ყველა ბედნიერია. მათ შორის მეც.
-მეც გილოცავ, სვანო. - ჩემს მიმართვაზე ეცინება და შუბლზე მკოცნის. მეც ისევ ვიტრუნები, მაგრამ მაშინვე გონზე მოვდივარ და ვცილდები, როცა მამაჩემის ხმა მესმის. მისი ღიმილით ვხვდები, რომ დაგვინახა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია.
-ვა, სტუმარი გვყოლია. - დემეტრეს გადაეხვია და მე მომიბრუნდა ღიმილიანი სახით.
-ცოტახნით მათხოვებ იმედია. - ამ სიტყვების თქმა და ჩემი წამოწითლება ერთია. სვანი ამაზე იცინის და მამაჩემს მიჰყვება.

***
მთელი საღამო თვალს არ მაშორებდა. არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ გარემოში და მეც დაბნეული, ხან დემეტრეს ვუყურებდი, ხან მამაჩემს და ხანაც იატაკს ვაჩერდებოდი.
ამ საღამომ კიდევ უფრო დამარწმუნა იმაში, რომ დადვანი ჩემთვის მხოლოდ ბიზნეს პარტნიორი, ან უბრალო ბიჭი არ იყო.
როგორც ჩანს, სულ რამდენიმე კვირა აღმოჩნდა სჭირო, მის შესაყვარებლად.

***
გოგოები მიყურებენ და ჩემგან პასუხების მიღებას ელოდებიან. გაიგეს...
წამომცდა, რომ დემეტრემ მაკოცა და თან ეს ძალიან მომეწონა. იმის გაგებაზე საერთოდ გაგიჟდა, რომ ვუთხარი ჩემთან შეხვდა ახალ წელს და ეს ყელსაბამი მაჩუქა-თქო.
ვეტყოდი... ყველაფერს ვეტყოდი. ჩემი გრძნობების შესახებ ვეტყოდი, ამ ორთან რა მქონდა დასამალი. უბრალოდ, ჯერ ამ არ არსებულ ურთიერთობაზე საუბარი, არ მინდა.
არაფერში არ ვარ დარწმუნებული.
ისიც არ ვიცი, ის კოცნა რეალური იყო თუ არა...
ამიტომ თავს ვიკავებ.
სალომემ, როგორც ყოველთვის, ბაჩოზე დაიწყო საუბარი. მართალია ფიზიკურად ჩვენთან იყო, მაგრამ მისი თვალებით ვხვდებოდი, რომ გულით ბაჩოსთან იყო.
მეც მომინდა...
თითქოს სალომესი შემშურდა კიდეც, ოღონდ კეთილი შურით, რა თქმა უნდა.
მეც მომინდა ასეთი სიყვარული. მომინდა, რომ მეც ისე ვყვარებოდი ვინმეს, როგორც სალომე უყვარდა ბაჩოს.

საღამოს გვიან დავიშალეთ. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ იანვარი იყო, საკმაოდ ბნელოდა. ქუჩას ფეხით დავუყევი და როცა ვიგრძენი, რომ ვიღაც მომყვებოდა მაშინვე ფეხს ავუჩქარე.
სუნთქვა მაშინვე შემეკრა, როცა მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი, მაგრამ მალევე დავწყნარდი, ამ ვიღაცაში დემეტრე დადვანი, რომ ამოვიცანი.
გამიხარდა...
თან არ გამიხარდა..
ისევ ავირიე, ფიქრები ამერია...
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ისიც თითქოს უხერხულად იდგა, მაგრამ თვალებში ყურებას ნამდვილად ახერხებდა.
-როგორ ხარ, ნიცა? - მიყვარდა... მიყვარდა, როცა ჩემს სახელს ასე კარგად გამოთქვავდა. ბევრი მეძახდა სახელს, მაგრამ არავინ ისე, როგორც სვანი.
-კარგად დემე, შენ? - ღიმილით შემომხედა და ლოყაზე ხელი ჩამომისვა. ახლა მივხვდი, მე მას შემოკლებული სახელი დავუძახე და ისე შემრცხა, თითქოს რაღაც დანაშაულზე წამასწრეს, ამიტომ თვალები დაბლა დავხარე, რამაც მისი ჩაცინება გამოიწვია.
-მეც კარგად ვარ. ახლა უფრო კარგად. - თბილად გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. - მენატრებოდი. - ისეთი ხმით მითხრა, რომ ჟრუანტელმა დამიარა.
ჩემზე ბედნიერი ამ ქვეყნად, ამ წამს, არავინ დაიარებოდა.
მერე ისევ თბილი კოცნა..
ისევ დავლილი ჟრუანტელი და ისევ მისი ტკბილი სურნელი.
თითქოს, არც მომწონდა ასე მარტივად, რომ აეწყო ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ ახლა იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ცუდზე და რაღაც შესაძლო ვარიანტებზე, ვერ ვფიქრობდი.
მგონი შემიყვარდა...
მგონი, დემეტრე დადვანი შემიყვარდა...

----------------------------
წინა თავზე კომენტარები არ ყოფილა.
არ ვიცი, მოგწონთ თუ არა, ამიტომ გთხოვთ, ერთი სიტყვით მაინც დაწერეთ, კარგია თუ ცუდი.
ნაზი სურნელი (თავი 3)

შემდეგი თავიც ძალიან მალე იქნება!



№1 სტუმარი qeta

კარგია,გააგრძელე:)

 


№2 სტუმარი lela

Kargia. Velodebi shemdegs da ufro did tavs.

 


№3 სტუმარი Anna

მომწონს. ასე რომ...

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კარგია.მე წავიკითხავ!

 


№5  offline წევრი nestanuka13

კარგია მომწონს უფრო მეტად განავრცე სიტუაცია

 


№6 სტუმარი ს.ა

მომკალი და რაღაც მაკლია... არა მეპატარავება

საერთო ჯამსში კაია

 


№7 სტუმარი ს.ა

რატო არ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent