შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბინა 53 4 თავი


17-12-2016, 03:27
ავტორი martoshen
ნანახია 2 479

იმ დღესაც როგორც თითქმის სულ ფიქრები არეული მქონდა და გამიჭირდა მუშაობა ადრე გამომიშვეს და ნინუცას გავუარე დიდხანს ვილაპარაკეთ თუმცა გონება მაინც სხვაგან დაფრინავდა. სახლში რომ მივედი კარში წერილი დამხვდა და ამან დილით ნანახსაც კი გადააჭარბა.დედაჩემის სახელი რომ წავიკითხე კონვერტი სასწრაფოდ გავხსენი ისე რომ სახლში არც შევსულვარ და სამი ბილეთი ამოვაცურე
შიგნით კიდევ იყო პატარა ფურცელი სადაც ეწერა
- შვილებო გელოდებით ახალი წლის ერთად გასატარებლად სიყვარულით დედა.
ცრემლებმა მხედველობა დამიბინდა და ძლივს მოვძებნე მისი ნომერი რომელიც სადღაც ტელეფონში ყოველი შემთხვევისთვის მეწერა. ბოლოს როდის დავურეკე არც მახსოვს პატარებს კი კითხულობდა კვირაში ერთხელ მაგრამ მე გამარჯობაც კი არ მითქვამს მისთვის ნერვიულად ავკრიფე გრძელი ნომერი და რამდენიმე წამში ზარიც გავიდა. რამდენიმე ხნიანი პაუზის შემდეგ მონატრებული და შეცვლილი ხმა ჩამესმა
- ალიო ლელე შენ ხარ? მიპასუხა აღელვებულმა
- მე ვარ და მივიღე თქვენი წერილი, არც კი ვიცი როგორ იფიქრე რომ მანდ ჩამოვიდოდით
- ბავშვებს ვენატრები და მეც მენატრებით ისინი უკვე გაფრთხილებულები მყავს და უნდათ ჩემი ნახვა .
- ვისაც ენატრება ის არ ტოვებს. მე რომ არ მოვდივარ ვიცი ბავშვებს ნამდვილად ვერ დავაკავებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ ოდნავ დიდები რომ იყვნენ ისინიც ჩემს აზრზე იქნებოდნენ
- შენ კიდე ვერ გაიზარდე ლელე?
- მე კი გავიზარდე მაგრამ შენ არ ისურვე ჩემი ზრდის და განვითარების ყურება
- ძალინ გთხოვ დაფიქრდი სანამ რამეს ამბობ გულს ნუ მტკენ
- მაგ საქმის სპეციალისტი თვითონ ხარ და თან ცუდი დარიგებაა ადამინისგან რომელმაც დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო შვილები უპატრონოდ დაყარა. მოკლეთ შენთან დროის კარგვას არ ვაპირებ ბავშვებს გამოვგზავნი და დახვდი ჩამოსვლის რეისი კი იცი თანამშრომელს მივაბარებ და იმედია გაგახსენდება რომ შვილები გყავს. არც კი ვაცადე პასუხის გაცემა ისე გავუთიშე და სახლში ძლივს დამშვიდებული შევედი. მომდევნო ორი დღეც არაფერი მომხდარა ვერ ვბედავდი ბავშვებთან დედაზე საუბარს ,გეგასაც თითქმის არ ვხვდებოდი საღამოს სამსახურიდან გვიან დავბრუნდი და ტყუპებიც შემომეგებნენ.
- ლელეე ფანქრები მომიტანე მაჯახა წამში ანამ
- პატარავ სულ დამავიწყდა მაღაზიაში შევსულიყავი მაგრამ კარგია იმიტორო ერთად წავიდეთ და შენ აარჩიე ანდრეასაც რაღაცეები ვუყიდოთ
- ფეხით გავისეირნოთ ოღონდ რაა, ძალიან გთხოვ ლეე მოისაწყლა თავი ანდრეამ. მეც რათქმაუნდა დავთანხმდი ბავშვებს ჩავაცვი და მაღაზიისკენ გავეშურეთ როგორც იციან ხოლმე ბევრი არჩიეს და ირბინეს და დაახლოებით ერთი საათის მერე პარკებით ხელში მივუყვებოდი გზას. და დროც ვიხელთე ბავშვებთან სასაუბროდ
- ადო და ანა ერთი წუთით დამელოდეთ რაა სქმე მაქვს
- რა ხდება ლელე მოირბინეს ჩემთან
- ახალი ძაან მაგარი ამბავი მაქვს
- რა ამბავიი ?? მკითხა აღშფოთებულმა ანამ
- დედამ საბერძნეთში უნდა წაგიყვანოთ
- დედამ თქვა რომ შენც მოდიხარ ლელე აუწყლიანდა თვალები ანდრეას
- პატარავ მომისმინე მე სამსახური მაქვს და ვერ წამოვალ ჩავიმუხლე მის წინ და ლოყები ორივეს დავუკოცნე
- თან რა იყო დედიკოსთან მიდიხართ სხვაგან ხომ არა.. კახეთში ხომ იყავით ორი კვირა ისე წახვალთ მანდაც რა გაწუწუნებს ადო?
- მაშინ ახალი წელი არ იყო არ ჩუმდებოდა ანიც
- ჩვენ ხო სულ ერთად ვხვდებით ლეე მომეკრო ანდრია და სადაც იყო ტირილს დავიწყებდი. მიუხედავად ჩემი დიდი ბრაზის და ტკივილისა არასდროს მათთვის დედაზე ცუდი არ მითქვამს. გულის სიღრმეში გამიხარდა რომ მე ძალიან ვუყვარვარ ამ ორ ბაჭიას.
- იცი რა ადო ზუსტად მაგაშია საქმე სულ ერთად ვართ და დედიკო ცოდო არაა ? ერთხელ მათთან ერთად შეხვდით ახალ წელს. მოვიგონე მიზეზი
- ძველით ახალ წელს ხომ წამოგვიყვან ლელე?
- აბა სულ იქ ხომ არ დაგტოვებთ თქვენ ხომ ჩემი სუნთქვის წყარო ხართ ტყუპებო. ამ ლაპარაკში კორპუსსაც მივუხლოვდით და უკან ეზოში სასრიალოზე ერთი - ორი წრე დაარტყეს ამასობაში მე თვალი მისი ფანჯრებისკენ გამექცა რომელიც აივნიან მისაღებს ეკუთვნოდა. შუქი ანთებული იყო და ტელევიზორიც ჩართული დიდ შუშის კარ ფანჯარაში კარგად ჩანდა ორი სილუეტი რომელთაგანაც ერთი ქალს ეკუთვნოდა ამან ისევ დილის ბრაზი გამახსენა და სწრაფად ავიყვანე ბავშვები სახლში. დაძინებამდე დრო დიდი იყო და ქეთოს დახმარებით ბავშვების ჩემოდნები ჩავალაგე
- როდის მიდიან შვილო?
- ხვალ შუაღამეს
- ვაიმე ისე შევეჩვიე როგორ გავძლებთ მე და შენ
- არც კი მინდა ამაზე ფიქრი თან რომ ვიცი სად მიდიან
- ისე მეშინია დედიკო მარტო რომ მიდიან იქნებ გადაიფიქრო
- მეც ვღელავ მაგრამ აეროპორტში ასეთი ტიპის მომსახურებაც აქვთ გვერდით ეყოლებათ სპეციალური აეროპორტის ძიძა არ მიატოვებს არც ერთი წამით მანამ სანამ დედაჩემი პასპორტით არ დახვდება.
-კარგი დედიკო წადი შენ დაიძინე მე გავაგრძელებ უკვე სადაცაა მოვრჩებით თან
ქეთოს მაგრად ჩავეკარი და მართლაც დასაძნებლად წავედი. დილით კი ნინუცას ზარმა გამაღვიძა
- გოგო რას შვები ამ დრომდე გძინავს?
-ჯერ თერთმეტია გოგო და აღარც ვმუშაობ სამი კვირა
- რა გეგმები გაქვს დღეს
- გამოდი რაა დამაწყნარე დღეს ტყუპებს ვაცილებ
- სად აცილებ გოგო ოთხ დღეში ახალი წელია
- ხოდა ზუტად ახალი წელი როა იმიტომ დედაჩემმა ბავშვების ნახვა მოინდომა
- კაი არ იდარდო როდის მიდიან?
- დღეს ღამე თორმეტზე
- უეჭველი გამოვალ მაგრამ გვიან და თან დავრჩები მერე
- კაი გკოცნი ნინ და გელოდები
ის დღე მთლიანად ტყუპებთან გავატარე ქალაქში ვისეირნეთ და ნინუცაზე გვიანაც კი მივედით სახლში
- გოგო გელოდებით უკვე ერთი საათია სად მოიპარე ეს ბავშვები ჩაკოცნა როგორც ყოველთვის ორივე.
- გავისეირნეთ გოგო არ ვიცი როდის ჩამოვლენ
- არ გამაჟოთ ეხლა ერთი თვე ხო არ რჩებით
- ეგ მაქსიმუმია ნამდვილად დავაწყნარე მე
ლაპარაკში და ფერებაში მალევე ამოვყავით თავი აეროპორტში და ჩემი ორი სულის ნაწილი გავაცილე. სახლში ნახევარი დავბრუნდი ისე ვიყავი განადგურებული ნინუცას მალე ჩაეძინა მე კი ორანჟერეაში ფანჯარასთან ვიდექი ბნელ ღამეს გავყურებდი და ცრემლები ღვარად მდიოდა
- ასე გვიან აქ რა გინდა ლელე რამე მოხდა ? შემაკრთო ხმამ
- გეგა ბოდიში თუ გაგაღვიძე სუფთა ჰაერზე მინდოდა უბრალოდ შედი არაფერია კარგად ვარ
- შენ რა ტირი?
-ისეთი არაფერია გთხოვ არ მომაქციო ყურადღება
- სერიოზულად გეკითხები და ნუ მაგიჟებ მიპასუხე ლელე გაუმკაცრდა ხმა სიგარეტი როგორც ყოველთვის გადამაგდებინა და თავისკენ შემატრიალა
-არაფერია გეგა ნამდვილად
- რა არაფერია შეხედე თვალები რას გიგავს
- ტყუპები გავაცილე დედასთან და ამიტომ
- მერე ამის გამო ტირი სულელო? ხომ იცი ვერ გაძლებენ უშენოდ და მელევე ჩამოვლენ
- ლელე არ მინდოდა ასე პირდაპირ მეთქვა შენთვის მაგრამ იმედია სწორად გამიგებ მათ დედა ყავთ და შენ არ გაქვს უფლება ასე ეგოისტურად მოიქცე გასაგებია რომ მათ მიმართ პასუხისმგებლობა გაქვს მაგრამ შენში ეს გრძნობა იმაზე ათასჯერ მეტია ვიდრე სინამდვილეში უნდა იყოს
- მართალი ხარ მაგრამ მიძნელდება მათგან შორს ყოფნა
- ახლგაზრდა ულამაზესი გოგო ხარ ლელე შენ კი ისე იქცევი თითქოს შენი მოვალეობები ჯაჭვივით გაქვს შემოხვეული არ გეგონოს ძველ თემას ვუბრუნდებოდე მაგრამ შენთვის ცუდ არ მინდა მითუმეტეს უკვე ვიღაც გამოჩნდა შენ კი ისევ ისე ფიქრობ
- მეც მინდოდა ამაზე მეთქვა გილოცავ მიხარია თუ შენი შესაფერისი გოგო იპოვე
- მე შენზე გეუბნები ლელე
- რა ჩემზე მე იმდღეს რომ გოგოსთან ერთად სახლში ამოდიოდი და საღამოს ვახშამი გქონდათ მასზე გეუბნებოდი
ეგ გოგო ჩემი დაა მე კი ზუსტად მაგ დღეს მანქანაში ვინმე რეზი თავართქილაძეს რომ ჩაუჯექი მასზე ვამბობ
- ამდენის გარკვევა თუ მოახერხე ბატონო გამომძიებელო ის რატომ ვერ გაიგე რომ მას ცოლი და სხვათაშორის ორი შვილიც ყავს
- ძალიან კარგი ესეიგი შევცდი მაგრამ შენ რატომ გაამახვილე ყურადღება მე რომ ვიღაცასთან ერთად მნახე თან თურმე ჩემს ფანჯრებსაც ზვერავ რაიყო ხომ არ ეჭვიანობ?
- არა რათქმაუნდა მშვიდობიან ღამეს გისურვებ ვაქციე ზურგი დიალოგის გაგრძელების შიშით და ნინუცას მივუწექი რომელსაც უკვე მშვიდად ეძინა.
დილა ორანჟერეაში ყავით და ჭორაოით დაიწყო პატარებიც უკვე დედასთან იყვნენ .ველაპარაკე და უკვე ნაწილობრივ დამშვიდებულმა გავაგრძელე ნინისთან საუბარი
- წინასწარ არ მინდოდა მეთქვა მაგრამ გული არ მითმენს. მე და საბა მგონი ზაფხულში დავქორწინდებით. ყავა ლამის გადამცდა ეს რომ გავიგე
-ხომ ვთქვი არა ყველას დაასწრებთთქო ვიცოდი
- შენ არ მაღირსე და ჩეემს ქორწილში მაიინც ვიგულაო იცინოდა ნინი. მაცოდინა მაინც რას ეძებ ესეთს
- რას კი არა ვის ნინი? ვიის? თეთრ ცხენზე ამხედრებულ იდეალურ მამაკაცს ველოდები რომელიც ჩემს გულს გაამთელებს
- დილამშვიდობის გოგოეებს გამაწყვეტინა საუბარი გეგამ
- გეგუუშ დილამშვიდობის როგორ ხარ?
- ნორმალურად ნინი . ეხლა წავედი ისედაც საუბარი შეგაწყვეტინეთ გაგვიღიმა და დაგვტოვა
- მოვრჩეთ ეხლა პრინცებზე ისედაც დიდ ხანს მოგიწევს ლოდინი ესე თუ გააგრძელე . შენ ის თქვი ახალ წელს რა ვქნათ მე რომ სახლში არ შევხვდე დედაჩემი მომკლავს ასე რომ საბასთან ერთად დავადგები თავზე წყნეთში მერე ერთად მოვიფიქროთ რამე
- მეც სახლში ვიქნები და მერე გიორგის თქმით რესტორანში წავალთ ალბათ თუ არაფერი შეცვალეს არ ვიცი
- რა ჩავიცვათ ლელე ? თან პირველში გიოს დაბადების დღეა ხო?
- კიი და მეორე დღეს ჩემთან აღნიშნავს საღამოს არ ვიცი ნინ რამეს ვნახავ რაა
- რას ნახავ გოგო წავიდეთ რამე ვყიდოთ
- კაი ხვალ წავიდეთ მაშინ და საღამოსთვის უკვე მზად ვიქნებით
- ხვალ სალონში უნდა წავიდეთ და ვერ მოვასწრებთ ჯობია ეხლავე გავიდეთ მოლში და რამე ავარჩიოთ უცებ.
- ვიცი მე შენი უცებ მატარებ სამი საათი
- მიდი, მიდი სამი საათი რა არი გაემზადე და გავიდეთ .
ორ საათში მართლაც მოლში ვიყავით მე მალევე ავარჩიე ოქროსფერი ბრჭყვიალა კაბა უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ძალით მაყიდინა
-ეს რა ამარჩევინე ნინი ისეთი კრემისფერია თუ კარგად არ დააკვირდი ადამიანს შიშველი ვეგონები
- მოგიხდა ძაან ლელე თან ოქროსფრად ზოლებიც ხო დაყვება რა გაწუწუნებს ფეხსაცმელიც ავარჩიოთ და მერე ჩემთვისაც გავივლი
სამი საათია კი არა ვერც კი დავითვალე რამდენი მატარა ნინიმ ძლივს რო რაღაც იყიდა უარესად მომიშალა ნერვები
- ეხლა სოლარიუმში წავიდეთ და დღეის გეგმა შესრულებულია
- კარგი რაა დამცინი ნიინ აღარ შემიძლია მეტი
- ნუ წუწუნებ გოგო უნდა დავშოკოთ ხალხი
-მე შენ ქორწილზე რო ვფიქრობ წინასწარ მეშინია
სახლში გარუჯულები და ძალინ დაღლილები მივედით გეგას სახლიდან არაფერი ისმოდა ანუ ჯერ კიდევ არ იყო მოსული რაც ცოტა არი იყოს მეწყინა. ბავშვებს ველაპარაკე და უკვე ათიც გახდა ძალა გამოცლილს ადვილად ჩამეძინა და მეორე დილაც ქაოსურად დაიწყო დილით სამზარეულოში ქეთო და ნინი ტრიალებდნენ მთელი დღე მოგვიწევს რაღაცეების მზადება იმხელა სია აქვს დაწერილი ქეთოს მახარე ნინუცამ
- კარგი რა ქეთო დეიდა რატო წვალობ დილიდან
- აბა რას ამბობ შვილო მე ჩემ დისშვილთან მივდივარ ახალი გათხოვილია თბილისში და იმასაც უნდა გავკეთო რაღაცეები და თვენ ისე ხო არ დაგტოვებთ
- როგორც ვიცი ხოლმე ისე დავუკოცნე ლოყები ქალბატონ ქეთევანს და გამოსაცვლელად წავედი რომ მოვწესრიგდი საყიდლების სია ავიღე და ნინუცას ველოდებოდი ორანჟერეაში გეგა და მისი და რომ შემოვიდნენ ვაჟბატონს უამრავი პარკი ეჭირა ხელში და თან რაღაცას ებურტყუნებოდა თავის დას
- დილამშვიდობის. ვუთხარი მორიდებით
- დილამშვიდობის ლელე ეს ჩემი დაა მარიამი ეს კი ლელეა ჩემი კარის მეზობელი
- ძალიან სასიამოვნოა ძლივს გაგიცანი გამიღიმა მარიამმა
- ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა
- საღამოს შევხვდებით დავემშვიდობე ორივეს და ნინის მანქანასთან დაველოდე
- გოგო მე და შენ ეხლა სწრაფად ვიყიდოთ რაღაცეები და მერე გავაკეთოთ და სალონში გავვარდეთ მერე ხო იცი საბა უნდა ვნახო და სანამ მე წყნეთში ავალ ალბათ გზაში შევხვდებით ახალ წელს ჩამომიყალიბა გეგმა ნინიმ. უახლოეს მარკეტში შევედით და საჭირო მასალა ვიყიდეთ მალევე მივედით სახლში და ქეთო დეიდას დახმარებით თითქმის ბოლოში ვიყავით გასულები მარიამი რომ გვესტუმრა
- გოგოებო ჩემს ძმას ნივრის საჭ....ტი არ აქვს და როგორც ნამდვილი მეზობლები დამეხმარეთო ამ სიტუაციაზე ყველამ გულიანად ვიცინეთ და მალე სუფრისთვის ყველაფერი მზად იყო. გეგმის მიხედვით მალე სალონში ვისხედით და თავს ვიწესრიგებდით ნინიმ ჩემზე ადრე დაამთავრა და აღარც დამლოდებია რადგან ეჩქარებოდა მეც დიდხანს აღარ დამჭრვებია მზადება. სახლში რომ მივედი სულ მარტო ვიყავი და ცოტა მოვიწყინე ბავშვებს ველაპარაკე და უკვე თერთმეტი საათი იყო რომ დავასრულეთ ჩემს ოთახში გავედი კაბა და ფეხსაცმელი ჩავიცვი და ტელევიზორს მივუჯექი შამპანურის ჭიქით ხელში.
- მგონი პირველად მომიწევს მარტო ვიყო ახალ წელს ჩავილაპარაკე ჩემთვის დათითქოს ამას ელოდნენო კარზე ზარი გაისმა. ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ის იყო აწეული დახვეული თმა ჩამოვიშალე სარკეში ჩავიხედე და გავაღე. მოლოდინები გამიმართლდა წინ გეგა მედგა თაიგულით და ყვავილების კოლოფით ხელში მზერა ჩემზე შეეყინა ასე გამოპრანჭული რომ დამინახა ფეხიდან თმის ღერამდე დამათვალიერა და ყვავილები გამომიწოდა
- დამდეგს გილოცავ კარის მეზობელო. და არ შემიძლია არ გითხრა რომ თვალს ვერ გაცილებ ისე გამოიყურები. ეს მითხრა და ხელზე ნაზად შემეხო ტუჩებით.
- მადლობა გეგა შენც ძალიან კარგად გამოიყურები ვუთხარი თეთრ პერანსა და შავ შარვალში გამოწყობილ მეზობელს
- სახლში არ შემიპატიჟებ? თუ ჯობს ორანჟერეაში ვიყოთ ?
- რამეს გამოვიტან და გამოვალ მაშინ
- ამაზე უკვე ვიზრუნე ხელი ზურგზე მომხვია და პატარა ჟურნალების მაგიდასთან მიმიყვანა რომელზეც სანთლებსა და საახალწლო დეკორაციებთან ერთად ტკბილი სუფრა ელაგა.
- ეს შენ გააკეთე
- არ მოგეწონა ხომ?
- არა რას ამბობ პირიქით.
- შენ როგორ გინდა სახლში შევხვდეთ და მერე შევუერთდეთ დანარჩენებს?
- კი ესე ჯობს
უკვე წუთები იყო დარჩენილი ახალ წლამდე და ბათქა-ბუთქიც ატყდა გეგას ჩავეხუტე და სიცივით აკანკალებულმა თუმცა მაინც გახარებულმა მივულოცე დამდეგი
- შენც გილოცავ პატარა სახლში შევიდეთ თორე გაიყინე. მართლაც შევბრუნდი წასასვლელად ხელი რომ დამიჭირა და უსიტყვოდ თავისთან შემიყვანა პირველად ვიყავი ასე შიგნით მის სახლში და გავოცდი სიმყუდროვით ელექტრო ბუხართან დამსვა და ყავით ხელში დაბრუნდა მისდა გასაკვირად მე ტახტის მაგივრად ძირს დავჯექი და ისიც მომიჯდა
- ბატონ გეგას საახალწლოდ წინდებიც ჩამოუკიდია? ვკითხე სიცილით და ყავის ჭიქას ხელები შემოვხვიე
- კი და საჩუქრებიც ჩავდე უკვე ჩემი დისთვის და დისშვილისთვის
- გეტყობა შენთვისაც არა? გამეცინა და მესამე წინდაზე ვანიშნე
-არა ეს უფრო მნიშვნელოვანი ადამიანისთვისაა. რაღაც ჩამწყდა როცა მისი ეს სიტყვები გავიგე კიდევ კარგი წამოდგა თორემ ნამდვილად შემატყობდა სახეზე რომ არ მესიამოვნა ბუხართან მივიდა და რაღაც ყუთი ამოიღო ისევ ჩემს წინ დაჯდა და თვალები გადმომცვივდა რომ დავინახე შიგნით მამაჩემის ნაჩუქარი კულონი იყო
- შენ ჩემი გული გაამთელე? ვკითხე მიამიტურად და ცრემლები წამსკდა
- გული გავამთელე და თეთრ ცხენზე ვჩალიჩობ გამიცინა ზურგიდან კულონი გამიკეთა გული გამალებით მიცემდა და თავი ნამდვილ ზღაპარში მეგონა
- არ ვიცი მადლობა როგორ გითხრა გეგა ცუდად არ გამიგო მაგრამ მეც ბევრჯერ შემეძლო ამ ქვის ჩასმა თუმცა არ ვაკეთებდი რადგან მამას სახსოვარი იყო. მაგრამ ახლა ეს საჩუქარი ათასჯერ და მილიონჯერ უფრო ძვირფასია არა იმიტომ რომ ასეთი ძვირფასი ბრილიანტი აქვს იმიტომ რომ გულით მაჩუქე შენ დიდი ადგილი დაიკავე ჩემს ცხოვრებაში დიდი მადლობა რომ ყველაფრის მიუხედავად ისევ ჩემზე იფიქრე.
- მეც მომეცი უფლება ჩემი და შენი ცხოვრება გავაერთიანო ლელე პატარა ბიჭი არ ვარ და არ ვიცი როგორღა ვიცანცარო ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში. იმას არ ვამბობ გოგოს უარი არ უთქვამსთქო უბრალოდ მე სამჯერ არავისთვის მითხოვია ერთად ყოფნა ახალი წელი ახალი ცხოვრებით დავიწყოთ ლელე მიყვარხარ და მინდა ჩემს გვერდით იყო გეფიცები თუ ამ ჯერადაც უარს მეტყვი საერთოდ გადავალ ამ უბნიდან და ქვეყნიდანაც. პასუხს ველოდები მიყურებდა თვალებში და სიყვარულით და სიმკაცრით სავსე მზერით და ხმით მესაუბრებოდა მე კი უკვე მეცხრე ხაზე ვიყავი ბედნიერებით მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ კი მოშტერებულ მზერას მზერითვე ვუპასუხე
- ჩემი თვალები გეტყვიან გეგა ერთი წუთით უარესად მწველი მზერა და ჩემს ტანზე მცოცავი ჭიანჭველები ვიგრძენი დაჭიმული მუცელი სასიამოვნო ტალღამ მომიდუნა მივიწიე და ჩემი ინიციატივით მივეკარი ტუჩებზე არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით ასე მაგრამ ძლივს შეკავებული ემოციები ცრემლების სახით გადმომცვივდა თვალებიდან
- ნუ ტირი სულელო შენ უკვე ჩემი გოგო ხარ და ბოლო ცრემლია შენს თვალზე მიკოცნიდა სახეს და თან დამცინოდა.
- მიყვარხარ ისე თავისით წარმოვთქვი ეს სიტყვები ვერც კი დავფიქრდი
- რა მითხარი ?
- მიყვარხართქო , მი ყვ არ ხარ დავუმარცვლე ჩუმად და მორცხვად დავხარე თავი
- მთელ სამყაროში მინდა იცოდნენ რომ ჩემი ხარ და მიგისაკუთრე წავიდეთ თორემ არ ვიცი რას გიზამ ესე თუ გააგრძელე
- რეებს ამბობ გეგა გინდა სულ გამაგიჟო?
- კარგი კარგი ვხუმრობ ლელე ნუ გეშინია
- და კიდევ არ მინდა ჯერჯერობით ვინმემ ჩვენზე იცოდეს რომ ერთად ვართ
- რა კარგად ჟღერს ეს ერთად ვართ. მაგარი წელი დაიწყო. გიორგის მაინც უნდა ვუთხრა უხერხულია პატარავ
- მითუმეტეს მან არ მინდა იცოდეს. ჯერ თვითონ გავერკვეთ გთხოვ სად გვეჩქარება წინაა ყველაფერი
- მე ყველაფერი გარკვეული მაქვს მაგრამ ისე იყოს როგორც შენ გინდა არ ვთქვათ არაფერი მაგრამ ვერ დაგპირდები რომ ესე დიდხანს გაგრძელდება
- კარგი ეგრე იყოს დავეთანხმე და უკნიდან მომეხვია ასე გატრუნულები კიდევ დიდხანს ვიჯდებოდით ალბათ მესიჯები რომ არ მოეწერა გიოს რესტორანში გელოდებითო არ გვინდოდა მაგრამ მაინც წავედით და უკვე კართან ვიდექით მაგრად ჩაჭიდებული ხელი რომ გავუშვი
- აი ამიტომ მინდა ყველამ იცოდეს ლელე
- ხომ ვისაუბრეთ ამაზე უკვე ძალინ გთხოვ ცოტაც მოიცადე
ორივემ ერთად გადავინაცვლეთ მშვიდი და მყუდრო გარემოდან ხმაურიან მხიარულ გარემოში ყველა უკვე მოსულიყო საბას და ნინის ჩათვლით მე და გეგას პირისპირ მოვიწია დაჯდომა
- სად ხარ გოგო ამდენ ხანს
- საცობები იყო ნინ ვუჩურჩულე გვერდით მჯდომს და მზერა გეგასკენ გამექცა რომელიც სასწაულად მიღიმოდა. მაგიდისქვეშიდან ფეხი მივკარი რომ გაჩერებულიყო ფეხის ცაცუნი რომ დამიწყო ლამის ჩანგალი ვესროლე ის კი აუღელვებელი სახით და ჩემთვის გაკუთვნილი ღიმილით განაგრძობდა სუბარს დაილია უამრავი სადღეგრძელო ბიჭებს ცეკვა ეზარებოდათ ამიტომ გოგონები ჩვენით ვირთობდით თავს და არც ისე ცუდად ქართული სიმღერაა რომ ჩაირთო ვიღაც ბიჭი გამომეცეკვა მოედანზე თუმცა ჩემი დეიდაშვილის მზერა რომ ვიიგრძენი მალევე გავედი საპირფარეშოში უკან რომ ვბრუნდებოდი ვიღაცამ ხელი ჩამავლო და სტაფის ოთახში რასაც ქვია შემითრია
-რას აკეთებ გეგა გული გამისკდა
- მე გული მაშინ მისკდება რომ გიყურებ ესეთი ლამაზი ხარ
- სირცხვილია ვინმე შემოვა
- შენი ბრალია შენ გინდოდა დამალვა ჰოდა ვიმალებით
- ვერ ხედავ ვიღაც მეცეკვა და იმაზე როგორ შემომხედა და რომ გაიგოს შეყვარებული ვარ არ ვიცი რას იზამს
- ბუნებრივი რეაქციაა პატარავ გგონია მე მომეწონა რომ გეცეკვა ? მაგრამ ჩადრით ხომ არ გატარებ რა ვქნა? მთავარია ზედმეტი სიტყვა არ გითხრას თორე მერე თვითონ ივლი ჩადრით
- ვერ ვიტან მოძალადე ხალხს რომ იცოდე
- გეხუმრები ჩემო გოგო ხომ ნახე სანდროსაც მშვიდობიანათ მოვუგვარე პირველ ჯერზე თუ ვერ გაიგებენ მერე უკვე მოგიწევს მოძალადეც შემიყვარო
- გეგა გავიდეთ რა ძალინ გთხოვ
- კარგი მაგრამ მალე წავიდეთ თორე უკვე მომენატრე ძლივს დავუსხლტი ტორებიდან და მაგიდას პირველი მე მივუჯექი. კიდევ ორი საათი მაინც ვიჯექით სუფრასთან და ერთმანეთის გარდა არაფრისთვის შეგვიხედავს ერთი სული მქონდა ეს ხმაური დსრულებულიყო და გეგამ მიხსნა
- მე გავეი ხალხო და ლელესაც გავიყოლებ თუ რათქმაუნდა სახლში მოდის
- კი კი წამოვალ უკვე ოთხი საათია სწრაფად დავავლე ხელი ქურთუკს
- ჩვენც მალე ავიშლებით უკვე დაგვიპირა გაჩერება გიომ
- ხვალ ექვსზე ისედაც უნდა შევიკრიბოთ და ძაან დავიღალე გიი
- კარგი მაშინ თუ მიიყვან წადით გეგა. გადავკოცნეთ ყველა და რესტორანი დავტოვეთ უკვე ხუთი იყო ორანჟერეაში რომ შევედით და გეგამ კუთხეში მომიწყვდია
- ყველაფრის გარეშე გავძლებ მაგრამ შენ არ იცი როგორ მინდოდა ჩაგხუტებოდი და მეკოცნა
- ნუ მაბნევ და ესეთ რაღაცეებს ნუ მეუბნები გთხოვ
- გეტყვი სანამ მომინდება და გაკოცებ სანამ მე მომინდება ძლივს ვარეგულირებდი სუნთქვას და თავის შეკავების მიუხედავად მაინც კიდევ ერთი კოცნა მოპარა ჩემს ბაგეებს უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა ჩვენი მოფერება და ძლივს მოვედი გონს რომ გამეჩერებინა რათქმაუნდა არც მას არ დაუძალებია არაფერი და ძლივს მოვწყდით ერთმანეთს
სახლში ამ დამღლელი და რთული დღის შემდეგაც კი მაინც მსუბუქად შევედი წყალი უცებ გადავივლე და ლოგინში შევწექი შვება და სიმსუბუქე ვიგრძენი მუხლებში და გვერდი ვიცვალე. ჩემი ტელეფონი მესიჯმა გაანათა
- ეს ნიშნავს მე შენ მიყვარხარ თავიდან შინაარსს კარგად ვერ მივხვდი მაგრამ სამი დაკაკუნება გავიგონე ჩემს კედელზე
- ეს კი ნიშნავს რომ ვგიჟდები შენზე მივუკაკუნე ორჯერ
- ძილინებისა იყო მესიჯი და კაკუნი ერთხელ
პ.ს არც კი მჯერა რომ ასე ახლოს მიწევხარ მე კი შენს გვერდით არ ვარ და ერთი კედელი გვყოფს.
- კიდევ კარგი ეს ყველაფერი კაკუნით არ მითხარი თორემ კედელი აღარ დარჩებოდა
- კიდევ კარგი სახლში დრელი არ მაქვს თორემ ნამდვილად არ დარჩებოდა
- ძილინებისა გეგა
- შენი სურნელი მაბრუებს შენი კაშნეა ჩემთან. ძილინებისა.
ბოლო მესიჯი დილით ვნახე და ჩამეღიმა დილა კი არა უკვე ორი საათი იყო თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ყავა და ზედ მიმაგრებული ფურცელი დამხვდა
- მზეთუნახავო მე საქმეები მაქვს და საღამოს გნახავ პ.ს კარი ჩაკეტე და რამე დაიფარე ხოლმე ორი კაკუნიპირდაპირ აი ამ სიტყვებით ეწერა ფრჩხილებში ანუ გიჟდები ჩემზე ჩამეცინა ჩემთვის
ტელეფონზეც ნარეკები დამხვდა და კარში ნინუცაც შემოვიდა უცებ დავმალე ფურცელი და მეგობარს მივუჯექი
- შენ ეხლა ადექი ხო ? დამხედა პიჟამოებზე
- გოგო დილით ჩამეძინა
- მიდი ჩაიცვი და გიოს რამე ვუყიდოთ
ჩემდა გასაკვირად ცოტა ვიარეთ საყიდლებზე მე საათი ნინიმ კი პერანგი უყიდა და სახლში რომ მივედით მაგიდაც გავაწყვეთ ექვს საათზე ყველა მაგიდასთან ვისხედით თუმცა ის არ ჩანდა. არ მინდოდა ზარებით შემეწუხებინა და არ ვურეკავდი უკვე ცხრა იყო დაწყებული ზარმა რომ დარეკა ნინი ადგილზე დავაბრუნე და სწრაფად გავედი კარის გასაღბად. იმის მაგივრად რომ შემოსულიყო მე გამათრია ოანჟერიიდან სადარბაზოში და სიტყვაც არ მათქმევინა ისე მომაკრო ტუჩები ვერ ვიტყვი რომ არ მინდოდა მაგრამ შიშით რომ ვინმე დაგვინახავდა გავეცალე შენი სახლის გასაღბი არ გაქვს?
- მაქვს მაგრამ მინდოდა შენ გაგეღო არ შეიძლება ?
- შემოდი გეგა სავსეა სახლი სირცხვილია
- კარგი შედი და შემოვალ საჩუქარს გამოვიტან სახლში მაქვს ისევ სასწრაფოდ მაკოცა ოღონდ ახლა ყელში და მე სახლში ის კი თავისთან შევიდა
- ვინ იყო ლელე ?
- გეგა იყო გიო ვუთხარი და მაგიდას მივუჯექი
ხუთი წუთი გავიდა ის კი ისევ არ ჩანდა სუფრაზე კი ტორტი უნდა შემოეტანა ლანას
- მიდი რა ლეე დაუძახე ბარემ გეგასაც მთხოვა გიორგიმ. მეც წამოვდექი და გავედი ტელეფონზე ლაპარაკობდა და არც შევუმჩნევივარ
- მარი დაწყნარდი გაუვლის ეგრე პანიკობს ეგრეა ეგ სულ. ვიფიქრე ცოტა შეიცვალათქო შენი ხათრით წამოვედი და ისევ იგივეს აგრძელებს ეს ქალი. წავედი ეხლა არ მცალია და შენც არ ინერვიულო
- უი ლელე ბოდიში მარიამს ველაპარაკებოდი და ვერ შგამჩნიე პატარავ მაკოცა შუბლზე
- ყველაფერი კარგადაა??
- კიკიი არაფერია სერიოზული
- მე ლაპარაკის მოსმენა არ მინდოდა უბრალოდ ტორტს ჭრიან და გველოდებიან.
- ჰოდა შევიდეთ წელზე ხელი მომხვია და სახლში შემომყვა ტორტიც გავჭერით და ბევრიც ვიმღერეთ
- არა ქენი დათანხმდი გეგა ესაუბრებოდა ჩემს პირდაპირ მჯდომი საბა გეგას რომელიც ჩემს გვერდით აღმოჩნდა
- არა ბიჭო დღეს ვუთხარი უარი
მეტი აღარაფერი გამიგია რადგან სპეციალურად გავედი სამზარეულოში. მეუხერხულა ლაპარაკის მოსმენა.
სტუმრებიც მალევე დაიშალნენ და დავრჩით ისევ მარტო რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ერთად ავალაგეთ მაგიდა უკვე ჭურჭელს ვამშრალებდით და თან ვლაპარაკობდით
- საბა და ნინი რა კარგი წყვილია ხო? ვკითხე სიცილით
- კი მაგრამ ჩევენც არ ვიქნებით ცუდები რო არ ვმალავდეთ
- კაარგი რა გეგა დავტკბეთ მარტოობით არ ჯობია ? სულ რატო მახსენებ ამას
- მაგაზე თანახმა ვარ ხელიდან თეფში გამომგლიჯა და მიგიდაზე შემომსვა ერთხანს ასე ჩახუტებულიბი ვიყავით მერე მე ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე ამან კი აშკარად სითამამე შემატა და უფრო და უფრო სხვა ეტაპზე გადადიოდა ჩვენი ქცევები ოთახში ხელში აყვანილმა გამიყვანა და ერთი ხელის მოსმით შემომაძარცვა კაბა სხეულიდან ვიცოდი რითიც დამთავრდებოდაეს ყველაფერი მეშინოდა მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა მის სურვილში მთელს სხეულში მის კოცნასთან ერთად იმატებდა ადრენალინი და ჭიანჭველების გროვა დაცოცავდა ჩემს ტანზე ფაიფურის თოჯინასავით მექცეოდა გეგა ისეთი ნაზი და ამავდროულად მამაკაცური იყო ალბათ კიდევ ბევრჯერ გავიმეორებდი ამ "შეცდომას" ჩემს ცხოვრებაში. მაშინაც კი არ მინანია ეს ყველაფერი როცა მივხვდი რომ ჩემი სხეულიც გულთან და გონებასთან ერთად უკვე მას ეკუთვნოდა. ამ ღამემ ჩემი ცხოვრება შეცვალა თუმცა მთავარი ჯერ წინ იყო.



№1 სტუმარი Guest Eka

აუუ იმედია ყვეგერი კარგაფ ექნებათ ♥♥ მომწონს ეს წყვილი და არ მინდა დაშორდნენ

 


№2  offline წევრი martoshen

მადლობთ რომ კითხულოობ :*

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

ახალს თავს როდის ს დადებბბ??
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent