შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 7)


17-12-2016, 19:40
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 693

ა კ ა
როცა მარი ჩემკენ მოდის გაკვირვებული ვუყურებ. ჩვენ ისეთი ურთიერთობაც არ გვაქვს როგორიც გიოს და მას. რატომ მთვლის მე ყველაზე ნრომალურად? როცა ნებართვას მთხოვს თავს ვუქნევ, რადგან უარის თქმა არ შემიძლია. 1) ამის უფლება არ მაქვს 2)ამის მიზეზს ვერ ვხვდები.
მარი ვერ ამჩნევს გიოს მკვლელ მზერას, მაგრამ მე ვამჩნევ და მხრებს ვიჩეჩავ, არ ვიცი ასე რატომ შემოტრიალდა ყველაფერი, როცა სხვანაირად ვგეგმავდით. ნიკასკენ ვიყურები, და იმის და მიუხედავად რომ ცდილობს არ შეეტყოს, მაინც ეჭვიანი სახით მიყურებს. რა ჩემი ბრალია?! ეს ორი მე აუცილებლად მომკლავს. იმედია 5 წუთი მალე გავა. მარი მძიმეც კი არაა, თან ზედმეტად კარგად მოთავსდა, მეეჭვება მალე დააპიროს ადგომა.
-გავიდა მარი ხუთი წუთი. -გაბრაზებული ხმით ეუბნება ნიკა და ჩვენკენ იყურება. მარი ჩემკენ ბრუნდება და ჩვენი სახეები მხოლოდ სანტიმეტრეებითაა დაშორებული.
-შეიძლება აქ ვიყო? -მეკითხება უცოდველი ხმით და თავს ვუქნევ. ისიც ნიკასკენ ტრიალდება. -მე აქ ვზივარ, გინდა რამე?
ნიკა ჭარხლდება, მაგრამ ხმას აღარ იღებს.
ეჭვი მაქვს გრძელი ახსნა გარმანტებების თქმა მომიწევს.

ნ ი კ ა
როცა მარიმ აკას ჩაუჯდა კალთაში სიბრაზისგან თვალთ დამიბნელდა. ვგრძნობდი როგორ ვივსებოდი და მეშინოდა ჩხუბი არ დამეწყო. საათს დავხედე რომ მეთქვა დრო როცა გავიდოდა.
უკვე შვიდი წუთი და 34 წამია კალთაში უზის მგონი ადგომასაც არ აპირებს.
-გავიდა უკვე ხუთი წუთი. -ვეუბნები ჩუმი ხმით, მაგრამ ის მაინც არ დგება. იდიოტი აკა კი ხმას არ იღებს და უფლებას აძლევს კალთაში ეჯდეს. შემთხვევით რამე ხომ არ გამოვტოვე? გიოსკენ ვიხედები, ისიც თავს აქნევს, გაბრაზებული ჩანს. იმედია მეც არ მეტყობა როგორ ვბრაზობ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვეჭვიანობ. მაგრამ ვიზე? აკაზე? რომ მომინდეს ნებისმიერ გოგოს დავკერავ. მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი მარიზე არ ჭრის, არადა ვიცი რომ ვუყვარვარ.
იქნევ გიოს აერია და ჩემზე კი არა აკაზე უთხრა? აბა აკას რატო ჩაუჯდებოდა კალთაში?
-ნიკა! -საბა იდაყვს მარტყავს და რეალობაშ მაბრუნებს, ყველა მე მაშტერდება, მარის გარდა, რომელიც ხელებზე მიყურებს. მზერა ხელებზე გადამაქვს, მუშტებად შეკრული რომ მაქვს. -ყველაფერი კარგადაა? -მეკითხება საბა და პასუხს ელოდება.
-რა გჭირს? -ჩემდა უნებურად ვუყვირი მარის, და ისიც შიშისგან და მოულოდნელობისგან ხტება. -რატო მაშტერდები?! -ვიცი რომ არასორად ვიქცევი, მაგრამ მე სიბრაზე უნდა გამოუშვა. -რა გინდა ჩემგან? რით ვერ მიხვდი რომ არ მომწონხარ? არც არასდროს არ მომეწონები! -კიდევ კაი აქ ჩვენ გარდა არავინაა, თორემ სკანდალი იქნებოდა. -შენნაირის მოწონებას კიდევ მირჩევნია ზებრასთან ვიწვე. -ვეუბნები ცივად და მის პასუხს ველოდები.

გ ი ო
როცა ნიკას უყვირის, მარის სახე სიბრაზისგან უჭარხლდება. როცა ნიკა თავის სათქმელს ძალიან იდიოტურად ამთავრებს, მარიამი ძალიან ნელა დგება ფეხზე აკას უღიმის და იკასკენ ტრიალდები. მეცნობა მისი ეს გამოხედვა. ეს სიმშვიდეა ქარიშხლამდე. ზუსტად ვიცი რომ ნიკას თავის თითოეულ სიტყვას ანანებს, თან მწარედ.
-მომისმინე ზოოფილო. -ძალიან მშვიდი ხმით იძახის და ნიკას თვალებში უყურებს. -გინდა ზებრასთან დაწექი, გინდა ლემურთან ეგ ჩემთვის სულერთია. თ არც მოგეწონები არც მაგაზე დამწყდება გული. -იძახის ჩუმი, მაგრამ მკაფიო ხმით. -მაგრამ მინდა იცოდე რომ არ მომწონხარ, ან მიყვარხარ. და არც კი გაბედო და მასეთი სისულელე მეორედ აღარც გაიფიქრო, კაი? -ეკითხება ღიმილით. -არასდროს არ მომეწონება, შენნაირი თავნება, პატივმოყვარე ნარცისი ეგოისტი! -იძახის ცივი, გამყინავი ხმით და ტრიალდება.
ნიკასკენ ვიყურები, სახეზე ტკივილი, სევდა და სინანული აქვს აღბეჭდილი. ვიცი რომ გულის სიღრმეშ მას უყვარს მარი, მაგრამ ამის აღიარება თვითონაც არ უნდა. ახლა კი, როცა მას კარგავს და უკვე გვიანია ის ნანობს თავის საქციელს.

ს ა ბ ა
მარიამის ზურგს ვუყურებ და არ მჯერა რომ მართლა მიდის. არ მეგონა თუ ამას გააკეთებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი ნიკა ძალიან უყვარდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ჩვენ ყველანი ვცდებოდით. ნიკას ვუყურებ და ვხედავ როგორ განიცდის იმას რაც თქვა. მინდა ვუთხრა რომ მისი ბრალი არ იყო, მაგრამ ვიცი რომ აზრი არ აქვს, რადგან ეს ტყუილი იქნება. ნიკას კიდევ ვერ მოვატყუებ.
-გინდა მარის დაველაპარაკო? -ვეკითხები ნიკას, მაგრამ ჩემი ნათქვამი ყველას ესმის.
-არა. -ნიკას მაგივრად ანა მპასუხობს. წარბებს მაღლა ვწევ, მაგრამ ის თავს აქნევს.-მარის თავი დაანებეთ. შენ კი. -გიოსკენ ტრიალდება და უბღვერს. -მარი გენდო, მეგობრად გთვილდა, შენ კი რა გაუკეთე?
გიო პირს აღებს, მაგრამ ისევ ხურავს. არც მას აღარ აქვს არაფერი სათქმელი. გოგოები გვტოვებენ და მარის მიყვებიან, რომელიც ჩვენი თვალთახედვიდან დიდი ხნის წინ გაქრა. 'ნიკა რა გააკეთე ეს?'

ა ნ ა
მარის ყურება რთულია, რადგან ვიცი სინამდვილეში რასაც განიცდის. ეს არ უნდა დამეშვა, ჩემი მეგობარია და უნდა დამეცვა. მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ვერ მოვახერხე დამეცვა ადამიანი, რომელიც მე ყოველთვის მიცავს. ვერ მოვახერხე დავხმარებოდი ადამიანს, რომელიც ყოველთვის მეხმარება. მარის ვუყურე, რომელიც ახლოს არ გვიშვებს მე და ლიზას.
-ცუდი მეგობრები ვართ? -ლიზა ჩურჩულით მეკითხებდა და მეც თავს ვუქნევ.
-უნდა მივმხვდარიყავით. -ვპასუხობ ჩუმად. -ხო ვატყობდით რომ რაღაც რიგზე არ იყო. უნდა დავხმარებოდით.
ლიზა თავს მიქნევს და ჩუმად აგრძელებს მარის ყურებას.

ლ ი ზ ა
ანას გვერდზე ვიდგას და მარის ერთად ვუყურებთ. ის ჩვენ ახლოს არ გვიშვებს და გვეუბნება რომ მარტო ყოფნა უნდა. მაგრამ რამდენ ხანს უნდა იყოს მარტო? კიდევ რამდენ ხანს უნდა რომ თავის თავში ჩაკეტილი დარჩეს? ვუყურებ მარის და მისი არ მესმის ბოლომდე. უცებ ჯიბეში ვიბრაციას ვგრძნობ და ტეკეფონს ვიღებ.
გიო : მარი როგორაა?
მე : კარგად. მაგრამ ახლოს არ გვიშვებს, იძახის მარტო ყოფნა მინდაო. ნიკა რას შვება?
გიო : არაფერს. გაბრაზებული სახით აქეთ-იქით დადის. დარწმუნებული ვარ ნანობს რაც უთხრა. ეგენი არ უნდა ეთქვა.
მე : ვიცი. მაგრამ შენც არ უნდა გეთქვა ვიღაც-ვიღაცეებისთვის რაღაც-რაღაცეები. მართალი არ ვარ? მარი გენდობოდა, ყველაფრის მიუედავად. სიმაღთლე იცოდა, მაგრამ ბოლო წამამდე გენდობოდა. უბრალოდ რატომ?
გიო : ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი. უბრალოდ მაშინ მასე კარგად არ ვიცნობდი და თან ნიკა ძმაკაცია, და ვიფიქრე კარგ რაღაცას ვუკეთებდი ორივეს. ყველანი ვუშვებთ შეცდომებს არა?
მე : ხო, მართალი ხარ. მაგრამ ეს მე კი არა მარის უნდა აუხსნა. მაგრამ მეეჭვება დღეს კარგი დრო იყოს ამისთვის.
გიო : ვიცი, ლიზა. ვიცი.
ეკრანს თვალს ვაშორებ და მარისკენ ვიხედები.
-მარი. -ჩუმად ვიძახი მის სახელს და თავს ვაქნევ. ეს მარტო ნიკას ან გიოს ბრალი არაა, ეს ყველა ჩვენგანის ბრალია...

_______________________
გამარჯობათ ^____^ როგორ ხართ? იმედი მაქვს მოგეწონებათ ^___^ გადავწყვიტე რაღაც თავებში მთავარი პერონაჟის ფიქრები არ დამეწერა და მეჩვენებინა სხვბის გრძნობები ამა თუ იმ საკითხზე.იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი isterichka123

გაგრდზელეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუუუუ პატარა იყოო

 


№3  offline წევრი anuki15

გააგრძელე აუცილებლად, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ გთხოვ თავები ბევრად გაზარდე რა kissing_heart kissing_heart

 


№4 სტუმარი Lachowski

ძაან მომწონს <3 გააგრძელე

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

არადა მაგრამ მომწონს კარგი იყო მარტლაა!!!!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent