შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (7)


19-12-2016, 19:12
ავტორი crybaby
ნანახია 2 010

მოიისფრო ელფერი, რომელიც არჩის დანახვისთანავე ჩნდებოდა მის ირგვლივ, წუთებში გაუჩინარდა და ჩემმა მზერამ არჩი ეზოდან სიცარიელესთან ერთად გააცილა. აქამდე თუ გულის აღფრთოვანების შეძახილები არღვევდნენ მოსაწყენ რეალობას, ახლა მისი, სმენისთვის მეტისმეტად აუტანელი, მსხვრევის ხმა მომესმა და ხელის შეხებით ვცადე უადგილოდ მოვარდნილი ეჭვების გარეთ გამოდევნა. უკან დარჩენილ ლექციაზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი, რადგან ერთადერთი რაც მოვახერხე მეგის გავუგზავნე მესიჯი: „სასწრაფოდ! შესასვლელთან.“ მის მოლოდინში კი კიბეზე ჩამოვჯექი,რომ სუნთქვადარეგულირებული შევხვედროდი მოსამართლესავით გამოწყობილ ჩემს ქვეცნობიერს, რომელიც უწყვეტად მიგზავნიდა მზერას „ხომ გაფრთხილებდიო.“
ნაზმა შეხებამ ისევ გამომაფხიზლა:
-თაისია,-სულმოუთქმელად მკითხა.-რა დაგემართა?-და ფეხზე წამომაყენა.
-წავიდეთ რა შენთან, ნამცხვრები დავაცხოთ.-ვუთხარი და მაშინვე მიხვდა, რადგან ჩვენი ნამცხვრების ცხობის და მათი შეუჩერებლად ჭამის რიტუალი, რეალურად ნიშნავდა მეგობართან ლაპარაკი მჭირდებაო.
-არჩი?-შეჭმუხნული წარბებით გადმომხედა.-რა გააკეთა?
-არც კი ვიცი.-გავაქნიე თავი.-გოგოსთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი.-ვიცი საშინელი, ეჭვიანი შეყვარებულივით ვიქცეოდი.-არადა, იცოდა, რომ მასთან მივდიოდი დასალაპარაკებლად.-თავი უიმედოდ გადავაქნიე.-უკან მოუხედავად გაჰყვა იმ ქერას.
-თაისია, კარგი რა. გამისკდა გული. იქნებ ვინ იყო? მეგობარი, ნათესავი, ძმაკაცის შეყვარებული და რავიცი კიდევ ათასი ვიღაც შეიძლება აღმოჩნდეს.-გამამხნევებელი სიტყვები გამიყო,როცა ავტობუსში ავედით.
-არა, მეგი.-საფეთქლები დავიზილე.-დილით არგუმენტი მოგვივიდა. საქმეები მაქვს და ვერ გნახავო, როცა ვკითხე რახდებოდა საშინლად არ ესიამოვნა.-ტვინში ნათურა გამინათდა.-აჰა, მისი საქმეებიც. ხედავ? დამიმალა. მერე ორ კურდღელს ვინღა დაიჭერდა?-ნერვიულად ჩამეცინა.
-არა,-გაოცება შემაგება.-ეგ, ეგ..-გაუწყდა სიტყვები შუაში.
თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.
-ეს რა გავაკეთე? საერთოდ, რატომ დავთანხმდი ამ უაზრო რომანს. რა მეგონა?- ვისვრიდი კითხვებს ჰაერში, თუმცა არ მინდოდა მათზე პასუხი მომესმინა. პასუხები,რომლებიც ჩემი ქვეცნობიერის გადაკარგულ უჯრედებში უფრო იზრდებოდა და ჩემგანაც მეტ იგნორს იმსახურებდა. არ მინდა სიმართლე ვიცოდე თუ რატომ დავთანხმდი არჩის შემოთავაზებას. მე რა ის მომწონდა? არ მომწონდა, ჰო? აბა რა დამემართა რომ წარმოვიდგინე, შესაძლოა სხვასაც უზიარებდეს მისი თბილი ბარიტონით გაჟღენთილ ტკბილ სიტყვებს, სუნთქვასთან ერთად?
-მოიცა, ცივი გონებით განვსაჯოთ.-დაიწყო და მანიშნა აქ ჩავდივართო.-ჯერ გვიანი არ არის, შეგიძლია დღესვე დაშორდე და ამით ყველაფერი დასრულდება.-ამიხსნა.-თუმცა, არა. დღეს არც კი გაბედო მასთან შეხმიანება. იყოს მის მნიშვნელოვან საქმეებზე. ჩვენ ორნი გოგოების საღამოს მოვაწყობთ. ცოტა ხნით დავივიწყოთ ყველაფერი.-მომანათა გაბრწყინებული იდეა და ჩემი ღიმილიც დამსახურებულად გამოიწვია. ხომ იცით, არ უნდა იყოს ურიგო.
სახლში რომ კომფორტულად მოვკალათდით და ნაცხვრების ცხობას მივყეთ ხელი, დიდი ხნის დაგროვილი „ჭორები“ გავცვალეთ და მეგობრულმა საღამომ ნამდვილ ნოსტალგიაში გადამისროლა. იყო ცხოვრებაში ასეთი პატარა დეტალები გაზაფხულის სითბოთი რომ იჭრებოდა შენს ზამთარში და გავიწყებდა რაღაცებს.
-სახლი მომენატრა.-ვუთხარი მეგის და ტელევიზორში ფილმს დავუწყე ძებნა.
-2 კვირაში იქ იქნები, მთავარია ახალ წელს ოჯახობაში გაატარებ, ზედმეტი დრამების გარეშე.-გამიღიმა და მანიშნა „ჯეინ ოსტინის წიგნის მოყვარულთა კლუბი“ ჩართეო.
-ჰო, და ხომ იცი შენც მოდიხარ.-გამაფრთხილებლად ავწიე საჩვენებელი თითი.-მოდი კლუბი ჩამოვაყალიბოთ.-მივაწოდე იდეა
-კონკრეტულად?-ახარხარდა
-აი განგსტერთა, მოღალატე ბიჭებს დავერიოთ.-სერიოზულად მომეწონა ჩემი აზრი.
-მოიცა ჯერ შევინიღბოთ.-წამოხტა და თავისი ოთახისკენ გაქანდა.
-რას აკეთებ?-დავედენვნე და ვნახე დიდი ზომის მაისურები გადმოეწყო საწოლზე.
-მიდი სიმღერა ჩართე, ნიღბებიანი კარაოკე მოვაწყოთ. თორნიკეს მაისურები შეგვიძლია გამოვიყენოთ.-ჩაიცვა, კეპი დაიხურა და მაისური მეც გადმომიგდო.
მეც არ დავაყოვნე და “I’ll be In the sky” გავაჟღერე ბოლო ხმაზე, კაშნე მოვიხვიე თავზე და სავარცხელი დავიკავე მიკროფონს ნაცვლად. ერთი საათის განმავლობაში ისე დაგვავიწყა ყველაფერი, სანამ ზარის ხმამ არ შეგვაწყვეტინა ჩვენი კონცერტი რეალობაში არაფრის დიდებით არ ვბრუნდებოდით.
-ოჰ, თორნიკე მოდი, შემოუერთდი ჩვენს განგსტერთა კლუბს.-მიაყარა მეგიმ და სწრაფად შემოაგდო სახლში
-რასაკეთებთ ტო?-გაუფართოვდა თვალები
-ვმღერით.-განვუმარტე,ნამცხვრები მივაწოდე და ლუდის ბოთლები გამოვართვი.
-გააფრინეთ?-ახარხარდა ბოლო ხმაზე ჩვენს ჩაცმულობას რომ ჰკიდა თვალი.-რას უსმენთ-აიფარა ყურებზე ხელი
მეგიმ თვალები გადაატრიალა და მუქარა გაუგზავნა.
-გულს თუ მატკენ, ჩვენი კლუბი ოფიციალურად მოგიღებს ბოლოს.
-გოგო.-გააგრძელა სიცილი-რა მოწიეთ
-კარგი რა, ნუ გვიშლი ხელს, დროს ვატარებთ.
-5 წლის ბავშვებივით?-აწკიპა წარბები.
-უკეთესი შემოგვთავაზე.-მობეზრებით გაიქნია თავი და პირი ნამცხვრებით გამოიტენა.
„ჩემი სულელიო“ ჩაილაპარაკა ბიჭმა და კეპი შეიტრიალა, გიერთდებითო.
თბილი ოჯახის ფუქნცია შევითავსეთ და საღამომდე შეუმჩნევლად მოვკალით დროის წამებთან თამაში.
გვიანდებოდა თორნიკეს რომ სახლში წაყვანა ვთხოვე. ნახევარი საათიც და სადარბაზოსკენ მივიწევდი იმ ფიქრებით რომ კვლავ მომიწევდა რეალობასთან განმარტოება. ტელეფონის ზუზუნი ჩანთის ბოლო კუნჭულიდან ცდილობდა ჩემს ყურამდე მოღწევას და ჩემი სართულის ბოლო კიბეზე შევდექი,რომ მეპასუხა. „მეგია“
-კი მივედი უკვე, გნახავ ხვალ, მიყვარხარ.-ვუთხარი და გათიშვისთანავე, ტელეფონი ხელებიდან გამომაცალა ჩემს წინ უეცრად გაჩენილმა სილუეტმა.
-ვინ იყო?-მომახალა არჩიმ და ტელეფონი ჰაერში დაიკავა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა?-გაბრაზებულმა სახე დავმანჭე და ტელეფონისკენ ავხტი
-გოგო სიტყვები.-საშინლად გაბრაზებული მზერა მაჯახა და ხელი უფრო მაღლა ასწია.-მთელი დღეა რომ ნონსტოპით გირეკავდი ერთხელაც არ მიპასუხე და ახლა ტელეფონით მოსაუბრე მხვდები, რა ვიფიქრო? თავს მარიდებ?
-რეებს ბოდავ?-გიჟია მეთქი ვიფიქრე.-მომეცი ტელეფონი, საინტერესოა რომ მირეკავდი შენს საქმეებს როგორ მოსწყდი?
-რა საქმეებს? თემას რატომ ცვლი? შუადღისმერე ვერ დაგიკავშირდი.-უბოდიშოდ შემომყვა სახლში
-მეც მქონდა ჩემი საქმეები.-მოვუჭერი მოკლედ, ქურთუკი გავიხადე და არჩის ბრაზისგან გაფართოებულ თვალებს რომ გადავაწყდი გულმა გაოცება შემაგება.
-რა ჯანდაბა გაცვია, თაისია.-ხელები თავზე შემოილაგა.
„თორნიკეს მაისური“ გადავატრიალე თვალები და ღიმილმა გამიპო სახე ჩვენი „კლუბი“ რომ გამახსენდა.
-იღიმის კიდეც, ტო. მაგიჟებ?-აუწია ტონს და ოთახისკენ გატრიალებული თავისკენ შემაბრუნა.-თაისია.-გამაფრთხილებლად გადმოღვარა ჩემი სახელი მისმა ტუჩებმა.
-არჩი, თავი დამანებე. საერთოდ რა გინდა ვერ ვხვდები? წესით მე უნდა ვიყო გაბრაზებული, მოხვედი და სცენებს მიწყობ.
-სცენებს გიწყობ?-აზიდა წარბები მაღლა.-რატომ არ მპასუხობდი?-გააგრძელა
-მომშორდი.-გავაქნიე ხელი და ოთახისკენ გავედი.-ახლა ჩემს სახლში საერთოდ არ უნდა იყო. მიბრძანდი. ნუთუ შენს პატარა მეხსიერებას დილით მომხდარი უკვე დაავიწყდა?
გაოცებულმა გადმომხედა.
-დილით რა მოხდა?-ეჭვნეულად გააქნია თავი და თვალები დაიწვრილა.-სანამ შემოგაგლიჯე ეგ მაისური მოიშორე.
-მოიცა, შენ ვიღაც ქერებთან ერთად ტოვებ უნივერსიტეტეს მას მერე რაც შეხვედრაზე ვთანხმდებით და კიდევ მე არ შემიძლია იმის მაისური ჩავიცვა ვისიც მინდა?
ტუჩზე იკბინა,რომ მასში მოვარდნილი ბრაზი შეეკავებინა და ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა.
-შეხვედრაზე შევთანხმდით?
-დამშვიდდი, არაფერში გადანაშაულებ, დიდი ამბავი თუ დააიგნორე ჩემი მესიჯი და წახვედი, მაინც დაშორებას ვაპირებდი, ახლა რადგან შენ სხვასთან გაქვს ურთიერთობა,ეს ჩვენი ორმხრივი სურვილი ახლავე შევასრულოთ და დავშორდეთ.
-გოგო, შენ თავს უსმენ საერთოდ?-ამოისუნთქა ღრმად.-არანაირი დაშორება, შეთანხმება შეთანხმებაა.-პაუხის შემდეგ ღამის წყვდიადში აკიაფებული ვარსკვლავები შემაგება და ღიმილით მახარა.-შენ რა ეჭვიანობდი?
ქურდობაზე გამოჭერილმა თვალები მოჩვენებითი მობეზრებით გადავატრიალე და „რა აფსურდია“ სახე მივიღე.
-არა, რა თქმა უნდა.
-აღიარე თაისია.-ისევ იღიმოდა და ამჯერად ჩემკენ მოემართებოდა.
ხელი ავწიე და ვანიშნე არ მომეკარო-მეთქი.
-გაჩერდი მანდვე.
მაინც გააგრძელა გზა და ჩემს თმას დასწვდა, უკან ნაზად გადამიწია და თავი მისი მიმართულებით გამიშეშა.
-მითხარი რომ ეჭვიანობდი, ჩემო დეკემბრის გმირო.-ცერა თითი სახეზე ჩამომისრიალა და ტუჩებზე გააჩერა.
-არა,-კატეგორიულად გავაქნიე თავი.-რატომ არაფერს მიხსნი? ნორმალური ადამიანი ეცდებოდა მაინც დავერწმუნებინე სხვა რომანი არ მაქვსო.
-რამდენი იტლიკინე, თავი ამტკივდა და ერთხელაც არ გითქვამს რეალობასთან შესაბამისი წინადადება. ამიტომ არ გიხსნი არაფერს.-თვალებში ჩამაშტერდა მომღიმარი.
ტუჩები უკმაყოფილოდ გადმოვატრიალე და მოვშორდი.
-მართალი ხარ, დროებითი რომანი ვალდებულებებს არ გულისხმობს ხომ? აწე მეცოდინება, სხვასთან ურთიერთობაც რომ დასაშვებია ამ პერიოდში.
-ვახ, გინდა პირი აგიკრა? თუ მორჩები ამ სისულელეებს? რა სხვასთან ურთიერთობა აგიჩემებია, მოგწონს ნერვებს რომ მიშლი?-ამოიხრიალა და მაგიდას ხელი დაჰკრა.
-საერთოდ არაფერი მინდა.-უდანაშაულოდ ავწიე ხელები-გარდა იმისა რომ აღიარო სხვა რომანი.-ავყვირდი
-ნუ წიკვინებ, თაისია. და რაღაცებს ნუ ბოდიალობ. რადგან ასე ეჭვიანობ.-ჩატეხა ტუჩის კუთხე.-გეტყვი, კი ბატონო.-გვერდით ამომიდგა და ლოგინზე დამსვა მასთან ერთად.-იმ გოგოსთან გრძნობების გარდა ყველაფერი მაკავშირებდა, ხვდები? ადრეც ვახსენე და ახლაც გეტყვი, რომ შენი სითბოს შეგრძნების შემდეგ ოფიციალურად პარაზტი გავხდი, სხვა არავინ მინდა, გესმის?-ვდუმდი.-გესმის თუ არა?-გამიმეორა კატეგორიულად. რატომ ვენდობი?
-მეორეჯერ ეს არ გააკეთო, თუ ეს დღეები ორივეს თანაბრად გვეკუთვნის არ გაქვს უფლება, მეც იგივეს ვიზამ.-ვუთხარი და გადავწექი საწოლზე, ჭერს შევაშტერდი.
-თაისია, თავიდან ამოიგდე ეს იგივეს ვიზამ, სხვა ურთიერთობა და მსგავსი ფრაზები.-თვითონაც გადმოწვა.-ვახ.-ღრმად გამოატანა ბედნიერების ექო ჰაერს ფილტვებიდან.-საუკეთესო რეაქცია გქონდა, პატარავ. ნაკლებს აღარასდროს ველოდები.-ჩამიკრა თვალი და ხელი მომხვია.-ნუღარ მიშლი ნერვებს, ცუდ ხასიათზე ვდგები ხომ ხედავ.-თითებს რიტმულად ათამაშებდა ჩემს მხარზე.
-როგორი დღე გქონდა?-ვკითხე და ახლოს მივუჩოჩდი მისი სურნელი რომ მეგრძნო.
-საშინელი, თაისია, რომ მეკითხები არ გრცხვენია?-ამათვალიერა და უცებ რაღაც გაახსენდაო გაშეშდა.-რაღაც დამავიწყდა.-გადაწყვიტა და წუთში ზემოდან მომექცა.
-რას აკეთებ?-გავქვავდი ხელები რომ მაისურის ქვეშ შემისრიალა.
-მთელი დღის განმავლობაში 20 წლის სიცოცლე წამართვი და ვცდილობ აღვიდგინო.-გამიღიმა.
თითებით ისევ მუცელს ლაშქრავდა, რომ თავი უცებ ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა.
-ეს სურნელი, მთელი დღეა რომ მასზე ვფიქრობ უცნაურია?-გაიცინა და კისერში რომ პეპლებად გაიფანტა მისი ჟღერადობა, სიამოვნების შეძახილი აღმომხვდა. გადმოწია და თვალებში შემაშტერდა, მერე წარბები შეჭმუხნა და თითქოს, არასაჭირო ფიქრებს იშორებსო, თავი გაიქნია. სახით რომ მომიახლოვდა და ცხვირი ცხვირზე გამიხახუნა, მისკენ გავიწიე, რომ ტუჩებით შევგებებოდი, მაგრამ სხვა გეგმები ჰქონია.
-არა, არა, პატარავ. ჯერ ეს საშინელი მაისური მოიშორე.-წამომაყენა და წამში გადამაძრო. ღრმად ამოუშვა თავისუფლებაში ემოციები და თვალები დახუჭა.-თაისია.-მითხრა და ხელი კისერში გამიშეშა, თან თითების ნელ მოძრაობას არ წყვეტდა. ჩემს ხელებს დასწვდა და მის თმაში ახლართა.-ასე უკეთესია.-ბალიშზე გადამაწვინა და ჩემი ტუჩები იგემა. ორივეს „როგორც იქნაო“ ასეთი შეძახილი აღმოგვხდა და არჩი თმით ჩემკენ მოვწიე.

__________

P.S ოხ, ეს წყვილი გამაგიჟებს :დდ
satisfied joy sleepy
p.p.s დღეს შუალედური მქონდა, ესაა რისი დაწერაც მოვახერხე ♥



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Me dzaan momwons. Vgijdebi am wyvilze da ase ve ratomgac tornike momwons martla ar vici ratoo. Magari xar. Ai ise maklda es shabatkvira es motzroba ar vici. Moutbenlad velodebi shemdegss!!!!!! aba shen!!!

 


№2 სტუმარი Guest Eka

ჩემი დეპრესიის გამო და იმოს გამო რო სურვილი არ მაქ ვიარსებო მერე წავიკითხავ :-*

 


№3 სტუმარი Leporela

Tkbili gogo dagvibrunda ^^ es wyvili mec gamagijebs :dd <3

 


№4  offline წევრი crybaby

nawkas12345
Me dzaan momwons. Vgijdebi am wyvilze da ase ve ratomgac tornike momwons martla ar vici ratoo. Magari xar. Ai ise maklda es shabatkvira es motzroba ar vici. Moutbenlad velodebi shemdegss!!!!!! aba shen!!!

თორნიკეე მეც მომწონს :დდ <3
Guest Eka
ჩემი დეპრესიის გამო და იმოს გამო რო სურვილი არ მაქ ვიარსებო მერე წავიკითხავ :-*

შემიძლია რამით დაგეხმარო?? ❤︎❤︎
Leporela
Tkbili gogo dagvibrunda ^^ es wyvili mec gamagijebs :dd <3

თავადაც გიჟდებიან ერთმანეთზე და არ აღიარებენ, დამტანჯეს :დდდ

 


№5 სტუმარი Guest Eka

Guest Eka
ჩემი დეპრესიის გამო და იმოს გამო რო სურვილი არ მაქ ვიარსებო მერე წავიკითხავ :-*

არა უბრალოდ მინდა ჩემ ბიჭთან ყველაფერი მოვაგვარო,დავიტანჯე რა :'(

 


№6  offline წევრი crybaby

Guest Eka
Guest Eka
ჩემი დეპრესიის გამო და იმოს გამო რო სურვილი არ მაქ ვიარსებო მერე წავიკითხავ :-*

არა უბრალოდ მინდა ჩემ ბიჭთან ყველაფერი მოვაგვარო,დავიტანჯე რა :'(

თუ პრობლემები გაქვთ დაილაპარაკეთ აუცილებლად. ერთმანეთთან საუბარი და გულახდილობა დაგეხმარებათ <3

 


№7 სტუმარი Guest Eka

crybaby
Guest Eka
Guest Eka
ჩემი დეპრესიის გამო და იმოს გამო რო სურვილი არ მაქ ვიარსებო მერე წავიკითხავ :-*

არა უბრალოდ მინდა ჩემ ბიჭთან ყველაფერი მოვაგვარო,დავიტანჯე რა :'(

თუ პრობლემები გაქვთ დაილაპარაკეთ აუცილებლად. ერთმანეთთან საუბარი და გულახდილობა დაგეხმარებათ <3

არ მელაპარაკება,აღარც მწერს და აღარც მპასუხობს,მეც თავი უკვე იდიოტი მგონია და უთავმოყვარეო

 


№8 სტუმარი Guest Ketu

მომწონს მომწონს მომწონს..... მოკლედ მაგარი გოგო ხარ.... თან სწავლობ და თან ასე კარგად წერ... მოკლედ ველოდები შენდეგს...

ეკა შეიძლება მითხრა შენი საქმე არააო მაგრამ დავწერ მაინც... როგორც ჩვენ გვიყვარს,რომ გვეხვეწებიან. ხანდახან ბიჭებსაც მოწონთ... ხო ცადე დარეკვა,მიწერა და არ გპასუხობს... ცოტა ხანი დააცადე აბა,გაერკვეს ახლა თავად... (ნუ იმასაც აქ მნიშვნელობა,რატომ იკამათეთ)... ყველაფერი მოგვარდდება არ ინერვიულო :-)

 


№9  offline წევრი MegMorgan

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, თაისიაზე და არჩიზე და ყველა პერსონაჟზე. შენზეც. საოცრება ხარ! <3 მალემალე გააგრძელე ❤️❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი ghghg

შემდეგ თავს როდის დადებბ??????????? heart_eyes

 


№11 სტუმარი Guest ketu

აუ გთხოვ გააგრძელე,არ შეწყვიტო რა. ველოდები...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent