შეუძლებელი არაფერია (1)
ისევ ერთი და იგივე, არ შემიძლია ამდენს ვეღარ გავუძლებ. ეს სამყარო უკვე მეუცხოვება, არ უნდა დავბადებულიყავი საერთოდ; ასე აჯობებდა. რაც დავიბადე სულ პრობლემები მაქვს და ყველაზე დიდი პრობლემა ერთი წლის წინ დამატყდა თავს, როცა ავარიაში მოვყევი,ექიმმა მითხრა, რომ ფეხზე დადგომის დაბალი პრონცეტი იყო. მე უნდა მებრძოლა, მაგრამ ძალა არ მქონდა. მე სუსტი ვარ. ბედმა დამამარცხა და მიწასთან გამასწორა. მე მოვკვდი, მოვკვდი ყველასთვის, აღარ ვარ ის გაიანა და ვეღარც ვიქნები. აი, დღეს კი ოცდახუთი დეკემბერია. ჩემი საუკეთესო დაქალის ანეტას დაბადების დღე. არ მინდოდა ეს დღე რომ დამდგარიყო, რადგან ზუსტად ამ დღეს მოხდა ის რამაც მომკლა, გამანადგურა. ადრე მიყვარდა ადრენალინი, ვიყავი სიცოცხლით სავსე, მაგრამ ახლა ცოცხალ-მკვდარი ეტლში ვზივარ, ბედი ცუდად მეთამაშება. ფიქრებიდან ანეტას ხმამ გამომიყვანა: -გაიიიანააააა! რა მაგარია დღეს ჩემი დაბადების დღეააა_შეჰყვირა მან, ეს გოგო სულ პოზიტიურ განწყობაზეა რაა... -ვაიმე, ჩემო ლამაზო, გილოცავ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ-ვეუბნებოდი და ვეხუტებოდი მას. -კაი, გვეყო ხვევნა-კონცნა, ეხლა მაღაზიებში გავიაროთ და კაბები ვიყიდოოთ. -ანნ.. იქნებ არ ღირს? -რა არ ღირს?_მაშინვე დაასერიოზულა სახე. -ხომ იცი არა? -კარგი რა, გაიანა, ხომ უნდა გამოხვიდე ამ „ნაჭუჭიდან“? სულ ასე ხომ არ იქნები? არ მაინტერესებს, მივდივართ!_თქვა და გასასვლელისკენ „გამაქანა“. ვეუბნებოდი, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ აზრი არ ქონდა. -გაიანა, სხვათაშორის ჩებს დაბადების დღეზე უამრავი ბიჭი იქნება და ვინმე მოგეწონება ალბათ_მეუბნებოდა ის. ანეტა პოპულარული გოგოა. ერთ დროს მეც ასეთი ვიყავი, მაგრამ როგორც კი ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მაშინვე ყველა ტყუილმა მეგობარმა დამტოვა. -დიტოც ხომ არ იქნება?_ვკითხე უკმაყოფილოდ. -არ ვიცი, არ მგონია, რაც გაგიკეთა მაგის მერე მოსვლა გაბედოს მაგ არაკაცმა_იბღვირებოდა ანეტა. კაბები რომ ვიყიდეთ, ისევ ჩემთან წავედით. კარი დედამ გააღო. როგორც ყოველთვის იღიმოდა, მაგრამ ხომ ვიცი რამდენი სევდააა ამ ღიმილის უკან... -მოდით გოგოებო, _ გვითხრა და შიგნით შეგვიძღვა. _ კექსები გამოვაცხვე და გესიამოვნებათ ყავასთან. -ოოოო! არ გვინდა რა დეეე,_ ვუთხარი უკმაყოფილოდ. -როგორ არ გვინდა._ ჩაერია ანეტა. სანამ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი ერთი ბიჭი მიყვარდა თანაც სიგიჟემდე, თითქოს მასაც ვუყვარდი მაგრამ ეს ასე არ ყოფილა,როგორც კი „დავინვალიდდი“ დამტოვა.მხოლოდ ის მითხრა, რომ აღარ ვჭირდებოდი. დიტო ჰქვია. იმ დონეზე მიყვარდა, რომ ახლა რომ მითხრას მაპატიეო, შეიძლება ვაპატიო, მაგრამ რათქმაუნდა ეს არ მოხდება . ჩემნაირი ადამიანი რატომ უნდა უყვარდეს ვინმეს? მე ხომ არ მაქვს სიყვარულის უფლება? საერთოდ სიცოცხლის უფლებაც კი არ მაქვს. რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? აი, ახლაც დედაჩემის ნაღვლიან ღიმილს ვუყურებ, რომელიც მე გამოვიწვიე, მე გავანადგურე დედაჩემის პოზიტიური განწყობა, რომელიც მისი ყველაზე დიდი პლიუსი იყო. დედა, რა თქმა უნდა, ამას არ მაგრძნობინებს, მაგრამ ხომ ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია? ჩემი ბრალია, რომ ჩემს გარშემო ყველა მოწყენილია. ეს მე დამემართა. რამდენჯერ მიკითხია:_ რატომ მე? მაგრამ პასუხი რა თქმა უნდა არ არის? ეს ღმერთის ნებაა და უნდა შევეგუო. დედა და ანა რაღაცაზე ჭორაობდნენ. ამ დროს კარზე ზარი იყო და მე კი მისკენ წავედი. -თქვენთვის წერილია..._მითხრა ფოსტალიონმა -მერამდენე საუკუნეა?_გავიფიქრე ჩემთვის და წერილი გამოვართვი. წერილს დავხედე რომელიღაც საავადმყოფოდან იყო და მაშინვე მივხვდი ყველაფერს. ოთახში გავედი და დედაჩემს წერილი მივუგდე: -ხომ გითხარი ნინაა? ამას მაინც რატომ აკეთებ? -გაიანა!ასე უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდი; ასეთს ვერ გიყურებ, უნდა ვიბრძოლოთ გაიგე. -მე გითხარი და კიდევ გეტყვი, რომ ვერ ვიბრძოლებ! ძალა აღარ მაქვს. ბედმა დამამარცხა,მე ამას უკვე შევეგუე და ჯობია შენც შეეგუო... -გაიანა, რატომ არ გინდა გაიგო, რომ შეიძლება ფეხზე დადგე? ჩემი შვილი მენატრება, შვილი, რომელიც სულ იღიმოდა. შენს გარდა არავინ მყავს, შენთვის თუ არ ვიბრძოლე რა დედა ვიქნები? მერქმევა კი ამის მერე დედა? ოდნავ პატივს მაინც თუ მცემ წამომყვები ვაშინგტონის საავადმყოფოში და კურსს გაივლი-მითხრა და ოთახიდან გავიდა, მეკი ანეტასთან ერთან მარტო დავრჩი... -მართალია! _ მითხრა მან. -რაა? -დედაშენი მართალია, გაიანა! უნდა გესმოდეს ამდენი, უნდა იბრძოლო და ძველი გაიანა დაგვიბრუნო. არ გაქვს უფლება ჩაკლა ეს შენში. ჩანთა აიღო და მითხრა:-მე წავედი და შვიდზე გამოგივლი, დაა წავიდა... მე კი დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან. უცებ გავიფიქრე: -რატომ არ ვიბრძვი? ცხოვრების უფლება ხომ მაქვს, ჩემს თავს მე თვითონ ვაჯერებ, რომ არ შემიძლია, რომ არ შეიძლება ჩემთვის, მაგრამ იქნებ ეს ასე არ არის? იქნებ მაქვს უფლება ვიცხოვრო? -ვაშინგტონში წავალ! _ ვთქვი და დედას ოთახისკენ წავედი, კარს რომ მივუახლოვდი მისი ქვითინის ხმა გავიგე, ის ჩემს გამო ტირის, რამდენად ეგოისტივარ. -დეე, წამოვალ ვაშინგტონში _ ვუთხარი და მყისვე ცრემლი წამსკდა. ის გამოექანა და გულში ჩამიკრა -როგორ მიყვარხარ ჩემო ლამაზო _ მითხრა და უფრო მომეხვია *** შვიდს ათი აკლდა, რომ უკვე მზად ვიყავი და ანეტას ველოდებოდი. აი, ისიც მოვიდა: -რა ლამაზი ხაარ _ მითხრა მან -ოოოჰ! კარგი რაა _ ვუთხრაი უკმაყოფილოდ. -ორივენი ლამაზები ხართ გვითხრა დედამ სიცილით. გარეთ რომ გავედით ანეტამ მითხრა: -გოგო, ნინა დეიდას თვალები უბრწყინავდა რა მოხდა ასეთი? -ვაშინგტონში წასვლაზე დავთანხმდი. -აუ რა მაგარიაააა... მეც წამოვალ _ მითხრა სიცილით. -წამოდი _ ვუპასუხე მეც. ამასობაში მის სახლშიც მივედით „ათასი“ ადამიანი ირეოდა. როგორც კი შევედით ნიტა დავინახე. -ამას აქ რაუნდა?_ვკითხე უკმაყოფილოდ. -არ ვიცი, გოგო, რამე თუ მიქარა, გავაგდებ ხომ იცი?! _ იცინოდა ანეტა. ნიტა დიტოს ახალი შეყვარებულია. რატომღაც ყოველთვის ცუდად მიყურებდა ხოლმე. ახლა ხომ საერთოდ. ასე რომ მხედავს, უხარია. ასეთი ბოროტი ადამიანები რატომ არსებობენ. შემდეგ ყველა ანეტას დაესია. მე ამასობაში აივანზე გავედი და ფიქრი დავიწყე. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, უცებ ჩახველების ხმა გავიგე მარტო არ ვყოფილვარ. უკან რომ გავიხედე ბექა დავინახე. ბექა ანეტას ძმაა. იგი ამ ტრაგედიის შემდეგ თავს ჩემგან ყოველთვის შორს იჭერდა, რადგან საჭეთან ის იყო და თავს იდანაშაულებს. რამდენჯერ ვუთხარი, რომ მისი ბრალი არ იყო და ვაპატიე, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. -როგორ ხარ გაი-ანა? _ ჩემს სახელს ყოველთვის დამარცვლით იძახდა. -როგორ უნდა ვიყო _ ვუთხარი და ეტლს დავხედე, ამაზე მოიღუშა. -ხომ იცი რომ ამას თავს ვერ ვაპატიებ და.. -ბექა! მე გაპატიე მორჩა! ისე იცი? ვაშინგტონში მივდივარ _ ვუთხარი და გავიკრიჭე. -რაა? რატო? -დედაჩემის თხოვნით, რეაბილიტაციის კურსი უნდა გავიარო, რომლითაც შეიძლება ფეხზე დავდგე. -რა მაგარია ტოოო, დარწმუნებული ვარ ანეტაც მოდის _ მითხრა სიცილით. ალბათ წამოვა, ისე როგორ? _ გამეცინა მეც. -გაი-ანა, რაღაც უნდა გითხრა,იციი... -აბა ბავშვებო ფოტოებს ვიღეებთ _ აივანზე ანეტამ გამოიხედა. -აუ, მე არ მინდა რააა _ ვუთხარი მას. -როგორ არ გინდა? _ მითხრა და გარეთ გამიყვანა. ფოტოების გადაღებას რომ მოვრჩით, თამაში დავიწყეთ: „სიმართლე თუ მოქმედება“. ბოთლი რომ დაატრიალეს, მე და ნიტა ამოვედით. -გაიანა, რომ გკითხო სიმართლე თუ მოქმედება მეთქი. აზრი არ აქვს,მაინც ვერაფერს შეასრულებ _ დამცინავად მითხრა და ეტლს დახედა. -ნიტაა!_წამოენთო მყისვე ანეტაც- არავის ვაპატიებ გაიანაზე ცუდის თქმას და ჯობია ენას კბილი დააჭირო. -ახლა კი გავჩუმდები, მაგრამ იცი რაა, ანეტ?ჯობია მასთან აღარ იმეგობრო. თავს ირცხვენ. _ აგრძელებდა ჩემს დაცინვას. შეიძლება არ მეტყობოდა, მაგრამ ვერავინ მიხვდება, რას განვიცდიდი იმ მომენტში. წამიერად ცრემლები წამსკდა და სახლში შევედი, ვიღაცის მოახლოვება ვიგრძენი. -მენდე _ გავიგე ზურგს უკან ხმა. გარეთ გამიყვანა აშკარად ბექა იყო, ხუთი წუთი უხმოდ ვიარეთ, ცოტა დავმშვიდდი კიდეც. -გაი ანა.... ხომ იცი, რომ ნიტას ამ გამოხტომებს ყურადღება არუნდა მიაქციო? -ნიტამ შეცდომა დაუშვა, ახლა უფრო დიდი სურვილი მაქვს ფეხზე დავდგე და მას პასუხი ვაგებინო ჩემს თითოეულ ცრემლზე _ ვთქვი მტკიცედ. -აი, ასეთს გიცნობდი_გაიცინა ბექამ. -აუ, ბეექ, წამო სადმე პიცერიაში დავსხდეთ რაა_მომივიდა იდეა. -წამო, მაგრამ სახლში იმდენი საჭმელია, ორი წელი თავისუფლად გვეყოფა _ იცინოდა ის. -ოოოო, სახლში არ მინდა. -კარგი ხოო _ ბოლოს მაინც დამთანხმდა. იმდენი პიცა ვჭამეთ, როომ რა ვიციი, „გავსკდით“. -კაი. გვეყო, თორემ ეტლი ჩაიმტვრევა იმდენი ვჭამე _ ვიცინოდი მე. გვერდით მაგიდასთან ორი ქალი იჯდა და ჭორაობდა: -რა ლამაზი გოგოა და ინვალიდიიი, ნწ! ნწ! -ხო, ხო, ნეტა რა მოუვიდა?! ამის გაგონებაზე მე და ბექას ერთდროულად გაგვეცინა და მთელი გზა მათ ვაჯავრებდით. სახლში მიმიყვანა და წავიდა... სახლში რომ შევედი, სამზარეულოდან დედამ გამომძახა: -აბა როგორი იყო დეე? -სრული საშინელებაააა, მაგრამ ბევრი ვიცინე _ სიცილი წამსკდა იმ ქალების გახსენებაზე -გაიანა მთვრალი ხააარ?_ გაეცინა მასაც -არა, დე, შენ თავს ვფიცავარ. -აბა, რაგჭირს, შვილოოო? -დე, ხვალ მოგიყვები რაა, მეძინება _ მთქნარებით ვუთხარი. -კაი, დე, როგორც გინდა. დედა დაწოლაში დამეხმარა და სანამ ოთახიდან გავიდოდა მითხრა: -სამ დღეში მივდივართ, დეე, ბარგი უკვე ჩაგილაგე. რაც გინდა დაამატე. -ასე მალე?_გავოცდი -ჰოო, ასე მალე, ხვალ საყიდლებზე წავიდეთ, ხოო? -ჰო, დეე, მიყვარხარ. -მეც. *** დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: -ალოოოო... მმმ.... -გაიანა!_ჩამყვირა ტელეფონში ანეტამ. -ჰოუ? -სად დაიკარგეთ გუშინ, გოგო? ბექამ არაფერი არ მომიყვა, მეძინებაო და გაიანას კითხეო. -მოდი და მოგიყვები, თან გოგო სამ დღეში უკვე მივდივარ. -მივდივარ-თ _ გადამიკეთა ანეტამ. -აუუ, რა მაგარია, მართლა მოდიხააარ?_გამიხარდა მე. -რა თქმა უნდა, კაი გავემზადები და მოვალ. -დეეე, იციი ანეტაც მოდის! _ გავძახე დედას. -ვიცი, დეე, მითხრა _ გაეცინა მას. -აუ, რა მაგარიააა! -ხოო. ათ წუთში ანეტა ჩემთან იყო. ყველაფერი რომ გამომკითხა. მერე მითხრა: -გოგო, იცი ნიტა რომ თმით ვითრიეე? რააააა?_გამეცინა ბოლო ხმაზე. -ხოო, თან არ იცი როგორი წიოდა?! -გიჟი ხარ რაა _ ვიცინოდი ისევ. -ვარ _ ამყვა ანეტაც. -აბა ბარგი ჩაალაგე _ ვუთხარი მას. -რა თქმა უნდა, ისე საყიდლებზე არ მიდიხართ? მივდივართ ანა და შენც წამოდი _ საუბარში დედა ჩაერთო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.