შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანეთში გამომყევი (თავი 6)


22-12-2016, 20:20
ავტორი ნიანო
ნანახია 2 545

-მეხუმრები?
-არა
-მელანო რას მეუბნები
-იმას რასაც ელოდები..
-და მე არ ველოდებოდი ამ პასუხს
-ჰა? რა? აბა რას ელოდებოდი
-წამო იქით ვილაპარაკოთ
..
-მისმინე როცა ბიჭებს ვკითხე შენზე მითხრეს რომ ძალიან საყვარელი ხარ მაგრამ ბიჭებს ახლოს არ იკარებ და მხოლოდ ცდას ქონდა აზრი.. დღეს იმიტომ გკითხე ვინ მოგიყვანა-მეთქი რომ ძალიან გავბრაზდი როცა ბიჭმა მოგიყვანა..შენგან ამ პასუხს ნამდვილად არ ველოდი..ველოდი რომ ჩემთან მხოლოდ მეგობრობა გინდა..ან რამე ეგეთი.. მაგრამ დერეფანში ნათქვამ მმიყვარხარს არ ველოდი
-ანუ?
-ანუ მე ყველაზე მაგარი გოგო მყავს მთელ მსოფლიოში_მომიახლოვდა და ყურში,ძლივს გასაგონად მითხრა-მელანო,ძალიან მიყვარხარ..უფროსწორად,ყველაზე მეტად
ჩავეხუტე,არაფრის თქმა არ მინდოდა,მხოლოდ მასთან მინდოდა ჩახუტება.. პირველად ავუხსენი ადამიანს სიყვარული..და ისიც სკოლაში და ახლა ქიმიის კაბინეტის წინ ვეხუტებოდი .. იმხელა ემოცია დაგროვდა ჩემში რომ ახლაც მახსოვს.. ახლაც ვგრძნობ დათოს მონატრებას და სიყვარულს..ის ჩემთვის ჰაერია..მის გარეშე ყოფნა მკლავს..მაგრამ ბავშობიდან დღემდე სიამაყე თან მომდევს..სიამაყე ყველა გრძნობაზე წინ დგება,მიუხედავად იმისა მინდა თუ არა ეს.. სიამაყე არ მაძლევს უფლებას რომ დავურეკო..მოვიკითხო და ვაპატიო..ვერ ვპატიობ მანამ სანამ თვითონ არ მთხოვს პატიებას..მაშინ როცა 15 წლის უბედნიერესი გოგო ვიყავი ვერ წარმომედგინა რა შეიძლება მომხდარიყო მომავალში..მაგრამ ოთხი წლის მერე ყველაფერი შეიცვალა.მათ შორის ჩვენც.. შეიცვალა ყველაფერი..ჩვენი შეხვედრის ადგილას სკვერი გააკეთეს..სკოლა გადაღებეს..ჩემი კლასი დაიშალა..სამეგობროო გაიფანტა..4 წელიწადში ყველაფერი შეიცვალა..მთელი ცხოვრება..არადა რა ბედნიერი ვიყავი 15 წლის გოგო.. მყავდა საოცარი შეყვარებული..და ძალიან მაგარი მეგობრები..ახლა კი რა დამრჩა,ჩემი სიამაყის გამო შეყვარებულს ვკარგავ..მეგობრებიდან რამდენიმე დარჩა..ზოგი დაიღუპა ზოგი გამოგვეყო,ზოგიც ქვეყნიდან წავიდა და დაიკარგა.. როგორ მენატრება ჩემი სკოლის პერიოდი..ის დრო როდესაც არაფერზე ვდარდობდი.. ახლაც თვალწინ მიდგას დათო და მე სკოლის დერეფანში,პირველად და ერთად..მერე იყო გაუთავებელი ჭორაობა რომ მელანო ალავიძემ ბიჭი მიიკარა..რომ დათო ყიფიანი ძალიან სიმპატიურია.. სკოლის დერეფებში ძალიან დიდხანს ჩურრჩულებდნენ ჩვენზე.. ზოგს მოსწონდა ჩვენი წყვილი..ზოგს კი შურდა და ამიტომ ბოლო დონეზე მლანძღავდნენ..მაგრამ როდესაც დათო ყიფიანი გვერდით გყავს რთულია ყურადღება მიაქციო სხვების ლაპარაკს.. ყველაფერი იდეალურად იყო..დათომ გაიცნო გიგა..რომელზეც პირველად და უკანასკნელად იეჭვიანა..გავიცანი მისი ძმაკაცები..სვანეთში გაყოლაც კი მთხოვა,მაგრამ ეს მეტისმეტი იქნებოდა..არა კი არაფერი უბრალოდ დედაჩემი ისედაც ნერვიულობდა ჩვენ ურთიერთობაზე..სწავლაზე ხელი აიღეო, სახლში აღარ მოდიხარო..უმეტეს დროს იმ ბიჭთან ერთად ატარებო და სხვა მსგავსი.. ამიტომ რთული იქნებოდა ამეხსნა მისთვის რომ დათო სვანეთში მთხოვდა გაყოლას..

ზაფხულში,ჩვენი ურთიერთობიდან 10 თვის შემდეგ,დათომ მომთხოვა სვანეთში წავყოლოდი,რამდენიმე დღით მაინც..დედაჩემთან აარანაირმა თხოვნამ არ გაჭრა..არც ჩემმა,არჩ ჩემი მეგობრებისამ.. ამიტომ დათო სვანეთში წავიდა მე კი თბილისში დავრჩი..იმ დღეს არ დაურეკავს,რამდენიმე შეტყობინება გავუგზავნე მაგრამ არ მპასუხობდა.. ნუ ჩავთვალე რომ გზაში იყო და ვერ მპასუხობდა.. ღამით დაახლოებით ორ საათზე დათოსგან მესიჯი მივიღე
„-პატარავ ძალიან მიყვარხარ“
დავრეკე და ტელეფონი გამორტული ქონდა.. ვერ მივხვდი რას ცდილობდა..აქედანაც რაღაცნაირად გაბრაზებული წავიდა..ეწყინა რომ არ წავედი,მიუხედავად იმისა რომ ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა..სამი დღე ტელეფონი გამორთული ქონდა.არც ერთი შეტყობინება არც ერთი ზარი..არ ვიცოდი სად იყო..ან საერთოდ ცოცხალი იყო თუარა..მეოთხე დღეს გამოჩნდა. გვიან ღამით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.დათოს გარდა ყველას ველოდი
-გისმენთ?_არც კი დამიხედავს ეკრანისთვის,მექანიკურად ვუპასუხე
-როგორ ხარ ?
-დათ,შენ ხარ?
-ხო მე ვარ.გეძინა?
-რა თქმა უნდა მეძინა
-დღევანდელ დღეს გილოცავ
-რა ხდება დღეს?
-ჩვენი ერთად ყოფნის 10 თვე გავიდა..
-მოიცა დღეს 29-ა?
-აჰაა
-რაშვები შენ ? რატო გაქ ტელეფონი გამორთული და საერთოდ რატო მოწყდი ცივილიზაციას?
-ტელეფონი მანქანაში დამრჩა და სამი დღეა ვეძებ.თან დამჯდარი ყოფილა და კაროჩე რაა.. სექტემბრის შუა რიცხვებისკენ ჩამოვალ
-მოიცა რა? როდის?
-რაიყო?
-დათო.. 4ში აქ არ იქნები? ჩემ დაბადების დღეზე აქ არ იქნები?
-აუ აუ ეგ როგორ გამომრჩა..ნუ არ ვიცი..ვეცდები ვიყო
-აუ კაი რა..ძაან გთხოვ..ნუ მესმის რო ძაან ცოტახანს გამოგდის მანდ ყოფნა მაგრამ
-მაგრამ არაუშავს შენ დაბადების დღეზე უეჭველი უნდა ვიყო..მაგ დღეს შანსი არაა არ გამოვტოვებ..
-უბრალოდ ყველა იქნება..დაჟე გიგიც ჩამოდის.. და მინდა რომ შენც იყო
-მოვრჩით მაგაზე ლაპარაკს..სამში თბილისში ვარ,მორჩა.
-მომენატრე
-ახლა მე მკითე,მიჩვეული არ ვარ ამდენი ხნით შენ უნახავობას..თან..
-რა თან?
-თან მე ხო ძაან მიყვარხარ.ყველაზე მეეტად მიყვარხარ
-შენ ვერ წარმოიდგინე მე როგორ მომენატრე
-რატო არასდროს მეუბნები „მეც მიყვარხარ“ს
-მგონია რომ ადამიანს სიტყვა მეც ვალდებულს ხდის ვიღაც უყვარდეს
-არ ხარ ნორმალური
-და შენ მარტო ახლა აღმოაჩინე არა ეს?
-დიდიხანია აღმოვაჩინე მაგრამ არ გიმხელდი
-იმიტომ რომ გიყვარვარ
-დაახლოებით_მენატრებოდა..ძალიან მენატრებოდა..სკოლაში ყოველდღე ვნახულობდი..10 თვის მანძილზე დათოს ყოველდღე ვნახულობდი და ახლა 4 დღე არ მყავდა ნანახი..ეს უკვე მეტისმეტი იყო..სწორედ ამიტომ ვთხოვე ჩემ დაბადების დღეზე ყოფილიყო..მინდოდა გვერდით მყოლოდა..მიუხედავად იმისა რომ ჩემ დაბადების დღეს ვერ ვიტან.. მითუმეტეს ახლა.. კიდევ ოთხმა დღემ გაირა და სამი სექტემბერიც მოახლოვდა..დათოს ჩამოსვლის დღე..დილას რომ გავიღვიძე პირველმა სიტყვამ გამიევლა გონებაში
მოდის
..
იმ დღეს ორჯერ დამირეკა მერე ტელეფონი დაუჯდა..მოვიდა 8 საათი უკვე ჩამოსული უნდა ყოფილიყო
9 საათი დათოზე არავინ არაფერი იცოდა
10 საათი..
-ხო თორნიკე
-ლანა .. მისმინე დამპირდი რომ არ ინერვიულებ
-რა მოხადა?
-შეიძლია სადღაც მოხვიდე?
...
თეთრი კედლები..
თეთრი ჭერი..
ხალათები..
ექიმები..
მედდები..
საავადმყოფოს სუნი..
წამლის სუნი..
რანიმაცია...
და დათო..
ჩემი დათო..
ყველა მე მაწყნარებდა... თითქოს შემეძლო დაწყნარება..თითქოს ის რომ დათო რეანიმაციაში იყო ჩემი ბრალი არ ყოფილიყო.. მე ვთხოვ ჩემ დაბდების დღეზე ჩამოვლა..ჩემ გამო მოხდა ეს..კიდევ ერთი ავარია.. ისევ ჩემ გამო.. გზაზე გადმოდიოდა და მანქანამ დაარტყაო.. ძალიან ცუდადააო.და კიდევ უამრავ რაღაცაას ამბობდნენ..მაგრამ მე გონებაში მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებდა
-მელანო ყველაზე მეტად მიყვარს მსოფლიოში
ეს დათომ მაშინ მითხრა როდესაც ბოლოს ველაპარაკე.. ისეთი ტონით მითხრა თითქოს იცოდა..თითქოს მემშვიდობებოდა.. ვხედავდი რეანიმაციაში როგორ შედიოდნენ და გამოდიოდნენ ექთნები..გეფიცებით მხოლოდ მათ თეთრ ხალათებს ვხედავდი..სხვა ვერაფერს..მხოლოდ თეთრი კედლები..თეთრი ხალათები და თეთრი ნისლი..ის თეთრი ნისლი ჩემსა და დათოს შორის რომიყო..კიდევ უფრო რომ ცდილობდა გასქელებას და ჩემი და დათოს დაშორებას.. ედელზე მიყუდებული უაზროდ გავყურებდი რეანიმაციის კარს.. თვალებს ვხუჭავდი მაგრამ იქ დათო და მისი მოგონებები მხვდებოდნენ.ამიტომ სასწრაფოდ გავახელდი ხოლმე..და უცეფ წარმოვიდგინე როგორ ვდგავარ ჩვენი სამეგობროს კორპუსზე მარტ..დათოს გარეშე..ზუსტად იმ ადგილას სადაც ყველაზე ხშირად ავდიოდით ხოლმე..მხოლოდ მე და დათო და უაზრო სივრცეს გავყურებდით..მაშინ ყვეალაფერი უსასრულო და სამუდამო იყო..მათ შორის ჩვენი სიყვარულიც...ჩვენი ცხოვრება.. მეგობრები..მოგონებები..საერთოდ ყველაფერი უსასრულოდ გრძელდებოდა..მაშინ თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა..დათოს ხელებში მოქცეული გავყურებდი თბილისის რომელიღცა ხედს და წარმოვიდგენდი უსასრულობას..სასრულ უსასრულობას.



№1  offline წევრი anuki15

ძააააააალიან მომწონს heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი isterichka123

txovna meqneba eset patara tavebs nudeb kaia agrdzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent