მხოლოდ ერთი
გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ შ ე ფ ა ს ე ბ ა ს ვ ე ლ ი კ ო მ ე ნ ტ ა რ ე ბ შ ი ელენა გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება. ჩამჩურჩულა ალექსმა ყურში და ფანჯარასთან მისულმა ჩემი ოთახის მუქი იასამნისფერი ფარდა გადასწია. თვალები ამეწვა და ალექსს ბალიში გავუქანე. - ადექი და სანამ მე მოგაკითხო სახლში ჩაცმული იყავი იცოდე. სიცილით მითხრა ალექსმა და ისევ ფანჯრიდან გადაძვრა. ავალაგე საწოლი, შავი თმა უწესრიგოდ ავიკონე მაღლა და სასკოლო ფორმა ჩავიცვი. ხმა მესმის. - გამარჯობა ნინა დეიდა ელენა სახლშია? - კი ალექს სახლშია. ჯერ მგონი არც გაუღვიძია, ახლავე დავუძახებ. ელენა ადექი ალექსი უკვე მოვიდა შენს წასაყვანად. - მოვდივარ დედა. ჩავედი მეორე სართულის გაშლილ კიბეზე რომელიც დიდ დარბაზის შუალედში მთავრდებოდა. ალექსის დანახვაზე სიცილი ძლივს შევიკავე. თმა ისე ჰქონდა გეგონება დენმა დაარტყაო და ვითომ არ იმჩნევდა - ელენა ისაუზმე? - არა ალექს ჯერ არა. თავი ძლივს შევიკავე რომ არ ავკაკანებულიყავი. - მოდი შენც გეშიება, ერთად ვისაუზმოთ და ბარემ ისე წავიდეთ სკოლაში. დედაჩემმა ალექსს თავი დაუქნი, თვალებით მანიშნა შეიპატიჟეო და თვითონ დიდ ფართო კიბეს აუყვა. - წამოდი ალექს გეშიება. დედაჩემისათვის თვალის ასაკვრელად ვუთხარი ალექსს და სამზარეულოში შევიპატიჟე. ალექსმა თავი გაიქნია და ჩაიცინა - მიდი მიდი შვილო ნუ გრცხვენია. დაუყვირა დედაჩემმა რომელიც უკვე მეორე სართულის აივანზე იდგა. ახლა კი ნამდვილად ვეღარ შევიკავეთ სიცილი და ორივე გულიანად ჩავბჟირდით. შევედით სამზარეულოში, ალექსი თავის საყვარელ პუფში ჩაჯდა და სიცილი აუტყდა. - როგორი იყო დედაშენი? შედი შედი შვილო ნუ გეშინიაო ჰაჰა ს რო იცოდეს რო აქ ვიყავი ვაიმე.. - იცოდეს მერე რა? სულაც არ მიტყდება რომ ღამე ჩემს მეგობართან ასევე მეგობრულად ჩახუტებულს მეძინა. - ხო ეგეც მართალია. - ყავა თუ ჩაი? - რათქმაუნდა ყავა. ალექსს ყავა დაუდგი და მე ჩემთვის ჩაისთვის წყალს ვადუღებდი. - სკოლაში ნეტავ რა სიტუაციაა? ინტერესით გავხედე ალექსს სამზარეულოსთან მდგომმა. - კაი რაა რა უნდა ხდებოდეს როგორც ყოველთვის ალბათ იდიოტების შეკრებაა კარადებთან და განიხილავენ სხვებს . მოკლედ დაიკიდე. ალექსი ბარის სკამზე გადმოვიდა. - კაი ისედაც უბრალოდ ხანდახან მაინც ხო უნდა ვიკითხო. - იკითხო თორე ეხლა ეგენიც არ იყვნენ რაა.. ალექსის ყავა მზად იყო. მე და ალექსმა დავლიეთ და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავედით. - მოტო თუ მანქანა? - შენ რაა ორივე აქ მოიყვანე ალექს? - კიი - მაშინ მოტო. - გასაგებია ასეც ვიფიქრე. ალექსი იქვე ჩემი სალის კარში მდგომ მოტოს მოაჯდა და მეც უკან მივუჯექი. - გირჩევნია მაგრად მომეჭიდო თორემ გადავარდები და მერე შენს წუწუნს რა არიტანს. - მაგდენადაც არ ვწუწუნებ რომ მოგეჭიდო. ჯინააზე არ მოვეჭიდე ალექსს, მაგრამ როგორცკი დაიძრა მოტო მაშინვე ხელი მოვხვიე წელზე. ალექსმა გადაიხარხარა. - ჰაჰა სად გაქრა ის უშიშარი გოგო? - აქ არის. ვეუბნები, ვითომ არ ვიმჩნევ შიშს და შიშსგან აკანკალებული ხმის დამშვიდებას ვცდილობ. - კი აბაა მაშინ რატომ მომეჭიდე? - ახლა გავუშვებ. ვთქვი და ნელნელა ხელის გაშვება დავიწყე მაგრამ უშედეგოდ ისევ და ამ ჯერედ უფრო მაგრად ჩავეხუტე ალექსს. - ხელი არ გამიშვა თორემ საკუთარ თვს ვერასდროს ვაპატიებ რომ დაჯდომის უფლება მოგეცი. სკოლა არც თუ ისე შორს იყო ჩვენგან ასე რომ მალევე მივედით. სკოლის ეზოში გავაჩერეთ მოტო და როგორც კი ჩაფხუტი მოვიხსენი უამრავი ადამიანის აურას ვგრძნობდი. ყველა მე მიყურებდა, ალექსს შეშინებულმა შევხედე ალექსმა თვალი ჩამიკრა და წინ სვლისკენ ბიბიძგა. შევაღეთ სკოლის კოლიდორში შემავალი კარი და ალექსის წინასწარმეტყველური სიტყვები გამახსენდა. მართლაც რომ ყველა ყველაზე ჭორაობდა, ჩვენ ყურადღება არავისთვის მიგვიქცცევია, ალექსმა კლასში შემაცილა და თვითონ კალიდორის ბოლოში თავის კლასში შევიდა. გაკვეთილი დაიწყო თუმცა ეს ჩემს მასწავლებელს სულაც არ შეუმჩნევია. მოჰყვა თავის ცხოვრების ისტორიას მსოფლიო ისტორიის მაგივრად. რამდენი შვილი ჰყავდა დარა ერქვათ, რა არის მისი ქმრის საყვარელი საჭმელი, რომელი მანქანა მოსწონს და ასე შემდეგ.. უეცრად ერთმა ჩემმა კლასელმა ირაკლიმ ღადაობა დაიწყო. - ელენა ზურას არ მისცემ რამე რო იყოს? - კი როგორ არა მივცემ ოღონდდ სიფათ ში მუშტს. - რატო რაა ა გიზიდავს ბიჭები? - შენნაირი დაბალი დონის ადამიანს ასეთ საკითხებზე არავინ ესაუბრება. - ძუკნას უყურეთ, თურმე არაფერი არ უნდა ამიხსნას, შენნაირი ბოზებისგან არც მიკვირს რა უნდა ამიხსნა როგორ ატარებ მთელს საღამოს იმ შავგრემან მამონტთან ერთად? - არ გიფიქრია რომ შენს ცხოვრებას უნდა მიხედო? ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ და ეს ბავშვობიდან ასეა. თუმცა შენ რა უნდა გაგაგებინო შენ ხომ მხოლოდ ის საკითხი გაინტერესებს რაც ან ჭამას ან კიდე ლტოლვას ეხება. - მომეცი. ირაკლი ჩემს გვერდით გადმოჯდა. ჩვენს მასწავლებელს კი არც რეაქცია ჰქონდა და საერთოდ არც კი მოუხედავს ჩემსკენ. ბოლოს ამდენი ვეღარ მოვითმინე და სკოლიდან საერთოდ წამოვედი. გზაში ვფიქრობდი და მივხვდი რომ ეს მაიკლის მოწყობილი იყო. ახლა უვე სწორედ იმ ხიდზე ვიყავი სადაც ჩემი ქუჩა იწყებოდა. არ ვიცი როგორ გონებაგათიშული ავედი ხიდის კიბეზე და იქიდან მხოლოდ ის მახსოვს როგორ მივექანებოდი წყლისკენ, როგორ დამეწვა წყლის მარილიანობისგან თვალები და დაბნელდა... - ელენა.... ელენაა გამოხიზლდი. ხიდის გვერდით სკამზე გამეღვიძა გვერდით გაგიჟებული ალექსი სულ მთლად სველი იდგა და ნერვიულობით აკანკალებულ თითებს სახეზე მისვამდა... წამოვხტი და გაუცნობიერებლად ვაკოცე... ალექსი გაკვირვებული მიყურებდა და ტუჩებზე პომადას იშორებდა... - ¬იცი ალექს რაღაცას მივხვდი... - ხომ არ ჯობია ჯერ გაშრე. და რა გააკეთე? მოვალეობის მოხდის მიზნით მსაყვედურობს ალექსი, ვიცი რომ მამსაც ძალიან მოეწონა. - ალექს ერთხელ მაინც მომისმინე... მივხვდი მხოლოდ შენ ერთი ხარ ჩემს ცხოვრებაში ვინც იმსახურებს ჩემს გვერდით ყოფნას და თუ კიდევ ნანობ ჩემს ნაბიჯს შეგიძლია ადგე და უბრალოდ წახვიდე. ალექსი მომვარდა და მაკოცა. - შენ ერთადერთი ხარ ვინც იმსახურებს ისეთ ადამიანს ვინც გაგაბედნიერრებს და შენ ფიქრობ რომ ეს მევარ? - დიახ... - მაშინ მოემზადე ბედნიერება ამ წუთიდან იწყება....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.