ჯანდაბა! (24)
-აქ დაიცადეთ!-მიბრძანა უნიფორმიანმა პოლიციელმა და ოთახიდან გავიდა.საშინელი ადგილი იყო.ზუსტად ისეთი,როგორიც ფილმებში.სკამი გავწმინდე და ისე ჩამოვჯექი.ხელები მაგიდაზე ჩამოვასვენე და ნერვიულად დავიწყე თამაში.ერთი კვირა გაატარა ამ საშინელ კედლებში! მხოლოდ იმ კანდიდატებზე ვფიქრობდი ვისაც მისი ჩაშვება შეეძლო! -მხოლოდ 10 წუთი გაქვთ!-გავიგე გარედან საძაგელი ხმა,რამდენი მე წამში კარიც გაიღო.შუქში მწვანე თმიანი დავინახე.ჩემი მწვანე თმიანი! ვხედავდი,როგორ ხსნიდნენ ბორკილებს, მერე მსუბუქად უბიძგეს,როგორც კი ოთახში შემოვიდა კარი ისევ ჩაკეტეს. -გამარჯობა!-ყურებამდე გამიღიმა და ჩემს პირდაპირ ჩაამოჯდა.თმა ყურებზე გადაეწია,ჩვეულ ფორმაში იყო.არც ისე ცუდათ გამოიყურებოდა,როგორც მოველოდი. -გამარჯობა!-მიუხედავად ყველაფრისა მეც ვერ შევიკავე თავი ღიმილისგან.-რა გაცინებს, გიჟი ხარ,ღმერთო ჩემო!-სიცილით გავიქნიე თავი. -რას უწუნებ აქაურობას? ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროა! იოცნებე,შენ აქ ვერ მოხვდები-ჩაიხითხითა. -მეგონა მოკვდი! ან ,,წახვედი“! ისიც კი ვიფიქრე ვინმემ ხომ არ მოიტაცათქო-გავუღიმე. -რა სისულელეა! როგორც კი გაიგებდნენ ქალიშვილი არ ვარ,ისევ უკან დამაბრუნებდნენ!-სისულელის მიუხედავად მაინც ერთდროულად გაგვეცინა.თვალს ვერ ვწყვეტდი. -მომენატრე-ისე საყვარლად წარმოთქვა წამით სულ დამავიწყდა სად ვიყავით.ლოყებზე ფოსოები გამოუჩნდა,როცა წამოვდექი და ძლიერად ჩავეხუტე.გამეცინა,როცა სცადა ჩემი თმები ტუჩებიდან მოეშორებინა.წამოდგა და ხელები წელზე შემომხვია.სახე ჩემს კისერში ჩამალა და როგორც ჩვევია ღრმად ჩაისუნთქა. -ჯანდაბა!-ამოიოხრა ისე,რომ წამითაც არ მომშორებია.ჟრუანტელმა დამიარა,როცა ტუჩები კანზე მომაწება... -დედაშენი როგორაა?-დავიჩურჩულე.არ მინდოდა სიმყუდროვე დამერღვია,მაგრამ დრო ცოტა გვქონდა. -ალბათ უკვე გაწერდნენ.უბრალოდ მაღალი წნევა ჰქონდა-მხრები აიჩეჩა,ისე რომ წამითაც არ მომშორებია.გამონასუნთქ ჰაერს კისერზე ვგრძნობდი და სხეული უჩვეულო სითბოთი მევსებოდა. -კარგია!-მწვანე თმა თითზე დავიხვიე-ახლა რა მოხდება? -არჩილი ყველაფერს მოაგვარებს!სავარაუდოთ ხვალ გამომიშვებენ! არვიცი როგორ, მაგრამ ანალიზებმა აჩვენა,რომ სუფთა ვარ! ამიტომ არანაირი მტკიცებულება არ აქვთ! -ერთი კვირა აქ რატომ გაყურყუტეს აბა?-თვალები გადავატრიალე.ერთადერთი რაზეც ვფიქრობდით ნიკუშა ონიანი იყო,რომელიც პოლიციაში მიდის რათა შრეკი დაებეზღებინა! ჯანდაბა! -ანალიზის პასუხისთვის დროა საჭირო-მხრები აიჩეჩა.ისევ დავსხედით.ხელები მაგიდაზე ჩამოდო.დავინახე,როგორ იკაწრავდა თითებს ფრჩხილებით.როცა შეამჩნია ვუყურებდი ხელები მაგიდის ქვემოთ დამალა და თბილად გამიღიმა.ვიცოდი,რაც სჭირდა მაგრამ არაფერი მითქვამს. -თქვენი ალბომი ვიყიდე! შესანიშნავია! თან იმდენადაც კი,რომ ნიკოლოზ ონიანი უსმენს! წარმოდგენაც არ აქვს შენ რომ მღერი-ჩავიხითხითე.თემის შეცვლაც მინდოდა მაგრამ ვინატრე ნეტა არაფერი მეთქვა,როცა შრეკმა წარბები ზემოთ აზიდა. -ოუ! ჩამოვიდა? -ჰო... -მიხარია თუ მოეწონა-გაეცინა მოულოდნელად-მისი სახე მინდა დავინახო,როცა გაიგებს!-საყვარლად გადააგდო თავი უკან,თითქოს წარმოიდგინაო.მე კი უბრალოდ მივაჩერდი.როგორ შეუძლია იყოს ასეთი საოცარი ამ ,,სოროშიც“ კი! -დრო ამოიწურა!-გავიგეთ გარედან.რამდენიმე წამში კარი გაიღო,ოთახში ორი ფორმიანი პოლიციელი შემოვიდა.ერთმა უხეშად წამოაყენა,მეორემ ბორკილები გაუკეთა და წასაყვანად შეამზადეს. -ხვალ გამოგივლი-ღიმილით მითხრა და ვითომც არაფერიო დაცვას თვალი ჩაუკრა. 888 -ნიკუშა სახლშია?-ვკითხე დედამისს და ვცადე ზრდილობისთვის გამეღიმა.არაფრის თავი არ მქონდა.უბრალოდ ყველაფრის გარკვევა მინდოდა. -ახლავე დავუძახებ ძვირფასო! შემოდი. -არა მადლობა,აქ დაველოდები-განვაცხადე მტკიცედ.ტუჩს ვიკვნეტდი მღელვარებისგან.ბრაზი სახეზე მაწვებოდა,ვგრძნობდი პომიდორივით გამოვიყურებოდი! -ჰეი! დღეს რა საქმე გქონდა?-გაღიმებული ონიანი ჩემკენ წამოვიდა გადასახვევად მაგრამ ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე-რამე მოხდა? -მეკითხები,მოხდა თუ არა რამე?-რაც შემეძლო მშვიდათ წარმოვთქვი-ვინ ხარ,ამდენის უფლებას,რომ აძლევ თავს? -დამშვიდდი! რა ბზიკმა გიკბინა? გუშინ მშვენივრად გრძნობდი ჩემთან ერთად თავს!-მისი სიტყვები საყვედურივით გაისმა. -ღმერთო ჩემო! გულის ამრევი ხარ! შენ მოუწყვე არა? ყველაფერს ვხვდები! სხვაგვარად,როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი ასეთი სხვანაირი და მშვიდი! უარყოფას ტყუილად ნუ დაიწყებ! -გავაფრთხილე.წამით მეგონა თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოვყრიდი. -ჯანდაბა! წარმოდგენაც არ მაქვს,რაზე ლაპარაკობ!-წარბები შეკრა.ვიცოდი თავს ისულელებდა და ეს უფრო მაცოფებდა.მერჩივნა ყველაფერი ეღიარებინა. -ყოჩაღ ნიკოლოზ! დააპატიმრეს! გამოგივიდა!-სახეში მივახალე და წამოვედი! მისი დანახვაც აღარ მინდოდა! აღარასოდეს! 888 -გუფის დავეხმარები-ვუთხარი მწვანეთმიანს.წამოდგომა დავაპირე მაგრამ მაჯაზე მომიჭირა ხელი და მაიძულა მასთან დავრჩენილიყავი. -არმინდა.მეთვითონაც მოვახერხებ-თვალი ჩამიკრა იასამნისფერთმიანმა დრამერმა და სალფეთქების დაკეცვა განაგრძო.როგორც კი გაათავისუფლეს ბიჭებმა სახლში წასვლა და ,,ფილმის ყურება“ გადაწყვიტეს.თუმცა მათ გეგმებში სულაც არ დომინირებდა ფილმი,ან რამე მსგავსი! -უქალობას მიჩვეულები არიან-ყურში ჩამჩურჩულა შრეკმა და ჩაიხითხითა. -გავიგონე!-ამოიბუზღუნა ბიჭმა,რაზეც სიცილი ვერცერთმა შევიკავეთ-პიდ@რასტო!-შუა თითი სასაცილოდ მოგვიშვირა,წვერზე აკოცა და ლუდის ბოთლები ჟურნალების მაგიდაზე თეფშებთან დადგა-შენთან ბოდიში!-მითხრა ღიმილით და სამზარეულოში გავიდა. -ღმერთო რა დებილია!-თვალები გადაატრიალა შრეკმა. -საყვარელია-გავიცინე და უხერხულად შევიშმუშნე მის მკლავებში. -ყველა დებილი საყვარელია-ჩაიხითხითა ისევ. -მართალი ხარ!-თავი დავუქნიე წარბებ აწეულმა.მიხვდა მასზე რომ ვანიშნებდი და ბალიშისკენ წაიღო ხელი. -არ გინდა!-საწყლად ამოვიოხრე და დარტყმის მოლოდინში თვალები დავხუჭე.უცნაური სითბო ვიგრძენი,როცა ნაზად მოაწება მისი ტუჩები ჩემსას,ცივი თითები თმებში შემიცურა და მისკენ მიმიზიდა.მეც ვაკოცე,მაისურზე ჩავეჭიდე და მკერდზე ავეკარი. -ჯანდაბა!-სწრაფად მოვშორდი,როცა ნაბიჯების ხმა შემომესმა.ბიჭები ისე მიდი-მოდიოდნენ ოთახში ვითომ არაფერი დაენახათ! სახე მწვანეკულულიანის კისერში ჩავმალე სიწითლის დასაფარად.ვიცოდი მთელ სახეზე ვხურდი!-სახელს მიტეხ ამხელა პათოლოგანატომ ქალს! -რა სულელი ხარ!-გაეცინა,ხელი წელზე შემომხვია და ლოყაზე მაკოცა. 888 -მამაჩემმა შეიტანა საჩივარი!-დაიჩურჩულა მოულოდნელად. და მე მის მკერდს მივეყინე.ყველა წასულიყო.მხოლოდ ჩვენ ორნი ვიწექით მის საწოლში და სიჩუმეს ვუსმენდით! -მამაშენმა? ვინ გითხრა?-ძვლივს წარმოვთქვი შეძრწუნებულმა. -თვითონ! ციხეში იყო მოსული...-მხრები აიჩეჩა,ჩემკენ გადმობრუნდა და ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო.-იქნებ ასე მაინც გამოსწორდეო!-ჩაიცინა.ვიცოდი გულ ნატკენი და იმედგაცრუებული იყო.ისევე როგორც მე.არ ვიცოდი რა მეთქვა,უბრალოდ ჩუმად დავრჩი და ძლიერად შემოვხვიე ხელები დასამშვიდებლად.ნასვამი იყო და ყველაფრის მოყოლა სჭირდებოდა.-რა ირონიაა! თვითონ მანამდე ვერ გამოსწორდა სანამ ლამის საბოლოოდ არ დაკარგა ოჯახი! ან საერთოდ გამოსწორდა კი?! იმაზე უარესია! -ალბათ ფიქრობდა,მართლა გიშველიდა...-ამოვილუღლუღე.ვიცოდი ეს სულაც არ ამართლებდა მამამისს მაგრამ მაინც მისი დაცვა გადავწყვიტე. -მას უბრალოდ უვარგისი შვილის თავიდან მოშორება უნდა!-ღრმად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი და თავზე მაკოცა-თვალები ისე მეხუჭება გეგონება მაგნიტები მქონდეს ქუთუთოებზე!-გაეცინა მოულოდნელად. -ჯანდაბა! ჭკუიდან მშლი!-თავი გავიქნიე,ხელებს დავეყრდენი და სახეზე შევხედე. -ძნელია გაუძლო ჩემს სექსუალურობას!-წარბები სასაცილოდ აათამაშა.მე მუშტი მსუბუქად მივარტყი მხარზე. -შენი ხასიათის ცვალებადობა ვიგულისხმე!-ენა გამოვუყავი. -ნუ ცდილობ თავის დაძვრენას!-მითხრა სიცილით და თმა ამიჩეჩა. -სულაც არა! -რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ უარყავი.მე ხომ ვიცი სიმართლე!-ჩაიხითხითა.წინ ჩამოყრილი კულული უკან გადაიგდო და ისევ მომაჩერდა. -იდიოტი ხარ!-თვალები გადავატრიალე და გვერდი ვიცვალე.ჭერს მივაშტერდი და ვეცადე დამეძინა. -ღმერთო! ისე მიყვარს,როცა ბრაზდები-ხმამაღლა გაიცინა,ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა. -ეს ჭკუასუსტობა ალბათ ციხეში დაგჩემდა?-დავემანჭე და თვალებ დაწვრილებულმა დავაკვირდი,მის ღრმულებს ლოყებზე. -დოქტორი ბოროტება კი ხარ,მაგრამ მაინც მიყვარხარ!-გაეცინა,შუბლზე მაკოცა და თავი ისევ ჩემს კისერში ჩარგო-ძილი ნებისა! -ძილი ნებისა!-მეც გავუღიმე საბოლოოდ,ხელი წელზე მოვხვიე და თვალები დავხუჭე იმ იმედით,რომ ამდენი ხნის შემდეგ კიდევ მეღირსებოდა ტკბილად ძილი! 888 სამსახურის შემდეგ მეტროთ მგზავრობა გადავწყვიტე.მინდოდა ცოტახნით მარტო ვყოფილიყავი ჩემს თავთან.ონიანს ტყუილად დავწამე ცილი! მაგრამ სრულიადაც არ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ.მისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებდი.მინდოდა სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან! ესკალატორიდან ჩასული ძელსკამზე ჩამოვჯექი ახალგაზრდა ქალის გვერდით.მატარებლის მოსვლამდე თხუთმეტი წუთი იყო დარჩენილი.ტელეფონში შრეკის ნომერს ვეძებდი,მთელი დღე არაფერი მსმენოდა მისგან.ეკრანს ბოლოჯერ დავხედე და თვალები უცნაურად დამეჭიმა. -ჯანდაბა!-ძვლივს წარმოვთქვი,ტელეფონი ხელიდან გამივარდა და მიწაზე გადავვარდი... ========================================================= იცით რაც უნდა ქნაათ თუ გინდათ მალე დავდო <3 მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.