შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპელა 9


23-12-2016, 17:05
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 979


sometimes i like to lie. i don't know why, i don't know why.

თან კალათი ეჭირა, თან ტელეფონზე ელენეს უსმენდა და ყველაფერს ყრიდა კალათში, რასაც ის ამბობდა.
_ ბრინჯი ნახე აბა
_ რომელი? _ გაჩერდა და პირველი რომელიც მოყვა ხელში, ის ჩააგდო.
_ და კიდევ ჰიგიენური რაღაცეები არ დაგავიწყდეს, მე მოვრჩი _ ტელეფონი გაუთიშა. ნინაკამ თხოვა, ამ ერთხელ თვითონ გასულიყო საყიდლებზე. ყურადღების გადატანა კი არ უნდოდა, უბრალოდ შეატყო რომ ელენე თავს მაინცდამაინც კარგად არ გრძნობდა და დაიჟინა, წავალო.
ყველაფერი რომ ჩაალაგა, სალაროსთან დადგა და თავის რიგს დაელოდა. კარებთან ნაცნობი სახე რომ დაინახა, თითქოს შეცბა და თვალი აარიდა, მაგრამ სულ ტყუილად. ზუკამ დაინახა და ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე. მერე სენსორები თავისით გაიხსნა და წამებში ზუკა მის გვერდით იდგა.
_ როგორ ხარ? _ გადასაკოცნელად გაიწია, მაგრამ ნინაკამ თავი გასწია და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა სამკუთხედი ურთიერთობები.
_ ა, მე დავაშავე რამე და არ მელაპარაკები? _ საშინლად ირონიული გაუხდა აქამდე თბილი ხმა. "რა სუნი აქვს ამ მათხოვარს"-ფიქრობდა ნინაკა.
_ კარგად, შენ? _ თან მოლარეს კალათა მიაწოდა და სიგარეტიც დაამატა.
_ მე მეკითხები?
_ ალბათ
_ ალბათ?
_ ხო ზუკა, ალბათ
_ ჩემთვის პარლამენტი აიღე _ და არც უკითხავს, ისე დააგდო იქვე პარლამენტის კოლოფი.
_ რა გინდა ზუკა? _ უხეშად მოქცება გადაწყვიტა. ახლა ლუკასთან ურთიერთობის გაწყვეტა არ შეეძლო.
_ სალაპარაკო მაქვს
_ მე არ მცალია
_ არ მიკითხავს, მიდი მანქანაში დამელოდე _ ჯიბიდან გასაღები ამოაძრო და ნინაკას გაუწოდა. ცოტას ყოყმანობდა, მაგრამ იცოდა, ზუკას რომ ვერ მოიშორებდა და გასაღები გამოართვა. ყველაფერს თვალი გადაავლო, რაც იყიდა, მერე მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ქაჯობას და გავიდა.

ხუთი წუთის შემდეგ საჭეს ზუკა მიუჯდა.
_ გისმენ
_ ნინაკა, არ არის ის ტიპი შენი რა. დაივიწყე, ვსო
_ საიდან მოიტანე? ეს არის საქმე?
_ აღარ შეხვდები თქო
_ ვერ გავიგე?
_ აღარც დაელაპარაკები, არ შემშალო იცოდე რა
_ საერთოდ ვინ ხარ ზუკა? თავს არ უნდა აძლევდე უფლებას...
_ კაი, რა პონტია ახლა, თავს იდებილებ? _ ეცინება და სიგარეტს უკიდებს.
_ ნელა იარე _ სპიდომეტრს უყურებს და შიშისგან მუხლები უკანკალებს
_ გეშინია? _ სიცილს არ წყვეტს, ისე უმატებს და 220-ით რომ მიდიან, ნინაკას რომ ტირილი უნდება და ყელში ბურთი ეჩხირება, მერე აგდებს სიჩქარეს და მანქანა გზიდან გადაყავს.
_ ნინაკა...
_ შემეშვი, დამანებე თავი _ კარს ეჯაჯგურება, მაგრამ ჩაკეტილი ხვდება და ხელებში თავს რგავს.
_ უარესს გიზამს ის. არ არის მეთქი რა შენი მომავალი. არც სავარაუდოდ და არც ისე
_ შენ როდიდან წყვეტ?
_ რაღაცეებს ვერ ხვდები შენ
_ ხოდა დამიმტკიცე _ ყვირილს იწყებს, ჭკუიდან გადაყავს ზუკას სიმშვიდე.
_ არ უნდა იყოს ეგ საჭირო, ნინაკა! _ სიგარეტს მოუწია და ფანჯარა ჩამოწია.
_ არ უნდა ერეოდა ჩემს ურთიერთობებში _ იგივე ტონით უპასუხა და ტუჩი მოიკვნიტა, ნერვიულობისგან ხელები სად წაეღო აღარ იცოდა.
_ გავაფრინო გინდა? _ ღიმილით გადმოხედა და სიგარეტის ბოლი გამოუშვა.
_ მე არაფერი არ მინდა, შენ ჩემს გარეშეც აფრენ ზუკა _ შიში შეეპარა ხმაში გოგონას
_ ერთ ადგილას წაგიყვან _ თან საათს დახედა და ჩაეცინა _ ზუსტად დროა.
_ დედაჩემი მელოდება სახლში _ უარყო და თვალები დახუჭა
_ დაურეკე ნინაკა _ ხელის კანკალით ამოიღო ტელეფონი და ელენესთან გადარეკა. უყურებდა ზუკას და ხვდებოდა რომ ეს ბიჭი არ იყო ნორმალური. ახლა არც თავისი დანგრეული კარიერა ახსოვდა, არც დაღუპული ბედნიერება და საერთოდ, არაფერი. სიგარეტის კვამლში იყო გახვეული და თავისი ფანჯარა ჩამოწია.
_ დე, მალე ვერ მოვალ
_ რატომ?
_ ლალოსთან ავალ
_ მიდი დამალაპარაკე _ ღიმილი შეეპარა ხმაში ელენეს.
_ ვინ დედა? _ მაგრამ ელენემ აღარაფერი აღარ უპასუხა. ნინაკამ ტელეფონი ზუკას გადაუწოდა.
_ კი... ჰო... მესმის... არა რათქმაუნდა... სისულელეა... ვიცი _ აქ გაეცინა. ნინაკა უკვე ნერვიულობისგან ადგილას ვეღარ ეტეოდა _ კარგი... რა პრობლემაა... არც იფიქროთ.
_ რა გითხრა? _ ტელეფონი გამოართვა და მაშინვე შეხვდა მისი თვალები ზუკასას. ბიჭმა უთქმელად დაძრა მანქანა და მერე ხმა აღარც ამოუღიათ. უსმენდნენ coldplay-fix you და ჩუმად ისხდნენ.
___________

_ სად მივდივართ ზუკა? _ სადღაც ჩიხში რომ შევიდნენ, მაშინ ამოიღო ხმა.
_ ნუცუბიძის ყველაზე ბინძურ ადგილას _ მერე მისკენ მოიწია და მხარზე ხელი მოხვია. ნინაკას ერთიანად გააჟრიალა და ნერწყვი ძლივს გადაუშვა ყელში.
_ იცოდე, თუ რამეს დამიშავებ _ ღრმად ჩაისუნთქა და ასამდე თვლა დაიწყო. ამ დროს მშვიდდებოდა, თითქოს ხვდებოდა რომ ორ რამეზე არ ღირს ნერვიულობა:რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება. და ნეიტრალურ მხარეზე ჯერ არც კი უფიქრია.
დიდი სახლი იდგა. წარსული სიდიადე თითქოს შერჩენოდა კიდეც, თუმცა ეტყობოდა რომ კარგი არაფერი ხდებოდა აქ. ხმაური გამოდიოდა, იქაურობა ყარდა სიგარეტის სუნად და ძირს რამდენიმე ადგილას ნახმარი/გამოყენებული შპრიცები ეყარა.
_ აქ არ უნდა ვიყოთ. წამიყვანე ზუკა _ სისხლი საფეთქელთან მოაწვა და თითქოს ყველაფერი გაახსენდა. საერთოდ ყველაფერი.
_ შევედით _ კარზე მსუბუქად დააკაკუნა, ხელი უფრო ძლიერად მოხვია და რამდენიმე წამში კარები გაიღო.
_ პრივეტ _ კარებში ელენეს ასაკის ქალი იდგა, თუმცა ჯერ კიდევ თინეიჯერობა შენარჩუნებული, საზიზღარი მაკიაჟით და ძალიან მოკლე კაბით, რომლის ჩაცმაც და არ ჩაცმაც ერთი და იგივე იყო.
_ აბა ენა მანახე _ ისე უთხრა ნინაკას, ინსტიქტურად გამოყო ენა გოგონამ და რაღაც სრიალა, თეთრი აბი რომ დაუდეს ენაზე, დაბნეულმა გადაყლაპვაც ვერ მოასწრო, ზუკამ ლოყებზე რომ მოუჭირა ხელი და აბი ძირს დააგდებინა.
_ წესი პირველი, ენა არავის გადმოუგდო _ მკაცრად გადახედა, ისევ მოხვია ხელი და ქალს უკან მიყვნენ.
_ სტუმრები? _ ძალიან დიდი, ძველი დივანი იდგა შუაგულში. ნინაკამ იქ გაწოლილებს გადახედა.
_ თითქმის. საქმიანი სტუმრები _ ისევ იმ ქალმა გაიცინა და მერე რაღაცნაირად აათვალიერა ნინაკა _ არ გაგვაცნობ?
_ საჭიროება არ მოითხოვს ნინია _ ხელი ჩაკიდა გოგონას ზუკამ და კიბეებისკენ წავიდნენ.
_ ნოე, ჩემი ბოთლი სად არის _ ზემოდან ღრიალი რომ გაიგო, ოდნავ შეხტა. ტირილი უნდოდა ნინაკას და ვერ ტიროდა.
_ არ ვიცი შე^ჩემა, მე რატომ უნდა ვიცოდე ვა _ ამანაც ღრიალით უპასუხა.
_ ზუკა _ დაიჩურჩულა და მხარზე მიეკრო. უთქმელად დაიწყეს კიბეებზე ასვლა. ნინაკას გული საზიზღრად წიწკნიდა. აქაურობა უცნაურ შეგრძნებას უტოვებდა. ეს ნარკომანთა ბუდე...
_ მაპატიე კარგი? _ მისკენ შემობრუნდა ზუკა. ჯერ არასდროს უთქვამს ასე და ასეთი ხმით ნინაკასთვის არაფერი. მეორე სართულზე იყვნენ, რაღაც კარებთან და ზუკამ სახელური ჩამოსწია და კარი ფართოდ გააღო. ჯერ საწოლზე მიგდებული ლუკას სხეული იცნო, მერე ლუკას ხმაურიანი სუნთქვა გაიგო, მერე მის სახეზე გულისამრევი, საზიზღარი ღიმილი დაინახა და მარჯვენა ხელზე აწეული მაისური. ცხვირი აეწვა, მუცელთან ერთად და ხელები აუკანკალდა. ერთად გრძნობდა სიძულვირს და იმედგაცრუებას.
_ ლუკა, შენ ხარ? _ თითქოს ვერც იჯერებდა. ზუკას ხელი გამოგლიჯა და მასთან მიირბინა. შეხება ვერ გაბედა. ბიჭი უყურებდა, მაგრამ ნინაკამ იცოდა რომ ვერაფერს ხვდებოდა და ვერც მას ცნობდა _ მე ვარ, გამოფხიზლდი რა, რას გავხარ იცი? _ უღრიალა. ხმა ვერ დაიმორჩილა. მარჯვენა ხელი ასწია და ისე დაარტყა, ლოყა აუწითლა
_ ნინაკა, დაანებე თავი, ნინაკა _ მეორედ რომ დაარტყა და ლუკას ცხვირიდან სისხლმა დაიწყო დენა, ზუკა მოვიდა და უკნიდან მოეხვია. გოგონა წინ იწეოდა და სულ მალე ტირილს დაიწყებდა.
_ როგორ გაბედა? რატომ გააკეთა ეს? რამდენი ხანია, შენ რატომ იცი ზუკა? _ მიუბრუნდა და დაღლილი თვალებით მიაშტერდა.
_ გავიგე უბრალოდ და არ მინდოდა ასე გენახა, მაგრამ გაგაფრთხილე რომ არ იყო ეს ტიპი საშენო ნინაკა.
_ რას ნიშნავს ეგ ზუკა? ადამიანებს არ არჩევენ, არ ახარისხებენ გაცნობისას, გესმის? მე მეგონა რომ, მიყვარდა _ სახეზე აკანკალებული ხელი აიფარა. ზუკას თვალებმა გასცა.
_ გიყვარდა?
_ არა, რომ მიყვარდეს, აქედან წავიყვანდი და შენ ამას არ გაპატიებდი. რომ მიყვარდეს ეს ნაგავი. ხედავ რა არის? ხედავ როგორია? _ ზიზღით აევსო ხმა. წარსულმა მთელი შიგნეულობა აუწვა. აფეთქება მუცელში და გადატრიალება გონებაში. ვერაფერს უხერხებდა მოგონებებს. ვერაფერს უხერხებდა ელენეს ტკივილით სავსე თვალებს სანდროზე საუბრისას და არ დაუშვებდა იგივე შეცდომას... არასდროს.
_ გავიდეთ _ ნინაკა ძალით გაიყვანა ოთახიდან და სანამ კარებს მიკეტავდნენ, რაღაც სურათს მოკრა თვალი. მერე ელენეს სახე და კიდევ ვიღაც ბიჭის სახე გააჩია ბუნდოვნად და სწრაფად გაჩერდა.
_ იქ რა არის? _ თითით ძლივს უჩვენა დაბალი უჯრა.
_ არ ვიცი ნინაკა, ეს ოთახი ლუკასი არ არის.
სუნთქვა დაუმძიმდა. უკვე ტიროდა, სახეს უწვავდა ცრემლები და გამოსახულება რომ არ ამღვრეოდა, ცალი ხელით გამეტებით იწმენდდა თვალებს, ცალით ფრთხილად, ძალიან ნაზად ეფერებოდა სურათზე მყოფებს... ელენე და სანდრო. ალბათ ეს სანდროა? ალბათ ეს მამამისია... ამ ფოტოზე ღიმილი აქვთ აკრული... ელენე როგორ უყურებს სანდროს და სანდრო როგორ უყურებს ელენეს... ჯანდაბა...
_ ნინაკა, წავიდეთ _ ხმას ვერ იღებდა, ყელში უჭერდა ცრემლის დიდი ბურთი და სუნთქვაც უჭირდა. სლუკუნებდა, სახიდან კიდევ მარილიანი ცრემლები არ შორდებოდა. ფოტო ძალიან ძველი არ იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ მოვლილი და ძვირფასი იყო აქაურებისთვის. სანდრო... როგორი კარგი იყო აქ... საერთოდ არ ეტყობოდა, სიკვდილს თუ აპირებდა. როგორი ცუდი სიტყვაა სიკვდილი. ისეთივე ცუდად ჟღერს, როგორც მკვდარი. არაფერს რომ გეუბნება, მხოლოდ იმას რომ უკან არ ბრუნდებიან და არც სხვაგან მიდიან. გარდაცვალება ბევრად სჯობს სიკვდილს.
_ ფოტო დადოს მაგან და წადით ან გადაიხადეთ და მოგაწევინებთ _ უკან იმ ქალის გაყინული ხმა გაიგო. ზუკამ რაღაც უპასუხა, მაგრამ ეგ ვეღარ გაიგო. აკანკალებული ხელებით აიღო სურათი, იქვე დადებული შროშანის კულონიც, ვერცხლის ძეწკვით და მუჭში მოიქცია. ბარბაცით წავიდა კარებამდე და ზუკას ხელები რომ არა, დაეცემოდა. კიბეებზე ჩასვლა ისე გაუჭირდა, აცახცახებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა.
_ მეცნობა ეს გოგო _ დივანზე მსხდომებს გადახედა. ერთ-ერთი გამჭოლი მზერით უყურებდა და თავიდან ბოლომდე აათვალიერა _ სანდროს და ელენკას ფოტო რატომ მიეცით? _ ხმა მაშინვე სასტიკი გაუხდა. ფეხზე წამოიჭრა და ნინაკასკენ წამოვიდა, მაგრამ ზუკას შეხედა და გაჩერდა.
_ ამის დედას შევ*ეცი. ნინაკა? ნინაკა გქვია შენ? _ ქალის ყვირილზე სახეები ეცვალათ. აქამდე ფეხზე მყარად რომ იდგა, იმ კაცს სახე გაუფითრდა და თვალები გაუშტერა გოგონას.
_ შეცდომაა, აქ რატომ ხარ? ზღაპარია ეს, დამთხვევა არარის, ზღაპარია _ ისტერიული, შეშინებული ხმა ჰქონდა. ზუკა დაბნეული იდგა, ცდილობდა ნინაკა წაეყვანა, მაგრამ გაშეშებული გოგონა ადგილიდან არ იძვროდა. აღარ ტიროდა, თვალებში უზარმაზარი სიძულვირი ედგა და ისეთი ზიზღი, ასეთი ჯერ არც ელენეს თვალებში ენახა არავის.
_ თქვე ნარკომანებო, მკვლელებო _ ამოიჩურჩულა და თვალი სათითაოდ ყველას გადაავლო.
_ რამხელა გაზრდილხარ, არ მჯერა _ თითქოს არც გაუგიათ.
_ ნაბიჯიც არ გადმოდგათ ჩემსკენ. არ შემეხოთ _ იყვირა, როგორც კი ნინიამ მისკენ წამოიღო ხელი მოსაფერებლად.
_ პირველად რომ შეგვხვდი, ვერც მაშინ ვერ შევძელით. არც მაშინ მოგვეცი უფლება. ისეთივე ხარ, ელენე სხვანაირს არც გაგზრდიდა _ ღიმილით დასწია ხელი. თითქოს აღიარა და თითქოს დანებდა.
_ დედაჩემი არ ახსენოთ, მომიყვა თქვენზე, ვიცი... _ უკან დაიხია და ზუკას შეხედა. მიუხვდა ბიჭი და ისე წავიდნენ, აღარაფერი უთქვამთ.

სახლიდან გამოსვლის შემდეგ რაღაც საშინელი სიცარიელე იგრძნო. სულის სიცარიელე და ტკივილი.
_ ზუკა, იცოდი და მაინც გამიკეთე ეს?
_ რომ მცოდნოდა, აღარ წაგიყვანდი და ისე ჩავაძაღლებდი იმ ნაბი*ჭვარს _ მტკიცე ხმა ჰქონდა.
_ დაანებე თავი ლუკას _ მეტი არაფერი უთქვამთ. ისევ coldplay-fix you და იგივე გზა.
_ მომაწევინე რა _ ახლა ნინაკაც ეწეოდა. ზედიზედ ხუთი ღერი ჩაწვა, ფილტვები გაინადგურა და სახლში მოსული იმის ძალაც აღარ ჰქონდა, მანქნიდან გადმოსულიყო.


8888

ყველაზე ცუდი თავია. ვერ ვიტან.



№1  offline წევრი ghghg

Aუუ რა მოხდ ვერ გავიგ შეგიძლიატ ამხსნთ ?..

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ რაღაცნაირად ცუდ გუნებაზე დამაყენა. როგორც მოთხრობას კარგი განვითარება აქვს მომწონს და მაინტერესებს რა მოხდება. ზოგჯერ საჭიროა ასეთი მძიმე თავების დაწერაც. კარგი იყო მომეწონა მაგრამ ძალიან მძიმე იყო წასაკითხად ჩემთვის. ლუკა მომწონს და არ ვისურვებდი მისთვის ნარკომანობას მაგრამ რას ვიზამთ მე ის მაინც მომწონს. ველოდები შემდეგს მოუთბენლად!

 


№3  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ყველაზე მაგარი თავი იყო
იმდენად მიყვარს, თავებს ვერ ვარჩევ
ნინია...
ზუკა ^^
ელენიკო, კაი ტიპი ხარ ყველაფრით

 


№4  offline წევრი NiniG-1

ghghg
Aუუ რა მოხდ ვერ გავიგ შეგიძლიატ ამხსნთ ?..

სანამ ყვავიან შროშანები წაიკითხე და მიხვდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent