შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 5 (+15)


23-12-2016, 23:52
ავტორი Constance
ნანახია 1 986

-ბიჭები არ მომწონს - მკაცრად ვუთხარი ჩემს ანარეკლს.
- თიო, შენ ბიჭზე ეჭვიანობ, რომელიც შენს მაგივრად შენს დასთან დაახლოებას ცდილობს - მიპასუხა მან.
- მოკეტე თიო! - დავუყვირე გაბრაზებულმა.
- კარგი, დიმიტრი არ მოგწონს! - მომახალა ანარეკლმა.
- ჩემს თავს ველაპარაკები - სარკეს მოვშორდი და ტანსაცმლის კარადას მივეყუდე.
კარზე კაკუნი მომესმა და დედაჩემი შემოვიდა - თიო, შენს თავს ელაპარაკები? - მკითხა ინტერესით.
- ჰო. და ჩემს თავს ნერვებს ვუშლი - ჩავიბუზღუნე.
- კარგი მაშინ. სადილისთვის რა გინდა?
- არაფერი. მინდა შიმშილით მოვკვდე. ნაგავი ცხოვრება მაქვს - თავი კარადას დავარტყი.
- თიო მორჩი ამის კეთებას. ტვინი უკვე საკმარისად გაქვს დაზიანებული - ამოიოხრა დედამ.
- აზრი არ აქვს, უბრალოდ რამე საჭმელი გააკეთე. სად არის ტალია? უკვე ოთხია - საათს შევხედე.
- სახლში მოდის. ეხლახანს მომწერა - მიპასუხა დედაჩემმა.
- დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მანქანაში ჩაკეტავს, სახლში წაიყვანს და ცუდ რაღაცეებს გაუკეთებს. მართლა უნდა აუკრძალოთ მასთან ერთად მგზავრობა - ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- თიო, რატომ გძულს ეს ბიჭი ესე ძალიან? ჰო, განსხვავებულად იცვამს და ზედმეტად კაშკაშაა, მაგრამ კარგი ბავშვი ჩანს.
თმა ავიჩეჩე - არ ვიცი რატომ მძულს! - ხმას ოდნავ ავუწიე - უბრალოდ მძულს! რაღაც აქვს რაც წარმოუდგენლად მეზიზღება.
- როდესაც ბავშვები ვიყავით, მამაშენს ვერ ვიტანდი. შეიძლება ხანდახან ზედმეტად უხეშია, მაგრამ მე სულ უბრალოდ მძულდა. ეხლა კი შეხედე, მასზე დავქორწინდი და ორი შვილი გვყავს - მითხრა დედამ, ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და შემომხედა.
- გინდა თქვა, რომ დიმიტრიზე დავქორწინდები და ორი შესანიშნავი შვილი გვეყოლება?
- ნუ.. მე შესანიშნავი არ მიხსენებია.
- დედა!
ჩაიცინა - მხოლოდ იმას ვამბობ თიო, რომ როდესაც ვიღაც უმიზეზოთ გძულს, ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ მოზღვავებულ გრძნობებს სახელს ვერ არქმევ და სიძულვილად აღიქვავ - მითხრა და მხრები აიჩეჩა.
- ბიჭები არ მომწონს! - ვთქვი გაბრაზებულმა.
- შეიძლება მოგწონს თიო. შეიძლება ორივე სქესი გიზიდავს ან შეიძლება მხოლოდ დიმიტრი გიზიდავს.
სახე გამიწითლდა - დედა! გაჩუმდი! არ ვარ გეი! - დავიყვირე.
- უბრალოდ ეს ვარიანტი არ გამორიცხო. კარგად გიცნობ თიო, უხასიათო, სარკაზმული და უხეში ხარ, მაგრამ ტყუილად არავინ არ გძულს - მითხრა და ფეხზე წამოდგა.
- სადილზე ქუესადილა (მექსიკური კერძი) მინდა- ვუპასუხე და ზურგი ვაქციე.
- ქუესადილა შენი ‘კომფორტული’ საჭმელია - მითხრა სიცილით - ასე რომ დედიკო ისევ მართალია. უბრალოდ იფიქრე ამაზე თიო.
ჩემი ოთახიდან გავიდა და კარი დახურა. ამოვიოხრე, საწოლზე დავწექი და თვალები მოვისრისე.
- სიმართლე ვერ იქნება - ჩავიჩურჩულე ჩემთვის.
მაგრამ... იქნებ დედა მართალია?
ჰომოფობი არ ვარ. უბრალოდ არასდროს ჩამითვლია ჩემი თავი გეით, ბისექსუალად და არც დავეჭვებულვარ. ბიჭის მიმართ არასდროს მქონია გრძნობები. მხოლოდ გოგოები..
ჰომოსექსუალობის გამო არ ვიყავი პანიკაში. უბრალოდ დიმიტრის მიმართ გრძნობები მაშინებდა.
გავიგე როგორ შემოვიდა ტალია სახლში, ავდექი და გადავწყიტე მას დავლაპარაკებოდი. დაბლა ჩავედი და დავინახე, რომ ჩემი და, სამზარეულოში მშობლებს ელაპარაკებოდა.
- შენ.. ჩემთან ერთად მოდიხარ - ხელი მოვკიდე და გამოვათრიე.
- უჰ... ველაპარაკებოდი - დედაზე და მამაზე მიმითითა.
- წარსულ დროში - სამზარეულოდან გავიყვანე და ჩემს ოთახში ავედით.
საძინებლის კარი დავხურე და საწოლზე ჩამოვჯექი. ტალიაც შემომიერთდა და ინტერესით დამაკვირდა.
- რა ხდება? - მკითხა მან.
- დიმიტრი. მას მოსწონხარ? - ვკითხე პირდაპირ.
ტალიამ მხრები აიჩეჩა - არ ვიცი. კიმი ამბობს, რომ უბრალოდ ყველას ეფლირტავება. რატო მეკითხები?
- იმიტრომ რომ დენი ოდონელთან იყო. დენისთან, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია, მასთან ყოფნა ძნელია და თანაც თავშეკავებული ადამიანია. უფროსწორად თავშეკავებული იყო, სანამ დიმიტრი გამოჩნდებოდა.
- შენი უხვსიტყვაობა მაოცებს - მითხრა და თვალები გადაატრიალა - რა მნიშვნელობა აქვს? სერიოზულად ფიქრობ, რომ უბრალოდ ავდგები და დიმიტრისთან დავწვები? თიო, ამ ბიჭს დაახლოებით ერთი კვირაა ვიცნობთ.
- ჩემზე რამე თქვა?
- როგორც გითხარი, ის უბრალოდ გეხუმრება. ძალიან იშვიათად თუ გახსენებს როდესაც ახლომახლო არ ხარ. რატომ მეკითხები?
- ტალია, გეის ვგავარ? ოჰ ღმერთო. საერთოდ გეი ხალხი რამით გამოირჩევა? - ვკითხე ოდნავ შეშინებულმა.
- უჰ... თიო? გეი ადამიანები ისევე გამოიყურებიან, როგორც ჰეტეროსექსუალები. უბრალოდ მათ იგივე სქესი მოსწონთ - თვალები გაუფართოვდა - მოიცადე ერთი წუთით. დიმიტრი მოგწონს?
- დედამ თქვა, რომ შეიძლება მომწონდეს - ვთქვი საცოდავად - და ბოლოს როდის იყო მისი ნათქვამი მცდარი?
- არასდროს - თქვა შემცბარმა ტალიამ - ეს ქალი არასდროს ცდება.
- კარგი, სერიოზულად, არ ვიდარდებდი ვინმე სხვა რომ იყოს, მაგრამ დიმიტრი? - თმაში ხელი შევიცურე.
- თუ მის ჩაცმულობას არ მიაქცევ ყურადღებას, კარგი ადამიანია. ის და კიმი, ორივე კარგები არიან. კიმმა სიტყვა გადამიკრა, რომ დიმიტრი ოდნავ ცვალებადი ხასიათისაა, მაგრამ მხიარული და კეთილი ჩანს - მითხრა მან და ხელი მხარზე გადამხვია.
ფაქტი, რომ ჩემს ორიენტაციას ეჭვქვეშ ვაყენებდი, ჩემს ოჯახს ოდნავაც არ აღელვებდა. ძალიან გონებაგახსნილნი არიან და ორიენტაციის მიუხედავად შეუძლიათ ადამიანის მიღება. იმის თქმა, რომ გეი ვიყავი ან ჩემს ორიენტაციაში ვერ გავარკვიე, იგივე იყო მეთქვა, ძაღლები მომწონს მეთქი. უბრალოდ ჩვეულებრივი რაღაც იყო, არც ასაღელვებელი და არც სანერვიულო.
- მაგრამ ტალია, დიმიტრი არ მომწონს! - დავიჟინე.
- როდესაც აკოცე, როგორი გრძნობა იყო?
- არ ვიცი - ვაღიარე - შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ მე თვითონაც ვერ მივხვდი რას ვგრძნობდი.
- რატომ არ ცდი მასთან ნორმალურად დალაპარაკებას? მხოლოდ ერთხელ - შემაგულიანა ჩემმა დამ.
ცოტა ხანს ვფიქრობდი, შემდეგ ამოვიოხრე - ჰო, კარგი.
- მეოთხე გაკვეთილზე ჩვენთან დავსვავ - მითხრა, ადგა და თმა ამიჩეჩა.
- ამას ნუ აკეთებ - თვალები დავუბრიალე და ხელი მოვაშორებინე.
ჩაიცინა და ჩემი ოთახიდან გავიდა. მთელი ღამის განმავლობაში, ვფიქრობდი ნორმალურად როგორ მელაპარაკა დიმიტრისთან.
***
- ოლივერ, მორჩი! - დავუყვირე ბიჭს, რომელმაც დაკრძალვის ცერემონიის სიმღერა დაიწყო, როდესაც ტალია დიმიტრისთან ერთად შემოვიდა კაფეტერიაში. ჩვენს მაგიდასთან მოვიდნენ და ამან ოლივერი გააჩუმა.
- დილა მშვილობის პატარა თეოდორ - მომესალმა დიმიტრი და ტალიას გვერდით დაჯდა.
ამჯერად ვარდისფერი, მხრებზე თვლებით მორთული, მაისური ეცვა. შავი, უთითო ხელთათმანი, ჩვეული სამაჯურები და ყელსაბამზე საგვარეული ბეჭედი ეკეთა. თეთრი, მოტკეცილი, მუხლებზე გადახეული ჯინსი ეცვა და შავი შარფი შემოეხვია, თავისი ინიციალებით.
- სალამი - ჩავიბუზღუნე, უეცრად გეგმა დამავიწყდა. მისი შეხედვაც კი ნერვებს მიშლიდა.
- რაში გჭირდებოდა ჩემი დახმარება? - ჰკითხა ტალიას და შევამჩნიე, რომ ვარდისფერმა მაისურმა მისი თვალის ფერი მკვეთრად გამოაჩინა.
ტალია ჩანთაში ჩაძვრა - აუ, ჯანდაბა. ჩემს კარადაში დამრჩა. მალე მოვალ.
ადგა და კაფეტერიიდან გავარდა. ოჰ, ქუდები მოიხადეთ, ჩემი ბოროტი და მოემართება და დიმიტრისთან ერთად მარტო მტოვებს.
ოჰ და ოლივერიც. ჰო ისიც აქ არის. ჰმ... შეიძლება მართლა უმნიშვნელო უკანა პლანის პერსონაჟია...
დიმიტრი სკამზე გასწორდა და საზურგეს გადაეყუდა. მისი მაისური ოდნავ აიწია და მუცელი გამოუჩნდა.
- სასიამოვნო ხედია, პატარა თეოდორ? - დიმიტრიმ ხელი მოშიშვლებულ ადგილზე დაიდო, გასწორდა, გაიკრიჭა და დასაფარად მაისური ჩამოიწია.
- არა - თვალები დავუბრიალა.
- ვფიქრობ საერთოდ ჩემი აქ ყოფნა გსიამოვნებს, იმაზე მეტადაც კი ვიდრე შენ გინდა - მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ ჩემსკენ გადმოიხარა.
- ვფიქრობ ჩემი გაბრაზება გსიამოვნებს - სკამი ოდნავ უკან გავწიე. ჰო, ნამდვილად საშინელი იდეა იყო.
- შენთვის ბევრი რამის გაკეთება მესიამოვნებოდა - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
- თავს დავდებ და ყურსასმენებს გავიკეთებ, ჩათვალეთ, აქ არც ვარ - ოლივერმა ის გააკეთა რაც გვითხრა. მოღალატე!!
- მომწონს ეს გამოხედვა შენს თვალებში, პატარა თეოდორ. აქამდეც მინახავს. ამტკიცებ, რომ გძულვარ, მაგრამ ესე არ არის - გაიკრიჭა და თვალებში მომაჩერდა.
კბილი კბილზე დავაჭირე და გავჩუმდი, დარწმუნებული არც ვიყავი რომელი ვამბობდით სიმართლეს. მაგრამ როგორ შეიძლება ეს ბჭყვიალა არსება არ მძულდებოდა?
დიმიტრიმ იისფერი თმის კულული ხელზე დაიხვია და ბჭყვიალები მაგიდაზე დაიყარა.
- შეგიძლია აღიარო - ჩაიცინა მან - არავის ვეტყვი. ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება.
- არაფერი მაქვს ისეთი, რაც უნდა ვაღიარო - მზერა მოვაშორე და იატაკს დავაჩერდი.
დიმიტრიმ ნიკაპზე ხელი ნაზად მომკიდა, თავი ამაწევინა, ისე რომ მის სუსხიან თვალებში ვიყურებოდი. ცერა თითით ისევ ლოყაზე მომეფერა.
- როგორ არა - მითხრა ჩაფიქრებულმა. ტუჩებზე შემომხედა - სინამდვილეში, ძვირფასო, ვფიქრობ რომ ბევრი რამ არის, რაც უნდა აღიარო.
ხელი გავაშვებინე, გული სწრაფად მიცემდა. ავდექი და ლამის სკამიდან გადავყირავდი. დიმიტრი მშვიდად მადევნებდა თვალს.
- ჩემგან თავი შორს დაიჭირე - ვთქვი აკანკალებული ხმით - უბრალოდ ჩემგან თავი შორს დაიჭირე, ბჭყვიალა შეშლილო.
შევტრიალდი და კაფეტერიიდან გავვარდი. არ მინდოდა იქ ყოფნა. არ მინდოდა დიმიტრისთან ყოფნა. არ მინდოდა ისევ შემხებოდა.
- თიო? თიო, რა მოხდა?
ტალია დერეფანში დამეწია, წიგნი ხელში ეჭირა და თვალი დაკვირვებით შემავლო.
- არაფერი! უბრალოდ დიმიტრი მომაშორე! - დავუყვირე, გვერდით გავწიე და ბიჭების ოთახში შევარდი, სადაც ვერ შემომყვებოდა.
კედელს მივეყუდე და იატაკზე ჩავცურდი, თავი ხელებში ჩავრგე. შანსი არ იყო, რომ მის მიმართ მართლა მქონოდა გრძნობები, ხომ ასეა?
თავი ავწიე, ავდექი და ხელი თმაში შევიცურე. არა, დიმიტრი ვერ მომეწონებოდა, ასე რომ ეს დამაბნეველი გრძნობები, ვინმეს დახმარებით უნდა მომეშორებინა.
***
მეცხრე გაკვეთილზე, სასწავლო შესვენებაზე შევედით და დავსხედით. დიმიტრისთან მეოთხე გაკვეთილის შემდეგ არ მილაპარაკია, მას შემდეგ ვაიგნორებდი.
ზარი დაირეკა, ის და კიმი ოთახში შემოვიდნენ. დაველოდე სანამ დასხდებოდნენ, შემდეგ ალექსისკენ გავიხედე.
- პატარა თეოდორ, არ მელაპარაკები - მითხრა დიმიტრიმ, სკამი ჩემსკენ მოაბრუნა და სახეზე შემომხედა - მწყინს.
მაგრამ სახეზე ღიმილი და თვალებში მხიარულება მიანიშნებდა იმაზე, რომ იტყუებოდა. ხელები, მერხის ქვეშ მოვმუშტე და ყურადღება არ მივაქციე.
- უბრალოდ არ მესმის.
გავიგონე ხმა და მისი მიმართულებით შევტრიალდი, ალექსს შევხედე, რომელიც თავის დავალებაზე ანიშნებდა.
- ეკონომიკა არ მესმის - განაგრძო მეგობართან ლაპარაკი.
- ვინმე ნახე ვინც დაგეხმარება. მე არაფერი ვიცი - სიცილით უპასუხა მეგობარმა - ისეთივე ცუდი ვარ ეკონომიკაში, როგორც შენ.
შენი სვლის დროა, თიო.
დიმიტრის საზიზღარი მზერა ვესროლე, ავდექი და ნელა მივედი ალექსთან. ტალია და ოლივერი გაოცებულნი მიყურებდნენ. დიმიტრიმ თვალს ინტერესით მადევნებდა.
- უმ... უკაცრავად - ალექს მხარზე ხელი დავადე.
შემომხედა - დიახ?
- თქვენი საუბარი მომესმა. ეკონომიკაში რამე ვერ გაიგე? - მის დავალებაზე მივუთითე.
ამოიოხრა და თავი დამიქნია, თმა ყურს უკან გადაიწია - ჰო, ვერასდროს ვიგებ, აზრი არ აქვს როგორ ვეცდები.
- საკმაოდ კარგად ვიცი. თუ გინდა, შემიძლია დაგეხმარო - გავუღიმე მას.
- ძალიან კარგი იქნება! ჰეი, მეოთხე გაკვეთილიც შენთან ერთად არ მაქვს? - მკითხა ალექსმა.
თავი დავუქნიე - ჰო, ერთად გვაქვს.
- მშვენიერია, და მადლობელი ვიქნები თუ დამეხმარები - ოდნავ წამოწითლდა.
- არანაირი პრობლემა არ იქნება. ჰო და ჩემი სახელი თიოა - ვუთხარი გოგონას.
- ალექსი - მიპასუხა და საყვარლად გამიღიმა.
- ჩემს ზურგჩანთას ავიღებ - მაგიდას დავუბრუნდი. გავიკრიჭე, მეგობრებს თვალი ჩავუკარი და ჩანთა მხარზე გადავიკიდე.
- ალექს, ეს თიო ლაითია. ერინს დაწყებით კლასებში ხვდებოდა. მან თქვა, რომ ყველაზე სასიამოვნო ბიჭია, რომელსაც ოდესმე შეხვედრია. საყვარელია - უთხრა ალექსს მეგობარმა. როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდა ჩურჩული რა იყო.
- და ეხლა საყვარელ ‘მე’-ს, ოცნების გოგოსთან შანსი აქვს - ვუთხარი დაბალ ხმაზე ტალიას და ოლივერს.
ისევ ალექსთან დავბრუნდი და დავალების დასრულებაში დავეხმარე, ეკონომიკა ერთადერთი საგანი იყო, რომელსაც კარგად ვსწავლობდი. ალექსი გაოცებული ჩანდა ჩემი ცოდნით.
- ვაუ. ძალიან დიდი მადლობა თიო - თქვა მან, როდესაც ყველა კითხვას პასუხი გავეცით.
- არაფერს. მოხარული ვიქნები ნებისმიერ დროს დაგემხარო - ვუპასუხე გულწრფელად.
- ფრთხილად იყავი, როდესაც ამას ამბობ, იმიტომ რომ შენს შემოთავაზებას დავთანხმდები - გაიცინა და დავალება ჩანთაში ჩაიდო.
- გამიხარდება ამას თუ იზავ - ვუთხარი და ვეცადე თავი შემეკავებინა არ მეკოცნა, არ წამეყვანა ვეგასში და მომდევნო 24 საათში არ დავქორწინებულიყავი მასზე.
პატარა ნაბიჯები თიო. პატარა ნაბიჯები.
ზარი დაირეკა, ალექსი ადგა და ზურგჩანთა აიღო. მეც მასავით მოვიქეცი.
- კარგი, დიდი მადლობა თიო, მართლა ძალიან ჭკვიანი ხარ - მითხრა მან.
- ეკონომიკაში კი - თავი დავუქნიე.
- როგორი თავმდაბალი ხარ პატარა თეოდორ.
ამოვიოხრე - დიმიტრი, თავი დამანებე!
გაიცინა და ცერა თითები ჯიბეებში ჩაიწყო - იმის სათქმელად მოვედი, რომ შენი და სკოლის შემდეგ რჩება ჩემთან და ძვირფას კიმბერლისთან ერთად. ტალია მასწავლებელს უნდა დალაპარაკებოდა და მთხოვა შენთვის გადმომეცა.
გარშემო გაკვირვებულმა მიმოვიხედე, გავაცნობიერე, რომ ტალია წასულიყო. ოლივერი კართან მელოდებოდა და ისე შემომხედა, რომ მეუბნევოდა ალექსთან დრო გამეწელა.
- შეეძლო უბრალოდ მოეწერა. დანაბარები უკვე გადმომეცი, ნახვამდის - ვუთხარი უხეშად.
დიმიტრიმ თავი გააქნია, თმიდან ბჭყვიალები მხარზე ჩამოეყარა - როგორც ჩანს, ბედნიერი უნდა ვიყო ისევ რომ მელაპარაკები. ალბათ შენც გაბრაზებული ხარ, შენს ფლირტს რომ ხელს ვუშლი.
გავწითლდი და ზიზღით შევხედე. ხელები მოვმუშტე, მოვემზადე დამერტყა, რომ უბრალოდ თავი დაენებებინა, მაგრამ ალექსმა დამასწრო და უთხრა
- თუნდაც ეფლირტავა, შენი საქმე არ არის. თავი დაანებე - უთხრა გოგონამ და დიმიტრის სიძულვილით შეხედა.
- აჰ, არადა როგორი სასიამოვნო ჩანდი სანამ ხმას ამოიღებდი - უთხრა დიმიტრიმ და ჩაიცინა - როგორც ჩანს პატარა თეოდორს ის იზიდავს, ვისაც ისევე ვეზიზღები როგორც თვითონ.
- რთულია არ მძულდე, მას შემდეგ რაც ზოის გაუკეთე - უთხრა ალექსმა.
- შენ ზოის მეგობარი ხარ? - ინტერესით ჰკითხა დიმიტრიმ.
- შენი საქმე არ არის, შე ბჭყვიალა შეშლილო - ალექსმა ხელი მომკიდა და დიმიტრისგან მოშორებით წამათრია.
- იცნობ? - ვკითხე გაოცებულმა.
თავი გააქნია და ხელი გამიშვა - არა, მაგრამ ვიცი რაც გაუკეთა ზოი ტარბანიას. ძალიან სასიამოვნო გოგონა იყო, სანამ მასთან დაწვებოდა.
- უკვე ვფიქრობ, რომ ამას ხშირად აკეთებს - ჩავიბუზღუნე, დიმიტრის მიმართ სიძულვილით. არ უნდა იყენებდე ადამიანებს მათთან დასაწოლად და შემდეგ ისე არ უნდა მიაგდო, თითქოს არაფერი მომხდარა. როგორ ვიფიქრე, რომ მის მიმართ რამე გრძნობა მქონდა?
- მასთან ერთად ხშირად გხედავ. როგორც ვფიქრობ თქვენ ორნი ერთმანეთს იცნობთ - მითხრა ალექსმა, როდესაც დერეფანს გავუყევით. ოლივერმა ადგილი შეიცვალა და ეხლა მოთმინებით მელოდა დერეფანში.
თავი გავიქნიე - ნაჰ, ამ ბიჭის ატანაც არ მაქვს.
- დიმიტრი... ვინც არ უნდა იყოს. მეც გულს მირევს - თავი გააქნია ალექსმა.
- ივანოვ. დიმიტრი ივანოვი. ჩემი გაღიზიანება უყვარს - ჩავიბუზღუნე.
- სახლში უნდა წავიდე, მაგრამ მადლობელი ვიქნები თუ ისევ დამეხმარები. ანუ... თუ პრობლემა არ არის - ოდნავ გაწითლდა.
- მოხარული ვიქნები - გავუღიმე მას.
- მადლობა თიო, ნახვამდის - ხელი დამიქნია და წავიდა.
- ესეც ჩემი ბიჭი!
ოლივერი ზურგიდან მომახტა, შევბარბაცდი და ორივენი კარადას შევასკდით. მოვიშორე და გავიკრიჭეთ.
- და ფიქრობდით, რომ ვერასდროს დაველაპარაკებოდი? - ვკითხე ნიშნისმოგებით.
- უნდა ვთქვა, რომ ვეჭვობდი ვერასდროს შეძლებდი - გულახდილად მიპასუხა ოლივერმა და დერეფანს ჩავუყევით.
- ჩემთან სამეცადინოდ დავპატიჟებ - ვუთხარი მას.
- ჰო, მისი სხეულის შესასწავლად - მიპასუხა ოლივერმა.
- რა თქმა უდნა - ისევ გავიკრიჭეთ.
- უბრალოდ დაიმახსოვრე: ჯერ ძმები. არც გაბედო ჩვენი ძმური რომანის დავიწყება ვიღაც გოგოს გამო, თიო! - მკაცრად შემომხედა ბიჭმა.
- შეიძლება ოდნავ დავივიწყო, მაგრამ უკანა პლანის პერსონაჟად არ გაქცევ - ჩავისისინე როდესაც დაიწუწუნა და მხარში დამარტყა.
გვერდზე გავიხედე და თვალები გამიფართოვდა. ოლივერს მკერდზე ხელი დავარტყი, დაახველა და მკერდი დაისრისა.
- რა მოხდა? - დაიწუწუნა მან.
- შეხედე - ჩავიბუზღუნე და ვანიშნე საითაც უნდა გაეხედა.
ოლივერმა შეხედა და თვალები მასაც გაუფართოვდა. ოჰ, ამ კაშკაშას ნამდვილად მოვკლავდი.
დიმიტრი, კიმი, ჯორდანი და ტალია ერთად იდგნენ. დიმიტრი ტალიას ელაპარაკებოდა და ჩემი დაც ხითხითებდა. ეს არაფერი, მაგრამ ბიჭის გამოხედვა და დგომა აშკარა იყო, ტალიას ეფლირტავებოდა. ჩემს დას ეფლირტავებოდა.
ბრაზის ჩაყლაპვა ვცადე, ამ სანახაობამ ჩემში ეჭვიანობა გააღვიძა. აუცილებლად უნდა შევხვედროდი ალექსს და უკეთესად გამეცნო. შემდეგ კი ამ დამაბნეველ და არეულ გრძნობებს მოვიცილებდი, რომელიც დიმიტრის მიმართ მქონდა და ვიპოვიდი გზას, რომ ტალიასთან ჩამომეშორებინა.



№1 სტუმარი Loka

შენ უნამუსო. რამდენი ხანი,გვალოდინე რა იყო ეს . მოკლედ ველოდები შემდეგ დიდ თავს

 


№2  offline წევრი Constance

Loka
შენ უნამუსო. რამდენი ხანი,გვალოდინე რა იყო ეს . მოკლედ ველოდები შემდეგ დიდ თავს


გუშინ დავდე.. დღეშჯ 1ზე მეტი თავის დადება არ შემიძლია.. საიტის წესებია მე რა შუაში ვარ :დ ვეცდები უფრო დიდითავი დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent