შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიკა, ჩემია! (ლაშა და მარიამი) (დასასრული)


24-12-2016, 17:18
ავტორი სალი-სალი
ნანახია 2 727

ორივენი ჩუმად იყვნენ. მარიამი პირველადი დახმარების ნივთებს ეძებდა რომ ჭრილობა კარგად დაემუშავებინა. ლაშა საწოლზე დასვა და ბამბა სპირტით დაასველა.
-ახლა ცოტა აგეწვება.ხმადაბლა უთხრა და სველი ბამბა გადატყავებულ შუბლს მიადო.
-აუ.ენაზე იკბინა ისე აეწვა.
-მაპატიე.თავი დაბლა დახარა და ახალი ბამბა გაამზადა.
-არაუშავს მიდი საქმეს მიხედე ჩემს ყვირილს ნუ მიაქცევ ყურადღებას.მადიანად გაუღიმა გოგონას.
-კარგი.სისხლი ხელის კანკალით ჩამოწმინდა და თვალებზე მომდგარი ცრემლი მეორე ხელით შეიშრო.
-რაგატირებს მარიამ?.გაოცებული თვალები მიანათა გოგონას.
-არვიცი, ხომ ყველაფერი დამთავრდა მაგრამ რამე რომ დაგმართნოდა ვერ ვიცოცხლებდი.ხელებზე დაიხედა და სააბაზანოში შევიდა რომ ლაშას სისხლი ჩამოებანა.
-მარიამ მოდი აქ.სველი ხელი პირსახოცით გაუმშრალა და მისი თითები თავის ტორებში მოაქცია.-დაწყნარდი, მე აქვარ, შენთან და ვერავინ ვერაფერს დამიშავებს გაიგე? რომც მოინდომო თავიდან ვეღარასოდეს მომიცილებ.
-ჩემს გამო რომ..
-გაჩუმდი არავითარი შენსგამო ახლაკი დაბლა ჩავიდეთ და მე ვიკა მომხედავს მაგან კარგად იცის როგორ ამაწყოს შენ კი ნუღარ ინერვიულებ კარგი?.
-კარგი.მორჩილად დაუქნია თავი და გაუღიმა.
-ოღონდ ახლა ძალიან უნდა ჩაგეხუტო.ხელები ძლიერად მოხვია გოგონას და თავზე ნაზად აკოცა.ტანში ორივეს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. სითბო და სიყვარული იგრძვნეს ერთმანეთისგან. ორივემ ის ერთი რამ შეიგრძნო რაც მთელი ცხოვრება ოცნებად ექცათ. ახლაკი დგანან ერთმმანეთის წინ, უფრო მეტი ერთმანეთს ეხუტებიან და იმ მომენტს საუკეთესო მოგონებად ქმნიან.
ცოტახანში მისაღებში ჩავიდნენ სადაც გიორგი ლანა ვაჩე და ვიკა იყვნენ.
-ვიკა მიდი აბა შენებურად შემაკეთე.არხეინად დაუძახა გოგონას და სკამზე წამოჯდა.
-კაი.ხელი ბამბას დაავვლო და იქვე მიყუჟულ მარიამს დააკვირდა რომელიც სირცხვილისგან იწურებოდა.-არაუშავს მარიამ ვაჩე რომ პირველად მოვიდა ჩემთან დასისხლიანებული გული წამივიდა და აქეთ გავხდი ხელის შესავლები, შენ კი ნახევარი საქმე უკვე გაგიკეთებია.თვალი ჩაუკრა აწითლებულ გოგონას და ლაშას მიხედა.
-აუ ხო მაშინ რომ მოვედი რა ეტაკა დამინახა თუარა შეჰკივლა გამიხეთქა გული და ჩემს წინ დაეცა, არადა ფეხზე ძლივს ვიდექი.აროხროხდა ვაჩეც.
-შენ გაჩუმდი თორემ უფრო აგტკივდება ჭრილობები.ნიშნისმოგებით გადახედა ვიკამ ქმარს.
-ხომართლა ის ბიჭები საიდან გაჩნდნენ ნეტა.გულში ჩაგროვილი კითხვა დასვა ლაშამ.
-ჰმ.სამივე გოგომ სიცილით ჩაიდუდუნეს და ერთმანეთს გადახედეს.
-ეს რაიყო?.არ გამოეპატათ ეს ფაქტი ბიჭებს.
-ვიკამ გადარეკა ერთგან და ვსო.
-რაგააკეთე?.ფეხზე წამოხტა ვაჩე.
-მე გადავრეკე.არხეინად ჩაილაპარაკა და ბინტი ბოლოჯერ შემოახვია ლაშას ხელს.
-ვისთან?.
-აი მაგ თქვენი საქმე არაა.
-რასქვია ჩვენი საქმე არაა?! ხვდები მაინც მაგათ რამე რომ გაეკეთებინათ არასწორად რა იქნებოდა?.გააფთრებული იყო ვაჩე.
-ახლა მომისმინე შენ გირჩევნია გაჩუმდე! მე და ჩემს შვილს ნუ გვაბრაზებ თორემ გეფიცები მუცელზე ხელს არასოდეს მოგაკიდებინებ გაიგე?!.ეს ნამდვილად სერიოზული მუქარა იყო.
-ვოტ მიგასვაა.ბოლო ხმაზე გადაიხარხარა გიორგიმ.
-კარგით ახლა რა გაჩხუბებთ, ხო მოგვარდა ყველაფერი რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩაერია და ვინ არა, მთავარია გადარჩით სხვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.გვერდით მდგარმა მარიამმა ძლივს ხმა ამოიღო და ბოლოს თავი დახარა რომ გაიაზრა რაც თქვა.
-აა მართალი ადამიანი დაუჯერეთ ამ გოგოს.ხელი გაიშვირა ლანამ მარიამისკენ.-შენ კიდე გოგო რო რამეს ამბობ ბოლოს ჭარხალს ნუკი ემსგავსები, ჩვენ გენაცვალე ვწყვიტავთ ერთმანეთს მაგრამ რაა? აქ სასირცხვო არაფერია ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ნათესავები ცოლები და ქმრები ვართ ხოდა შენ თუ რამე თქვი ისეთი ამის გამო არ უნდა ღელავდე და ნერვიულობდე.გვერდით ამოუდგა ლანა მარიამს და ხელი ძლიერად მოხვია.-ხომ მართალივარ ხალხო.
-კრისტალს ბაზრობ დაია.სიცილით გადასძახა ვაჩემ.
-აა დამემოწმა ეს ბედოვლათი.
-ბედოვლათს განახებ მე შენ.სირბილით წავიდა ვაჩე ლანასკენ და ლანაც ადგილიდან მოწყდა.
-რა გიჟბიხართ.სიცილით საუბრობდა მარიამი თან კი ლაშას უყურებდა.
-ხოდა შენც ასე უნდა გაგაგიჟო.ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ლაშა მარიამს და ხელები წელზე მოხვია.-შენ ჩვენ გიჟ სასტავში ხარ, აქედან კი ვერასოდეს გახვალ.ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა და ტუჩებზე წამიერად წაეტანა.
-ეგ მერე ბავშვებო.სახემომანჭულებმა ჩაიდუდუნეს და მოსიყვარულე წყვილს გახედეს.

თვეები ნელნელა გადიოდა. ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე ლამაზი თვეები.ყოველი დღე ერთმმანეთზე უკეთესი და მშვენიერი იყო. ლანა და გიორგი პაწაწა ბავშვს ელოდებოდნენ. ლანა უკვე მესამე თვეში იყო. ვიკამ კი მეცხრე თვეს მიუკაკუნა, თან სულ წუწუნ-წუწუნით. პირი არ გაუჩერებია, ან ჭამდა ან კი ლაპარაკობდა. ზოგჯერ უმიზეზოდაც ტიროდა. ვაჩეს კი ეს ყველაფერი აგიჟებდა თუმცა თავისი 15 კილოთ დიდი ცოლი დღითიდღე უყვარდებოდა. რაც შეეხება ლაშა და მარიამი. ორი ყველაზე შეხმატკბილებული წყვილი რომელსაც ერთი რამ აკავშირებდათ, ეს კი რაღათქმაუნდა სიყვარული იყო. მარიამი ლაშას და გოგონების დახმარებით ცოტა გათამამდა, ანაც გააცნო ყველას და მათ „ბანდაში“ საპატიო ადგილიც დააკავებინა. განა ასეთ ცხოვრებას ვინ არ ინატრებს? იყო შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და ცხოვრებით ტკბებოდე.

-ანა წამო რა ლაშასთან მივდივართ ყველანი.მისაღებში მჯდომ მეგობარს სიხარულით გასძახა მარიამმა და ჟაკეტი გვერდით სკამზე მიფინა.
-წამოვალ აბა რასვიზავ.ქაქანით გამოვარდა გოგონაც და მარიამის ჟაკეტს დაწვდა.-ეს ჩაიცვი თორე გაცივრები, მერე დაიწყებ ქსუტუნს და წუწუნს სად გავცივდი ასე მწარედო, შენს პრინცსაც ვეღარ აკოცებ გრიპი არ გადავდოო და 2 კვირიან დეპრესიაში ჩავარდები.სწრაფად მიაყარა სათქმელი.
-კაი რაა მაისია ადამიანო ცხელი.
-მაისი და სიცხე არვიცი მე მოიფარე და ნუ იფუზები კვაზიმოტოსავით.
-უიმეე არ გაახარებ ადამიანს რაა.შავი ჟაკეტი ისევ მოირგო ტანზე და საძინებელში გავიდა, თეთრი კონვერსები ფეხზე ჩაიკვეტა და ჯინსის შარვალს ქამარი გაუკეთა. ცოტახანში ლაშას სახლთანაც მივიდნენ და კისრისტეხვით შევარდნენ კორპუსში როცა მეზობლის ავჩალკა დაინახეს.
-გამარჯობათ მეგობრებო.ომახიანად შესძახა მარიამმა და ყველა სათითაოდ გადაკოცნა.
-ჟიზნ ვარამ.ხელის აწევით მივიდა ანა მდივანზე და ვიკას გვერდით დაჯდა.-აბა კუსუნა როგორ არისო?.ხელი მუცელზე დაადო და გაეკრიჭა.
-ხვანხვალებს და არის, მეტი რა საქმე აქვს.მანაც უცებ გადაუსვა გაბზეკილ მუცელს ხელი და გადაიხარხარა.
-ჩემი სიხარულიც მოსულა.ლაშა სულ ფრენაფრენით გამოვარდა მისაღებში და მარიამს გვერდით მიუჯდა.
-კაი ხანია ასე არ შევკრებილვართ და რამე გავაკეთოთ.ხელები გაახახუნა გიორგიმ და წინ წამოიწია.
-რამე კაი კინოს ვუყუროთ ჰა?.
-ოღონდ რომანტიკა არა რაა.ერთხმად თქვეს ბიჭებმა და ანამ.
-ოღონდ საშინელება არა.ახლა გოგონებმა განაცხადეს ანას გამოკლებით.
-კომედია?.
-იყოს კომედია.ცოტახანში თანაკლასელები 2 ჩართეს. მართალია ყველას ნაყურები ჰქონდა თუმცა მაინც მოუნდათ ისევ ეყურებინათ. შუა მომენტში იყვნენ და სიცილით იგუდებოდნენ როცა კარზე კაკუნის ხმა გაისმა. მარიამმა მე გავაღებო, ფეხზე წამოხტა და კარის სახელური ჩამოწია.
-ლაშუნა ახლშია?.კართან მაღალი გამხდარი გრძელფეხება და საშინლად მოკლეკაბიანი გოგონა დაინახა რომელიც საღეჭ რეზინს ღეჭავდა და თმას ათამაშებდა.
-კი სახლშია.თავი დაუქნია და უკან გაიხედა ლაშასთვის რომ დაეძახა,თუმცა არ დააყოვნა გოგონამ და სახლში პირდაპირ შეაჭრა.
-რომ გირეკავ არ უნდა მიპასუხო?.პრეტენზიით მივიდა ლაშასთან და თეძო ჩატეხა.
-აქ რასაკეთებ?.ფეხზე წამოხტა გაფითრებული ლაშა და გოგონას წინ აესვეტა.
-რასქვია აქ რა მინდა? რო გირეკავ და მესიჯებს გიგზავნი არ უნდა მიპასუხო? ეს რა კაცობაა თუ რა უბედურებაა.სიტყვები საგრძნობლად გაწელა გოგონამ და იქ მჯდომთაგანს თვალი შეავლო.
-ჩემს სახლში მოდიხარ და თან პრეტენზიებით? გაეთრიე ახლავე.ხელი კარისკენ გაიშვირა.
-მეღადავები? გუშინწინდელი მესიჯი დაგავიწყდა?.ხელში ტელეფონი აუფრიალა სადაც სასიყვარულო მესიჯი ეწერა.
-ლაშა რახდება?.ხმააკანკალებული საუბრობდა მარიამი.
-შენ ვინღახარ?.მარიამისკენ მიტრიალდა გოგონა.
-მე.. მე ლაშას შეყვარებული ვარ.ძლივს ამოილუღლუღა.
-ხოდა იცოდე რო ლაშას შენ არუყვარხარ, ვერხედავ რა მომწერა? შეხვედრას მთხოვდა.ახლა მარიამისკენ მიატრიალა ტელეფონი და ყველაფერი წაიკითხა თუ როგორ უყვარდა ის გოგონა და მისი ნახვა უნდოდა თორე გაგიჟდებოდა.
-ამას მარიამს ვწერდი შენ რა შუაშიხარ?.გააბთრებული საუბრობდა ლაშა.
-მერე მეც მარიამი რო ვარ არა? ვიცი ლაშუნა რო ისევ გიყვარვარ ვიცოდი რომ ჩემთან დაბრუნდებოდი.
-მე ჩემს შეყვარებულს მარიამს ვწერდი შენ კიარა?.
-და ახლა ამით ვისი მოტყუება გინდა? დებილი არც მე ვარ და ამ გოგოსაც უნდა ავუხილო თვალები, გუშინ რომ მოხვედი ჩემთან არგახსოვს? მთელი ღამე ერთად გავატარეთ შესანიშნავად სხვათაშორის.კისერზე ჩამოეკონწიალა გოგონა ლაშას.
-მომშორდი შე ბო*ო.ხელისკვრით მოიშორა და მარიამთან მივიდა.
-გუშინ რომ გირეკავდი გამორთული გქონდა ტელეფონი მერე კი მითხარი არმცალიაო, ანუ ამასთან იყავი?.ხელი გოგონასკენ გაიშვირა მარიამმა და თვალეებიდან ცრემლები გადმოუშვა.
-რასამბობ მარიამ ამასთან რამინდოდა, შენსგარდა არვინ მინდა იტყუება ვერხედავ? იტყუება.ხმა გაუტყდა ლაშას როცა მარიამი ასეთ სიტოაციაში ნახა.
-გატყუებს საყვარელო ჩემთან იყო.
-ენა ჩაიგდე შე ბ**ო.გამწარებული შეტრიალდა გოგონასკენ და ხელი გაარტყა.-მარიამ მომისმინე ხომ გჟერა ჩემი? მასთან არ ვყოფილვარ მართლა საქმეზე ვიყავი.არაადაიანურად საუბრობდა ლაშა რომ მისი სიყვარული გადაერჩინა.
-გუშინ გირეკავდი მითხარი არმცალიაო ის კი ახლა მოდის და იმ მესიჯს მანახებს რომელიც ვითომ ჩემთვის უნდა გამოგეგზავნა მერე კი მეუბნება რომ შენთან გაატარა ღამე.მოვლენები თანმიმდევრობით დაალაგა და ცრემლები სწრაფად მოიწმინდა.
-ამის დედას შ****ი რატომ არგჯერა ჩემი.ხელში პირველი ჭიქა მოხვდა და ამიტომ სიმწრისგან ძირს დაანარცხა.-გოგო რატო არგჯერა ჩემი ნუ ამჭერი ჭკუიდან. მხრებში ჩააფრინდა გოგონას და შეანჯღრია.-გამაგებინე ამის დედავატირე რატო არგჯერა ჩემი.მთელს ხმაზე ყვიროდაა და მისი საქციელით მარიამს აშინებდა.
-თავი გამანებე.ემოციებისგან დაცლილმა მწარედ ამოიკნავლა და სახლიდან სირბილით გავრდა.სწრაფად ჩაუყვა კიბეებს და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა.მისამართი რომ უკარნახა თავი მუხლებში ჩარგო და ხმამაღლა აქვითინდა.
-შვილო რადაგემართა? ცუდად ხომარ ხარ?.იკითხა ტაქსის მძღოლმა და სალფეთქის შეკვრა გამოუწოდა.
-მადლობთ კაგად ვარ.ხელსახოცი შეკვრიდან ამოიღო და ცრემლები მოიწმინდა თუმცა რა აზრი ჰქონდა თავს მაინც ვერ იკავებდა და ერთი ცემლის მიწმენდის შემდეგ მეორე იკვალავდა გზას ღაწვებზე.გულში საშინელ ტკივილს გრძნობდა, ასე არავის არასოდეს უტკენია მისთვის ეს უცოდველი პატარა გული. მეტისმეტად სათუთი იყო ამ საშინელი განსაცდელისთვის, გულის წასვლამდე ტიროდა მაგრამ თავს მაინც იკავებდა რომ ფხიზლად ყოფილიყო. სახლთან მისული ძლივს გადავიდა მანქანიდან და კიბეებს ნელა აუყვა.კარი შეაღო თუარა საკეტი გადაკეტა და იქვე ჩაიკეცა.ემბრიონის ფორმაში მყოფი ვერ ინძრეოდა. თითქოს ნაცემი ყოფილიყო საწყალი გოგო თუმცა ამ ტკივილის განცდას მართლა ერჩივნა რომ ვინმეს ეცემა. ამ სიტოაციაში სულ რაღაც 1 საათი იყო, შემდეგ კარზე ზარის ხმა გაისმა და იმან გამოაფხიზლა.
-კარი გააღე ანა ვარ.ბოლოს ამოიცნო მისი დაქალის ხმა და ძლივსძლივობით წამოდგა ფეხზე რომ კარი გაეღო.
-ჩემო გოგოვ.იმწამსვე ეცა ანა მაიამს და ძალიან ჩაეხუტა.ბოლოს ოთახში შეიყვანა და საწოლზე წამოაწვინა.
-თითქოს გულში დანა გამიყარეს და სული ამომაცალეს.
-გადაგივლის მარიამ ნუ დარდობ.თმაზე ხხელი გადაუსვა მეგობარს და პლედი ნელა მიაფარა.


2 კვირა 2 საუკუნედ გაიწელა ორივე მათგანისთვის. ერთმანეთი არ ენახათ. ნუ ლაშა ცდილობდა დალაპარაკებას მაგრამ ამაოდ. ანიც მხარში ედგა მეგობარს და ყოფილ სასიძოს ოთახში არ უშვებდა.
-ანი გთხოვ რომ არ ვნახო გავაფრენ.ხვეწნა მუდარით სთხოვდა რომ მარიამი ენახებინა.
-ხომიცი განახებდი მაგრამ მარიამია უარზე.
-გული მისკდება აღარ შემიძლია.სახე ხელებში მოაქცია.-როგორაა?.
-იმაზე უარესად ვიდრე წარმოგიდგენია.
-ტკივა?.
-ყველააზე ძალიან.
-მართლა ჩემი მარიამისთვის უნდა გამეგზავნა ის მესიჯ და იმ კა**ამ ტყუილი თქვა არმინახავს.
-ყველაზე მეტად იმაზე ტკივა გული რომ უყვირე.
-თავი ვერ შევიკავე ძალიან გავმწარდი.
-დაწყნარდი ყველაფერი რიგზე იქნება, მდომარეობიდან გამოვა ნუღელავ.ხელი მხარზე დაადო და დააიმედა.
სამზარეულოში იჯდა და ქათმის სალათს უკვე ნახევარი საათი დასცქეროდა. ჩანგლით ჩიჩქნიდა და ფეებაკეცილი კვლავ ლაშას მკაცრ ხმაზე ფიქრობდა.
-ეხლა მაგ აწეწილივით აგწეწავ შენ.მკაცრად შეუღრინა ვიკამ.-შეჭამე ქალო რამე.
-მოდი დავიჭიროთ და ძალით ვაჭამოთ.ახალი იდეით წარსდგა ანა.
-მე ხელებს ვუჭერ ანა თავს ვიკა კი აჭმევს მოსულა?.მხარი აუბა ლანამ.
-არმშია ხალხო.
-1 კვირაა არგშია? ნუგადამრიე ეს ფილარმონია ქალი.ხელები სასაცილოდ შემოილაგა გაბერილმა ვიკამ თეძოებზე.
-დაწყნარდი ვიკა კარგად ვიქნები.
-დედიკო შენ მაინც უთხარი რამე ამ ყრუს, აი რო გამოძვრები თავი გაუჩეჩქვე.მიცელზე მოისვა ხელი ვიკამ.
-აი ჩემიც რო გამოვა კარგად რომ იქნები ეგეც კარგად მოგდებს ყბაში.
-აი ჩემი შაურმაც რო გამოძვება მერე ნახე შენ.ახლა ანა ავყვა თავის ვითომდა ორსულობაში და სსასაცილოდ გაიკრიჭა.
-მოიცა ტელეფონი რეკავს.ძლივს წაბანბალდა ვიკა მისაღებში რომ ტელეფონისთვის ეპასუხა.-ვაიმეეე.ხმამაღლა შეჰკივლა ჩემიამ.
-რაიყო ვინგირეკავს.
-ვაიმე ბავშვი მიშველეთ.მთელს ხმაზე წიოდა და მუცელზე ხელს იდებდა.
-ხო ბავშვი მერე?.
-გოგოთ რო ვიკლაკნები ვერხედავ? მშობიარობა მეწყება.მუცელზე ხელი მიიჭირა.-ჯერ არ გამოძვრე დედიკო საავადმყოფომდე გგაუძელი.თავისი ჭკუით ბავშვს იჭერდა და ბოლო ხმაზე კიოდა.
-ვაიმეეე ჩქარა მანქანაში.ხმამაღლა წამოიძახეს და ყველანი გიჟივით გავარდნენ სახლიდან.
-ვაჩეს დაურეკეთ,ანდრონიკე იბადება ანდრონიკე.სანამ მანქანასთან მივიდოდნენ უბანი შეყარა თავისი წიოკით.-ეს რა მამამისივით მწარე ყოფილა ბიჭოს ამატკია ყველაფერი.ბოლო ნოტაზე ღრიალებდა და მაანქანაში ეკვეტებოდა. ბოლოს როგორც იქნა საავადმყოფომდეც მიაღწიეს და სამშობიარო ბლოგშიც შეიყვანეს.
-იმედის კლინიკაში მოდით ვიკა მშობიარობს.ყველა ნათესავს გაუგზავნეს ეს შეტყობინება და მოსაცდელში გაჩერდნენ.
-აუ ბიჭო რაღაშვებიან ამდენიხანი ნეტა ვიკა ხომ კაგადაა? რატო არ მაგებიებენ არაფერს? გავაფრენ სადაცაა.ბოლთას ცემდა ვაჩე მოსაცდეში და თავზე ხხელს ისვავდა.
-დაწყნარდი ყველაფერი რიგზე იქნება ეგრე დედაჩემი რომ მშობიარობდა 7 საათი დაჭირვებია.თავისი ჭკუით დააწყნარა გიორგიმ.
-მერე 7 საათი ასე უნდა ტკიოდეს ვიკას?.უფრო ანერვიულდა.
-არა ტო არტკივა.
-შენსაიდან იცი? ნამშობიარებბი ქალივით რო მელაპარაკები.
-მოდი რა ლაშა გამაგიჟა.კუთხეში მდგომ ლაშას გაძახა რომელიც ნერვიულობისგან თითებს იკვნეტდა.
-ვიკა ჩემის ოჯახისწევრები.ხმამაღლა დაიძახა ახალგაზრდა გოგონამ.
-აქვართ.იმწამსვე მიაშურეს.
-ბავშვი დაიბადა.ეს თქვეს და მრავალჟამიერიც ჩაირთო, ეკრანზე მისალოცი სლაიდშოუ გაუშვეს შემდეგ კი შამპანიური გამოიტანეს.-რამდენიმე წითში ეკრანზე თქვენს პაწაწინას გაჩვენებენ.
-გილოცავ ვაჩე.იქ იყო შეძახილები ერთი ამბები ვინ ვის ულოცავდა გაგებაში აიყვნენ, ბოლოს ეკრანზე პატარა ანდრონიკეს ფოტო გამოჩნდა და ყველა გაახარა.
-სუფთა მამამისია რაა.იძახდნენ ვიკას მშობლები და სიძეს მხარზე ხელს ურტყავდნენ.
-დედიკოსავით ლამაზია.თავისთვის ჩაიდუდუნა და თავის პატარას აცრემლიანებული თვალებით ახედა.-ვიკას ნახვას როდის შევძლებ?.იმწამსვე იკითხა.
-სამწუხაროდ ქალბატონ ვიკას დღეს ვერ ნახავთ, მხოლოდ ბავშვის ნახვაა შესაძლებელი ისიც ცოტახნით.
-რასქვია ვიკას ვერ ვნახავ? ხომკარგადაა?.ელდა ეცა ვაჩეს.
-ყველაფერი კარგადაა დედაც და ბავშვიც კარგადაა უბრალოდ ჯერ ინტენსიურში უნდა იყოს სადაც ვერევინ ვერ მოახრეხებს მის ნახვას აქ ასეთი წესია ბატონო ვაჩე.
-არა ვიკა უნდა ვნახო ჩემი ვიკა მანახეთ.ხისთავიანი სვანი აბა რაიქნება მთელი ერთი საათი გაიძახოდა ვიკა მანახეთო ბოლოს ძლლივს შეაგნებინეს რომ მეორე დღეს ნახავდა როდესაც ვიაიპ პალატაში გადაიყვანდნენ და დარჩენასაც შეძლებდა მთელი სამი დღის განმავლობაში.
-შეგიძლიათ წაბრძანდეთ თქვენს ცოლს დღეს ვერ ნახავთ ხვალ მობრძანდით.დიდხანს უმეორებდა ამას ექთანი და ბოლოს მართლაც რომ ძალით წაათრიეს სახლში.ყველამ ვაჩესთან მოიყარეს თავი და გათენებას ელოდნენ.
-მე წავედი რა.უმალ დაიძახა ვაჩემ.
-სად ტო?.
-სერენადა უნდა ვუმღერო და ღამე გავუთიო ფანჯარასთან არმინდა თავი მარტომ იგრძნოს.
-მაშინ ჩვენც მოვდივართ.წამოიძახა ლანამ.
-კარგი დავაი წავედით.ხელი დაავლეს სასუსნავებს და მანქანებში განაწილდნენ.კლინიკასთანაც მალე მივიდნენ და იკითხეს თუ რომელ ფანჯარასთან იქნებოდა ვიკა, ნებართვაც ითხოვეს რომ სერენადა ემღერათ დედაშვილისთვის.ფიალებში პატარა ცეცხლი ააგიზგიზზეს და მათი საოცარი ვოკალით სიმღერა დაიწყეს.მარიამი ლანა და ანა სიცილით იგუდებოდნენ თან კი ვიდეოს უღებდნენ.
-ვიკა მიყვარხარ.ხმამაღლა დაუყვირა ვაჩემ და ტაშის ხმაც გასიმა.
-გოგო თუ ბიჭი?.გვედითა მანქანიდან ხმა შემოესმათ ბიჭებს.
-ბიჭი ძმაა შენი?.
-ჩემიც.
-ინტენსიურში არის ჩემი ცოლიც და ღამეს ვუთევთ.
-არც მე მინდოდა მარტო დამეტოვებინა.
-ნეტა გამოხედვა არ შეუძლია.ინტერესით იკითხა ლაშამ და მარიამისკენ თვალი გააპარა.
-რაო აბა აქ რახდებაო?.მოესმათ ვიკას ჩამწყდარი თუმცა წკრიალა ხმა და ყველამ გაოცებული თვალები აღაპრო ფანჯრისკენ.
-ჩემი ვიკუსია როგორხარ?.ქვემოდან ასძახა ვაჩემ.
-არამიშავს ცოტა კი მტკივა მუცელი.
-ჩემი ცოლიც თქვენთან ერთადაა? ლიკა წილოსანი?.ხელების მტვრევით ასძახა ბიჭმა.
-ლიკა მოდი შენთან არიან.ცოტახანში გოგონაც მივიდა ფანჯარასთან და ყველას ხელი დაუქნია.
-გვიყვარხარ ვიკაა.ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ ხალხი.
-ხვალ გნახავ ჩემო პრონცესა, ჩვენი ვაჟკაცი ხომ არის კარგად?.
-კი ახლა ვაჭამე კარგადაა.
გათენებამდე გარეთ იყვნენ და სვავდნენ როგორც ქართველებს შეეფერაბათ. არცერთი სადღეგრძელო არ გამოუტოვებიათ დაწყებული უფლისსადიდებელიდან დამთავრებული ნოდარა პაპამდე.
-როგორხარ მარიამ?.მანქანასთან მარტოდ მდგარ მარიამთან მივიდა ლაშა და ანთებული თვალები მიაბყრო გოგონას.
-კარგად ლაშა შენ?.
-არამიშავს ვარ რა.მხრები აიჩეჩა და ხელები მოკუმა.-ხომ ყველაფერი კარგადაა შენსკენ?.
-კი და შენსკენ?.
-ნუ ჩემსკენაც.ორივე დასჯილი ბავშვებივით იყვნენ მანქანის კაპოტზე ატუზულები.-ჩემზე ისევ ბრაზობ?.
-არა.თავი გაუქნია და ტუჩები კბილებს შორის მოაქცია რომ არ გაღიმებოდა.
-ანუ შეიძლება შევროგდეთ?.
-არა.
-კიმაგრამ.
-დრო მჭირდება.
-ხომ იცი რომ რაც იმან ილაპარაკა სისულელე იყო, იმ მესიჯს მართლა შენ გწერდი.
-ვიცი.
-მერე რა გიშლის ხელს?.
-შენ.
-მეე? ეს როგორ გავიგო ახლა.გაბრაზებულს ხმამაღლა წამოსცდა და ხელი მანქანას დაცხო.
-შენი სიბრაზე მაყოვნებს.
-ჩემი სიბრაზე!.თავისთვის ამოიფრუტუნა.-მართალიხარ.თავი დახარა და ბიჭებს შეუერთდა.
-მიყვარხარ ლაშა.შედარებით ხმამაღლა თქვა ისე რომ ლაშას გაეგომ.
-მეც მიყვარხარ მარიამ.მანაც იგივე ინტონაციით უთხრა ოღონდ არც კი შეტრიალებულა.


-მარიამ მალე თორე დაგვაგვიანდება.ხმამაღლა უღრიალა ანამ და კაბა გაისწორა.
-ხო მოიცა თავშალს ავიღებ.ხელზე ლაშას ნაჩუქარი სამაჯური მოირგო და ჩანთა გვერდულად გადაიკიდა.ორივენი სწრაფად გავარდნენ სახლიდან და მარშუტში შეხტნენ.ლოცვები 15 წუთში იწყებოდა და ამიტომ ავტობუსს არჩიეს სამარშუტო ტაქსით წასულიყვნენ უფრო ადრე მივიდოდნენ.სირბილით აუყვნენ სამების კიბეებს და პიჯვარი გადაიწერეს ეკლესიასთან რომ მივიდნენ. ლოცვებიც იმწამსვე დაიწყო, ილია მეორეც უკვე მოსულიყო და მგალობლები მრავალჟამერის ღაღადს ასრულებდნენ. მამაოსთან მივიდნენ დასალოცად და შორიახლოს დადგნენ რომ ახსარებაზ მისულიყვნენ. ზეთისცხება იწყებოდა ამიტომ სწრაფად აიღეს გეზი რიგისკენ და მალევე მიბრუნდნენ უკან. მამაოს უკვე გვერდით მისკუპებული ყავდა ვიღაც მაგრამ ვერ დაინახა ვინ იყო იმდენი ხალხი ედგა წინ. შორიახლოს კედელს აეზუტა და სანთლის სურნელით გაინაბა.
-მარიამ მამა თეოდორე გეძახის.სტიქაროსანი სწრაფად მივიდა მარიამთან და უთხრა.
-ეხლავე.აღსარების ფურცელი ხელში მოიმარჯვა და თავდახრით მიუახლოვდა მამაოს. თავლები გაოცებისგან გაუფართოვდა როცა მის გვერდით ლაშა დაინახა.საყვარლად იღიმოდა და მარიამს უყურებდა.
-მარიამ შვილო რატომ არ ვიცოდი რომ ჯვრის დაწერას აპირებდით?.გაღიმებულლი ესაუბრებოდა მამა თეოდორე მარიამს.
-ჯვრისწერას? კიმაგრამ მამაო.დაიბნა გოგონა.
-ლაშა მოვიდა და მითხრა რომ ჯვარს იწერთ და მე დამდო პატივი რომ შეგაუღლოთ, ლაშა ახლა წადი შვილო მისი აღსარება უნდა ჩავიბარო და მერე გაუდექით გზას.მამაოს გვერდით ამჯერად მარიამი დაჯდა და ფურცელი გაუწოდა.
-კიმაგრამ მამაო ლაშამ რაც გითხრათ...
-ვიცი შვილო, რაც შენ არ დადიოდი ყოველთვის მოდიოდა და მიყვებოდა ყველაფერს, ისიც მითხრა რაც შეგემთხვათ, ახლაკი სურს რომ მისი მეუღლე გახდე და შენს თვალებში იკითხება რომ შენც იგივე გსურს.
-არვიცოდი ამას თუ აპირებდა.
-დამიჯერე ის ძალიან კარგი ბიჭია,გახსოვს ჩვენი საუბარი როცა აქ პირვლად მოიყვანე?.
-დიახ მახსოვს.
-მაშინ მითხარი რომ ათეისტისმაგვარი იყო ახლაკი ჩემთან მოვიდა აღსარებაც ჩამაბარა და ჯვრის დაწერაც გადაწყვიტა, სიყვარული თავად უფალია შვილო და როცა გიყვარს ღმერთი შენთანაა, შენს გამო უფლის ირწმუნა და ყველანაირად უკეთესობისკენ შეიცვალა, ის სწორედ საშენო ყმაწვილია შვილო რომელიც გაგაბედიერებს.
-მე ის ძალიან მიყვარს.
-ხოდა წადით ახლა ჩასჭიდეთ ერთმანეთს ხელი და ჯვრისწერამდე არ დამენახოთ სულ ერთად იყავით.
-დამლოცეთ მამაო.თავი დაუხარა და ისე უთხრა.
-დალოცვილი ხარ შვილო შენ უკვე უფლისგან დალოცვილი, ამიტომ შეგხვდა ეს ბედნიერება შენ და არა სხვას, წადი ახლა.მხარზე ხელი დაადო და უბიძგა რომ წასულიყო.ისიც ნელი ნაბიჯებით მოშორდა მამაოს და ლაშას მოძებნა დაიწყო თუმცა არსად არ დახვდა, ანასთან მივიდა და უთხრა რომ საქმე ჰქონდა. სირბილით გავარდა გარეთ ტაქსი გააჩერა და ლაშას სახლში წავიდა. სწრაფად აირბინა ნაცნობი კიბეები და კარზე დააკაკუნა თუმცა კარი შეიღო მანაც გაბედა და სახლში შეაჭრა მისაღებში 2 კაცზე გაშლილი სუფრა დახვდა და თვალები გაუფართოვდა.
-ლაშა.ერთელ ამოიკნავლა და თვალებით ძებნა დაუწყო.
-აქვარ მარიამ.წინ აესვეტა გოგონას და თვალებში ჩააჩერდა.
-მიყვარხარ.ენის წვერზე მომდგარი სიტყვები ომახიანად წარმოთქვა და საწყალი თვალებით ახედა.
-პატარავ.საყვარლად ჩაიცინა ლაშამ და ხელები ძლიერად მოხვია.-მეც მიყვარხარ.ყურთან უჩურჩულა.-ახლაკი მოიცა.უკან დაიხია.
-რახდება?.
-ძაან მაგარი რაღაც.
-მაინც რა?.
-ძვირფასო მარიამ ცოლად გამომყვები?.ცალ მუხლზე დადგა და ბეჭედი მისკენ მიმართა.
-ღმერთოჩემო.თვალები ცრემლებით აევსო გული საოცრად აუჩქარდა. ბედნიერებისგან ხელები აუკანკალდა სული აუფორიაქდა, გონების დაკარგვამდე იყო მისული, ვერ იაზრებდა ეს მართლა ხდებოდა თუ არა მის თავს, ეგონა იქვე განუტევებდა სულს მისი საყვარელი მამაკაცის მკლავებში მაგრამ არა! გონება მოიკრიბა და უთხრა.-კი ცოლად გამოგყვები.ამაყად წარმოთქვა სანატრელი სიტყვები და იგრძნო როგორ მოარგო ბეჭედი ხელზე მისმა სატრფომ.
-მიყვარხარ მარიამ ყველაზე ძალიან.ხელში ააფრიალა გოგონა და მთელი ძალით ჩაეხუტა, მერე ბაგეებზე ნაზად ეამბორა და ფილტვები საყვარელი ქალის სურნელით გაივსო.
-ახლა ვიტირებ.ვიღაცის წკმუტუნი მისწვდა უცებ ყურთასმენას.
-ჩუ ვიკა.ეს ნამდვილად ვაჩე იყო.
-გავიგონეთ.ხმამაღლა გასძახა ლაშამ.
-მართლა ვიტირებ.ცრემლები მოიწმინდა ვიკამ.
-თქვენ საიდანღა გაიგეთ?.
-ანამ გვითხრა.წამოცდა ლანას.-ჩემი სიკვტილი.ხელები ტუჩებზე მიირტყა.
-ჩამშვებო.ენა გამოუყო ანამ და მერე ახარხარდა.
-აბა გენაცვალე ორკაცზე როშლი სუფრას ჩვენ აქ არვართ? მომინდომა ბიჭმა რომანტიკა.ბუზღუნი დაიწყო გიორგიმ.
-მოიცა ანუ ჩვენი რძალი ხარ ხო?.
-ხო თქვენი სარძლო ვარ.დაეთანხმა მარიამი.
-ანდრონიკე ნახე მამიდა მარიამი.ხელში საყვარელი არსება ააფრიალა ვიკამ.
-ჩახუტების ბუშტი. დაიძახა ლანამ.
-შარდის ბუშტიო?.სასაცილოდ გააჯავრა ვაჩემ.
-არა ვაჩუნა ჩახუტების.სწრაფად შეკრეს დიდი წრე და ერთმანეთს გადაეხვივნენ.
-ვსო ახლა ანა უნდა გავათხოვოთ.წამოიძახა ვიკამ.
-გამათხოვოთ არა ისა კიდე.შუაში გაჩხერილმა ძლივს წარმოთქვა და დაიჯღანა.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი


ჩემო ყველაზე ტკბილებო და თბილებო ვიცი ძალიან ცუდი გოგო ვარ მაგრამ რამექნა გამოცდებმა შემიწირეს და ნარვოზი დამმართეს, ვერც ვწერდი და ვერფერს ვერ ვაკეთებდი მაგრამ აი ახლა დასვენებულმა ძლივს ვიჯახირე და დავწერე.. იმედია მოგეწონებათ, მომიტევეთ შეცდომები.. ასევე ყველას მინდა დიდი დიდი დიდი უდიდესი გიგანტური მადლობა გადაგიხადოთ რომ ასე მათბობთ მატკბობთ და მაბედნიერებთ, ყველანი მიყვარხართ არაადამიანურად ამას ვამბობ მთელი გულით აფერისტობის გარეშე.. მიყვარხართ და დაგიბრუნდებით მალე სულ ახალი და განსხვავებული ისტორიით..



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

იმდენად გემრიელი თავი იყო გეპატიება დაგვიანება საყვარელო
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Guest კოკი

სისაყვარლე იყოოო .. მომენატრებიანნ ესენი და ამათი გიჟობაც ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent