შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყე +16 IX


26-12-2016, 13:28
ავტორი mi ra
ნანახია 1 615

-კარგი-თვალებს ათამაშებს და ჩემს წინ მაღალ სკამზე ჯდება,მის თვალებში ვკითხულობ რომ ინტერესისგან გული მისდის,მეც არ ვაწვალებ და პირდაპირ საქმეზე გადავდივარ
-კარგი..მოკლედ..მელისას დას რა ქვია თუ გახსოვს?-წარბებს ვჭმუხნი და მის პასუხს ველი,ცოტა ხანს ფიქრდება კიდეც,როგორც ჩანს საქმე ხუდათ წავა
-ბელა?-სასხვათაშორისოდ მპასუხობს და ფეხს ფეხზე იდებს-რა ხდება სარა?
-როგორც ვიცი,თქვენ ორს .. სექსი გქონდათ ანუ ხო?-ძლივს ვაბამ სიტყვებს ერთანეთზე
-კი ნამდვილად,მაგრამ შენ რატომ ხარ დაინტერესებული ჩემი სექსუალური ცხოვრებით ასე ძალიან? -დაინტრიგებული შემჩერებია სიფათზე,რომელზედაც ალბად ფერი აღარც კი მადევს.მის წინ ვჯდები და თავი ფსიქოლოგი მგონია
-და..ქალწული იყო?-თავს ვხრი და ქვეშიდან ვაჩერდები
-კი იყო..
-აჰა-ტუჩებს ენით ვისველებ და ძლივსღა ვსუნთქავ-ფეხმძიმედ არის-სწრაფად ვამბობ და ძალით ვიღიმი
-უკაცრავად?
-ორსულადაა-ვუმეორებ და იგივე მანერას ვიმეორებ
-მერე მე რა ? ბავშვი მოვუნათლო წმიდა წყლით?
-ნიკ,არასწორად გამიგე შენ
-მაშინ სწორად გამაგებინე
-შენგანაა ორსულად-ფეხზე დგება და შარვლის ჯიბეებში ილაგებს ხელებს.ცოტს ხანს დადუმებული ბოლთას ცემს,
ანერვიულებული ვაყოლებ თვალს ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე და ნერვები აღარ მყოფნის.ალბად ძნელია გაანალიზო უცბად მოვარდნილი ამბავი,განსაკუთრებით მაშინ როდესაც მამობას ეხება საქმე..
-კაი..ახლა ეს ბოროტი ხუმრობა არის ხო?-თვალებში ცრემლები უდგება-მე არ ვარ მზად სარა..უბრალოდ..მამაჩემის შემდეგ ახლა მე უნდა გავხდე მამა და არ ვიცი როგორი უნდა იყოს კარგი მამა-ცრემლებს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყბს,მუშტებ შეკრული იწმენდს დასველებულ ღაწვებს გამწარებული,სკამზე ეხეთქება და ფეხებს ათამაშებს..არ ვიცი რით გავამხნევო,ფეხზე ვდგები და დათრგუნულს მხარზე ნაზად ვახებ ხელს
-სამერვიულო არაფერია ნიკ-საკუთარი სიტყვების თავადაც არ მჯერა
-არის..ჩვენ სადღაც უღრან ტყეში ვართ,ბავშვი კი აქ უნდა დაიბადოს,გაიზარდოს? რა უნდა ჭამოს ჩვილმა ბავშვმა სარა? მხეცის უმ ხორცს ხომ არ შევთავაზებთ? ამიხსენი როგორ მოვიქცე, იქნებ..-ვაწყვეტინებ ლაპარაკს და მისკენ ვიხრები,ნიკაპზე ხელს ვახებ და თავს ზევით ვაწევინებ
-იქნებ არ არსებობს ნიკ! ის ცოცხალი არსებაა,უფლება აქვს იცოცხლოს..დამპირდი რომ ბელას მოივლი,ახლა ბევრი პრობლემები გვაქვს,ის იდუმალი ტყოური მამაკაცი,ბელას ფეხმძიმობის ამბავი ..-ვვოხრავ და სანახევროდ ვაფორიაქებ კიდეც
-გპირდები სარა-ფეხზე დგება ისიც და კარავიდან გადის-ბელას დაველაპარაკები თუ ღვიძავს-მეუბნება და უჩინმაჩინივით წამებში ქრება..
დაახლოებით ღამის ორი საათია,საბნებში გახვეული ფიქრებს ვერ ვიცილებ გონებიდან.წარმომიდგენია ბელას შვილი,ისიც წარმოდგენილი მაქვს როგორც იმშობიარებს აქ,სპეციალისტი მედდა ან ბებია ქალო არ გვყავს..აქედანვე ვნერვიულობ და აქეთ იქით ვბორგავ,ადგილებს ვიცვლი და თვალებს ძლიერ ვხუჭავ..
იმის მცდელობაში რომ დავიძინო ძალით უფრო ცფხიზლდები,არადა გარედან მხოლოდ ანთებული ჩირაღდნების ნათებაღა მოჩანს..როგორც ჩანს ჩემს
გარდა და მეკარის გარდა ახლა ყველას ძინავს..
მეორე დღისთვის ვემზადები და ვიძინებ,მეტად დაძაბული დღე მელის.
გარეთ როგორც ყოველთვის საზიზღარი ამინდია,კარავიდან გასული ვესალმები ყველას და ვცდილობ არ შევიმჩნიო მღელვარება.სულ ცოტა ხანში ჩემსა და იმ მამაკაცს შორის ”ზავი” უნდა დაიდოს,ან რაღაც ამდაგგვარი..
-სემ-შორიდან გამორბის ბელა და მხეცივით მეჯახება
-ბელა ცოტა ნაზად,ორსულად ხარ-ვაფრთხილებ და ვღიზინდები მისი საქციელის გამო
-სარა დიდი მადლობა ! ნიკმა მითხრა რომ ბავშვს გაუწევს მამობას-გახარებულს თვალები უციმციმებს,მაგრამ იმდენს ვერ ხვდება რომ ნიკს ენდომება თუ არა მამობის გაწევა ნოუწევს ბავშვისთვიდ
-არაფრის-მოკლედ ვპასუხობ და ვუღიმი.
-მოვიდა-ყვირის კართან მდგარი ბობი და ხელს მიქნევს.
დინჯად მივაბიჯებ,კარს ფრთხილად ვაღებ და ჩემს წინ მდგარს ვუღიმი
-მზად ხარ?-მეკითხება და ხელს მიშვერს,მეც ნაზად ვკიდებ და მისკენ მივიწევ.თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ,ცხენს სტვენით ეძახის და ისიც წამებში პატრონის წინ იჭიმება..მუქი ყავისფერი,მაღალფეხება რაში,
მის სილამაზეს ვერაფერი რომ ვერ გადაფარავს სწორედ ისეთია,მამაკაცი ხელში მიტაცებს და ცხენზე მსვამს.
გაოცებული თვალებს ვახამხამებ და შეშინებული დავყურებ ქვევით მდგარს
-მე არ ვიცი ჯირითი-დაბალი ხმით ვეუბნები და ძლივსღა ვსუნთქავ
-ისწავლი ხოდა-ცხენს უკანალზე კრავს ხელს და ისიც ორ ფეცზე დგება.კოდდვ კარგი რომ ხელები კარგად მაქვს მოჭიდებული მასზე,მთელი ძალით ვებღაუჭები თოკებს და თვალებდახუჭული მის გასწორებას ველი..ცხენების ხმა ისევ ირევა ერთანეთში,ჩემი ლამაზი რაშიც იძვრის და ბაკუნს იწყებს,შემდეგ ნაბიჯებს უჩქარებს ცოტათი,თვალების გახელას ვბედავ და შევიგრძნობ წამოსულ ნიავს..უკან ვიხედები და იმ საზიზღარ ბიჭს ვხედავ სხვა ცხენზე გამოჭიმულს,მასზე გაღიზიანებული წინ ვიწევი და ცხენს მობრულ თოკებზე ვექაჩები რომ გავაჩერო..როგორც ჩანს ეს ცხოველიც კარგად დაარიგა,უფრო უჩქარებს სირბილს და ვგრძნობ როგორ მეტკუცება სახის ნაქვთები..
ცოტა ხანში სიამოვნებაში გადამდის ბრაზი,ვერც წარმოიდგენთ და რაშისადმი მცირედ სიმპატიასაც კი განვიცდი ახლა და მისი დათმობა აღარ მინდა..
ცხენები რომელიღაცა საზღვარს უახლოვდებიან,კარები იხსნება და ჩვენც ნელა შევდივართ შიგნით..ბაზრობაა გამართული,იმაზე მეტი ადამიანია ვიდრე მოველოდი,
ზოგი ტანსაცმელს ყიდის,ზოგი იარაღს და საკვებს.გაოგნებული თვალს ვერ ვწყვეტ დაძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილ ”მოქალაქეებს”,ეს ადგილი დაგავიწყებს რომ ტყეშია ადამიანი გადაკარგული.
თითქოს ქვეყნის პაწაწინა ქალაქში ამოვყავი თავი,უამრავი კარავი,შემდეგ ქვისგან ნაშენები შენობები რომლებიც ყოველ ნაბიჯზე მაღლდებიან.ბოლოში კი შუა გულში მდარი ქვის ერთ სართულიანი შენობაა.ცხენებიდან გადადის ყველა,მე კი კვლავ კარგი მოჯირითესავით ვზივარ ზედ
-აღარ ჩამოხვალ?-ხელს მიწვდის მამაკაცი და მიღიმის,მეხმარება გადმოსვლაში და ნაზად მსვამს მიწაზე.შენობაში მასთან ერთას შევდივარ,თვითონ კონფორტულ სავარძელში ეკვეტება,მე კი მის წინ მონასავით ფეხზე მდგარი ვრჩები
-აბა რაზე უნდა გვესაუბრა?-ვცდილობ პირდაპირ საქმეზე გადავიდე და ლაპარაკს ვიწყებ
-როგორც გუშინ გითხარი,ის ქალი არ მოისვენებს და მოგკლავთ ყველას-ისე მიხსნის თითქოს ჩიტების დაჭერაზე ნესაუბრებოდეს
-შენ რატომ გაქვს უთანხმოება მასთან?
-გამოიცანი-ეშმაკურად იცინის და თვალს მიკრავს
-კარგი იქნება თუ დაჯდომას შემომთავაზებ ჯერ-განაწყენებული ვეუბნები და ისიც დგება ფეხზე,კუთხეში მდგარ სკამს ავლებს ხელს და თავისი სავარძლის წინ დგამს..
ახლა მეც ვჯდები და ვმშვიდდები-ვინმე მოკალი-ვპასუხობ და ტუჩებს ვიკვნეტ
-სწორი ხარ
-ვიცი,აქ მხოლოდ სიკვდილია ნორმალური,ის უნდა მიკვირდეს ვინმემ რომ იცოცხლოს დიდ ხანს
-შენ ხომ ცოცხლობ?-ისევ ეშმაკურად შემომყურებს,როორც ჩანს სიტყვებს ზედმეტად უკვირდება..
-კარგი მერე? რის გაკეთებას მთავაზობ?
-ხალხი გავაერთიანოთ -ცოტა ხანს ვფიქრდები
-და რა სარგებელს მივიღებ მე?
-შენი ხალხის უსაფრთხოებას-მახსენდებს ორსული ბელა,ახლა მხოლოდ მის გამო ღირს ამაზე დათანხმება..დიდი გაჭირვებით ვუქნევ თავს თანხმობის ნიშნად
-ძალიან კარგი იქნება შენი სახელიც რომ მითხრა-მეკითხება ის და მხრებს იჩეჩავს
-სარა
-ლამაზი სახელი გაქვს სარა,ჩემი ხალხი იანს მეძახის-შავ თვალებს მიბრიალებს გამომწვევად და წარბს ზევით წევს
-ლამაზი სახელია იან-იგივეს ვუმეორებ რაც თვითონ თქვა და ფეხზე ვდგები-ხალხს რომ გავაერთიანებთ,მერე?-ვსვამ შემდეგ კითხვას
-შენ ხალხს ჩემი ხალხი ასწავლის ბრძოლას,საბრძოლო ნივთების გამოყენებას
-შევებრძოლებით მას?
-კი,დავამარცხებთ კიდეც.მისი ხალხი ჩემი გახდება,მისი ტერიტორიები ჩემი საკუთრება
-ცდები საყვარალო-ვუახლოვდები და მხარზე ვადებ ხელს-ჩემი ხალხი თუ მოკლავს მას შენ ვერ გახდები ყველაფრის ბატონ პატრონი,ხვდები ხო?
-იმაზე გონიერი ხარ ვიდრე მეგონა
-არ ვაპირებ ჩემი ხალხის შეწირვას ასე უბრალოდ
-გავყოფთ ყველაფერს-მთავაზობს და ხელს მიწვდის
-ლარგი-ვართმევ მეც ხელს და ვუღიმი.ახლა ყველაფერი იდეალურად არის..
დიდ ხნიანი საუბრის შემდეგ კვლავ ვბრუნდები უკან,დაინტროგებული ახალგაზრდები მეხვევიან აქეთ იქიდან და კითხვებს მაყრიან თავზე..დაქანცული მიწაზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ
-რაო?-გვერდით ბენი მიჯდება
-ჩვენს ხალხს გავაერთიანებთ-ვპასუხობ ისე რომ ზედაც არ. ვუყურებ
-რატომ? მე არ მჯერა მათი
-არ მაინტერესებს რისი გჯერა-გაღიზინებული ვუყვირი და ყველას ყურადღებას ვიქცევ-მოემზადეთ,ჩაალაგეთ ყველაფერი რაც გაგაჩნიათ
-რა ხდება?-მელისა მიყვირის შორიდან
-ჩვენი ხალხი შეერთდება,უზრუნველყოფილი ცხოვრება გექნებათ,შევებრძოლებით ტყიურ ხალხს
-კიდევა რის ვინმე მათ გარდა ამ ტყეში?
-კი,დაგავიწყდათ გატაცების ამბავი?-გაოცებული ვაჩერდები ყველას
-ჩვენ არ ვიცით ვრძოლა-სემი ხელებს ათამაშებს
-ისინი გვასწავლიან-მაშინვე ვპასუხობ და ვუღიმი-ხვალ ამ დროს უკვე იქ უნდა ვიყოთ,კარგად განოიძინეთ დღეს-ვტრიალდები და ხელის თითებს ვიტკაცუნებ
..
-ყველაფერი კარგად იქნება ხო?-მესმის ნაცნობი ხმა,თვალზე ცრემლები მადგება და ვგრძნობ როგორ მსკუმშება გული



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მაგარია. რატომღაც მგონია რომ იანი ამათ გამოიყენებს. ჩემი აზრით დიდი გეგმებიმები აქვს და ესენი კიდევ ერთ ერთი პაიკები არიან. რავი გამოჩნდება ყველაფერი ნელნელა.
რაიოო მამიკო უნდა გავხდეო ნიკუნიამ? საყვარელილიიილიდლი რაღაუჭირს ბელას::DD::D:D:D:
არ მომეწონა რომ პირდაპირ დათანხმდა შეერთებას სარა რატომღაც. ამით თითქოს ისე გამოჩნდა რომ სხვისი არ აინტერესებს მაგრამ სინამდვილეშI ასე არაა. ძაან მომაწონს ბენი. ასევე მომწონს სემის პერსონაჟი.
აბა შენ იცი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!

 


№2  offline წევრი LoNdA DM

მოიცა ვერაფერი გავიგე, თავიდან ნიკი მოსწონდა მერე ჩვენი ახლა იანი . მოკლედ რა მე ბენი მომწონს, მაგრამ რატომ აღარ არის ის ლიდერი. არ მომეწ9მა სარას გადაწყვეტილება, სარა ძალიან იმპულსურია და შეუთანხმებლად იღებს გადაწყვეტილებას. ველოდები შემდეგ თავს

 


№3  offline აქტიური მკითხველი mi ra

LoNdA DM
მოიცა ვერაფერი გავიგე, თავიდან ნიკი მოსწონდა მერე ჩვენი ახლა იანი . მოკლედ რა მე ბენი მომწონს, მაგრამ რატომ აღარ არის ის ლიდერი. არ მომეწ9მა სარას გადაწყვეტილება, სარა ძალიან იმპულსურია და შეუთანხმებლად იღებს გადაწყვეტილებას. ველოდები შემდეგ თავს


მაგრამ არსად არ წერია რომ იანი მოსწონს ::დ
მიხარია რომ კითხულობ :*

nawkas12345
მაგარია. რატომღაც მგონია რომ იანი ამათ გამოიყენებს. ჩემი აზრით დიდი გეგმებიმები აქვს და ესენი კიდევ ერთ ერთი პაიკები არიან. რავი გამოჩნდება ყველაფერი ნელნელა.
რაიოო მამიკო უნდა გავხდეო ნიკუნიამ? საყვარელილიიილიდლი რაღაუჭირს ბელას::DD::D:D:D:
არ მომეწონა რომ პირდაპირ დათანხმდა შეერთებას სარა რატომღაც. ამით თითქოს ისე გამოჩნდა რომ სხვისი არ აინტერესებს მაგრამ სინამდვილეშI ასე არაა. ძაან მომაწონს ბენი. ასევე მომწონს სემის პერსონაჟი.
აბა შენ იცი ველოდები შემდეგს!!!!!!!!!!


მიხარია რომ მოგწონს

 


№4 სტუმარი Tako...^^

Semis da saras saxelebi aurie ramdenjerme ... istoria momwons da velodebi shemdegs ^^ <3

 


№5  offline წევრი M^d G1rl

მდააჰ რატო მგონია რომ იანი მათ გამოიყენებს ძალაუფლების მოსაპოვებლად? ://

 


№6  offline წევრი მირანდა ))

დიდი მადლობა ვისაც ეს ისტორია მოგწონთ )) მაგ ნიკით ვეღარ შემოვალ და როგორც კი მოვახერხებ დავდებ ახალ თავს აქედან <3 მიყვარხართ ყველაა

 


№7  offline წევრი mariam m.k

ჰმ მერე და მაგ ნიკით რატომ არ წერ გაგზელე რა ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent